![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2161
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სუფრაზე
მომიჯდა თანაკლასელი, გულის გადმოშლა ესურვა, დითირამბები აფრქვია ... ბახუსის ეშხში შესულმა, -ალბათ, შინაურ იქნების თორე.....-,გამოსცრა ხევსურმა !! ანა კალანდაძე ,მოვედი შენთან არა იმიტომ, რომ რაღაც მინდა, არ მინდა სითბო, მთლად უბრალოდ და უმიზეზოდ მოვედი შენთან... არაფერს ვითხოვ - არც მოწყალება, არც იმედები... ისიც არ მახსოვს, ... რა უნდა მეთქვა... მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები... მომეჩვენა და მოვედი შენთან".. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2162
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მარტი გიჟდება თურმე აპრილით,
აპრილს კი უყვარს მაისის განცდა, ამ ცხოვრებაშიც არის ნამდვილი, როდესაც ვიღაც, ვიღაცას ასცდა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2163
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვიქცევი ყვითელ შემოდგომის,ფოთლად და ფიჩხად,
ყვავილად ,მტვერად და მიწადაც გადავიქცევი. გამიტაცებენ ცის ცისფერი ანგელოსები, და მაინც გეტყვი, მეყვარები თავდავიწყებით. /ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

#2164

წამი ვარ ცხელი, როგორც ტყვია მიზანთან მდგარი,
ვარ უდაბნოში მდგარი სახლის ფანჯარა, კარი, პაემანი ვარ არშემდგარი, მიჯნურთა ბაღის, ვარ ერთი კოცნა, რომლის კოცნაც ნამდვილად არ ღირს. ნანგრევები ვარ გალავანის, ურთიეთრგანცდის, ... და ვარ ფარვანა, დრო სიცოცხლეს არაფრით მაცლის, ვარ ხმელი პალმა წყურვილისგან დამშრალი ფესვით მე ვარ სამიზნე, თქვენ რომელსაც ხალისით ესვრით. ვარ წაგებული თამაშების აზარტის სენი, მე შიმშილი ვარ, კეთროვანთა დედოფლის ძღვენი. კამათელი ვარ არდამჯდარი სასურველ ციფრზე, სიყვარული ვარ გაფატრული სიკვდილის პირზე. იალქანი ვარ დაგლეჯილი კოხით და სეტყვით, უცხო სიტყვა ვარ, რომელსაც თქვენ ვერასდროს გეტყვით, ხის ხომალდი ვარ გაპობილი კლდეებთან შეხლით, მუხა ვარ შვიდი, რვაასი წლის დამწვარი მეხით. ჰორიზონტი ვარ ვარსკვლავეთის, სამყაროს კიდის, საფეხური ვარ დანგრეული სასახლის კიბის. ლესვით დამდნარი ხანჯალი ვარ, ჩახმახი თოფის. სიტყვის ბუდე ვარ დაზნექილი თაბახის ტოტის, საწნახელი ვარ გაჟღენთილი ბადაგის წვენით, გაბრუებული ჭადარი ვარ ქარიშხლის რწევით. წამი ვარ წუთის, საათების, ეპოქის დამღა, ენერგია ვარ, ოკეანე და სიტყვის დაღლა.. /გიორგი შალამბერიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2165
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მოლოდინი
ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება, და ღელავს იების პატარა ლარნაკი, ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება, ... სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი. კედელზე შენდობის სურათი კიდია, ქარია ცივი და საღამო ჩვეული, შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან, სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული. პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი, ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი, ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი, ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი, ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი, გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები, იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი, სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები. ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება, ქარია სავსე და საღამო ჩვეული, მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება, სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული. მამა პეტრე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2166
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა მარტია, ისე ვფიქრობ, თითქოს დავბერდი
და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ, მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს. ... ახლა მარტია, დამიჯერე ჯერ არ ნახულა, ჩემი სარკმელი ასე ლურჯი,ასე ციმციმა, ნეტა ვიცოდე, ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა, რომელ ბუდეში,რომელ ტოტზე გამოიძინა? ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით, ერთი ნუგეშით,ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით, შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი, რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით. სოსო ნადირაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2167
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
''ენგურს გადაღმა გაზაფხულია,
თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში''... ''ცოტაც გაძელი უმზეოდ ზღვაში, ... შენ საქართველოს დიდო ტკივილო'' -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2168
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რამდენი წლის ხარ?რამდენი წლის ვარ?
რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?! აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ, ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ. რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ... ... ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ, დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ, რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ... ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ, ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ, არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრი ვარ, ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ. ატმების კვირტის,ვაზების რქის ვარ, მილეულ მთვარის,ამოსულ მზის ვარ, ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?! ზაფხულის,ზამთრის,მოყვრის ვარ ,მტრის ვარ, ზოგჯერ სულელის,ზოგჯერ ბრძნისა ვარ, მარკიზის,გრაფის,ხელმწიფის ღირს ვარ, ხან მძიმე ჩადრის,ხან დეკოლტის ვარ, ხან დალხინების,ხანაც სიმწრის ვარ. შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ, ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ, ვარ პირველ კლასში,სულ ექვსი წლის ვარ! საყურის ,ბეჭდის,კაბების ცვლის ვარ. ხან ავი ზნის ვარ,ხან კარგი ზნის ვარ, ქართული ჰანგის,ქართული ზნის ვარ. ჭოროხის,ზვირთის,პონტოის ზღვისა ვარ, კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ, ჩვიდმეტის გინდათ?ჩვიდმეტი წლის ვარ! ათასის გინდათ? ათასი წლის ვარ!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2169
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემი აპრილი
ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს, მეცხრე ტალღას ვეცილები ნაპირს, კალენდარში შესწორება შემაქვს, ... ტყუპის ცალი ებადება აპრილს... ახლა მზად ვარ უსასრულოდ ვენთო, მისთვის მზად მაქვს ჩითის კაბა, ჭრელი... როგორ ცამდე ამამაღლე ღმერთო, მგონი ცამაც აიმაღლა ჭერი... გადმოვყურებ ვარსკვლავების კრებას, ხელისგულზე საკენკივით დაყრილს, სულს ვუბერავ და წარსულიც ქრება, დედამიწას ვჩუქნი ახალ აპრილს. ჩემს გაზაფხულს ახლა ოთხი თვე აქვს და სამოთხის კარი არის ღია, ამ საჩუქარს ღვთის წყალობას ვარქმევ, ცხოვრებას კი ნაკიანი ქვია. ზაზა ფირცხალაიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2170
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვიქცევი ყვითელ შემოდგომის,ფოთლად და ფიჩხად,
ყვავილად ,მტვერად და მიწადაც გადავიქცევი. გამიტაცებენ ცის ცისფერი ანგელოსები, და მაინც გეტყვი, მეყვარები თავდავიწყებით. /ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2171
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს და არც სიცივე - სისხლში რომ ატანს მე შინია ამ ატმის კვირტის ... გაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა. მე მეშინია დამშრალი ღელის, თოვლის ქვეშ რომ წევს და უგონოდ სძინავს და გვირილათა გაყინულ ველის გამოღვიძება ვერ შესძლოს წვიმამ. დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის - როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?! ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში, რომ ცეცხლთან მჯდომი დავხვდე გაზაფხულს, მე მეშინია შენი-შენს გამო, არა თებერვლის ცივი ქარების, გავიღვიძო და აღარ ვეწამო, არ მომწყურდე და არ მეყვარები. გავიღვიძო და მთათა კალთებზე აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები, იქნებ სჯობია, აღარ გავთენდე, მოვკვდე და ნუღარ გარდავიცვლები. არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო, ვიხილო შენი დაშლა ფერებად, ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილი და მკერდზე ცივად მოგეფერება. დაზამთრდა... თოვლი არც ისე მიკვირს, არც ეს სიცივე - სისხლში რომ ატანს, მე მეშინია ამ ატმის კვირტის - გაზაფხულდეს და ვერ გახსნას მარტმა. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#2172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
მიყვარს მირზა გელოვანი
მწყემსის მუქარა დამაცადე, ნატყვიარში დავიფიო ბალახი, კვლავ ვიხილო მთები, ქარში ჩემგან გადანალახი. გაგიტაცო, ლურჯა მალი მიგვაფრინდეს მალვითა. მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა. ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ, სისხლს გავუშვრებ ღვარადა, ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ, ტოტს ვიფარებ ფარადა. ბაგე მალო, ვერ დამალავ, კოცნას მაინც დავაჩენ, ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ. მერე მომწვდნენ, მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს, გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს. ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით. სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები. უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი, ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი. და სიკვდილმა ჩემთან ახლოს ბავრის თვალი მოფისა. მთებსაც ახსოვს, ქარსაც ახსოვს ეხო ჩემი თოფისა... დამაცადე, შავ ღამეში დაგილეწო კარები, მოვიხვიო შენი ეშხი, შენი შმაგი მკლავები... მერე მომწვდნენ, მერე მნახონ აღარ მედარდებოდეს, გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
marine |
![]()
პოსტი
#2173
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
.zakaria.
![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2174
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი და მიხვდი აბა - ცაცხვის ყვავილთან რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი, ... აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი. გაზაფხულია, თუ გიყვავის ხმაში იები გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები. გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი. გაზაფხულია, აპრილია, აბა რა არი, ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2175
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქალი
სათავე – ქალი! წყაროსთვალი! - ნაბიჯი, კვალი! ... ცეცხლში, ღადარში, ნაკვერჩხალში, ნაცარშიც – ქალი! სუყველგან ქალი, ყველაფერში - ქალი და ქალი!!! სიზმარში – ქალი! ცხადშიც – ქალი! ნებით თუ ძალით გრიგალში – ქალი! ქარში – ქალი! წვიმაში – ქალი! ქალი ვით მზე და ქალი ვით მთვარე, ქალი ვით სევდა, ტკბილიც და მწარეც. საწამლავი და წამალი ერთად, სინანული და სინათლე დღეთა, - თრთვილი და თრთოლა, რკინა და რვალი, - ოღონდაც ქალი! ოღონდა ქალი!!! ქალი ვით ზღვა და ქალი ვით ქნარი, - ფიქრი და ფარდა, ცრემლი და ზარი! ქალი – ვარდი და ქალი – ეკალი, ქალი – მადლი და ქალი – სპეკალი! ქალი, ვით ვალი გადაუხდელი, - სუფრა! სინდისი! სითბო! ჭურჭელი! ციხე – სიმაგრე აუღებელი! - ფუძე! აკვანი! სვეტი! კედელი! გულმეცნიერი და შორსმჭვრეტელი! ქალი – და! – დედა! – მიჯნური! – ძიძა! - ტირიფი, არყი, ია და ნუში... და ბოლოს, მიწა, ქალი, რომელიც ყველას ალერსით გვიხუტებს გულში! /მორის ფორცხიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2176
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცვალებადი ვარ, როგორც სიცოცხლე
არ ვარ მუდმივი, ცვალებადი ვარ, სიცოცხლეს ვგავარ, ... და მეც, მასავით, ხშირად ვიცვლები, დღეს თუ წვიმა ვარ, ხვალ მზედ ვიქცევი, ზეგ ცისარტყელად გადავიქცევი! არ ვარ მუდმივი, ცვალებადი ვარ, სიცოცხლეს ვგავარ, და გამუდმებით, ხშირად ვიცვლები, დღეს თუ მატლი ვარ, ხვალ, ალბათ, ჭუპრი, ზეგ კი, მშვენიერ პეპლად ვიქცევი! არ ვარ მუდმივი, ცვალებადი ვარ, სიცოცხლეს ვგავარ! ირმა ზუმბულძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2177
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიმაღლე მაშინებს, ნუ ამწევ იქამდე,
ჩამკიდე ხელი და თვალებში შემოდი. სიზმრებად კი არა, ცხადში მსურს გიყვარდე, რამეთუ, ახდენილ ნატვრებად გელოდი. ... დავხურე ოცნების ფერადი წიგნები, აღარ მსურს მტირალა ბავშვივით მჯეროდეს, შემხედე, უფრთოდაც ღიმილით ვინთები, მიუშვი, სიყვარულს მიწაზე მღეროდეს. ნუ ამწევ, საშინლად მაშინებს სიმაღლე, შიშველი ტერფებით მოვივლი ნაპირებს, მაშინაც ხომ გახსოვს, რარიგად ვინაღვლე, დღეს უკვე დავქალდი და შიში მაკვირვებს. ნატვრებით განვლილი დღეები მაკმარე, არ მიყვარს ოცნებას ფერი რომ უკვდება, მიწაზე ჩამომსვი, შენს გვედრდით მატარე, ზეცასთან ფარფატი ანგელოზს უხდება. ნანა მეფარიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2178
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
დღეს სხვანაირი მზე იკბინება, დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე, და როიალის თეთრი კბილები ... შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს... თურმე დახშული მქონია ყური და გული ჩუმი, ვით კურდღლის სორო, თურმე, ვითმენდი უამრავ სურვილს და ვერთობოდი ფიქრებით მხოლოდ. მაგრამ - გათავდა! ღმერთმა ინება, რომ მეც ამქვეყნად ჩემს ყანას ვმკიდე... დღეს სხვანაირი მზე იკბინება, დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე... /ოთარ ჭილაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#2179
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
.zakaria. ![]() ![]() ქვლივიძე მიხეილ იუდას მონოლოგი მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ, ბნელში განრთხმული იდგა ზეგანი. და თქვა იესომ: „მამლის მესამე დაყივლებამდე ერთი თქვენგანი მიღალატებსო"... - მიღალატებსო? და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა, თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო თვით ანგარება და პირფერობა... ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს, დასთამაშებდა პირზე ღიმილი და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად, ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი. ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა. იწურებოდა დათქმული ვადა. და დაიყივლა ერთხელ მამალმა და ეს ყივილი გასროლას გავდა. მერე მოვარდა სიო ფრთამალი, დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა, უკვე მეორედ ყივის მამალი, მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს. ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი, ბრძენი, მისანი, სულის თამადა? გაცამტვერდება მყის სალოცავი მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა. ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს ვერავითარი ლოცვა-ღაღადი, მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი! უნდა ვითავო ეს უმძიმესი საქმე - გავიღო მსხვერპლი საჩინო; უნდა გავწირო კაცი - იესო, ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო! ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოსწყდა, ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი... და მე ავდექი, ვაკოცე მოძღვარს და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი! -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
qetevano |
![]()
პოსტი
#2180
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
* * * დღეს სხვანაირი მზე იკბინება, დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე, და როიალის თეთრი კბილები ... შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს... თურმე დახშული მქონია ყური და გული ჩუმი, ვით კურდღლის სორო, თურმე, ვითმენდი უამრავ სურვილს და ვერთობოდი ფიქრებით მხოლოდ. მაგრამ - გათავდა! ღმერთმა ინება, რომ მეც ამქვეყნად ჩემს ყანას ვმკიდე... დღეს სხვანაირი მზე იკბინება, დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე... /ოთარ ჭილაძე/ თან ჭილაძის დაბადების დღეა დღეს ![]() http://www.myvideo.ge/?video_id=634493 უწმინდესი მის შესახებ -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 06:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი