![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
qetevano |
![]()
პოსტი
#2121
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
მე მისი ყველა ლექსი მიყვარს
![]() რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან, შენ გეკითხები, ცაო ნათელო, ამ უხეირო ლექსების გარდა რას გავუკეთებ მე საქართველოს? რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან, თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო, ამ უხეირო ლექსების გარდა დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო. რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. ლადო ასათიანი -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
![]()
პოსტი
#2122
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მ ა გ ნ ო ლ ი ა
მაგნოლია, მშვენიერო დედოფალო, შენი სახის სილამაზე მათბობს, აბა, გვერდზე რა სიმშვიდით ჩაგიარო, ... როცა შენი სურნელება მათრობს. ნეტარებით გაგიშლია ეგ მკლავები, და არავის არ იკარებ ახლოს, იქნებ მართლა სიამაყე შეგპარვია, ანდა სატრფოს მოლოდინი გაკრთობს. ყვავილები პატარძლობას იჩემებენ, უხმოდ დგახარ, არაფერს არ ამბობ, თუმცა, ერთხელ მზის სხივებმა ჩაგჩურჩულეს, პატარძლების პატარძალი ხარო. სულ ცოტა და მოვარდება უფლისწული, შემოანგრევს შენი ბაღის კარებს, ფრთხილად იყავ, თეთრი კაბა არ დახიო, თორემ ვიღა გაათეთრებს ღამეს. ლალი-ელენე ლაზაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2123
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შვილიშვილებს მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს, და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს, ქარს იმ ქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას, დიდებულია! გარდვიქცევი უცებ წინაპრად. და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას. მე წავალ რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები. მე გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით, მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით; მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე, სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ! მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ, თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ. დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ. ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერეც სხვათა მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ. /რევაზ თაბუკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2124
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
მე მოვედი, მაპატიე ღალატი, მაპატიე, მაპატიე ყოველი, ჰე, უფალო, დამიფარე მარადის, ვიტანჯები შენი უარმყოფელი. ... რაც კი მქონდა გავატანე ქარებს და, ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი, მიყრდნობილი ვტირი, საყდრის კარებთან, მინდა ვიყო სინანულის მწირველი. მე მოვედი, დაკარგული კრავი და, ხეტიალით მტკივა სუსტი მუხლები, რაც მომეცი, ყველაფერი წავიდა, და არ დამრჩა მცნება ხელებუხლები. მე მოვედი და ისე ვარ დაღლილი, ჰე უფალო, მაპატიე ყოველი, შენს წინ ვდგავარ ახლა თვალებდახრილი, მე პეტრე ვარ, შენი უარმყოფელი… /მამა მეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2125
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დემეტრეს... /გელა დაიაური/
მომენატრე, ჩემო შვილო, შენს ცრემლიან თვალებს ვფიცავ, დარდი უნდა შემოგჩივლო, ... ვისაც არ გეღირსა მიწა... ყურს არღუნის ჩარჩა ხველა, გული გამეხლიჩა სამად, ვერაფრით რომ ვერ გიშველა, რატომ არ მოგიკვდა მამა... მოდი, მამას უდარბაზე, გეფიცები, შენს სულს, შენს თავს, ყოველ ავლა-ჩამოვლაზე, შლეგ არღუნის ტალღებს შანთავს... მოდი, გამოტეხე კარი, მოდი, გამინათე ცანი, ანგელოზის სიანკარით, მომანათე ორბის თვალნი... მოდი, შენ შემიშრობ ცრემლებს, მონატრების პერანგს ვიცვამ, ხომ წესია, ჩემო დემე, უნდა დამაყარო მიწა... მოდი, დამანატრე თავი, თუ მანდედან ვინმე მოდის, თან ცივია ეს გულშავი, როგორ გამეყინებოდი... 3.11.2010 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2126
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,
წამოგიქროლა, ქარმა გაგთელა, რა იოლია სხვისი ტკივილი, ... რა ადვილია სხვისთვის სათქმელად! /ტარიელ ხარხელაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2127
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაფერს ნუ ამისრულებ,
ნუ გამიმეტებ, ღმერთო! მე მირჩევნია ჩემს მაგიდაზე ნატვრის ლამპარი ენთოს, ვიდრე ნატრული ბედით კმაყოფილს, ... ნატვრა არ მქონდეს ერთობ... გემუდარები, ყველაფერს ნუ ამისრულებ, ღმერთო! /მორის ფოცხიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2128
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე უძილობა დამჩემდა ისევ,
ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც, და მენატრება მზის ამოსვლამდე ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება. ... შენ უძილობა დაგადეს ტვირთად, სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც. შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ, და უყვებიან ერთურს დილიდან. და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე, ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში, ოცნებების და ნდომის ამარა ცივ ლაჟვარდების სინარნარეში. ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც, ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები? გადმოვივლი და, თვითონ უძილო, შენს უძილობას შევეხიდები. კოტე კაკიტაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2129
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სუნი გაზაფხულის ფანჯრებს ეფერება,
გული სიყვარულით ისევ მელექსება... ტანჯვას რა გამოლევს, მაინც მემღერება... ... ქალი ქალია და სევდაც ეჩემება...." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2130
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად... თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა ... გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით – ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ... მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ... როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი... წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს ტალახებით მოხატული ქვაფენილი გზები უკვე გუბეებმა გადათელეს... თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით... თქვენი დარდით... ალბათ ფირქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ... უკაცრავად... ქალბატონო... შემიყვარდით..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2131
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიყვარს,
ვუყვარვარ - რაღაც სხვაა, რაღაც ღვთიური, გამიღიმებს და ... გამახსენებს ღიმილს იათა. ეს სიყვარული უცხოა და ფანტასტიური, მისი ხატება სიზმარივით ამეკვიატა. მიყვარს, ვუყვარვარ... აღარ ვიცი რა ვთქვა უფალო, დღეს ეს სამყარო ფიანდაზად დამეფინება... მე სიყვარული ოცნებიდან ვიხმე უბრალოდ, ახლა ჩემია, მიხარია დ ა მ ე თ ბ ი ლ ე ბ ა! \დათო ახლოური\ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2132
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
“შენთან ძილი მინდა,შენგან შვილი მინდა, შენი სიცოცხლისთვის _ თუნდ სიკვდილი მინდა. შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა. შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. ... ჩემი არ მეყოფა _ სხვისი წილი მინდა, სხვა დაბადებისდღე _ სხვა ქორწილი მინდა! შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა. შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა. მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა. შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა. შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა. ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა. /ტარიელ ჭანტურია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.ნინო |
![]()
პოსტი
#2133
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
marine
მიყვარს ეს თემა, მადლობა რომ აცოცხლებ <3 -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
marine |
![]()
პოსტი
#2134
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine მიყვარს ეს თემა, მადლობა რომ აცოცხლებ <3 ![]() ![]() რომელთაც სამშობლო უწოდებს მეომრებს "დაიწყო ომი და მე ვშიშობ, რადგანაც მიდიხარ, ჩემში კი დატოვე მეორე, ვხვდები, რომ ცოლობა ძნელია კაცების რომელთაც სამშობლო უწოდებს მეომრებს. ძალაა, ჰო რაღაც უზღვავი ძალაა უყურო იმედით გზას, ალბათ მოვა და წუთით ან სულ წამით ეჭვები გიხუტებს და მერე იმედებს დამტვერილს მონახავ. გულის საშრობშია ან დაკიდულ თაროზე, წიგნის რომელიღაც ფურცელში ინახავ ნაჩუქარ ყვავილს და ახალის ლოდინში ომი კვლავ გრძელდება, უბრალო თიხა ხარ... მუცელზე დაიდებ ხელს, ალბათ გტკივა და შენიდან წასული განცდები შვილისთვის იგივე დარდია, მარტო ხომ აღარ ხარ, არ გძინავს და მაინც ლოცულობ ძილის წინ. გითხრეს, რომ უკუდო ვერტმფრენით იფრინა, ცახცახებ, ვაი თუ... არა! ის შესძლებდა... ოთახი ნელ-ნელა სივრცესაც კარგავს და ჰაერი არ გყოფნის, მიდიხარ მეტეხთან. ღმერთს ეძებ, მერე კვლავ ოთახში პოულობ იქ, სადაც ყველაფერს სუნი აქვს მისი და ლოგინი დიდია, დღეს ასე იფიქრე, მის ბალიშს ხელებით გულისკენ იზიდავ. ჩამოვა?! არ გინდა ეჭვების შეტანა იმედში და შენში დარჩენილ მეორეს, უყვები, ძნელია შვილობა კაცების, რომელთაც სამშობლო უწოდებს მეომრებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2135
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ფიქრის გვირილებს ვაკონწიალებ, ვებრძვი ღამეთა უცხო ზმანებებს, ... და სიყვარულით სავსე ფიალებს, მხოლოდ და მხოლოდ უფალს ვანებებ... ხანჯლის ფხასავით გულს ნუ ეგები, რა ვუყოთ, სისხლით საწუთრო სცადე, მე დაგიბრუნებ მისხალ და მისხალ, უჩემოდ გავლილ წლებსა და წამებს... შენ ნუ იდარდებ, მზე შუბისტარზე თუ დაიხარა და ჟამი სამხრობს, ეს დილა იყო, ეს ზამთრის დილა, გაზაფხულით რომ მივსებდა სამყოფს... ლ.გაბური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2136
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიყვარულში, რომ გამოგიტყდი,
გახსოვს ძვირფასო, ოდესღაც, მაშინ? სულ ორიოდე, უბრალო სიტყვით, გამოგიტყდი და ავფრინდი ცაში! ... მას შემდეგ ბევრი გავიდა წელი, მე არ მიგრძვნია, ამ წლებით დაღლაც, ჩვენ ერთად ვარამს, ბევრს გავუძელით და მეცხრე ცაზე დავფრინავ ახლაც. შენი ღიმილი დღესაც მაოცებს - გამომწყვდეული თვალებში ჯინი, და ნაფეხურებს ჩიტის - ნაოჭებს გიკოცნი, ისევ ყმაწვილურ ჟინით. მე ყველა ლამაზს, იდუმალ ვეტრფი, ლექსით დავუვლი და ავიანცებ, მაგრამ ერთადერთს, ერთადერთს მეთქი ვერ შეგადარებ, შენ, სხვა დიაცებს. მე შენში მიყვარს, სისხლი ქართული, იბერიის და კოლხას ნაჯვარი, სისხლი, დიდგორის ველზე დანთხმული!... შენა ხარ ჩემი ხმალი, აბჯარი! მე შენში მიყვარს, ჯიში, ქართული, გაგიზიარე, მითაც უღელი, შენით დავდივარ წელგამართული და შენითა ვარ მე ქედუხრელი! მე შენში მიყვარს ცრემლიც, ქართული, უკვე დაღვრილიც და დასაღვრელიც, ზვიადაურის სიკვდილს დართული, შენი სევდა და შენი ნაღველიც! მე შენში მიყვარს, ღვინო, ქართული, ბაგეთა შენთა ალადასტური, სიტყვა ქართული, ლექსად ხლართული, შენი თვალების ჩუმი დასტური! მე შენში მიყვარს, სქესი, ქართული, სქესი კრავაის, სქესი ცოქალის, სქესი ნინოის - ჯვრადაღმართული სქესი მაიას, წყნეთელი ქალის! მე შენში მიყვარს, სული, ქართული, სული მოსული, დღემდის წინაპრის, სული - წარსულის სხივით ქარგული სული - ნათება შენში კელაპტრის!... მე შენთან ყოფნა, აროდეს დამღლის, შენთან ვიქნები, ალთას, თუ ბალთას, ვით ფეხადგმული, პატარა ბალღი ვებღაუჭები, დღესაც, შენს კალთას.. /კახა შალამბერიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2137
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენსკენ..........
შენამდე......... შენდარი........ შენით........... შენებრ.......... შენსავით....... შენს გამო....... შენთან.......... მორის ფოცხიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2138
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე ამინდი საგრძნობლად მშვიდია, მანცვიფრებ... ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები, ... ქარია - მომიტანს რამე ჭორს, მე ვამბობ, არ მომენატრები, შენ სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ, ვარსკვლავნი აენთნენ , რომ ვხედავ , შორი_შორს საკმაოდ, მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც, მუდმივად რაღაცა მაწამებს და ჩემში მუდმივად ბინდია, და მაინც მიზიდავს წამწამებს მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია. შორს სადღაც ჰყვავიან ატმები, ქარია - მომიტანს რამე ჭორს, მე ვამბობ, არ მომენატრები, შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2139
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ვცხოვრობ ცაზე
მთვარესთან ახლოს, ღამე თან მახლავს, მაცილებს სახლთან… მე საკუთარი ... სინათლეც მათბობს… მე ვცხოვრობ ცაზე მთვარესთან ახლოს, ღამეზე ახლოს, ღრუბლებზე ახლოს და საკუთარი სიბნელეც მაკრთობს... და ღამე ახლაც მაცილებს სახლთან, ძილი ზის თავთან ლურჯ სიზმარს ხლართავს. მე საკუთარი სინათლეც მათბობს და მაინც მინდა გათენდეს სხვასთან. /თამარ რუხაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2140
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,800 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქალს თუ სიბერეს არ დააყვედრი
ქალმა გშობა და ქალმა გაგზარდა, ქალმა აგინთო გრძნობის ლამპარი, ქალმა გაქცია ნამდვილ ვაჟკაცად, ... ქალთან აგიხდა ცხადად სიზმარი. ქალის ღიმილი მზის ღიმილია, რა ვუყოთ თუკი ოდნავ ბერდება, დრო მსახვრალია, არავის ინდობს, ყურად არ იღებს მოკვდავთ ვედრებას. მიჰქრის და მიაქვს ახალგაზრდობა, აღარც შენა ხარ პირმშვენიერი, გვერდს თუ შემოგრჩა ქალი ერთგული, იცოდე მაშინ ხარ ბედნიერი. ქალს თუ ცხოვრების იმედს წაართმევ, გზას გაუმრუდებ, მიიყვან ხრამთან, არც ის დაგინდობს,ერთი ხელმოსმით, უცბად მიგიყვანს სამარის კართან. ქალს თუ ქალობას აჩუქებ გულით, თუ აუყვავებ ალერსით სახეს, იცოდე, ქალი არ გიღალატებს და არ შეგირცხვენს ვაჟკაცის სახელს. ქალს თუ ჭაღარას არ დააყვედრი და არ დაუთვლი სახის ნაოჭებს, დარდიან თვალებს თუ დაუკოცნი, ის სიყვარულით კვლავ გაგაოცებს. ქალი სიცოცხლე, ქალი მშვენება, ქალი კი არა ნაღვერდალია, ასეთი ქალის წლებით ლოდინში, ბევრმა სიცოცხლე ცალად გალია. გიული ჩქარეული -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 11:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი