![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1921
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Who Am I, Poem By Rumi
What is to be done, O Moslems? for I do not recognize myself. I am neither Christian, nor Jew, nor Gabr [Magian], nor Moslem. I am not of the East, nor of the West, nor of the land, nor of the sea; I am not of Nature's mint, nor of the circling heavens. I am not of earth, nor of water, nor of air, nor of fire; I am not of the empyrean, nor of the dust, nor of existence, nor of entity. I am not of India, nor of China, nor of Bulghar, nor of Saqsin; I am not of the kingdom of 'Iraqain, nor of the country of Khurasan. I am not of this world, nor of the next, nor of Paradise, nor of Hell; I am not of Adam, nor of Eve, nor of Eden and Rizwan. My place is the Placeless, my trace is the Traceless; 'Tis neither body nor soul, for I belong to the soul of the Beloved. I have put duality away, I have seen that the two worlds are one; One I seek, One I know, One I see, One I call. ....RUMI. ვინ ვარ მე?-რუმის პოემა რა არის გასაკეთებელე მუსლიმანო? რამეთუ ვერ ვცნობ თავს: არც ქრისტიანი ვარ, არც იუდეველი, არც მაგი და არც მუსლიმანი. არც აღმოსავლეთის ვარ, არც დასავლეთის, არც მიწის და არც ზღვის; არც ბუნების ვარ და არც ზეცის; არც მიწის ვარ, არც წყლის, არც ჰაერის და არც ცეცხლის; არც ზეციური ვარ, არც მტვრის, არც არსებული ვარ და არც რაიმე ვარ; არც ინდოელი ვარ, არც ჩინელი, არც ბულგარი ვარ და არც საქსინელი; არც ერაყის სამეფოს ვეკუთვნი და არც ქურაზანს; არც ამ სამყაროსი ვარ და არც მომდევნოსი, არც სამოთხის და არც ჯოჯოხეთის; არც ადამის ვარ და არც ევასი, არც ედენის და არც რიზვანის; ჩემი ადგილი უადგილოა, ჩემი გზა უგზოა; არც სხეული ვარ და არც სული, რამეთუ მე ვეკუთვნი სიყვარულის* (საყვარელის) სულს. მე დავასრულე დუალობა; მე დავინახე ორი სამყარო როგორც ერთი; ერთს ვეძებ, ერთი ვიცი, ერთს ვხედავ და ერთს ვამბობ. (...მოდი, უფალო, მოდი, უფალო) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი * * * მოდი, უფალო, მოდი, უფალო, ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი! ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო, ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი. მო, ნახე ჩვენი დრტვინვა და შფოთი, აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს "ჰოთი", მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი... მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი! თავად ხარ ფეხი, თავად ხარ ხელი, ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი, შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი, მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი! თავად ხარ თვალი, თავად ხარ ყური, შენ ნებიერნი გიმზერენ შურით, იოსებს მიეც შენ ხელი ძმური, მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი; ვის ძალუძს, მზერას ხუნდი აჰყაროს და შეემზეროს სულთა სამყაროს? მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს... მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი! დღის სინათლეთა სხივი შენა ხარ, ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ, არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ, მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი ეჰა, სიბრძნეო სხვა საბრძანისთა, შენგან ცხოვრება გადახალისდა! მარად მაუწყე იყავ ახლის და წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი! ეჰა, გულს შინა ნაჟღენთო სისხლით, ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით, ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით... მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი. ეჰა, გამშორდი, შმაგო არმურო, გასწით სევდავ და ვნების ალმურო!... რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო! მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი! ეჰა, მო, სულო გზებდაცვეთილო, მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო, მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი! ეჰა, წყალობა ცოდვიანს მოე, ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე, მო, მომევლინე ისე, ვით ნოე, მო, მოავადის კურნებად მოდი. შაბაშ, შენ, რაიც იენე სულო, შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო! ხამს ეს ღაღადი მივასასრულო... მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი! (...რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია!) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი * * * რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია! არც ქრისტეანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსლიმანი. არც აღმოსავლელი ვარ, არც დასავლელი, არც ზღვიერი, არც მიწიერი. არც მბრუნავი ცისა ვარ და არც ბუნებისა, არც მტვრისაგან ვარ, არც წყლისაგან, არც ქარისაგან, არც ცეცხლისაგან... არცა ჰინდო ვარ, არც ჩინელი, არც ხორასნელი. არც ამ ქვეყნისა ვარ და არც იმ ქვეყნისა, სამოთხის და ჯოჯოხეთის მკვიდრიც არ მქვია. მე არც ადამის ტომთაგანი ვარ და არც ედემის მცხოვრებთაგანი, ჩემი სამყოფლო უმყოფლობაა, ჩემი კვალი - უნიშანწყლობა. მე არც სული და არც სხეული არ გამაჩნია, რადგან მიჯნურის ნატამალი ვარ. მე განვიშორე ორჭოფობა და ერთს ვუჭვრეტ ორსავ სოფელში, იმ ერთს დავეძებ, ერთს ვცნობ, ერთს ვხმობ, ერთს ვემონები. იგია პირველყოფილი და უკანასკნელი, იგია ცხადი და დაფარული. და ამ სოფელში, ჩვენ ორის გარდა, სხვას არვისა ვცნობ. მე სიყვარულმა დამათრო და ცნობისაგან მიხდილი მაქვს ორივ ქვეყანა, და მე რინდი ვარ და მებრუვე - სხვა სამანი არ მაბადია. თუ ჩემი ერთი ამოსუნთქვაც უშენოდ ქმნილა - დამნანებია მე სიცოცხლე იმავ წამითვე. და შენთან ერთად რომ მამყოფა მე ერთი წუთით - ორსავ ქვეყანას გავქელავდი, სიხარულით აროკებული. ო, შამსი თაბრიზ, მე ამქვეყნად ისე ვარ მთვრალი, რომ ამის გრადა, საამბობლად სხვა გზა არა მაქვს რა. (...ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: მაგალი თოდუა * * * ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი, ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე, შენია ჰანგი. ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი ლიტონი სტვირი, ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში და ჩვენში სტირი. ჩვენ აბა რა ვართ, - მთა ვართ მხოლოდ, რა უნდა გვექოს, ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო. ლომნი ვართ, მაგრამ დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ, გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო... ჩვენ რატომ გვიმზერ, როცა შენთან ესოდენ ვსხვაობთ, შენს თავს შეხედე, სიუხვის და სიკეთის ზღვაო! საზრიანი სულელი ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: მაგალი თოდუა იგავი საზრიანი სულელი არაბს ტომრის ორი ცალი, პირთამდე რომ იყო სავსე, აქლემისთვის აეკიდა და მოჰქონდა გზაზე ასე. ვიღაც კაცი დაემგზავრა, - ღარიბს ჰგავდა შესახედად, - არაბს ტკბილად უსალამა, არც არაბი ეთავხედა. აქეთურზე, იქითურზე ისაუბრეს ასე დიდხანს. - ამ ტომრებით რა მოგაქვსო? - ბოლოს მგზავრმა არაბს ჰკითხა. - ხორბალი მაქვს ერთში, ძმაო, მეორით კი ქვიშა მომაქვს. - ქვიშა? ტომრით ქვიშის თრევა რა ეშმაკმა მოგანდომა? - მაშ, რა მექნა, ცალ ტომარას აქლემს როგორ ავკიდებდი! - სრულ ჭკუაზე ვერ ხარ, ძმაო, როგორც ახლა გაკვირდები. - იქნებ გზაში დამეყარა ანდა სადმე გამეყიდა! - ორად უნდა გაგეყო და აქეთ-იქით დაგეკიდა. - ბიჭოს, ეს რა ჭკვიანურად მოიფიქრე ახლა შენო. ეს რა კარგი რამ მასწავლე, მამაღმერთმა აგაშენოს! მოდი, უკან შემომიჯექ, ვისაუბროთ გზაში ტკბილად, ბრძენკაცივით მსჯელობ, თუმცა მოყმე ჩანხარ ჩემი კბილა. ვინ ხარ, ძმაო, სადაური, რა კაცი ხარ, ერთი მითხარ, ასე ჭკუით დატენილი მეფე ხარ თუ ვეზირი ხარ? - მგზავრს ამაზე გაეცინა, არაბს მეტი არ აცალა: - რისი მეფე, რა ვეზირი, ბოგანო ვარ მაწანწალა. - საქონელი რაერთი გყავს, ან აძოვებ რამდენ აქლემს? - რა აქლემზე მეუბნები, მოიხედე, კაცო, აქეთ, - ერთი ვინმე გლახაკი ვარ, ტიტველი და ძონძიანი, ღმერთმა ასე მომისაჯა სხვის კარდაკარ წოწიალი. - ფული მაინც რამდენი გაქვს შავი დღისთვის შენახული, - რა ფერია, არ მინახავს თავლით ფარაც გახვრეტილი. ვმათხოვრობ და სულს ვიბრუნებ მშიერი და გაღლეტილი. ის არაბი იმ მათხოვარს დააკვირდა მაშინ კარგად. (ბიჭოს, მართლაც ღვთის გლახაა, შეძლებულ კაც მართლა არ ჰგავს): - წადი, თავი დამანებე, ვიღაცა ხარ, მომწყდი იქეთ! ეს რა ბოთე რამ ყოფილხარ, მე კი ჭკუა როგორ გიქე! მე მიხვედრა არ მაქვს დიდი, ხორბლის ცალად ვათრევ ქვიშას, მაგრამ შენთან შედარებით, როგორც ვატყობ, არა მიშავს. რაც ვარ, მასზე ლენჩი ვიყო და ქონება მქონდეს, ვარჩევ, ვიდრე ვიყო მიხვედრილი და შენსავით გლახად დავრჩე! (...ჰეი, რომელნიც ეძიებთ უფალს) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი * * * ჰეი, რომელნიც ეძიებთ უფალს სადღაც თქვენს მიღმა, სადღაც თქვენს იქით, ვერსად იპოვით სხვაგან, რამეთუ თქვენშია იგი, თქვენშია იგი. თუ არაფერი არ დაგიკარგავთ, ფუჭი ძიება რისთვის გარგიათ. რატომღა უხმობთ, რატომღა ეძებთ მას, რაც აროდეს არ დაგკარგვიათ. თქვენ ხართ სახელი, თქვენა ხართ ასო, თქვენა ხართ სიტყვა, თქვენა ხართ წიგნი და ზეციერი მოციქულებიც თქვენა ხართ მხოლოდ, თქვენსავე შიგნით. თქვენა ხართ მოსე და მკლავი მისი, თვით სასწაული და საოცრება, თქვენ ხართ იესო, ცათა სიმაღლე და ქრისტეანი ბერის ოცნება. თქვენ ხართ მგზავრი და თქვენვე მეგზური და ყოველივე თქვენში ცხადდება, თქვენ ხართ ღვთაების არსების ახსნა, გარდმოვლენა და გამოცხადება. ხან ხართ ღვთაებრივ სახეთა ხილვა, ხან მოამბენი ხართ მიწიერი. ხან ფერი გაძევთ მღვრიე ნალექის, ხან გაცისკროვნებთ შუქი ძლიერი. იყუჩეთ, თქვენსავ სენაკს დასჯერდით და გარე-გარე ნუ იარებით, რამეთუ თქვენ ხართ სადგომი ღვთისა, მის დიდ სიყვარულს ნაზიარები. თქვენ ხართ არსიც და მისი ნიშანიც, ზეცა და მიწა, მყიფე და მყარი. მარადისობის არსი თქვენა ხართ თვითონ სიკვდილის გარეშე მდგარი. თუ გსურთ, რომ იგრძნოთ მიჯნურის ღაწვი და ღვთაებრივი ისმინოთ ჰანგი, გააპრიალეთ სარკე სულისა, ჩამოაშორეთ ჭუჭყი და ჟანგი. რაც გეუბენით, იგი ყოველი თქვენგნითვე ვცან და ვიჭეშმარიტე, ამ არსებობით მოარსებენო, სიუხვის თქვენსას სიტყვა არ იტევს. მიწის წიაღით ზეცაღა მიღმა განფენილია საუფლო თქვენი, ხართ სიმაღლეთა გარდამეტება გამოუთქმელი გონით და ენით. ჭეშმარიტებით შტანაგონები ის, რაიც რუმის ბაგეთგან ითქვა, თქვენ ძალგიძთ ახსნათ და შეიმეცნოთ ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა. შამსე თაბრიზი თუ კი მეუფებს სულის მეოხად, ბნელის ყადაღად, დიდსულოვნების მაძიებელნო, მოდით, სადა ხართ! მოდით, სადა ხართ! (...ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ) ჯელალ ედ-დინ რუმი მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი * * * ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ, რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ. სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი? ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ. ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა, მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ. მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი, რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ. იაპონური პოეზია (“ჰაიკუ”, “ტანკა” ), რომელიც ერთი შეხედვით არ არის საინტერესო, მაგრამ.. ბუსონი ვეშაპი! ქვემოთ ჩადის, უფრო მაღლა და მაღლა ადის მისი კუდი. იეთსუჯინი ვისურვებდი მოვმკდარიყავი ყვავილებით დაფარული, ამ ჩვენს სიზმარში. ტაკაჰამა ამ ყვავილს თეთრ პეონს ეძახიან დიახ, მაგრამ ცოტათი წითელს. ჰაშინი არც ცა არც მიწა -თუმცა მაინც ცვივა ფანტელები. ბაშო *** შემოდგომის მთვარე, ტბასთან ვსეირნობ და_ გადის ღამე *** არც ყვავილობა, არც მთვარე, ის საკეს სვამს_ სრულ მარტოობაში. *** გინდათ ნახოთ მარტოობა? ნახეთ ერთადერთი ფოთოლი ჩამოვარდნილი კირის ხიდან -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
athos |
![]()
პოსტი
#1922
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
KAIROS
ციტატა ვისი თარგმანია? თამაზ ჩხენკელის -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1923
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ნოემბერი
გაყვითლებულა, შეხმობია ფოთოლი ჭადარს, მეღამურები ევლებიან თავზე ძველ საყდარს. მიმფრინავ წეროთ სევდის მღერა ატირებს მდელოს და შემოდგომა თეთრ ზამთრისას სვამს სადღეგრძელოს. გაღმა ქარიშხალს თავისთავი არ ეცოდება, ველურ სიმღერის ველურ ცეცხლში იწვის, ცოფდება. მწუხრის ჟამისას შეეპარა სულს კაეშანი, მწუხრის საღამოს ეფარება ნისლის საბანი. გამოილოცა უკვე მამამ, - შაბათი არი და თეთრ წვერებზე თითქო მოჩანს ლოცვა დამდნარი. დაბნელდა, თვალი გარეშემო ვერაფერს ხედავს, კუდიანივით ქარიშხალი მიდამოს სწეწავს. ქარვის ტალახში ეფლობიან მძიმედ ფეხები, ყვითელ ფოთლებში მე ვიხრჩვები და ვიმარხები. [ტიციან ტაბიძე] ==================================== Осень поздняя. Небо открытое... Осень поздняя. Небо открытое, И леса сквозят тишиной. Прилегла на берег размытый Голова русалки больной. Низко ходят туманные полосы, Пронизали тень камыша. На зеленые длинные волосы Упадают листы, шурша. И опушками отдаленными Месяц ходит с легким хрустом и глядит, Но, запутана узлами зелеными, Не дышит она и не спит. Бездыханный покой очарован. Несказанная боль улеглась. И над миром, холодом скован, Пролился звонко-синий час. [Александр Блок] ==================================== Herbstbild Dies ist ein Herbsttag, wie ich keinen sah! Die Luft ist still, als atmete man kaum, Und dennoch fallen raschelnd, fern und nah, die schönsten Früchte ab von jedem Baum. O stört sie nicht, die Feier der Natur! Dies ist die Lese, die sie selber hält, Denn heute löst sich von den Zweigen nur, Was vor dem milden Strahl der Sonne fällt. [Friedrich Hebbel] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
mak |
![]()
პოსტი
#1924
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
არეულია სულის რითმები
ვარდის თვალები ცრემლმა დანამა და ტავდახრილი ჩემი ფიქრები მიესწრაფვიან სადღაც გადაღმა ნელა მიცურავს მზე დასავლეთით და თან მიჰყვება დაღლილი მზერა ვით უსამარო მოუსავლეთი ამ მზიან დღეში ისევე ბნელა ვაცეცებ ხელებს,ვით უსინათლო ბარბაცით მივდევ დამრეც ბილიკებს, ფიქრები ვრცელი და იკიდანო ფრთხილად აღვიძებს გულში ტკივილები... (თემური ნაყეური) ''ფშაველი'' -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
terra |
![]()
პოსტი
#1925
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
..
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
mak |
![]()
პოსტი
#1926
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
ჩემი სოფელი,ეს ლაფანყური
როგორ ჩამჯდარა ლამაზ ბუდეში, თავს დასდგომია მას ანდარეზა ჩაუხუტია თავის უბეში. ჩაეხუტია,ვით თოთო ბავშვი, მისწვდება აკვანს,სურს დაარწიოს, გარდუხვევია გრძელი მკლავები, თითქოს ეშინის,არ გააციოს, ხოლო როდესაც ჩამოგამდება, წყალი ირეკლავს ვარსკვლავთ სინათლეს, ჩაურაკრაკებს გვერდზე ლოპოტა, ტკბილ ბურანში მყოფს ეტყვის მას ზღაპარს. ახ,ნეტავ ერთხელ კვლავ შამახედა, კვლავ დამანახა ჩემი სოფელი, მერე თუნდ მომკლან,თუნდა ამკუწონ, გულდამშვიდებით სიკვდილს მოველი (თემურ ნაყეური -ფშაველი) -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
mak |
![]()
პოსტი
#1927
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
არ გინახიათ საჯიხვე,
ხევში ჩანჯდარა ზვავები. საჯიხვეთ ცისა ბატონნი, ორბი,არწივი,სვავები. თუ გინახიათ ხორონი, ჯიხვები შაქუჩებულნი, თუ გინახიათ აფთრები ტყე-ღრეში გაყუჩებულნი თუ გინახიათ ჩანჩქერნი ქარაფში ჩაკიდებულნი, თუ გინახიათ ფშაველნი იარაღ აკიდებულნი თუ გინახიათ ხატობა, ფშავლის შვილების ღრეობა, თუ გინახიათ ლამაზი ჩვენი ლოპოტის ხეობა კი გსმენიათა ფშავლების სიმღერა,კაფიაობა თუ გინახიათ პატარა ფშავლის შვილების თაობა თუ გინახიათ ვეფხვები ფშაველთ ბუნაგში დაზრდილნი, როგორ დადიან კლდეებზე ცხენების ზურგზე გაზრდილნი. არ გინახიათ ნაბრძოლი ხმალის და ხანჯლის ნალეწნი. ვაჟა ხომ მაინც გსმენიათ, ის ჩვენი იყო ფშაველი, ხალხს რო გააცნო ფშაური სიტყვა,ლექსი და მთა-ველი, სოფელი არა გსმენიათ ''ლაფანყურია''სახელი. იქ არი ესეთ ბუნება იქა სცხოვრობენ ფშაველნი, იქ დავიბადე მენაცა, იქ არი ჩემი ადგილი, ნაყეური ვარ გვარადა, ფშავლის შვილი ვარ ნამდვილი -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
mak |
![]()
პოსტი
#1928
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
გაჩერებულა ჩემი ბედის მატარებელი
ცხოვრების კიბის საფეხურები ჩამონგრეულა და ბროლის ჭიქის ნამტვრევივით ჩემი იმედი გაფანტულა და უბედობას გადარეულა ეჰ,სიხარული შემიცვალა მე მწუხარებამ, გაჩერებულა ჩემი ბედის მატარებელი, თავი ავწიე ცხოვრებისგან მე გულნატკენმა, ლამაზ სამყაროს გადაჰკრავდა შავი ელფერი. რაღა ვქნა,თუ კი მე ამ ქვეყნად ბედი არ მწყალობს. მე არავისზე გულნატკენი არა ვყოფილვარ მხოლოდ ცხოვრებამ მაწვალა და გული მატკინა, როგორც ტალღები ათამაშებს ლაღად ქორჯილას მწარე ტკივილი ეულად ჩამრჩა ნაწამებ გულში, მე ხომ არ მწყალობს ქვეყნად არრა,ბედიც კი არა. მე არა მჯერა რო ვიპოვო ამ ქვეყნად ვინმე რომელიც შეძლებს მოარჩინოს ჩემი იარა! -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
mak |
![]()
პოსტი
#1929
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
ფთილა უნთია სიცოცხლეს
ცას საყვედურობს ტკივილი ჩურჩხელებს მუზა იცოცხლე აღარ გჭირდება სიკვდილი ახლა ღამეა ლაფანყურს მგელივით მიცქერს სიბნელე ჩურჩულებს მუზა გამაგრდი მგონი დრო მოვა იმღერებ ქუჩას მივყვები ფიქრებით თან ერთის დამდეგს ზმანება ჩურჩულებს მუზა სიყვარულს ვერავინ დაემალება -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
mak |
![]()
პოსტი
#1930
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
ფთილა უნთია სიცოცხლეს
ცას საყვედურობს ტკივილი ჩურჩხელებს მუზა იცოცხლე აღარ გჭირდება სიკვდილი ახლა ღამეა ლაფანყურს მგელივით მიცქერს სიბნელე ჩურჩულებს მუზა გამაგრდი მგონი დრო მოვა იმღერებ ქუჩას მივყვები ფიქრებით თან ერთის დამდეგს ზმანება ჩურჩულებს მუზა სიყვარულს ვერავინ დაემალება -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
mak |
![]()
პოსტი
#1931
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ დედა მარიამს. შენთვის ვილოცებ ჩუმი ლოცვით სასომიხდილი, აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე, იქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით, შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე, ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით. გულს მახვევია კავკასიის მთების ნისლივით მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება. მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში, მთვარეს შევხედავ,ჩემი თავი შემებრალება თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს, დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს. კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი. გულის სიღრმეში ჩემი სული დაივიწყეს კივილს. დაე ვიტანჯო! ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე, მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ დედა ღვთისმშობელს, ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს. _____________________________ ღმერთო,შენ დაიფარე ტაძარში შესულს ერთადერთი სათხოვარი მაქ, ერთი ლოცვა მაქ და ვედრება მე ერთადერთი, ძილშიც და ცხადშიც,ჭირშიც,ლხინშიც,ყველგ ნ და მარად შენს გვერდით იყოს და გფარავდეს,მთის შვილო,ღმერთი. შენ დაგიფაროს ყოველივე ბოროტებისგან, მხოლოდ ეს მინდა და ყოველთვის ამასა ვფიქრობ, ღმერთმა გატაროს ბედნიერი ცხოვრების გზაზე, მე ეს ლოცვა მაქ და ღმერთისგან სხვა არას ვითხოვ, ღმერთო მაღალო,შეისმინე ჩემი ვედრება, ხელაპყრობილი შევღაღადებ მამა ზეციურს, შენ დაიფარე,შენ უშველე.გთხოვ მე უფალო, შენ დაიფარე,გთხოვ,უტეხ სულს შენ შეეწიე ------------------------------------------------- ღმერთო ღამევ ნათელო,მდუმარევ სიტყვით. ცაო,ნათელო,მდუმარევ სიტყვით, ღმერთო ცათა შინა,მოგვხედე,ვიწვით ღალატით,ცოდვით,საწყობით.სიძვით. თანდათან ქრება ქართული სული. გვპყრობს უზნეობა ზღვარს გადასული დღეს მთავარია ხალხისთვის ფული, უკანა ხაზზე ჩამორჩა გული. გული,რომლითაც ჩვენ ვქართველობით, გული, რომლითაც ჩვენ ვარსებობდით, გული,რომლითაც მტერს ვაწყდებოდით, მამულისათვის ზედა ვაკვდებოდით. ღმერთო,მოგვხედე ნათელი გონით, რწმენამ დაგვძალოს შეპყრობილთ ცოდვით. მაცდური ეშმა დავძალოთ ბრძოლით. რწმენით,იმედით ფაქიზი ლოცვით. არ გავიხსენოთ მოყვასი გმობით. ვიაროთ ისე,ვით ვლოდით ოდით. (თემურ ნაყეური-ფშაველი) -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1932
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
მოსვლას აპირებს წვიმა
მოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გაიწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემმა. გადატეხილი მეხით ლამის დაღამდეს ბარემ, დიდებისაკენ ფეხით კიდეც გასწია მთვარემ. ყალბი ბოჰემა აგერ სივრცეს უცქერის უვრცესს, ჰგავს ის ძაფებით ნაკერ ძველი გაზეთის ფურცელს. დაე, მფრინავი ლანდი მიაქანებდეს ფოთლებს, იყოს საღამო ზანტი, მე კი გადავშლი ბოდლერს. [გალაკტიონ ტაბიძე] ========================== ღამის სტრიქონები რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ, ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა. მიხარია, რომ დამტოვეს მარტო, ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც. რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა, ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს. ასე მარტო მიხარია ყოფნა, როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს. როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა, ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს. მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა და გაფრენის სურვილია უფრო. უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები, და ახლოა ქარიშხალი ისევ. სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის, მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს. ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს და კიდია შორს მდუმარე ზარი. მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ და გავაღო დაკეტილი კარი. ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ, ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი. ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა, ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი. ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა, ოდეს წვიმა დაეცემა მინას. და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ, რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა! იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს და ეს გული უცნაურად იწვის. ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან, მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი! ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე, ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს. და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს, ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე. რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ, ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა. მიხარია, რომ დამტოვეს მარტო, ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც... [ტერენტი გრანელი] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
mari-mari15 |
![]()
პოსტი
#1933
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 ![]() |
საღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას, მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია გზა გაიარეს სადღაც ქალებმა, ჩემი სხეული რომ დაღლილია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა, რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. ტერენტი გრანელი. მაპატიეთ შემეშალა რამდენჯერმე დამეპოსტა -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1934
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
რაა ეს? გამეორება ცოდნის დედაა-ო?
![]() ![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
mak |
![]()
პოსტი
#1935
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
მე მზე არ მიყვარს
მე მომწონს წვიმა, რადგან ჩემ გულში წვიმაა მუდამ. ჩვენ გულით ვცხოვრობთ ბევრჯერ მსმენია და მოფრთხილება ძალიან უნდა. მე შენ მომწონხარ ისე ძლიერ,ისე ძალიან შენა ხარ ჩემი სიცოხლე და ჩემი მიზანი და თუ უშენოდ მიწერია ჩემი ცხოვრება მაშინ ჯობია რომ ჩაინგრას გულის ფიცარი. წვიმის წვეთები მიტომ მიყვარს ასე ძალიან, რომ შემიძლია წვიმის წვეთებს დარდი გავანდო. ბევრი გავიდა ფიქრიანი,მტანჯველი წელი, ამდენი დროა დავალ უკვე ეულად,მარტო. თუ ჩაიფერფლა გული შენგან ანთებულ ცეცხლში. ჩემი თხოვნაა მნახო ერთხელ საფლავი ქვაზე თუმც უპასუხო სიყვარული შენგან წავიღე დამილოცნიხარ საშინელი ცხოვრების გზაზე. ---------------- როცა წარვსდგები უფლის წინაშე მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ:რატომ? ლანდად რად დამდევს უბედურება რად დავაბიჯებ ამ ქვეყნად მარტო. რაში მჭირდება ასე სიცოცხლე მე ხომ სულ მუდამ სიყვარულს ვნატრობ ბედნიერება რად არ მეღირსა. მითხარი ღმერთო,მითხარი რატომ. ჩემი ცხოვრების ამდენი წელი მე ხომ სულ მუდამ ჩემ ტანჯვას ვდარდობ. ბედნიერებას თუ არ მაღირსებ მაშ ეს სიცოცხლე მაღირსე რატომ? რა შემოგწირო მსხვერპლად უფალო, რომ არ ვიარო ამ ქვეყნად მარტომ. ტკივილით სავსე ჩემი ცხოვრება ღმერთო მომეცი მითხარი რატომ? ამდენი წელი ამქვეყნად დავალ ამდენი წელი ამ ქვეყნად დავალ ამდენი წელი სიყვარულს ვნატრობ. ის კი გამირბის და მემალება. რატომ მითხარი მითხარი რატომ!!! (თემო ნაყეური-ფშაველი) -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
mak |
![]()
პოსტი
#1936
|
![]() M A R I A M ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 ![]() |
ახლა ღამეა და კვლავ არ მძინავს
მე არ მშორდება ცხოვრების ფიქრი. ფანჯრიდან ვუცქერ მძინარე ქალაქს. გათენებამდე წუთებს მოვითვლი. რა სიჩუმეა!მე მომწონს ასე მოწყენილობა ჩემი ხვედრია. სულ მარტო დავრჩი აღარ ჩანს მთავარე მეც ფიქრის მეტი რა დამრჩენია. ---------------- ხევსურის ქალავ ვილექსოთ შენთან ლექსობა მწადია შენგან დაჭრილი ვაჟაი ვაჰმე რა დიდი ბრალია ---- შენა ხარ ჩემი დარდი და სევდა შენა ხარ ჩემი ლოცვა დაღლილი თავხედი გული შენზე დარდს ბედავს შენა ხარ ჩემი გრძნობა ნამდვილი. შენზედ ფიქრები მე არ მელევა ამ გულით დამაქ შენზედ დარდები. მე უშენობის სევდა მერევა უნდა ვიტანჯო კიდევ რამდენი. ეს დღეც გაივლის მარტოობაში და ჩემი სული დათრგუნულია. წლები ვატარე ბედთან ბრძოლაში და შენ მომტაცე წრფელი გულია უძილო ღამეს ვეღარ ვიშორებ. სევდის სიმებზე უკრავს აისი. და მგლებთან ერთად გამოვიგლოვებ ჩემი გოდება მთაში გაისმის. მე უიმედოდ აღარ ვიბრძოლებ და თუ კი გული განწირულია ღამით მოკვდები დღიდან იცოდე მუდამ გექნება სიხარული ბედნიერების ღმერთი გაჩუქებს. დაგიფარავებ ანგელოზები ღამით შევხვდები დარდს ნამწუხრევს თუ შენს სიხარულს დაელოდები. --- -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1937
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
СОЛОВЕЙ И РОЗА
В безмолвии садов, весной, во мгле ночей, Поет над розою восточный соловей. Но роза милая не чувствует, не внемлет, И под влюбленный гимн колеблется и дремлет. Не так ли ты поешь для хладной красоты? Опомнись, о поэт, к чему стремишься ты? Она не слушает, не чувствует поэта; Глядишь, она цветет; взываешь - нет ответа. [Александр Пушкин] ================================ Старинные розы несу, одинок, В снега и в морозы, и путь мой далек. И той же тропою, с мечом на плече, Идет он за мною в туманном плаще. Идет он и знает, что снег уже смят, Что там догорает последний закат, Что нет мне исхода всю ночь напролет, Что больше свобода за мной не пойдет. И где, запоздалый, сыщу я ночлег? Лишь розы на талый падают снег. Лишь слезы на алый падают снег. Тоскуя смертельно, помочь не могу. Он розы бесцельно затопчет в снегу. [Александр Блок] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
marine |
![]()
პოსტი
#1938
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,804 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ჰეროდიადა ნათლისმცემლის სიკვდილს დაეძებს, კვლავ ჩასჩურჩულებს სალომეას - ისევ აქეზებს. - რა ხდება? ნუთუ მთვრალია ყველა, რას ზეიმობენ? უფლის მცნებები უწმინდურთა სულებს აშფოთებს, ხალხო, ვილოცოთ, ვიდრე დაგვიდგა ჟამი განსვლისა, ჰეროდიადა ისევ კივის მღვრიე ნაპირთან. /ანა ერისთავი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1939
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ახლა წავიკითხე და მომეწონა
![]() * * * გულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნებავ, როგორც მყინვარი სალიო! თორ მალე მოვა სიკვდილი, ტუქსი, არ მოცინარიო; სულ დამაცილებს ჯავრებსა, იმნაირი აქვ ზარიო. უნდა წამართოს უეცარ რაც მისი მადევს ვალიო. გავექცე? სად უნდ წავიდე ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო? შავება? არ დააშინებს ჩემი ფრანგული ხმალიო! ვიტირო? არ შამიცოდებს, არ იცის ცოდვა-ბრალიო; ვეხვეწო? არ გაიგონებს, უნდა იხმაროს ძალიო... ისევ სჯობს გულით ვილხინო სანამ ცოცხალი ვარიო, - ვისა აქვ მეტი სიცოცხლე უფლისგან ნაჩუქარიო? ხალხური -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
![]()
პოსტი
#1940
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,804 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა წავიკითხე და მომეწონა ![]() * * * გულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნებავ, როგორც მყინვარი სალიო! თორ მალე მოვა სიკვდილი, ტუქსი, არ მოცინარიო; სულ დამაცილებს ჯავრებსა, იმნაირი აქვ ზარიო. უნდა წამართოს უეცარ რაც მისი მადევს ვალიო. გავექცე? სად უნდ წავიდე ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო? შავება? არ დააშინებს ჩემი ფრანგული ხმალიო! ვიტირო? არ შამიცოდებს, არ იცის ცოდვა-ბრალიო; ვეხვეწო? არ გაიგონებს, უნდა იხმაროს ძალიო... ისევ სჯობს გულით ვილხინო სანამ ცოცხალი ვარიო, - ვისა აქვ მეტი სიცოცხლე უფლისგან ნაჩუქარიო? ხალხური მეც ძალიან მომეწონა, მარი ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 11:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი