![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
fiore |
![]()
პოსტი
#2001
|
![]() innocent.. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 ![]() |
სხვა ხმებთან გიყურებ, მოგყვები, და სული დამემშა, და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები, და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს, და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები. მაგრამ შენ სხვა ხარ და სხვა ხმებთან საუბრობ, ვერ გწვდები, შორი ხარ, ამემღვრა გუმანი, და უფრო, და უფრო, და უფრო, და უფრო, მეხება, მედება, მერევა შუმანი. და არ შემიძლია არ მოგყვე - დაგეხსნა, და არ შემიძლია არ ვიყო ყაჩაღი, ორივე მაჯაზე ვენები დამეხსნა და სისხლმა ოთახში მინები გაჯანღა. -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
Atman |
![]()
პოსტი
#2002
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სხვა ხმებთან გიყურებ, მოგყვები, და სული დამემშა, და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები, და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს, და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები. მაგრამ შენ სხვა ხარ და სხვა ხმებთან საუბრობ, ვერ გწვდები, შორი ხარ, ამემღვრა გუმანი, და უფრო, და უფრო, და უფრო, და უფრო, მეხება, მედება, მერევა შუმანი. და არ შემიძლია არ მოგყვე - დაგეხსნა, და არ შემიძლია არ ვიყო ყაჩაღი, ორივე მაჯაზე ვენები დამეხსნა და სისხლმა ოთახში მინები გაჯანღა. ბრრრრრრრრრრრრრრრრ! გამაჟჟჟჟრიალა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2003
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ეს არ არის ცნობილი ადამიანის ლექსი, მაგრამ დავწერ...
შვილი სათუთი და საფერები, შვილი, შენი გულის ნაწილი. ღამე მის საწოლთან ნათენები, ხელი-დასაცავად გაწვდილი. დედობა მადლია ზეციური, წმინდა მარიამის კურთხევა, დედა, ყველაფერზე ვალდებული შვილის სიყვარულს თუ სჭირდება. დედა, ანთებული კელაპტარი, შვილის სატკივარის მალაო, დედის ერთადერთი საფიქრალი, შვილი განსაცდელში არ ნახოს. ციტატა სხვა ხმებთანგიყურებ, მოგყვები, და სული დამემშა,და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები,და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს,და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები.მაგრამ შენ სხვა ხარ და სხვა ხმებთან საუბრობ, ვერ გწვდები, შორი ხარ, ამემღვრა გუმანი, და უფრო, და უფრო, და უფრო, და უფრო,მეხება, მედება, მერევა შუმანი.და არ შემიძლია არ მოგყვე - დაგეხსნა, და არ შემიძლია არ ვიყო ყაჩაღი, ორივე მაჯაზე ვენები დამეხსნადა სისხლმა ოთახში მინები გაჯანღა. ძალიან მაგარია... |
სოფი |
![]()
პოსტი
#2004
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
იმედი მაქვს, ამ შენიშვნას კიდევ ერთხელ არ მომაცემინებთ
![]() ციტატა გთხოვთ,ლექსის ავტორი ყოველთვის მიუთითოთ,ხოლო საკუთარი ლექსები ზემოთ მითითებულ თემაში დაგვიწეროთ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
fiore |
![]()
პოსტი
#2005
|
![]() innocent.. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 ![]() |
Atman
![]() სოფი ჩერქეზაშვილისაა *************************** გალაკტიონის უკანასკნელი ლოცვა შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ.... თუმცა ამ გულს გულზე ცრემლმა ბევჯერ გადაუარა გევედრები, ფანჯარასთან ნუ მიმიშვებ, უფალო თორემ მერე სულ ერთია გადავხტები თუ არა! ჰენრი დოლიძე -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
Maria_mi |
![]()
პოსტი
#2006
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 21-March 08 წევრი № 4,280 ![]() |
გამგზავრება და მოლოდინი
მეგობრებთან არ დალია გრამი, მოენატრა მარტოობის წამი, კარი გასნა, დაიხურა ქუდი, იყო დილის ოთხის ათი წუთი. გამგზავრება დაისახა მიზნად, უცებ თავის ნაბიჯს გაემიჯნა; მიაკითხა მატარებლის სადგურს, წასვლა უნდა, რადგან წასვლა არ სურს; ის ყოველთვის უწოდებდა პროტესტს, სასაცილოდ შექმნილ ავტოპორტრეტს. დაინახა მატარებლის თვლები, შეიყვარა ცარიელი გზები. გზაში შუბლი მიაბჯინა მინას, როცა წვრილი წამოვიდა წვიმა. მოგონება შეეხიზნა ლოდინს, იხსენებდა ის ცარიელ ლოგინს. გაიხსენა ძველი, მყუდრო ბინა, შეიყვარა, მერე მოიწყინა. დაბრუნებას ვერ დაარქმევ სახელს თვლებს და თვალებს უცაბედად ახელს. გააწვალებს დაბრუნების ჟინი, მერე ისევ გზა და მოლოდინი. გაგა ნახუცრიშვილი |
Maria_mi |
![]()
პოსტი
#2007
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 21-March 08 წევრი № 4,280 ![]() |
***
დედა შენ მაინც ნუ მომატყუებ, ნუ მეტყვი რომ მზე მაჩუქებს სითბოს, რომ მეგობარი მიძმობს ბოლომდის, რომ სიმართლეა მთავარი თითქოს. რომ გზაზე სადღაც უზომოდ დაღლილს, ჩამეძინება და სიზმარს ვნახავ, თითქოს ცხოვრებამ ბედნიერება ცოტა ჩემთვისაც გადაინახა. და რომ სიყვარულს ქუჩაში ვიცნობ და უცხოსავით გვერდს არ ჩამივლის, რომ გადავიტან ყველა წაქცევას და ვერ ვიცხოვრებ მე ლაჩარივით. დედა ნუ მეტყვი, ნუ მომატყუებ, რომ ფოთოლცვენა ლამაზი არის, ჩემთვის ფოთლები ოცნებებია_ არ ახდენილი და ძირს ნაყარი. დედა მე მაინც ვერ დაგიჯერებ, სულ სხვას ამბობენ შენი თვალები, თავი ქოწილის ვარდად მიმაჩნდა, მაგრამ ვყოფილვარ დასაფლავების |
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#2008
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
ფიქრები საქართველოს რუკაზე
შენს რუკას - შენი ბრძოლების სარკეს, წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული, ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი, დაფლეთილია შენი სხეული, ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი, მავანს და მავანს მიუტაცნია, სხვათა და სხვათა ადგას უღელი. რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _ კოდორიანი, ალაზნიანი, თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია, ისიც გამხდარა სხვათა ზიარი. მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა, პირალესილი ამდენი ცული, რა მოგიშუშებს ამდენ იარას, რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!. და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი შორიდან როგორ გიყურო მშვიდად. ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის, დაუდევრობით შენთავე შვილთა!? არა, შენ წელში ისევ სწორდები, რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით, ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები, შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი. დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს, ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული, ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს დღეს დაფლეთილი შენი სხეული! [გრიგოლ აბაშიძე] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
neo |
![]()
პოსტი
#2009
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
გაიხარეთ
-------------------- www.cordesign.ge
|
ლურჯი ბუ |
![]()
პოსტი
#2010
|
![]() ...ანუ მე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 ![]() |
საქართველოს
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი. ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული. ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი. და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული. ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული. მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური, მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა. მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის: უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, - და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი. [გრიგოლ რობაქიძე] -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
marine |
![]()
პოსტი
#2011
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
http://urakparaki.com/ ძალიან კარგი საიტია, სადაც შეგიძლიათ თქვენი შემოქმედება განათავსოთ
![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
terra |
![]()
პოსტი
#2012
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
marine
შენც ხომ არ გაქვს განთავსებული? ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
marine |
![]()
პოსტი
#2013
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
terra |
![]()
პოსტი
#2014
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
კი, რამდენიმე ლექსი ![]() მე არა ![]() მიმითითე ლინკი, გადავავლებ თვალს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
neo |
![]()
პოსტი
#2015
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
დაბადება – თავი I 1. გრძნობით გარდვიდეთ სხვა დროში, ჩვენს ახლო არა არია; შევიცნოთ ზღაპართ სიცოცხლე, ჩვენთაგან იავარია; მათი კარგი და დუხჭირი, ვინძლო საცნობად კმარია; ზოგჯერ სასმელად ლაღი და, ზოგჯერ კი ვითა ძმარია… 2. დიდი ხანიდან შავ ზღვაზე, ქედ იდგა კავკასიონი; ამ ქედის ძირში სოფელი, სახელი მისი სიონი, ახლო ცურავდა მდინარე, ეწოდებოდა რიონი, იქ მესათხევლე ცხოვრობდა, სახელად აფრასიონი… 3. მას სულ-კალმახი უწოდეს, იმა სოფლისა მკვიდრებმა; მკვირცხლი სულითა კალმახის ნიჭი მოჰგვანეს მდიდრებმა; მასსა უფრთხოდნეს დევები, მისი იშიშრეს მისნებმა; ცეცხლ იყო ნადირთ სრბოლაში, უწყოდნენ ტყისა ხიზნებმა… 4. მარიობის თვისა პირსა, ქარი ნაზად შემოჰბერდა; მეტად მკრთალი ღამე იყო, სულკალმახი ლაღად მღერდა; უც კივილი შემოესმა, გული მისი შემოძგერდა; თვალი მოვლო არემარეს, ხმა შორიდან შემოსერდა… 5. ხელთ იარაღი აღიღო, გაუდგა მთისა ნაპრალსა; ხმასა მიჰყვება კალმახი, ეძიებს ქალსა ნაბრალსა მთაზედ შენიშნა ქვაბული, ძირს კოლტსა ჰხედავს მტარვალსა გაჰკრა ისარნი ჩასტყორცნა, დევთა თავებსა მრავალსა 6. მერმე ქვაბულსა აღვიდა, კაცი მარდი და სვიანი; ქალი იხილა ტანს ერტყა, ოქროის თმისა ხვიანი; სისხლი მდინარე, დაჭრილი, აწ შველისათვის გვიანი; ახლად ნაშობი ეჭირა, კბილ ოქრო და თვალ მზიანი… 7. ქალმან თვალებში შთახედა, კალმახის სულსა ძლიერსა; ერთ წამში ყველა აუწყა, სცვლიდა სახისა იერსა; ამბავი მისი საოცარ, არ ჰგვანდა დასალიერსა; ახლავე მოკლედ მოგითხრობთ ნათქვამსა მისსა მიერსა… 8. ,,კალმახო ჩემი მოდგმაი, ტყეს შეფარული ერია კაცთაგან გადამალული მცხოვრები ვითა ბერია წმინდა კანონთა დამცველი მით ნათელ ძალთა კერია; ბოროტთა არსთა მოსპობა მის შვილთა სისხლში სწერია… 9. სინათლის ერი მალული, მტრისაგან ხშირი პყრობილი; მოყვარე მხოლოდ სიკეთის, მით ტკივილებში შობილი; თუმც მრავალგზისა წამებით, ბოროტ დევთაგან გმობილი; სული ყოველთვის მტკიცე აქს, მით ვერას ოდეს ფლობილი. 10. ჩვენ გვემორჩილნენ ცხოველნი, ხმასა ისმენენ ჩვენისა; მათ შორისაა ურჩხული, გველეშაპისა ენისა; თავი ნიანგის, ტან ხვლიკის, ფრთანი დიდისა ძერისა პატარა არის გოშია, ბავშის წლის ოდენ ჯერისა 11. გოშიას თქმაზე გაისმა, ქვაბულს სიღრმითგან ღრიალი; სიბნელით მხეცი გამოდგა, დაიწყო თვალთა ბრიალი; ქშენასა ცეცხლი მოჰყვება, მხრებსა გაუდის ჭრიალი; ბავშსა დაჰხედა, გაჩუმდა, ირგვლივ დაიწყო ტრიალი. 12. ქალმან შესთხოვა სულკამახს, მიხედე ბავშვს და მხეცსაო, ორნივ მცირენი არიან, მარტოდ ვერ გავლენ დღესაო, აღზარდე შენი ვალია, გაფიცებ შენსა მზესაო, ხვალით რომ დაიზრდებიან, მტერს გაშორებენ ბევრსაო 13. მერმე წარსთქვა ,,გმადლობ ღმერთო ერს ვაჟკაცი მოუვლინე; სიკეთეც და გაჭირვებაც, მრავლად გარდამოუვლინე; ჭირთათმენის საოცრება, მის გონს გარს გამოუვლინე; და სულისა მწენდი ძალა ზედან ქვე ჩამოუვლინე, 14. დაე ახსოვდეს მის დედის, დალისა დანაბარები; ეძიოს მუდამ მებრძოლის, სიკვდილი ვერ სადარები; ესე სინათლის შვილია, ბნელისგან ვერ ნაკარები; მეომარებრივ სულ ყოფილს, არა გაუჩნდეს ბზარები… 15. უფალო, ჩემო, შენა გთხოვ, მიეც შეცნობა კლებათა; რათა ბოლომდის იცავდეს, შენგან ნაბოძებ მცნებათა; და თუკი ფეხი წაუცდეს, დასცენ ძლიერთა ვნებათა; მიეც ცრემლი და ქვითინი, სინანულისა კვებათა… 16. იცი მე მისდა დამცველად, შენს ანგელოსსა ველიო; ყოველ აღმართს და დაღმართსა, იყოს გმირისა მშველიო; უბოძე რწმენა ძლიერი, მეცნება ვითა გველიო; სულისა სილამაზენი და სიწმიდენი ძველიო. 17. ჰოდა მეც ეგრე ვაკურთხებ, ანდერძს ძველთაგან წოდებულს; არ დაიშუროს, სიცოცხლე, უძღვენას მის ერსა გოდებულს; ღვთის შიში ჰქონდეს ყოველთვის, მადლობდეს შენგან ბოძებულს; შიში სიყვარულს შეუძენს, გაჰყვეს ძველ სიტყვას მოგებულს… 18. დედის თვალსა ცრემლი სდიდა, გულსა სევდაც შეჰპარვოდა; ტკივილით და სიხარულით, სახე ცვილით შეკაზმვოდა; სულ კალმახი კარგად მიხვდა მის გულს რაცა შებეჭდვოდა; თავი დასცა, თვალ მილულა, რათა სიკვდილს მსწრაფლ შერთვოდა… 19. ციდან სინათლე ჩამოწვა, ოქროს ნაწნავზედ მბზინავი; ნათელს აჩრდილი ჩამოჰყვა, ხმა მისი ნაზად მგმინავი; წართქვა, შევისმენ დედისას, არა ვარ ბედი მცინავი; ნიჭად იღბალი მიეგოს და სული ზეცად მფრინავი 20. ანგელოსის ცნობით ჩვილმა, ერთი მძლავრად დაიჩხავლა; მერე უცებ ხმა გაჰკმინდა, იქაობის იწყო სწავლა; ბავშვმან იგრძნა და ეამა, უცხო სულის ავლა – დავლა; ჩვილი ხედავს დიდი ვერა, ასეთია დროთა გავლა… 21. მას სულსა ვერვინ შესცნობდის, არცა უხილავს არავის; არავინ უწყის, სად დადის, არც მისამართი კარავის; თუმცა სიტყვაი ნათქვამი, მომწოდებელი არ ავის; ისეთი მჭრელი გამოჩნდა, ვითარ ჩანს სმის დროს მანავის… 22. სულკალმახმან წარიყვანა ბავში თვისსა სახლსა შინა ამირანი მას უწოდა, ვით დალიმან დაუჟინა კაცსა ორი ვაჟი ჰყვანდა, მესამეც თან მიუჯინა ცოლი მისი დარეჯანი, მფარველ ბავშვსა მიუჩინა 23. სიყრმითგანვე ამირანი იყო ბრძენი გონიერი; სილამაზე, აღნაგობა, ქართვლის ჰკროდა მას იერი; ტანად მარჯვე, მხარი გრძელი, მკლავი მეტად ღონიერი; მადლ მოსილსა წმიდისაგან, გულ ერთვოდა ლმობიერი. 24. უფროსი ძმაი ,,უსუპი”, სიმამაცითა რჩეული; ვაჟი მარდი და ფიცხელი, ხიფათ ცხოვრებას ჩვეული; არა სჭერია მისსა მკლავს, არც თოხი, არცა რვეული; გზა მისი მეტად რთულია, მისივ თმისადვე ხვეული… 25. მეორე ძმაი ბადრია, კარგი მხედველი გონითა; გული ქვასავით მაგარი, შიშისა არას ქონითა; გემოთმოყვარე, მემთვრალე, გამკვირვებელი წონითა; მებრძოლი, ომის მოყვარე, ვაჟი რჩეული ღონითა. 26. ძმათა უყვართ ერთმანეთი, თანა გაჰყავთ ყოვლი წამი, აღმა-დაღმა ხეტიალში, გნავლეს ერთად ბევრი ჟამი, თექვსმეტისა ისე იქმნენ, თვალსა არ სდებიათ ნამი, მათი ძმობის სიყვარულსა აწ ემსხვერპლა დევი სამი… 27. ღმერთმან მოსცათ ყველა მადლი, ვერვინ იტყვის ფასობასა; სილამაზე, ძალი, სიბრძნე, ვერა ქმნიან კმარობასა, თუკი კაცთა არა მისცეს, გული თვისნი მდაბლობასა; უკეთუსა ნახელავსა, ნიჭნი ჰყოფენ წამპლობასა… დარიგება – თავი II 28. სულ-კალმახ ძმანი შეკრიბა, ასაკი იწყებს ჩენასა; თქვა რასაც გეტყვით ისმინეთ, ზნესა გასწავით ზენასა; მოკლედ ვვლი, არა აღგივსებთ მრავლმეტყველებით სმენასა არა მოვიხმობ უჭკუოდ ვით ქალი უძვლო ენასა… 29. მართალია კაცმა რომ თქვა, კვდომის რიდი გონს აბნელებს; უცოდინართ გახრწნის შიში, გულთ სიყვარულს გაგვინელებს; ამიტომაც მოშიშარნი, კვლა ვემსგავსნენ მაჩვ – თხუნელებს; ქვეყნის ამაოებაში, ცნობენ სიცოცხლის სურნელებს. 30. გაურბიან ჩაფიქრებას, წუთისოფლის ბოლო წამზე; არღარა სურთ დაიჯერონ, სიტყვა განკითხვისა ჟამზე; მაგრა მიკვირს რას ფიქრობენ, მოხუცთთა და მრწემსთა გვამზე; ნუთუ არა შეუხედავთ, ჭირისუფლის ცრემლთა ნამზე. 31. ხალხმა ჭკუა ვერ იხმარა, დაემონა ცუდ ზნეობას; შეიყვარა ბოროტება, ხელი ჩასჭიდა გრძნეობას; ბოროტ ხლართში არეული, ყალბად ლამობენ მზეობას; არა სჯობნის მუნ ჩაყოლა ავი ზნისგან ჩათრეობას… 32. შემხედვარეს მეტირება, თვალზედ ცრემლი მედინება; წუთის სოფლის სული მზარავს, ბაგე თრთოლვით მეყინება; ყველა ცოდვის ჩამდენია, გულს ნაღველი მეფინება; ვხედავ ბნელში მათ სამარეს, სიკვდილს ვინ უცვალა ნება ? 33. არაწმინდებით ცხოვრებით, ცოდვათა ურიდობისგან; ღუპვიან კაცნი თვისა თავთ, უფრო ცოდვილად ხდომისგან; თავისუფლებას შენატვრით, მისი საზრისის გრძნობისგან; რა არის თავისუფლება, არა უწყიან ბრძნობისგან… 34. თავისუფლებას გვართმევენ მრავალნი, ჩვენნი ვნებანი; ჩვენივე მოთხოვნილებით, გვსურს ჩვენ ცოდვათა ქებანი; თუკი ოდესმე იქნებით, ზე სამსახურის მხლებანი; მიიღებთ თავისუფლებას, გეცემათ წმიდა გრძნებანი. 35. ქვეყანაზე სიკეთისა, სულ არსებობს სამი გვარი; ამ სამთაგან ერთი არის, რაღაც ღვთიურის მაგვარი; აწ სამთავეს მოგახსენებთ, უკვე სხვისგან მონაგვარი; ვისი სიტყვა აქა ითქვას, კვლა სულისა დამდაგვარი. 36. პირველი არის სიკეთე, ქმნილი შიშითა ტანჯვისა; მრავალმან გასცენ წყალობა არ დაირიდონ ხარჯვისა; ბევრსა უფლისა შიში აქვს, სიმართლით გასამარჯვისა; რათა გახსნია გონება და ცნობა კარგის მარჯვისა. 37. მეორედ თქმული სიკეთე, იქმის მიღებად მარგისა; იგიცა შეიწირების, მადლი გაიცის ვარგისა; ესე სიკეთე კაცთ შორის, გაცვლა ვაჭართა ბარგისა; ვერ იწოდების სათნოდა, მსვლელად სამნისა კარგისა. 38. რაც სათნოდ არს წოდებული, სიკეთეა საღმრთო საქმე; კაცსა ძალუძს თუ იწადის, ხილვადია რაც არს ნაქმე; ხოლო გულნი ამოქმედე, შიში, მარგი, განასაქმე; სათნოებად ჰყავ სიკეთე, სიყვარული დაასაქმე. 39. უბიწობით დროთ გატანა, მოგანიჭებთ სიყვარულსა; მოყვასისა შეყვარება ცნობს სიტყვასა, ღვთისგან თქმულსა; კაცი ღმერთთან ახლოს მიჰყავს, საყვარლისა სიყვარულსა; ღმერთთან ყოფნა ზრდის სიყვარულს, ვითა რიცხვი ფარდობს ნულსა. კამარ ქალის ნახვა – თავი III 40. ერთხელაც რომ ერთობოდნენ მდინარისა სანაპირსა; ამირანმა სახე იღო, ვერ გახსნიდა დანა პირსა; გაღმა ქალის ჩრდილი კრთოდა, ანგელოსის ჰგავდა პირსა; წართქვა, ,,მგონი გზა მიეცა, ზე მიზანსა დანაპირსა…” 41. ქალი სახელად კამარი, მთვარის შვენების დარია; მისი ნათება, მნათობთა შურის გამჩენი არია; ღვთისაგან არის ნამადლი, ბუნებით მეფე გვარია; თვის სიცოცხლეში სიბილწე გულსა არ მიუკარია… 42. დიდია მისი ზნეობა, ვით ანდამატი ბჯენილი; მტკიცე და შეუვალია, მისთვისვე ფიცხად რჩენილი; ზნის კანონები ციდან აქს, ღვთისაგან დარად ძენილი; კამარს მამამან შთანერგა, ძველი ძველთაგან წვდენილი. 43. ამირანმან გადაცურა, ლამაზმანის სანახავად, მისი გული მეტად დაჰქრის, ვინძლო კაცი იქცეს ავად, ქალმან თვალი შემოავლო, სისხლი მისი იქცა ლავად, ხოლო თვალის გაშტერება – მამისათვის მიზეზ დავად… 44. დააყოვნეს ერთი წუთი, შეატოვეს თვალი თვალსა; წუთმა დრონი დაიტია, ედრა საუკუნის სვლასა; მეტყველ გულთა ბაგაბუგსა, შეუძლებდით თუ გინდ თვლასა; ორნივ ერთად დასნატრიან ამ წუთისა არ გასვლასა… 45. ბიჭმა წართქვა: სიტყვას გეტყვი, ჩემს გულს ტალღად მოარულსა; სილამაზეს მოვიხსენებ, ცას სხივებით მოქარვულსა, ან ყინულის ლოდებს, ნამსხვრევს, მზის ტოტებით მოთარგულსა, შევადარებ მაგ შენს სახეს, ღვთისგან ჩემთვის ზღაპრად თქმულსა… 46. მე ბავშვივით მინდა ვენდო, შენით გულსა მოთაფლულსა, დავიჯერო რომ შევწვდები, ზე ასულსა შენსა სულსა, ვიცი შევძლებ, მოვერევი, გადავლახავ ყველა ზღვრულსა, ფრენით ზეცას გავიტყორცნი, ცრემლსა ცეცხლით მონათლულსა…. 47. გამომყვები ? გაგიყოლებ მოგატარებ ცისქვეშ ქმნულსა, აწ ცასაცა გადაგიშლი, სტიქიათა ნაქარგ-ბმულსა, შეგასწავლი თუ რა ძალუძს, გულსა ცხარედ მოყვარულსა, თვით ღმერთამდე აღამაღლებ, კვლა მსგავსადვე მოხატულსა… 48. ამირანის ხმის ძახილზე, მზე ღრუბლებში მიიმალა ქალმა ხმაჰყო, ,,მაპატიე ბიჭო ვეღარ გნახავ ხვალა მამის სტრატიოტთა რბოლამ ცა ღრუბელით გადაკვალა დამერწმუნე ახლა წადი, თუ გსურს რომ მიხილო კვალა 49. შეყოყმანდა ამირანი, მაჯით მოეფერა ხრმალსა მეომარსა ბრძოლა სწყრურის, მაგრამ ხათრს ვერ უტეხს ქალსა ბადრიმ უთხრა – ,,არ გაბედო, ახლა ვერ მოიხდი ვალსა” ჟამი სწორი შევარჩიოთ, გავყვეთ ლეგეონთა კვალსა 50. კამარ დანა ამოიღო, გადაუგდო ამირანსა უთხრა ესე შეინახე გაგატარებს ბევრსა ხანსა მისი ყადრით კვლა მიაღწევ, ჩემი ნახვის ამ მიზანსა როს მწარედა გაგიჭირდეს, მოერგება შენსა ჯანსა ძიება კამარ ქალისა – თავი IV 51. დრო გავიდა მეტად ბერვი, ამირანის დარდის დარად კლდე და მთანი მოიარა, გული არ მოუწევს ბარად ვერ ივიწყებს ანგელოსსა, ქალი ექცა თვალთა კარად ხოლო ალმასისა დანა, დევთა გულთა გასატარად 52. თანა სდევენ ძმანი მისნი, ერთგულადმცა რჩა გოშია დაღმუილებს დევებს აფრთხობს, მგმინავია აწ რო შია ძმანი ვერა სიტყვას თქმიან, ამირანის არს ხოშია დიაცისა მოძიება დიდად შორი შჩანს დროშია 53. აღმა დაღმა ხეტიალში, თავ ამოჰყვეს ვაშლოვანსა იორისა სამეზობლოდ გაჰყვენ კლდეთა ხეივანსა დევი დიდი შეეჩეხათ, კლდესა უტოლებდა ტანსა თქვა ვეკვეთოთ ერთმანეთსა თქვენზედ შევამოწმებ ჯანსა 54. ამირანი დევს ეკვეთა ვით ალმასის ხრმალი ხრმალსა იქ გოშიაც ფორიაქით, კლდეზედ უბაკუნებს ნალსა კბილსა იღრეჭს აკვირდება ორთა გმირთა გრიგალ ძალსა ამირანმან დევი დასცა, ამსხვრევს მისსა ხერხემალსა 55. დევმან თხოვა მაპატიე, ნუ მომაჭრი სამსა თავსა აწ მე ვიცი მის სახელი ვისაც კამარ-ქალი ყავსა მიგასწავლი საიდუმლოს როგორ მოხვდე მისსა ნავსა მის დრომონთა სამყოფელი ცაზედ კიდულ კოშკსა გავსა 56. ამირანმან დევსა უთხრა ვით დაგტოვო შენ ცოცხალი? ყველას სპობ და ანადგურებ, ბევრ სიკვდილსა გიდევს ბრალი თანამდებ ხარ ბოროტისა, ვიცი შენი ჯიშის კვალი თავებს ვაჭრი მე ყველა დევს უნდა ვაზღვევინო ვალი 57. კარგი მაშინ ერთსაც გეტყვი, თავთ მოჭრამდე საცოდავი; თითო ჭია ამოძვრება, ტანს რომ მოშორდება თავი პატარები იქნებიან, არ გეგონოს არცერთ ავი ნუ დაჰხოცავ გევედრები, კამარ-ქალსა მიგასწავი 58. მიასწავა დევმან კაცსა, სადა იყო სამყოფელი უთხრა ცხრა მთას გადაივლი, მის იქით არის წყალ-სოფელი, მასვე ადგილს, სულს მოითქვავ, წყარო შესვი დამყოფელი, მე სათქმელი უკვე გითხარ სიტყვის დაცვას აწ მოველი 59. ამირანმან ხრმალი გაჰკრა, დევს თავები წააცალა ძმებმა უთხრეს ჭიანიცა ვხოცოთ თითომ თითო-ცალა მან დევისა თქმული სიტყვა, ძმათ ნაუბარს ანაცვალა თქვა გაუშვით არა მოკლათ, მატლთ სიცოცხლე დააცალა 60. გაუბრაზდნენ კაცსა ძმები, უთხრეს არ იქცევი სწორად; ბოროტ დევსა დაუჯერე, ძმათა ნება გაჰყავ ორად მრწემ ხარ გონი არა გიჭრის, ვიდრე გეყოლებით ქორად სიჯიუტით, სიამაყით კაცი მიიქცევი ჯორად 61. და განევლთა იგი ძმებსა, თქვა გეყოფათ აწვე კმარა წადით თავი დამანებეთ, სიტყვამ გული გაამწარა ბადრი უსუპ სახლს გაუშვა თან მოკითხვაც დააბარა გოშსა შეჰხტა, ცას აუყვა, ღრუბელ ფრენით გადაჰყარა 62. ჭიანი კი გაშვებულნი დაიზარდნენ მეტად დიდნი; კაცთათვისა მალვე იქცნენ, საშიშნი და მოსარიდნი; დაედევნენ ორ ძმას თითო, იორს გადალახნეს ხიდნი; სანაპიროს დაეწივნენ სიკვდილ სასიცოცხლოდ მჭიდნი 63. ამირან ზეცას მიჰქროდა, ოდეს ჩამოწვა აჩრდილი; გველს მოკვლა უნდა გმირისა ესაა მისი სადილი გველეშაპია უდიდეს, ფრთებითა მზისა მაჩრდილი; წამში ჩაყლაპა ამირან, გვიან არს ღვთისა ჰხადილი… 64. პერიონ გველი ძლიერად, ამირანს ვერ ინელებსო; მუცლის ტკივილით ღრიალებს, უარესს რას იგემებსო; სიკვდილს მისული ამირან წიაღსვლას კვლავ ინებებსო; ალმასის დანას მოიხმარს გველსა უჩეხავს წელებსო… 65. ძირს დაცემულსა ურჩხულსა გოშია წამომჯდარაო, კბილით უსერავს მუცელსა, ურჩხული ვერ ამდგარაო; ძლივსღა გამოჭრა ამირან, მზე პირსა მიაკარაო; კვლა ჩაისუნთქა შვებითა, მალვე გამოძვრა გარაო 66. სალმობით გადათანგულმა ძმებისკენ წასვლა სცადაო; ერთგულმა მხეცმა გაუგო, მსრფ აიტაცა ცადაო ფრენით გაუყვნენ ნაპირებს ძმათ ეძებს მაგრამ სადაო ? ცოცხალნი ვეღარ დაუხვდნენ მას თავი ექცა სადაო… 67. თავსა დაიკოდნ ღრიალით, უყურებს ძმათა ცხედრებსა; სისხლში გასვრია სამოსი, ცრემლი უფარავს ტევნებსა თან ეფერება სათუთად სახედ მიცვლილსა მხედრებსა სლუკუნებს ცრემლი გადმოსდის კაცი ემსგავსა მდედრებსა 68. ცრემლი იწმინდა გასწორდა, ძმანი აბარა მიწასა გოშიაც იქვე ტიროდა, დარდს იაზრებდა მისასა დასულებულნი აუყვნენ, კიდესა შავი ცისასა ცა გადასერეს გაცურეს, გაჰყვენ ზედაპირს ზღვისასა კამარ ქალის მოტაცება – თავი V დიდხანს იფრინა გოშიამ, გასცდა ბევრ ხმელს და ზღვასაო მრავალ ბრძოლსა და დაღლილსა, უწყლოდ გაუშრა სასაო უკიდეგანო სივრცეში წააწყდენ კუნძულასაო იქ შესვენება იზრახეს, თქვეს აქ მოვიკრებთ ძალსაო 69. ჩამოჯდნენ ცეცხლი დაანთეს, გარს მიმოავლეს თვალები ირგვლივ ტყის პირსა შენიშნეს ალ ჯადოსანი ქალები ტანწერწეტებსა ამშვენებს ოქროის დალალ დალები გოშიაც აღელვებულა, ნაბერწყლებს ღვრიან ნალები 70. კუნძულს მცხოვრებთა ცხოველთა ტყავი ელვარე ვერცხლისა მიმორხეული მდინარე, წყარონი წყლის და ცეცხლისა ცას აბრწყინებდა ელვისფრად, მსგავსი ოქროის მერცხლისა სახე იზიდავთ ბინადართ ალისა და ნაკვერცხლისა 71. ეშინაურა ამირანს, თავი შეიცნო სახლსაო იგრძნა რომ თვისთა აღმოჩნდა, ვერ ახამხამებს თვალსაო უმალ მოუხმეს დიაცთა, მიჰყვება მათსა კვალსაო ტყის მეუფესთან აღმოჩნდა, გრძნობს მომდინარე ძალსაო 72. ჩანს გაეხარდა მოხუცსა, ნახვა მარდისა გმირისა თვალით ანიშნა დაჯდომა, მუნ იგრძნო მისა ჭირისა ბევრი სიტყვითა ნუგეშ სცა, არ სჭირდა გახსნა პირისა აზრი გადასცა უთქმელად, ამირან ჩუმად ტირისა 73. მოხუცი უთქმელ უამბობს, ნანატრის მის სამყოფელსა ცაზედ უჩვენებს ამირანს კაცგან ფარულსა სოფელსა კოშკსა ცეცხლისფერს აღნიშნავს, მის დიაცისა მფლობელსა ასწავის გარით გამოხსნას კამარს მამისა მგმობელსა 74. ამირან მხეცსა მოუხმო, გაკურცხლა ცისკენ სწრაფადა; გოშია სერავს ცარცისფრად, ცა დაუდგია დაფადა ჰაერი ცხარედ თუხთუხებს, ღრუბელი იქცა ქაფადა კოშკთანა მდგომთა დევებსა წვიმა დაესხმის ლაფადა 75. გმირისა ნამუშაკევი თავლთ დასაბურად კმარია; სწრაფად შეფრინდა სარკმელსა ქალსა მოჰგვარა დარია ელდით ეცხადა ბრწყინვალეს ვით ღვთისა საჩუქარია ერთ წამს შეყოვნდა, გაშტერდა, გული გახეთქას არია 76. მერმე წარსთქვა, ,,დავუბრუნდეთ სიონისა მიწა-წყალსა”; ბევრი წლები ვინახავდი, გულს ალმასებრ დანათალსა; ვიმედოვნებ შენს სიყვარულს, რომ მოიხდი შენს წილ ვალსა” სწრაფად დანა გაუწოდა, სიტყვა არ დაუძრავს ქალსა… 77. მალვე გაისმა ხმაური, კიბეს მდევარი დევისა; კამარ გაჰყვირა ,,გავექცეთ, ლაშქარს მამისა მდევისა” მხეცსა შეასხდნენ, გასცურეს, გზას ადგნენ ღრუბელთ ხევისა სწრაფათ ივლტვიან, ეშინით დევთა ლაშქრისა წევისა 78. ამირან ჭკუას მოუხმო როს იყო ზეცას ასული; იფიქრა ურჩხულთ მივაგნებ დრო არის მცირედ გასული; ხორნაბუჯისკენ დაეშვა, მყისიერ ვითარცა სული; მალვე მოაწყდნენ დევებიც, ჯერ არც კი იყო ჩასული. 79. ამირან ურჩხულთ მიაგნო, სახე მათი მეტად სძულსა; ძმათა ხვედრის სინანული ჯერამც არ მომწყდარა სულსა; დევნი ურჩხულთ გადაჰყარა, ამით მოიჯერებს გულსა; დიდი ომი გაიმართა, წყლული ემატება წყლულსა 80. ასი დღე ღამე იბრძოდნენ, ამირან, დევნი, ურჩხულნი; მძორთ დაესივნენ ორბები, ფრთანით ცას ფარვენ ურცხულნი; სისხლისა დიან მდინარნი, ხმელნი არნ მცირედ ურწყულნი; სვრანიცა მორჩა როს გაწყდნენ გველნი დევთათათვის ურჯულნი 81. დაზავდნენ დევნი ამირან, გოშიაც ბრაზით გმინავსო სისხლით გასვრია თათები, ეშვი მზის შუქზედ ბზინავსო გადაღალული ბრძოლითა დევთა მეუფეც ქშინავსო ამირანს ხოლო შესძახა ,,მებრძოლე რათა გძინავსო” 82. ჯიქურ შემდგარნი მებრძოლნი ეკვეთნენ ერთმანეთსაო; ირგვლი გრიგალი ტრიალებს, შეგორდნენ კლდისა ფერდსაო; ძირსა ხეთქებით აჩენენ ნაპრალსა არა ერთსაო კამარ ლოცვითა დაიშვრა, ორთავს ავედრებს ღმერთსაო 83. ღრუბელთ მეუფე შეჩერდა, თქვა ბრძოლა ჩვენი კმარია; დავრწმუნდი ვპოვე ქალისთვის მე ღირსეული ქმარია; კამარს გაგატან, – იყოლე ბევრ-ერგასისა ჯარია; ამდღიდან შენთვის ღიაა ღრუბელთ სამყაროს კარია… 84. ბოლო კეთილად განსრულდა, ემეგობრა გმირი გმირსა; სიყვარულით ერთად თხზვიან სახედ მომავლისა მზირსა; დაქორწინდენ, დაოჯახდნენ, ერთად ვლიან ლხინს და ჭირსა; სულკალმახიც მათთან არის, საუბარი აღარ ღირსა… დასასრული – თავი VI 85. ხარობდა გმირი ამირან, მისმიერ წარმატებასა; ჰხედავდა ანგელოზებრივ სულისა განათებასა; ბედნიერებით აღსავსე, ეწია შვილთმატებასა; მისაგან ქმნული საქმენი იმსახურებენ ქებასა. 86. ვით ურიგდება ბოროტი, მართლ გმირობასა გმირისა; დიდხანს ფიქრობდა მაცდური ლამაზად მორთვას ჭირისა; ერთხელაც მახე დაუგო სახე მიიღო მწირისა; მკელოებრ სტუმრად ეახლა, ვით სიყმილითა ტირისა… 87. ამირან თვისთა უბრძანა ლანკნით მირთმევა პურისა; ჰკითხა ვინა ხარ, საითგან, ან საით წასვლა გსურისა; ქორსა დავაგებ, გაგემებ ღვინოს ჩვენისა ჭურისა; იქნებ შენც ჩემგან მოგინდეს წახალისება ყურისა. 88. შებუჟდნენ მეინახენი, სიტყვა სიტყვასა აება; ამირან თვისსა უყვება, კაცი როლებში ჩაება; მწირმაც გაშალა ხაფანგი, ,,უთხრა შენა ხარ ღვთაება; ძლიერ გყოლია ნათლია”, მით ამირანი გაება… 89. დაღამდა მწირიც წავიდა თქვა გზას ვეწევი ჩემსაო; ამირან ფიქრს შეატოვა, გონება აუკემსაო; სულ დაბინდული ბურდღუნებს, კბილით ბარკალსა ხევსაო; წართქვა ნათლიას ვიპოვი, მიწას ვახეთქებ ბევრსაო… 90. სულს ფიქრი არა გასცლია, ნათლით იმოსა გარემო; ხმა შემოესმა ,,ბოროტო, კაცთ უმადურთა დარებო; ჩემი ლოცვითა მოცულო, ძალითა ვერ სადარებო; აწ სევდა იყოს შენთანა, – ჭექეთ წყევლისა ზარებო… 91. ვით დააჩნდა წარმატება ასე მწარედ შენსა გულსა; მაგის გამო მიგატოვებ სიონს ძირში ხელ შეკრულსა; ჯაჭვით დიდით გაგამწესებ მარტოდ მარტო კლდე შებმულსა; მიხვდები რომ სიამაყე, ქედმაღლობა, მეტად მძულსა. 92. ვით მოდგმა შენი შენთაგან იწამლა შენი სენითა აწ სისხლთა მათთა შერთვითა ამპარტავნობის დენითა ვინძლო შეძლებენ დაძლევას ძალს არ მოვაკლებ ზენითა თუ მათ ამ სენსა დაძლიონ შენცა იხარო ლხენითა 93. ხოლო თუ თვისთა მიიღონ ამ ბორტ ძალთა დინება იწვნიონ გემო სიკვდილის, უცხო თესლთგან კი გინება ზუსტად იმასა განგიჩენ რაც სიყვარულმა ინება; შენს შვილთა მხარზედ იქნება შენი ავი და ლხინება. 94. ანგელოზსა ცრემლი ადგა, უჭვრეტს მძიმე მომავალსა; ბევრი წელი ვერ მოიხდის გმირის მოდგმა მისსა ვალსა; მძიმე ხანის გავლა უწევს, თვით ქალღმერთსა კამარ ქალსა; საუკუნოდ ვერ იხილავს მიჯაჭვულსა კლდესა სალსა. 95. მხოლოდ მხეციღა უტევა ვით ერთადერთი ნუგეში; წიგნიც აჩუქა პატარა, სროლით ჩაუგო უბეში; იქნების მისით გაულღოს, სული, ნადედი, უხეში; ჯაჭვის სიმძიმით ჩააგო გმირი წელამდე წუმპეში. 96. მას შემდეგ წლები გავიდა აწ ბევრი ათას წლეული; ამირან მარტოდ მძვინვარებს გმირი და კაცი ეული; ვერცა მიმხვდარა რაისთვის იქმნა კრული და წყეული; მსგავს მისსა გონით ბნელად ვალს მისი მოდგმაი სნეული. 97. ამბობენ მისი გამოხსნის, მხოლოდ ორი გზა არისო; ან წიგნი უნდა იკითხოს გამხსნელი ყველა კარისო; ან მოდგმამ უნდა ითაოს რეკვა კურთხევის ზარისო; არც ერთი არა აღსრულდა ბედ უკუღმართი არისო. 98. მხოლოდ ხანდახან გოშია თავს ესხმის იქვე ნადირსა; წელიწადს ერთხელ გამოდის, კავკა სიონის ნაპირსა; მძორსა აგროვებს კაცისთვის სისხლით იღებავს თავპირსა ერთგულად დარჩა ბოლომდის ვითა შეშვენის ნაპირსა… 99. მთელი დღე ლოკვით ანელებს იმ დაწყევლილსა ჯაჭვსაო მერე კი დაღლილ-დაქანცულს, ჩაეძინება წამსაო, ჯაჭვი იმ წამსვე მრთელდება, მთლად უვნებელსა ჰგავსაო, გოშია არა ნებდება, მოჰკიდებია ხავსსაო… *** 100. მადლი უფალსა შევსწიროთ ლექსი გასულა ბოლოსა; თქვენც ამირანის მოდგმის ხართ, და ბევრი ძალგიძთ მხოლოსა; სიმართლე ვთქვი და ნუ მიწყენთ, ვით უკბენია კოღოსა; ლხინი იქაც და აქაცა, წყეული კიდევ სოროსა… -------------------- www.cordesign.ge
|
Maria_mi |
![]()
პოსტი
#2016
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 21-March 08 წევრი № 4,280 ![]() |
ბაბა თაჰერი
დუბეითები (01) შენს ძიებაში, ღმერთო, თვალი ამოვიღამე, მარტოსულისთვის მსურდა მეთქვა მარტოსულს რამე; ხალხი დამძახის – ბაბა თაჰერს სატრფო არა ჰყავს.... ღმერთო, შენა ხარ ჩემი სატრფო! – არ მინდა სხვა მე. (02) წყვდიად ღამეში გულთან მოვა შენი ხსენება, შენი ხალი და თმის ნაწნავი მომეჩვენება; დახშულ წამწამებს მოვცელავ და ჩავხედავ თვალებს, რომ დავინახო მათს სიღრმეში შენი მშვენება. (03) მე რომ ვიცოდე, ბედისწერა ახლა სად არის, გამოვკითხავდი – ასე რად და ისე რად არის; ზოგი წყალობით აავსო და დარდს განაშორა, ზოგი კი ტანჯვის დასახვედრად მუდამ მზად არის. (04) ო, ჩემო გული, რა სხეულში ხარ გადარგული, სისხლის ზღვაში თუ მდინარეში ხარ ჩაკარგული? !ვერცხლისღაწვება ლეილივით ჩაყვითლებულხარ და უიმედო მაჯნუნივით ხარ გათანგული. (05) გული სატრფოსთან განშორების ბოღმით და შხამით ისე ივსება, ვით სამყარო – დღითა და ღამით; ამ ჩემ საფიქრალს მაინც ვლოცავ, თან რომ დამდევს და არ მაგრძნობინებს მარტოობას არცერთი წამით. (06) გულო, ნაპირზე გაირიყა ყველა იმედი, შენს უდაბნოებს არას არგებს თვალთა წვიმები; ხალხი დამძახის – ბაბა თაჰერ, ჩანგი დაუკარ! – ბაბა თაჰერს კი დასწყვეტია ჩანგზე სიმები. (07) ჩემმა ნაღველმა დაგუბებას დენა არჩია და ჰა - ჭმუნვაში გზის სასრული ვერ გაარჩია; ჩემი სიტყვისა თუ არ გჯერათ, მოდით და ნახეთ ის სატკივარი, წამალი რომ არ გააჩნია. (08) ჩემი ფიქრები კვლავ სიგიჟის გზებით დადიან, ამ სიგიჟეში ტკბილი სიტყვაც დიდი მადლია; დღესაც არ ვიცი, ჩემი გული სად დაიკარგა, და ვიცი, გულის ადგილას რომ შენზე დარდია. (09) მოდი და ნახე, რა ნაღველის ზღვაში ჩავეშვი, რა ცეცხლი ელავს ჩემთა თვალთა საბუდარებში; ლამაზი ვარდი შენ თუ თმებში ჩაგიბნევია, მე სიჭაბუკის ლამაზ ვარდებს ვაბნევ ქარებში. (10) რაც ჩემმა გულმა სიყვარულის წყალი დალია, დღედაღამ შფოთავს, სიმშვიდისთვის არა სცალია; ნუ მეკითხები, წელში ორად რად მოვიხარე, ჩემი მოგრეხა, მაგ კუულულთა გრეხვის ბრალია. (11) მე რომ საფლავში ჩამკეტავენ, იმ დღეს დიდება! ჩემს სასთუმალთან მაშინ ქვა და ლოდი იდება.... შენ, ჩემო სულო, უდაბნოში გაინავარდებ, ხოლო სხეული ჭია-ღუას შეეჭიდება. (12) რაღად დავთვერი უსაშველოდ წუხელის ღამით, თუ სატრფოს ვერსად ვიხილავდი ორიოდ წამით?! მე ხომ არ მათბობს ცეცხლი შენი სიყვარულისა, მაშ, რად დავბრმავდი ჭირისა და ვაების კვამლით?! (13) თუ სატრფოს გული უნდა ერქვას, სატრფო სად არის?! ანდა გულს სატრფოს რად არქმევენ, _ ასე რად არის?! გული და სატრფო ერთმანეთში ვერ განვასხვავე.... არ ვიცი, გული სად არის და სატრფო სად არის. (14) როცა იყიდეს სიყვარული ჩემმა თვალებმა, მთელი ქალაქი სიყვარულის ქსელში გაება; გულს შემოვავლე მე ისეთი ციხე-სიმაგრე, რომ სიყვარული აქვს ფუძედ და კედლად _ ვაება. (15) მუდამ ეჭვებით დაისრულო, ო, ჩემო გულო, ტანჯვა სად უნდა გაისრულო, ო, ჩემო გულო? !სადმე ნანგრევში ჩამოჯექ და ღმერთი ადიდე, ეგების ნატვრა აუსრულო, ო, ჩემო გულო! (16) ის ცეცხლოვანი ფრინველი ვარ, რაიც წამიერ, თუ ფრთა გაშალა, ყველას დაწვავს იმერ-ამიერ; ჩემი სურათი თუ დახატა ვინმემ კედელზე, ავაელვარებ მთელ სამყაროს მრავალ ჟამიერ. (17) თუ მოხვალ ჩემთან, მე ამქვეყნად ახლად ვიშვები, და თუ არ მოხვალ, ძველ კლდესავით ჩამოვიშლები; მოდი, რაც დარდი გაგაჩნია, გამიზიარე – ან ავშენდები, ან მოვკვდები, ან შევიშლები. (18) ნეტავ მათ, ვისაც არ სცოდნიათ დარდი არარის, ცეცხლში იწვიან და არ ესმით, წყალი რა არის; მათთვის მეჩეთიც, სინაგოგაც და ეკლესიაც ის კედლებია, სადაც სატრფოს სახე არ არის. (19) მე ის მთვრალი ვარ, მხრებზე ნაღველს ქურქად რომ ისხამს და სატრფოს ხილვას რომ ავედრებს წყვდიადს თუ სისხამს; ღვინოს, რომელშიც შემეძლება შვების ძიება, მე საიქიოს მერიქიფე თუ ჩამომისხამს. (20) გულო, ამ სევდას ვერც გაურბი, ვერც ემალები, ჩემო სხეულო, სევდისგან ხარ განაწვალები; მყუდრო სავანეს და სამართალს დავეძებ ქვეყნად, მიტომ მოედო ჩემს არსებას ცეცხლის ალები. (21) მთელ ქვეყანაზე ერთი ქუჩაც არ მეგულება, რომ არ აავსონ ჩემთა ცრემლთა ნაკადულებმა; შენს შესახვედრად ყვავილნარში უსასოდ დავალ და ვარდის ნაცვლად ეკალ-ბარდი მესალბუნება. (22) ნეტავი გული ნაღველისთვის რად გაიწირა?! ან ეს თვალები ცრემლის ზღვაში რად ჩაიძირა?! ჩემი ცხოვრების ყველა წუთი კვნესით ივსება, შენ კი ლაღობ და ჩემს შესახებ არა იცი რა. (23) მე უშენობით რომ ვილხენდე, წამი არ არის, გიხილავ შენ და არარა მაქვს დარდი არარის; მე ჩემი გულის ნაღველი რომ ხალხს ვუწილადო, აღარ შერჩება უდარდელი გული არავის. (24) ჩემს ნაღვლიან გულს ქვეყანაზე არვინ იცოდებს, მიწას ლეიბი დავარქვი და ბალიში – ლოდებს, შენ მე მიყვარხარ და სასჯელიც მხოლოდ მე მერგო, სხვას რომ უყვარხარ, განა ყველა ჩემსავით გოდებს. (25) ო, ჩემო გულო, მოგდებია ცეცხლის ალები, არ გასვენებნ ცოდვით სავსე ჩემი თვალები; ჰოი, თვალებო! სახილველი რომ არ გეხილათ, გულს ვინ ამცნობდა, სად არიან ლამაზმანები?! (26) ჩანგზე გავაბი სიმებივით შენი კავები, – ნეტავ ვიცოდე, შენს მეხოტბეს რად მედავები?! შენ თუ ჩემდამი სიყვარული არ გაგაჩნია, რაღად მოდიან ჩემს სიზმრებშუ შენი თვალები?! (27) ჩემსავით დაწვა ფარვანასაც არა სწადია, ჩემებრ შეშლილი მიჯნურები არსად დადიან; ჭიას თუ ღუას მშვიდად სძინავს თავის სოროში, მე კი სახლ-კარის ნაანგრევებიც არ გამაჩნია. (28) ო, ჩემო სულო, თუ ნაღველთა ქარში ირხევი, უფლის წინაშე კვნესით მიხვალ. განა სიმხნევით; ყმაწვილკაცებო, ერთმანეთის ყადრი იცოდეთ, – სიკვდილი ქვაა და ჩვენ მინის მსგავსად ვირხევით. (29) რა ხარ - ვეფხვი ხარ თუ ხარ ლომი, ო, ჩემო გულო?! რად გაგიმართავს ჩემთან ომი, ო, ჩემო გულო?! ნეტავ შემეძლოს, გაგაპო და თავად ვიხილო, რის პატრონი ხარ და რის მდომი, ო, ჩემო გულო?! (30) გული სატრფოსთან დავტოვე და იქ მემალება და აღარ ვიცი, რას ნაღვლობს და რას ეწვალება; ღმერთო, სიკვდილი ერთხანს კიდევ დამიგვიანე, გულის გზა-კვალს რომ გზა მოუჭრან ჩემმა თვალებმა. |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2017
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
****
ჩემო ლექსებო, ჩემო ბედის მოზიარენო, ამქვეყნად მუდამ ჩემს გვერდით რომ ერთგულად დახვლათ, შეგრჩებათ ძალა სამზეოზე უჩემოდ ყოფნის, თუ მოკვდავნი ხართ და ჩემს ხორცთან საფლავში ჩახვალთ? **** ვინც უხვად აფრქვევს სითბოს, სინათლეს, მის თმებშუი მუდამ მალე იზამთრებს და ვინც უჩინოდ ბჟუტავს ამქვეყნად, მდორე სიცოცხლეს დიდხანს მიათრევს. თუნდ წამიერად, ოღონდ ხალისთვის სარგო სინათლედ მინდა ავენთო და მერე მასად გადაქცეული, მშობლიურ მიწას მე დავეღვენთო ბახვა ბაიხოიძე... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ბადრი |
![]()
პოსტი
#2018
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
შაბათი რომ დაღამდება კვირა გათენდება ...
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
Maria_mi |
![]()
პოსტი
#2019
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 21-March 08 წევრი № 4,280 ![]() |
მრავალჟამიერ!
ანა კალანდაძე შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს, თერგს და დარიალს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად რომ იჩქარიან, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი მხნედ რომ გალიეს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! თავისუფლების, შრომის და ბრძოლის ძლიერ არმიებს, ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად, მრავალჟამიერ! რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს - მზიან-მთვარიანს, ახალ მშენებლებს - დიდება მარად, მრავალჟამიერ! მოეფონება შრიალი ხეთა მიწას გვალვიანს... მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა, მრავალჟამიერ! ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი ძლევით გალიე! ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა, მრავალჟა |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2020
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ასეთი სახით რომ დაიდოს პოეზია, ხომ შეიძლება?
ცნობილი ლექსია ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 02:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი