![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2141
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ნუ აკვირდები
ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს, არას გეტყვიან ჩემი თვალები, მე საგიჟეთის პალატაც ვნახე ... და ჩარაზული ციხის კარებიც... ...ვისწავლე გულში ჩამარხვა სევდის, ნაძალადევი სიცილიც ვიცი, მე აღარა მწამს თვით ღვიძლი დედის და არა მჯერა არც ერთი ფიცის... შენ ვერ გაიგებ, მე რა მწადია, შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს, ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს, მე ამ მშფოთვარე დედამიწაზე... ...ნუ შემომფიცებ მე ერთგულებას, არ დავიჯერებ, რაც უნდა ითქვას, მე ქვეყანაზე არ მეგულება გაუტეხავი არც ერთი სიტყვა... შენ ვერ გაიგებ, მე რა მწადია, შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს, ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს მე ამ სისხლიან დედამიწაზე. /პეტრე გრუზინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2142
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
"მაპატიე, თუკი ისევ შეგაწუხე ძილში თუკი დაგიძახე დედა, ჩემს ირგვლივ ხომ ყველაფერი ნათელია ამ ნათელში მე სიბნელეს ვხედავ. მაპატიე დედი თუკი ვერ შევძელი გავუმკლავდე ამ ცხოვრების ქარბუქს მაპატიე თუკი ცრემლად დავიღვარე დამიჯერე მე ტირილი არ მსურს. მაპატიე დედი თუკი ვერ გავძელი უშენობით გადაღლილა სული, მენატრები დედი მუდამ მენატრები ახლა ვიგრძენ სიმარტოვე სრული. გულში სევდა ჩამისახლდა ცივი გამათბობდა ახლა შენი სხივი. როგორ ვნანობ 6 იანვარს დედა ეს რა მწარე შობა გამითენდა... მეზიზღება დაწყევლილი ის დღე და ბრალდებულს ვეძებ ყველა სულში, მაპატიე ცივი რომ ვარ დედა აღარ დამრჩა თბილი გრძნობა გულში. მოგონებებს ვერ ვივიწყებ რა ვქნა.. მახსენდება მე ცხედარი ცივი, გაყინული ხომ იყავი დედა?! მაგრამ ჩემთვის სულ იყავი თბილი. რაც დრო გადის მენატრები ძლიერ რაც დრო გადის უშენობა მზარავს, გაწამებულ ჩემი სულის ფიქრებს მხოლოდ ყალბი გაღიმება ფარავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2143
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დუმილს,სიწყნარეს და სიმშვიდეს დაედო ფერი, ხმაურს,ჟრიამულს,აურზაურს გადაეფარა. ვერ მიპოვნია სიყვარულის, დრო შესაფერი, უსიყვარულოდ შეყვარება გადამეყარა. /ანტონ გაგუა/ პატარა ხარ და დიდი, აღელვება და მშვიდი. დილით მზე, ღამით მთვარე, პატარა ხარ და დიდი. /ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2144
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მხიბლავს სიშორე, სხვა სიახლოვე რომ ვერ ედრება, მორცხვად დახრილი სიყვარულით სავსე თვალები,
მოხშირებული საუბრები ღმერთთან - ვედრება... რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები... /ირაკლი გაფრინდაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2145
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ორსულობა
შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს... ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს... გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი - ... გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი... ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ, ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ... მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა - შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"... ჩემი პერანგიც აღარ გეტევა, ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას... ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს - მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს... /ირაკლი გაფრინდაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2146
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცხოვრება რაა?
ხან ნატვრაა, ხან გაოცება,- საქმეებისთვის ვეღარ ვიცლით ფიქრის მონები. გუშინდელი დღე - ხვალინდელზე იყო ოცნება, ხვალ კი ვიცხოვრებთ დღევანდელი დღის მოგონებით" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2147
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ტირი?..
-ხო ვტირი... -მერე და რატომ? ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო… გიყვარს? ... -ჰო,მიყვარს… "რამ შეგაყვარა?"-დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი, ქარი კი დაქრის დღისით და ღამით. და მეკითხება:" რად გიყვარს მაინც?" -თუ გიღალატა და მიგატოვა ის სიყვარულის რაღა ღირსია? -დამნაშავეა...მაგრამ რა ვუყო რომ ჩემი გული მხოლოდ მისია… -პატარა ქალო!ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ-ის ხომ სხვისია! -გაჩუმდი ქარო...ნუ ვეყვარები არ დავუჩოქებ,ნება მისია, მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად,ნისიად…" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2148
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
იცით, რა მინდა? სიყვარული მინდა მაწვიმდეს! მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს, ... მან, რაც წავიდა, აღარაფრით ავნოს აწინდელს, დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს, ჩემი მზერიდან თქვენს მზერაში გადავნაწილდე, ბევრი არ მინდა, სიყვარული მინდა მაწვიმდეს... /მანანა ფრუიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2149
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
მე თანახმა ვარ, გაზაფხული შენით დაიწყოს, მე თანახმა ვარ, რომ სტროფებიც შენით აიწყოს. ... მე თანახმა ვარ, სიკეკლუცით ცოტა მაწვალო. მე თანახმა ვარ, შენ რამდენიც გინდა გაცალო. მე თანახმა ვარ, ვიყო შენი ყოველი წამი, შენს ამოსუნთქვას ყურს ვუგდებდე მე ყოველ ღამით. მე თანახმა ვარ დაგელოდო, შენ კი– მოხვიდე. მე თანახმა ვარ ჩაგესუნთქო, ხელი მომხვიე. მე თანახმა ვარ საკურთხეველთან, შენც იგივე თქვა. მე თანახმა ვარ გყვავდეს შვილი, რამდენსაც მომცემ. მე თანახმა ვარ, ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ. მე თანახმა ვარ, შვილიშვილები სოფლად ვატაროთ. მე თანახმა ვარ, რომ პირველი წავიდე მიწად, შენ როცა მოხვალ, თბილი დაგხვდეს ჩემს გვერდით მიწა. /ნოდარ რევაზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2150
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სხეულს გიძერწავენ იასამანები,
თმებში აგეხლართა გროვა კესანების. აღარც მაგია და აღარც შამანები, ანგელოსებისას ზეცას ვესალმები. /ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2151
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
L O V E
უცებ შემოიჭრა სულში აპრილი და ნუშის ფნტელები თეთრად დააფინა... და ზღვა მონატრების მყუდრო ნაპირიდან ... ვინ არ გაგიჟდა და ვინ არ გააფრინა... შენ რომ ისველებდი ტერფებს მიმოზებით, მხრებზე ჩამოშლილი კრთოდა ენძელები, მზისგან მოქსოვილი კვართით იმოსები სხვისთვის მტკივიხარ და ჩემთვის მეძნელები... უცებ დამადექით შენ და გამარტება, ჩემზე მეტი ხარ და ვერსად დაგატიე, მიჭირს ყველა აზრის თქმა და განმარტება, ასე უაზროდ რომ L O V E, მაპატიე... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2152
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული,
ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება. მე კი ჩემს გრძნობებში აწურული, შენი უხმო ლანდი მენატრება.... ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი..., ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება. მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი, დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება... ჰოი რა დღეები გაფრენილან ვნანობ და ჩემი თავი მენანება, შენი ალერსი მენატრება... მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ, წლები კი რა უაზროდ მეფანტება. ისე დავიღალე მარტოობით შენი მონატრებაც მენატრება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2153
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აღმომაჩინე " .
" ჩემში იწვის და ბორგავს ყოველი გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს ... ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი გემუდარებით აღმომაჩინეთ აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა იქნებ ვშრიალებ თქვეს წინ ჩინარად იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი გემუდარებით აღმომაჩინეთ ჩემში ზღვა ბორგავს ღელავს ზვირთები ნაზი ქარშავა ტალღებს აცინებს მალე ჯებირებს გადმოვდინდები გემუდარებით აღმომაჩინეთ რუსუდან გიგინაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2154
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ვნიძლაობთ, რადგან მსურს შენი მჩატე, სუსტი თითები ხელში მეჭიროს. ... მე შენს ტრფობაში სიცოცხლე ჩავდე და ღმერთმა ნუღარ გადამარჩინოს. ვით მეყვავილე ნაზი კვირტების მოალერსეა მხოლოდ გაშლამდე, შენი დაკარგვით შენაშინები ვეღარ გელევი ხელის ჩაჭრამდე. მოიგე.. ზღვისპირს ერთად მივყვებით, და სველ გირლანდებს მოჰგავს ნავები, ჩემს საქციელში შიშით გიტყდები, შენ კი... თავიდან მენიძლავები. /ჭაბუკი ქოიავა/ * * * -ხელები. -ხელები. -თითები. -თითები. ... -შეხება. -შეხებით ნუ გადაფითრდები. თალია მითია. მთვარეა უსახო ლამფა და ფითილი და ღამის ტუსაღი. მე მახსოვს ოთახიც, საწოლიც, სარკმელიც, კარადაც, რომელშიც კაბები ეკიდა. შენ - მხოლოდ პეპლები, ფერებს რომ აკმევდნენ, ფრთებით რომ დაფარეს პატარა ეკვდერი. ვარდების მოკრეფა მკლავების დაღლამდე და წვიმის ღრუბელი - დამწვარი ზეფირი, საღამო - გველივით ჭრელი და მაღალი ალვების ხმაური, რომელიც გვეფარა ხელებზე. -ხელებზე. -თითებზე. -თითებზე. -შეხება. -შეხებით ნუ გადაფითრდები. თალია მითია, მე - ასე უსახო დამწვარი ფითილი, შენ - ჩემი ტუსაღი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2155
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შუაღამეა, მიცურავენ ლეგა ღრუბლები,
და მთის ფერდობზე იისფერი შუქი ანთია. ნატაძრალ ლოდებს ჩემს ცოდვებზე ვესაუბრები, ავტირდები და ღმერთმა იცის, თუ მაპატია... მანუგეშებენ მობარბაცე ღამის ჩრდილები, ... და შენზე ოდვან გაფიქრებამ გრძნობა არია, სდუმან ფრესკები ობლობაში გამოზრდილები, ჩემი საშველი ახლა ვიცი, მხოლოდ ქარია. შუაღამეა, გაიცრიცა ლეგა ღრუბლები, აღმოსავლეთის ვარსკვლავს ვგრძნობ და სულს უხარია, ნატაძრალ ლოდებს არაფერზე ვესაუბრები, შენ ხომ გაიგებ, ყოვლადწმინდა, დედა მარიამ.... /მამა პეტრე/ "გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება. რა დააოკებს თავნება აპრილს? მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის. ... ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს და დასკდებიან ატმის კვირტები და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს, ახალი თვალით დაგაკვირდები. შენშიდაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას, მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას! გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს, თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?.. გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება, მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების, სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას, თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!.." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2156
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* *
ამ სიჩუმეში ვარდობისთვე როგორ აყვავდა, ისე, უბრალოდ კვირტებიან ქუჩას მივყვები, შენზე ფიქრები ტკივილებად როგორ დახვავდა, ასეთი შორი, შეშლილივით რატომ მინდები. ნუშის მკლავებზე გადაწვება ღამე საცაა, მე შენთან მოვალ ნაყვავილარ ხეთა ხმაურში და უშენობამ გაზაფხული თუ დამაცადა, ამ სიმარტოვის მრუმე ბილიკს უტყვად ჩავუვლი. ქედმოდრეკილი ლერწმის ტოტი ჩემსკენ იხრება, ბაგეზე კოცნით ჩამივლიან ვიცი ქარები, ყველა აპრილი შენი გულის გზისკენ მიმყვება, ყველა მაისში მე თავიდან შემიყვარდები. ამბობს: მარტი ვარო, გაზაფხული ვარო! ამბობს: მარტი ვარო, გაზაფხული ვარო, გავშლი ყოჩივარდებს, ფურისულებს, იებს, მაგრამ, მარტო, მართლაც შე ჩემ თავმომკვდარო, ... სიხარულის მძივებს ვინღა გაშლევინებს? მე ვიკითხე ადრე: "მოხვიდოდი კვლავღა?" მიპასუხე: "მოვალ, წინ რა დამიდგება!" მაგრამ წვიმის, ჯანღის, ავი ჟამის დამღა, ოდენ მოლოდინის ცრემლით იკვებება! აი, მარტო, მარტო, შენი ჭრელი კაბა, შენი ყვავილებით მოჩითული ველი, ფაქტია, რომ არ ჩანს! დამანხე, აბა, მზის და სიხალისის ფარჩა საკვირველი! ვერ მიჩვენებ, არ დგას სხივი სინათლისა არსად!.. მოღუშულა ცა ბურუსით, ღრუბლით, ებჯინება მზერის წუხილიან ისარს ქვეყნის დარდიანი და მჭმუნვარე შუბლი... მაინც მოვულოცო მინდა ყველას, ყველას, გაზაფხულის, მდორის, პირველი დღის განცდა! გაეხაზოს სივრცე ლამაზ ცისარტყელას, რომ არ დავიჯეროთ: "ყველაფერი გაცვდა!.." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2157
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე,თუ შემიყვარდი. ... წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები და გაზაფხული გითრთოლავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, გიყვარვარ?-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი,გეტყვი ძალიან... მამა პეტრე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2158
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
ყველა ცოდვა და ყველა შეცდომა - შენ მაპატიე, ღმერთო, მაღალო, რომ შენი სიტყვის შევძლო შეცნობა და ფურცლებს ლექსად გამოვაყარო... /ვაჟა ოთარაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2159
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქარი არის.
სულ უბრალოდ - ქარი არის. ლიხს იქით კი, ახლა ალბათ ... წვიმებია. ცაზე თეთრმა ურჩხულებმა ჩაიარეს და ფიქრებიც ამინდივით მძიმდებიან. სიგარეტი, გაბზარული ჩაის ჭიქა... ქარმა ღამე გადაფინა კანაფებზე. დამიჯექი, მოდი გვერდით დამიჯექი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე. გიორგი საჯაია "ქარი ქრის, ქუჩაში ფოთლების ჯაზია, მე და შენ ცალ -- ცალკე ვეყრდნობით მოლოდინს, მიყვარხარ! და ამას ნაკლები აზრი აქვს, მიყვარხარ! ახლა აქ , ... აქ უნდა მყოლოდი..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2160
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
****
მე ვიკრავ სუნთქვას გაზაფხულამდე, გავყურებ ბილიკს ნატვრებში მყოფი, ალბათ მიგრძნობ და მოხვალ გულამდე, ვიდრე, სულ ბოლო სუნთქვად მეყოფი. ... თებერვალის ქარი აგიჟებს წყურვილს, მტოვებს ზამთარი ასე დაზაფრულს... სუნთქვაშეკრული გიგზავნი სურვილს, და გელოდებით შენ და გაზაფხულს. მე ვიკრავ სუნთქვას... ასე უგულოდ, გთხოვ, ნუ დამტოვებ უგაზაფხულოდ.. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 08:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი