![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2201
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქეთევანი
დუმილი ჩამოწვა მძიმე, კოცონი ღუოდა წითლად, დათმეო, რამეთუ მცირე ... არისო ქართული მიწა. და როცა ცეცხლის წინ შევდექ, მანდილზე მიტაცეს ხელი, ცხელ შანთებს მადებენ მკერდზე, დაფარონ სიშიშვლე ჩემი! კოცონში მაგდებენ უძლურს, როგორც ღვთის საწირავ ზვარაკს, მე მტკივა მოჭრილი ძუძუ, უფრო კი სირცხვილი მზარავს. მე ვითმენ წამებას დიდხანს და ყელში მობჯენილ კივილს, რამეთუ ნაშენი ვიყავ ქართული მიწით და კირით. ქოქოლას მაყრიან მძევალს, ვიწვი და მაინც არ ვგმინავ, ასევე სჭდავდნენ ძველად ცეცხლში ხალიბები რკინას. მე ჩემს სიზვიადეს ვენდე, ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა… ეგრე, დედოფალო, ეგრე, ცოტაც და, იწყება ზეცა... მედეა კახიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2202
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მზე გავაცილე,ანჩხლი მარტივით.
მწუხრი გაიხდის,ფერად მანტიას. შემოღამება თითქოს მარტივი, გადანატანი ჭრელი მარტია. აპრილს ფერებით ჩააცვეს კაბა, ... ჩამოარიგეს სულ სხვა სურნელი. ახალ დროების შევავსე გრაფა, გაქცეულ წამებს ვითვლი სულელი. მიწას დაეტყო ახლა აპრილი, ხნულებს ავართვი შავი ბელტები, ყვითელ ფოთლებში,მიწას დაყრილი, ასე მარტივით ,მარტოდ ვბერდები. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2203
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა, ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან. და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა. შუაში იდგა ტურფა ასული, ... შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას, წამით შეირხა ფიქრში წასული ქრისტე და წერას თავი ანება. ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს, ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი. და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს? ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა, უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ. ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა, სულით მაღალის და გულით წმინდის ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა? ბევრი ჰკითხავდა ნებათვას სინდისს?.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2204
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი -
მიბინდავს მზერასა, მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი, ვავადობ ხელახლა... ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები, ... პატარა წყენაცა... ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი აქამდე შენა ხარ... გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი ფეხდაფეხ გავტოპე, უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ, ზეიმობ... მაჯობე... მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც ალმასთა სხივითა, ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა... ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე, ლექსებით ვხმიანობ... შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით ბუჩქებში ვკიაფობ... მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ, ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ... მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი, კვლავ და კვლავ ვავადობ... მარიამ ხუცარაული -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2205
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შემოდგომა ზამთრის კაბით იმოსება,
ზამთარი კი გაზაფხულის მანდილით, გაზაფხულზე ზაფხულისვე სიზმარია, ზაფხულს მიღმა შემოდგომა ვაზის თმით. ... ამ ალიონს ვაზი ჭიგოს ენაზება, ჭიგო ყურძნებს ათამაშებს ხალისით, ქვევრი ყურძენს ამაჭარებს ნება - ნება, ღვინოს აწრთობს სიყვარულთან ლალის თვლით. ახლა შენთვის ეს ოცნებაც მენანება, უფრო მეტი მემღერება ხვალისთვის, მზემ გაგითბოს სულის კოცნით ნეტარება, ჩემს გულს გჩუქნი, ამბორს - ედელვაისით. შალვა ლონდარიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2206
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(ეს სიყვარული გავდა ბავშვობის..)
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის ... დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი – ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს. წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს, როცა მკვდარია და თვალებ-ღია ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი, ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი, სურნელოვანი შუადღის სიცხით და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: - “რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის, თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს. ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა, პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა, რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან. და სული ჩემი სიყვარულს ამას ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა, აივნებიდან ხედავდა ლამაზს – მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად. ეს სიყვარული უმთავრესს გავდა, თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდას მას ვადარებდი – ცოლივით მყავდა დასავით მყავდა, ძმას ვგრძნობდი მასთან. ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა, რამაც დამტოვა. წავიდა. არ ჩანს. 4 ივნისი 2009. რატი ამაღლობელი ''არ ვიცი რატომ ავცდით ერთმანეთს, იქნება ნეკნი გტკივა უჩემოდ, ახლა იები როცა ფეთქავენ, შენ მენატრები გამოუჩენო. ... გაზაფხულია, ქვეყნის ყვავილებს ადამის ძენი ქალებს ჩუქნიან, შენ მენატრები, არა სხვა ვინმე, უფალი ვიცი ჩემი შუქია. როგორ მინდოდა რომ გაზაფხულზე ხელჩაკიდულებს გვევლო, გვერბინა, უფლის სიტყვაზე, უფლის აღთქმულზე უფლის შვილები გვემრავლებინა.'' -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2207
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-რას გიყურებ?!
-სურთ, ამ თვალებს, უმეცართ, შეგამჩნიონ- ნაკლიცა და მშვენებაც... თორემ, თუკი შემიყვარდი უეცრად, ... ყველაფერი კარგად მომეჩვენება... ი.ნონეშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2208
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
** ** **
მძაგს უპასუხო კითხვა, ცოდვით ნაშოვნი ფული, მძაგს ჭორი, მოთქმა–მითქმა, მიტოვებული ხნული. ... მძაგს უსამშობლო წლები, და მოღალატე ერის, მძაგს დამსხვრეული ფრთები, ხმები, ტყვიების ჯერის. ნაცრის შემოყრა თვალში, მითვისებული გრძნობა, არშეყოვნება კარში, ფეხაცდენილის გმობა. სული მტკივა და მეწვის, გვაცილიან ამერ–იმერს, სხვის თვალში ხედვა ბეწვის, თვისი ვერ ხედვა დირეს. მძაგს გატეხილი ფიცი, დაგინებული დედა, ის, რომ არც არა იცი, დაბნელებული ხედვა. მძაგს მიტოვება ქალის, ურცხვად ჩაკლული სული. არდაბრუნება ვალის, არგაყოფილი პური. ნანა მეფარიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2209
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
სულში ისევ ჰყვავის გაზაფხულისფერი სუსტი ყვავილები, შენზე მონატრებამ ახლა ნაწვიმარზე უფრო გადამრია, ღამე ქუჩა–ქუჩა მარტო დავდივარ და ლოცვით ... დავიღლები, ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან. მე შენ დაგიძახებ, ჰოდა გამაგონე, ნუღარ დადუმდები, მე და სიმარტოვეს უთქმელ სიყვარულზე ბევრჯერ გვიმღერია, და თუ შეგაწუხებ, დედას გეფიცები, ისევ გავჩუმდები, ფიქრს ვერ მოვიშორებ, ო, ვერ მოვიშორებ, რადგან იმდენია... მე, შენ ისევ გეტყვი ღვთიურ სიყვარულზე და შენც გაწითლდები, ვიცი ჩემამდე რომ შენი ბავშვობა და რიდი მოგყოლია, და შენს მოლოდინში ჩემთან მოიწყინეს, დაჭკნენ ყვავილები, მინდა იცოდე, რომ შენზე გაგიჟებამ გადამიყოლია. სულში ისევ ჰყვავის იაგუნდისფერი ცელქი აპრილები, როგორ მომენატრე, ჩემთან სანუგეშოდ ღამის ზღაპარია. ნეტავ სად არიან, ახლა ნაწვიმარზე ძებნით დავიღლები, ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2210
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გვირილები – ღიმილი და მზე
დაუთვლელი ციცქნა გული ფეთქავს, მორიდებით რომ მიქნევენ ხელს, გვირილებში არის მხოლოდ ერთად ... სიყვარული, ღიმილი და მზე . აქ, მაღლობზე ავაგებდი ტაძარს, გვირილების ღიმილივით თეთრს, და ჩემს სულში აფეთქებულ ხანძარს მთელი ღამე ვავედრებდი ღმერთს. გვირილები მოგართმევდნენ კაბას, გაგვიღებდნენ მუხის მძიმე კარს, მზე რომ ზღვაზე გვირგვინს ამოქარგავს, სწორედ მაშინ დავიწერდით ჯვარს. მონატრება ყველა კუნჭულს ათოვს, შენი სუნთქვა შერჩენიათ გზებს, მაგ თვალებში წავიკითხე მარტო გვირილები – ღიმილი და მზე… ვანო კორძაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2211
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რატომ? არ ვიცი, იქნებ ასეა,
გაცდენილ დღეებს თან ერთვის წლები, კაცის ცხოვრება მაინც სავსეა, ქალს კი უქრება ლამაზი ფრთები... ... ზოგჯერ სიზმარი თითქოს ცხადია, ბევრჯერ სიცხადეც სიზმრისვე ფერი, ქალი მეტწილად მაინც ანცია, კაცი კი ფიქრი, ცოტათი მეტი... / შალვა ლონდარიძე / -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2212
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იავ-ქალთი
სატრფიალო ამ სიყვარულს, ამ სინანულს მე აქამდე ვინახავდი. ორღობესთან ვიგრძენ სევდა, როცა უხმოდ გაფერმკრთალდი. იავ-ქალთი, იას ჰგავდი. მოგონებავ ორღობისა, გაღიმება ხოხობისა, არ იქნა და არ მეღირსა. კიდევ გახსოვს, გოგოვ, ისა, შენ რომ ხოხობს მიაგავდი?! იავ-ქალთი, ჩემი დარდი განა აღწევს, გოგოვ, შენთან, არ მეგონა, თუ ის ია გულში ხანძარს გამიჩენდა. იას ჰგავდი, იავ-ქალთი. შენს სიყვარულს, ჩემს სიხარულს მხოლოდ გულში ვინახავდი. მე მეგონა მოგწვდებოდი, მივაღწევდი მაღლა, ცამდი. მოდი ჩემთან, ორღობესთან, ხოხობივით შეფრთხიალდი... იავ-ქალთი, იავ-ქალთი. /რევაზ მარგიანი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2213
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბედნიერებით მაღლა ზევით ცას მივწვდებოდი,
რომ მეგრძნო სიტკბო სიყვარულის, ქალის წარმტაცის, თუმც ერთი დღეც არ მიცოცხლია უსიყვარულოდ, მიყვარხარ ძლიერ, მეყვარები აწ და მარადის. /თენგიზ აბრამიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2214
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან, მიწას დაჰკონვია, ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა ... უტყვი გამგონეა… არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ, ჩემო მაგნოლია! ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია… მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა, რაღაც არ მგონია… მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა უტყვი გამგონეა… მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, ჩემო მაგნოლია? ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი, შენც ხომ არ გქონია? დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ, შენც ხომ არ გგონია? მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების ტრფობა გაგვყოლია… როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია! ანა კალანდაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2215
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სულ რამდენიმე წუთია ,გაჩნდი
და ახლა სველი ჩემს მკერდზე წევხარ, აქამდე მხოლოდ დიდ მუცლად მაჩნდი, ... ახლა გიცქერ და ვმშვიდდები ვეღარ. დასრულდა ტანჯვის და შიშის ღამე, ვკოცნი წამწამთა უნაზეს ჩეროს... ხომ არ გტკენია ძვირფასო რამე, ჩემთან რომ ფრთებით მოჰყავდი წეროს ?.. გძინავს, დილის მზე გინათებს სახეს, სასთუმალს შვების ცრემლებით ვნამავ... კარს ჰაერივით მსუბუქად აღებს, შემოდის შენი ამაყი მამა. და თითქოს უფრო მაღლდება ჭერი, მთელი სამყარო ჩვენშია თითქოს... ვთრთი სიამისგან, ვით ჩალის ღერი, მამა უფლისგან წყალობას ითხოვს. გძინავს... უღიმი ანგელოზს ტკბილად, გეძახის სივრცე, მზით მოქარგული... და ჩემი გულის ფეთქვასთან წყვილად ხმიანობს შენი პატარა გული. /მარიამ კოზმანიშვილი / -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2216
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
გნახე და მივხვდი.ბრმა ვყოფილვარ თურმე აქამდე, ანდა სიბნელე იყო საერთოდ, მაგ ხმაზე მივხვდი ყრუ ვყოფილვარ თურმე აქამდე ანდა სიჩუმე იყო საერთოდ. ... მაგრამ მოხვედი,ამოავსე სიცარიელე და თავი ჩემი მე ვიგრძენი შენი წყალობით /შოთა ნიშნიანიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2217
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ფოთლებს სიმწვანიდან სიყვითლემდე
მთელი ცხოვრება აქვთ გასავლელი, თუმცა არ იღებენ მითითებებს, ... არ აქვთ შეცდომები დასათვლელი. მერე დაიწყება ფოთოლცვენა სევდის მელოდიით ხმაშეცვლილი, ქუჩებს დააჩნდება, როგორც წყენა – უკვე ფერმკრთალი და გაცრეცილი. ნეტავ სამყაროს რა ნაწილია ფიქრის მოლოდინზე შეფარდება? სივრცეს მარტოობა აწერია, მე კი ფოთოლცვენა მედარდება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2218
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამ ქვეყნად ჩემთვის, შენ ერთი ხარ +
ათასი ერთად! მე გულში ვყვირი შენს სახელს და ხმა ადის ცამდე... ო,რომ იცოდე როგორ მინდა ... შეხვედრა შენთან- გამოხვიდოდი შემხვდებოდი ქუჩაში სადმე. გ.ძნელაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2219
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ლოცვის თქმა მინდა,მაგრამ გულში სხვა რამეს ვამბობ,
სენაკის კართან თეთრი ჩოხით იღვიძებს დილა. და სარეცელთან შიშველ სხეულს ცოდვებით ვამკობ, მერე კი ჩემს ჯვარს ავიღებ და გავდივარ ფრთხილად. წუთიდან წუთი საუკუნო განაჩენს მიქსოვს, ... რეკავენ ზარებს,მაგრამ გულში სხვა მაქვს ხმაური, უფალთან ყველა დაფიქრებით რაღაცას ითხოვს. ო,ელი,ელი,ამაცდინე ეს საზღაური. უფალო,იქნებ ცოტა ხანი გავცვალოთ როლი, შენ გახდი პეტრე და მიხვდები ძნელია ერთობ, კაპერნაუმში ვიცხოვრებ და არ მინდა ბროლი, შენ ჩემი ზიდე,მე გოლგოთას ავყვები ღმერთო. სინედრიონთან უფრო მეტად ავიტან შოლტებს, გაჩენის დღიდან ისედაც ხომ ამკიდეს ჯვარი, და ასე ვივლი უსასრულოდ,მოვკვდები ოდეს. ფარისეველთა რა ხანია დამყვება ჯარი. შვიდგზის და ბევრჯერ მოთმინებით ავიტან შიმშილს, ეკლისგან ისევ დავიკაწრავ უფერო სახეს, ავიტან ბრბოსაც,ყოველთვის რომ ყველაფერს მიშლის, რა მოხდა მერე,გუშინ თურმე ზაქესთან მნახეს. ცოტაც და ქარში,თავისუფად გავივლი ზღვაზე, წელგამართული მოვიტოვებ მე განცდის ფერდობს, მერე დიდებით გამოვცნდები საყვირის ხმაზე, ადამიანად ყოფნა უფრო ძნელია ღმერთო. /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2220
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნიავში თრთიან
ნაზი მუხლები და ლამაზ თვალებს ნუკრივით ნაბავ, შენ ამ გაზაფხულს ... ისე უხდები, როგორც შენს სხეულს - ეგ მოკლე კაბა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2025 - 12:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი