![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1901
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არ მეჩხუბოთ, მშვენიერო ნონა, მაგრამ უსუსტესი ლექსია ოხ, ეს კრიტიკოსები ![]() ![]() ციტატა სარა ტისდეილი ვისი თარგმანია? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნონა |
![]()
პოსტი
#1902
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
არ მეჩხუბოთ, მშვენიერო ნონა, მაგრამ უსუსტესი ლექსია ![]() ემოციაა ულამაზესი ![]() შეიძლება მხოლოდ ჩემს თვალში აქვს ამ ლექსს ამდენი სათუთი ემოცია, მაგრამ მიყვარს ![]() ჰო სპეციალურად ochokochi-ისათვის არასუსტი სონატა ![]() შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია. შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები. არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე - და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე. ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება. უილიამ შექსპირი 130-ე ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
![]()
პოსტი
#1903
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
დაგინახეეე შემიყვარდიიიი დავდნი ღორი ქონივითააა!
შინაგანი ემოცია ამ სიტყვებშიც ძალიან დიდია! ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1904
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ო, მე კი არა, გული ხარხარებს
როცა ნამიან ველზე გავივლი ნამი ბალღივით მართობს,მახარებს... ქარო მოიტა ატმის ყვავილი, ქარო,ფოთლებიც შემომაყარე... როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი, თმააწეწილი მოლი ხარხარებს... ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით და ხელუკუღმა შეშომაყარეს... და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა, გული ხარხარებს, გული ხარხარებს... და შენ,ქუჩაში რომ გაიარო, ფოთლები წაღმა შემომაყარე..... [ანა კალანდაძე] *** მინდა და მინდა მინდა და მინდა! _ მინდა და მინდა! _ მინდა და მინდა! _ ვადიდო მინდა ღმერთი, რომელმაც მე ამომზიდა უწყლო, უმზეო, უძირო ჭიდან, _ სადაც ურიცხვი ბედკრული დარჩა! _ სადაც უსაზღვროს იტანენ ტანჯვას! _ ძნელია ძალზე გაძლება სადაც! ძლიერო ყოვლად! _ უშველე მათაც! [მუხრან მაჭავარიანი] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
nuca_ge |
![]()
პოსტი
#1905
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 ![]() |
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს. არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი. ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს. იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი! ...გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე... ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას. ...გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ. შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება). ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე. რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი!.. მე ვარ მდინარე! ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს. ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები. მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით. შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან! ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა, შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ძევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში; გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი! მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი? პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!.. ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო.. არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ! არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს. ... არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ! მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა შენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს. შენ შეიცვალე. მეც შევიცვალე. სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა. ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი. შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს, არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა იყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი. ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი. შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ. შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა. შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა. ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ... მარტო ვარ შუა ოკეანეში, სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი. მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები და დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის. ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე! რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე ნეტაში დაგახრჩობ მერე. მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა: -რა დაგემართა! -ვერა მცნობ? -მე ვარ! მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს... . ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი, ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ? მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი, რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ. უკვე თენდება. თენდება უკვე, რამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი). მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში! თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო. მე ვარ მდინარე! ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა). შენ ახლა ალბათ ტირიფთანზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი. შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან გასული გემი! შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი. ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს. შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ მაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით!... ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს. მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც! P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას. მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე თავდება ყველა წერილი, და ეს წერილიც გათავდეს ასე. მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი.. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1906
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ეს ლექსი რაღაცას მახსენებს და ვერაფრით ვხვდები რას.. მაგრამ დავდებ მაინც
![]() შენ გაირყვნები შენ გაირყვნები... აშკარა არი... ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად. შენი სხეული ნაქანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად. შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა, მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა... შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად, როგორც არავინ გარყვნილა ჯერა! შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი, დაგეწურება მკერდი მტევნებად - და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი, სიძვა მრუშება, აგედევნება. მოგენატრება ეს სიყმაწვილე, როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად, და იტყვი: ``რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულად! რა მომელოდა და რა დამარქვეს! ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები? სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?`` მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ, სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს - მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს. არც ჩამოკრული, არც საყვედური, მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები. მე, ბედნიერი და უბედური - წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები. გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ, მომიახლოვდი... მომეცი ხელი... თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი. [იოსებ გრიშაშვილი] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1907
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ისა და... ნუ დაგავიწყდებათ, რომელ ფორუმზე ხართ
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1908
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ისა და... ნუ დაგავიწყდებათ, რომელ ფორუმზე ხართ ![]() თამარი_ცქნაფო წაშალე თუ არ წავა... ![]() მაინც აზრი დაკარგული აქვს მაგ ლექსს აწი... ![]() P.S.: ჩემთვის. -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
Маиа |
![]()
პოსტი
#1909
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
მურმან ლებანიძე
გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_ ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა... გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_ ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას... პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა - გისმენო, შვილო ჩემო, და თავი დახარა... გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა, უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა... სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში, თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო; იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო... ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა, ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული, იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა! და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული.. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]()
პოსტი
#1910
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
მუხრან მაჭავარიანი ------მე მიყვარს---- მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს, მიყვარს და... არ ვიცი რატომ! (მიზეზის პოვნას არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი და... ბოლოს სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად, უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა, დედაო, გმადლობ! ვხედავ ქვეყანას — სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს. გოდერძი ჩოხელი --ჩემი ქონება-- წუთისოფელო, რად წამართვი, მე რომ ლამაზი ყვავილი მქონდა. წუთისოფელო, რად წამართვი, მე რომ ლამაზი მამული მქონდა. წუთისოფელო, რად ჩამიქრე, მე სიყვარულის ცეცხლი რომ მქონდა. რატომ გამძარცვე ყველაფრისგან, მე ხომ რაც მქონდა, ღვთისათვის მქონდა. ამ ქვეყანაზე, ნუთუ მართლა სულ შენი იყო ყველაფერი, მე კი მარტო სულ-ხორცი მქონდა?! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1911
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ანა კალანდაძე
თუ არის რაიმე, თუ არის... თუ არის რაიმე, - გფარავდეს.. გათავდა... გათავდა... გათავდა... მარადის... მარადის... მარადის... იწყება სანთლების ციმციმი... და ბოლოს... ისინიც ქრებიან... ხეები ეძებენ ერთმანეთს და ღამეს მარტო არ ხვდებიან... მზის დისკო ნაზია, მკრთალია, უღონო, ვერცა რის მშველელი... და მხოლოდ ერთია ნუგეში – ლამაზი ბაკმი აქვს ვენერას... იწყება სანთლების ბრიალი... თუ არის რაიმე, გვფარავდეს! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#1912
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
გაზაფხულზე
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს. გოდერძი ჩოხელი -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1913
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
შვილს ცხენისას კვიცი ჰქვია,
ვირის შვილს კი ჩოჩორი; ჩოჩორს ხურჯინი აჰკიდეს მოატარეს კოჯორი;- ქუჩა-ქუჩა,ეზო-ეზო, გაჰყვიროდა პატრონი: _ჩოჩრით დამაქვს მაწონი, მაწონი,მაწონი! და ჩოჩორმა უთხრა პატრონს: დავალთ ქუჩა-ქუჩაო, მაწვნის ქილებს თუ ვატარებ, დამიძახე ლურჯაო! -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1914
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
აგონია - მეგობარს!
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს, მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა. ჩემს ფაშატ ლექსებს ახალშობილ კვიცივით მივსდევ, დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა. იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა, ჩამადნა ხელში უფლის რწმენა _ ციური ზოლი, წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი. ვუყურებ წვიმას _ ჩემი ქუჩის მტირალა სახეს, მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს, ვჩურჩულებ ჯერ არდაბადებულ შვილების სახელს და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს. წავაწყდი აპრილს _ ყვავილებით დამტვერილ ალბომს, ვათვალიერე ხალისები, კოცნები, შერწყმა და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი _ პალტო და კიდევ წამი, სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა. დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას, ჭიქაში ვასხამ საკუთარ თავს, ძალიან მცივა, ვამბობ, ჯერ ართქმულ სადღეგრძელოს _ მოგონილ სიტყვას და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა, ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების, ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა, უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები. მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს, ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით, შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს და სიკვდილივით მე დოდოფლის ბაგეზე დავშრი. მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები, გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოგავდა ზეცა და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1915
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!
უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო, ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი. მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს, მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს, თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს, ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს. ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა, ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი, ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და... ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი. კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი, კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე სამაგიეროდ ქალმა შექმნა… -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
ბიძია თომა |
![]()
პოსტი
#1916
|
![]() t.d ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 ![]() |
უფალო, შეგვიწყალე უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც, ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ - ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები. შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ, ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ. უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის - ვულკანზე შემდგარი საქართველო. უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული, ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე, უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი, ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი. უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ, ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით, შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად, ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები! უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე, უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც... არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო, არც ისე საწყალია და ხელით სატარები. -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
Atman |
![]()
პოსტი
#1917
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჯელალ ედ-დინ რუმი
მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი * * * რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია! არც ქრისტეანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსლიმანი. არც აღმოსავლელი ვარ, არც დასავლელი, არც ზღვიერი, არც მიწიერი. არც მბრუნავი ცისა ვარ და არც ბუნებისა, არც მტვრისაგან ვარ, არც წყლისაგან, არც ქარისაგან, არც ცეცხლისაგან... არცა ჰინდო ვარ, არც ჩინელი, არც ხორასნელი. არც ამ ქვეყნისა ვარ და არც იმ ქვეყნისა, სამოთხის და ჯოჯოხეთის მკვიდრიც არ მქვია. მე არც ადამის ტომთაგანი ვარ და არც ედემის მცხოვრებთაგანი, ჩემი სამყოფლო უმყოფლობაა, ჩემი კვალი - უნიშანწყლობა. მე არც სული და არც სხეული არ გამაჩნია, რადგან მიჯნურის ნატამალი ვარ. მე განვიშორე ორჭოფობა და ერთს ვუჭვრეტ ორსავ სოფელში, იმ ერთს დავეძებ, ერთს ვცნობ, ერთს ვხმობ, ერთს ვემონები. იგია პირველყოფილი და უკანასკნელი, იგია ცხადი და დაფარული. და ამ სოფელში, ჩვენ ორის გარდა, სხვას არვისა ვცნობ. მე სიყვარულმა დამათრო და ცნობისაგან მიხდილი მაქვს ორივ ქვეყანა, და მე რინდი ვარ და მებრუვე - სხვა სამანი არ მაბადია. თუ ჩემი ერთი ამოსუნთქვაც უშენოდ ქმნილა - დამნანებია მე სიცოცხლე იმავ წამითვე. და შენთან ერთად რომ მამყოფა მე ერთი წუთით - ორსავ ქვეყანას გავქელავდი, სიხარულით აროკებული. ო, შამსი თაბრიზ, მე ამქვეყნად ისე ვარ მთვრალი, რომ ამის გრადა, საამბობლად სხვა გზა არა მაქვს რა. (...შენ, ჩემო ღმერთო, ქვეყნად ვერვინ შეგედარება) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: ალექსანდრე გვახარია * * * შენ, ჩემო ღმერთო, ქვეყნად ვერვინ შეგედარება, ასე გულგრილად რად შეჰყურებ ჩემს მწუხარებას?! შენთა ხელთაა გული ჩემი, კალმად ქცეული, შენ განმიწესე ტკივილები და ნეტარება. რასაც მომივლენ, ოდენ იმას უნდა ვუმზირო, და რაიც შენ გსურს, ჩემს სულს მხოლოდ ის ენატრება. ზოგჯერ ვკრეფ ეკალს, ზოგჯერ მათრობს ვარდის სურნელი, ვარდი ვიყავი, ახლა ვიქეც ეკალ-ბარდებად. უძირო ქვევრში ფერს რომ უცვლი გულებს, უფალო, ეს ჩემი გულიც, როგორც შენ გსურს, შეფერადდება. დასაბამს უდებ ყოველივეს და აღასრულებ, შენ შემეწიე, აღსასრულის დღე რომ დადგება. თუ მიმეფარვი, უსჯულო ვარ და გიაური, ოდეს გიხილავ, გული რწმენით გამინათდება. რაც შენ მიბოძე, იმის გარდა რა მაბადია, სხვას ან რას ვპოვებ, ანდა რაღა დამეკარგება?! (...მოდი, უფალო, მოდი, უფალო) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი * * * მოდი, უფალო, მოდი, უფალო, ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი! ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო, ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი. მო, ნახე ჩვენი დრტვინვა და შფოთი, აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს "ჰოთი", მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი... მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი! თავად ხარ ფეხი, თავად ხარ ხელი, ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი, შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი, მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი! თავად ხარ თვალი, თავად ხარ ყური, შენ ნებიერნი გიმზერენ შურით, იოსებს მიეც შენ ხელი ძმური, მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი; ვის ძალუძს, მზერას ხუნდი აჰყაროს და შეემზეროს სულთა სამყაროს? მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს... მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი! დღის სინათლეთა სხივი შენა ხარ, ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ, არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ, მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი ეჰა, სიბრძნეო სხვა საბრძანისთა, შენგან ცხოვრება გადახალისდა! მარად მაუწყე იყავ ახლის და წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი! ეჰა, გულს შინა ნაჟღენთო სისხლით, ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით, ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით... მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი. ეჰა, გამშორდი, შმაგო არმურო, გასწით სევდავ და ვნების ალმურო!... რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო! მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი! ეჰა, მო, სულო გზებდაცვეთილო, მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო, მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი! ეჰა, წყალობა ცოდვიანს მოე, ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე, მო, მომევლინე ისე, ვით ნოე, მო, მოავადის კურნებად მოდი. შაბაშ, შენ, რაიც იენე სულო, შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო! ხამს ეს ღაღადი მივასასრულო... მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1918
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა. ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს. შექსპირი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
terra |
![]()
პოსტი
#1919
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მოჩვენებები. ეშბას ქუჩა. 33
------------------------------------------------ ეს წუთია შეწყდა დაბომბვა. ეს წუთია წავიდა სახლი ცაში, წაფარფატდა. მოვიდა ნაფოტების წვიმა. ამ წუთის მკვდარი ვარ. ჯერ თბილი ვარ, უსისხლოებო, ხელი არ მოკიდოთ ღობეს, ღობე ჩემია. ეს წუთია რაც მოსწორდა ჩემი ეზო, გადახლეჩილი ხეებიდან მოცოცავს სისხლი. როგორ ვყვაოდით, როცა უეცრად დაიგრგვინა. და კვამლი როცა გაიფანტა, ყრუ ვიყავი და კვამლი როცა გაიფანტა, ცხვირი მქონდა გამურული და ვიდექი და ვამაგრებდი ჭიშკარს. მორყეულ სახელურს ვეჭიდებოდი. ჩამოლეწილ კარადებს შორის გეძებდი. ცეცხლმოდებულ ფარდებს ვფანტავდი. ნათესებს კი კალიების გუნდი ეხვია. საიმედო დაცვა - ჩემი ყველა საფრთხობელა ჩარჭობილი ცხვირით მიწაში დასტიროდა მოსავალს, რომელიც ვერ გადაარჩინა. ამ წუთიდან მე ვარ მაოხრებელი მკვდარი და არ შემეხოთ. რადგან დღეიდან ჩვენი აჩრდილები ყველა სახლის ყველა ღრიჭოში შეეტევიან. რადგან ჩვენი აჩრდილები რადგან ჩვენი აჩრდილები განსაკუთრებით ზამთრობით, ყინვიან საღამოებში, საკუთარი ოთახის ძებნაში დაიწყებენ კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლას. სხვისი ოთახების შეღებას. ნუ გეშინიათ, ჩვენ ჩვენსას ვეძებთ, თქვენს სიმშვიდეებთან არაფერი გვესაქმება. არ გვეცმება თეთრი ფართხუნა პერანგები. არ გვეცმება არაფერი მსგავსი, ჩვეულებრივი მომღიმარი ბიჭი და გოგო, უბრალოდ ჩუმად, განუყრელი ლურჯი ჯინსებით ვივლით ერთი ბედნიერებიდან მეორეში, როგორც უფულოდ, მაღაზიებში. ეს წუთია რუხ ცას უცნაური სეტყვა წამოცდა. ცხელი სეტყვა. ამ გადამწვარ ტყეს ამ წართმეულ სოფელს უკან დახეულ ზღვას ვდარაჯობთ ანკესით, ჩვენამდე რომ მოგვათრევინა. ვდარაჯობთ ბადით და მუხლამდე რეზინით ბოტით, იქნებ თევზებმა გაგვიხსენონ და გამოცურონ. თქვენთან ჩვიდმეტი წელი გავიდა. აქ - ეს წუთია მორჩა დაბომბვა. მანძილს ვჯობნით მხოლოდ წარწერით. ლურჯი ჭიშკარი. კვლავ ”ეშბას ქუჩა. 33. ეკატერინე, მიყვარხარ. მორჩა" ბოლო სიტყვის ბოლო ასო გახვრეტილია. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#1920
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ჯერჯერობით უსათაურო
* * * რაოდენ მოკლეა ცხოვრება ხორცით, რაოდენ ახლოა ცხონება სულის, რაოდენ ფართოა ვნებების ქუჩა, ესოდენ ფართოა ცოდვების მუჭაც, ოდეს ვიდოდი შენ ფართო ქუჩას, ყურად მიიღე ეს საღმრთო რუკაც, მაშინ გაშალე ცოდვათა მუჭა, და შეევედრე წყალობა უფალს, გახსნილი მუჭა არასდროს შეკრა, მდაბალი სული არასდროს შეძრა, ქუჩას რომელზეც შენ უნდა განვლო, ისე იარე, რომ არვის ავნო, შენთან არასდროს არ მოვა ქარი, არ შეგაწუხებს წვიმა და დარი, ანგელოზები დაგიფარავენ, უფლის ხელში ხარ, და გიფარავენ. * * * როგორია ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 05:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი