![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2241
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა
ხემ და პოეტმა იციან მარტო, ქალი ქუჩაზე როცა გადარბის, რატომ იცინის უმისამართოდ. ... კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა, ცამ და პოეტმა იციან მარტო, ქალი წვიმაში რომ ილუმპება, რატომ იცინის უმისამართოდ. მუხრან მაჭავარიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2242
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისევ ექსპრომტად
ნუ დაბრუნდები... შენი მოსვლა იცი, არ მინდა, ნურც გაოცდები, რადგან გული უკვე გაცივდა. ნუ დავაბრალებთ, დავშორდით და წლები გავიდა... არ გაგიფრთხილდით, სიყვარული მისთვის წავიდა. შესანიშნავი კანონი აქვს დედაბუნებას, უსიყვარულოდ?!!! რა ფასი აქვს შენს დაბრუნებას. /ციცინო ბურნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2243
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ექსპრომტად
მე გაგიჟება შემეძლო შენით და მეცხრე ცაზე ხელის მიწვდენა, ღმერთმა დამსაჯა ამ მძიმე სენით მიყვარდი ისე, მძულდი იმდენად, რომ გაგიჟება შემეძლო შენით, სიყვარულის ზღვად გადმოდინება, გამოუთქმელი კალმით და ენით ხან სიცხე მკლავდა, ხან შემცივნება. ღმერთმა დამსაჯა ამ მძიმე სენით და განკურნებაც ღმერთმა ინება, მე გაგიჟება შემეძლო შენით, დღეს გხვდები, გიმზერ და... მეცინება. /ციცინო ბურნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2244
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი: თუ კი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით... ზურგს ნუ შეაქცევთ, გაიკითხეთ...... ბედი არ გვცდიდეს, გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი. შოთა ნიშნიანიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2245
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
(მე მოვალ შენამდე) ამ დიდ ქვეყანაზე გზებია მრავალი, ნუთუ კვლავ ძველი გიჯობს? ო, რა დრო გასულა ერთურთის ლოდინში... თმები შეგვერცხლია, ბიჭო. მე უკვე აღარ ვარ ცელქი და გიჟმაჟი, დრომ დარდის კარავი დადგა. არ მინდა გატკინო ეგ გული ერთგული ჯიუტად მომელი რადგან. მე მოვალ შენამდე, გაზაფხულს მოგიტან, ვისმინოთ ჟღურტული მერცხლის... ჩემს თმებში იელვებს სპეტაკი შროშანი შენს თმაში ბრწყინავდეს ვერცხლი. /ციცინო ბურნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2246
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემს მიწურ ქოხში
ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს, და ჩემი გულის განწირულ ყივილს... თავისებურად ხმას აუჩვილებს ო, რა თქმა უნდა, შენმა ოცნებამ არ შეუძლია წარმოიდგინოს, - მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა, სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი. მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა, სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი, ვარ ერთი ვინმე, ცასავით სუფთა და ცაზე ვრცელი გულის პატრონი. ვარ გათენება ცაზე ასული, მზე - დაფენილი ყვითელ ასოებს, როგორც ოცნება, როგორც წარსული, ბედი გვაშორებს და გვაახლოებს. და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს, ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი, რასაც გული და ბავშვობა ჰქვია. მირზა გელოვანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2247
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იცით, რა მინდა?
სიყვარული მინდა მაწვიმდეს! მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს, მან, რაც წავიდა,... აღარაფრით ავნოს აწინდელს, დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს, ჩემი მზერიდან თქვენს მზერაში გადავნაწილდე, ბევრი არ მინდა, სიყვარული მინდა მაწვიმდეს... /მანანა ფრუიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2248
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
მე ახლა შენში ვარ და სადღაც ლიანებს, დაარხევს ქარი და ღამესთან აცეკვებს.. მითხარი, რომ ისევ არ დავაგვიანე,... რომ გრძნობა თვალეში ეშმაკებს აცელქებს. შენ ახლა ჩემში ხარ, ვაოკებ სურვილებს, მზიანი აისით ავინთებ სარეცელს, თავნება სიყვარულს ვერ ვუკლავ წყურვილებს და ხელებს ვაშველებ სადმე არ დაეცეს. სად მიდის ეს გზები, მოხედვაც არ მინდა, ნანატრი სიზმრები თოკებზე გავფინე. რამდენი ზამთარი უშენოდ გავიდა, დღეს კი, შენს ფეხებთან მაისი დავფინე. მარწმუნე, რომ ახლა ნამდვილად გათენდა, დავადე საკეტი უშენო აპრილებს, მითხარი ლოდინი შენშიც რომ ათევდა, რომ ჩემი ბავშვური სიცელქე გაკვირვებს. შენ ახლა ჩემში ხარ, ნაბიჯებს გიდარებ, ჩავუვლით ლიანებს ქარებში გადაშლილს, და თუგინდ იწვიმოს, მე შენთვის ვიდარებ, დამპირდი, რომ წვიმა ნაკვალევს არ წაშლის. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2249
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გულზე ცვარი ავიყოლე მიწიდან,
თმებს სურნელი შერჩენია გვირილის, უშენობა ძველებურად მიზიდავს, მეშინია უიმედო ყვირილის. ყვითელ ფოთლებს ქარი მისკენ ხვეტავდა,... გაზაფხული ჩამოცალეს ჭადრიდან, გიყურებ და მაინც ვეღარ გხედავ და იასამნით მოხვეული ჩადრიდან. ასე ვკვდები მდუმარე და შეშლილი, უფსკრულიდან ამოვზიდე ფერები, დროში დროა უადგილოდ შეცვცლილი, და უდროოდ უშენობას ვერევი. წამიყვანეთ უსასრულო წუთებში, მარადიულ მონატრებამ ამშალა, ფერად ფუნჯებს ათავსებენ ყუთებში, ცრემლიც ბევრი ტირილისგან დამშრალა. ცისკარს ისევ ჩავაცქერდი თვალებში, სანამ ვცოცხლობ, მიყვარს დილა დიადი, მზეს გადავცვლი დაბერებულ მთვარეში, ღამისთევით გამოვცალე წყვდიადი. /ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2250
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ქალი თუ ბედმა სათაყვანო კერპად გახადა, შეყვარებულებს ეჩვენებათ ქალი ნახატად. ქალსა და ნახატს საერთო აქვთ ერთი თვისება:... უნდა მრავალჯერ შეიცვალო ჭვრეტის მანძილი, რომ უფრო სწორად შეაფასო მათი ღირსება და უფრო იგრძნო სილამაზე მათში განცდილი. /შოთა ნიშნიანიძე/ სასწაული გუშინ ჩემს ფანჯარასთან გოგონამ ჩაიარა თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა. იმას ჰგავდა, სულ იმას…(ღმერთო რა გამიხარდა!)... მე რომ პატარობაში შეშლილივით მიყვარდა. გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა, განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა? სამარიდან წამოვდექ თუ ცის გახსნა მეფონა? დაკარგული სამოთხე დამიბრუნდა მეგონა. ცაო ეს რა მიყავი შენს მგალობელ მეგობარს, ჩემი ბებერი თავი ბიჭუკელა მეგონა. ო. იმ ციურ სასწაულს ხვალ, ზეგა თუ გაისად, თუკი ვერ შემახვედრებ, – დამასიზმრე მაინცა… /შოთა ნიშნიანიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2251
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რა ფერებია !
ღმერთო ჩემო, რა ფერებია!!! მიწა - ქართული გოჯა-გოჯა საფერებია!... რა სურნელია, მზენასვამი, ჭრელ-ჭრულა ტყისა!.. თითქოს უფალმა ჯადოსნური დაბერტყა ქისა... იქით ასკილი კისკისებს და აქეთ კუნელი... მჭირს სიყვარული შემოდგომის, განუკურნელი!!!" /მარიამ კოზმანიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
MIRDAT |
![]()
პოსტი
#2252
|
![]() MIRDAT ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 ![]() |
ლამაზი ლექსებია....
|
marine |
![]()
პოსტი
#2253
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ღმერთო, რა მძიმე ჯვარია,
როცა ვიღაცას სჭირდები, ქარმა ფიქრები არია, შორს დარჩენილი ფიქრები. ახლა დუმილის ზარია, ... თოვლზე ხატავენ თითები, ზამთრის კეკლუცი ქარია, უფრო და უფრო ცივდები. რა არეულად დადიან მოხეტიალე ჩრდილები, ღმერთო, რა ტკბილი ჯვარია, როცა ვიღაცას სჭირდები. /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2254
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
მე თანახმა ვარ, გაზაფხული შენით დაიწყოს, მე თანახმა ვარ, რომ სტროფებიც შენით აიწყოს.... მე თანახმა ვარ, სიკეკლუცით ცოტა მაწვალო. მე თანახმა ვარ, შენ რამდენიც გინდა გაცალო. მე თანახმა ვარ, ვიყო შენი ყოველი წამი, შენს ამოსუნთქვას ყურს ვუგდებდე მე ყოველ ღამით. მე თანახმა ვარ დაგელოდო, შენ კი– მოხვიდე. მე თანახმა ვარ ჩაგესუნთქო, ხელი მომხვიე. მე თანახმა ვარ საკურთხეველთან, შენც იგივე თქვა. მე თანახმა ვარ გყვავდეს შვილი, რამდენსაც მომცემ. მე თანახმა ვარ, ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ. მე თანახმა ვარ, შვილიშვილები სოფლად ვატაროთ. მე თანახმა ვარ, რომ პირველი წავიდე მიწად, შენ როცა მოხვალ, თბილი დაგხვდეს ჩემს გვერდით მიწა. /ნოდარ რევაზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2255
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორნი,
იყო საღამო, ლოცვები, ზარი... და ჩვენს საოცარ გზაზე ... რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი... ... ენატრებოდა ფრთებს სითამამე, უზრუნველობის, შენი სიშორის... მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენ შორის... და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი: -საცაა მოვა სიკვდილის წამი! ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი და მოვდიოდით ტაძრისკენ სამნი... ხათუნა შავგულიძე ლევან აბაშიძის მოსაგონრად "როს ვიდექი შენს საფლავთან ლევან, მიმშვენებდა გვერდს პატარა ქალი.... ახლა ვწურავ ფეხით ყურძნის მტევანს, მკერდში ცეცხლის მიგიზგიზებს ალი. გულზე ქრისტეს რომ გესვენა ხატი - თავგანწირვას ნატრობდაო მითხრეს, იქნებ ერთ დღეს განგვიქარდეს დარდი, ღმერთმა ქნას რომ მეც მოვესწრო იმ დღეს, როცა ერი მის სოხუმში შევა და იმღერებს ''ვარადას'' ან ''ლილეს''... გამარჯვებას იზეიმებს ლევან, დააფასებს მისთვის გარდაცვლილებს!!!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2256
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თუ დავბერდები შენს გვერდით მსურს
ჩემო დავბერდე- შენს მხრებზე მინდა ვიმშვიდო და ვიმრავლო წლებად, სხვა მოსვენება,სხვა სიდიდე... სხვა მონატრება არ ვიცი კიდევ თუ არსებობს შენს გარდა ქვეყნად... არ ვიცი კიდევ თუ არსებობს შენს იქეთ გზები, შენი ფუძის და შენი ჭერის მჭირდება შველა, შენი ხელებით მოწეული სიკეთეები, მსურს დავიფინო ტკივილებზე წამლად და შვებად.... თუ დავიღლები შენს ფეხდაფეხ მსურს დავიღალო- შენს თმებზე მინდა შევიპარო თოვლად და წლებად, სხვა საფიქრეთი, სხვა სიკეთე, სხვა სამშვიდეთი, არ ვიცი კიდევ თუ არსებობს შენს გარდა ქვეყნად..... დიკა სალაყაია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2257
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შენ და შემოდგომა
წარსულს ემატებით. თითქოს არ მახსოვხარ, თითქოს აღარ გელი, მაგრამ უნებურად შ ე მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2258
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* *
მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,... მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად, ისე სხვაგვარად შემიყვარდები, მოვა ზამთარი, შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით. მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა - ო, ნურაფერი, ო, ნურაფერი ნუ გეწყინება. /გოდერძი ჩოხელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2259
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიყვარხარ მეთქი, გითხარი და
ავხედე ზეცას, შემომანათა ანგელოზმა ღიმილი სუფთა. როცა გიყვარსო სხვა ფერი აქვს... შენს მზეს და შენს ცას, სულ არ გჭირდება სხვა ჰაერი, გრძნობებით სუნთქავ. მიყვარხარ, შენი გულცივობა დამაკლებს ვერას, ვერც ეს სიშორე, რას მიჰქვია მოვდუნდე წამით... როცა შენშია სიყვარული და მისი გჯერა, ის გაასფერებს, გაძლიერებს და ცოცხლობ ამით. ისე მიფეთქავ, რომ ეს სივრცე სუნთქვად არ მყოფნის, გამოვუწიე ჩემს ანგელოზს სათხოვრად ყელი, ოღონდ ნუ მომცემ ფიქრს ცოდვიანს და გულს გაყოფილს, ვფიცავ მეყოფა სიხარულად ეს ყველაფერი. ნანა მეფარიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2260
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვზივარ და შენზე ვუყვები ბუხარს:
ზამთარს უშენოდ როგორ გავუძლებ? ამ ყურში, ჩუმად, ჩურჩულით ვუთხარ, ვიცი, იმ ყურით, გარეთ გაუშვებს... და შორს წაიღებს ჩვენს ამბავს ბოლი, ... ხიდან ხეზე და სახლიდან სახლში... როგორც ამბობენ, ასეთი ჭორი, უფრო ადვილად ვრცელდება ქარში, და რაც მეგონა გულდაგულ ვმალე, მთელი ქალაქი გაიგებს წამში. ვის უნდა ვენდო, აღარ ვიცი... ყველა მღალატობს! საკუთარ ბუხარს საიდუმლოს რომ ვერ გაანდობ?! გეჩურჩულები ჩუმად, ჩემთვის...- კვამლი ბარათობს... ვხედავ, ისეთი პირი უჩანს, ქალაქს დაათოვს..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 06:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი