IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 118 119 120 121 122 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Jun 22 2015, 05:22 PM
პოსტი #2381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- ვუყვარვარ?
- არა?
ეკითხები
ისევ გვირილებს,
ისევ ბავშვი ხარ,
სიყვარულო,
ბავშვივით ხარობ...
როცა ღიმილით
წამოგცდება:
,,შენი ჭირიმე,"
გვირილა
როგორ გაგიბედავს, -
,,არ უყვარხარო..."
- ვუყვარვარ?
- არა?
ყველაფერი
ღმერთის ნებაა,
ის რაც გულშია,
შენია და
გიჭირს გამხელა...
ჩემი ცხოვრება
დაკარგული
ნეკნის ძებნაა,
ნეკნის, რომელსაც
სიყვარული
ჰქვია სახელად...

დათო ახლოური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2015, 09:04 PM
პოსტი #2382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მზე, სასურველი

ეს მონატრება
ისე გაღვივდა,
ქარებს მოვპარე
ტყეთა სურნელი...
მე გამოვყევი
ფიქრებს გაღმიდან,
შენით რომ მეგრძნო
მზე, სასურველი...
თუმცა ფურცელი
ისევ სუფთაა,
რომ ელოდება
სიტყვებს სანატრელს,
ლექსად მოგიძღვნი
რითმებს უთვალავს
და ღამეს, შენზე
ფიქრში განათევს...
რომ არ მეტანჯა
მხოლოდ შორიდან,
მე ოცნებების
კოშკი ავაგე...
და თუ ეს ლექსი
ჩემთან მოგიყვანს,
მერე სულ კოცნით
გეტყვი დანარჩენს...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2015, 11:06 PM
პოსტი #2383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაშ, როგორ ფიქრობთ ამდენი მკვლელობების ფონზე ღირს კი დღეს ლექსების წერა?

- მეც მინდა გკითხოთ, მკრეხელთა და კათაკმეველთა ეპოქაში ღირს სიწმინდეთა და ეროვნული ღირებულების დაცვა?"

/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2015, 01:59 PM
პოსტი #2384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვიქცევი ყვითელ შემოდგომის ფოთლად და ფიჩხად,
ყვავილად მტვერად და მიწადაც გადავიქცევი.
გამიტაცებენ ცის ცისფერი ანგელოზები,
და მაინც გეტყვი მეყვარები თავდავიწყებით.
ანტონ გაგუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2015, 04:46 PM
პოსტი #2385


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ო ღმერთო! იქნება მაკმარო
და მზეში მომფინო ბინდებად,
რაც მინდა ვერ მომცემს სამყარო,
ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება...
ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს,
ვირღვევი,სხეულში ბზარია,
მაკმარე ,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე,დედაო ,მარიამ!
თვალებში ამიშრე სისველე
(შემინდე ამდენს რო ვბედავო),
მიშველე
მიშველე
მიშველე,
ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ დედაო!
მაკმარე თრთოლვა და კანკალი
დათალხულ ფერებში რინდება
ვითხოვე ვერ მომცა სამყარომ
მჭირდება,დედაო,
მჭირდება...
გავშიშვლდი ნიღბები დავყარე,
ვირღვევი სხეულში ბზარია,
ო, როგორ ხარხარებს სამყარო,
ო,როგორ შეშლილი ჟამია.

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2015, 10:53 PM
პოსტი #2386


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყვითელი ფოთლები

ხანდახან რთული ვარ,
ხანდახან მარტივი...
შენ ჩემსას
ვერაფერს გაიგებ...
ყოველდღე იცვლება
ამინდი მარტივით,
რაც მქონდა
ღრუბლებმა წაიღეს...

ხან ფიქრი,
ხან დარდი,
ხან ნიჭი მოთმენის...
ნოემბრად შემოვრჩი
ამ ქუჩებს...
ზედ გულზე მეყრება
ყვითელი ფოთლები,
მოდი და
ამ გულსაც გაჩუქებ!

დათო ახლოური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2015, 03:54 PM
პოსტი #2387


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ცივა... უშენობით
ტირიან წვიმები,
გულში კი ჯერ ისევ
სითბოა ულევი...
მე შენს მონატრებას
შემოვეწირები,
ისე მიყვარხარ და
მეგულისგულები...

ახლა შავ - თეთრია
უფერო ფერები,
მწყინს და მოწყენილიც
დიდხანს ვერ ვიქნები;
მოხვალ აპრილად და
შემომეფერები,
მოვალ წვიმებად და
შემოგეფიქრები...

ო, რა ჯავრიანად
მიდის სექტემბერი,
ალბათ უშენობა
ჩემი ბედი არი...
ხედავ? - როგორ მათბობ,
როგორ გეფერები
ასე ნაწყენი და
ასე სევდიანი...

ცივა... უშენობით
ტირიან წვიმები,
გულში კი ჯერ ისევ
სითბოა ულევი...
მე შენს მონატრებას
შემოვეწირები,
ისე მიყვარხარ და
მეგულისგულები...

დათო ახლოური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2015, 03:34 PM
პოსტი #2388


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბაბაუწვერა,
ჩემს სიყვარულს რად უნდა წერა?
ნამცეცა გული
რასაც იტყვის ვერ იტყვის ენა.
წადი, ქარს გაჰყევ
და ვინც შეგხვდეს უამბე ყველას,
რომ ყველა ყვავილს
მირჩევნიხარ ბაბაუწვერა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2015, 08:49 PM
პოსტი #2389


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ყოველი ნატვრის საწყისთან იყავ,
წყალს მიცემული ახლა ვარ ტივი,
დარდო, შენ ალბათ სადმე გამრიყავ,
მერე გავხდები უფრო მარტივი.
გულის და ფიქრის იყავი ეგო,
თავად შეგქმენი ასე რჩეული,
შენს გამო მწარე ტკივილი მერგო,
შენს გამო დამაქვს გული სნეული.
თუ დედამიწამ ასეთიც მზიდა,
არ მინდა დამრჩეს სიცოცხლის ვალი,
კვლავ დავიღვრები აისის მზიდან,
იქნებ გაგითბო სისხლი და ძვალი.
ღაწვზე მაშრება ცრემლები მლაშე,
კარგად ვარ...
(აქეთ -იქით ბრჭყალები)
მორჩილად ვდგავარ ბედის წინაშე,
და იცი,
მაინც შენ მებრალები.

/ნანა მეფარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2015, 11:09 PM
პოსტი #2390


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიყვარხარ!
და გული მწყდება,
რომ ასე ჩუმად ვარ ერთობ,
მომყვება ჭადართა წყება,
მიშველე, წმინდაო ღმერთო!
მიყვარხარ!
და მაინც ვღელავ,
არ ვიცი თუ ვიღას ვენდო...
მე მიყვარს გარშემო ყველა,
რადგან შენ მიყვარხარ ღმერთო!

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2015, 11:03 PM
პოსტი #2391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დუმილის პოეზია

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე,
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გიო საჯაია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2015, 12:27 PM
პოსტი #2392


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ასე, უბრალო,
ამ თეთრ საღამოს
თუ მოგენატრო,
რაღა გაშინებს,
იქნებ, არც ღირდეს
სალაპარაკოდ,
შენთან გავჩნდები,
შენთან, მაშინვე...
როცა მზეს ვხედავ,
შენს თვალის ფერთან
თვითონ მზის ფერიც
მონაგონია...
მიყვარხარ მეტად,
იმაზე მეტად,
შენ რომ ფიქრობ და
შენ რომ გგონია...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2015, 10:40 PM
პოსტი #2393


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე შენზე
ფიქრი დამყვება
სულ თან,
და დუმილს ვაქრობ
მღვრიე სტროფებით,
რომ ახლოსა ხარ კარგო ჩემს სულთან,
და ჩემგან ასე შორს იმყოფები...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2015, 01:22 PM
პოსტი #2394


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



. . .
ქარმა რომ მითხრა
შეგჭამსო შური,
გვიანი იყო,
ის უკვე მღრღნიდა;
არ შემოვუშვი
არასგზით სულში,
და ჩემი რწმენით
მას გულით ვიცავ.
წვიმამ რომ მითხრა
- დღე გესვრის ტალახს!
უკვე ვიცოდი
ტალახის გემო;
ვიტყვი სიმართლეს,
ისე არ წავალ,
მთავარი არის
ძალა რომ მეყოს.
მზე რომ მათბობს და
თან რომ ვუყვარვარ
ვგრძნობ და ამ გრძნობას
მშვიდად ვიფერებ;
ბნელო, სიკდვილის შიშით
ნუღარ მკლავ,
არ ღირს შიშადაც
შენი სიბნელე.
პოეტი ვარ და ჩემ პოეზიას
ასდის სიცოცხლის ტკბილი სურნელი,
ქარო, შური მე ვერ მომერია,
ტალახო მზისქვეშ უმალ ხუნდები...
სიყვარულისთვის დროს არ ვიშურებ,
დროს სიყვარულში გამოვუტყდები.

18 ივლისი, 2015
მოსკოვი
/კობა ბუკია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2015, 10:35 PM
პოსტი #2395


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასიყვარულო
სამკუთხედი:
მე
შენ
და ღმერთი...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2015, 06:58 PM
პოსტი #2396


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

შენ მარადიულს ელტვოდი მარად,
გკლავდა წყურვილი უცხო მიგნების...
ცად კითხულობდი ვარსკვლავთა ბარათს
და საიდუმლოს ზეცის წიგნების.

ან უშფოთველად... იყავი წყნარად...
შენი საუნჯე შენთან იქნების,
შეგიწყნარებენ სამოთხის კარად,
სად მზის ყვავილად გადაირგვები.

/მეუფე თადეოზი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2015, 10:12 PM
პოსტი #2397


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დაიწყე? - რახან დაიწყე,
ბოლომდე უნდა გახვიდე,
თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს,
მეათედ უნდა ახვიდე.
ჩანაცრდი? - უნდა აალდე,
არ იცნობ? - უნდა გაიცნო,
ჭირია? - უნდა გამაგრდე,
გტკივა და უნდა გაუძლო.
დაეცი? - უნდა წამოდგე,
დამარცხდი? - უნდა იბრძოლო,
გაჭირდა? - უნდა გამოდგე
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო.

/გელა დაიაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2015, 02:55 PM
პოსტი #2398


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენზე ფიქრი
ფანჯრის რაფას
დაესვენა,
ვებრძვი ღიმილს,
ცრემლებს ფეხქვეშ
უთელია,
ღმერთო!
მთვარეც დაგვეღალა,
ჩაესვენა !
მას ხომ
ჩვენთან ერთად
ღამე უთენია.

აჩიკო ჯოჯიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2015, 02:24 PM
პოსტი #2399


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




აღარც ნანატრი იასამნის
ნაზი სურნელი,
აღარც ტიტების თავგასული
აელვარება,
გახუნდა თითქოს ყველაფერი,
გახდა სულერთი,
თვალებში ჩაქრა გაზაფხული
და მენატრება.

ნინო ალადაშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2015, 10:24 AM
პოსტი #2400


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველი პოეტებიდან ყველაზე დიდხანს მარიკა ბარათაშვილმა იცოცხლა (100 წლისა გარდაიცვალა), რომელიც ერთი ლექსით - ’’საპოვნელათი’’ გახდა ცნობილი.

საპოვნელა

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად.
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".
შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე.
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს _ რამე ნივთებს,
ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"
მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩნიე მყუდრო ბინა.
ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.

მარიკა ბარათაშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 118 119 120 121 122 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 06:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი