![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2421
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
. . .
შენ დაგიტოვე სამახსოვროდ, დავტოვე შენში სიყვარული და ჩემივე ხელით დავსვი წერტილი. რომ არ მიყვარდი, შენ უბრალოდ ჩემზე ვერ იტყვი. რატომ წავედი?! ჩემზე უკეთ ახლა შენ იცი. ფილოსოფია სიყვარულის არის მარტივი - უნდა ისუნთქო, ისე, როგორც სუნთქავს ყვავილი; უნდა გაშალო ნება-ნება გრძნობა ნელ-ნელა, უნდო დატოვო მოგონება სულში ედემად. დავტოვე ისე, შევძელი ისე, როგორც შემეძლო, მიყვარხარ დღემდე, მახსოვხარ დღემდე ჩემო ედემო. შენ დაგიტოვე სამახსოვროდ წვიმა ლექსების, და მონატრების, მონატრების ხელში ვბერდები. კობა ბუკია 3 აგვისტო, 2015 მოსკოვი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2422
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიდი პოეტები სამუდამოდ ატყვევებენ ყველა დროის, ერისა და მდგომარეობის ადამიანებს"
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2423
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ტოტებნაყარი, შტოგანფენილი მარადმწვაენ პოეზიის ხე"
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2424
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ წარსულივით გიხმობს ჩრდილები,
ზღვა სიყვარული გჭირს და ჩუმდები, მიკვირს, ასე რომ გემორჩილები, ქარიშხალივით მოგიბრუნდები... რომ აგიწეწო მთელი ცხოვრება, ასე მშვიდი და ასე მარტივი... ის, რაც ყოველთვის გემახსოვრება, მიიკრავ გულში ანდამატივით... ზღვა იყო თბილი, წყნარი და ლურჯი, ხეები ჰგავნენ მოწყენილ გმირებს, შენ კი უღმერთოდ რომ გაირუჯე, მხრებით უდაბნო იყავი მცირე... ვფიქრობ, ცურვა თუ ფრენა მჭირდება როცა თოლია მომიჯდა გვერდზე, ცისკენ ახედვა მომერიდება და სველ კენჭებში ნიჟარებს ვეძებ... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2425
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უდაბნოს ვარდი
გვალვაა კარგო, უშენობით, შემხედე სულზე, მზის სხივებსაც კი უჩვეულო გაუხდათ ზნეცა... ხან უნდა წვიმდეს, არ უხდება სიყვარულს სულ მზე, დღეს ნეფერტიტის თვალებივით ლურჯია ზეცა. მწყურიხარ, წუთნი გულის ჭურჭელს ქვიშით მივსებენ, ჩემივე ნებით ავყოლივარ ვნების ქარავანს, ვტირი და მაინც, ამომშრალან ოაზისები, ვეღარ დავრჩები, შენთვის ერთი მზე თუ არა ვარ!.. ქარი მაგ სიტყვებს გადააწყობს, როგორც ბარხანებს, ერთხელ გაწვიმდეს, ავყვავილდე - იღონე ვერც რა... ვდგავარ მზის გულზე, დასიცხული მაინც ვხარხარებ, რომ ნეფერტიტის თვალებივით ლურჯია ზეცა! ეკატერინე ბაზერაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2426
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
. . .
Положи любовь, Сложи руки твои на мое плечо, Без этого касания Мне нелегко. Мне нелегко Найти путь среди путей, Да вот любить До тебя я не умел. Положи сердце, Как в храм туда я скромно войду, Там же ключи, Ключи счастья точно найду. Не будет ложь, Не будет боль, Не будет дрожь... Положи любовь, Где счастье рекой, Там любить легко. კობა ბუკია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2427
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე შენი სულიდან,
მე შენი თმებიდან, მე შენი მზერიდან სამოთხეს ვინახავ... დაცემას გავუძლებ და სიკვდილს ავიტან მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2428
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დამსკდარან კედლები
მირონი კი არა, დღეები იღვრება- ცრემლებად, ამბობ, რომ სიგიჟე მეწყება სადგური, ლიანდაგს- გავუყვეთ, შეხვედრა შეხვედრა შეხვედრა.. თითები მემტვრევა ყინვისგან მზე ყალბად თამაშობს- უნიჭო მსახიობი, დარჩენა გიჭირდა, მე ალბათ გეცოტავე ვიცოდი წახვიდოდი.. დაუშვით ღრუბლები, ცხოვრება დასრულდა წუწუნი არაა, უბრალოდ გიყვები.. ჯანდაბას, აქამდე ვუძლებდი მართალი ნამუსთან ვრჩები და გიჟივით ვიცინი, აღარ მაქვს იმედი - დამრჩენის. . მომსვლია ბევრია, წავიდეთ წახვიდე კი არა.. დღეს ალბათ არაფერს დავწერდი და მაინც ავყევი- ნერვებს.. მიყვარდა? მიყვარხარ.." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2429
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვინც პოეზიას მხოლოდ გონების საშუალებით არ აღიქვამს, ვინც პოეზიას სულითა და გულით განიცდის, იმ ადამიანებისათვის ყოველი ჭეშმარიტი პოეტის შემოქმედებას განუზომელი და ფასდაუდებელი საგანძურის მნიშვნელობა აქვს"
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2430
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რომელ პოეტს როგორ ემარჯვება და ხელეწიფება პოეზიის ყოვლისშემძლეობის ჩვენთვის ჩვენება, ამაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ პოეტის წარმატება, დროებითიცა და საუკუნოც"
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2431
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჭეშმარიტი პოეტი მკითხველის თვალწინ მუდამ საკუთარი სულის ჩვენებას ესწრაფვის, ჩვენ მიჩვეულნი ვართ პოეტთაგან საკუთარი შინაგანი სულიერი სამყაროს გაშიშვლებასა და ჩვენებას"
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2432
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“გოგლა ლეონიძეს სათქმელის წინასწარ აწონ-დაწონვა უყვარდა. ისეთი არა უთქვამს რა, რომ მერმე ნათქვამის აღხოცვაზე ეფიქრა“ /ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2433
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ მიჩვეული სარკმელთან ლოდინს,
გაყინულ წვიმის ითვლიდი რითმებს. მზე გამეპარა არ ვიცი როდის, მთვარე დილამდე დარჩენას ითმენს. ახლა ფერადი დილაა მხოლოდ, ზღვასთან ცისკარი მოკვდა დუმილში. დარჩენის ნაცვლად რა უნდა მთხოვოთ, არ დავბრუნდები წასვლას ნუ მიშლი. ნაპირთან სახლში,ზამთარი მოთქვამს, როგორც შეშლილი სონეტი ღამის . არავინ მოდის სიტყვები რომ თქვას, ხან ვის მივყვები,მოველი ხან ვის. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2434
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მსგავსება
ცაზე ღრუბლების ფთილას გამგვანებ, წვიმის წვეთისგან ოდნავ დანამულს, უეცრად ჩუმად მოფრენილ ნიავს თითქოს წლების წინ სადღაც დაკარგულს. ტყეში იების კონას გამგვანებ, ნაავდრალ მთვარეს აქნევ-დაქნეულს, ხან ცისარტყელას, ხან მზის სხივს ჰგავხარ, ზოგჯერ ბავშვობას - კაბადახეულს. ჰგავხარ ამქვეყნად ყველაფერ ლამაზას, - მინდვრის ყვავილებს, ნიავმოხდენილს, მე კი უშენოდ ჩემს თავს ვამსგავსებ ღოლოან ბილიკს, მითელ-მოთელილს. /გიორგი რამაზაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2435
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მეგონა...
მეგონა გიყვარდი, მეგონა გახსოვდი, ყველა ფიქრს წვიმაშიც მზესავით ვაქსოვდი... და როცა გამოვცდი ძველ სადგურს ბავშვობის, მეგონა გნახავდი და თურმე... დაგშორდი... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2436
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ლექსები, რომლებიც ჩვენი სულიერი ცხოვრებით არიან დასუნთქულნი“
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2437
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რომ გნახე თოვდა
იების მტვერი, მონობას მთხოვდა ნაცნობი მტერი. კესანებს ეცვა სამოსად ლურჯი და მკერდზე მეწვა ოცნება მუნჯი. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2438
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რომ მქონდეს ნება,
შევუცვლიდი სიყვარულს საზღვარს, ჩემზე ოცნებით აგირევდი ყოველდღე თავგზას... დაგიჩემებდი, გაფიქრებდი შენზე და ჩემზე, თითების ალერსს დაგამჩნევდი ჩამოშლილ თმებზე. ნუ, როგორ გითხრა, ბედისწერა რომ დაგვლოცავდეს - შენთან და შენში ვიქნებოდი სულით ხორცამდე და მთელ სხეულზე ისეთ სითბოს გადაგაფენდი, რომ ყოფილიყო დილისა და ღამის საფერი. მოვითმენდი და ავიტანდი ყოველგვარ სასჯელს, სიკვდილი რაა, მოვკვდებოდი შენს გამო ასჯერ. დავბრუნდებოდი ასმეერთედ ნეტარ ვნებული და ისევ შენზე ვიქნებოდი შეყვარებული... გულში ხარ ჩემო, სიყვარულის ფერებით გმოსავ, შენ რომ არ მყავდე, რად მინდოდა ამ ქვეყნად მოსვლა... დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2439
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ზღვა ისევ ცისფერს მიყვება ზღაპარს
და გულიც მიაქვს ბობოქარ ტალღებს, მე ახლაც უკვდავ ჰორიზონტს ვგავარ, რომელსაც ღამის სიავე არღვევს.. მე ვდუმვარ ისე, როგორაც ვდუმდი გავცქერი შორით ანთებულ ფართობს და თოლიების ცისფერი გუნდი ერთი წამითაც არ მტოვებს მარტო.. შენ სად ხარ ახლა და რომელ მხარეს ანათებ შენი უცხო ფანდებით, მე არვის ვუმხელ, რომ დავიღალე და ასე ძლიერ რომ მენატრები... ცეხლივით მივლის სურნელი ქვიშის და მოფრთხიალე მზე და ხუნდები... მე ვდუმვარ ახლა და მიპყრობს შიში, რომ აღარასდროს არ დაბრუნდები.. პოეტის სევდა სივრცეებს მიაქვს, საღამო სხვაგვარ ოცნებეს მინთებს და ვგრძნობ ბეჭებზე უნაზეს ნიავს, როგორც დაღლილ და პატარა თითებს... ზღვა ისევ ცისფერს მიყვება ზღაპარს და გულიც მიაქვს ბობოქარ ტალღებს, მე ახლაც უკვდავ ჰორიზონტს ვგავარ, რომელსაც ღამის სიავე არღვევს.. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2440
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
შენი თითებიდან ქრიან ქარიშხლები, შენი თვალებიდან ელავს სიმარტოვე, ვიცი ოცნებად და ლექსად დავიშლები, შენ თუ გაქრები და,შენ თუ მიმატოვებ... ჩემი პოეზია- მზესთან შენაფერი ახლა მდუმარებას უფრო მიფართოვებს. წყალსაც წაუღია ირგვლივ ყველაფერი, შენ თუ გაქრები და, შენ თუ მიმატოვებ... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი