![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2061
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
რაბია
„რომ არ ესწრაფა ცად აღმართულს ფრთოსან გველებზე”, „ევრიპილუსის ქალაქი, სად ქალნი კოსისა რქით შეიმოსნენ..“ მედეას ლტოლვა. ოვიდიუს. რამადანის თვე 1. არ ვიცი ვინ ვარ, ვინ ვიყავი, რა მერქვა ქვეყნად, რატომ განქარდა ჩემი სახელი, რატომ არავის აღარ ახსოვს ის სილამაზე, თმამოკვეცილად, უსახელო ხომ არ გაჩნდები?! როცა გინდა შეამჩნიო შენს თვალში რიდე, გადექი განზე და შეხედე სულის მზერით, ხედავ, როგორ ჰგავს შენს სხეულში გამხმარი ხე გვალვის ნაყოფს, ეს სიყვარულიც აპოკალიპტურ მხეცის სახით გამოიჩინე, გამოისახე, როგორც საშიში ხანძარი, წითელი, რომელიც ცეცხლის ენით გწვავდა, შიგნით და მიჯრით, დაგეშილი ასე მიუშვი და რქები და ეშვები ძლოვან სხეულზე წანაზარდები გადაუმსხვირე, რომ ამის შემდგომ, ადგე ისევ, გააგრძელო გზა, და როგორც სიტკბობება ბავშვის სიწმინდე, შემოუშვა გულში, სადაც მეოთხე დადებითი სისხლის ანალიზით იქცე ანგელოზად, ოღონდ ჯერ სიყვარული-მასხარა დაცინვით მოიცილე, მოიწვი. 2. ამ სახლის კედლებს და იატაკს ქვის მაგიერ სარკე აქვს, როგორც არადამიანს გულის ნაცვლად ქვა. ამ სახლის სარკეებში ვინც ცხოვრობდა ის მე ვიყავი, და ახლა ყველა ჯვალოს და ზეწარს, სულის შებერვით ჰაერში ვგზავნი. რომ მოვასწრო თვალის შევლება, რომ ერთხელაც დავიმახსოვრო, ჩემი წითელი ლამაზი თმა და გამჭვირვალე მწვანე თვალები, სანამ რამადანს გადაიხდიან მწვერვალებზე მსხდარი მლოცველნი, სანამ გალობას წამოიწყებს ტყის განდეგილი, რამადანის უცნაურ თვეში, ბუნიობას, შემოდგომის ამინდის ცვალებადობას მინდა ვაჯობო - და სუდარებს წვიმისგან და ქარიშხლების გამო დაფლეთილთ ვაძრობ ძველ კედლებს, ხავსმოდებულ დამბალ იატაკს, ხის ჭიისგან დახრულ ავეჯის კარსსაც და ვხედავ, ყველა მინა დამსხვრეული გადატეხილი, ვხედავ, როგორ დამჩეხია მთელი სხეული და როგორც ბავშვი ფიქალი ქვით რამადანის თვეს შუა შუკაში თხილებს ამტვრევს ასე ვიმსხვრევი ხერხემალში და თვეც იცვლება კალენდარზე. ბოლო ფურცელზე 1966 წელს ფანქრით პაპას მიუწერია: „სექტემბრის ბოლოს ჩვენი მერცხლები შინ მშვიდობით მიბრუნდებიან. წვიმას იწყებს. დილა." რუბაქის თვე შუაღამისას თითქმის ყველა ჩიტი მოფრინდა, ყველა ჩიტმა მომინახულა, ჯერ ჭალაკის ბულბულის ხმა მომწვდა შორიდან, ბოლოს მოლაღურს გირჩებზე, ნაძვზე გაღვიძებულს, ყური მისწვდა და ძლივს გამოვვიგნე აქეთობისკენ: ძილქუშია რუბაქის თვე, უკან ვიბრუნებ, რაც ამავე დროს ცრემლივით მდის, არადა, სჯობს, ჩავეჭიდო, ფესვებიანად ამოვძირკვო, დავაგდო მზეზე გამოვახმო და როცა ტაროსი ჩამოდგება, მისგან ჩაი დავაყენო. დასავიწყებლად გამოვიტანე რეპტილიის სიყვარული, როცა მის ქერცლოვან კანში ვცხოვრობდი, მისი ძრწოლა და ვნება მეფარა, და ღია ზღვაში ვრონინებდი, ვიტაცებდი სხვა ამფიბიებს, ფსკერზე როგორც ნანადირევს მივათრევდით, ბასრი კბილებით ვაქუცმაცებდით. სპილენძის ქვაბში წვიმის წყალი ალვის ცეცხლი ზედადგრის ქვეშ ქერცლოვანს რომ დავეხსენი, ადამიანებს ვერ გავექეცი, კაკლის ხეზე ცალი ფეხით ჩამოკიდული, სალესავი ქვით და დანით ჩამომატყავეს და ამქნეს, სამაგიერო. ცხადიდან თუ განდევნი ამათ, სიზმრებიდან მოგეპარებიან, ღამე თუ ძილს აიკრძალავ, ჩვენებებად გარდაისახებიან გარდასახვებს თუ სამანს დაუდებ, რუბაქის თვის ძილქუშშს მოგგვრიან - დანებდები და მიიღებ მათ: რეპტილიების ოჯახობას. აი, ვარდისფერ თენებისას, აი ამ დროსაც კეთილსურნელით წამოვა და მოიფინება, ზამთარ-ზაფხულ, ბაღის ხავერდა გაშლილ ვარდივით არცა ჭკნება და აღარც გახმება. და სეზონები, თვეები, წლები კარტის ქაღალდის მსგავსად ავრიე, კედელზე პაპის ნაქონ კალენდარს, ჩამოვკიდებ და გზას გავაგრძელებ. შამანის თვე იცოდე, მიწაში ჩაგდებ და ამოგიღებ, მიწა რომ გაგსკდომოდა, ეს გერჩია, მიწაშივე დაგფლავ და დაგივიწყებ.. - გაუშვი გულო, ნუ დაწყევლი კაცს, რომელიც მთელი ზამთარი გაძლევდა სითბოს და მზის ნაცვლად დილაობით გაყინულ გზას გიკვალავდა შიშველ ფეხებით, გაუშვი, ახლა აჩუქოს სიცოცხლის დღენი, სხვასაც. რიგით ალბათ, მერამდენაღეცს. შენ კი, იმ ბავშვებს შეუძეხი საღამოს ბაღში, ვინც ვერ გაბედეს, ამქვეყანაზე გამოჩენა და პირი შეკრეს. ყველა დარღვეულ მარხვას პასუხი მოეძებნება შამანის თვეში, სიყვარულისთვის გამართლდება ყველა უკუთქმა. მარტოსულებსაც მოკრეფს, გაარჩევს, მგზავრი, რომელსაც ღვინოსავით ხასხასა სამოსს, მთვარის შუქზე ფარვანები აფრინდებიან, ამ უცხო მგზავრს თუ შენს მუხის კართან ნახავ შეჩერდა, ვახშმისთვის ლუკმა გადადებული არ დაგენანოს, მისი საგზალი, სულ სხვა არის, მისი პურიც ცხრა ცას იქეთ მომკილია და ისეთ ხელებს მოუზელია ვარცლში ცომი, მთელ სიცოცხლეს არ მოგაშიებს, არც მოგანატრებს, მადლის მფენია. და თვალის თხელი გარსაკრავიდან გადმოცვენილი ცრემლების ასხმა, მარგალიტის დაბადებას ჰგავს. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2062
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
"რა დროს ოცნება და რა დროს თამაშია ჩუმად ლოცულობენ ირგვლივ ფანტომები, მიწას ექავება, რაც კი ყაყაჩოა, წითლად ამოყრილი მინდვრის ბატონები..." (სამწუხაროდ ავტორის სახელი და გვარი არ ვიცი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2063
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
სიდონია ეს არის
სევარიონ ნადირაძის ლექსი ![]() -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2064
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიდონია ეს არის სევარიონ ნადირაძის ლექსი ![]() ღმერთმა გაახაროს, კარგი პოეტია ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#2065
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
"საროჩკა" "ნასკი" "კრაოტი" "პოლი" -მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი."კუხნა" "ბალკონი" "ზალა" "პადვალი"-მითხარით ენა ამის ბადალი."პესოკი" "სუმკა" "ტუფლი" "იუბკა""რომელი გოდა ხარ?"-"თხუთმეტი სუტკა""მოვპარე სპიჩკა" "მაქვს ეს პრივიჩკა""ლამპოჩკა" "ჩაინიკი" "კრაოტი" "სტოლი"-ამბიცია ულევია ინტელექტი ნოლი!"შოფერი" "მატორი" "პაკრიშკა" "ლიჟები"საბა და ილია ორივე გიჟები...! Нико Гомелаури
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,აღიარება მომბეზრდა ბრალის. წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა. Гомелаури -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]()
პოსტი
#2066
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ისევ განკვეთე შენ ურჩხული
გაუმაძღარი და დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ... გააღე ჩემთვის, ო, კარები შენი ტაძრისა, კვლავ სასოებით შემოვიდე, ხელუწიფარო! მფარველო ჩემო, ბოროტების ყოველი ვცანი: არ დაცხრეს მათგან, არ დადუმდეს ჩემი კამარა! ისევ გახსენი გული ჩემი მზე-მთვარისათვის და დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ! ანა კალანდაძე -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
![]()
პოსტი
#2067
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Маиа
მაიკო, როგორ ხარ???????? ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#2068
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
Маиа მაიკო, როგორ ხარ???????? ![]() ![]() ![]() არა მიშავს, მადლობა... შენ როგორ ხარ? არა არ მაქვს))) უმჯობესი იქნება შენი რო წაგვაკითხო ![]() --ხილვა-- მხედარს ბრძოლა გარდეხადა, ახლა... ცერზე ქორი უჯდა... თვალში - ცეცხლი მობრიალე, გულშიც ცეცხლის ალი უჩნდა! დაღლილ სახეს - გაღიმება, ვით მზის კრთომა - ცათა ლურჯთა... ეს - უძლევი სული გახლდათ აწყურთა და არტანუჯთა! ანა კალანდაძე -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
![]()
პოსტი
#2069
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Маиа
![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sopo... |
![]()
პოსტი
#2070
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
ესეც იყოს ![]() რელიეფი - ბზის ხე გეხარა - ანგელოზს ექვსფრთოსანს, ასთვალას ატმისფერი ყლორტივით ხელები გაუწვდია, მუხლებზე მლოცველისკენ. გეხარა - გაბრიელს ელვარე სახეზე ფერი აქვს სიცოცხლის, მუცელზე დაიწყობ უთეთრეს თხელ თითებს, თავოდნავ გადახრით, თვალდახრით იღიმი, გაშლილი ორქიდეა. გეხარა - ცხრა თვეს თუ სისხლით გამოიზრდი, საათში მოკლავენ მაგ სისხლის გამოცლით. ბროწეულის სიალალით აყვავებული ხე ცისკარს ახმება. დევნა და გმობა და დასწამონ ცილები, ეკლიან გვირგვინით ატარონ აღმა-დაღმა, იელის ყვავილობას. საკუთარ წამების მოწმედ თვით უფალი ჯვარზე გამოაკრან, როგორც გამოაკრავ ჩვილს მწყემსთა ბაგაში და მოგვთა საჩუქრებს ქვრივ-ობლებს მოახმარ. ყაყაჩოების ველური სილამაზით, ასეთი სიყვარულით ჩნდებიან ღმერთები და ღმერთის დედობაც რა სიხარულია - გეხარა, სულიწმინდით ნაყოფი გესახება, მთავარანგელოზი ფრთებშენსკენ გამოწვდილი, მზერას ვერ გისწორებს - ლურჯი მონატრებით იღიმი. მაინტერესებს თუ მოგწონთ ![]() ჯერჯერობით ეს წავიკითხე, ძალიან კარგია, გადმოცემის ინდივიდუალური მანერა, სასწაული შედარებები, ემოციების ქარიშხალი, .. თითქოს ცოტა არადინამიურია მარტო თავისთვის დაწერილი, თუმცა ესეც ორიგინალურობით განასხვავებს,, ყველა სიტყვა რაღაცნაირი მძიმე მის უკან იფიქრებ ყველამომხდარი, განცდილი დგას .. ასე ვხედავ.. ანუ ორი აზრი არარის რომ უდავოდ კაარგია |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2071
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ჯერჯერობით ეს წავიკითხე, ძალიან კარგია, გადმოცემის ინდივიდუალური მანერა, სასწაული შედარებები, ემოციების ქარიშხალი, .. თითქოს ცოტა არადინამიურია მარტო თავისთვის დაწერილი, თუმცა ესეც ორიგინალურობით განასხვავებს,, ყველა სიტყვა რაღაცნაირი მძიმე მის უკან იფიქრებ ყველამომხდარი, განცდილი დგას .. ასე ვხედავ.. ანუ ორი აზრი არარის რომ უდავოდ კაარგია აი შეფასება მესმის... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
სიდონია |
![]()
პოსტი
#2072
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
სოფო
დიდი მადლობა, მართლაც კარგად გადმოეცი, სწორედ ასეთია ჩემი სათქმელი. ახალი ლექსით მოვედი, ცოტა სევდიანია, მაგრამ იყოს: ნატა ვარადა …ან ვიოლინოსთვის ორკესტრის თანხლებით შუაღამეს, ივლისის გაუსაძლის სიცხეში, თამბაქოსფერი სურნელოვანი ნესვებით, როგორც მფარველი ანგელოზის ღიმილი, ჩემს კალთაში ჩაწვა - გერგეთის სამების გაცრუებული ლოცვა, მუხლამდე დამდნარი ყინულით, გამყინვარება დადგა. არადა, ველოდი ნერვიულ აშლილობით, მობრუნებას გაქცეულ განდეგილის, რომელიც წუთისოფლის მორევში შევიდა, და რომელსაც სამი ვეშაპის კანი მოსავდა. წითელი - როგორც ჩემი წილი სისხლი. შავი - როგორც მიწისპირი. თეთრი - როგორც ჩემი ხმაგაუმტარი სახლის გლოვა. უკუთქმით, დიდმარხვის გატეხვას ჰგავდა - მეჩხერი ტყის გადაღმა, მინდვრებიდან ჭალაკს შეჰყვა, გზად, ორი ნესვისფერი ქედნის ხუნდი, მწიფე ნევსვებივით ხურჯინში ჩააბუდა - რა ნანაჯოგად დაიკარგა, თან ჩემი სურვილი წაიყოლა. არც მიწამ ჩაყლაპა, არც ცამ. წყალში შევიდა და დაიფარა. ხი-ნანა, ძი. დალაი, დალაი. წყლის დედავ, ადგილის დედავ, ნანა, ნანინა, ჯოგები გადარეკე, მწყემსი გაიტაცე, ალი-კვალი ვეღარსად ვნახე. მე თმა კარაქით გაგიპოხე, ფრჩხილები, კაცნაკლავ ქარქაშიდან უკლებლივ დაგიბრუნე, არათითისა კი ვერსად ვნახე. ხი-ნანა, ნანი-ნა. მოუნელებელი სიმარტოვე ნანაჯოგად გადამიკარგე. მოულოდნელად გადაიკარა. სანამ მზის სხივების წვიმა დაიწყება, ცვარ-ნამით დანამული შემოდის, ადამიანის სუნით შემობრუნდა - სამვეშაპის კანგამძვრალი, კედელზე, როგორც ორი ტიხარი, ბზის ტოტზეა - ჯოჯოხეთშიც ასე ყვავდება, უცაბედად. (ხი-ნანა - ადიღეურ მითოსში ადგილის დედა, ძილანი - იგივე აფხაზურად) -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2073
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიდონია
ძალიან პოეტური ხარ, სიდონია ![]() ![]() ![]() ეს, ურაკპარაკზე ვნახე, ლელი კახელის ლექსია... მომეწონა... მე ვსუნთქავ... ბებერ ჭერამზე უსაქმოდ ზის ღაბუა ჩიტი, კაიხანია მოილია მწიფე ნაყოფი. აქ დღე და ღამე სასაფლაოს სიმშვიდით მიდის, ვწევარ ჰამაკში და... შორიდან ვგავარ კმაყოფილს! ღვინისფრად ბარდნის სახლთან ახლოს უცხო ყვავილი, (მოვინდომე და ეზოს ცოცხით ვფხაჭნე ბალახი)... ჩემთვის სიმშვიდე არ ყოფილა ისე ადვილი, როგორც ეს ვინმეს ეგონება ერთი დანახვით. ხანდახან თვალებს დავხუჭავ და მაშინ გავახელ: ცა, რომ ჩემთან წევს.... და მე ვწევარ ხისქვეშ ჰამაკში, ნიავის ეშხით, ვაშლის ხეს კი მკლავებს გადახვევს ლეღვი, რომელსაც ძვრა ვერ უყო წუხელ ქარმაც კი... ნაკლებად მახსოვს, რომ ეზოს და გალავანს იქით ივლისს ქალაქი დაუგდია ხახაგამშრალი. არ მინდა, მაგრამ თავს მატკიებს ხანდახან ფიქრი: ის, რომ მე ვსუნთქავ, ნეტავ, რამეს ხომ არ ვაშავებ?!... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2074
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
გმადლობთ, მარინე
![]() ეს ლექსი ახალია ![]() თეთრი დევი შენ, ჩემი ცოდვის კალოს მლეწავო, ტაფობს ჭივჭავივით გუთნის დევობ. არ გჯერა, ცეცხლის დედის, კერიისა, საჯოჯოხეთო მუგუზლების მთხოვნელისა. საახალმთვარეოდ, სურვილს ატანილო, რომელი კერპის ნანგრევებით შეკოწიწდი? შენ გამორეკავ, მათ, ვინც დარჩნენ იქეთ და მოგვბღავიან სულისწამღებად. მოადგებიან სამანს და ჯებირს , მათ თვალებში ნისლები წვებიან, რომ მერე, დაალბონ გამხმარი დარდები, რომ მერე, ქვა-მარილად იქცნენ, იქეთელები. მზე მიდგა-მოდგა, საცერივით დედამიწას ფქვილი ადინა, ანუ მტვერი, ანუ ჩვენ - მიწის ბუქნი. ახლა ვის ხელს ველოდებით? ზღვიდან წყალი გადმოინთხეს, წყლადქცევისათვის, მიწის ბალახი - შეგვერიოს, ცოტა სისხლი ანგელოზისა. ცოტა ხორცი ნაეშმაკარი. სხვა რა არის ადამიანი? დაე, ითქვას. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2075
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გმადლობთ, მარინე ![]() ეს ლექსი ახალია ![]() თეთრი დევი შენ, ჩემი ცოდვის კალოს მლეწავო, ტაფობს ჭივჭავივით გუთნის დევობ. არ გჯერა, ცეცხლის დედის, კერიისა, საჯოჯოხეთო მუგუზლების მთხოვნელისა. საახალმთვარეოდ, სურვილს ატანილო, რომელი კერპის ნანგრევებით შეკოწიწდი? შენ გამორეკავ, მათ, ვინც დარჩნენ იქეთ და მოგვბღავიან სულისწამღებად. მოადგებიან სამანს და ჯებირს , მათ თვალებში ნისლები წვებიან, რომ მერე, დაალბონ გამხმარი დარდები, რომ მერე, ქვა-მარილად იქცნენ, იქეთელები. მზე მიდგა-მოდგა, საცერივით დედამიწას ფქვილი ადინა, ანუ მტვერი, ანუ ჩვენ - მიწის ბუქნი. ახლა ვის ხელს ველოდებით? ზღვიდან წყალი გადმოინთხეს, წყლადქცევისათვის, მიწის ბალახი - შეგვერიოს, ცოტა სისხლი ანგელოზისა. ცოტა ხორცი ნაეშმაკარი. სხვა რა არის ადამიანი? დაე, ითქვას. კარგია! ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2076
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
![]() -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2077
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
![]() სიდონია, ლექსის წერის ძალიან ინდივიდუალური მანერა გაქვს და ეს სხვა პოეტებისგან გამოგარჩევს ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2078
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
მიხარია, რომ ასე ზუსტად მაფასებთ, მართლა გულით გმადლობთ.
მე ვარ ნატა ვარადა, თუ კითხულობთ პერიოდიკაში ჩემს ლექსებს, ![]() სხვატაშორის, კრიტიკოსები, როდესაც რეცენზიებს წერენ, ზუსტად ამ ორიგინალურობას უსვამენ ხაზს და მე ეს ძალიან მახარებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვაჟა ფშაველას ეპოქაში, თვითონ ვაჟა აღნიშნავს, მწერლისთვის საკუთარი სტილის ქონა რაოდენ მნიშვნელოვანია. ერთი წუხანდელიც ![]() საჭადრაკო ეტიუდები [i]პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდო ჰკიდია[b][/i] ამ სატანურ მარტოობაშიც რამდენი რამეა: მარცხნიდან, ცაზე, როგორც ჭრაქს, ველოდი ნახევარრკალა მთვარეს, თან აივანზე, ახალ მეზობელს, რომელიც თეთრებშია და სამზარეულოში ყავას იმზადებს ვეთამაშები ჭადრაკის პარტიას, აივნიდან. რომელიც არის უხმო, შუაში სანიშნია გზა და ორი საცალფეხო ბილიკი. შავ-თეთრ კადრს ჰგავს, ძველი ფილმიდან. ადამიანები ბრუნდებიან სახლებში, (სოფლებში ამდროს მოდენიან მინვდრიდან ნახირს, ამ დროს აბუდებს კრუხი წიწილებს. შეღამებამდე სკამზე სხდებიან უბნის ბავშვები მოხუცების კალთებზე დაიწყება სხვანაირი ამბავი, გადის წინაპრების თავგადასავალი, სოფლის საღამოს კინოთეატრში). 31 ივლისია. მე ვცხოვრობ მარტო.. მე სამსახურშიც ცალკე ოთახი მაქვს, იქ მხოლოდ ერთი კაცის მაგიდაა. ცვალებადმა მოღრუბლურობამ გამახსენა მობილური, რომელიც არის ენაჩაგდებული ჩემსავით, რადგან გაგზავნილ ესემესებს არ ეღირსათ უკანა გზაზე პასუხი. ცა გადასერა შროშანების გუნდმა. ისინი მე გაზაფხულზე დავიმახსოვრე, როცა დიდ წვიმას მოჰყვნენ თებერვალში, მოულოდნელად. ვიფიქრე ყვავებს გზა აერიათ. ამასობაში დარეკა მამამ. იცის, როგორ მეშინია სფერული ელვის, მივდივარ სახლში, მე ვპასუხობ, დიდი წვიმაა, ალვის ხეებზე უცნაური სხედან ჩიტები. მამაჩემი ამბობს, შროშანებს მოუფრენიათ, გაზაფხული არის სულ ახლოს. ახლა კი, იმავე მხარეს შვილებთან ერთად მიიჩქარიან. ვხვდები, შემოდგომის კიდეზე ვმდგარვარ, შევწყვიტე მწიფე შავი თითა, ბეღურების გაბევრებულ წყვილს თვალი ვკიდე, რომლებიც ირჩევდნენ დასაძინებლად გვერდი-გვერდ მდგარ ხეებიდან რომელიმეს. მაისში ისე გაერთნენ ბუდის მორთვით, მამრმა ჩიჩახვზე შავი ლაქით, საახალწლო ნაძვის ხის წვიმაც კი მოათრია. მე მომერიდა, მოპირდაპირე აივნის მიღმა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჰგავდა ეგვიპტელების სიკვდილის მკვდარ ღმერთს, ახლადმოყვანილ კუზიან ცოლს, უკოცნის ხელებს. ჭადრაკის პარტია ყაიმით დავამთავრე და შემთხვევით მარჯვნივ გამეხედა, იქედან, ამოპარებულიყო ყვითელი სავსე მთვარე და ორსულის მუცელივით ეკიდა ცას გასკდომამდე. იქნებ, ამ დროს მიდიან ხოლმე დროებითი თავშესაფრებიდან? სახლში შემოვედი, სვლა თეთრეებისაა, გააკეთეთ ყაიმი. ალბათ, ამ ყველაფერს სჯობდა, სანამ სოფელში ვცხოვრობდი, კეთილ გველს დავეგესლე. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2079
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიხარია, რომ ასე ზუსტად მაფასებთ, მართლა გულით გმადლობთ. მე ვარ ნატა ვარადა, თუ კითხულობთ პერიოდიკაში ჩემს ლექსებს, ![]() სხვატაშორის, კრიტიკოსები, როდესაც რეცენზიებს წერენ, ზუსტად ამ ორიგინალურობას უსვამენ ხაზს და მე ეს ძალიან მახარებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვაჟა ფშაველას ეპოქაში, თვითონ ვაჟა აღნიშნავს, მწერლისთვის საკუთარი სტილის ქონა რაოდენ მნიშვნელოვანია. ერთი წუხანდელიც ![]() საჭადრაკო ეტიუდები [i]პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდო ჰკიდია[b][/i] ამ სატანურ მარტოობაშიც რამდენი რამეა: მარცხნიდან, ცაზე, როგორც ჭრაქს, ველოდი ნახევარრკალა მთვარეს, თან აივანზე, ახალ მეზობელს, რომელიც თეთრებშია და სამზარეულოში ყავას იმზადებს ვეთამაშები ჭადრაკის პარტიას, აივნიდან. რომელიც არის უხმო, შუაში სანიშნია გზა და ორი საცალფეხო ბილიკი. შავ-თეთრ კადრს ჰგავს, ძველი ფილმიდან. ადამიანები ბრუნდებიან სახლებში, (სოფლებში ამდროს მოდენიან მინვდრიდან ნახირს, ამ დროს აბუდებს კრუხი წიწილებს. შეღამებამდე სკამზე სხდებიან უბნის ბავშვები მოხუცების კალთებზე დაიწყება სხვანაირი ამბავი, გადის წინაპრების თავგადასავალი, სოფლის საღამოს კინოთეატრში). 31 ივლისია. მე ვცხოვრობ მარტო.. მე სამსახურშიც ცალკე ოთახი მაქვს, იქ მხოლოდ ერთი კაცის მაგიდაა. ცვალებადმა მოღრუბლურობამ გამახსენა მობილური, რომელიც არის ენაჩაგდებული ჩემსავით, რადგან გაგზავნილ ესემესებს არ ეღირსათ უკანა გზაზე პასუხი. ცა გადასერა შროშანების გუნდმა. ისინი მე გაზაფხულზე დავიმახსოვრე, როცა დიდ წვიმას მოჰყვნენ თებერვალში, მოულოდნელად. ვიფიქრე ყვავებს გზა აერიათ. ამასობაში დარეკა მამამ. იცის, როგორ მეშინია სფერული ელვის, მივდივარ სახლში, მე ვპასუხობ, დიდი წვიმაა, ალვის ხეებზე უცნაური სხედან ჩიტები. მამაჩემი ამბობს, შროშანებს მოუფრენიათ, გაზაფხული არის სულ ახლოს. ახლა კი, იმავე მხარეს შვილებთან ერთად მიიჩქარიან. ვხვდები, შემოდგომის კიდეზე ვმდგარვარ, შევწყვიტე მწიფე შავი თითა, ბეღურების გაბევრებულ წყვილს თვალი ვკიდე, რომლებიც ირჩევდნენ დასაძინებლად გვერდი-გვერდ მდგარ ხეებიდან რომელიმეს. მაისში ისე გაერთნენ ბუდის მორთვით, მამრმა ჩიჩახვზე შავი ლაქით, საახალწლო ნაძვის ხის წვიმაც კი მოათრია. მე მომერიდა, მოპირდაპირე აივნის მიღმა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჰგავდა ეგვიპტელების სიკვდილის მკვდარ ღმერთს, ახლადმოყვანილ კუზიან ცოლს, უკოცნის ხელებს. ჭადრაკის პარტია ყაიმით დავამთავრე და შემთხვევით მარჯვნივ გამეხედა, იქედან, ამოპარებულიყო ყვითელი სავსე მთვარე და ორსულის მუცელივით ეკიდა ცას გასკდომამდე. იქნებ, ამ დროს მიდიან ხოლმე დროებითი თავშესაფრებიდან? სახლში შემოვედი, სვლა თეთრეებისაა, გააკეთეთ ყაიმი. ალბათ, ამ ყველაფერს სჯობდა, სანამ სოფელში ვცხოვრობდი, კეთილ გველს დავეგესლე. რისი მადლობა, სიდონია ![]() ![]() ეს ლექსიც ლამაზია! ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2080
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
ყრუ ელია
გამო, გამო ელიავ, დაიგრუხუნე, გადაირბინე ბორბლებიანი ეტლითა. ღრუბლები შეკრიბე, მოშავდღევდი, ცეცხლის ბურთები გამოსტყორცნე, ყინვის ქვები დაგვიშინე, ასე დაგვაშინე, მიწის კაცები ვართ, ცის ვალი გვადევს, ხელებით მხოლოდ ლურსმნებს ვასხავთ, სანთლების ჩამოქნა აღარ გვინდა. ყრუ ხარ ელიაო, ერთს გეუბნებოდა და სხვა გაიგონეო. სხვაზე გითხრეს და ჩემ ვენახს სეტყვავო, მე შენთვის არა დამიშავებია. ნავენახარი ამტკივდა, შვილმკვდარს ვგავარ. საფლავები მიწამ ამოანთხიაო. ჩემი ცოლი თავის ხეხილს დასტირის, უჭერო სახლები ცარიელი აკვნებივით ღია ცისქვეშ დაგვირჩაო. ასე რამ დაგაბერა, ქვის გული რამ ჩაგიდგა. გამო, გამო ელიაო, ნახე, ღმერთის ვალში ყელამდე ვდგავართ. ჩვენი შინაური ცხოველები ტალახში წვანან, ჩვენი ძაღლები დაგვყმუიან, ცოცხლად გვიგლოვენო. ნავენახარში დაჩოქილა ივანე პაპა, ფესვებს მიწისგულში ეფერება, ვაზისას. ვაზის ტირილობა გვიკვირდა და აჰა, ვაზმა ჩვენც ხომ აგვატირა. ყურძენი ვეღარ მოვკრიფოთ, შენი სიყრუის შიშითა, ჭედილა ვეღარ დაგვიკლავს, რთვლობის, მაჭრობის ლხინითა, ფეხზე ვერ წაგვიძვრია ქალამნები, საწნახელში ვერ ჩავმდგარვართ, ყურძენი ვერ დაგვიწურია, ქვევრი ვერ გაგვირეცხია, ღვინო ვერ გადაგვიღია, საარყე ქვაბთან ღამე ვერ გვითენებია, ბადაგი ვერ გვიდუღებია, ჩურჩხელები ვერ გაგვივლია, ზამთარში კავკასიონზე შემომჯდარი სიკვდილისთვის, თვალი ვერ მოგვიტყუებია, ვერ გვიმღერია. რა გულებს გვიხეთქავ, რას დაგრუხუნებ შენი ეტლითა, ოდესმე, ხო უნდა, ჩვენც დავმოყვრდეთ, ღმერთი და კაცი, მოდი, ჩემს ჭირში, მოდი სატირალში, გვერდით მომიჯექი და საქართველო დამიტირე. ეს უკეთ გამოგდის. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 06:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი