![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2261
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მითხრეს, სიწითლემ გადამკრა წუთით,
ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად, არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი,... და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა. გათხოვდი, ბოლოს ყველა თხოვდებით, თითქმის ყველანი ხდებით დედები, თქვენი სიმართლით, თქვენი ცოდვებით მოძებნით, ვინმეს მიეკედლებით. მაინც რად გვწყდება გული, რით არი? თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს, თითქო გვაკლდება ერთი სიზმარიც, ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია. შორით მომწონდი, მხვდებოდი წუთით, დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა, არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი, არც ვიცი, გული რატომ მეტკინა. -გრიგოლ აბაშიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2262
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი... ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს ვუყურებ მთვარეს, შენ შემოგევლე -... სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუ დამდებ პატივს - ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს. მერე რაა, რომ მზე ჩავიდა ამ სერებს იქით, მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი. შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუნდაც როგორც მამრს დღეს სურნელი მომწყურდა ქალის. დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ - ყველაფრისთვის სმენა დახშული და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს ფოთოლი ვერხვის, დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ, სასაფლაოდ მექცა წარსული... შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი... ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2263
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თუ პოეზია გიყვარს და არ წერ, ჩათვალე რომ პოტენციური პოეტი ხარ,რადგან შენც იქ მიდი-მოდიხარ, სადაც პოეტი მიდი-მოდის ,თავის ლექსებში.
/ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2264
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
როცა აღმართზე მიეყინა აპრილს კვირტები,
როცა ზამთარში უშენობა ჩახერგავს წყაროს. მე წარსულიდან დაფიქრებით დაგაკვირდები, და მაინც ვეჭვობ ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს. როცა კოცნისგან გეთბილება ქარში თითები, ... შენი ღიმილი ვინც არ უნდა ათასჯერ თვალოს, და მე კი ჩუმად მონატრებით გავიცვითები, არ გეტყვი, მაგრამ უფრო მეტად ვინ შეგიყვაროს. როცა სამკაულს დააბნევენ გულზე ფერიას, და შლეგმა სატრფომ მზის ამოსვლას რომ შეგადაროს, მათ არ იციან, ჩუმი სწრაფვა რა ოხერია, და უფრო, უფრო არ მგონია სხვამ შეგიყვაროს. მერე შემთხვევით ამტკივდება შენი თვალები, როცა ზამთარში მივიწყება ჩახერგავს წყაროს, მერე რა მოხდა, გაგიჟებით ბევრს ეყვარები, და მაინც ვეჭვობ, ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2265
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რომ გაგიცანი ,მეგონა გუშინ,
ო,ღმერთო ჩემო!რა დრო გასულა, დამათოვ დარდებს,ძველს,ნაცადს,ალბად, დამაწვიმ ცრემლებს,ფაქიზს, ვნებიანს, შენ,... ცხოვრებაში მომყვები დაღად, დაღად,რომელიც წილად მრგებია/ /აჩიკო ჯოჯიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2266
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს, მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს! გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს, მე აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ... გათავდა... აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში... ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც... შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი! /ოთარ ჭილაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2267
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
შენთვის ყოველთვის იყო სულერთი, რას წაიღებდი წუთისოფლიდან; მე კი თანაბრად მანადგურებდი შენი ყოფნითაც და არყოფნითაც. არ ჩანდი, ვწუხდი და ვფითრდებოდი, ვეღარ გხედავდი ჩემ გვერდით რადგან, მოხვიდოდი და ჩუმი ყვირილი ყელზე ამაყი ცრემლივით მადგა. მზე ჩახჩახებდა, თუმცა ვიცოდი, ცა ბოლოს შავად რომ იქუფრება, მიყვარდი, იმის მიუხედავად, მქონდა თუ არა ამის უფლება. ცივად მითხარი, რომ ჩემი ტანჯვა შეცდომაა და ღობეს ჩხირია... ამ უუფლებო სიყვარულისთვის რამდენჯერ იყო, რომ მიტირია. იქნებ, მართლაცდა, შეცდომა იყო, მაგრამ შემინდეთ, წმინდა ზარებო, არის ამქვეყნად ცოდვა, რომელსაც ვერ იმეტებენ სააღსარებოდ. /გიორგი ლობჟანიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
![]()
პოსტი
#2268
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
რა ყოფაში ვარ? რა მემართება?
ლამის გავგიჟდე, გავმხეცდე მთლადა. ადამიანის ხორცსა ვჭამ პურად, ადამიანის სისხლსა ვსვამ წყლადა, მილიონობით დღეში არ მყოფნის, ადამიანის მე მქვიან მადა. რო მეჯავრება ჩემივე თავი, ვერ გარდავიქმენ მაინც კი სხვადა. როგორ მოტყუვდა ნაზარეველი, ძმობა-ერთობის გეგმას რომ სთხზავდა! შესაძლოდ სცნობდა საყოველთაოდ ასეთ სიყვარულს, რადგან თვით სწამდა ქრისტეობა და მის სწავლის ცოდნა. როგორ ვსტყუვდებით, საიდან-სადა? შორსა ყოფილა ერთმანერთზედა, ძალიან გვიან გამოგვეცხადა. ამ მოძღვრებისთვის ჯვარზე გაეკრა: თავის სწავლასა დიდ ხედა ჰრგავდა, როგორ ეწვალა, როგორ ეცადა, რომ არ ჰყოლიყო კაცი კაცს მგლადა. მიჩვენეთ ერთი ამის ნაყოფი იგემეთ ვინა, როდის ან სადა? როდი-ღა უნდა ადამიანმა ადამიანი იწამოს ძმადა?! ვაჟა-ფშაველა. ამ ლექსზე რას ფიქრობთ? რისი თქმა უნდა ვაჟას? ჩემი აზრით, თითქოს ამბობს რომ ღმერთი ტყუილად ეცვა ჯვარს, და მეორე კუთხით უბრალოდ ხალხზეა გაბრაზებული რომ ქრისტეს ჯვარცმას არ აფასებენ. პ.ს. ამ თემაში განვიხილოთ კიდეც ხოლმე რა საინტერესო ლექსები -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
![]()
პოსტი
#2269
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რა ყოფაში ვარ? რა მემართება? ლამის გავგიჟდე, გავმხეცდე მთლადა. ადამიანის ხორცსა ვჭამ პურად, ადამიანის სისხლსა ვსვამ წყლადა, მილიონობით დღეში არ მყოფნის, ადამიანის მე მქვიან მადა. რო მეჯავრება ჩემივე თავი, ვერ გარდავიქმენ მაინც კი სხვადა. როგორ მოტყუვდა ნაზარეველი, ძმობა-ერთობის გეგმას რომ სთხზავდა! შესაძლოდ სცნობდა საყოველთაოდ ასეთ სიყვარულს, რადგან თვით სწამდა ქრისტეობა და მის სწავლის ცოდნა. როგორ ვსტყუვდებით, საიდან-სადა? შორსა ყოფილა ერთმანერთზედა, ძალიან გვიან გამოგვეცხადა. ამ მოძღვრებისთვის ჯვარზე გაეკრა: თავის სწავლასა დიდ ხედა ჰრგავდა, როგორ ეწვალა, როგორ ეცადა, რომ არ ჰყოლიყო კაცი კაცს მგლადა. მიჩვენეთ ერთი ამის ნაყოფი იგემეთ ვინა, როდის ან სადა? როდი-ღა უნდა ადამიანმა ადამიანი იწამოს ძმადა?! ვაჟა-ფშაველა. ამ ლექსზე რას ფიქრობთ? რისი თქმა უნდა ვაჟას? ჩემი აზრით, თითქოს ამბობს რომ ღმერთი ტყუილად ეცვა ჯვარს, და მეორე კუთხით უბრალოდ ხალხზეა გაბრაზებული რომ ქრისტეს ჯვარცმას არ აფასებენ. პ.ს. ამ თემაში განვიხილოთ კიდეც ხოლმე რა საინტერესო ლექსები ქეთ, ეს ლექსი წაკითხული არ მქონდა და უზომოდ მომეწონა... საერთოდ მიყვარს ლექსი,რომელიც წაკითხვის მერე, ბევრ საფიქრალს ტოვებს... შენი წინადადებაც ძალიან მომეწონა ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2270
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ათასი შუქი გულივით ფეთქავს, მთვარეს ვარსკვლავი მძივივით უჩანს, შეყვარებული ქუჩას რომ ერქვას, მას უნდა ჰკვეთდეს მეორე ქუჩა... ყოველი ბაღი ნელ სურნელს აკმევს, მესმის ჩურჩული - გიყვარვარ?! - დიახ! შეჰყვარებია სარკმელი სარკმელს, რადგან ცოტა ხნით დატოვეს ღია... / სოსო ნადირაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2271
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერთხელ რომ ვიგრძნო ერთხელ რომ ვიგრძნო, თუნდაც სულ ოდნავ, შენი ფეხის ხმა ჩემს კართან დადის, მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა, შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი. მთებიდან მთებში მიდის გზაწვრილი, მთებიდან მთებზე ფრენენ ფოთლები, არ შეიძლება ჩემი გაწირვა სულ ასე, ხელის ერთი მოქნევით. წაჰყრია ღადარს სიჩუმის მტვერი, ეზოში ყვავის ბალბა და ანწლი, თითქოს ვიღაცამ ამხადა ჭერი და რა ხანია, ზედ გულზე მაწვიმს. გადმოუფრინე ჩემს ზეცას, ჰოდა წამომეფარე მაგ ფრთების ადლით... მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა, შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი... /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2272
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ამოვარდეს ქარი გიჟი, უტიფარი, შენს სარკმელში ფოთოლივით შემაფრინოს, შენი სუნთქვა ჩემს ბაგესთან მაგრძნობინოს და ბალიშზე ყვავილივით დამაფინოს. ღმერთი არ გწამს? მომაშველ ყლუპი ღვინო, ავი ფიქრის მომტერე და საზიანო, მხოლოდ შენ ერთს ჩაგაბარებ აღსარებას, სიყვარულთან მარტო შენ რომ მაზიარო... /ეკა ლომიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2273
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა ქარი ამტვრევს ტოტებს იასამანს,
ზღვაზე გააქანეს თეთრი თოლიები, მარტი მომახურავს ალბათ მზიან საბანს, აშლილ გაზაფხულზე როცა თოვს იები. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2274
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემს სხეულს ლექსის სურნელი ასდის
ჩემს სხეულს ლექსის სურნელი ასდის, თმაზე მეხვევა რითმა სვიებად... ბედნიერი ვარ, დრო არ მაქვს დარდის, დღეს ყველაფერი მეპატიება. მეჩურჩულება წყვდიადის დამა, გამომიწოდებს გაკვირტულ რტოებს. ხელებით დამაქვს გრძნობა კამკამა, და ზედ ვაპკურებ ძველ სიმბოლოებს. ღამე მილულავს უძილო თვალებს, განთიადს მკლავებს დაუსვირინგებს! მე გამოვყვები მაგ შენ ნაკვალებს, იქნება ეს გზა შენთან მივიდეს, ვგრძნობ სიმარტოვის ხაფანგში გაბმულს, თავის დაღწევა გამიჭირდება, მარტოობისას ყველაზე მეტად, შენი ალერსი, სითბო მჭირდება. ჩემს სხეულს ტრფობის სურნელი ასდის, და მოლოდინის აჩნია დამღა, ფიქრებს რომლებიც შენამდე აღწევს, სულ არ სჩვევიათ წუწუნი, დაღლა. მხოლოდ მე მებრძვის ეჭვის ბწკარები, უფსკრულებიდან გამოპარული, თუმცა ღია მაქვს გულის კარები, შესასვლელია მხოლოდ ფარული. ჩემს სხეულს ლექსის სურნელი ასდის, ტანზე მეხვევა რითმა სვიებად... ბედნიერი ვარ, დრო არ მაქვს დარდის, დღეს ყველაფერი მეპატიება. /თეოარტ/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2275
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გუშინ წვიმდა!
შეგამჩნიე ჩემი სახლის ფანჯრის წინ, და სად მიგეჩქარებოდა , ეხ! ვინ იცის, ვინ იცის, ვისი დარდი დაგაქვს გულით,... ან ვინ გდარდობს ძილის წინ, რად მიჩქარებ გულისცემას, როცა გხვდები პირისპირ, რატომ მართმევს შენზე ფიქრი, თუნდ პაწია ძილის წილს, იქნებ ქმარიც გელოდება! იქნებ შვილიც ვინ იცის, იქნებ სიზმრის ზმანებაც ხარ! არც არსებობ ვინ იცის. /აჩიკო ჯოჯიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2276
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
არ დავბრუნდები, მე არასოდეს არ დავბრუნდები, მივდივარ, ესეც წაბლისფერი თმების ბრალია, ვიცი, ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები,... ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან.. არ დავბრუნდები, დაე ბოლო იყოს ეს ლექსიც, გულში შენს სახელს პირველი ტყვია ამოშლის, შენი სურათი არ მექნება დაღლილ ხელებში, არც ჯარისკაცის დამძიმებულ ყვითელ სამოსში. უშენოდ გულზე უდარდელად დავიწყობ მკლავებს, ცისფერ ყინვაში გამასვენებს ქარი გოდებით, (ომში ხომ მხოლოდ მეფეებს და პოეტებს კლავენ) და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები. ვინანებ...წავალ. მაინც წავალ, არ დავბრუნდები, რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია, ვიცი ერთხელაც ჩემს არყოფნას გაებუტები, ვიცი ერთხელაც მოგინდები ისე ძალიან... რეზო გეთიაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2277
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * * ო, დროს მიაქვს, ო, დროს მიაქვს, ეს ციალი ფერთა, თოვლისფერი, თეთრი კაბით ვეღარ მოვალ შენთან. შროშანები აყვავილდნენ გიშრის თმების ტევრში, ცალად შევრჩი, ცალად შევრჩი, დროის ლეწვას კევრში. საით წახველ, საით წახველ, დამეკარგე ქარში, დაწყებულა პურის მკა და ყაყაჩოთა მარში. გავექცევი შენეულ ხმას, დაინთქმები ჭალას, აღარ გიხმობ, აღარ გიხმობ, აღარ მყოფნის ძალა. ო, დროს მიაქვს, ო, დროს მიაქვს, ეს ციალი ფერთა, თოვლისფერი, თეთრი კაბით ვეღარ მოვალ შენთან. /ციცინო ბურნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2278
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რას მირჩევ,რას მერჩი,
თუ ტკივილს მპირდები. შეშლილი გიჟივით, კიოდა სამყარო. ხან ამბობ მოგშორდე,... ხან ამბობ მჭირდები. მომინდა სიტყვები, წარსულში ჩავყარო. რა ფერი,რა სუნი, რა ხმაზე მღეროდა. წამოშლილ სტრიქონებს, რითმებად გიწერდი. ვტიროდი გეძებდი, მეძებდი მჯეროდა. ცახცახა სხეულს რომ, ბავშვივით გიჭერდი. ასე შორს უფეროდ, მხატვარი მოლბერტით. უსუნო ყვავილებს, ვაგროვებ კარდაკარ. შემოვრჩი სამყაროს, უდროოდ მოვბერდი. და მაინც სადა ხარ, და მაინც სადა ხარ. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2279
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ოთხი იყო...
არა, ხუთის ოცი წუთი. სიყვარულის სამიზნეზე ვყავდით ქილერს. ღამდებოდა,... გთხოვე - გახდეს ბარე ხუთიც... ხვალ მოვალო - თქვი და წასვლა დააპირე. მიდიოდი და ვისმენდი გულის ფეთქვას, გულთან ერთად სხეულიც ხომ გეჩვეოდა? მინდოდა, რომ სიყვარულზე რაღაც მეთქვა, ვერ გითხარი, უთქმელადაც მემჩნეოდა. /დათო ახლოური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2280
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,799 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება... რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. ... და რომ გიყვარდი, როდია ჭორი, ან ქარაგმულად თქმული იგავი... მიუწვდომელი და შორზე შორი, შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. როდესაც ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახეს სულ ყველამ ერთად: გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები, შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს... შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი... თვალებში როცა ჩაგხედე კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი. შოთა ნიშნიანიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 04:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი