![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2321
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თითქოს
დრო მიირწევა ჭორ-მართლის გზაზე, თან წაგვიყოლებს ჩვენც - თითო-თითოს, ჯერ მე გავყვები, ნუ გამაბრაზებ,... სულ არ ვიყავი ამქვეყნად თითქოს... ხელისგულებზე სხივები გათბა, გვირილაც მზეზე ცვარს ნაზად იშრობს, არც არაფერი იქნება, ალბათ, და ჩემს წასვლაზე ტყუილად შიშობ... თუმცა წამებად გაფრინდნენ წლები, ნუღარ იფიქრებ : ,,ნეტავი, იმ დროს“... რა საჭიროა დარდი და ცრემლი, მე ჩემს სანაცვლოდ გვირილას გითმობ... ვანო კორძაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2322
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფრთხილად იყავი
ნუ დანავარდობ ოცნებებში და ლამაზ აჩრდილებს უკან ნუ დასდევ. მოდი, ძალიან ნუ მომეჩვევი.... ფრთხილად იყავი, არ შეგიყვარდე. რატომ? რატომ და ეგ სიყვარული, არამგონია კარგს რომ გიქადდეს. შენ, ჩემი ზიდვა გაგიჭირდება. გზაში ეცემა, უკან ვინც დამსდევს. მოდი რა,შენი თავი დაინდე, მაგრად გაფრთხილდი, არ შეგიყვარდე... ნანა აბესაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2323
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საქართველოში ლექსით აბა, ვის განაკვირვებ, მით უმეტეს, ვის განაცვიფრებ?! და მაინც, ჩნდებიან პოეტები, რომელთაც წილად ერგებათ ხოლმე ეს პატივი და ბედნიერება; ესეც, ალბათ, უკვე, განგების ნებაა."
/თემურ შავლაძე/ "ვიდრე პოეტი და პოეზია არსებობს, ქვეყნიერება უფრო სრულყოფილია და სრულქმნილი". /ანდრო ბუაჩიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2324
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცდუნება...
მწუხრისფრად ელავს ლიტურგიის ლურჯი კანდელი... ხატის წინ მდგარი, ვლოცულბ-მე ფიქრებით მრუში.... სენი ამკიდე სიყვარულის ეს მერამდენედ გადაგივიწყე- შემიყვარდი ახლიდან გუშინ. უხმოდ მოცელავს ვნების ქათიბს საკმევლის სუნი. ლოცვისთვის მოსულს აზრს ნუ მირევ! ნუ მეფიქრები! ვარ სიყვარულით დატალღული- სევდის ქალწული, შემიჩნდი ცოდვად, ვეღარ გზიდავ,დამაწყდა მხრები. დასრულდა ლოცვა, ამინ... ამინ! ღაღადებს მღვდელი. მწუხრისფერ სახით მივეყრდენი ტაძრის კედელზე, აღსარებაზე ვერ შევძელი მეთქვა სათქმელი, და ჩემს მამაოს, დღეს პირველად მე ვეღარ ვენდე. ხატებთან ბჟუტავს ჩამომდნარი თაფლის სანთელი... პირჯვრის საწერად ვერ შევკარი მტევანი ხელის,.. ვერ ვეზიარე, დღეს მე არ ვარ-ამის ჩამდენი, ვიდექი ხატთან თავდახრილი უტყვი მლოცველი... დასრულდა ლოცვა გაირინდა ლურჯი კანდელი, ტაძრის ეზოში მრევლი დადის ნაზიარევი, გული მეტკინა ზიარება რომ ვერ შევძელი... მეც წამოვწიე პირჯვრისათვის მარჯვენა ხელი. გ ა დ ა ვ ი წ ე რ ე ! /თეო წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#2325
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ერთ ლექსს ვეძებ, მგონი ასეთი ფრაზაა, რატომ მიმატოვე მარიამ, ან რაღაც მსგავსი. ავტორი არ ვიცი.ხო არ გეცნობათ?
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
marine |
![]()
პოსტი
#2326
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფოთოლივით გავატანე შენი ხსოვნა ქარს,
მეც ქარივით ავედევნე გაშიშვლებულ გზებს. და წვიმაში ნოემბერი ხელგაშლილი დგას, და წუთები დაემსგავსა მოშიებულ მგლებს. ამ ბოლო დროს საღამოსკენ გამალებით წვიმს, შენი ხსოვნა ფოთოლივით გავატანე ქარს, ნოემბერი აწკარუნებს მივიწყებულ სიმს, და მწუხარე შემოდგომა მახვევია გარს. რა შორია შენამდე და რა შორია მზე, ღრუბლებმა სულ გადაფარეს დარბაზები ცის, მეც ქარივით ავედევნე გაშიშვლებულ გზებს, და ქარს მიაქვს შენი ხსოვნა ფოთოლივით მის... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2327
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მარტო ვარ,
მარტივი ყოფილა ეს ყოფა, და ხშირად ვკითხულობ საერთოდ რატომ ვარ? სანამდეც ძალა და სიცოცხლე მეყოფა, მარტო ვარ. ოცნება თუ გაქვსო, მე მკითხეს ამ დილით, ვუთხარი კი მეთქი, ოღონდაც ძველია, მარტო ვარ, რადგანაც ასეა ადვილი, რომ გიყვარს ძნელია... თუ უფალს არ სთხოვე, წყალობას ვინ მოგცემს, და მაინც ვკითხულობ, რისთვის და რატომ ვარ? ისე რა გრძნობები მე დღემდე მაოცებს, ამიტომ ... მარტო ვარ.." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2328
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მიყვარხარ, ჩემთვის და ფარულად.
იქ, სადღაც შიგნით და უძიროდ. სიყვითლე კვლავ შემოპარულა, მაგიჟებს თვალები უძილო... მიყვარხარ, და რაღაც მახარებს, გიხდება ოქტომბრის იერი. მორცხვობ და თვალები დახარე, განცდა ხარ, უცხო და ძლიერი... მიყვარხარ, ძალიან, ძალიან, იებად, ნუშებად, კვირტებად... ეს ცოდვა სულ შენი ბრალია, რომელიც არაფერს მპირდება... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ..." /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2329
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცუდი დღე
დღეც წვიმიანი გათენდა, სულშიც ცრემლები წვეთავენ, ცრემლიანია, თვალებიც ღიმილს ვეღარა ბედავენ... აღარ სჭირდები არავის, ბედს რამდენიც გსურს ედავე! ირგვლივაც არავინ არის, მარტონიღა ვართ: მე და მე... /მიხეილ ღანიშაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2330
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ზამთარი
დათოვლილ ტყეში ჩაეძინა თეთრწვერა ზამთარს, ტყუილს და მართალს ის თოვლისფერ სიზმრებში ხლართავს... ჩემს დამზრალ თითებს შემოუჩნდა სიცივის მახრა და მინდა შენი სიყვარული მათბობდეს ახლა... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2331
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იღვრება ზეცა როგორც ჯვრიდან უმანკო სისხლი,
მოვალ შენამდე თუ ამ ზამთარს ბოლომდე ვძლიე, ნუ შეგაშინებს პატარა და უმწეო ნისლი, მე იანვარშიც სულის ფსკერზე გამოზრდილ იებს, მოგიტან ნიშნად სიცივეში ჩარჩენილ წლების, ვით ნაზარეველს წვეთი წყალი ისე მწყურია, შენი თვალები-ბიბლიური უძირო ტბები, და გზა შენამდე ძველი აღთქმის დასასრულია.. /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2332
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო, ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი, ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს. მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი, კვლავ ისეთია, როგორიც იყო, კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს. არ ჩაიქნიო არასდროს ხელი, ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის... ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის. ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი, ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს, მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო. /ოთარ ჭილაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2333
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Она сидела у окна,
А он вошел в ее вагон. - Женат, - подумала она. - Лет тридцать пять, - подумал он. А за окном цвела весна, Был мир прекрасен, словно сон. - Красив, - подумала она. - Как хороша, - подумал он. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2334
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მურად მთვარელიძე
ქრისტეშობისთვე ქრისტეშობისთვის სუსხიან ღამეს მოხველ და სახლიც უცებ განათდა, მუხლზე ეწვინა ღვთისმშობელს მთვარე და იყო ღამე მზეთუნახავთა... ქროდნენ ქარები, ქროდნენ ქარები, ცა ნახულობდა სიზმრებს კანთიელს, კალთებს იკრეფდნენ ღრუბლის კარვები, შენ კი ის ღამე თეთრად ათიე... იმ სიბნელეში ჩუმი სინათლე გამოდიოდა ჩვენი სახლიდან, მთვარე მორბოდა სოფლის შარაზე და ორღობეში თავს ქვებს ახლიდა... ძაღლების ყეფის ხმა ჰქონდათ ქარებს და იმსხვრეოდა ის ხმაც შორითვე და ჩვენი სულის მიმწუხრის დარად იწურებოდა ქრისტეშობისთვე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2335
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Хочу, чтоб наступило Рождество,
Чтоб Он скорей действительно родился - Не в давнем Вифлееме воплотился, А здесь, сегодня, где я жду его. Я жду, чтоб Он меня преобразил, Чтоб расцвела, как Вифлеем, округа И выправил Он, что я исказил, И стал мне за Единственного Друга. Скорей бы наступило Рождество! Не где паслись библейские овечки, Но чтобы воцарилось Божество В моем, твоем и чьем-нибудь сердечке. Скорей бы наступило Рождество... (Отец Андрей Логвинов) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2336
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,
მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი, თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია, თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი... მე სხვა მეტი არაფერი მაბადია, ჩემი სულის გაზაფხული სხვა არი... სიმარტოვე უკვდავების აღმართია და სიჩუმე _ მონატრების ტაძარი. /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2337
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე, ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს, საიდუმლო სერობაზე დამეწვიე, როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს. მე წავედი, წავედი და გაიხარე, ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს, დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე, და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს. ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები, ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს, თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები, გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ. მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები, გული ისევ ძველებურად ფრიალებს, გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები, კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს. იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით, და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს, მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები, და სიცივე ვიცი გამანადგურებს. შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები, ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ, და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები, ჩემი მზერა მოდი შემოიხურე. წახვედი და ვეღარაფრით დაგეწიე, სურვილებმა წუხელ გადამიარეს, მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე, მოგონება კარუსელთან ტრიალებს. /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#2338
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
კალანდაძე ანა გულსა შენსა და გონებას შენსა უამურ ფიქრთა ხავსი ედება... არც ჭირი შენი სადმე გეგულვის, არცა მოყვასი გეიმედება... ამ უცხო ცის ქვეშ... ღირსებას შენსას... ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის! ყალბია სული, ცრემლიც ყალბია, მიდიხარ... მადლს და ყვედრებას შორის! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
![]()
პოსტი
#2339
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Маиа
მაიკო, გამიხარდა შენი დანახვა ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#2340
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
Mარინე
![]() გაიხარე ![]() ![]() როგორც ზამთარში თოვლიან ტყეს მწიფე ძახველი, ისე შემომრჩა სულში ბავშვობა. გაძარცულია ირგვლივ ტყეები, თოვლიან ფერდობს მიუყვება უკვე ბილიკი. აქ ჩამოივლის ალბათ სიბერეც და ჩემს ბავშვობას, როგორც ძახველს მშიერი ყვავი დააცხრება და უცებ გა- კენ- კ ა ვ ს. ჩოხელი ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, მე შენგან მოველი შველას. ჰოი, კუზიანო დედამიწავ, ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო, არაგველების მოზარე ვარ, სათხოვარს უნდა ჩაგეტირო. ოღონდ ნუ იქნება: მთიულეთი _ ნამთიულარი, ხევსურეთი _ ნახევსურალი, ფხოვი _ ნაფხოვარი, ხევი _ ნახევარი... კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის _ ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე! ჩOხელი -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 08:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი