![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნონა |
![]()
პოსტი
#1981
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ძალიან მეწყინა...
ყველამ გამწირა, _ მეგობრისა ვინც იყო მსგავსი: მიწაზე ყოფნას ზოგმა ყოფნა არჩია ცაში. ზოგი მათგანი ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში: ტყე აიჩეხა, _ ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
kinoteli |
![]()
პოსტი
#1982
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
გაზაფხული_სილამაზის ფერხული,
დაბადება,უკვდავება ლოცვის. დღე მახარებს და ზეიმობს სული მშვიდი დილა მზის სხივებით მკოცნის -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1983
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
სამყაროს განუკურნებელი სენი ჭირს
თურმე თავისუფლებაც ფული ღირს ვიღაცა ასახსნელს ფულით ხსნის ვიღაცა თავს მბრძანებლად თვლის გრძელდება ცხოვრება, ქსელში ნუ გაებმევი გახსოვდეს ცხოვრებას მხოლოდ სიკვდილით გაექცევი ცხოვრებაში სირთულეები უფრო მაღლა იწევს შენ კარგავ, ვიღაცა იძენს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ამაშია ყველაზე დიდი სისუფთავე ტალახშია საქმე სხვა არაფერში, მხოლოდ ამაშია თურმე ცხოვრება ყველაზე დიდი თამაშია იო.. იო.. ქომოონ ქომოონ... იო... ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
fiore |
![]()
პოსტი
#1984
|
![]() innocent.. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 ![]() |
-------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1985
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ქუჩაში ცივა უბერავს ქარი
მოდის პატარა გზის მათხოვარი პურისთვის უნდა მას ერთი ლარი ავადმყოფ დედის პატრონი არის ცივა პატარას ძალიან ცივა ვინ იცის სახლში ის როდის მივა თუ ფული არ გაქვს შეჭამე თივა ვიღაც დასცინის აჩერებს ნივას კრთება პატარა კრთება ძალიან ნივაში ვიღაც ბოზი ქალია წადი მოკალი ან მოიპარე ფული რომ არ გაქვს შენი ბრალია ყმაწვილის ფიქრში იღვიძებს გრძნობა გრძნობა ველური და ცხოველური იღვიძებს ბავშვში შური და მტრობა არავინ უთხრათ მას საყვედური გინდა რომ ფული ვიშოვოთ ერთად? გინდა რომ დედას პური წაუღო? მაშინ წამოდი შენ ჩემთან ერთად ვინმეს საფულე რომ ამოვუღოთ დროა ისწავლო შენ ფულის გემო დროა გაიგო რანაირია ქალმა ჩახედა ყმაწვილს თვალებში თვალები უკვე სხვანაირია... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
kinoteli |
![]()
პოსტი
#1986
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
გული სადღაც მიმიწევს,და სად?არ ვიცი
სული მოწყენილია,და რად?არ ვიცი უვისობას განიცდის,რატომ არ ამბობს ამ წვიმიან ამინდში ცრემლი რად მამკობს? ურცხვად გაშიშვლებულან ჩემს წინ ვერხვები რაა სევდის მიზეზი მაინც ვერ ვხვდები, სული მოწყენილია და მას განვიცდი. გული სადღაც მიმიწევს,და სად?არ ვიცი -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1987
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
გიშრის ნავნი
გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ! აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს, ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს, სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს; მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ! მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ, ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ, აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ, სათად წამწამს ხშირად შეისარობენ! მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა, მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა, უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა; თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ! ლამპარად გვამისა ეს იცხადების; ამის მსგავსი მარავსა იბადების; მასთან მყოფი ნიადაგ განახლდების. ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ! [ბესიკი] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1988
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
მე ვხედავ უამრავ სახეს
ვიღაცა იცინის ვიღაცა ტირის ვიღაცას შია ვიღაცას სცხელა და ვიღაც კარგად არის და ვიღაც ცუდად არის ვიღაცა სადღაც არის, წავიდა მოვიდა მაინც აქ არის ჩემს ქალაქში ისევ და ისევ ცივა ჩემს ქალაქში ისევ ბნელა, ისევ შიათ ყველაფერი კარგად არის მიყვარს ისე როგორც არის ეს არის ჩემი ქალაქი, ესეთი ხომ არსად არის ხალხს უნდა სითბო, ხალხს უნდა სიტკბო დაიღალა ის რაც ნახა დაიღალა რაც გადახდა მომაბეზრებელი გახდა ცხოვრება ეული აღარ უნდათ იარონ გზაზე აბნეული ილუზიით სავსე ფიქრი რეალობა სადღაც მიქრის მიდის, დრო მიდის წარსული წამებს ითვლის მიმძიმს ამ ლექსის წერა სიმართლე მიმძიმს ვიტყვი რაც დავინახე, ჩემ ლექსში ვიტყვი ვერ დამიშლის ვერავინ ნუ ამიკრძალავს ნურავინ ჩემს ლექსს ჩემს რეპს ჩემს პოეზიას ვრცელს ჩემი თავისუფლება, ის ხომ უსასრულოა ჩემი ლირიკის მიმართ განაჩენი უსაფუძვლოა იოო... იოოო... დუმ დუმ ცკ... დუმ დუმ ცკ... ![]() -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1989
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
Майская ночь
Отсталых туч над нами пролетает Последняя толпа. Прозрачный их отрезок мягко тает У лунного серпа. Царит весны таинственная сила С звездами на челе.- Ты, нежная! Ты счастье мне сулила На суетной земле. А счастье где? Не здесь, в среде убогой, А вон оно - как дым. За ним! за ним! воздушною дорогой - И в вечность улетим! [Афанасий Фет] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
სოფი |
![]()
პოსტი
#1990
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ბედნიერებამ მითხრა _ ნუ მეძებ
ბედნიერებამ მითხრა _ ნუ მეძებ შენი შვილების თვალებში მნახე.. ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე. შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს, სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო. მნახე კახეთის უდრეკ დგომაში, მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში, თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში. დაზამთრებული გურიის მთებში, ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში, საგაზაფხულედ მზა ნადურებში და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში. ბედნიერებამ მითხრა _ რად მეძებ?! მე ხომ მეგრული ნანები მქვია, ლაზური ქვისფერის დაბლობებზე გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია... მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო, სტუმრის გულიან მოსაფერებ(თ)ის უარყოფა ვარ სოფლის საამო... ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი, გულის ბაგრატის გუმბათის ხელა, ზემო-იმერეთს დინჯად მომსვლელი ზრდლობიანი ვარ საპოვნელა... მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი, სვანური ზარის ცრემლში ნაჟური, უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი, და აქაფებულ ენგურს ნაწური. დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი, გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი და განძის გადამმალავი ომში. ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული ფშავში მისული ნისლის უბე ვარ, დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ. ქართული სულის მგელვარე რაშის შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ, ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ. კუპრად და ჭირად მოზღვავებულით ვერმოწამლული ხულოელი ვარ, განდაგან თრევას არგუებული შენი ერთგული აჭარელი ვარ. ბედნიერებამ მითხრა _ თუ მეძებ ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან... რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან. ჭელიშის ოთხთავთან შეწირული სანთელ-ბერების არგანაგონი.. სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული, სიდარბაისლე ვარ ბარაკონის. ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი, სახლის დაცვა ვარ ლომგულ-ფხოველის, კლარჯეთის ხმა ვარ ვერმოწვდენილი გალავნებამდე სვეტიცხოველის... მამა გრიგოლის შეწყნარებული არაუდები ხანძთის შვილი ვარ, ფარავანი ვარ ნინოს ხლებული, იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ. თუ არ დაგღალე _ აფხაზეთი ვარ... სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს, მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ სანამ უფალი არ მაპატიებს_ ქართულის ზერელედ მივიწყებას, სტუმარ-ქალების მალულად დევნას, სიმდიდრისათვის გაფაციცებას, მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას. სანამ უძღები შვილი მამასთან თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ... სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს და სიხარულით გული წამივა... სანამ ილორში წმინდა გიორგის არ მივენდობი მწირველ-მღვდელივით და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი ზურმუხტ-ბიჭვინთის ღვთისმშობელივით... მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად სამაჩბლოში დაბა ბრწყინვალე, აღარ ვიქნები კერპების მძევლად, აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე. ბედნიერებამ მითხრა _ სად მეძებ... მზე დასავლეთში როდის ასულა, რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე და ვეღარ იცლი იდგე კაცურად! სადმე, სულ ახლოს, აქ, ვარძიასთნ სარგის თმოგველის ნაკამარალზე, მტრის გაოგნებულ ელეგიასთან, მის მოღალატე ცოლის დანკალზე... ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა, მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას, კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა. ნაათაბაგარ, ნამოღალატარ ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს, დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ მიადგებოდე მოპარულ ლორეს... ბედნიერებამ მითხრა _ რა ვიცი... კახში ინგილოს რა ეშველება... თუ გეშორება უკვე დმანისი და მარნეული არ გეშენება.. ისე მოკვდები _ გარეთ არ გახვალ რისთვის-ღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ? შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ... რას ადღეგრძელებ, რაებს იხსენებ,... ვის რად არგია სად რა მოგსვლია?!.. დასთვრები, ისტორიას იჩემებ ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას... არაფერს არ ქმნი... რით-ღა შოულობ მაგ საგროვებელს - და არა სარჩოს? მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ როცა იყიდი და აღარც გახსოვს რისთვის იყიდე? რის გეშინოდა? -როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი... რით მიგაძინეს და რა გინდოდა როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი.. ბედნიერებამ მითხრა _ არ მეძებ... თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას იავარქმნილი გულის ნადებზე იმყოფინებდი მალამოდ ძგერას... მელექსეობის ამპარტავნებას მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი... დამანებებდი დევნას თავნებას და შენთან მოსვლას თითონ მაცლიდი.. ნაღდი თბილისის საღმოებად არდანაბიჯებ ხატების გრილში ვიწრო-ქუჩების ჭა-ეზოებად ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში... დაბრუნდებოდი მშობლების სახლში რაც ღმერთმა მოგცა _ იმით ძლიერი, დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში მოიქცეოდი როგორც ივერი. ჩაგიხუტებდი.. რაც წლები დაგრჩა ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა აწი იმაზე დაფიქრდებოდი... წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე უეცარ ხმობად დაგიდგებოდა ნააღსარებზე აწი შენ გულზე ძებნა და შფოთი არ იქნებოდა.. ამიტომ ნურსად.. გესმის.. ნუ მეძებ.. ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე.. და სიხარულის უხლებ ველებზე იმედის სიოდ გამომიძახე... ლევან ვასაძე პ.ს. ეძღვნება ადმინს ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1991
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
iisperiTOVLI |
![]()
პოსტი
#1992
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 ![]() |
სოფი
![]() -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#1993
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
SILENTUM
სიჩუმის ყვავილები ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის. ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები, მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი. ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა, როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი. ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი. [ტერენტი გრანელი] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
სოფი |
![]()
პოსტი
#1994
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
-------------------- "Happiness only real when shared."
|
fiore |
![]()
პოსტი
#1995
|
![]() innocent.. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 ![]() |
Dove va a morire il sole,
dove il vento si riposa, ho incontrato tanta gente che in un mare di parole e fra tanta confusione spera ancora in un amore. Non è giusto che una donna per paura di sbagliare non si possa innamorare e si deve accontentare di una storia sempre uguale, di una vita da scordare. e si deve accontentare di una storia sempre uguale, di una vita da scordare. -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#1996
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ასეთია ქურდი კაცის ბედი
ფათერაკი მუდამ თან სდევს უკან აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო გალიაში ბულბულები ზიან -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Маиа |
![]()
პოსტი
#1997
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
გოდერძი ჩოხელი
რა არეული დადიხარ, მარტს აყოლილო ღრუბელო, დღეში ათასჯერ წუწუნებ, ცხენს დააქროლებ უბელოს, ქვეყანას შენ რას უწუნებ, მარტს აყოლილო ღრუბელო! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
სოფი |
![]()
პოსტი
#1998
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი, შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო, იცი, როგორ მიყვარს ოდნავ შეხება მათი, ო, იცი, როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი, მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო, მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მთელი გრძნობით და ძალით. მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით, გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ, სატრფოვ, შვილო და დედავ, ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად, ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ, ვარ შენი ტრფობის შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუტვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო. შანდორ პეტეფი შემოკლებულს კითხულობს გურამ საღარაზე http://www.youtube.com/watch?v=xcR3MW_Y_Rc -------------------- "Happiness only real when shared."
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1999
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას, თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე, როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა; თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს, ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი, მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,- თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს, მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად, გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად; თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად, იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად,- თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით, წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად, იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით; თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული, mოუხმო ნერვებს , გამაგრდე და ივარგო ასწილ- ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს ნებისყოფაღა გეუბნება: "წინ მეთქი! გასწი!" თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად, მეფეებს ახლდe და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი, შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად, მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი; თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი, აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი, მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი, ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
terra |
![]()
პოსტი
#2000
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მხევალი ნინო
კიპლინგი. რა თქმა უნდა კიპლინგი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 06:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი