IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 116 117 118 119 120 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Feb 1 2015, 02:07 PM
პოსტი #2341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Маиа

მადლობა, მაიკო, ლამაზი ლექსებით რომ სიამოვნებას მანიჭებ kiss1.gif და არა მარტო მე mpua.gif wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2015, 10:35 PM
პოსტი #2342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
არაფერია,
გადაივლის ეს ქარიშხალი,
გულის ფიცარი გამიმაგროთ
მუზებო უნდა,
ნაცნობი გლახა დღესაც შემხვდა
ქუჩაში მთვრალი,
გლახა, რომელიც არასოდეს
ითხოვდა ხურდას.
არაფერია,
დრო ტკივილებს წარსულში მარხავს,
ეს ჭრილობებიც მინელდება
უთუოდ დროში,
მე დღეს ქუჩაში
ისევ შევხვდი უცნაურ გლახას,
გლახას, რომელსაც
უთხოვია არასდროს გროში.
თვალებში თვალი გამიყარა,
სულ რაღაც წუთით...
გამეხსნა სულით,
დამანახა გულის ფიცარი,
ვუმზერდი ყელში გაჩხერილი
ვეება ბურთით,
გლახას, რომელშიც
სიყვარულის მსხვერპლი ვიცანი.
/ნანა მეფარიშვილი/



Koba Bukia
. . .

Может все закончился... а не хочется,
Может это начало... я, только, за то,
Что на сей раз более сосредоточится,
Не перепутав запад за восток.
Может все мечта... а не реальность,
Может это вечность... я, только, боюсь,
Что не возвел стену перед нами фатальность,
Все ж за тебя, любовь, я, вновь, гонюсь...
Может все сердце... там и душа,
Может это миг... я, только, с тобой,
Хочу мелодию любви послушать,
Иди, мечта моя, сердце открой.
Может все закончился... а не хочется,
Может это начало... я, только, за то,
Что на сей раз более сосредоточится,
Не перепутав запад за восток.

1 Февраля 2015
Москва


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2015, 07:58 PM
პოსტი #2343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა ნინო

/ნაწყვეტი ლექსიდან/

ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.

/გრიგოლ რობაქიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2015, 07:29 PM
პოსტი #2344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალო, არ ვიცი,
რამდენჯერ მომიყვან,
მაოცებს ყვავილი
ათასჯერ გაშლილი.
სიმი ვარ,
მიწის და ცის შუა
გაბმული,
შენს ხელში მჟღერი და
სხვის ხელში აშლილი..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2015, 07:49 PM
პოსტი #2345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნიკალა

თუმც არ გააჩნდა სხვა სიმდიდრე
ფუნჯების გარდა,
ნაშოვნ გროშებით თეთრ დუქანში
ღვინოსა სვამდა.
ხატავდა ყველას: ლამაზმანებს,
წვრილ-წვრილ კინტოებს,
ნიკალასნაირ შედევრებს დღეს
ვერავინ ტოვებს.
თუმც სიცოცხლეში ახლოს არვინ
არ მიიკარა,
ბედნიერია საქართველო -
ჰყავდა ნიკალა.

/ოთარ რურუა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2015, 11:00 PM
პოსტი #2346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
გეთქვა მთებშიო წამომყევი,
მოგყვებოდი,
გეთქვა სიცოცხლედ მჭირდებიო,
მოვკვდებოდი,
გეთქვა ამინთე ბნელეთიო,
აგინთებდი,
გეთქვა დარაჯად დადექიო,
გაგითევდი.
გეთქვა ტკივილი განკურნეო,
გიწამლებდი,
გეთქვა ხატივით მიწამეო
გიწამებდი,
ჩემთვის სალოცავად დადექიო,
დავდგებოდი,
დილით მზესთან ერთად ადექიო,
ავდგებოდი.
გრძნობა სულ ლექსებად დაწერეო,
დაგიწერდი,
გეთქვა მეგზურობა გასწიეო,
გაგიწევდი.
გეთქვა ბოლო წამი დამითმეო,
დაგითმობდი,
ცივი ხელისგული გამითბეო,
გაგითბობდი.
მაგრამ
ოჰ, ეს ნატვრაც სულს ვერ ითქვამს,
სიტყვა,
ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს.
/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2015, 11:02 PM
პოსტი #2347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ცხოვრების წიგნი

ვკითხულობ ასჯერ წაკითხულ გვერდებს,
წიგნის ბოლოში კვლავ დავფიქრდები...
აღარ არისო - იტყვიან ერთ დღეს,
ერთ დღეს მე შენთან აღარ ვიქნები.
მეც წავალ, როცა ინებებს ღმერთი,
დამასვენებენ ოთახში ფრთხილად...
ნეტავ როგორი იქნება შენთვის,
ჩემი არ ყოფნის პირველი დილა...

\დათო ახლოური\


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2015, 02:11 PM
პოსტი #2348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Koba Bukia
. . .

Что я хочу?! -
Давно меня вопрос
Не заставлял так задуматься,
Без поэзии, без всяких проз,
Придется искренно сознаваться.
Что я хочу -
Немного слов,
Немного счастья, любви - немного,
Без игры, без маски, без послов,
Улыбку дня, и свет ночного.
Что я хочу?! -
Вот мой ответ,
Может простой, а может сложный,
В руках у меня новый сонет,
На душе вопрос, столь тревожный.

19 февраля 2015
Москва


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Mar 3 2015, 02:25 AM
პოსტი #2349


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



მამა
როცა ტოლები ვახსენებთ მამებს
ცა გამეხსნება მაშინ
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს
ცრემლი მომადგეს თვალში

ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო
სინანულით და წყენით
ო, როგორ მონდა კრძალვით გახარო
მუდამ ვამაყობ შენით!

ტრიალებ ქვეყნის მაშვრალთაგანი
და არ გაშინებს დაღლა
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგოლიცა ხარ ახლა.

ვიცი ხანდახან გიმძიმს ძალიან,
ამოიკვნესებ წამით,
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე მამი!

დედას რომ უფრო ვეალერსები
გაჯავრებული ნუ ხარ
არ იწერება შენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ.

ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,
მიყვარხარ დედის გულს გეფიცები
ჩემო კეთილო მამავ!

ხუტა ბერულავა


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2015, 08:26 PM
პოსტი #2350


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
იცვლიან სახეებს წარსულის ლანდები.
ხან შენ გგავს და ხანაც მთლად ჩემი ასლია -
ხეებს რომ დასცვივდა ყვითელი ფოთლები
და ახლა უბრალოდ ლოდინი ასხია..

ლიკა დვალიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2015, 02:45 PM
პოსტი #2351


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
სატრფო გყავს?
წვიმას ეკითხება გვირილა სველი,
კიო, – უთხრა და
გალუმპული იბრუნა სახე.
მაშინ, რატომღა არ მინახავს
ღიმილი შენი,
რა დაგემართა,
რომ უცრემლოდ ვერასდროს გნახე...
გვირილამ წყენით დაიბერტყა
ყვითელი მკერდი,
ეხ, წვიმავ შენი საქციელი
როგორ მაკვირვებს,
მუდამ მასველებ,
აღარ ძალმიძს სიჩუმე მეტი,
თუკი სატრფო გყავს
დალოცვილო, რაღა გატირებს?!
/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2015, 05:50 PM
პოსტი #2352


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ქარი შემეჩვია
წანწალა,
ჭკუას რას
მოკითხავ ქარს...
ოღონდ
უშენობა მასწავლა,
დღესვე
გავიხურავ კარს...

/საშა გველესიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2015, 05:18 PM
პოსტი #2353


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სხივი და კესანე

წვიმიან ღრუბელს ვეფარე
მძიმეს და წვიმისფერსავე,
ავდექი, გამოვეპარე,
შენთან მოვედი, კესანე.
მე მზის სხივი ვარ, სხივები
ყველგან სიკეთეს თესავენ,
ცაზე გავაბი სიმები,
შენ რაღას შვრები, კესანე?
ენძელა – იის დაიკო,
მეფერა, მეალერსა მე,
შენ კი რა მოგდის, რა იყო,
რატომღა არ მომესალმე?
ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას
ცაზე ქარები მწყემსავენ,
ქარისგან მე დაგიფარავ,
ნუ გეშინია, კესანე.
ჩემი ძმობილი სხივები
შორს ცისარტყელას კემსავენ,
გაქრება წვიმის მძივები,
მათაც სხივები შესვამენ.
გამოიდარებს სულ მალე,
ხვალე კი არა, დღესავე,
შენც ნუღარა ხარ მდუმარე,
ჩემო ლურჯთვალა კესანე.

/გივი ჩიღვინაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2015, 02:22 PM
პოსტი #2354


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



. . .
ისე აურია დრომ,
მოსკოვში აპრილი თოვს.
და სიყვარული მზერით
მზედ ჩახუტებას მთხოვს.
ისევ აურია ცამ,
კვირტებს ფიფქებით რთავს,
და სიყვარული ჩუმად
მახსენებს საკუთარ თავს.
მახსენებს ბილიკს თეთრს,
მახსენებს თოვლში ვალს,
ღაწვზე გაშეშებულ ცრემლს,
ბაგეს მინავლებულ წამს.
მახსენებს დაუვიწყარ სიტყვებს,
მახსენებს მოვარდისფრო გზას,
სადაც სიყვარულის ტივზე
ჩვენ ვართ, და არავინ სხვა.
ისე აურია დრომ,
მოსკოვში აპრილი თოვს,
და სიყვარული მზერით
მზედ ჩახუტებას მთხოვს.
4 აპრილი, 2015
მოსკოვი
/კობა ბუკია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2015, 10:36 PM
პოსტი #2355


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დღეს ვსტირი უფალს, ჯვარცმულ მესიას,
დღეს სხვანაირად ვსტირი და მოვთქვამ,
ჩემთვის რამდენი დაუკვნესია,
არ ძალმიძს დარდი სიტყვებით რომ ვთქვა.
დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორით ექოა ჯალათთა ხმების,
უნდა წავიდე ვეახლო ტაძარს,
ახლა გლოვაა, კვირაა ვნების.
გარდამოხსნამდე წუთია ერთი,
უნდა მოვასწრო ვიპოვო თავი,
ვიდრე კრეტსაბმელს ჩახევდეს ღმერთი,
და ვიდრე ზეცაც გახდება შავი.
დღეს ვსტირი ცოდვამ დამაგვიანა
დღეს ის ნამსჭვალი სხვაგავარდ მტკივა,
სხეულზე მეწვის ყველა იარა,
სინდისზე მქენჯნის ვნებულის კვირა.
სულ ერთი წუთი და ვასწრებთ რამდენს,
ფხიზლდები, როცა ვერაფერს შესცვლი,
ათას უზნეო საქმეთა ჩამდენს,
მაინც გჭრის მზერას ბინძური ვერცხლი.
დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორით ექოა ჯალათთა ხმების,
უნდა მოვასწრო ვეახლო ტაძარს,
სულში გლოვა მაქვს, კვირაა ვნების.

/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2015, 09:42 PM
პოსტი #2356


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რაღაც სხვანაირად ლამაზია,
ქალი, ვისაც უყვარს გვირილები.
ისე ქათქათა და ხალასია,
პირზე აკინძვია ღიმილები,
რაღაც სხვანაირად ლამაზია,
ქალი, ვისაც უყვარს გვირილები.

უფრო თეთრთანაა საზიარო,
ხალისს ვერ უმალავს ტკივილები,
ქალი სხვანაირად ნაზი არის,
თმეში გაბნეული გვირილებით.

მკლავზე დაჰყოლია ლურჯი ხაზი,
მხრებზე საოცარი თმების სუნი,
თხელი ტერფები და ისე ნაზი,
როგორც ახალპირა გაზაფხული.

ხელში ბედისწერას აშენებენ,
ფოთლებს დაჰყოლია ღიმილები,
ღმერთო რა საოცრად ამშვენებენ,
ქალებს საგვირგვინო გვირილები.

/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2015, 01:50 PM
პოსტი #2357


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ი უ დ ა
გიახლოვდება ცივი ამბორით,
და აიტაცებს სულის კანკალი,
მას არ შეეხო შენი თაბორი,
არც სინანული და არც სამკალი...
მოდის იუდა, როგორც წესია,
შენ მორჩილებით უცდი მოწაფეს,
სულ გეკითხები, და შენც მესია,
მიხსნი რატომაც დაიმოწაფე...

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2015, 08:51 PM
პოსტი #2358


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დღეს წითელი პარასკევია... უმძიმესი დღე... sad.gif

ჯვარცმა

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ღმერთს გაიმეტებდა მავანი საცემრად,
ვაი მას, ვინც გულში მზაკვრულად გაივლო
იესოს შეპყრობა ხის ჯვარზე საცმელად.

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
მოციქულ იუდას ცოდვები დასცემდა,
თუმცა გულთამცნობმა უფალმა უწყოდა,
თავისი მოწაფე კოცნით რომ გასცემდა.

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ვიღაცის სიცილით იესოს გაშოლტვა,
ვაი მას, ვინც უფალს აფურთხა, დასცინა,
ვინც გული აჯერა მათრახით ნაშოლტავს.

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ძელზე გაგვიკრავდნენ იესო მაცხოვარს,
ნეტარ, ვინც იმავ დროს ღმერთს ევედრებოდა
ჯვარზე ნაწამების ტკივილთა დაცხრომას.

ვერავინ, ვერავინ ვერ მოიფიქრებდა
ქრისტე აღსდგებოდა ხელ-ფეხით ნამსჭვალი,
სიკვდილი მოკვდებოდა, სიცოცხლის წინაშე კი
ვერას გახდებოდა ლახვარი, სამსჭვალი.

/მაკა გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2015, 01:04 PM
პოსტი #2359


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენ ვიცი წახვალ,
მე დამჩემდება აპრილზე ფიქრი
და გაზაფხული იდგება კართან...
მერე გავიზრდი თმებს შენი ხათრით
(გიყვარს გრძელი თმა)
და შევიკერავ ატმისფერ კაბას...
ოთახს გავავსებ შენზე ფიქრებით,
საკენკს დავუყრი მტრედებს,რომ მათაც
არ წამოტკივდეთ უშენოდ ყოფნა
(შემოეჩვივნენ შენს ფანჯრებს მართლაც)...
ფურისულებით მოვრთავ კიბეებს,
გავაფერადებ ღობეს და
ნახავ-
შენ როცა მოხვალ,
როცა შენ მოხვალ
მე ისევ ისე ვიდგები კართან.........

/დიკა სალაყაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2015, 02:53 PM
პოსტი #2360


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ავწონე ოქრო, ავწონე ვერცხლი,
ავწონე ცრემლი ნამცეცა, მცირე,
როგორ გავვოცდი და როგორ შევცბი,
რომ ცრემლი იყო ყველაზე მძიმე"

/ჯანო ჯანელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 116 117 118 119 120 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 04:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი