IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 104 105 106 107 108 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Dec 12 2012, 03:37 PM
პოსტი #2101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გაზაფხულამდე...

ჩაკეტავს მალე ეს ზამთარი ყველა შესასვლელს,
და აპრილამდე სულში სითბოს რაღა შეავსებს...
აიბუზება თოვლისფერი სევდა კარებზე,
...დაეკიდება თეთრი ცრემლი გრძელ წამწამებზე.

მოედებიან მოფარფატე ფიფქები არეს,
ჩამოღვრემილი სარკმელიდან გახედავ ღამეს.
სიჩუმეც, გრძელი ზამთარივით უტყვი გახდება,
და გაზაფხულის დადგომამდე არც რა ახდება.

დაიწერება ფიფქებივით თეთრი ლექსები,
უსასრულობას გაგიჟებად ამოევსები.
დარაბებს შიგნით გადაწვება ნატვრა სულამდე,
ღმერთო, ამ ზამთარს რა გაუძლებს გაზაფხულამდე.

/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2012, 12:50 PM
პოსტი #2102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თუ არ ატირდი...

თუ არ დაეცი, ვერასოდეს ვეღარ შეიგრძნობ,
რომ წამოდგომას რაოდენი ჰქონია მადლი,
როს ბედნიერობ,აბა მაშინ როგორ შეიცნობ,
...შენთან,შენს გვედით,ვიღაცას რომ აწუხენს დარდი.

თუ არ ატირდი,გაცინებას ფასი აქვს ნულის,
ჩვეულებრივი გეგონება ღიმილი მუდამ.
ღმერთის წყალობად რომ მიიღო არსობა პურის,
რომ დააფასო,უსათუოდ მოგშივდეს უნდა.

თუ არ დაგტოვეს,არ ღალატით გადინეს ცრემლი.
ორგულთა მოდგმის თუ უფალი არ გაგხდის მნახველს.
გაამაყდები, გეგონება ქვეყანა შენი,
ერთგულებასაც ჩვეულებრივს დაარქმევ სახელს.

თუ არ აგტკივდა,რას შეიგრძნობ სიცოცხლეს ისე,
რად გვავიწყდება ლხინის ჟამს რომ სანთელი გვენთო,
როს განსაცდელი მოთმინების ფიალას გვივსებს,
მაშინ მოვიხმობთ და გავყვირით გვიშველე ღმერთო.

მაშ მიმატოვონ, დაცემული უფალო ჩემო,
ერთგულების და წამოდგომის რომ ვიგრძნო გემო.

/ნანა მეფარიშვილი /


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2012, 11:07 AM
პოსტი #2103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

"თბილისი დაფარა თოვლმა და ნამქერმა,

ასეთი ზამთარი არავის ახსოვს.

შორი და თეთრია მთაწმინდა აქედან...

და შენც ხარ შორი და...

ძალიან ახლოს...

ასეთ თოვლს ნამდვილად ეკუთვნის სტრიქონი,

მეც რითმას დავეძებ უმთვარო ღამით,

მაგრამ შენ არსებობ ირგვლივ და ყოველთვის...

და შენ რომ არსებობ ხელს მიშლი ამით..."


* * *

ეგვიპტელივით
თაყვანს ვცემდი
ხეოფსს და ხეფრენს...
ნუ მიწყენ ღმერთო,
რაც ვიწამე
...მზემდე,
მთვარემდე...
ნუ მიწყენ ღმერთო,
თუ მცხეთაში
დალეწილ კერპებს
ჩემი წარმართი
საქართველო
შემოვავედრე.
სამაგიეროდ,
ახლა ვიცი
რა მადლმა გვიხსნა,
კურთხეულია
დალოცვილი ის წუთი,
ის დღე,
როცა თხოთის მთას
მოეფინა
ნათელი ღვთისა,
როცა იწამა მირიანმა
იესო ქრისტე.

\დათო ახლოური\


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2012, 02:40 PM
პოსტი #2104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სიყვარული თოვლში

არავინ იცის, რა არის ადრე,
რაა დროული ან სულაც – გვიან,
ვიღაც რომ გრძნობას თავად სულს აძლევს,
... ზოგიერთები სიგიჟედ თვლიან.

მე ახლა ზეცის სითეთრეს ვიმკი,
შენი ღიმილი აწყდება სარკმელს,
ფიფქს მხიარულად მოჰყვება ფიფქი
და ვის აკოცოს კისკისით არკვევს.

ქათქათა ფერი გაჩერდა დროში,
ამ წამებს როგორ გავეთიშებით?
ჩვენც ჩავეხუტოთ ერთმანეთს თოვლში,
დაე, გვიძახონ მერე გიჟები...

/ვანო კორძაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2012, 03:40 PM
პოსტი #2105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

ფანჯრიდან დაჰყურებ ქალაქს
და მისი ტკივილი გღლის,
ვერაფრით ვერ არგებ ლაგამს
... წარსულზე ატეხილ ფიქრს.
ფიქრი ემსგავსება ახლა
უცებ ამოვარდნილ ქარს,
ხესთან რომ იცინის გოგო–
მართლა რა ძლიერ გავს მას...
აწმყოდან ამოწმებ წარსულს
და სული გიჭირავს კბილით,
რას გაიხარებდი ახლა–
მისი უეცარი ხილვით...
ფანჯრიდან დაჰყურებ ქალაქს,
ხსოვნის ყველა წუთი გტკივა.
ჭადარი არ იმჩნევს თორე,
ვიცი,უსაშველოდ ცივა.
სიზმრის სიჩუმეა ახლა,
ცრემლი ფიქრს მეგზურად მიჰყავს,
ვიცი მე არ მიმხელ,თორე
დღესაც სიგიჟემდე გიყვარს...
ფანჯრიდან დაჰყურებ ქალაქს,
ქარს მიაქვს ფოთოლთა გროვა.
დღეს ვინ შეგიფარებს თორე,
ხვალ სხვა უსათუოდ მოვა.
ფანჯრიდან დაჰყურებ ქალაქს...

/ელენე თომაევი.2002.11.02./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2012, 11:35 AM
პოსტი #2106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

"ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...

... ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...

ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...

ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...

წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...

ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...

ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ,
პაემანზე დამხვდი.."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2012, 04:05 PM
პოსტი #2107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

გამომიწოდე
ფერმკრთალი და მღელვარე პეშვი,
იმ გაღმიდან,
... ამ გამოღმამდე,
გიორგობისთვის ერთ უცნაურ შემოთენებას
სასწაულივით რომ დაემგზავრა...
და როგორც
ქრისტეს ცეცხლისფერი საფლავის სევდას–
შიგ ჩაგიყრი
ჩემი თვალების
მარად შუქმფენ ციცინათელებს,
ყოველ ცისმარე
შენ რომ შენში
შიშით დაეძებ...

გამომიწოდე
ფერმკრთალი და მღელვარე პეშვი...

ლ.გაბური
21 დეკემბერი, 2012


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2012, 03:52 PM
პოსტი #2108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მზის ჩასვლა

მზე ჩადის...
ზღვისპირ ხოხობივით გდია დაისი,
ლურჯ მინანქარზე ცეცხლოვანი ლანდი ანთია.
... სანაპიროზე აღტაცების ხმები გაისმის:
-რა ლამაზია!
-რა დიადია!
საოცარია,
მზის ჩასვლამდე რად ვერ შევნიშნეთ
მისი ნამდვილი სილამაზე და სიდიადე?

/შოთა ნიშნიანიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2012, 12:16 PM
პოსტი #2109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
ქალი თუ ბედმა სათაყვანო კერპად გახადა,
შეყვარებულებს ეჩვენებათ ქალი ნახატად.

ქალსა და ნახატს საერთო აქვთ ერთი თვისება:
... უნდა მრავალჯერ შეიცვალო ჭვრეტის მანძილი,
რომ უფრო სწორად შეაფასო მათი ღირსება
და უფრო იგრძნო სილამაზე მათში განცდილი.

/შოთა ნიშნიანიძე/


***
როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ,
შენი თვალების მზით ვარ შემცბარი,
მე გაზაფხული თავი მგონია
და შენი სახით მომყავს მერცხალი.
... როცა მარტო ვარ – ღიმილით მოდის
ერთი,
მეორე,
მერე მესამე:
- მაშინ იმ გოგოს რომ მიჰყვებოდი,
გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?!

/შოთა ნიშნიანიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2012, 12:48 PM
პოსტი #2110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზამთარი

იყინებიან ჩიტუნები დაბურულ ტყეში,
ზამთარი შმაგი მძვინვარებით სიცივეს აფრქვევს.
შავად აჩნია მძვინვარებით თევზების ლაქა
... მბზინავ ყინულის ქათქათა სარკეს.
მამებს ბავშვები შემოუსხამთ ცეცხლის ახლოს და
სიცივე მაინც ძვალში ატანს ცეცხლის წინაშეც.
რა ეშველება იმ საცოდავ, მოხუც მათხოვარს,
უნუგეშოდ რომ დარჩენილა გარეთ, ყინვაში;.

/პერსი ბიში შელი,მთარგმნელი ჯიჯეიშვილი მაია/

* * *
ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
... ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.

/გელა დაიაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2012, 10:57 AM
პოსტი #2111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

"შენ ისე ნატრობ თოვლსა და ბარდნას,
ვით საქორწილოს ნატრობენ კაბას,
ახლა რომ თოვლი მოვიდეს მართლა,
სიხარულისგან იტირებ ალბათ.

... შენ ისე ნატრობ მოვიდეს თოვლი,
ითოვოს დიდხანს, ითოვოს გაბმით,
შუაღამისას რომ გითხრან - ბარდნის,
ქუჩაში გახვალ ზაფხულის კაბით.

...მალე, სულ მალე მოთოვოს ნეტა,
თოვლმა დაფაროს გზები, პარკები,
მოვალ, მოგძებნი და შენთან ერთად,
იმ თოვლში სადმე დავიკარგები..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2012, 03:26 PM
პოსტი #2112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“


28 დეკემბერს, 15:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ.სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის - „წმინდა ნინოს ჯვარი“ რჩეულ ლექსთა კრებულის პრეზენტაცია და გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2013, 02:49 PM
პოსტი #2113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
მე დაგათოვდი მონატრებად ცის მწვერვალიდან
და ეს სითეთრე ჩაგისახე მისგან მანძილით,
არც კი მინახავს შენი სახე თებერვალიდან,
თუმცა აპრილთან გავიშალე ისევ ყვავილით.
...
მე გავზაფხულდი მონატრებად შენთვის თავიდან,
შენ რომ გიხილო სიყვარულის ტრფობის მანდილით,
ალბათ მარტშია მონატრება მაინც მარტივად
და მეც აპრილში გივარდისფრებ ვარდებს ატმის თმით.

ახლა მივყვები შენს ბილიკებს ფიქრის ნაპირთან,
მზეს რომ ვუცქირო უდაბნოში თოვლის ბარდნის ხმით,
მე ხომ ბუნებას ვექარგები ლექსის ქარიდან
და შენც გიძღვნი კვირტის ფეთქვას ცად, რომ გავიშლი.

/შალვა ლონდარიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 9 2013, 10:41 PM
პოსტი #2114


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
მე დაგათოვდი მონატრებად ცის მწვერვალიდან
და ეს სითეთრე ჩაგისახე მისგან მანძილით,
არც კი მინახავს შენი სახე თებერვალიდან,
თუმცა აპრილთან გავიშალე ისევ ყვავილით.
...
მე გავზაფხულდი მონატრებად შენთვის თავიდან,
შენ რომ გიხილო სიყვარულის ტრფობის მანდილით,
ალბათ მარტშია მონატრება მაინც მარტივად
და მეც აპრილში გივარდისფრებ ვარდებს ატმის თმით.

ახლა მივყვები შენს ბილიკებს ფიქრის ნაპირთან,
მზეს რომ ვუცქირო უდაბნოში თოვლის ბარდნის ხმით,
მე ხომ ბუნებას ვექარგები ლექსის ქარიდან
და შენც გიძღვნი კვირტის ფეთქვას ცად, რომ გავიშლი.

/შალვა ლონდარიძე/


თოვლზე და აპრილზე გამახსენდა : )

ისე ლამაზად გათოვდი ჩემში,
ცას შეშურდა და ჩამოწვა ტყეში...
ფიქრები უხვად მათოვდა თქეშით,
წვიმად დამადნა ფიფქები თმებში...
ისე ურცხვი ვარ შენთან გრძნობებში,
არ გერიდები, ხელს მოგხვევ წელში,
როგორც ატმის ხის სურნელი ს უ ლ შ ი...
გულის კედელზე მედები სევდით...
ისე უსიტყვოდ დაეცი ჩემზე,
როგორც ფოთლები ოქტომბრის თვეში...
ისე გაგთელეს ჩემმა გრძნობებმა,
როგორც მარტის თვე აპრილის ხელში...

/ბესო ზანგური/


ესეც ზანგურის ბარემ http://www.youtube.com/watch?v=O6ZNRsGRWCo


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2013, 01:34 PM
პოსტი #2115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
... ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგaს,
ნალ–მიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი,
არც მე ვიქნებოდი ქმარი....

/მერაბ არაბული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2013, 01:49 PM
პოსტი #2116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქალი ორ–სული

შენი ნაბიჯი ძალზედ ფრთხილია,
ხარ ანგელოზი ზეცით მოსული.
ნაყოფიც შენი, ისე ტკბილია,
... ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორ–სული.

ცხრა ნეტარებად და მზის ცხრა სხივად,
ცხრა თვე იესოს ხელები გარწევს,
და ალბათ მოსვლა გიღირდა იმად,
რომ პირმშოს ხელში ღიმილით ასწევ.

შენ ანგელოზი დაგყვება კვალში,
ლამაზ სხეულზე გასკდება კვირტი,
მოევლინება ქვეყანას ბავშვი,
ამ საოცარი გრძნობისკენ ილტვი.

გულში გიფეთქავს მეორე გული,
ამ სასწაულით, თავად მოსული
და სხეულს შენსას სხვაგვარად უვლი,
ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორ–სული.

/ნანა მეფარიშვილი/

ფოთლები

ჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი,

ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა,
...
გამოურკვეველ მწუხარებაში

მზეს სული უწუხს და გული სტკივა,

ნოემბრის ქარმა ყვითელ ფოთლებით

კვალ-ბილიკები გადაიარა,

ფოთლები სწყდება იმ გატაცებას

და შემოდგომის მეფობს იარა.

/გალაკტიონ ტაბიძე 1915./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 15 2013, 02:44 PM
პოსტი #2117


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
გაიხარე მარინე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2013, 03:15 PM
პოსტი #2118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Jan 15 2013, 03:44 PM) *

marine
გაიხარე მარინე...


შენთან ერთად, გურამ wub.gif


მოდი

ყმაწვილებივით აჯანყდებიან,
შენთვის დაღლილი, ჩემი ფიქრები,
სანამდე ისევ აცრემლდებიან
... და შავ ხევების ნისლად მივქრები.
მოდი, გამოჩნდი და დამიყვავე,
ზვავებმა სადმე ხომ არ ჩაგჩუმქრეს,
გაძარცულ ცაცხვზე შემომჯდარ ყვავებს,
თუ არ დაბრუნდი, რა გააჩუმებს.
მოდი და მენდე, და ნუ გამოსცდი,
ჩემს სიმარტოვეს, სიტყვებს და ფიქრებს,
სადა ხარ, ქალაქს ალბათ გამოცდი,
თორემ საათიც, უკვე, ფეხს ითრევს.
ქარმა მორეკა ღრუბლების ფარა,
ჩრდილი დააწვა გაღმა ნაპირებს,
ჩვენმა ტირიფმა, თავი დახარა,
სადა ხარ. . . მგონი წვიმას აპირებს.

საშა გველესიანი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2013, 12:09 PM
პოსტი #2119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვინც შიმშილს უძლებს,
იმათ ნაცვლად მინდა მშიოდეს,
რომ ამ მიწაზე
სხვაზე მაძღრად არ დავდიოდე.

... ვინც სითბოს ნატრობს,
იმათ ნაცვლად მინდა მციოდეს,
რომ ამ მიწაზე
სხვაზე მყარად არ დავდიოდე.

ვინც სიკვდილს ეძებს,
იმათ ნაცვლად მინდა ვკვდებოდე,
რომ ამ მიწაზე
სხვაზე დიდხანს მე არ ვრჩებოდე.

ვინც სიკვდილს ებრძვის,
იმათ ნაცვლად მინდა ვიცოცხლო,

იქნება მეტად დავაფასო
სხვისი სიცოცხლე.

/თამარ რუხაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2013, 03:19 PM
პოსტი #2120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორ ვარ?
- რა ვიცი...
არც ისე,
როგორც სურს
ძმასა და მოყვარეს.
... ყოველდღე
გზას ვუთმობ
ნარცისებს,
რომლებმაც
ღიმილი მომპარეს.

როგორ ვარ?
- რა გითხრა...
ისე რაა...
ვხედავ რომ,
დღითი დღე
ვბინდდები.
ფიალა
ბალღამით ივსება,
შარბათით
სავსეა ჭიქები

და მაინც
ფიალას გამოვცლი,
ნაწყენი
არ დამრჩეს
სუფრა რომ...
როგორმე
თუ მიწას
გამოვცდი,
კალთაზე გემთხვევი,
უფალო...

როგორ ვარ?
- არ ვიცი,
რა გითხრა...
ისე რაა -
გიღიმი ამაოდ...
აღარ მსურს
დარჩენა
აქ დიდხანს,
მე ცოდვილს,
ნუ მიწყენ,
მამაო!!!
\დათო ახლოური\


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 104 105 106 107 108 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 02:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი