IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 100 101 102 103 104 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
სოფი
პოსტი Sep 13 2010, 10:12 PM
პოსტი #2021


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ქევანა

ქეთ აქ მხოლოდ ტექსტებს ვდებთ ხოლმე, მაგისთვის ამ თემაში შედი smile.gif
http://church.ge/index.php?showtopic=8091&st=40


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 11 2010, 07:36 PM
პოსტი #2022


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ფუტკარი


შენ ღვთის ფიქრი ხარ,ფუსფუა ფიქრი
მაძიებელი ფიქრი კირკიტა.
გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი,
რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცე,
ღმერთს კი - სანთელი.


შოთა ნიშნიანიძე


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი Oct 11 2010, 08:15 PM
პოსტი #2023


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



ვაიმე,როგორ მიყვარს ეს ლექსიი


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 14 2010, 01:09 PM
პოსტი #2024


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე დიდხანს
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს..


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 14 2010, 01:53 PM
პოსტი #2025


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე დიდხანს
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს..

ბრავოოოო :ტაში: :ტაში:


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Dec 14 2010, 07:43 PM
პოსტი #2026


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
მინდა ვიყოთ ერთადსოფელში და წვიმდეს,შემოჩვეულ სევდასწვიმის ღვარი შლიდეს,იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებსდა შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს.გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს,გიკოცნიდე დიდხანს საფერებელ თითებს.მთელი ღამე მშვიდი,თბილი წვიმით წვიმდესდა შენ ჩემი დიდისიყვარული გჭირდეს..


მაგარ !


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 15 2010, 04:53 PM
პოსტი #2027


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ჰოი ზეცაო ოხრებისთვის უხვი გაქვს კალთა,
მისცემ აბანოს,წისქვილს,მიწას და არხის წყალთა,
პატიოსან კაცს,სულით წმინდას კი პურის ქერქსა,
ფურტხის ღირსია ასეტი ცა,ფუ,ასეთ ღმერთსა!

ომარ ხაიამი

პ.ს. ბოდიშს ვიხდი ეს ლექსი რომ დავდე ამ ფორუმზე, მაგრამ მომეწონა ნაწერი(ბოლო ხაზში ღვთის შეურაწყოფის გარდა) რა, აზრს კარგად გადმოსცემდა... smile.gif უბრალოდ კარგად დაწერილი ლექსია რა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Jan 15 2011, 12:06 PM
პოსტი #2028


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



SILENTIUM

სიჩუმის ყვავილები

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.


[ტერენტი]


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 4 2011, 09:32 PM
პოსტი #2029


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



”სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე”...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani 7
პოსტი Mar 5 2011, 01:09 PM
პოსტი #2030


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 17-February 11
წევრი № 10,500



. როგორ მიყვარხარ გრძნობას ვერ ვმალავ
,მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო არ მკოპნის ძლა
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული
რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგწირავდი ოქროს და ქარვას
შემოგავლებდი დიდ-დიდ ალმასებს,
რატომ მზე არ ვარ გრუბლებში სადმე
მე დავტოვებდი სამყაროს პრტოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაპრისატვის,
რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო,
რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი
ჩუმად სიტყვასაც კი არ გეტყოდი
მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიღერით
წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.
მეფე რომ ვიყო ლალებით სავსე
გვირგვინს დვთმობდი ოგონდ გულოთა
ოგონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხურვოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Elisa_Day
პოსტი Mar 22 2011, 11:32 PM
პოსტი #2031


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 246
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი № 8,505



შენ სიყვარულში თმობით და თმენით
ცნობილი გავხდი როგორც სანთელი
რინდებს და თავზე ხელაღებულებს
ღამეს ვუნათებ როგორც სანთელი.

არ ეკარება არც ერთი წამით
ჩემ თვალებს ძილი დღისით თუ ღამით
და განშორების სნებით და შხამით
ვიწვი და ვდნები როგორც შანთელი.

მე მაკრატელმა შენზე სევდისამ
გადმიჭრა ძაფი მოთმინებისა
მედება ალი შენი ვნებისა
და ჩუმად ვიწვი როგორც სანთელი.

ალზე დამეცვა ყველა სურვილი
დამდინდა ცრემლი ოქროცურვილი
ვერ დავიურვე გული ურვილი
ოდნავღა ვკრთივარ როგორც სანთელი.

ცრემლში ჩაძირულს ცეცხლი მედება
უკვე არღა რა მეიმედება
ცრემლის კიდეზე ალი მენთება
და ვიღვენთები როგორც სანთელი.

მკლავს განშორების მანძილი ვრცელი
მსურს განვანათო ეს ღამე ბნელი
შენგან მოფრენილ ფარვანას ველი
ვთრთი და ვკანკალებ როგორც სანთელი.

უშენოდ ჩემთვის სუფევს წყვდიადი
შენ ხარ იმედის სხივი დიადი
აღმობრწყინდები ვით განთიადი
და მე მივქრები როგორც სანთელი.

ჩემი თმენის მთა გადმოქცეულა
და დარდის ხელში ცვილად გცეულა
ეს ცვილი ცრემლად გადმომცვრეულა
და მიტომ ვდნები როგორც სანთელი.

ვგრძნობ რომ ფუჭია ეს ჩემი გარჯა
ვიწვი და ჩემი საშველი არ ჩანს
უკანასკნელი წამიღა დამრჩა
და ჩავიწვები როგორც სანთელი.

ო, ნეტავ წამით მაინც მაღირსა
აღმობრწყინება შენი სახისა
ოღონდ გამხადე ღირსი ნახვისა
და მერე დამწვი როგორც სანთელი.

ჰაფეზ, ცრემლებით აგევსო თვალი
ლამის მაგ ცრემლმა ჩაგიქროს ალი
ჩამოღვენთილი და ნამტირალი
უკვე ჩამწვარხარ როგორც სანთელი.


--------------------
when you say nothing at all...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2011, 03:57 PM
პოსტი #2032


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,992
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გარეჯის უდაბნოში

ქრისტეს აქეთ ჩავლილია
საუკუნის ოცეული...
აქ, გარეჯში ისევ ყვავის
მაღალ კლდეზე ბროწეული.
ხორშაკს უძლებს და ფესვებით
სასიცოცხლო ძალას ეძებს,
დგას მწყურვალე ბროწეული,
ვით მესვეტე - მაღალ კლდეზე.
თითქოს უფალს მადლსა სწირავს,
ბნელში რომ არ დავინთქენით,
რომ მოვედით დღეის დღემდე
ამდენ ტანჯვით, ამდენ თმენით;
ამაღლების ნიშანს გვაძლევს
ეს ყვავილი მოგუზგუზე,
როგორც კვალი ნალურმსმნალი
მაცხოვარის ხელისგულზე.

/თამარ ერისთავი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Apr 24 2011, 05:31 PM
პოსტი #2033


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



http://rifsime.wordpress.com smile.gif ლამაზი ლექსები


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Apr 24 2011, 10:06 PM
პოსტი #2034


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ღვთის არ გჯერა , ვიცი რომ აღიარებ.
ქრისტემ იტვირთა ჩვენი წარსული ცოდვა.
ღმერთან შეგვარიდა და მაინც ვღალატობ ისევ.
რომ ისოდე ღვთის გულის დარდი
რომ ხედავდე მის თვალებში
ჯვარზე ტანჯვით გპატიობს ისევ და ისევ.
მაინც ვერ ხედავთ მის სიყვარულს და მის ტანჯული შრომას.
ითხოვს ღვთისგან და ეძებ მისგან სასწაულს.
გაიხსენე შენი გაჭირვება, თუ არ დაგეხმარა კიდეც.
ღმერთი კი საჭირო შემთხვევაში გეხმარება ჩემო კარგო.
ვ.ს.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 09:37 PM
პოსტი #2035


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რწმენა

ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანთებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.

ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.

ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.

უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.

ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.

თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.

უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.

მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.

ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.

ცოდვების წიგნი დამიდგა თვალწინ,
თვალდახუჭულიც იმას ვხედავდი.
“ხომ მაპატიებ?” მინდოდა კითხვა,
მაგრამ კითხვასაც ვეღარ ვბედავდი.

მერე სიკვდილის განცდამ იკივლა,
უმალვე გაჩნდა ნაცნობი შიში.
მსაჯული ჩემს დღეს უკვე ითვლიდა
და ცოდვებს წერდა პატარა წიგნში.

წარმოვიდგინე ეს ყოველივე,
ჯოჯოხეთიც კი ვნახე იმ ღამით.
წარმოვიდგინე და მოვერიე
ჩემს თავს, რომელიც იდგა ნიღაბით.

მივხვდი, რომ ჩემში ამ მცირე რწმენამ
სამარიდოსოდ დაიდო ბინა,
თუნდაც შეირყეს, კვლავ გამაგრდება
მან ხომ სიცოცხლე შემაცნობინა.



გ.ლელუაშვილი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatilinta
პოსტი Apr 29 2011, 08:19 AM
პოსტი #2036


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 21-January 11
წევრი № 10,325



უფალო იესო ქრისტე ბრწყინვალ�
�ვ,  კვლავ  ცოდვილი ვარ შველა მი�
�და მე  ,უღირსი ვდგევარ შიშველი,თმებ�
�თ და სამოსელი ჩემი პირველი, შენ ფერხთით დავდე დავტოვე  ს�
��ლი  მომაქვს შენდამი ცოდვები�
�� გული გამწმინდე,დარჩი,შემოდი ჩემში�
�როგორც ყოველთვის გლახა ვარ �
�რთი  მე შენ მიყვარხარ შენ ჩემი ღ�
�ერთი!ისევ ვილევი ისევ ვარ   გერი..ამა ცხოვრების. . სასტიკ ფარდებში ჩემი ნიღაბი 
გაცვდა დავეშვი, მე შეცნობაში საკუთარ თავის. და კვლავაც ვხვდები რომ მე ვა�
�� ქალი თუ მონატრებას ვგლოვობი შოrით�
�თუ ამ სპექტაკლებს ვათრობდი �
�რობით. არ გავიხსენებ მე ჩემს სიკეთე
 ს რამეთუ არ მაქვს შენს წინ ს
იმრთელე... ურიცხვი გლოვა მოლურჯო თვალი�
�,მწმინდავს და მომწმენდს მყრა
ლ ცოდვებს ღამით... და  თუ სიკვდილი დავიმსახურე �
��ა თუ ოდესმე  გავინადგურე, მე ჩემი სუფთა მოთეთრო ფრთები
...შენ მაპატიე შენ იყავ ჩემში.. მე ჩემს განკითხვებს დავწნი მ
ორებად და ჩამოვკიდავ კლდეებ�
� ლოდებად, და გადმოვხტები მწვერვალ დიდ�
�ბის და დავმკვიდრდები შენს ს�
�მშვიდეში.! მე ცოდვილი ვარ მაგრმ ძლიერი �
��ენს სიყვარულის სუფთა მღვიმე
ში.. მაინც მოვილტვი შენდამი ჩუმა�
�  თუნდაც ეული   ანდა   მშიერი მინდა   გმონებდე სხეულით.სულით .ფეხის თითებით  .აზრებით ქცევით  მინდა გმონებდე სამარადისოდრ�
��მ მტერმა ვერ ქნას რომ შემაც�
�ინოს. მე ვინანიებ ჩემს ბოროტ აზრებ
ს  მე ვინანიებ საკუტარ თვალებს
. მე ვარ ეული ბერული სული მე ვ�
�რ ქალწუი დედური გულით.. მე აღამინდა  ამ  თაშებში.. ხიბლნი,bოროტი კვნესის თარეში 
და ბორკილები გულის მაჯებში.ფული ,ტექნიკა-ახალ ამბებში... მე მივატოვებბ ყველაფერ ამას 
ჩაცმას დახურვას,სურვილლებს ა
მაგს.. მე მიგატოვებთ ბოროტნო კვლავ�
�ც..  და გავიმზადებ უფლისკენ სავა
ლს...  და მერე მელის სიწმინდე სველი გუ
ლის ლოცვები სინათლის გზებში 
და მერე მელის უსასრულობა და მაცხოვარი უფა�
�იღმერთი... ეს ლექსი ჩემიაsmile.gif მიყვარს არვიცი როგორია..მაგრამ ისე დავმსუბუქდი რომ დავწერე ამოვისუნთქე


--------------------
პრობლემების გადაწყვეტაში უფალს მივენდობით, რომელიც გვაფრთხილებს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5 http://www.youtube.com/watch?v=CyNFNf2beKk http://teodore.ge/?site-id=4&cat=0&page=2 იქნება ის რასაც ღმერთი მომცემს,და რაც ჩემს ღმერთს სურს,ის მინდა მეც..! უფალს დიდება!!!ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bucha
პოსტი Apr 30 2011, 12:28 PM
პოსტი #2037


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-April 11
წევრი № 10,942



სამების ძალა გფარავდეს,
დაშენებულო კლდესაო,
სალოცავებით მოფენილს
როგორ გაგიჭირდესაო?!
გიყურებთ, გული გვიტირის,
ჩუმადა ვყლაპავთ ცრემლსაო,
ვიღვიძებთ, არა გვგონია
მლოცველი მოგაკლდესაო,
ყველა ტაძარი გახსენებს,
ყველაწმნინდაა დღესაო.
გვაკურთხე კომონის ძალავ,
საინგილოდან ქურმუხო,
გონიოს ციხევ, იკორთავ,
ვაჟკაცმა როგორ გიმუხთლოს!
გვლოცავს გიორგის ტაძრები,
მცხეთას დაგვყურებს ჯვარიო,
კიდევაც შეიკრიბება
დიდგორს დავითის ჯარიო!
გელათი გმირებს მოითხოვს,
სამთავრო მთავრობასაო,
მაღლიდან წმინდა მეფენი
არ მოგვაკლებენ მადლსაო,
ჩვენი თუ ვერ შეგვიცნია,
ცრუდ რად მივყვებით სხვასაო,
უფლის ვიწრო გზით ის მიდის,
ვინც გაჰყვა ძველსა კვალსაო.
ანჩისხატი კვლავ გიგალობს
ერი მოსძახის ბანსაო,
ბაგრატი ისევ აღსდგება,
შესძრავს მთასა და ბარსაო!
სანამდის სვეტიცხოველი
ქართლის გულს ელის მკასაო,
სამშობლოს გადასარჩენად
ღმერთი კვლავ მოგვცემს ძალსაო!
ჭეშმარიტი და სიცრუე,
სიწმინდენი და ფულია,
ვინც ერთმანეთში არია,
წარუწყმენდია სულია.
სადაც თვის კვართზე მაცხოვარს
სვეტი აქვს აღმართულია,
სადაც ანდრიას, მატათას,
სიმონს დაუდევთ რჯულია,
ასურელ, ათონელ მამებს
ულოციათ და უვლიათ
იქ სადაც წმინდა ნინოა
ბოდბეში დაკრძალულია
იმ მიწის ყიდვა-გაყიდვა
სასტიკად აკრძალულია!
გონს მოდით, ღვიძავს ანჩისხატს,
ახსოვს სიონის ღვთისმშობელს,
ათასმა საცხონებელად
ჩვენთვის ხომ სისხლით იშრომეს!
თუ შენი სისხლი გაყიდე
უკეთესი რა იშოვე?!
ხევში გერგეთის სამება,
მყინვარს ბეთლემის კელია,
სიწმინდეები გვიხმობენ-
აღვსდგეთ ერი და ბერია!
ერთი პირითა ვილოცოთ,
ერთობით ვძლიოთ მტერსაო,
ერთად შეკრებილს დაგვხედავს,
გაუხარდება ღმერთსაო;
მას ძალუძს ცეცხლის ცვრად შეცვლა,
ის ამოგვიყვანს მზესაო,
ღვთისმშობლის შვიდი სამთავრო
დაუდევთ საფასესაო,
ივერიისა სიწმინდე
ჰგონიათ იყიდესაო?!
ბოროტი რისთვის ირჯება,
ტყვილა რად იქნევს ხელსაო,
სამშობლოს ვერვის დავუთმობთ,
სანამ მკერდს გული ძგერსაო,
სანამ სამებას სამი ხმა
ერთხმად უგალობდესაო,
სანამ დედა ღვთისმშობელი
არ გვაკლებს საფარველსაო,
სანამ უფლის ხატს ვღაღადებთ:
ქრისტე ღმერთო
შენ გესავო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatilinta
პოსტი Jun 29 2011, 02:21 AM
პოსტი #2038


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 21-January 11
წევრი № 10,325



გურამ ოდიშარია. წერილი წყალს

აღარასოდეს არ მითქვამს შენთვის _
მიყვარხარ-მეთქი, ისე მიყვარდი,
ღრმად არასოდეს ჩამიხედავს შენს თვალებში _
მეშინოდა ჩემი სირცხვილის და
გახსენებდი სიმღერებში ისე,
რომ ვერ გეცანი.
ვიცი, არ უნდა თავდებოდეს შენზე გალობა,
მაგრამ ხომ არსებობს კვნესა და
მე ვკვნესი შენით.
არც უსიტყვობა მიკადრებია შენთის და
არც სიტყვათუხვობა.
შენი ყინვიდან, შენი თოვლიდან,
შენი წვიმიდან გამორბის ბავშვი ჩემი და
შენს ხელებს მიწვდის,
და გცნობ შენ.
შენ მიგაქვს ჩემი შავი სიზმრები.
აღარასოდეს არ მოკვდება დამაწყევარი შენი,
რადგანაც აღარასოდეს არ ყოფილა იგი ცოცხალი.
ხარ შენ სიტყვები თევზთა და ქვათა,
ხარ შენ თევზიცა და ქვაც,
ტივტივებს შენში მიწა _ ჩემი სამკვიდრებელი.
დასცინი საათებს,
ამწიფებ ღრუბლებს,
ძირავ ღამეებს და
აწრიალებ მზის ქარებს...
განა ვხვდებოდი, რომ ყოველი ლოცვა
გალობდა შენზე?
როცა შემოდგომა გაუძღვება ფრინველებს,
როცა მძიმე ნაბიჯებს მოისხამს დეკემბერი,
როცა წაიქცევა ყანის სანთლები,
თვალთა გუგებში მისახლდები მე და
ნუთუ, დალოცვილო, მხოლოდ მას იტევს თვალი ჩემი
რაც მიაკუთვნეს?
როცა აღმოგაჩენენ ვარსკვლავები ბინდის,
როცა აჭიხვინდებიან მინდვრის ხანძრები,
როცა დაიკორტნება ცა ყორნებით,
გამოჟონავ შენ ჩემს სიტყვებს შორის
დარჩენილი სივრციდან, ლანდო ანგელოზისა.
შენგან განწირულს ხავსიც კი ეხმარება.
დიდება მათ, წყალო, ვინც დაგგალობდა შენ,
მაგრამ დიდება იმ ბაგეებსაც,
რომლებსაც შენზე ერთი ლოცვაც არ დასცდენიათ _
მათშიაც ხომ განეფინები.
ვერ ჩაგაწვენენ შენ დავიწყებაში და
ვერ დაგტკეპნიან სახურავებით _
შენი ჩიტები მშვიდად კენკავენ გარდაცვლილ წამებს და
შენს ცას მოჰყავს მშვიდი ხეები.
და ბალახი ხარ შენ და
იცინის მომაკვდავი შენი ხილვით გამხნევებული.
შენს სანათურში დაფრინავენ წმინდა პეპლები და
გეწაფებიან კაცებიც და ქვიშებიც,
საწყლებიც და უმოწყალოებიც.
მომქუხარებენ შენი ტალღები
სალ კლდეებში ჩაპნეულები.
ერთ დროს შენსავით ცივი გახდება
სისხლი ჩემი და მაშინ უფრო ხმადაბლა
ვისაუბრებთ.
ამიდიდდები გამშრალ ტყეებში,
აღმომიცენდები საყვარელი თვალებივით,
რომლებიც შენგან მოჟონავენ და
რომლებსაც მხოლოდ შენთან ვახსენებ.
შენ ერთადერთი ზმანება ხარ და
შენთან ცხრება ცეცხლი და ქარი ფერდანისლული.
შენ მაინც აღარ მიღალატო მე _
მრავალგზის ნაღალატევს და
დარჩი ჩემთან უკუნისამდე ერთადერთ ჭეშმარიტებად...
ვხედავ, თბილია პური შენი
მდუმარებით მოპოვებული,
ვხედავ, ანათებს შენი მარილი და
ღრუბელთა ქაფში ამაყად დაფრინავენ
ჩემი მერცხლები.
შენ კარგად იცი _ ვისაც გვიგზავნი
ისიც ჩვენშია.
არის კი ვინმე შენკენ მიმავალ
ქალბატონზე ულამაზესი?
მშვენიერია გველიც შენკენ გასწრაფებული _
ეს დაწყვეტილი ნაკადული
რომელ მდინარეს გამოეპარა?
მე, მზერამოკლე, გგონია გხედავ? _
შენ ხომ მნათობებს მიღმა იწყები და
მძიმეა, მძიმე ვაზი შენი.
რატომ ერთხელაც არ მოისხამს
შენი ჩანჩქერი ყვავილს, რად ჩქარობს?
შენც შემიდედდები ერთხელ სისხლივით და
შენც დამამთავრებ წყალდიდობის სიცარიელით...
ეწვეთები თვალებს სურათად _
ჩემი ნაყოფი შენს ტოტებს ღუპავს.
დიახ, მესმოდა შენი ხივილი,
ვგრძნობდი შენს მარტოობას,
ვხედავდი შენს სიკვდილს,
მაგრამ ვდუმარებდი, როგორც მასწავლე ისე
შემინდე...
თუმც შენი ნაპირები მქონდა,
თუმც შენი რტოები მემოსა,
თუმც შენი თვალებით ვსუნთქავდი...
მაინც ნაბიჯსაც არ ვდგამდი შენს გადასარჩენად.
შემინდე...
შენს ყველაზე პატარა გუბურას,
შენს ყველაზე მღვრიე გუბურას,
ჩემს გზებს ადევნებულ გუბურას
ვეამბორები და ვეჩურჩულები:
მაპატიე მე, შემიწყნარე-მეთქი...
თუმც გესაუბრები და გესაუბრები,
თუმც მისმენ, მაგრამ
ჯერ არ დაგვიძრავს არც ერთი სიტყვა,
რადგანაც ჩემში ზღვა ჩააბუდე დაბადებისას და
ასწავლე მას გზა ჩემი თვალებისაკენ.

სათაური


--------------------
პრობლემების გადაწყვეტაში უფალს მივენდობით, რომელიც გვაფრთხილებს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5 http://www.youtube.com/watch?v=CyNFNf2beKk http://teodore.ge/?site-id=4&cat=0&page=2 იქნება ის რასაც ღმერთი მომცემს,და რაც ჩემს ღმერთს სურს,ის მინდა მეც..! უფალს დიდება!!!ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 15 2011, 11:11 PM
პოსტი #2039


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



საიდუმლო სერობას
არ ესწრება იუდა,
მაგრამ ჩვენი თამადა
მაინც განერვიულდა,
იცის ჭეშმარიტება
დღეთა ამქვეყნიურთა:
სადაც ქრისტე არ არის,
იქ არ მივა იუდა.




მ7 ღმ1

და9 ღმ1, გ100ნჯა შარბ10 და თ100,
მ20ქულებს უსუ8 ბრძ0 ხ100-10,
და100ა პარნ100ს იშვი10 დ100,
და100ზმრა სამ4ის შ2 10ნ10.
მ2დებით გ10შა ამბ2 და ჭ2,
გამ2ცხა 3წე წი8-პანა7,
გამ2ყა მხუ8ლე 8ლის კ2დ2
და მწვე8ლებს მ20ლდა დამ9ლი და მ7.


კამის სუნი ასდიოდა წამალს,
და როდესაც ექიმბაში წაბრძანდა,
წყაროს წყალი მოინატრა მამამ.
რომ დავბრუნდი,
ბიძა ცრემლებს მალავდა
და დედის ხმა ცას არყევდა ლამის,
მე კი ცივი
სიკვდილივით
ხელადა
დამრჩა,
როგორც სახსოვარი მამის.
ვახტანგ ჯავახაძე


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
evripide
პოსტი Jul 17 2011, 11:56 AM
პოსტი #2040


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 9-March 10
წევრი № 8,341



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 10 2009, 11:53 PM) *

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იზა ორჯონიკიძის ერთი ლექსი მიყვარს: ნუ დამპირები... ვერ ვპოულობ ვერსად sad.gif

ნუ დამპირდები,
ნუ,
ნურაფერს ნუ დამპირდები,
ჰგავს საჩხაკუნოს,
აკვნებზე შებმულს,
ვაშლის კვირტები.
ეს გაზაფხულიც,
გაპუწული,
ყვითელქოჩორა,
დღეს ჩემი სულის ასაწეწად
მიწამ მოჭორა.
მიწამ მოჭორა
თეთრი მტრედი,
ზეცის ნაღები,
დღემოკლე ჩრდილიც,
ეფარვიან რომელს გლახები,
გულისა ცემით
და შარაგზით გაბეზრებული
მეოცნებენი,
მელექსენი -
გიჟთა კრებული!
ყველა,
ვისაც კი
ქარიანი ცეცხლი ეკიდა.
მე ვწყევლი,
ვწყევლი,
ვინც სიყვარულს
მიმცა შეგირდად…
გესმის გრიალი?
გული გასკდა,
განა კვირტები!
ნუ დამპირდები,
ნუ,
გაზაფხულს ნუ დამპირდები…
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 100 101 102 103 104 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 10:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE