![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2361
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თავთან ვარ ურჩად....
ავად არა ვარ, არც შენს სიყვარულს მივსტირი ფუჭად, ხედავ მეცხლები ბრუნდებიან, ჟრიამულით აივსო ქუჩა. თავთან ვარ ურჩად..... ბაღჩაში თვალებს ვერ მისწორებს ჩვენი ალუჩა, ისიც გაზაფხულს ელოდება, ზამთრის წასვლას კი ბოლო არ უჩანს... ავად არა ხარ...... ჩამჩურჩულებს ნიავი ყურთან, ჰო, ავად არ ვარ..... ფიქრები ყელში მაწვება და თავთან ვარ ურჩად.... მარინა ხუჭუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2362
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისე მტკივიხარ, ვით იესოს ხელის გულები,
იქნებ დაფასდეს ასე ყოფნა და ეს წვალება, რაა უშენოდ, ღვთაებრივი გაზაფხულები, დაუკითხავად მომადგება გარდაცვალება... ისე მჭირდები, ვით კიდობანს ნოეს მტრედები, და მზემ უშენოდ ჩემს ბილიკებს თავი ანება, და ბედუინებს ვით უდაბნო-მეიმედები... ხშირად ღმერთივით საჭიროა დაგვიანება... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2363
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისევ გაზაფხული მოდის,
ჭრელი ყავილებით ჩემო, მერე აიობა,ბზობა, დიდი აღდგომა და ბებო... მოვალ,შენს საფლავთან მოვალ, სათუთ გლიცინიებს ბებო, გულზე დაგილაგებ ფრთხილად თითქოს არც გავზრდილვარ,გჩემობ........... გჩემობ, შენს გარეშე მიჭირს, შენს შალს გეფიცები ერთო, ისე მენტრება შენი - ეზო, სახლთან თუთის ხე და ჩერო... ისე მენატრება სუნი - შენი ოთახის და ბებო, გულთან გამეჩხირა ახლაც ყველა მოგონება - ვერ გთმობ.... ვერ გთმობ, დაგიბრუნო მინდა, მინდა დაგიძახო - ბებოოოოო, ისევ აყვავილდა სადღაც შენი ალუჩა და მდელო... მოდი, შემომიხვდი კართან, ისევ მიმასპინძლე ბებო, შუბლზე გადამისვი ხელი- მკითხე - როგორ ხართქო,ბებო... ყურთან მიჩურჩულე მძინარს, შენი ლოცვა- მადლი ჩემო, ყველგან შემეწევა ვიცი, ვიცი, სულ თან დამსდევს - მე ვგრძნობ!!!!!!!!! მე ვგრძნობ, შენს დალოცვას, ძალას, შენს ხმას - ''გოლვაფირო'' ბებო, ქვეყნად არაფერი შეცვლის ან რა დამავიწყებს ბებოოოოოო......................... ისევ გაზაფხული მოდის, ჭრელი ყავილებით ჩემო, მერე აიობა,ბზობა, დიდი აღდგომა და ბებოოოოოო... /დიკა სალაყაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2364
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დრო
კენტი ვარსკვლავი ანთია ცაზე _ ბავშვობისდროინდელი, მაშინდელია ის ღრუბელი, ეს კოინდარი. სადღაც ვიყავი, სად ვიყავი არ ვიცი თავად, დრო კი არ გადის, მე გავდივარ, მე უკვე სხვა ვარ. /გივი ალხაზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2365
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნეტავ რად ტირის ასე მალულად პატარა ია?
მის ლამაზ სახეს ეს ცრემლები რატომ აყრია? ნუთუ საბრალოს აწყენინა ამ დილის ცვარმა! იქნებ ალერსი ვერ მოზომა– უხეშმა ქარმა! ალბათ თვალები აუცრემლდა ნისლის ბურუსში! ან სიყვარულმა გაიელვა პატარას გულში! მართლაც უმანკო სათნოების მქონე ყვავილი საოცრებაა დამიჯერეთ– ქვეყნად ნამდვილი!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2366
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვის არ ვუყვარდი და
ვინ არ მყვარებია, ბევრი გამიხსენებს ალბათ შეფერებით... მაგრამ ერთ გოგონას, მწვანეთვალებიანს, ისევ ვიჩემებ და ისევ ვეფერები. ჩემი სიყვარული იყო ღმერთის ნება, ჰოდა, იწერება ლექსად მესიჯები. როგორ მადარდებს და როგორ მეფიქრება, უფალს ხელს ვუწვდი და გულზე ვესინჯები. მაგრამ მას რომ კითხო, თითქოს აღარ მელის, თითქოს სხვის გარეშე სული ეხუთება... ცოტა ჯიუტია, ცოტა საძაგელი, თორე ფიქრის იქით გულში მეხუტება. და მეც ოცნებებით, ისევ ავივსები, ჩემი ფიქრის ერთა როგორ მყვარებია... ზოგსაც ზღვისფერი და ზოგსაც თაფლისფერი , მაგრამ ჩემს სიყვარულს მწვანე თვალები აქვს. \დათო ახლოური\ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2367
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
შენი ტანი ალვა_შოლტი, თმის სურნელი იანი, შენი მკლავი ვით ხის ტოტი, კაბა გვირილიანი. სუნთქვა ტკბილი ბადაგ_მაჭრის, ადუღების დარია, ეგ სამოსი ჩითის ნაჭრის, ტანს გიმშვენებს ძალიან. შენი მკერდი მთა_ კორდები, მზის ნარეკლი ღაწვები, ხმა_ დამთბარი აკორდები, ბაგე _მწიფე მარწყვები. გამოხედვა მწველზე მწველი, სუნთქვა სურნელ_ იანი, მოქნილი და წვრილი წელი, კაბა გვირილიანი. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2368
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სოფლის შარაზე
ამღვრეული ნისლი ბანცალებს და მთვარის ჩრდილში თეთრი კალმით სტოვებს ავტოგრაფს... დაბადებამდე ერთი ნეკნი ამომაცალეს, იმ ნეკნის ბედი გამახსენდა ახლა რატომღაც... ვინ იცის, იქნებ ცრემლად შერჩა ისიც წამწამებს, ან მირკანივით შეენაცვლა დანთებულ წივას... დაბადებამდე ამოცლილი ნეკნი მაწამებს, რომ მაგრძნობინოს უშენობა რარიგად მტკივა. \დათო ახლოური\ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2369
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გიგას
შვილო, ლექსებს შენთვისა ვწერ, შენ ხარ ჩემი ამბიცია, მინდა იგრძნო - სიღრმე გრძნობის, ის, რაც სხვებმა არ იციან... ... ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი, ჩემი ნატვრა უნდა იცნო, ჩემო წმინდა სალოცავო, უგვირგვინო ჩემო პრინცო! მზია წიკლაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2370
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
მგონი ისევ გაწვიმებას აპირებს, ღრუბლებს ისე დაებერათ ფილტვები... - ნეტავ, ამ ცას ასე რაღა ატირებს?.. - ერთმანეთში ბჭობენ მწვანე ფიჭვები... ფიჭვებმა კი რა იციან ცის დარდი, ფერიც რომ არ შეუცვლიათ ოდესმე... შენ ჩემს ფიქრებს ცასავით რომ კინძავდი, ამიტომაც გიწამე და მოგენდე... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2371
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაფერზე როგორ ვთხოვო
უფალს, სუნთქვა მიმძიმს, თუ მუხლები მეღლება, საღამომდის სივრცე იყო სუფთა, საღამოსთვის მოიბინდა ნებ-ნება... ჩამოწვიმა დაგვალული ქედები, ტყე შრიალებს , ჩანჩქერები გრგვინავენ, მიდი, სულო, ვიდრე დაგიბერდები, როგორც მტვერი, მიმაბნიე მყინვარებს... მიდი, სულო, დაღრღნილია ლაგამი, მე ვხმაურობ, ეს მზის დასვლა ჩემია, ახლა როა მოწყენილი საღამო, შენ რო მზე გწვავს... ის მზე შემირცხვენია..! ტარიელ ხარხელური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2372
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მივდივართ
გზაზე ალვების გრძელი ჩრდილია, გზისპირს - ქარისგან აშლილი ლელი, მივდივართ... წასვლა რა ადვილია და დაბრუნება რარიგად ძნელი. მწვანეკაბიან ქალს მოჰგავს ფიჭვი, ტოტზე რომ ართავს ნისლებს ფთილებად, რად სიყვარული ესოდენ გვიჭირს და სიძულვილი გვეადვილება. გადმოჰფენს მარტი იების სუფრას, შინდებს სანთლებად ჩამოგვირიგებს, ბაგით რომ თითქოს ვადიდებთ უფალს, საქმით სატანის მივდევთ ბილიკებს. აღარც კი ვიცი, ხვალ რას გვიპირებს დრო, დაუნდობლად დღეს რომ გაგვსრისა და მხოლოდ ქარი თუ დაიტირებს მტრისთვის ნაბოძებ მინდვრებს ქართლისას. ყვითელი ჩადრით ამოდის მთვარე, იშლება ღამე, ვით შავი წიგნი, რა მამაცნი ვართ მამულის გარეთ და რა ჯაბანნი - მამულის შიგნით. გზაზე ალვების გრძელი ჩრდილია, გზისპირს - ქარისგან აშლილი ლელი, მივდივართ... წასვლა რა ადვილია და დაბრუნება რარიგად ძნელი. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2373
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე გაპატიე
*** მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი, ჩემთან ტყუილად თამაში სიტყვის, გრძნობებზე ისე ამომიყვავდი, რომ აფეთქვება მეგონე კვირტის. ვიფიქრე მხოლოდ მე მიხდებოდი... შემყარე დარდი ამაო დღეთა, მე გაპატიე, რომ არ მხვდებოდი, როცა ბავშვივით მოვჰქროდი შენთან. შენ გაზაფხულზე წახვედი მაშინ, მახსოვს ატმებსაც ეცვალათ ფერი, შეციებული დამტოვე ქარში, მე გაპატიე ის ყველაფერი. არც ის იფიქრო, რომ გმართებს ვალი, რა მოხდა მერე, ფუჭად ვათიე, ისევ უფალმა მარგუნა ძალი, მითხრა თუ გიყვარს, შენ აპატიე. თაკარა გრძნობის მზეში მიმყავდი, სული და გული ამოვიხეთქე, მე გაპატიე, რომ არ გიყვარდი, შენც მაპატიე, რომ გაგაღმერთე. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2374
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხშირად მიფიქრია
გვირილად გადაქცევა, რომელსაც მინდვრად მოწყვეტდი და სადმე, მიუვალ ტყეში ღვთისმშობლის ნაფრესკალს საჩუქრად მიართმევდი... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2375
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
მზე ხარ, არა, მზეზე უფრო თბილი, ჩემი ცა ხარ, ვარსკვლავებით სავსე, უამრავჯერ გატეხილი ძილი, ნეტავ როდის შეგიყვარე ასე?! გზა ხარ, ის გზა, საიდანაც გიცდი, ჩემი ალუ-ბლების-ფერი ლტოლვა, გულის კართან დადებული ფიცი, გაზაფხულის ქართა თბილი ქროლვა. ზღვა ხარ, ჩემი სიყვარულის ხელა, ეს სამყარო შენთან მოჰგავს მისხალს, იღბალი ხარ, ჩემი ბედის წერა, ის სურვილი, ნატვრის ხე რომ ისხამს. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2376
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიყვარს უმთვარო ღამე,
ქარი ხმელ ფოთლებს ხვეტავს, სიოს ცელქობას ბაღში, როცა ვგრძნობ კი არ ვხედავ. შორს მთის გადაღმა შენთვის, ნისლს გამოვატან კოცნას, მოუსვენარ ფიქრს ღამის, ვერ მოვერევი როცა... მე მიყვარს განთიადი - იის სილურჯით ფეთქავს, შენი თვალების სითბოს, როცა ვგრძნობ, კი არ ვხედავ... /მზია წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2377
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიდიოდა გზაზე გოგო
და მზე იყო თავისთავად. მოეყუდა მთვარე გომბორს, მთებში ბინდი ჩაიშალა. მერე უცებ, იცის როგორც, დაიყეფა ქარიშხალმა, და მოასკდა ტალღა ნაპირს, მერე ერთხანს გაირინდა, იღვრებოდა ათინათი ბროწეულის ყვავილიდან. ვიდექ მხოლოდ, თუმცა მსურდა, გზაზე ვინმეს მივწეოდი, და ვერხვები ,როგორც უნდა, სწორედ ისე ირწეოდნენ. მიდიოდა გზაზე გოგო, გოგო იყო თავშლიანი და საერთოდ, ხდება როგორც, ყვავილები აშრიალდნენ. კი! ჰო! ახლა - ვფიქრობ, წავალ, წავალ, ჩემს გზას გავუყვები. თუკი გინდა, შენიცაა, რასაც ახლა ჩემთვის ვყვები. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2378
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
წვიმს ახლა გარეთ და ეტირებათ
გარშემო ჭადრის მწვანე მანტიებს... ჩემო ძვირფასო ის პატიება დღესაც ვერაფრით ვერ გაპატიე... მე მიჭირს ახლა გზების ძიება და ველოდები მზესა და რიჟრაჟს... მე კარგად ვიცი, რომ პატიება ჯერ არ გამხელილ სიძულვილს ნიშნავს... წვიმს ახლა გარეთ და წვიმის წვეთიც ჯერ შენი ცრემლების სინაზეს ნიშნავს... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2379
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა და თოვლი
ისმოდა მხოლოდ "ღმერთო მოჰმადლე" და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან ჩემი და... როცა თეთრი ხომალდით, მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა. მახსოვს ყველანი სახლში ვიყავით, გარეთ ბრწყინავდა ბროლის ლაშქარი და გული მწყდება მამი, იმ ღამით, - სიკვდილს თოვლში რომ ვერ შეასწარი, სიკვდილს ცივსა და საშიშს ესოდენ... როცა რიჟრაჟმაც თოვლი აისხა მამის ოთახში აღარ ისმოდა აღარც ლოცვა და აღარც მამის ხმა. სეზონიც ამინდს ვეღარ დაჯერდა და ირწეოდა თოვლი სავსებით, თუმც ყოველ ღამე ვხსნიდი ფანჯრებს და შენს ოთახს მამი მთვარით ვავსებდი. . ისმოდა მხოლოდ "ღმერთო მოჰმადლე" და ცრემლიანი იჯდა ლოგინთან ჩემი და... როცა თეთრი ხომალდით, მამისთვის ბოლო თოვლი მოვიდა. /რ_ო_ი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2380
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
- ვუყვარვარ?
- არა? ეკითხები ისევ გვირილებს, ისევ ბავშვი ხარ, სიყვარულო, ბავშვივით ხარობ... როცა ღიმილით წამოგცდება: ,,შენი ჭირიმე," გვირილა როგორ გაგიბედავს, - ,,არ უყვარხარო..." - ვუყვარვარ? - არა? ყველაფერი ღმერთის ნებაა, ის რაც გულშია, შენია და გიჭირს გამხელა... ჩემი ცხოვრება დაკარგული ნეკნის ძებნაა, ნეკნის, რომელსაც სიყვარული ჰქვია სახელად... დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 01:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი