![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2181
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
.zakaria.
qetevano ![]() ![]() მერე შენ დაჭკნები ვით ია ლარნაკში ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს მოვლენ მეგობრები და დაგამშვიდებენ ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს... ასე სცოდნიაო, შენ ყურს არ დაუგდებ. ჯანდაბას ჭორები ქალური. იყო დრო გიყვარდა, იყო დრო უყვარდი თუნდ ამ დღეებისთვის ღირდა სიყვარული! /დათო კრაწაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2182
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა იოანეს
აჭარისწყალს ერთვის ცრემლი ნენეს, ფრესკებს ლოკავს მივიწყება ალთა. შენ ოდაში მაცხოვარი რწმენე, ... და თვალებით ამეტყველე სხალთა. როცა მთაში გაზაფხული ფეთქავს, მძიმე მარხვის კვირა დაგაქვს სველი. დამავიწყდა, რაღაც უნდა მეთქვა, როცა გულით მაგრძნობინე ტბელი. როცა ენას უგინებენ ზარებს, როცა ქარში დაჭრაჭუნობს ოდა. ბნელ სენაკში მიგაცილებს მთვარე, სადაც ადრე ღვთისმშობელი კრთოდა. ახლა კვერცხებს ჩუმად ღებავს ნენე, ტერფებს უწვავს სოფლის მზერა ალთა. შენ მამაო, სასწაული ჰქმენე, ბერის ლოცვად აღავლინე სხალთა... /მამა პეტრე/ პოეზიის მოყვარულებო, გილოცავთ მსოფლიო პოეზიის დღეს ![]() 21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღეა! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2183
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ძალიან გვიან მოვიდა თოვლი,
და გასულ ზამთარს არაფრით ჰგავდა, და მძიმე მაგრამ ნანატრი თოვლი, უხმოდ დნებოდა დარაბის თავთან. და იქვე ყინვით დაზრული კაცი, ეძებდა ზეცის ბილიკს დანატრულს, და ედებოდა სიცოცხლის ფასი, ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2184
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გაზაფხულმა გამოაღო დარაბები
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს, ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები აპრილია თავად უნდა მიხვდე... არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ, ... ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე, აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ, აპრილია თავად უნდა მიხვდე..." გვირილები – ღიმილი და მზე დაუთვლელი ციცქნა გული ფეთქავს, მორიდებით რომ მიქნევენ ხელს, გვირილებში არის მხოლოდ ერთად ... სიყვარული, ღიმილი და მზე . აქ, მაღლობზე ავაგებდი ტაძარს, გვირილების ღიმილივით თეთრს, და ჩემს სულში აფეთქებულ ხანძარს მთელი ღამე ვავედრებდი ღმერთს. გვირილები მოგართმევდნენ კაბას, გაგვიღებდნენ მუხის მძიმე კარს, მზე რომ ზღვაზე გვირგვინს ამოქარგავს, სწორედ მაშინ დავიწერდით ჯვარს. მონატრება ყველა კუნჭულს ათოვს, შენი სუნთქვა შერჩენიათ გზებს, მაგ თვალებში წავიკითხე მარტო გვირილები – ღიმილი და მზე… ვანო კორძაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2185
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ანა ახმატოვა – “წარსულს მიამბობს მუხა ბებერი” (თარგმნა ნინო დარბაისელმა)
წარსულს მიამბობს მუხა ბებერი და მთვარის შუქი გაწვა ნებივრად. შენს ღვთიურ ბაგეს მე ოცნებებით ... ჯერ არასოდეს არ შევხებივარ. იისფერ ჩადრში – შუბლი ფერმკრთალი. ისევ ჩემთან ხარ, ჩუმი, სნეული. ხსოვნა ხელების, ნაზად ნათალის თითებს მითრთოლებს ანაზდეულად. დუმილში მძიმე გავლიე წლები. შეხვედრის ჟინი ვით არ მახსოვდეს და რახანია პასუხსაც ვხვდები: ეს, მე მიყვარხარ. შენ – არასოდეს. . . . Анна Ахматова Шелестит о прошлом старый дуб. Лунный луч лениво протянулся. Я твоих благословенных губ Никогда мечтою не коснулся. Бледный лоб чадрой лиловой сжат. Ты со мною. Тихая, больная. Пальцы холодеют и дрожат, Тонкость рук твоих припоминая. Я молчал так много тяжких лет. Пытка встреч еще неотвратима. Как давно я знаю твой ответ: Я люблю и не была любима. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2186
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,
ასეთ სილამაზეს მივესალმები. ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში, თუ არ ჩამატანეთ იასამნები! მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი, ... გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია, ქალივით ჩურჩულებს იასამანი, თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია. ნიავი, მაისი, ბაღში სავანეში... ასეთ მაისებში გზაა სავალი! ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში, თუ არ ჩამატანეთ იასამანი. ანზორ სალუქვაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2187
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ,რომ მომიხურე კარი,
წვიმდა... რა საშინლად წვიმდა, გარეთ ალეწილი მარტის, იდგა... ... უშენობა იდგა. იდგა მარტოობის დარი, თავსხმა გაზაფხულის წვიმა, მე კი სასწაულად დიდი, მჭირდა... უშენობა მჭირდა... სადღაც წავედი და მერე, თვალი შევაფეთე ტაძარს, მივხვდი,რომ შენს იქიეთ კიდევ არის, სხვა გზა არის,რაღაც... დიკა სალაყაია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2188
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება. ... სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _ სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა. მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება. შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2189
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მწუხარზე მთვარის მოდგა ჩრდილი,
ქარის მოიყოლა გმინვა, ხომ არ დამისველდი,შვილო, ხომ არ წამოგაფრთხო წვიმამ... სადღაც ხმაურია ფოთლის, ... ნისლებს ცივი მოაქვთ სიო, ხომ არ შეგაწუხე მოთქმით, ხომ არ დამეღალე,შვილო... მიდევს სასთუმალი სველი, თალხი მაფარია ზეცა... ხომ არ დაგამძიმე ცრემლით, ჩემო ტკივილო და კვნესავ... ბნელი გაეყარა სერებს, დილა სასთუმალთან მოდგა, მორჩა ღამეული ცრემლი, მორჩა ღამეული ბოდვა... მზეო,შენთან შეყრას ვცდილობ, შენთან მომენატრა როკვა, როგორ ძნელი გახდა,შვილო, შენი ნატერფლების ლოკვა. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#2190
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
თაისი
ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი, ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი, გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი, ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი. თამადის ხელში აზარფეშა ათჯერ აივსო, თარის წკრიალში ვჩურჩულებდი შენი მხლებელი: _ «დარჩეს ეგ ტუჩი კოცნის ელვით ხელუხლებელი, ვით მეველე ან ვენახებში ქარვის ყაისი». ამაყ წამწამებს შევამჩნიე შმაგი თარეში, საშიშ თვალებში სჩანს სიკვდილის საპირფარეშო, უბის ცისკრებში მზე გიჟდება, ლალში მცურავი. აპრიალებულ ხანჯალივით ამენთო ტანი და შეგიპყარი, როგორც მონა არაბისტანის, ცეცხლის საწოლზე შემოგძარცვე შესაბურავი. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#2191
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
ყივჩაღის პაემანი
ყურღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს. ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია და იმ დღეს ხმალი არ ამელესა! ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვერე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი! მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაყად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა! მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!.. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
marine |
![]()
პოსტი
#2192
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
...გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი. ... გავხდები; შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი... გიორგი ზანგურის ლექსიდან -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#2193
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
ლექსი მონატრებაზე... მენატრები, უსასრულოდ მენატრები, ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა, დაღამდება, ძველებურად მემალები, თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა. შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები, მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება, შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები, აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება. გიხმობ, სად ხარ? უკვე ძალზე გვიანია, მე კი ისევ გელოდები, დავიღალე, შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია, რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე. ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია, ოცნებებში შენი სახე დახატულა, მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
marine |
![]()
პოსტი
#2194
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შემთხვევით
მზე წვება ტალღების ხავერდზე, შფოთავენ დაღლილი ვერხვები, მე მთელი სიცოცხლე დაგეძებ, ... რად ფიქრობ, რომ შევხვდით შემთხვევით? გეძახდი კუნაპეტ ღამეში, შენს ღიმილს ვერასდროს ვერ ვთმობდი, ვკითხულობ მაგ მზიან თვალებში, რომ თითქოს ახლაც ვერ მენდობი. მადლობას შევწირავ ზეციერს, შუბლზე რომ ბავშვურად გემთხვევი, მეც სწორედ ზეციდან გეწვიე, ვინ გითხრა, რომ შევხვდით შემთხვევით? ვანო კორძაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2195
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ შენ ცათა შინა, მეც ერთ ცოდვილ სულს შენს კალთასთან დამიდე ბინა, სიმძიმეს ცოდვის ვეღარ იტევს სული დაღლილი, ... მომხედენ გვედრი, სინანულიც არ არს ადვილი. მამაო ჩვენო, წმიდა იყავნ სახელი შენი, ვითარცა ცათა, ქვეყანასაც წყალობით შველი, პური არსობის მოგვეც დღეს და შენდობას შეგთხოვთ, რამეთუ, მერე ჩვენც შეგვეძლოს შენდობა ღმერთო. მამაო ჩვენო, ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა, ბოროტისაგან აგვარიდე ცოდვის საცდელსა. ნუ განმიშორებ, ჩემს სულშიაც დაიდე ბინა, შემოგღაღადებ, ზეციერო მაღალთა შინა. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2196
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეს ლექსი რეზო თაბუკაშვილმა გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაწერა და შვილიშვილებს მიუძღვნა
მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს, ... და მცირე ტაღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს. ქარს, იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე, წინ აფრას; დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად. და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას, მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის, მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები. მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით, მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით. მე არასდროს არ ვიქნები თქვენთან მოდავე, სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ, მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ, თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ. დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ, ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ. მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე, სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2197
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თაია
მთაწმინდაზე ყვავიან ალუჩები, ღიმილით მომყვება თაია.. -მაგწონსა ქალავ ქალაქის ქუჩები? ... -ძალიან,ძალიან კაია.. -აქაურ ვაჟებს შენ ვერ გადურჩები, ნუ ამბობ,თუ მიხოლ,გაია.. მთაწმინდაზე ყვავიან ალუჩები, ღიმილით მომყვება თაია.. /ბაღათერ არაბული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2198
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სადმე წამიყვანა ნეტავ, სადმე საქართველოს მთებში
ბილიკს ამადევნა კენტად, წვიმის დამაწია თქეში მუხა შემახვედრა ბედად ბინდით ჩაღამებულ ტყეში წამით დამანახა დედა დილით აგორებულ მზეში ... უკუმაყრევინა სევდა, კოცნა მაბნევინა თმებში მწყურვალს შემაგება კლდე და მასვა ნაკადული პეშვით რამდენ სითამამაეს ვბედავ.. ძვალზე გაკიდული ლეშით სადმე წამიყვანა ნეტავ, სადმე! საქართველოს მთებში.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2199
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ნუღარ ამატირებ,
ახლა აპრილია. რატომ მალოდინებ?? განა ადვილია.. ნუთუ გასავლელი, ... უკვე გავლილია.. ეს რა გვემართება, გზები აირია, ხომ ხედავ რა უცებ, დღენი დაილია, ნუღარ მომატყუებ, თუმცა აპრილია.. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2200
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
წუთისოფელი
მუდამ ასეა,- გული ყოველთვის სინათლეს ეტრფის, ქვეყნად ყველაფერს ... თავისი ფასი აქვს, პატიოსნებას - ყველაზე მეტი. /ლილი ნუცუბიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 04:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი