![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2081
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყრუ ელია გამო, გამო ელიავ, დაიგრუხუნე, გადაირბინე ბორბლებიანი ეტლითა. ღრუბლები შეკრიბე, მოშავდღევდი, ცეცხლის ბურთები გამოსტყორცნე, ყინვის ქვები დაგვიშინე, ასე დაგვაშინე, მიწის კაცები ვართ, ცის ვალი გვადევს, ხელებით მხოლოდ ლურსმნებს ვასხავთ, სანთლების ჩამოქნა აღარ გვინდა. ყრუ ხარ ელიაო, ერთს გეუბნებოდა და სხვა გაიგონეო. სხვაზე გითხრეს და ჩემ ვენახს სეტყვავო, მე შენთვის არა დამიშავებია. ნავენახარი ამტკივდა, შვილმკვდარს ვგავარ. საფლავები მიწამ ამოანთხიაო. ჩემი ცოლი თავის ხეხილს დასტირის, უჭერო სახლები ცარიელი აკვნებივით ღია ცისქვეშ დაგვირჩაო. ასე რამ დაგაბერა, ქვის გული რამ ჩაგიდგა. გამო, გამო ელიაო, ნახე, ღმერთის ვალში ყელამდე ვდგავართ. ჩვენი შინაური ცხოველები ტალახში წვანან, ჩვენი ძაღლები დაგვყმუიან, ცოცხლად გვიგლოვენო. ნავენახარში დაჩოქილა ივანე პაპა, ფესვებს მიწისგულში ეფერება, ვაზისას. ვაზის ტირილობა გვიკვირდა და აჰა, ვაზმა ჩვენც ხომ აგვატირა. ყურძენი ვეღარ მოვკრიფოთ, შენი სიყრუის შიშითა, ჭედილა ვეღარ დაგვიკლავს, რთვლობის, მაჭრობის ლხინითა, ფეხზე ვერ წაგვიძვრია ქალამნები, საწნახელში ვერ ჩავმდგარვართ, ყურძენი ვერ დაგვიწურია, ქვევრი ვერ გაგვირეცხია, ღვინო ვერ გადაგვიღია, საარყე ქვაბთან ღამე ვერ გვითენებია, ბადაგი ვერ გვიდუღებია, ჩურჩხელები ვერ გაგვივლია, ზამთარში კავკასიონზე შემომჯდარი სიკვდილისთვის, თვალი ვერ მოგვიტყუებია, ვერ გვიმღერია. რა გულებს გვიხეთქავ, რას დაგრუხუნებ შენი ეტლითა, ოდესმე, ხო უნდა, ჩვენც დავმოყვრდეთ, ღმერთი და კაცი, მოდი, ჩემს ჭირში, მოდი სატირალში, გვერდით მომიჯექი და საქართველო დამიტირე. ეს უკეთ გამოგდის. არაჩვეულებრივი ლექსია! ძალიან მომეწონა ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სიდონია |
![]()
პოსტი
#2082
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
![]() ![]() -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#2083
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
სიდონია
შენი სხვა ლექსები ,,ფორუმელთა პოეზიის'' თემაში დადე ხოლმე... იქ უფრო ბევრი გვაქვს ჩვენი ლექსები ვიდრე აქ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
სიდონია |
![]()
პოსტი
#2084
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 ![]() |
![]() კარგი, A>V>M არ არის პრობლემა. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
marine |
![]()
პოსტი
#2085
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა იესოს ვუმღერი
ეძღვნება თეონა ქუმსიაშვილს და მის ორ ანგელოზს - დემეტრე და ჯარჯი დაიაურებს წყალი ზღვარია ყოველთა, წყალი და მთები მაღლები... წყალო, ცოდვა რად დაიდე დაიაურის ბალღების? არხოტს თეონა ჩასძახის: ჩემზე ნუ დარდობ, გელაო, ამ ცათა სასუფეველში შუქია, განა ბნელაო. ორივ ერთად მყავს ბოკვერი, - ანგელოზთ ვუმზერ ლამაზებს... შენთან ვართ, როცა ღონდები, როს ხედავ მზეს და ვარსკვლავეთს. ახლა იესოს ვუმღერი, მადლი ამსხმია მძივებად... მძიმეა სოფლის უღელი, ზეცაში არ მემძიმება. მაღლიდან ვუცქერ ხარჯიხვებს, ხანდახან ამეტირება... ჯარჯი დემეტრეს ჩაიხვევს, ღრუბელზე ჩაეძინებათ. ........................ ჩემზე ნუ დარდობ, გელაო, უფალთან არა ბნელაო! /თინათინ მღვდლიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2086
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩვენმა ფორუმელმა დადო Fეისბუქზე და მომეწონა
![]() ამ ჰაერგაცლილ ფილტვებს შენი ჩურჩულით ვივსებ გადაგიყვარო მინდა, რომ შემიყვარდე ისევ ისევ პირველად ვნახო ...ბაბუაწვერა ტყეში, ჩამოვიბანოთ თმები წვიმის პირველი თქეშით... ლოყა დამიწვას ისევ შენმა პირველმა კოცნამ მაგრად ჩამიკრა გულში გაგებუტები როცა... ნაძვის წიწვების გემო ტუჩს ააცალო ჩემსას შენი პეშვიდან წყალი ისევ პირველად შევსვა.. ჩემთან არ ხარ და -გხედავ არრას ამბობ და-გისმენ გადაგიყვარებ დღეს,რომ ხვალ შეგიყვარო ისევ! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Atm@n |
![]()
პოსტი
#2087
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
შემინდე ქრისტე!
შემინდე ქრისტე! ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი – ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა... და მე გაგყიდე! შემინდე ქრისტე! ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა... და მე გამოვუძეხ რაზმს შენსკენ! შემინდე ქრისტე! ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავ იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა... და მე გეამბორე! შემინდე ქრისტე! ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო, გაჭირვება დამიძმობილდა... და გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე! შემინდე ქრისტე! ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდნენ მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი – საკუთარი შვილის შიმშილს ვეღარ გავუძელ... და გაცვი ჯვარზე! შემინდე ქრისტე! ეს მე ვაჭამე ლომებსა და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამწვდილნი. ვეღარ გავუძელ... და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები! და ბოლოს როცა მოვიდა ჟამი... მოვძებნე თოკი... მოვძებნე ხე... ხელისკანკალით გავაკეთე ყულფი, ჩამოვაბი ხის ტოტზე... და მითხრა თოკმა... და მითხრა ხემ... და მითხრა მიწამ... და მითხრა ზეცამ... – შენდობილ იქმენ!.. ავტორი: რამაზ გიგაური http://lib.ge/book.php?author=1499&book=10238 -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#2088
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Atm@n
თავი მოიკლა? -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atm@n |
![]()
პოსტი
#2089
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
izi-bartki
არა, ცოცხალია ჯერ ![]() -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#2090
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Atm@n
კარგია, მაგრამ დასასრული არ მომწონს,ვერ მოსთხოვ ადამიანს სიძლიერეს,მაგრამ ის გააძლიერებს ვინც შეუნდო ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atm@n |
![]()
პოსტი
#2091
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
izi-bartki
საკუთარ თავს თუ არ შეუნდო ადამიანმა, ღმერთმაც რომ შეუნდოს აზრი არა აქვს. მეც ცოცხალი ვარ ჯერ ![]() -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
marine |
![]()
პოსტი
#2092
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შემინდე ქრისტე! შემინდე ქრისტე! ეს მე გაგყიდე ოცდაათ ვერცხლად... რადგან შენს წინაშე ცრემლებსა ვღვრიდი – ოღონდ მამაჩემი ნუ წავა-მეთქი ჩვენი სახლიდან. მაინც წავიდა... და მე გაგყიდე! შემინდე ქრისტე! ეს მე გამოვუძეხ მახვილებითა და წათებით აღჭურვილ გუშაგებს და მოვიყვანე გესთიმანიის ბაღში... რადგან ჩემს სიმსივნიან ძუძუმოჭრილ დედას, რომელიც ტკივილისაგან ხმაღლა კიოდა, თვალში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაუქრა... და მე გამოვუძეხ რაზმს შენსკენ! შემინდე ქრისტე! ეს მე გეამბორე და ვანიშნე მალქოზს, რომ შენი იყავ იეშუა... რადგან ჩემი ბავშვობა მოიფშრუკა ხმელი ბალახივით, დაიფშვნა და ქარმა გაფანტა... და მე გეამბორე! შემინდე ქრისტე! ეს მე გაგშოლტე, გნერწყვე კიდეც, დაგცინოდი და გაგინებდი... რადგან ჩემი ოცნებები ქარმა წაიღო, გაჭირვება დამიძმობილდა... და გაბოროტებით გშოლტე და გნერწყვე! შემინდე ქრისტე! ეს მე გაცვი ჯვარზე გოლგოთას... რადგან შემომეფანტნენ მეგობრები და გამიმრავლდნენ მოშურნეები და მტრები ფრიად. დამემშა ოჯახი – საკუთარი შვილის შიმშილს ვეღარ გავუძელ... და გაცვი ჯვარზე! შემინდე ქრისტე! ეს მე ვაჭამე ლომებსა და ვეფხვებს ქრისტეანები... რადგან საკუთარი თირკმელი გავყიდე და ეს ფული მხოლოდ მკვდრების დამარხვას ეყო, ხოლო ცოცხლები დარჩნენ ხელგამწვდილნი. ვეღარ გავუძელ... და მე ვაჭამე მხეცებს ქრისტეანები! და ბოლოს როცა მოვიდა ჟამი... მოვძებნე თოკი... მოვძებნე ხე... ხელისკანკალით გავაკეთე ყულფი, ჩამოვაბი ხის ტოტზე... და მითხრა თოკმა... და მითხრა ხემ... და მითხრა მიწამ... და მითხრა ზეცამ... – შენდობილ იქმენ!.. ავტორი: რამაზ გიგაური http://lib.ge/book.php?author=1499&book=10238 მომეწონა ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#2093
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Atm@n
მომეწონა მართლა ლექსი, დიდი ტკივილია შიგნით, ღმერთმა დიდ ხანს გაცოცხლოს ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
marine |
![]()
პოსტი
#2094
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“გაირბენს ეს დრო, ჩაივლის წლები”
გაირბენს ეს დრო, ჩაივლის წლები საათი დარეკს და ისიც მოვა… გამიფრინდება ბავშვობის წლები გავა ზაფხული და შემოდგომა… ... შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს დაველოდები მერე ცივ ზამთარს- - ბოლო ნახატი ჩემს სულს გაამხელს… მოვა ზამთარიც. გამოიცვლებით ჩაიძირებით მოგონებებში ოთახში ჩუმად გარდავიცვლები ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში… გასვენების დღეს იქნება წვიმა… წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ… მიმაბარებენ თბილისის მიწას და… მერე ალბათ დამივიწყებენ… /დათო კრაწაშვილი/ (სამწუხაროდ ავტორი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2095
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე შენ მოგიტან სიყვარულს ულევს
მე შენ მოგიტან სიყვარულს ულევს, ზედ შემოგახვევ როგორც ხვიარებს, არ ჩამეთვლება ალბათ ღალატად, ...შენთან მოსვლა რომ დავაგვიანე. მსურს ძველებურად მიმხელდე გრძნობებს, ვხედავდე როგორ აგორდა ცრემლი, ისევ ბავშურად მიკრეფდე იებს, თან მელოდია უკრავდეს ძველი... მე გულს მოგიტან იმედით სავსეს, თვალები გეტყვის ვიცი დანარჩენს, მე საუკუნის ცრემლებს მოგიტან, შენ გამომიტან ალბათ განაჩენს. დღეს სიყვარული კარდაკარ დამაქვს, შენ ვარდებს მირჩევ ისევ ცვრიანებს, არ ჩამეთვლება ალბათ ღალატად, თუ შენთან მოსვლა დავაგვიანე. /ლალი-ელენე ლაზაშვილი/ *** თეთრი დათვივით მოვიდა თოვლი და მხარზე უხმოდ დაგვადო თათი. თეთრი ფიფქები ცვიოდნენ თრთოლით, ჩვენ არ გვესმოდა ჩურჩული მათი. ...ჩვენ შინ დავბრუნდით შორ გზაზე მოვლით, ჩვენ თვითონ თოვლის ფანტელებს ვგავდით. თეთრი დათვივით გამოგვყვა თოვლი და აივანზეც შემოჰყო თათი. ვახუშტი კოტეტიშვილი *** "სული გაუტრუნავს უხეშ სინამდვილეს, ღიმილს დაუშვია ფარდა, აღარ შემიძლია არავის სიახლოვე შენი სიახლოვის გარდა... ისე მომენატრა შენი დაძახება ...ლამაზ გალობას რომ გავდა... უკვე ვეღარ ვიტან ვერავის გაღიმებას შენი გაღიმების გარდა.. .სულში ჩაფრენილა ათასი ტკივილი... კვლავ ვდგევარ გაღებულ კართან,გული ვერ აიტანს ვერავის დაბრუნებას შენი დაბრუნების გარდა.." *** "როგორც გაფრენა მტრედის, შენ მოსვენება გინდა. თოვლი ასეთი თეთრი, თოვლი ასეთი წმინდა. და როგორც სულის ტოლი,- ...სადა ხარ! - დღესაც გეძებ. აბრეშუმივით თოვლი ისევ ელვარებს მზეზე." *** "რა სასწაული მღელვარებით მოვიდა თოვლი, გადაათეთრა მიდამო და სული დათენთა, ცაში აიჭრა მოგუგუნე ბუხრების ბოლი, მოვიდა თოვლი და ბავშვივით დადგა კარებთან." *** "ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს. ...და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი.." *** "ბავშვობის მერე გადაკარგული, კარებს მოადგა თოვლი იანვრის , იქნება ახლა თოვა გაბმული, და ყველა კუნჭულ - ღობეს მიაყრის. ...და ისევ გიტანს ბავშვური განცდა, სოფელი... კერა... მქრქალი ღაღარი, და მოდის თოვლი, რომელიც ახლა, ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის ზღაპარი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2096
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩუმი ძახილი
მე გეძახოდით... ცხრა მთას გადაღმა ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა, ნეტავი... კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა, ხმამაღლა როგორ გაგიბედავდით! იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან იდუმალი და სწრაფი მარხილით... და თვით უწყიან, უფრო ადრიან - ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი, თორემ სხვა აბა, რას დავაბრალო, ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი... გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა, ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით. /ბელა შალვაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2097
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
დაგინახე და უცებ გიცანი, თუმცა მანამდე მე არასოდეს არ შემხვედრიხარ, ახლაც არ ვიცი, რატომ, საიდან უნდა მახსოვდე. დაგინახე და მივხვდი მაშინვე, რომ შენ გელოდი მთელი ცხოვრება და ამ დამქანცველ დედამიწაზე მაძლებინებდა ეს მოგონება! აბრეშუმივით ნაზი ხელები და შორეული მზერა მალული. მიყვარდი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, როდის დაიწყო ეს სიყვარული. მეც მარტოობის მკლავდა სახადი, ვიხადე, მაგრამ ვერ მოვიხადე. მიყვარდი, მაგრამ სანამ გნახავდი, ის არ ვიცოდი, შენ რომ მიყვარდი! მე დავიღალე და დავიქანცე, გადაირეცხა გზები მეწყრებით!... მე დავეძებდი მუდამ ვიღაცას და არ ვიცოდი, შენ რომ გეძებდი! მიყვარდი, როცა არც კი გიცნობდი, მუყვარდი, როცა არც კი მენახე... თითქოს უკვდავ სულს მარადისობის მივეახლე და ხელი შევახე. საუკუნეთა მკაცრი ქარებით ცის დალეწილი ჩანდა კარავი.... რატომ მახსოვდა მე ეს თვალები მწვანე, ზღვისფერში გარდამავალი?! თითქოს ოდესღაც შემხვდი ნამდვილად და უცებ მივხვდი რომ ის - შენა ხარ! რატომ მახსოვდა ასე ცხადივით ის, რაც არასდროს მე არ მერნახა?!... აბრეშუმივით ნაზი ხელები და შორეული მზერა მალული. მიყვარდი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი, როდის დაიწყო ეს სიყვარული. ვახტანგ ხარჩილავა ჰამლეტის ქნარი ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია! ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! მაშ შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია... წადი... წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!.. /გალაკტიონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2098
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
ტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შენარა! რკინისა კარი შეაბა, კლიტე მე მომცა, შენ არა! სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ, თავსა მე მივცემ, შენ არა, ვაჰ, თუ ზედ ისიც დამერთოს, მე მიყვარდე და შენ არა! /ხალხური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2099
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
არ მიხარია
არ მინახიხარ დიდი ხანია, აღარ ვიჩქარი წვიმაში, ქარში - და ძველებურად არ მიხარია მწვანე სინათლე ცარიელ ტაქსის. არ მიხარია, როგორაც მაშინ, კინოს ბილეთის დღისით შეძენა, არც ის მოხუცი, ამ ქუჩის გასწვრივ მარტში რომ ყიდის პირველ ენძელას. ნაპირზე მიველ, აფრაც დავუშვი, დამთავრდა შენთან - ცეცხლთან თამაში, და მე შევდივარ სხვა სიყვარულში, ვით მთვარე შედის ღრუბლის კარავში... /ოთარ მამფორია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2100
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
****
და ვფურცლავ დღეებს, თეთრ ფერებზე ლურჯად ნაწამებს, უკვე არ ვიცი, ვისი მინდა ამ წუთას ნახვა, ...მლაშე წვეთები დახლართავებ ისევ წამწამებს, ჰოდა, ამ დღესაც, კვლავ ნამიამს გადავშლი ახლა. ვაწყობ რიგებად, ლაბირინთში სტრიქონებს ვტოვებ, სამზეოს ვეძებ, სიბნელიდან იმედს ვუცქერი. ყელში ბურთივით ამოსულა ეს სიმარტოვე, კვლავ გადავშალე, დღესაც ერთი სველი ფურცელი. /ნანა მეფარიშვილი/ ქალი გვირილებით ისე ქათქათა და ხალასია, პირზე აკინძვია ღიმილები, რაღაც სხვანაირად ლამაზია, ...ქალი, ვისაც უყვარს გვირილები. უფრო თეთრთანაა საზიარო, ხალისს ვერ უმალავს ტკივილები, ქალი სხვანაირად ნაზი არის, თმეში გაბნეული გვირილებით. მკლავზე დაჰყოლია ლურჯი ხაზი, მხრებზე საოცარი თმების სუნი, თხელი ტერფები და ისე ნაზი, როგორც ახალპირა გაზაფხული. ხელში ბედისწერას აშენებენ, ფოთლებს დაჰყოლია ღიმილები, ღმერთო რა საოცრად ამშვენებენ, ქალებს საგვირგვინო გვირილები. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 03:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი