![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნონა |
![]()
პოსტი
#1821
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
თუ მავანს დახვდა ქუჩაში, გზაში ხატება ჩემი ბოროტის მჩენი, მაშინ და მხოლოდ, უფალო, მაშინ - იყავნ ნება შენი! არ მქონდა აქამდე წაკითხული ეს ლექსი ძალიან მომეწონა საერთოდ რატი ამაღლობელი საინტერესოდ წერს ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1822
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
ამაღლობელის რავა ყველა ლექსი იცი შენ, იმ ერთის გარდა, მე რომ გითხარი ![]() ვიღაც ხელს მიწვდის ვიქნები მარტო. დუმს ოთახი. ხელში დავითნი. აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ, ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემს ძვლებს დაითვლის, ყველა კითხვაზე მოხმობის დღეს ვინც მიპასუხებს. დროის შრიალი, დროის ფრთების არარსებულის, ბრწყინვალე კვირის შვიდეული, ის შვიდი სარკე, ანარეკლების ელვარებით გადავსებული და გზა, თავისთვის მიმავალი სიმშვიდისაკენ. ხასხასა ბალახს ვუერთდები და ცას ავხედავ, გამაძლებინე, როგორც ბნელში ძლებდა სანთელი, ვიღაც ხელს მიწვდის ჩამოქცეულ სახლის თავხედან, ისიც ჩემსავით აჩრდილი და ძვლებდასათვლელი. გივი ალხაზიშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1823
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
ვიცი ისიც მარა შინაარსი ვიცი, ზუსტად არ მახსოვს რითმაში. ისე არცაა საინტერესო დამიჯერე ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1824
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
კაი ხო კაი ![]() ბავშვები_ კითხვები,ბრძენთაგან აუხსნელი, რომელთა პასუხიც ღმერთის ღიმილშია. ვაჟა ხორნაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1825
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მე ასეთი დღეები მიყვარს!
მე მიყვარს მშვიდი, ლურჯი წვიმები, სახლები - წვიმას თავშეშვერილნი, გზა - იდუმალი, როგორც წერილი და უშფოთველი გამოძინებით გადაწოლილი ცაზე ნისლები . . . მე ასეთი დღეები მიყვარს, მე უკვე ვეღარ გამოვიცვლები . . . ზვიად რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
::სალომე:: |
![]()
პოსტი
#1826
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 ![]() |
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ, ორნივ მართალნი არიან ცამდე, ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან, მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე. ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები, ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად... ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი, გაუშიფრავი დავურჩი ვისაც. ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ ცამდე მართალნი არიან ალბათ, ვინაც ახლობლად მიიღო გულმა რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს. რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც და სიახლოვე მაშინებს კაცთა, ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო ადამიანის დაკარგვის განცდა... ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_ მაინც მართალნი არიან ორნივ ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა, ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი. ასე მგონია ეს ლექსი ჩემზეა დაწერილი ... -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
T I K O |
![]()
პოსტი
#1827
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
მომაგონდება...
მომაგონდება ყვირილას პირას მაღალი ბზისა ნათელი ტოტი... პაწაწკინტელა კარის საყდარზე უუძველესი ვარსკვლავი კრთოდა... საყდარში... იდგა ცივი სიბნელე და უამურთა ლანდთა გნიასი... აჰა, დიდება გაუქმებული და ჩუმი კვნესა მეღამიასი. ანა კალანდაძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1828
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
T I K O
იფ, რა ჯობია მოგონებებს ყვირილას პირას ![]() syd ციტატა მე ასეთი დღეები მიყვარს! მე მიყვარს მშვიდი, ლურჯი წვიმები, სახლები - წვიმას თავშეშვერილნი, გზა - იდუმალი, როგორც წერილი და უშფოთველი გამოძინებით გადაწოლილი ცაზე ნისლები . . . მე ასეთი დღეები მიყვარს, მე უკვე ვეღარ გამოვიცვლები . . . ზვიად რატიანი დადე რა კიდე რატიანი ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1829
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მასწავლოს ვინმემ
როგორ უნდა თავის დაჭერა, როდესაც კოცნა ასე მინდა და ის კი არ ჩანს . . . ზ. რატიანი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1830
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
რომელი წიგნიდან დებ? არ მეცნობა... -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1831
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
ციტატა რომელი წიგნიდან დებ? არ მეცნობა... აუF! რომელი წიგნი გაქვს წაკითხული რო?! ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1832
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
მდაა... შენ ის ყმაწვილი არ ხარ, ხარანაულის პოეზია რომ არ მოგწონდა და მისი არცერთი ლექსი წაკითხული არ გქონდა?! ![]() რატიანის რომელი წიგნის ლექსები მაქვს წაკითხული და მისი ყველა წიგნის. მაგრამ არა ყველა წიგნის ყველა ლექსი ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1833
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
სხვათა შორის რატიანის წიგნს "გამომიგონე" ხარანაულის წინასიტყვაობა აქვს. უბრალოდ არ მომწონს ხარანაული და იმიტომ არ ვკითხულობ, განა მართლა მსხალი მეგონა ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1834
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
nino84 სხვათა შორის რატიანის წიგნს "გამომიგონე" ხარანაულის წინასიტყვაობა აქვს. უბრალოდ არ მომწონს ხარანაული და იმიტომ არ ვკითხულობ, განა მართლა მსხალი მეგონა ![]() კაი ხო კაი, აქ აღარ გავაგრძელებ, მაგრამ შენ მსხალს და ხარანაულს დღესაც ვერ არჩევ ![]() ![]() ეს სულ ნაწყვეტებად მაქვს დადებული და ერთხელ იდოს სრულადაც ![]() მე შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ და იმოსებოდა ჩემი თვალები გასაოცარი და შიშის დამთრგუნავი სურვილებით და კედლები ხდებოდნენ გამჭვირვალენი და სხეულები უსაფრთხონი და შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ და იღვიძებდნენ ჩემში მოგონებები დიდი ხნის წინ თავსგადამხდარ შემოდგომების და მეძახდნენ მე ამ შემოდგომებიდან ყვითელნიღაბაფარებული ფოთლები და მიმტკიცებენ რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ მაგრამ მამწარებდა მე ყოველთვის ამის გახსენება რომ მზეს არავინ აღარ მისდევს რადგან იმედი უკან გაიხმო იმავე მზემ დიდი ხანია. გამომეღვიძა. ქალაქს ერქვა ისევ ქალაქი. გამგრძელებია შენთან სტუმრობა. ჩემი ლოგინი, რა თქმა უნდა არ ავალაგე, რომ მერე შენი საყვედური მომენათლა ახალ ხუმრობად. მე გამოვეწყე როგორც წესია და დავაკვირდი სარკეში კბილებს, მერე კი კარი გამოვაღე, კიბეს ჩავყევი; რა გამომილევს ისეთ ადგილებს, რომ მე ერთხელაც არ გამეკრას ჩემი ღიმილის თუნდაც ნახევი. ის ალბათ უკვე ბრაზით ალაგებს ჩემს ნასრეს საწოლს; ჯერ ადრე არის, ქალაქი ამთქნარებს, ვიცი, მზე ამოვა და ღამის ნაწოვ ჰაერს სინათლით გადაამტკნარებს! დილით კარგია სულელური წარმოსახვები: სიკვდილს, რომელსაც ჩემივე ფეხით მე არასდროს არ ვეახლები, შესწევს უნარი _ ისეთი რამ შემომთავაზოს, რომ აქ დაყრილი ნაგვის მიმართაც უკიდეგანო ვნებით ამავსოს. . . მზე კი არ ტოვებს თავის იარუსს. რატომ ჰკიდია მუდამ ცაზე, როგორც ნახატი?! ჩამოეთრიოს, ამ ქუჩაზეც ცოტა იაროს და მერე როგორ ინათებდა იმასაც ვნახავდი! რა გაეწყობა, ციდან თურმე არავინ ჩამოდის. სამაგიეროდ, აქვე ბაღში სულმოუთქმელად მე მელოდება უნაზესი მერი ჩავორტი: მე მივალ მასთან, ვთხოვ, არ მიმიღოს ჩუმი დაცინვით და ირონიით, მე მივალ მასთან და შევპირდები, რომ არ დავკარგავ ბაირონივით. . . მე შემოგხედავ, და შენც მაშინვე მიბრძანებ, შენი სივრცე დავტოვო. ის, ვინც არ მიყვარს, ვისი დაკარგვაც სულ არ მაშინებს, ვერ გამიგია, რატომ მბატონობს?! მე ხომ მგზავრი ვარ, ჭუჭყიანი, დაღლილი მგზავრი, დასასვენებლად მოვედი და არც კი გრცხვენია _ ისე მექცევი ფეხით მავალს, როგორც ცხენიანს, და ისევ სადღაც შორეთში მგზავნი. . . ჩემმა თვალებმა მოასწრეს და უკვე იხილეს: შმაგი ულაყი _ თეთრ ფაშატზე “ამხედრებული” _ გაუმაძღარი ვნებისაგან როგორ ჭიხვინებს! . . ვიცი ამ სახლში ცხოვრობს ქალი და ის მარტოა, ვგრძნობ, რომ ავიდე, “ხელცარიელს” არ გამომიშვებს, მაგრამ ეს ქალი ალბათ უფრო საიმათოა, ვინც ჩემნაირებს იძახიან ნიჭიერ გიჟებს. მიკვირს, რომ ღამით ეს ქალაქი არ ააფეთქეს. . . სწრაფად მივდივარ და ვეხლები მდუღარ საფეთქლებს, უძილობით და ბოღმით დაბერილთ; წუხელის, ღამით, მომკვდარა ძაღლი, სხვა არაფერი. . . ქუჩას, რომელზეც მივაბიჯებ, სულ არ აქებენ, ასეთ ადგილებს ეტანებიან ათასი ჯურის მკვლელები და მანიაკები. აქ სიარული, თან ასეY დროს, ყველას აშინებს. ცხრა წლის გოგონა სამი დღის წინ სწორედ რომ ბეწვზე გადაარჩინეს. ვერ დამმალავენ ვერც ფოთლები და ვერც კედლები _ ჩემი თვალები არის ჩემი ორი ფუღურო, მე მხოლოდ მათში შევიკეტები, რომ აღარაფრის არ მეშინოდეს და სხეულების მიმოქცევას მშვიდად ვუყურო. რაღაცა მინდა გავიხსენო _ მე ვიძაბები: ამ მაწანწალა ძაღლების დასთან მაერთიანებს უხილავი, მკვრივი ძაფები: მე, მართალია, ორ ფეხზე ვდგავარ და როცა მინდა წელშიც ვიშლები, მაგრამ ამ ძაღლებს, რომლებიც დღისით მუდამ არიან თითქმის მშიშრები, რა ემართებათ, როცა ღამდება ან რა იდუმალ ძალას იღებენ, რომ მთელი ღამე, გათენებამდის, ხმის ჩახლეჩამდე უაზროდ ყეფენ? არც ერთი სიტყვა სიყვარულზე! საკმარისია! ყველამ ისედაც მშვენივრად იცის; ჩემი ფიქრები მასზე ხელს არ გაისვრიან, გაგონებაც კი არ მინდა მისი! როდესაც მზერა რამე საგანს ჩაეჭიდება _ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ არსებობ, რომ იყურები, რა გაეწყობა, მაინც ასე ხშირად გვჭირდება სხვისთვის მტკიცება საკუთარი უბედურების. . . მე ვინ ვარ, მაგრამ, ხდება ხოლმე, მეც გავჩერდები და ცას ავხედავ, ჩემი სახე რომ არ გამორჩეს უფალს, რომელიც ზის და ჭედავს თავდაჯერებით კაცობრიობის ახალ ნაოჭებს. . . ღმერთმა სისწრაფე რომ დამაკლო, ამ დანაზოგით დააჯილდოვა ზღვის ქარები და ღამურები. რაღაცა იწვის ჩვენში მუდამ და ვიტანჯებით, რადგან არა გვაქვს საკვამურები, დაგმანულია ჩვენი ფანჯრებიც. ისევ მივედი ძვლებგაყინულ, მძინარე ხიდთან და მახსენდება, დიდი ხნის წინ აქ რომ ვიყავი, მახსოვს რა რიდით მომესალმა ბებერი ყვავი, თავი დამიკრა, გზა განაგრძო და ახითხითდა. . . შენ გათენებავ, რომ დარაჯობ ტოტებს გადამხმარს, ღამევ _ რომელიც ამ ქუჩაზე ჩამოიფერფლე, მე გეკითხებით: ასე დიდხანს, ასე მხარდამხარ, ორივემ ერთად, ერთ მიწაზე, როგორ იმეფეთ? მზის ამოსვლამდე დარჩა ზუსტად . . . იმის გამხელა, რომ წუხელ ძლიერ შემაწუხეს ღამის პეპლებმა, არ გასჭრა მათზე დამუქრებამ, ჩემმა სახელმა, და ამოვხოცე _ იქცნენ თავის თავის ემბლემად! გადარჩებოდნენ, ღამის შუქი რომ არ აგვენთო, მაგრამ ჩვენ გაზეთს ვკითხულობდით სწორედ საჩემოს _ მეოთხე გვერდზე აცხადებდა # სააგენტო: “მოგზაურობა საკუთარი სულის გარშემო!” როცა ქუჩაში არ ხარ და ქუჩას გაჰყურებ, რაღაც მაგია ეუფლება დამშეულ მზერას და ხედავ იმას, რის დანახვაც დაიმსახურე, და კვლავ გინდება დაუწერელ სიტყვების წერა. მე ვხედავ: ქუჩამ დაივიწყა თავის გიჟები, ისევე, როგორც მე არ მახსოვს ჩემი ბავშვობა. წარმოვიდგინე ჩემი თავი ქარის ნაშობად და ცხელი მზერით უცხო სხეულს ვეპატიჟები. რატომ მიჩნდება გრძნობა, თითქოს იმ მოსახვევში, რომლის ნაგვიან კუთხესთანაც ეს გზა გამიყვანს, ვიღაც დამხვდება, ან გამაწნის სილას სახეში, ან გამიღიმებს, ხელს მომხვევს და სადმე წამიყვანს. გამოვუგონებ საკუთარ თავს კიდევ ერთ ნიღაბს, თითქოს არ მყოფნის ძველი როლი და ძველი მითი: მომბეზრდა თავი, შემაწუხა და აღარ მიყვარს _ შეღავათიან ფასებში ვყიდი: ის ჯანმრთელია, თუმცა არის ცოტა ყვითელიც, მაგრამ სიყვითლე მის ღირსებებს ფასს ვერ დააკლებს, მუშტრის გულისკენ უხიფათო ბილიკს გააკვლევს, რადგან ვაჭარიც მეგახლავართ, მე ვარ მყიდველიც! მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი, და უიმედოდ გადავხედავ ჩემს თავს ზევიდან _ ის ისე არის ნაგვემი და მხრებჩამოყრილი, როგორც ქალაქი უკანასკნელ შემოსევიდან. დღე _ დღე არ არის, სანამ ცაზე მზე არ ამოვა, არც ღამე ჰქვია _ უფრო დღეა ღამის საცვლებით. . . აღმოსავლეთი ემსგავსება მდუღარ სამოვარს და ცასაც შუბლი დაჰფარვია ოფლის მარცვლებით. სიჩუმე მშვიდად გაწოლილა გაკრულ ნაწერში (მე ამ სიჩუმეს შევყურებ და ხელით ვეხები), ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები. . . მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს, მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან! და მე მოვდივარ შენს ხელებთან, რადგანაც მახსოვს, რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ! ზ.რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#1835
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...იცოდა ღმერთმა, რისთვის უნდა ვემზადებინე,
როგორი შემქმნა _ არარსებულით ისე მძაფრად უნდა მეცხოვრა, რასაც მრავალნი არსებულით ვერ ახერხებენ. იცის ღმერთმა, ვისაც ნამდვილი წყალი სჭირდება დასარწყულებლად, თუნდ უგემური, ოღონდ ნამდვილი, ხელშესახები, ჩასაყლურწი, იმას ნამდვილ წყალს ჩაუსხამს პეშვში… ელა გოჩიაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1836
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ჩიტები
ვზივარ და ვითვლი მრგვალ ბაღში დაცვენილ ფოთოლს. ყვავები ჩხავიან – “ხვალ გამთენიისას მოთოვს.” მოთოვს ქლაქში, მის მთელ სიგრძეზე და განზე, ვიღაც ჩემ გვერდით ზის, ფურცლავს დღევანდელ გაზეთს. მე კი დღევანდელ დღეს ამ გაზეთივით შავ-თეთრს ვფურცლავ ცის ყოველ გვერდს, მასზე დაწერილ ავდრებს. თითქოს საკუთარ ტანს ვფრცქვნი და ნამცეცებს ვუყრი ჩიტებს პურისას, ბაღს უახლოვდება მწუხრი. ზამთრის საღამოს მწუხრი, ზამთრის საღამოს ბაღს უახლოვდება, ვუყრი ჩიტებს პურსა თუ ტანს. აიშლებიან წამს ფრთების ქნევით და ცემით, თითქოს წაუღეს ცას რაღაც ნაწილი ჩემი. რატი ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#1837
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
სონეტი LV
უილიამ შექსპირი თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი ჩემს ლექსებს მკვიდრი აგებით და ამოშენებით ვერ შეედრება ვერრა ძეგლი და მარმარილო, რადგან ეს ლექსი გავალაღე შენი მშვენებით, მარადისობის წარუშლელო ფერუმარილო. სრაც და სასახლეც, გვერდიგვერდ რომ ამაყად დგანან, ხვალ დაიქცევა ჟამთასრბოლის შეხლა-შემოხლით, ჩვენს სიყვარულს კი აღსასრული არ ელის, რადგან ძეგლად კი არა, ჩვენ ერთმანეთს ლექსად შემოვხვდით. შენ თვით სიკვდილსაც შეულახავ აზრს და რაობას, ბოროტების გზას განირიდებს დროის დინება, ლექსით მოავლენ შენს სიკეთეს მრავალ თაობას, სანამ საწუთროს განკითხვის დღე მოევლინება. შენ რადგან ერთხელ შემოაღე ლექსის კარები, სულ აქ დარჩები და მარადის აქ მეყვარები. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1838
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
იმედია ინგლისურად და გერმანულად კითხვა ბევრს შეუძლია აქ (თუმცა რუსულთანაც მწყრალად არის რამდენიმე იუზერი), ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ჩემი ერთერთი უსაყვარლესი მწერლის და პოეტის, ედგარ ალან პოს ლექსს დავდებ...
Evening Star 'Twas noontide of summer, And midtime of night, And stars, in their orbits, Shone pale, through the light Of the brighter, cold moon. 'Mid planets her slaves, Herself in the Heavens, Her beam on the waves. I gazed awhile On her cold smile; Too cold--too cold for me-- There passed, as a shroud, A fleecy cloud, And I turned away to thee, Proud Evening Star, In thy glory afar And dearer thy beam shall be; For joy to my heart Is the proud part Thou bearest in Heaven at night, And more I admire Thy distant fire, Than that colder, lowly light. [Edgar Allan Poe] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
ნანინა |
![]()
პოსტი
#1839
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი; ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე გალაკტიონი რომ არ არსებობდეს რა მეშველებოდა ნეტავ? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1840
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
...აბა რა არის ორმოცი წლის კაცის ცხოვრება?!
თითქოს უხილავი გიდი აცხადებს: ”ამის შემდეგ პეიზაჟი მკვეთრად იცვლება”. ხრიოკი კი არა, უფრო უხამსი ეთქმის. კლასიკოსობის ხანა, სიცარიელეში არეული სიდინჯე, შეუვალობა -- რომ თავი არ გასცეს, მზერა კი არა, თვალთვალი, შიში სიმარტოვის: ან რა გარანტია აქვს, რომ რომელიმე იდუმალებამ, რომელიმე სიჩუმემ, რომელიმე ოთახიდან, კარადასა და კედელს შუა სივრცემ, ბუჩქებს შორის სიჩუმემ, ხეებს შუა ჩაჭედილმა, ქუჩაში მომდინარემ უცებ ხორცი არ აისხას და არ მიაჩერდეს შეკითხვის თვალით. რა უპასუხოს? რა უპასუხოს იმ სიჩუმეს, რომელიც თურმე მთელი სიცოცხლე აკვირდებოდა? უნდა მიედგა კარადა და კედელი ერთად? უნდა ამოევსო ყველა სივრცე, ყველა კუნჭული? ის ხალხი, ჩვენ რომ დიდ პატივსა ვცემთ, ამ შეკითხვის შიშით ცხოვრობენ... ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2025 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი