![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
sopo... |
![]()
პოსტი
#2041
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
"მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა, მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა - ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს. ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს, ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს. მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო, რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც; სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ, მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა. (იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში. სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ, მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.) მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს, როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე, ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის, ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება. აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში. მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში." რვი ერთმანეთთან თუა კავშირში სიმღერა და ლექსი, მარა ჩემთან ორივეს ტონი დღეს ჩემი სისხლიანი კვირა(( |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2042
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
მხევალი ნინო!!!
ვის ლექსებს გვიქვეყნებ, ავტორი მიუთითე, ისე მარტივად იკითხება, გაოცებული ვარ, ნაღდი ქართული რითმებია: "ის რაც შესაძლებელია ოთხ სტრიქონში ითქვას, ყოვლად შეუძლებელია კარგად ითქვს რვაში" |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2043
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გურამ პეტრიაშვილი,,,
გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე ამბავი მოხდა უმაგალითო : ქალი მისულა უყელსაბამო, უბრილიანტო, უმარგალიტო, უმანქანო და უმდიდრულქურქო, უსაყურო და უსამაჯურო, უქმრო, უშვილო და უღიმილო, უჯამაგირო, უსამსახურო. . . მისულა ქალი მაღალ დარბაზში და არხეინი შეძრულა ხალხი : ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში კაბა ქალისა შეჭრილა თალხი. მერე ისეთი რამე მომხდარა, კინაღამ ყველა გადარეულა : ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია და ცრემლი კაცად გადაქცეულა. ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . . ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი და კაცსაც სცმია სამოსი შავი. გაშეშებული მდგარა სუყველა. . . გაშტერებოდა სუყველას თვალი, ლამაზი იყო სანახაობა : როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი. ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . . წამოუვიდა ყველას ცრემლები. . . გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა აყვავებული თეთრად ტყემლები. . . და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . . ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. . . -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2044
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა”
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მრავალს უწია ცოდვამ: ვინ რა ყოფილა – გამოჩდა! კაცი აღმოჩდა ცოტა! ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! ცოდვის კითხვაა…. ჰოდა! ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა! ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!… ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა! ამდენი დ ა მ პ ლ ი ს ხილვით მუხრან მაჭავარიანიღმერთმა მოგვიწყო გამოცდა” ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მრავალს უწია ცოდვამ: ვინ რა ყოფილა – გამოჩდა! კაცი აღმოჩდა ცოტა! ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! ცოდვის კითხვაა…. ჰოდა! ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა! ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა! მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!… ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა! ამდენი დ ა მ პ ლ ი ს ხილვით მუხრან მაჭავარიანი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
georgios |
![]()
პოსტი
#2045
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
მარტო არა ხარ
ნუ ერწმუნები, ნუ ერწმუნები ქალის ნაზ ღილის და თვალთა ცქერას, იგი წაგართმევს სულის სიწრფელეს, იგი მოშხამავს ციურ სიმღერას. როდესაც იგრძნო რომ ის გშორდება, უტოლმეგობროდ მალე გაგრიყავს, ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს. ნუ დაენდობი შენს ყალბ მეგობარს, თავისუფლება ვინ დაიმონა? ან იმათში ფეთქს მონური გული და ან შენა ხარ იმათი მონა. როდესაც იგრძნო, რომ მათი ხედვა შენდამი წმინდა ყვავილებს ჰკარგავს, დაივიწყებ იმ მწუხარე დროს, რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს. რა არის კაცთა ქება-დიდება? იგი ფუჭია და წარმავალი ბევრი ყოვლის შემძლე სწამდა დიდება რომ მოეხიბლა მით მხოლოდ ქალი. წარვიდა ის დრო...დღევანდელი დღე წარსულ იმედებს არ ჰგავს და არ ჰგავს. წარვიდა ის დრო... მე მაინც მჯერა რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს. ოდეს დაჰკარგო თავშესაფარი, არსით არ სჩნდეს ბინა ისეთი, რომ იქ იპოვო შენ მყუდროება, რომ იქ იპოვო შენ შენი ღმერთი, ნუ დაღონდები... არსებობს მხარე, სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის, იქ დაუდეგარ, მეოცნებე სულს - ბინა ექნება მუდამ, ყოველთვის. იქ მაღლდებოდა პეტრარკას სული, იქ მუსიკობდა თვით დანტეს ქნარი, ღელვამ შელლისა და ბაირონის მხოლოდ იქ ჰპოვა ნავთსაყუდარი. იქ რუსთაველის დატრიალებდა, შემოქმედების დიდი ნადიმი და იქ რეკავდა უცნაური გრძნებით ბარათაშვილის მწუხარე სიმი. ვაი მას, ვისაც მარტოობის ჟამს, ვერა-რა შველის, ვერა-რა იხსნის, შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ, და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის. გალაკტიონი -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
marine |
![]()
პოსტი
#2046
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ლიფტის მინიმა
"მეორე. მესამე. მეოთხე... ინთება ტაბლოზე სართული. მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს – ყველაფერს ვართულებ! ახლაც მეეჭვება - სახლში ხარ? ან იქნებ აღარც კი მიმელი. აჰ, სხვა დროს! აჰ, სხვა დროს, ძვირფასო! .................... მესამე... მეორე... პირველი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#2047
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ვაა რატიანის ლექსებიც უსწავლია ხალხს. იყო რო მარტო მე ვდებდი აქ რატიანის ლექსებს და ხალხი მისტვენდა, რა წაიღე ტვინიო. მოდერი რო მაგას გეტყვის, სხვისი რაღა უნდა გაგიკვირდეს მერე
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2048
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ხანდახან ისეთი კარგი ხარ,
ისეთი ძვირფასი ჩემთვის, ხანდახან არაფრად ვარგიხარ, საცაა რაღაცას გესვრი ხანდახან–კოცნა გაქვს–– ზღაპარი, ხანდახან ენა გაქვს– გველის; მიდიხარ –––შვებაა ერთგვარი, არ ჩანხარ––რატომღაც გელი რა გიყო არ ვიცი! უაზროდ გიმზერ და უზომოდ გელტვი დრო იყო ნამდვილად მიყვარდი დრო მოვა ! –როდესმე გეტყვი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
marine |
![]()
პოსტი
#2049
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ჩემ მკერდზე თავმიდებული
ღუღუნებ ქედანივითა...” გიორგი გიგაური ოცდახუთი წელია, მზე-რგოლს ხუნდად ვატარებ. ოცდახუთი წელია, მაქალებ და მახარებ... ოცდახუთი წლის წინათ დაგაბედა განგებამ, მოპოეტო, მარტივით შლეგი გოგოს გაძლება... არც ვყოფილვართ მას მერე კენტად, იო-წიოდა, ბევრჯერ კიდეც გვტკიოდა, გვციოდა და გვშიოდა... ოცდახუთი წელია, სარეცელს მიზიარებ, მძიმე ყმაწვილკაცობის ლექსით გიფევ იარებს. შენს ჩრდილს შემოფარებულს, სევდა ვერ მინაპირებს, ოცდახუთი წელია, იანვრებს მიაპრილებ. მერე რა, თუ დღეს და ხვალ შვილიშვილებს ვნატრულობთ, ჩემო თეთრცხენიანო უფლისწულო ზღაპრულო! ოცდახუთი წელია, კერიის ცეცხლს გინახავ. ეჭვიც არ გამჩენია, ნეტავ, თუღა მიყვარხარ... ისევ ვხიბლავთ ერთურთს და ისევ გვეტრფიალება, რა დროს შემოდგომაა, ჩემო ივრისთვალებავ?! ოცდახუთი წლის მერეც, თავბრუს გახვევ წინანდელს, მთელი მაშრიყ-მაღრიბის ლამაზმანთა ჯინაზე... ოცდახუთი წელია, შენს ეზო-კარს ვალაგებ. ოცდახუთი წელია, მამღერებ და მალაღებ... ოცდახუთი წელია, გვადევს ოქროს ბორკილი, ღვინობისთვის მიწურულს დავთქვით ვერცხლის ქორწილი... იმ, სხვა ქორწილებამდე ფერი ბევრჯერ ვიცვალოთ, შენი მკერდი სასთუმლად ღმერთმა ნუ მომიშალოს... /მარიამ ხუცურაული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#2050
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
გული გალაკტიონივით გაგიჟდა...
ერთხელ სადღაც წავიქეცი და სიცოცხლედ დამიჯდა. მე არ ვიცი, კიდევ რამდენს გაუძლებს, რამდენ დილას, ღამეს რამდენს მაჩუქებს. იქნებ გული სულაც სხვას მივაბარო, მინდა, ყინვა, სითბოს რომ შევადარო. მინდა, ვიგრძნო, რა ხიბლი აქვს სიცივეს, მინდა, ვნახო, სად ვერ გადამიბირეს, ჩემს ტკივილზე და ცოდვებზე ასე რატომ იცინეს? სად დამინდეს, მაპატიეს, ან რა ვერ მომითმინეს. დამიბრუნეთ ჩემი გული, ვერ გაუგებთ, რად გინდათ?! დამიბრუნეთ, თქვენ ხომ მისი გაგონებაც არ გინდათ, გინდათ? კიდევ გადაგიხდით, ფულს სანამდეც გავწვდები, მაგრამ მონა ყურმოჭრილი, არასოდეს გავხდები. მგონი, სულიც გამიგიჟდა, სადღაც დაჰქრის, მარტოა... ასე ცივი ოთახები, ყველა სახლში რატოა? კაბუ -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
kh@tia |
![]()
პოსტი
#2051
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 ![]() |
სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო, გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი, მზის ჩასვლის მერე დარჩენილი თალხი ნაგრილი. მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება, გულში კი სევდა საღამოვდება, დგას ბნელი ღამე, იდუმალი და თავდახრილი... გაივლის ჟამი, მთის იქიდან ამოვა მთვარე და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება, როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში თეთრი აპრი გოდერძი ჩოხელი დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ. ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები. მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება. გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები. რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა... და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს. დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი. • • • პეტრე გრუზინსკი -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2052
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს,
შენი ფიქრის და ღელვის საგანთა, დღეს შენი დღეა, მაგრამ მოვა დრო და უჩემობა სულში გაგატანს... ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ენთები, მაგრამ მე მჯერა, მოვა დღე ისევ და მტკივნეულად გაგახსენდები... რაც ლამაზია, რაც ზღაპარია, შენზე ფიქრებს და ოცნებებს ერთვის, და შენ ოდესმე მართლა ინატრებ ლექსებს, დაწერილს შენზე და შენთვის... მე ვარ ვინც ნებით სიმართლე დათმო და მარტოობის ღამეს ეწვია, ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.. დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს, შენი ფიქრის და ღელვის საგანთა, როცა იქნება მოგენატრები და უჩემობა სულში გაგატანს... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
terra |
![]()
პოსტი
#2053
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
(მეგობარს)
ნამდვილ წერილებს როგორ წერენ ადამიანებს?.. ეს მაშინ, როცა ჩემს დესკტოპზე გაზაფხულია და ხელებს, ვითომ შემორჩენილ მონატრებაზე ვითბობ და ვიცი, სადღაც, მწვანე, ნამდვილ მინდვრებში ჭრელი კაბებით – უმომავლო ქარის შვილები, მიწას ფეხსაც არ აკარებენ – ისე დადიან. რა უნდა მოვყვე, ან საიდან უნდა დავიწყო. წყალი დაუშრათ მონიტორის გულცივ ყვავილებს თვალს თუ წყალი დავალევინე – საყვედურია. ანდა ნიშნავს – სადღაც ახლოს ვარ. მან გაიარა ეს ცხოვრება, როცა მსუბუქი იყო ღიმილი და სამყარო რომ შეამჩნია თეთრი შარვალი მუხლებამდე აიკაპიწა. მე გავიარე ეს ცხოვრება, უკვე მანამდე მოვრჩი ღიმილს და იქვე მდგარი რომ დავინახე, უკვე ვერაფრით ვერ გადმოვდგი ფეხი ნაპირზე. მან გაიღიმა მონატრებით, როცა მე გვერდით მივუჯექი და ხელზე ხელი როცა შევახე – მინაზე სველი გაზაფხული გადაიწვინა. მე გავიარე მონატრება, უფრო მანამდე ვიდრე მან იგრძნო ჩემი ცივი ხელის შეხება და არ ვუთხარი, რატომ ვიცვამ მზეში საწვიმარს. ეს უკვე იყო. ყველაფერი როგორ მოგწერო. როგორ მოგიყვე, ან საიდან უნდა დავიწყო. უკვე რამდენჯერ შემომაკლდა გზაში საგზალი უკვე რამდენჯერ გადმოგორდა თავი მხრებიდან, მერე თვალებში ადამიანს როგორ მიკლავდნენ, ჭრელი კაბებით – უმომავლო ქარის შვილები, მერე ხეები ნაფოტებად როგორ გვხერხავდნენ – როცა ვჩნდებოდით. ჩვენ მივეჩვიეთ, ერთმანეთს ვხედავთ, თუ სხვის თვალებში, დაღამება გვიათკეცდება – გაზაფხულია. მან გამოიცნო ქალაქები, სადაც ომია. სადაც ქუჩებში ყუმბარებზე სხედან მერცხლები და ჭრელ თავშალში მონატრება გამოამწყვდია. გამოვიცანი ის სახლები, რომ ვერ აშენდნენ და მანამ სახელს დაარქმევდნენ იმ დიდ ქალაქებს ყაყაჩოები ამოვზარდე შავი ნამწვიდან. ის დაიღალა, ჩამიგუბა შუშის თვალებში და როცა ხმელეთს ხელები ვერ შემოაწვდინა მდინარეები გადმოსცვივდა თვალის კუთხიდან. მეც დავიღალე, აღმა–დაღმა ქცევით. დინებით და მანამ ხმელეთს მისი მხრიდან შემოვუარე ის ნაომარი ქალაქები ფესვებს მითხრიდნენ. ნამდვილ წერილებს როგორ წერენ ადამიანებს? ეს მაშინ, როცა ჩემს დესკტოპზე გაზაფხულია და შენ კი ისე ელოდები მელნისსუნიან ბარათს, სადაც მე მოგიყვები ჩემს ცხოვრებაზე, როგორ ვარ, სად ვარ, რა მახარებს, რისგან ვიღლები, რა დროა ახლა იმ საყდარში, მე რომ ვაშენე, და შენ არ იცი, მე რომ გიწერ ახლა ფურცელზე ამ სიტყვებს შორის რამხელაა ჩემი დუმილი, ამ სიტყვებს შორის რამხელაა ჩემი სათქმელი და რომ წერილის მისაღებად არც მემეტები... და ხელებს ვითბობ შემორჩენილ მონატრებაზე ჭრელი კაბებით – უმომავლო ქარის შვილები, მიწას ფეხსაც არ აკარებენ – ისე გარბიან. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
სიდონია |
![]()
პოსტი
#2054
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
გამარჯობათ
![]() ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი რადგან გეძებე და არ კი მნახე, გდევდი ფეხდაფეხ და ვერსად შეგხვდი. ბავშვობის დამშრალ მდინარეებთან, ჭალაკების მწვანე კორომთან, გველთა ბუდობის მხარესაც გაველ, ვინ იცის, მხარი აგექცა და იქ მეხილე. რადგან გეძებე სოფელს ამოსულ, მკვიდრთა შორის და არსად ჩანდი, გაკაჭული ვაზის ძირებში ჭირხლმოდებული მიწასავით, დავსევდიანდი. ავიკარი გუდა-ნაბადი, ჩამოცვენილი ხმელი ფოთლების წითელ-ყვითელი მოსასხამით გზას დავადექი. მდინარე, ცეცხლიც, ალვა და მთებიც, ოქროს ვაშლები და გველეშაპი, ხახვის ფურცლები, ძაფის გორგალი, დევები, ქაჯნი და ღვთისშვილები გზად გადამაწყდნენ, დედაწულიან აყრილიყვნენ დამუნჯებულნი, წამოსულიყვნენ ჩემს საძებნელად. ასე, ფასკუნჯთა შეჭრილი ფრთებით დასრულდა მოკლედ, ჩემი ზღაპარი. ოღონდაც, მაინც, რადგან, შენ მაინც, შენ მაინც სადმე, სხვასთან, წყაროსთან, მელოდე, როგორც მე დაგეძებდი. მახსენე, უკან გამოვბრუნდები. შემომხვდე, ჭასთან დამაშვრალი, იჯდე მარტოკა, სიცხისგან მთვრალი ირწეოდეს მზე შუბისტარზე, მე ფეხშიშველა, მტვრიან შარაგზას მოვყვებოდე, მოვღიღინებდე, თმაში მეკონოს ათასი ვარდი, ეკლებზე კაბა გამოდებული და გაოფლილი შიშველმკლავებით თიხის დოქი მხარით მომქონდეს. უქმროს მიწოდო მრავალქმრიანი, დამიდო თვალწინ ჩემი წარსული. თითქოს ვბრუნდები ისევ იმ სოფლად, საიდანაც შენს კვალს ჩავუდექ, კოჭამდე დამწყდარმდინარეები, ახლა მფარავდნენ და შოშიები, ჭალაკები, ირმები და ამომავალი მზის სხივები, ცისკრის ნამიან პირი-სახეს მბანდნენ დილიდან. ფასკუნჯები - დედალ-მამალი, მიმაქანებდნენ უფრსკულებისკენ, თოხარიკობდეს ჩემი ძმობილი, კუზიანი, გრძელძუა კვიცი. და ხახვის ფურცლები, ძაფის გორგალები და აღმოსავლეთის ქარვისფერ ზვრებში, მწიფე მტევნების სიტკბოში ვიდგე. მიწაც თივთიკს მიფენდეს ფეხქვეშ. სამხრეთის ქარი, ასფოდელოთა გვირგვინებით შუბლსაც მიმკობდეს. სულო, შენც შენი უბრალოებით, ნათელსა მფენდე. წყალი მთხოვო და მიცქირო თვალში, განზე გავწიო თიხის ჭურჭელი. „სიცოცხლის წყალს მომთხოვდი, ქალო, სამაგიეროს, ანუ გამმრავლებ?! მითხრა: მე ვარ შენთან მოლაპარაკე. მაინტერესებს თუ მოგწონთ ![]() * ნეტავი, მათ, ცის მსერავებს, დღე და ღამის სარტყელში დაბადებულებს, დროებითი ბუდის მშენებლებს, შვილების ნებსით გამომჩეკავებს - ნეტავი, მათ ვინც უფლის რწმენას ფრთების გაშლით დანებებია. ბებიაჩემის ფერადი ტელევიზორი, ამ ნეტარებას ვერ განიცდიდა, როცა ბებიაჩემი თავის ოთახში აკრძალვებს აწესებდა, როცა ოთახში არ მიშვებდა, მაშინ, უფრო გულმოცემული, ვეპარებოდი სამზარეულოს ქვაბების ვაშლებს, გადანახულებს, დამალულებს, აბა, ნება დაერთო და მეყურებინა პინკ ფლოიდის კედელისთვის, სამადლიეროდ წყაროდან წყალი, გამოწმენდა იატაკის, მუსაიფი გარდასული და აბლაბუდაჩამოსაწმენდი საუკუნის ცოდვა-მადლზე. ნეტავი, თქვენ ერთჯერადო ნარგავებო, ადამიანებს აი, რითი აღგვემატებით: მინებებულნი დამბადებელს, არცერთი დარდი - მზისგულზე ისე გამობზეკავთ ნაყოფს და ფოთოლს, როგორც ჩაუშვებთ გაყვითლებულს დედამიწის გულისაკენ. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2055
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიდონია
გამარჯობა, სიდონია ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2056
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
კიი, ორივე ჩემია
![]() გმადლობ. აი, კიდევ ერ თი: სახლის წერა (ბ. „არცა მამაკაცებაი, არცა დედაკაცებაი, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ“ (გალ.3, 28) (დეკალოგი) უჩრდილოებად ეკრძალე სიტყვებს. ვმმარხავ, ხილვებია. დემონებს აცინცქლე ქვაბულებს ნაგროვები. კენტად, ხელუკუღმა მოისვრი, მძივებია. ხანდახან, კარსაც ვხსნით ერთნი ვართ და გრძნობაც იშლება, ხიდია. როდესაც მმარხავდნენ, რბილ მხარზე ვესვენე მამაჩემს. მივქონდი მეზობლის თმათეთრა მოხუცებს. შენ კი, კანს აკრულმა სამკაულმა, ისე დაგამძიმა, გზა-გზა მომიხსენი. ხელმოცარულ მებადურს ემგვანე. ძირს ნაგდებს ამკრეფენ ნაძვნარის სულები, ტოტებს დამაკრეფენ, ნამია. სიოს მობერვაზე ვიწკარუნებ _ მიწისკენ ფრენა. უთქმელ სიტყვებსაც დავვმარხავ, შენს შემდეგ მოსვლამდის. ოველისკოსია (გრაფიკული ნიშანი - საეჭვო ადგილების აღსანიშნავად) ერთჩრდილიანებად მდინარის მარგალიტების პულსაცია შემეხსნა, უცნობ ქუჩაში აგვისტოა, აკაციების ყვითელი ყვავილობა. ცრურწმენაა, ჩემი დაკარგვა იოლია. - სახლი რომ მქონოდა.. ვინ განგვასხვავებდა, ვინ გაგვყოფდა, ვინ დაგვდებდა ბრალს?! მდინარის მარგალიტების სახლის გზას გასწავლის სამაჯური, უბრალო და სადა, როგორც მინდვრის ყვავილი. მიმზიდველი, როგორც ღმერთი. დედამიწის ბრუნი საწინააღმდეგოდ იძვრის, რადგან ჩვენ ისევ დავუბრუნდით საწყისს. იქ, სადაც მოგვზილეს გრილმა თითებმა, იქ, სადაც სიტყვით ჩავისახენით. უმწიფარ ნაყოფებიდან, ერთი მზის სავალზე გავიარეთ მთელი სიცოცხლე, შვილი კი ჩვენს მერე იშვა. ის ყვავი, არ გკორტნიდა ნისკარტით, ყარყატების გუნდს აცილებდა მეტეხის ნაძვებთან. ეს ქალი, თავის ორ ბავშვს რომ ამათხოვრებს, თვითონ კი აბოლებს წარსულს: - მამის გამო შვილებს სჯის. მემაწვნე კატას როდი უწყრება, რას დამდევ ხოლმეთი?! პურს იღებს აბგიდან, ხომ უტეხს.. ღვთისმშობლის სურნელია, როცა აჯვარული, იხილა უწყალოთა, პორფირებრ მფარველისა, ნუგეშის მცემელთა, მრავალსაგალობელია: როცა დილას მოარღვევს: ძილიდან შეგვაფხიზლებს ცოდვილთა. მდინარის ცოცხალმა მარგალიტებმა გამოგიყოლონ. გზას არ დაჰკარგავენ, მათ ჩემი ნიჟარა სახლის გზა იციან. ირგვლივჩრდილიანებად უცხო სხეულის შემოჭრაა აკრძალულ ზონაში. ხელები დაცოცავენ უმისამართოდ, ირღვევა სიმშვიდის ნოტა – - სასიამოვნოა, ვიცნობდეთ. უსაფრთხო ვარ, რადგან ვარ უბრალო. ბიჭუნა ვარსკვლავეთის სინათლის მანძილიდან 24 საათიანი, მაკლდონალდსის ჰეფი ფილის სალაროსთან – ფოტოს გადაგვიღებთ?! ფოკუსი ჩერდება შემკვრივებულ ვაშლის ხის ნაყოფთან, ადამის ვაშლი ყელში ბურთივით გაიჩხირა. ერთი ღამის გოგონასთან Hოტელში საათი – ეს ჰგავს უკანასკნელ გათენების მოლოდინს უმთვარო დედამიწის გარეკანზე, სადაც, ხუთივე ოკეანე კალაპოტმოშლილია, სადაც, მთები ბორცვებად იქცნენ, სადაც, ვულკანებს კრატერებად ყოფნა ავიწყდებათ, სადაც, მიწისქვეშეთი ცაა ჩამქრალი ვარსკვლავებით მოკალული. გადაღებულია. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
სიდონია |
![]()
პოსტი
#2057
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
ესეც იყოს
![]() რელიეფი - ბზის ხე გეხარა - ანგელოზს ექვსფრთოსანს, ასთვალას ატმისფერი ყლორტივით ხელები გაუწვდია, მუხლებზე მლოცველისკენ. გეხარა - გაბრიელს ელვარე სახეზე ფერი აქვს სიცოცხლის, მუცელზე დაიწყობ უთეთრეს თხელ თითებს, თავოდნავ გადახრით, თვალდახრით იღიმი, გაშლილი ორქიდეა. გეხარა - ცხრა თვეს თუ სისხლით გამოიზრდი, საათში მოკლავენ მაგ სისხლის გამოცლით. ბროწეულის სიალალით აყვავებული ხე ცისკარს ახმება. დევნა და გმობა და დასწამონ ცილები, ეკლიან გვირგვინით ატარონ აღმა-დაღმა, იელის ყვავილობას. საკუთარ წამების მოწმედ თვით უფალი ჯვარზე გამოაკრან, როგორც გამოაკრავ ჩვილს მწყემსთა ბაგაში და მოგვთა საჩუქრებს ქვრივ-ობლებს მოახმარ. ყაყაჩოების ველური სილამაზით, ასეთი სიყვარულით ჩნდებიან ღმერთები და ღმერთის დედობაც რა სიხარულია - გეხარა, სულიწმინდით ნაყოფი გესახება, მთავარანგელოზი ფრთებშენსკენ გამოწვდილი, მზერას ვერ გისწორებს - ლურჯი მონატრებით იღიმი. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2058
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიდონია
სიდონია, მე პირადად რითმიანი პოეზია მიყვარს, მაგრამ შენი შემოქმედება მაინც მომეწონა ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
terra |
![]()
პოსტი
#2059
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
სიდონია
საღოლ, მომეწონა )))) -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
სიდონია |
![]()
პოსტი
#2060
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
გმადლობთ
![]() -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 08:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი