![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1841
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
კაი ჯანდაბას, იყოს ხარანაული . . .
ჩემსავით ღმერთის გაჩენილი არსებაა ძაღლიც. ვიგრძენი ეს დიდი ხნის წინათ, როცა ერთ ხეს შევეფარეთ ორივენი წვიმაში . . . -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1842
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
ციტატა კაი ჯანდაბას, იყოს ხარანაული . . . ჩემსავით ღმერთის გაჩენილი არსებაა ძაღლიც. ვიგრძენი ეს დიდი ხნის წინათ, როცა ერთ ხეს შევეფარეთ ორივენი წვიმაში . . . ![]() ჰაიიიიტ...მოგწონს შენ ხარანაული, მოგწოოოოოოონს ![]() ![]() ![]() ცოტა მაინც გასწავლე კარგის და ცუდის გარჩევა... ![]() ![]() ყველაფერი ასე დასრულდა: როგორც იქნა მოვუყარე თავი სუყველას და შევყარე გაუქმებული ფერმის საბძელში. გასაღები ხელში მიჭირავს: ახლა ერთიც მსურს ვივაჟკაცო და გადავტყორცნო იგი ისე შორს, რომ გავიგონო დავიწყების ფსკერის წკარუნი. ბ.ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1843
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
ციტატა ჰაიიიიტ...მოგწონს შენ ხარანაული, მოგწოოოოოოონს ![]() . . . რომელ იდიოტს მოაფიქრდა საავადმყოფოს ფანჯრების წინ მარადმწვანე ხეების დარგვა? ურცხვად დგანან და ირხევიან, თითქოს ჩვენ აქ არც ვკვდებოდეთ და თითქოს მათი დუდუნი რაღაც მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ჩვენს თავთით სანთლის ციმციმი და მის შუქში სულჩადგმული წამლის აბების ვნებიანი აღსარება, გამხელილი ცოდვები და ძველი ამბები - თუ ვის უშველეს, სად და როდის და ვის კი ვერა. თუ ვისთვის იქცნენ სალოცავად, ვისთვის კი ნაგვად... რომელ იდიოტს მოაფიქრდა საავადმყოფოს ფანჯრების წინ მარადმწვანე ხეების დარგვა, ან როდის უნდა განიკურნოს ამდენი "მჯერა"... ზვიად რატიანი nino84 ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1844
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
nino84 ![]() . . . ხო ვთქვი ოროსანი მოსწავლე ხარ-თქო ![]() ![]() ციტატა რომელ იდიოტს მოაფიქრდა საავადმყოფოს ფანჯრების წინ მარადმწვანე ხეების დარგვა? ურცხვად დგანან და ირხევიან, თითქოს ჩვენ აქ ვკვდებოდეთ და თითქოს მათი დუდუნი რაღაც მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ჩვენს თავთით სანთლის ციმციმი და მის შუქში სულცადგმული წამლის აბების ვნებიანი აღსარება, გამხელილი ცოდვები და ძველი ამბები - თუ ვის უშველეს, სად და როდის და ვის კი ვერა. თუ ვისთვის იქცნენ სალოცავად, ვისთვის კი ნაგვად... რომელ იდიოტს მოაფიქრდა საავადმყოფოს ფანჯრების წინ მარადმწვანე ხეების დარგვა, ან როდის უნდა განიკურნოს ამდენი "მჯერა"... ზვიად რატიანი როცა გაგახსენე რომ რატიანის წიგნი სახლში გაქვს, რამდენი მტკაველი მტვერი გადაწმინდე წიგნის ყდიდან, გენათალე? ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1845
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
არადა იმ წიგნში, რომელიც მე მაქვს არც ერთი ეგ ლექსი არაა შესული ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1846
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
კი ტელევიზორმა გადმოსცა საჯარო ბიბლიოთეკაში როგორ ეწამე მაგ ლექსების უკვდავსაყოფად და ხალხში გასავრცელებლად ![]() ...ჩემმა სულმა ბავშვობაში გაყიდა ფრთები თუ მგონი რქებზე გადაცვალა ზუსტად არ მახსოვს... ზ. რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1847
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
nino84
მე ვარ რატიანი გოგო, რით ვერ მიხვდი ამდენი ხანი ![]() ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1848
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
***
ოხ, მახსოვრობის ბოროტო ღმრეთო! ჯერ კიდევ გუშინ ცეცხლივით ენთო, რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის და უკვე აღარ არსებობს ჩემთვის აღარც ის სახე... აღარც ის წუთი... და ახლა, როგორც პანდორას ყუთი, ცარიელი ვარ. ჩემს ფსკერზე მხოლოდ განმეორების იმედი ცხოვრობს. [ოთარ ჭილაძე] ცისფერი სინათლე ალბათ შუაღამე იქნება, სხვაგვარ დასკვნამდე მივედი. შენსკენ გამაფრინეს ფიქრებმა რაღაც შორეულ იმედით. შენ მოდი ნისლიან წამიდან, (ცაზე მოღლილი მთვარეა) . და ვამბობ: სიკვდილი არ მინდა! სიცოცხლე უფრო მწარეა. ის გული ყორანმა წაიღო, წამებას კიდევ ავიტან. თითქო ყოველივე, რაც იყო ყრუ სიშორეში წავიდა. შემდეგ მწუხარება გამეფდა, ჩუმად მოვიდა ზაფხული. ვდგავარ საოცრების კარებთან, როგორც სიზმარი წარსულის. ახლაც უიმედო წამია, წუხელ გაფრენა ვინატრე. გულში - ნისლიანი ღამეა, სულში - ცისფერი სინათლე... [ტერენტი გრანელი] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1849
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
![]() ...ის ადგილები, ბავშვობა რომ გამილევია, ნობათს რაიმეს კი არ მთხოვენ არამედ პასუხს!... ბესიკ ხარანაული -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1850
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
შავო!..
განა ყორანო, განა სვავო და განა ძერავ, შავო!.. განა ჯიქო, განა მგელო და განა მელავ, შავო!.. განა ადამიანო... შავო სულო!.. არ აიღო ფეხი, რომელიც დამადგი. ბ. ხარანაული -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#1851
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი, რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთხოვენი მხოლოდ ყრუ არი და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი. ვფიქრობ ლექსებით ჩქარი და ხან გველივით ზანტი, მაგრამ ყოველთვის მიხარია ცეცხლის ანთება, ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გადვუფანტე, და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება. პაოლო იაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Atman |
![]()
პოსტი
#1852
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
(..მომე ხელი )
სოფო მიქიაშვილი მომე ხელი ხელი მომე ხელი მომე მომე ხელი მომე ხელი მომე მომე ხელი მომე ხელი მომე ხელი მომე მომე ხელი მომე ხელი.. ან მომახალე ბოლო -ბოლო, რომ არც კი გიფიქრია მოგეცა ჩემთვის რამე, და მითუმეტეს ხელი.. ხვ!.თაებავ... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
nino84 |
![]()
პოსტი
#1853
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
შემოდგომის დღე
მზის საათები ჩაშალე ჩრდილით. უფალო, დროა, გაგიგრძელდა ისეც ზაფხული. მდუმარე მინდვრებს ტანზე ქარი წამოახურე. სულ ორიოდ დღით შეიკავე ოღონდ სიცივე, რათა ქმნან ბოლო ნაყოფებმა თავის საქმნელი; უბრძანე, დროზე ჩამომწიფდნენ! და გარდაქმენი ბოლო მტევნების ტკბილი წვენი ღვინის სიმძიმედ. უსახლკაროსთვის სახლის ძებნა არის გვიანი. ვინც მიატოვეს, და მოუწევს მრავალ წელიწადს: ბევრ ღამეს გატეხს, ბევრს იკითხავს და ბევრ წერილსაც უთუოდ დაწერს; ხოლო დღისით იხეტიალებს გრძელ ხეივნებში, მოწყენილი, ფოთოლცვენისას. რაინერ მარია რილკე (თარგმანი ზუსტად არ ვიცი ვისია და სავარაუდოს აღარ დავწერ ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
Atman |
![]()
პოსტი
#1854
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
მსხვერპლი
ტონინო გუერა თარგმანი იტალიურიდან - ნანა ზარდიაშვილი სწავლა შევძელი დედაჩემის დამსახურებით, თვითონ კი ჯვარს სვამს ხელმოწერისას. ვიცნობ ქალაქებს, დედაჩემის დამსახურებით, ქვეყნის დასასრულს, თუმცა კი დედა სამოგზაუროდ არ ყოფილა თვითონ არასდროს. გუშინ ვიყავით ერთად კაფეში, მე წავიყვანე, თვითონ უკვე ვერაფერს ხედავს. . . ,,აი, დაბრძანდით! რას ისურვებთ? ნამცხვარი გნებავთ?" განცდა არტურ რემბო თარგმანი ფრანგულიდან - გივი გეგეჭკორი მხოლოდ ცისფერი შეღამება შეღებავს ივნისს და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები, მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები. არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს ბუნებასთან კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1855
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
როცა შემიბინდდება - ვფითრდები და მინდები,
შეირხევა მინდვრები, სიოს სიიოლეთი, მე მეგონა შენს ბაგეს მოვსვამდი და მოვლევდი და ამგვარად მივირინდ-მივითვლემ და-მივთვრები, მაგრამ არა, მხურვალე, ურვა-სურვილ-მწყურვალი ეგ ბაგე და ეს ბაგე ვერ შევადნე. ეშმაკი გამიშმაგდა ეგ შმაგი, ჩემში ვნებით მცხუნვარე ეშმამ ეჭვის შიში შვა და შიშმა კი სიშმაგე. ამიტომაც გპირდები, ფიქრის ტალღა ზვირთებით ისე დავიტვირთები, რომ გზადაგზა ფეთქებით მოვალ - შეგეხეთქები, როცა წევხარ, მზით თბები, როცა მზეში ინთქმები, ტალღად მაშინ შევდგები, ალბათ მაშინ გემთხვევი თუ, შემთხვევით შეგხვდები. რ. ამაღლობელი -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Atman |
![]()
პოსტი
#1856
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა
და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა? როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... ნ. გომელაური -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
nino84 |
![]()
პოსტი
#1857
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ჯიბის ჰაერი
რა უცნაური სევდა იცის იქ, დარბაზებში, სადაც დასრიალებენ საამაყო ოჯახისშვილები და კვეთენ ჰაერს სუფთად გაპარსული, თეთრი ნიკაპებით. ერთ თარგზეა ჩამოჭრილი მათი ყოველი ნაბიჯის სიგრძე, ზუსტ სასწორზეა აწონილი მათი სიტყვები. ისინი ასახელებენ აწმყოს. ისინი, ამაყად ამხედრებულები თავ-თავიანთ გრძნეულ ჩრდილებზე, ისე მსუბუქად დასრიალებენ, თითქოს შიგანი, თითქოს მთელი კანისქვეშეთი დილის ცვრიანი ბალახებით ქონდეთ სავსე. და დაე, დაე მათ ასახელონ თავიანთი ოჯახები, სამშობლო და კონტინენტი, პლანეტა და გალაქტიკა და კიდევ, თუ ჰყავთ, თავისი მკვდრებიც. შენ კი, მათი ტრაექტორიებით აბურდულ ჰაერში, როგორც თევზი - ბადეში, გახვეული, იყავი მოწყნილი, იყავი გაღიზიანებული, იყავი ლუკმა პურისა და ყლუპი ლექსის მაძებარი და გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს ვერგამოკვებილი ცოლშვილის, ვერდაწერილი ლექსების, ვერგაპარსული პირის და იმისიც, რომ გსურს გაექცე მათ დარბაზებს და ვერ გარბიხარ, და ისე მძიმდები, თითქოს ერთადერთი, რაც შენშია, რაც კანქვეშაა, არის შუშის ნამსხვრევები. და დაე, დაე მათ სულში ჩიტების ჭიკჭიკი სუფევდეს, ხოლო შენში ღამის კატები გაბმულად კიოდნენ, მატარებლები გრუხუნებდნენ, გარდაცვლილი ახლობლები ახველებდნენ. და დაე, დაე მათ ისრიალონ დარბაზებში, შენ კი ამრთელე მათი ბასრი ნიკაპებით დაფლეთილი გულგრილი ჰაერი, ამოკერე, ამობლანდე შენი ლექსებით - რომ ყელში არ გაგეჩხიროს, რომ არ დაგახრჩოს, და მოთმინებით უცადე დღეს, როცა ისინი, საამაყო ოჯახისშვილები, საგვარეულო პროპელერებს დააგრუხუნებენ ან საჰაერო ბურთებივით გაბერავენ ნაირფერ გულებს და ყველას თვალწინ, ყველას გასაკვირად, აფარფატდებიან ზემოთ, ღრუბლებისკენ და როგორც ზედმეტ სიმძიმეებს, გადმოყრიან თავ-თავიანთ ჯიბის ოჯახებს, ჯიბის სამშობლოებს, კონტინენტებს, პლანეტებს, რომლებიც უკვე ასახელეს, და განიბნევიან უსახელო გალაქტიკებში - სასახელო საქმეებისთვის... შენ კი, გვიანობამდე ბნელ ქუჩებში ნახეტიალებს, სახლში დაბრუნებულს, საწერ მაგიდასთან მოკალათებულს, დაგეწერება უჩვეულოდ ამაღლებული, სათუთი ლექსები, რომლებშიც გამოაწყობ ცოლსა და შვილებს, მოხუც მშობლებს, უცხოეთიდან სამუდამოდ დაბრუნებულ პატარა და-ძმებს, ბერად აღკვეცილ მეგობრებს და ჟურნალებიდან ამოჭრილ კოლეგებს, და იამაყებენ ისინიც შენით, და არცერთი არ გაგრძნობინებს, რომ შეუნიშნავთ, როგორ მიდიხარ ფანჯარასთან დროდადრო შიშით და თვალს აპარებ ვარსკვლავებით ნაჭედი ცისკენ, რათა დარწმუნდე, რომ იქ ყველაფერი თავის ადგილზეა. ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1858
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
უუუუუუუუუჰ რა მძიმეა რააა.... არ მესმის და მომსპეთ!
![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
ნონა |
![]()
პოსტი
#1859
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს, უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს. ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა, შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?! მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა, შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს. შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება, შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით... თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება, მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით. სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება, მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება! გენიალური შექსპირი ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
athos |
![]()
პოსტი
#1860
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
პაბლო ნერუდა
ნელა კვდება იტალიურად და რუსულად (იტალიური თარგმანი უფრო ლამაზია ![]() Lentamente muore Pablo Neruda Lentamente muore chi diventa schiavo dell'abitudine, ripetendo ogni giorno gli stessi percorsi, chi non cambia la marcia, chi non rischia e cambia colore dei vestiti, chi non parla a chi non conosce. Muore lentamente chi evita una passione, chi preferisce il nero su bianco e i puntini sulle "i" piuttosto che un insieme di emozioni, proprio quelle che fanno brillare gli occhi, quelle che fanno di uno sbadiglio un sorriso, quelle che fanno battere il cuore davanti all'errore e ai sentimenti. Lentamente muore chi non capovolge il tavolo, chi e' infelice sul lavoro, chi non rischia la certezza per l'incertezza per inseguire un sogno, chi non si permette almeno una volta nella vita di fuggire ai consigli sensati. Lentamente muore chi non viaggia, chi non legge, chi non ascolta musica, chi non trova grazia in se stesso. Muore lentamente chi distrugge l'amor proprio, chi non si lascia aiutare; chi passa i giorni a lamentarsi della propria sfortuna o della pioggia incessante. Lentamente muore chi abbandona un progetto prima di iniziarlo, chi non fa domande sugli argomenti che non conosce, chi non risponde quando gli chiedono qualcosa che conosce. Evitiamo la morte a piccole dosi, ricordando sempre che essere vivo richiede uno sforzo di gran lunga maggiore del semplice fatto di respirare. Soltanto l'ardente pazienza porterа al raggiungimento di una splendida felicitа. Медленно умирает Пабло Неруда Медленно умирает тот, кто становится рабом привычки, Выполняя каждый день один и тот же маршрут, Кто не меняет направление, Кто не рискует менять цвета одежды, Кто не разговаривает с незнакомцами. Умирает медленно тот, кто избегает страсти, Кто предпочитает чёрным по белому и точки над буквой "i", Вместо того, чтобы быть вместе с эмоциями, Именно теми, которые делают глаза лучистыми, А зевок могут заменить на улыбку. Именно теми, которые могут заставить сердце стучать И от ошибки, и от чувств. Медленно умирает тот, кто не переворачивает столы, Кто несчастлив в работе, Кто не рискует с уверенностью и не предпочтёт её Неуверенности следовать своей мечте. Кто не позволит хотя бы один раз в своей жизни Убежать от рассудительных советов. Умирает медленно тот, кто не путешествует, Не читает, не слушает музыку, Кто не может найти гармонию в себе. Медленно умирает тот, кто уничтожает саму любовь, Кто никогда не помогает, И проживает свои дни с постоянными жалобами О невезении или непрекращающемся дожде. Умирает медленно тот, кто бросает свои планы, Ещё не начав даже их, Кто не задаёт вопросы об аргументах ему неизвестных, И кто не отвечает, когда его спрашивают о том, что он знает. Постараемся же избежать смерть маленькими дозами, Помня всегда о том, что быть живым, Требует большого долгого усилия Простого действия дышать. Только неугасимое терпение приведёт К достижению блистательного счастья. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი