![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1941
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
უფლის გზა
გოდერძი ჩოხელი მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ნეტავ იმქვეყნად გრძელდება კაცის თავგადასავალი? ბევრი მოსულა ამ სოფლად, აღზევებულა მრავალი, მოკლეა წუთისოფელი, წამით წამამდე სავალი. სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი, არ იშოვება წამალი, მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს ცაზე მზე ამომავალი. ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა ჩემთვის სამარის კარია, რაც უნდა ბევრი ვეცადო, დადგება ჩემი ჟამია, კაცს თავის ავლადიდება საიქიოში თან მიაქვს. მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ბევრი მინახავს მოსული, წასული _ უფრო მრავალი, ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით, საიქიოსკენ სავალი, ყველა იმ გზაზე მივდივართ, მათხოვარიც და მთავარიც, სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი, მარადიული ამქვეყნად მარტო უფალის გზა არის. ![]() ![]() ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Atman |
![]()
პოსტი
#1942
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ვასილ გულეური
მელა და კომპიუტერი თურმე, კომპიუტერი უყიდია მელიას. უამისოდ, ტყეშიც კი დღეს ცხოვრება ძნელია. დადგა თავის სოროში, ინტერნეტიც ჩართო და ახლა დაღამებამდე არ აკლია გართობა. “ჩეთში” ესაუბრება ლამაზ-ლამაზ ვარიკებს, ზოგს სიყვარულს უხსნის და ზოგსაც ჭკუას არიგებს. გადმოწერა თამაში “სუპერმელა ნადირობს” – თაგუნიებს მინდორში ბდღვირი უნდა ადინოს. მონიტორის ცქერაში სულ დაკარგა გონია, “მაუსს” ისე დაჰყურებს, მინდვრის თაგვი ჰგონია. პირზე ნერწყვი მოადგა, ცოტაც კიდევ ეწამა, ბოლო-ბოლო „მაუსი“ მართლა შემოეჭამა. ეძღვნებათ ერთგულ ფორუმელებს ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
kh@tia |
![]()
პოსტი
#1943
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 ![]() |
ირაკლი აბაშიძე ხმა ჯვარის მონასტერში - მე დავიკარგე... დავიკარგე თუ დღეს გადავრჩი? დავრთგუნე სული, თუ ეს სული მე დღეს გავწმინდე? ვარ სამშვიდობოს ვარ აღმართზე თუ თავდაღმართში? რა უნდა ერქვას ჩემს აქ ყოფნას, სუნთქვას აწინდელს? მე გარდვისახე? ძველი ჩემი გახმა ყვავილი? კვლავ ახალ ვარდთა, უფრო კარგთა დღეს ვარ მფლობელი? კვლავ ვფარავ სულში, თუ გულმართლად დავთმე ყოველი? დავთმე? და, იქნებ, არმც რამ მქონდა დასათმობელი? მე შენს დიდ კანონს, დიდ განგებას როდის გარდაველ, როდის დავაკელ სითბო ლოცვას, ლოცვას მონებრივს, მაგრამ თუ ზოგჯერ ვერ ვუჭერდი ფიქრსაც სადავეს - რად მომეც ნიჭი, გულისყური, თვალი გონების. ან იქნებ ცოდვად არც მეთვლება ეს მკრეხელობა და შენ, პირიქით, მცირედ მითვლიდი ჩემს შემართებას; იქნებ ამაოდ შენთან ვიწყებ თავის მართლებას. მე - სხვა ბუნების მოწოდება, მე - სხვა ხელობა. გარნა ვინ ვიყავ? რა ხმა მქონდა, რა საკუთრება? ვიყავ მმართველი, ხმელთა რისხვა, ზღვათა მპყრობელი? მე მეპყრა სკიპტრა? მბრძანებლობის მქონდა უფლება? ვიყავ ქალაქთა აღმმართველი, დამამხობელი? მე აზრი ვიყავ... ბედი კაცთა მე არ მებარა, ჩემად ნუგეშად, ჩემად ტანჯვად მე ეს მეყოფის.. მე კაციც ვიყავ, მეც ამ მიწის მედო ბეგარა: - მე ვიყავ მონა სიყვარულის და ერთმეფობის. თუ ეს მდევს ცოდვად, თუ მაინც მთვლი სულად ცოდვილად, თუ მიხმობს შენი ხმა დამსჯელი, მაღალ-მეფური - ჰა, მოველ შენთან გულგახსნილად, დედიშობილად, უკვე სამარის კარს მიმდგარი, დაღამებული. მარქვი, სად ვტყუი, სად ვარ მცდარი, სად ვარ მართალი? დღეს მარტვილი ვარ, ყარიბი ვარ, ვარ განდეგილი; მარქვი, მე ჩემი გაზაფხული, ჩემი ზამთარი... პანტოკრატორო, შენს წინ ვდგავარ მუხლმოდრეკილი“ -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
Amuza |
![]()
პოსტი
#1944
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
აცამაზი
(ოსური პოემა) "ხოლო მე ესცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოვნელნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუ- კობისანი, ვითარ: "ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა" და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი. წარსულთა თვისად მა- მულად ერთსა მათგანსა შეემთხვა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი, რომლისათუის ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს, საყდარსა შინა წმიდისა რაჟდენისსა, რომელი მუნვე დაკრძალეს." "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" I აკრეფილია მანანა, თვალ-მარგალიტი მიწის, აინთო კარი აისის, ფეთქავს, ბრიალებს, იწვის... მზე შუბისტარზე შემდგარა, სამყაროს სხივებს აფენს, სინათლის ლეგიონები სიბნელის ტევრებს კაფენ. დილაა. ცაში ტოროლა მოუსვენარად გალობს, ელვარებს, ბრწყინავს, ქათქათებს ივერთა ოქროს კალო!.. განგებულებას სამეფო კარისას უცვალებელს, ამცნობენ სრულად სამეფოს, ეტრატს ეტრატზე დებენ. მი-მოაქვთ შიკრიკ-მაცნეებს ნიკოფსით დარუბანდად, ციხისთავ-ერისთავებთან, წასაკითხავად ამბად. უსტარი ესე ახალთა არის ამბავთა მთხრობი, გონების აღმტაცებელი და ყურთასმენის მთრობი. ნიაზად მოსასმენარი და გასაგონი ამოდ, ყველსთვის მისაღებარი შინაარსისა გამო: ”სამეფოს ბურჯნო მაგარნო, აფხაზეთო და რანო, კლარჯეთო, ჰერეთ-კახეთო, მეგრელ-თაკვერო, სვანო. გურიავ, რაჭა-ლეჩხუმო, აჭარავ, ჭანეთ-ლაზო, სომხითო, კოლა-არტანო, შავშთა ურყევო ხაზო. იმერეთო და მესხეთო, ქართლო, ფხოვო და თქვენაც, მომდგომნო ამის გვირგვინის ქვეშე ქვეყნებო ქვენავ. ოვს-ალანეთო, დვალეთო, დურძუკო, ღლიღვო, დიდოვ, შარვანო, შექო და შენაც ტრაპეზუნდისა ხიდო, ყველანო, ყოვლისკიდენო, ყოვლნო ტომად და რჯულად, ისმინეთ ესე ამბავი და განიცადეთ სრულად: მეფენი ბაგრატოვანთა არ-ხამს ცალუღლად ვლიდენ, ჟამი არს მანდილს ქალწულის დედის ლეჩაქი ცვლიდეს! ტახტსაც, გვირგვინსაც, სკიპტრასაც თავის მემკვიდრე უხამს, უმთავარსპასალრობასაც უკაცურს სპანი წუხან! ამად ნებითა ღვთისათა და პატრიარქის ჩვენის, სპასპეტთა, ერისთავთა და ვაზირთა მთელი კრების განბჭობითა და განბრძობით, აზრით და დასტურ-ყოფით, გარდასწყდეს ესე ამბავი, რაც გეუწყებათ ხმობით: მისი სიწმინდე, სიმაღლე, დიდებულება თამარ, მზად არის დასაწინდავად, ქმრად ირთავს რუსთა მთავარს. ჯერ-არს ჯვრისწერა, ქორწილი, ხმათა მიწვდენა ცამდე, მსგეფსამდე იზემებდეთ და იშუებდეთ წლამდე! ებრძანოს სრულად სამეფოს, იმიერსა და ამერს, უძღვნიდნენ ოჯახს სამეფოს დიდებასა და ამენს. დღესა მას სიხარულისას უხვად გაიცეს ლარი, მღეროდეს ყველა კერაზე ბუკ-წინწილა და ქნარი. თვით სანატრელის ნდომაა, დამკვიდრდეს ესეც წესად: თუ ვინმეს სადმე ქვრივ-თული, ობოლ-საპყარი ესვას, ყოველწლივ, აღსანიშვავად ამა თარიღის, ჟამის, თვით მეფის საჭურჭლეთაგან ოქრო მიერთვას ჯამით!..” სხვაც ბევრი იყო ბრძანება თქმული ჯვრისწერის დღისად, უთანასწორო მეფის და ქორწილის საკადრისად. ჯილდონი მოხელეთათვის, ლაშქართათვის თუ ერთა, მღვდელთა თუ ეპისკოპოსთა, სრულად ყველასთვის ერთად. საბერო სავანეთათვის, ტაძართა, ციხეთათვის, წყალობისა და საჩუქრის მიმღებთა რიცხვს ვინ დათვლის! ეზრახათ შესაფერისად არ ოდენ ქვეყნის შიგნით, მიწერა წვევის ბარათთა უფრო შორადაც წიგნით. სხვადასხვა სამეფოთათვის კავკასად, ბიზანტიად, მისრეთად, რუმად, ხაზარად, ბრანჯად და ფლორენციად... ამბავი ქორწინებისა ქართველთ მნათობი-მეფის განფენილიყო სამყაროს ოთხივე კუთხეს ყეფით. მოყეფდნენ, მოიგალობდნენ ენით ნარნარით ყოვლნი, მსუბუქად მოიფრქვივიან ვარდის ფურცელთა თოვლნი... II სიხარულს მიეცემოდა სრულად სამეფო როცა, ისმოდა დიდთა დიდება და საქორწინო ლოცვა. ტევა არ იყო სასახლის კარზე სტუმართა ოდეს, ლხინობდეს როცა ყოველნი, მრავალჟამიერს ხმობდეს. უპოვართა და გლახაკთა როცა გულიც კი ლხენდა, კაცი კი არა, პალატთა კედელ-სვეტიც რომ მღერდა. სიხარულს ვერ იხარებდა, ლხენა ვერ-ეღო ლხენად, წვეულთა შორის მხოლოდ ერთს, აცამაზს, საცნობს ძნელად! მოწყენით იჯდა სუფრასთან ალანი დიდებული, კაეშნის მძიმე სალუქი სულს უჩნნდა მიდებული! მიზეზი ურვა-ნაღველის მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა: თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰკვეთდა მისი გორდა; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო მეომარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ ღირდა მისი გვარი; თუმც არავისზე ნაკლებად არ იყო შესახედი; თუმც არავისზე ნაკლებად არა სწყალობდა ბედი; თუმც არავისზე ნაკლებად მას არ შეზრდია თამარ; თუმც არავისზე ნაკლებად არ უმთავრია მთავარს; თუმც არავისზე ნაკლებად არ ჰქონდა სიყვარული, მაშ რატომღა და რისთვისღა ატკინეს ასე გული?!. გაწირეს... და ვინ გაწირა?.. ლამის ვეღარც კი ხვდება... თამარმა?!. ნუთუ თამარი რამეზე ემდურება?!. ნუთუ თამარი ვიღაც რუსს ასე იოლად არჩევს, მას აქმომდე ამდენი წყალობის მიმღებ-ნაჩვევს?!. ნუთუ ბავშვობის დღეები ხალისით ნატარები, აღარც კი ახსოვს, ერთად რომ ცელქობდნენ პატარები?!. ან სიყმაწვილე ტოლი-ტოლ, მუდამ გვერდი-გვერდ მყოფთა, სიზმარი იყო და, თურმე, ამხელა ზღუდე ყოფდათ?!. ბოლოს და ბოლოს, ის უფრო დედულეთია, ახლო, თვისია, შინაურია, აგერ მთის იქით სახლობს!.. ეს რა, არაფერს არ ნიშნავს?.. უნდა გადესვას ხაზი?.. კი, მაგრამ რატომ?.. რის გამო?.. საქმეს რა ლუქი აზის?.. ვაგლახ, იმედი ბოლომდე თურმე რა უქმად ახლდა, ავაი, როგორ ყოველი ავად და შავად ახდა!.. ეს რაღაც მოულოდნელი საშინელება არის, ხვანჯი რამ დიდებულების და სამეუფო კარის!.. უცნობის, შეუცნობელის, გადამთიელი ტომის, სამეფო ბაგრატოვანთა როდის ყოფილა მდომი?!. ”ვერ გასწევს ქართველთ-მნათობის უღელს დევნილი რუსთა, კი არ მგონია, ეს ვიცი დანამდვილებით, ზუსტად!.. გვსმენია მათი უზნეო ზნენი ჩვენცა და სხვათაც, ლოთთა და სიტყვა-მეძავთა და გარყვნილების კაცთა. სად გაგონილა, სიკეთეს მათგან ვინ როდის მკიდა, ფუტკარსა ვარგსა რატომ ან ვინ გააგდებდა სკიდან?!. ეს უფრო ხრიკს გავს, საეჭვოს, აბულასანის ფლიდის, ვინ იცის, რა ჩაიფიქრა, რა მიზან-გეზზე მიდის!.. გაფსკვნილა ზორაბაბელთან, ზანქანს ვინ მოსთხოვს სინდისს, ის ხომ ყველგან და ყოველთვის თითქმის ყველფერს ყიდის!.. ან დედოფალი რუსუდან, ნეტავ რა ნასკვებს ნასკვავს? ვერ ვხდები, რად ემტერება იგი ჩემს ბედის ვარსკვლავს?.. რა უნდა, მაინც რას ელის, რაღა მომავალს ნატრობს, რისი ოცნება აწუხებს, რა მოლოდინი ათრობს?!. ვიცი, მჯერა და არც ვცდები, თუნდაც ოდნავად, წამით, ეს მისი ჩანაფიქრია, მსგავსში არ არის ხამი!.. უღირსად გარდუწყვეტიათ თავად უღირსებს საქმე, უღირსიც მოუძებნიათ კაცი სასიძოდ სადმე... მძიმესა საქმეს მსუბუქით მიახლებიან ხელით, აიძულებდნენ თამარსაც, ალბათ, სიტყვებით ცხელით!.. დააყენებდნენ ფაქტების წინაშე თავაზიანს, არჩევანს შეუზღუდავდნენ სიტყვაბრძენსა და მზიანს!.. თორემ ის... ალბათ... არ ვიცი... მაგრამ ვიღაც რუსს?.. არა... ეს უეჭველად ასეა, არ ისურვებდა ქმარად!.. ჰოდა, რაც ნაჩუმათევით თვისით მოიგონ ბნელით, თვით იზღონ სულზე ცოდვანი და სატანჯველი ძნელი!..” ასე ფიქრობდა აცამაზ, სავსე დარდით და იჭვით, შემკობილ-შეუნჯებული კაცი მრავალი ნიჭით, ძე დიდებულთა მეფეთა, მთავარი ალანეთის, ვისი ჭმუნვა და ურვანიც ტალღებს მტკვარისას ერთვის! უსაფუძვლონი როდია ვნება-განსჯანი ვაჟის, თვით სიყვარულსაც გმირისას სიბრძნის ბეჭედი აზის! უფლება ამგვარ განსჯათა აქვს ნამდვილად და ცხადად, სახება თამარ-მნათობის ლამის იქცია ხატად. რჩეული არის აცამაზ, მოყმე დევ-გმირთა სწორი სამეფო კარის რაინდთა და სპასალართა შორის. ერთგულება და ტრფიალი თამარის სამეფოის უსახავს მიზნად ცხოვრების და სულის სიმყუდროვის. მოჯირითეს და მოისარს უებროსა და მამაცს, ბრძოლათა შინა ფიცხელთა ძმებიც თან ახლდა, მამაც. გორგასლიანი დროშისთვის სისხლი მრავალგზის ღვარეს, იცავდნენ მიწას ქართველთა, როგორც საკუთარ მხარეს. სადაც საჭირო ყოფილა, მყის და იქ მდგარან მუდამ, საქართველოზე მომხდურთა მედგრად უკაფავთ გუნდა. ბევრჯერ სულ მარტოდ-მარტოსაც, გარემოცვაში მტრების, უკან არ დაუხევია, არ შეუკეცავს ფრთები. თამარის ერთგულებისთვის, თამარის ტრფიალისთვის შეუხედია მრავალჯერ თვალებში სიკვდილისთვის. ახსოვდა მუდამ გონიერს წინაპართაგან თქმული: ”ძმობა ოვსთა და ქართველთა ძველ შორეთშია ნთქმული. გვირგვინს და მირონს, ორივე ხალხს რომ ამგვარად გვშვენის, უფსკვნია ნათესაობა არაერთგზისად ჩვენი. სისხლით ვართ შე-თანაზრახნი, შემტკიცულნი და უნჯნი, ვესათუთებით ერთმანეთს, კარს არასოდეს ვუჯრით. დიდი ხანია ერთურთთან სამოყვრო გვიძევს ხიდი, ვამაგრებთ მუდამ რომელსაც და არაფერზე ვყიდით...” ”- მაშ თუ ასეა ყოველი, - კიდევ იტყოდა გმირი, - კარები ვინღა ჩაკეტა, ვინ შეირცხვინა პირი?!. მაშ ფეხქვეშ ვინღა გათელა ჩემი გრძნობები წრფელი?!. სიცოცხლე აღარ მწადია, მხოლოდ აღსასრულს ველი...” III დაღამდა. მთვარეს ღრუბელთა რემა სინათლეს პარავს. მიმართა მეფეთ-მეფემან საძინებელსა კარავს. შემოსილს სტავრა-ატლასით, ხავერდით, აბრეშუმით, შეუყვა ამოდმოარე კაბის შრიალით ჩუმით. მიჰყვება თანამეცხედრე გვერდით დიადს და პატრონს, ჭაბუკი სახეკეკლუცი, მშვენიერსა და სათნოს... აცილებს მსახურ-ფარეშთა, მესაწოლეთა მზერა, პატივით, რიდით, თაყვანით დახრილი ალმაცერად. სასახლის მი-მოსასვლელთა გაჩირაღდნებულ თაღებს, აივნებს, სადგომ-სენაკებს, წალკოტებსა და ბაღებს, გუშაგობს მკლავ-გულოვანი გუნდები შუბოსანთა, ფხოველთა დაუღალავთა და უტეხელთა სვანთა. მიწურვილ-მინავლებულა ზეიმ-ნადიმი მსგეფსის, განფენა როკვის ალმურთა და მაშხალები ლექსის. მშვიდია, წყნარი გარემო, მოისმის მხოლოდ სუსტად მყვართა და ჭრიჭინობელთა ხმა აბეზარი რუსთან. გაცლილა ტფილის-ქალაქი წვეულთა, სტუმართაგან, თრთოლავენ მტკვარზე ვერხვები მსუბუქთა ნიავთაგან... IV გულდარდიანი აცამაზ უხმობს სახლეულ-მსახურთ. მიუთხრობს: ” - დროა, გავშორდეთ მოსმენილსა და ნახულს. რაღა მაქვს, აბა, საერთო მე ამ ქალაქთან მეტი, ხომ ხედავთ, როგორ გამწირეს, როგორ დამცინის ბედი... დაკარგულია თამარი ჩემთვის დღეიდან უკვე, აწ იმის ციურ ნათებას ქებას სხვა ვინმე უკმევს... ასე მაქვს გარდაწყვეტილი, შენაბდულებმა ღამით, დავტოვოთ ბჭენი ტფილისის, სანამ ჩამოჰყრის ნამი. ძნელია ეს განშორება, მაგრამ არ ძალმიძს სხვაგვარ, სიმშვიდეს ვეღარ ვიურვებ სულში, სანამდე აქ ვარ...” წამოიშალნენ, წამოდგნენ რჩეული კაცნი ოვსთა, უმძრახნი, უბრად დამრჩალნი შემთხვევასთან და დროსთან. აღიჭურვნენ და აღკაზმეს მერნები არფანული, მზადება ალან-მხედართა როდია დაფარული! აცილებს მზერა გუშაგთა სინანულით და სევდით, სიბნელე აუჩინარებს ღამეულ მგზავრთა მერდინს... V მეორე დილით თამარმა, სამხრობისათვის, უხმლოდ, ხეივნის ჩრდილში მჯდომარემ, სტუმართუხუცესს უხმო. იკითხა ტკბილმოუბარმა: " - სრულად გავიგო, მნებავს, სტუმართა მდგომარეობა, ძილი და მოსვენება. ვინ დარჩა, ვინ გაემგზავრა, ვინ რას აპირებს, როდის, მითხარით, ღამით რა მოხდა?.. ხმა რამ მესმოდა შფოთის!.." " - თქვენო მეფობის სიმაღლევ და ბრწყინვალებავ მზეთა, - აღმოთქვა სტუმართუფროსმა, - შემინდეთ, თქმას რომ ვბედავ. დრტვინვა რამ არა, უბრალოდ, რატომღაც სწორედ ვახშმად ისურვეს ალან-ოვსებმა შინისკენ ფეხთა წახმა. ბრძანებით აცამაზისა, აღეკაზმნენ და მთვარის შუქი ისაგზლეს, აღარც მე დამიკეტია კარი!.. არ ვიცი, ასე რატომ ქნეს... ან მე ეს როგორ ვქენი!.. ჩემია დნაშაული, ხოლო მსჯავრი კი თქვენი!.." ვეღარ შებედა მოხელემ მეტის თქმად მეფე-მნათობს, თამარსაც აღარ უკითხავს უფრო ღრმადა და ფართოდ. მდუმარედ იყო ერთხანად... ფიქრმა წაიღო წამით... მერე კი სტუმართუხუცესს შეაპატიჟა სკამი. " - გასაგებია!.. წარმოთქვა, - შენ დამნაშავე არ ხარ!.. ეტყობა ასე უჯობდათ, კიდეც წასულან რახან!.. სასჯელი, ამ შემთხვევაში, არც შენ გეკუთვნის, არც მათ, რადგან ცხოვრება ისედაც გოლგოთაა და ჯვარცმა!.. რადგან სავსეა სიცოცხლე მოულოდნელით, მკაცრით, გარდაუვალით, რომელიც არ დაიძლევა არც რით!.. რომლის წინაშე მეფეც და გლახაკიც, ჩემი აზრით, თანაბარი ვართ და მივსდევთ ზუსტად ერთნაირ გზაწვრილთ!.." მკრთალი დაჰკრავდა ამ დილით რატომღაც მეფის იერს, ოდნავი სევდაც შენიშნა სტუმართუფროსმა ციერს!.. გაშალეს მარაოები ფარშავანგებმა ბაღში, თამარის თანამეცხედრეს ისევ ეძინა სახლში... VI მერნის ფლოქვივით თქარუნობს ფიქრები აცამაზის, ფიქრები მომწუხარენი, გულის ფსკერზე რომ აზის. დუმილის ფლასით რომ მოსავს, დარდის ხიფად რომ ეწვნის, ყარბის ბედაურივით რომ აუშლია ბეწვი. ”ვინ თამარი და ვინ რუსი?!. ღმერთო, საიდან სადა?!. ლინგებო უფლის სამართლის, რატომ ჩერდებით ცადა?.. ეჰა, ტანჯულო სიცოცხლევ, წა, არ მჭირდები, არა, რაც უფრო მალე მოვკვდები და განვილევი ჩქარა, გულისთვის უმჯობესია, დარდებით დაფქულისთვის, ღრუბლები, შავი ღრუბლები არ მემეტება მზისთვის! გიგულო? როგორ გიგულო, თამარ, სხვისთვის და თანაც, ვისთვის და სადაურისთვის, რაისფერისთვის ანაც! მიყვარდი, რარიგ მიყვარდი, იცის მაღალმა ღმერთმა, მიყვარდი, როგორც არავის, მაგრამ მიმუხთლა ბედმა! მიყვარდი, მნათობთ-მნათობო, ახლაც მიყვარხარ, რა ვქნა, მაგრამ დამფლითა ამ ტრფობამ და ასო-ასო ამქნა. ეს არის, ეს სიყვარული, ცხელი შანთით რომ მშანთავს, სამზეოს რომ მიმარიდებს და საიქიოს შთამრთავს. ეს არის, რომ ვერ ვიშორებ, რომ ვეღარაფრით ვტოვებ, მისი ეკლების მარწუხებს, იმის ცრემლიან რტოებს. ან კი ვით შევძლებ გულიდან იმის მოცლას და წაშლას, რაც წლობით მიხორცებია მისთვის მუშაკს და მაშვრალს? რაც სიღრმეებში მისაში მიმარხია და მიფლავს, რა მოჭრის, რაღა მოაშთობს იმ მუხნარსა და იფნნარს?.. აღარცრა! მხოლოდ ერთია ამის საშველი, ხერხი, ტოტი არ გაიკაფება, უნდა მოიჭრას ვერხვი! მე თავად უნდა გავშორდე ამ სამზეოს და არეთ, ფოთოლი სულ იცახცახებს, სანამ ქარია გარეთ! მშვიდობით, თამარ! ვერ გაძლებს გული მწუხრამდე ხვალის, ვიცი მე ჩემი გულისა, ვეღარას ვატყობ ხალისს! მშვიდობით, მშვენიერებავ! ცითმოვლენილო მიწად, ჩემს სიკვდილს ტრფობის შენდამი ვტოვებ უტყუარ ფიცად. მშვიდობით, დაუთმობელო! იძულებულ-მყავ დაგთმო, გაათბე ჩემი საფლავიც, მზეო, სხვისას თუ ათბობ! მშვიდობით, მიუწვდომელო! ისიც მეყოფა საგძლად, სიყვარულს შენსას გულით რომ დავატარებდი აქ გრძლად! მშვიდობით, სანატრელო და გვირგვინო ხელმწიფეთა, მადლობა იმისთვისაც, რომ დამშვიდობებას ვბედავ!..” VII დიდი ძალი აქვს სიყვარულს, ცრემლსაც უამრავს ადენს, ნახეთ, რა უყო ტიალმა ჩახრუხაძეს და შავთელს! დიდია მისი ტაძარი, ღამეს მრავალი უთევს, მოგეხსენებათ, რაც ერგო ჯილდოდ უბედურ რუსთველს! აცამაზს რაღას უზანდა გზნება ცეცხლისა მისის, ღამეა. მისდევს მხედარი ხელი ბილიკებს ნისლის!.. ფიცხლად უვლიათ ალანთა, მერნებს უწვრთიათ ნალი, ცისკრისთვის გადაულახავთ დიდი ლიახვის წყალი. რაც მეტად დაშორდებოდა ტფილისს მიჯნური კრული, უფრო და უფრო უმატა თურმე ტკივილმა გულის. შეუძლოდ შეიქმნებოდა, გააკვირვებდა მხლებელთ: "აცამაზს გზა რას დაღლიდა?!.. რა სატკივარნი ხვრეპენ?!. რა ხდება, ასე უეცრად რა ემართება არწივს? სად გაქრა მისი მხნეობა, რა მწუხარება აწვიმს?!. ნუთუ ტრფიალმა ქალისამ, მზეთა სწორიც რომ იყოს, ასე დაჩაგრა ვაჟკაცი, სულ სიკვდილსღა რომ ითხოვს?!." ამაოდ გაირჯებოდნენ ძმებიც, მამაც და ყმანიც, მთებს ვეღარ გადაივლიდნენ, შეფერხდებოდნენ გზანი... ნიქოზის კართან მიჯრილებს, მზე შეუნათებს ზურგთა, მორჩილად მომდინარეთა, სალამი უთხრეს თურქთა. ქალაქად ერეკებოდნენ აქლემთ ქარავანს უგრძესს, "სამეფო საჩუქარია!" - შემხვედრთ გულებმა უგრძნეს. "აქ, სადღაც ეკლესიაა. იქ მიმიყვანეთ, ძმანო..." ისურვა ტაძრად აცამაზ. პირდაპირ მიჰყვნენ ყანობს. მართლაც მოჩანდა გადაღმა გუმბათოვანი, დიდი, დასავლით მეღვრიკისისა, მტრედის ხუნდივით მშვიდი. ტაძარი, აღშენებული გორგასლისაგან, წყალთან, საჯდომად ეპისკოპოსთა რაჭისათა და დვალთა. ჩამოხტნენ, ჩამოქვეითდნენ წმინდა რაჟდენის ტახტთან, მოძღვარი გამოეგებათ. იცქირებოდა სახტად. სულ იცნობს ყველას, პირველად კი არა ხედავს, მარა რატომღაც უცნაურნია, ყველა რაღაცას ფარავს... "მამაო, შენიმც კურთხევა ნუ მოაკლდება ოვსთა, სენაკში უნდა მიგვიღო, მცირედ მოგვიწევს მოცდა. შეუძლოდ გახდა ჩვენი ძმა, სვლად შემძლებელი ვერ-არს, თქვენის მხრით თანადგომას და ღვთისგან მოველით შველას..." ევედრნენ მოძღვარს, ან კი რა საჭირო იყო აჯა, მღვდელი ავადმყოფს ეახლა, ფრთხილად შეუხსნა მაჯა. მერე სენაკში შეუძღვა, უფლისთვის მადლის მთხოვი, მიუთავაზა მოსულთა მცირედ ღვინო და ღომი. გულს შემოჰყროდა აცამაზს, ფერი წასვლოდა ლომსა, დიდსა და უკანასკნელსა სიკვდილთან ჰხადდა ომსა. ლაჭანზე მისვენებულსა, ოფლი ასხამდა უხვად, იხსენი შენი შეწევნით, უფალო, სადმე თუ ხარ!.. მაგრამ ამაო აღმოჩნდა მცდელობანი და შრომა - ეჰ, როგორ წამიერია კაცთა სიცოცხლის კრთომა! წართქვამდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად სიტყვებს თანგული სიცხით - "თამარ..." "მნათობი..." "თამარი..." და კვლავ იგივე მიწყივ... "თამარ..." ძლივს, სადღაც, როგორღაც, ძნელ-გასაგონად ითქვა, შეაშრა ბოლოს ბაგეზე ეს სანატრელი სიტყვა... მილულა თვალნი, შეწყვიტა სუნთქვა დაღლილმა გულმა, ყინული ჩადგა სხეულში, ცას მიაშურა სულმა... გლოვა და ზარი იციან ალანთა, ახლა - როგორ! იგლოვეს აცამაზიცა, ცხონება ქონდეს მომგონს! რჩევით და ლოცვა-კურთხევით ნიქოზლისათა მადალით, დამარხეს ტაძრის ეზოში, იქვე, წმინდასა ადგილს. მიიღო მიწამ ქართლისამ ხორცი და ძვალი მყარი, მეფისა მზის თამარისა სიყვარულითა მკვდარის. ყვავილნი ამობიბინდნენ საფლავსა მისსა ზედა, რომლებზეც ზაფხულობისას ჭრელი პეპლები სხედან და უყვებიან სიოებს ამ სიყვარულის ამბავს, დროთა და ჟამთადინებაც რომ ვერ ფარავს და ლამბავს... VIII ამბობენ: თურმე თამარი, ნიქიზს წვეული ჟამად, საფლავზე აცამაზისა ყვავილებს დებდა თავად. მცირე ხნით გაინაპირის თურმე მნათობმა კენტად კიდესა ეკლესიისას, მიმყუდროვანსა მეტად. შედგის, შეყოვნდის, შეითქვის, გაჩუმდის, გაირინდის, ჩამოუგორდის ღაწვებზე მძივები მარგალიტის... პირჯვარი გამოისახის, უფალს წყალობა სთხოვის, წმინდანმა, სუფთამ, უბრალომ, როგორც ეთერმა ფხოვის. მობრუნდის მერე ძვირფასი და გზანი განუტევის, ზეციდან მგზავრად გადაჰყვის ერთი არწივი მთების... IX ეჰ, ჟამნო, გარდახვეწილნო საუკუნეთა წიაღ, ხანდახან რა ძვირფასი ხარ, ვით მენატრები, დიახ! სად გაქრა ის სიყვარული, რით დაიფარა მაინც, იმ სანუკვართა ებანთა რატომ არ ისმის ხმაი? ვინ, როდის, როგორ, რის გამო დაგვაშორა და დაგვსვა ცალკ-ცალკე, მტრებად ერთურთის, გვამუნათა და გვქსაქსა. წაგვართვა თანადგომანი და ერთმანეთის ნდობა არღვია, აუგემურა ჩვენი ძმობა და დობა... ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ალან-ოსებს და ქართველთ, მაგრამ დუღაბის სიმტკიცეს უგნურებანი გვართმენ. აყოლილები გარეშე ხელის გესლიან ფათურს, სამსახურს ვუწევთ ერთმანეთს დამღუპველსა და დათვურს. საწუხ არს ესე, ეჰ, გულო, როგორ მეწვი და მტკივი, გვიყვარდეს, ხალხო, ერთურთი! - კი არ ვიძახი, ვკივი! - სიძულვილს არ დავემონოთ, მივყვეთ მაცხოვრის იგავს, მიმყვანსა სამოყვროშივე, სადაც ვყოფილვართ, იქავ. სად ერთად გვფენდნენ ნათელსა უფლის სახელით მხსნელნი, ანდრია პირველთქმული და სიმონი კანანელი... გულს ხელი უნდა მივიდოთ, ვცოდეთ, სუყველამ ვცოდეთ, უნდა ბოდიშებს ვიხდიდეთ და ღვთის წინაშე ვთრთოდეთ. რად ხდები დასავიწყარი, შენ, დიდებულო წამო, ან, შენ, ლამაზო ამბავო, თამარის თვალთა გამო ცნობას რომ ეცილებოდა გმირი აცამაზ ნიქოზს, ხომ კარგი მოსასმენია, სულ რომ ზღაპარიც იყოს?! მაგრამ სოსლანის გმირობაც განა ზღაპარი არის? როგორ ეჭირა სვე-სვიანს სპეტაკი დროშის ტარი! რა სიქველით და პატივით იდგა თამარის გვერდით და საქართველოს ღირსებას იცავდა ფართო მკერდით. ან ბურდუხანის ძუძუნი არ ზრდიდნენ განა მნათობს? ”ასული ოვსთა მეფისა, - თუნდაც ეს რად ღირს მარტო, - მისებრი სძალი ქართლის თემს არა ეხილა სადო!” - გვიყვება მემატიანე, ჭეშმარიტი და სანდო. ის დღესაც იმას მოგვძახის, მირონ-მოყვრები ხართო, გვავალებს საერთმანეთო გზა-ბილიკები ვმართოთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, სამეზობლოდ და ახლოდ, ვამრავლოთ სიამ-ტკბილობა და სიძულვილნი ვმარხოთ. და თუ რამ მტრობა გვქონია, მტვერს მივცეთ დავიწყების და ერთიანი მიზნისთვის ერთადვე დავდგეთ ძმები. სხვა გზა არც არის, თვინიერ სინანულისა წრფელის, გადაშენება, გაქრობა და დავიწყება გველის. გარეშე მიტევებისა, როგორც იესო იტყვის, თავს იკლავს ძე ადამისა, თვალებს ივსებს და ითხრის. მხოლოდ ურთიერთსიყვარულს ხელეწიფება მაღლის, გადარჩენა და შენახვა კავკასის - ჩვენი სახლის... 2004 წ. ივლისის 5 თბილისი ილტოსპირელი-მიხეილ ღანიშაშვილი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Giorgi- |
![]()
პოსტი
#1945
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
Amuza
ციტატა აცამაზი (ოსური პოემა) იმ დღეს სუფრაზე რომ ყვებოდი ეგ არის ხომ? მაგრამ ბოლო სტრიქონი აშკარად სხვანაირად მახსოვდა |
::სალომე:: |
![]()
პოსტი
#1946
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 ![]() |
-------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
Mako-Mako |
![]()
პოსტი
#1947
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 18-January 09 წევრი № 6,324 ![]() |
ურიცხვი ვარამის მნახველები-
სხედან, ბუბუნებენ დინჯი კახელები! არაპირბოოშნი და საქმენაღდები სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით, თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს, დროდადრო კოჟრიან ხელებს დაჰხედავენ, დროდადრო თითქოსდა ოცნებას აპურებენ, ზეცას კრძალვითა და კდემით ახურებენ ალაზნის ველივით დაფიქრებულები, დაუნჯებულები სათქმელით ულევით, მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა. აჰა! ალავერდი-სიდინჯე, გახელება, თუმცა უწყიან, რომ სოფელი წამიერობს მაინცა მღერიან მრავალჟამიერო! ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო ეს თქვენ გაგიმარჯოთ - ძმებო, კახელებო! ბელა შალვაშვილი -------------------- "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!"
|
xokaido |
![]()
პოსტი
#1948
|
![]() რ ა ჭ ვ ე ლ ი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 ![]() |
მყოფადის დეფინიცია
********************************************** (ტრილოგიური ვარიაციები სუფიქსებზე -ცია, -ზმი და -ლოგია) ნაწილი I (-ცია) პოეტურობის ემანაცია: კლერიკალიზმის დაგრადაცია, მატერიების ზღვა სუბსტანცია და მოგონების ტლანქი გრაცია... ტრანსცენდენტურის მოდულაცია, ფიქრთა სხეულით იზოლაცია. იმანენტურის დევიაცია, მიზანთროპული კორელაცია. ნოუმენური დისპოზიცია, ფენომენური სუბლიმაცია, დილოგიური აქტივაცია და მოდუსების ფაბრიკაცია. ობიექტურის ობსერვაცია, ზნეობრიობის პერტრუბაცია. ფართო მასების რეკლამაცია. ჩვენი წარსულის ტრანსფორმაცია. სულში ბინძურის დეფეკაცია და ამის გამო ეგზალტაცია. ეს არის აწმყოს დეფინიცია, ხოლო მომავლის დისპროპორცია. ნაწილი II (-ზმი) სემანტიკური კონსერვატიზმი, მოჩვენებითი პატრიოტიზმი. ეკლექტიკური პოლითეიზმი და უსასრულოდ ფუჭი ლირიზმი. რეალობა თუ სომნაბულიზმი? პასუხი - ირაციონალიზმი! სადღაც კონსტიტუციონალიზმი, ლაკონიური პერსონალიზმი. მეცნიერებში ეგოცენტრიზმი, კარგად გამჯდარი ბრმა სილოგიზმი. ხელოვნებაში სრული კომიზმი: ესთეტიკურის მინიმალიზმი, დაბინძურების მაქსიმალიზმი და გათელილი ნატურალიზმი. დროგადასული ობსკურანტიზმი (საფუძველშივე პარალოგიზმი). ფრთებშეკვეცილი ეკუმენიზმი, დაღონებული კათოლიციზმი. მტრისგან ჩაგრული იდეალიზმი, მაგრამ ჩვეული ანტაგონიზმი. პროგრესულობის ლიბერალიზმი და ტექნიკური დეტერმინიზმი. სულიერების ამორალიზმი, გადარეული სექს-ფანატიზმი. ყველგან ვიღაცის ფუჭი სნობიზმი... მსოფლმხედველობა? - ისევ მონიზმი! ზეაღმავალი ჩუმი ცინიზმი, თან ისტორიის მექანიციზმი. სადღაც ტანჯული გზა - ასკეტიზმი, მაგრამ ღვთის რწმენით მაინც თეიზმი. თავში ჩვეული ყრუ კრეტინიზმი, უვიცობა და სენსუალიზმი. ჩვენში გამჯდარი ფსევდო-ტრუიზმი: რა საჭიროა დღეს ალტრუიზმი! -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
::სალომე:: |
![]()
პოსტი
#1949
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 ![]() |
ავტ : გიორგი გაბაიძე (ჩემი მეგობარია
![]() გენაცვალეს და გავა აღდგომა... გენაცვალე! განა რამე მეტი? ვზივარ შენთან, გაზაფხული მქოჩრავს, სურნელებით მომარიე რეტი, მორჩა მოცდა... და ლოდინიც მორჩა! გენაცვალე! განა მეტი რამე? მარწუხივით მომეკარი, - მბოჭავ, ეს აღდგომაც გაქრა, როგორც წამი, ახლა მორჩა, უშენობა მორჩა! გენაცვალე! მეტი რამე განა? ჩავეწვეთე თვალებს შენსას ნორჩებს, ა ყელი და გამომისვი დანა, იქნებ ასე ყველაფერი მორჩეს! გენაცვალე! განა მეტი რამე? გაზაფხული რა ვქნა, აღარ მქოჩრავს, ეს აღდგომაც გაქრა, როგორც წამი, ახლა მორჩა უშენობა, მორჩა! გავა აღდგომა... ახლა მზესავით მცივა სიშორე, ბაბუაწვერებს მიაქვთ მარტისთვე, დღემდე რამდენი სახეც ვიშოვე, ყველა უკლებლივ გავაარტისტე. ახლა ზღვასავით მტკივა სიცივე, ყოჩივარდები დამდნარ მარტისდღის, რამდენჯერ - ცრემლებს მიღმა ვიცინე, რამდენჯერ - ღიმილს მიღმა ავტირდი. ახლა ბავშვივით მაკრთობს სიბნელე, ღამის სიშავეც თითქოს გამრჩოლდა, ვერ ავუდივარ დღემდე იმ ვნებებს, ერთადყოფნისას ჩვენ რომ გვახრჩობდა. ახლა მუხლებში მტეხავს ამინდი, წვიმა - ნაპირზე ზეცის ტროპარი, მერე ტუჩები როცა გამანდე, ცოტა ზედმეტი კოცნა მოგპარე. დღემდე ფიქრითაც მიჭირს მიღწევა... წვიმას აპრილის ცივი ქარი ცრის... გავა აღდგომაც... და ის ჯვრისწერა, - შენ რომ მოხვალ და... მერე, არ გიცდი... -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1950
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
რეზო თაბუკაშვილი
ანდერძი მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერთვები ზღვას უნაპიროს! ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას, დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად! და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წამებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას! მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები, მეც გიწინამძღვრებთ, ცხოვრების გზას როცა გაყვებით, მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით! მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე, სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ, მაგრამ გახსოვდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ - თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ! დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ, ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ, ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე, სხვისი მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
kolxis qaluka |
![]()
პოსტი
#1951
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 186 რეგისტრ.: 30-May 09 წევრი № 7,056 ![]() |
***
სვანეთში მივდივარ, მთებში და... მიყვარხარ, ვინ იცის, რარიგად... ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. გამორბის მდინარე ბღავილით, ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე. ფერდობზე წერწეტა ყვავილი მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე. იმ ხევში მკივანა შურთხია. მომწყინდა ბილიკზე წანწალი. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი. სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე, მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად... ეგების ლატფარზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი. მივდივარ, გზა მხვდება ახალი. სვანეთში ბევრია მწვერვალი და შენ ხარ ყველაზე მაღალი. -------------------- [color=#000099][size=7][i][b]ნცაშა ეხდით[/b][/i][/size][/color] |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1952
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა, პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ, ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა. დრო-და-დრო გაგეღიმება გულის საკლავად, ნელადა; უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ გულის გამხდარხარ მჭრელადა. ჯერაც ატყვია ჩემს გულსა შენგნით წყლულები ჭრელადა, ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა, ვერ გაგიხდები მტერადა! [ვაჟა] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
S a l l y |
![]()
პოსტი
#1953
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
პატრიარქის ლექსი
ყველაფერი კარგად იქნება! ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრე კარგი და დაინახე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ასე იქნება გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება! ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება; ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება! როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება! რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება ის მოწყალეა ყველა ცოდვილის, და ყველაფერი კარგად იქნება! როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება! დიდი ნიჭია თავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას, და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს, ღმერთის წყალობით სულყველაფერი კარგად იქნება! სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1954
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
უცნაური ლექსი დაუწერია პატრიარქს... არ მომწონს აშკარად, თუმცა შინაარსს რას ვერჩი...
![]() -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#1955
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
არაა ეს პატრიარქის ლექსი, ვიღაცამ დაწერა და ასაღებენ პატრიარქის დაწერილად.
სიცრუეა და ნუ დაიჯერებთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
S a l l y |
![]()
პოსტი
#1956
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
ვინც არ უნდა იყოს ლექსის ავტორი, ეს მის ღირებულებას, როგორც ესეთი , არ ცვლის
![]() მე სადაც ვნახე, იქ ეწერა რომ პატრიარქის დაწერილია, თუმცა წყაროს სანდოობაში დარწმუნებული არ ვარ.. -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
liziko-liziko |
![]()
პოსტი
#1957
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 291 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,339 ![]() |
" ყორღანებიდან, გნოლი გაფრინდა
ყაბადროს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს... ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ არაგვზედ ისევ ყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა შენი ტუჩებიც ისე ტკბილია... როგორც ბადაგი დადუღებისას.. ხოხბობას გნახე მიწურვილი იყო როცა ზაფხული რუსთაველისა ნეტამც ბადაგი არ დამელია, და იმ დღეს ხმალი არ ამელესა... ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე შემოვამტვრიე გზები ტიალი მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაგად მუზარადიან შენს ცოლს შემოვხვდი და თავი შუაზე გადამიჩეხა ![]() მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ სისხლით ვიცლები როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი..ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... მოდი..გეზახი 1000წლის მერე...დამნაცროს ელვამ შენი ტანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა გ.ლეონიძე-უმაგრესიაააააა |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#1958
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
ციტატა "მესაფლავე " “გენიოსო” (პასუხად “მესაფლავეს”) გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება! მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს, რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს, რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება, რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული, რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული! რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?! მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება, მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება! სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი, და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა, სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი! გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?! და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?! და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?! მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი! ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე! ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა! გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?! ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?! და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო, რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა! მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა! შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?! ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ, და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”! რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?! აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი, ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე, ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე, ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი, ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი, ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა! დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?! ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?! წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!! * * * მუზას ჰყოლია მრავალი ნეფე, და დედოფალიც ბევრი ჰყოლია, მაგრამ ვინ არის უკვდავი მეფე?! გალაქტიონი ??? არა მგონია!!! ![]() ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#1959
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
პატრიარქის ლექსი ყველაფერი კარგად იქნება! ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრე კარგი და დაინახე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ასე იქნება გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის და ყველაფერი კარგად იქნება! ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება; ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება! როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება! რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება ის მოწყალეა ყველა ცოდვილის, და ყველაფერი კარგად იქნება! როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება! დიდი ნიჭია თავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას, და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს, ღმერთის წყალობით სულყველაფერი კარგად იქნება! სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II არ არის ეს პატრიარქის ლექსი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
marine |
![]()
პოსტი
#1960
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,804 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რეზო თაბუკაშვილი ანდერძი მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერთვები ზღვას უნაპიროს! ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას, დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად! და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წამებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას! მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები, მეც გიწინამძღვრებთ, ცხოვრების გზას როცა გაყვებით, მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით! მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე, სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ, მაგრამ გახსოვდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ - თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ! დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ, ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ, ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე, სხვისი მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ! რა ლამაზი ლექსია ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 11:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი