![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2441
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იმედის გვერდით
*** თქვენ გეყოლებათ მჭმუნვარე ღმერთი, ეხ, ქალბატონო, სხვა დროა ახლა, ხელზე გეტყობათ სანთლების ღვენთი, სულზე ლოცვა და გულწრფელი მარხვა. თქვენ გეყოლებათ ერთ_გული ქმარი, (ყველა ორ_გული როდია განა?!) თქვენ დაწერილი გექნებათ ჯვარი, გაქვთ თბილი სახლი და პურის ყანა. სიძულვილის და ღალატის დროში, ხელთ სიყვარულის გიპყრიათ წიგნი, თქვენ, არ გექნებათ კონკიას ქოში, არ გჭირდებოდათ რადგანაც იგი. არც ოცნებებთან აღარ შლით ლოგინს, ადრე ხომ მთვარეს წერილებს სწერდით, არ მოუღლიხართ უზომო ლოდინს, რადგანაც სატრფო მუდამ გყავთ გვერდით. იმედის მკერდზე გძინავთ და ალერსს, არ გაკლებთ ქმარი, იტირებთ რისთვის... და მაინც, თქვენი ღმერთი მჭმუნვარებს, ათასეულთა ორგულობისთვის. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2442
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ცნობილია, რომ ზღვისპირეთის ქვეყნებში დაბადებული და აღზრდილი პოეტები უსასრულობისა და უნაპირობის სიმბოლოდ ზღვებსა და ოკეანეებს მიიჩნევენ. აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრი პოეტისათვის კი უსასრულობის, უსაზღვრობისა და უნაპირობის სიმბოლო ქართველი კაცის ცხელი გული აღმოჩნდა“
/ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2443
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მინდა რომ იყო ჩემი,
და იფერებდე მორცხვად. თვალს გემჩნეოდეს ცრემლი, შორს ვიქნებოდი როცა. მინდა იწყენდე მაშინ, თუ შემნიშნავდი წყენას. როგორც პატარა ბავშვი ჩემთან იჩლექდე ენას. ყველგან ამბობდე -,,მიყვარს," გყავდე გულში და გულთან. მიძღვნიდე ლამაზ სიტყვას და ყოველ ამოსუნთქვას. რომ მიფიცებდე, გწამდე - მინდა გიყვარდე ასე... მინდა სულ გვერდით მყავდე, სულ ჩემით იყო სავსე... მინდა, რომ იყო ჩემი... \დათო ახლოური\ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2444
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2445
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დილას ტანზე
შემოუცვამს ნისლები, მზე_დედოფალს მოელიან სადაროდ, დაჭიმულან სიყვარულის ისრები, რომ გულიდან გულზე ჩამოატარონ. ღამეს მთვარის შემოუცვამს ნათება, ვარსკვლავთცვენა ავსებს მდედრის კალათებს, გაგიჟდები, მაშ, რა დაგემართება, როცა სატრფოს გულზე მოიკალათებს. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2446
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სახლობანა
დღეს ვარ ხასიათზე შენი ქმრობის, მოდი, ვითამაშოთ სახლობანა, ერთურთს უკეთესად შევიცნობდით, ერთად მოვძებნიდით გამოსავალს. ქოხი ავაშენოთ ზღვასთან ახლოს, ჭერში სიყვარულის ნათურებით, ფუძე ერთგულებით გავამყაროთ, სითბოთ ვიღვრებოდეთ გამუდმებით. დილით, მე საუზმრეს მოგიმზადებ, (ოღონდ შენ მომართვი კაპუჩინო), ასე ვითამაშოთ ქორწილამდე, მერე მზეს შვილები გავუჩინოთ. დღეს ვარ შენი ქმრობის განწყობაზე, სადმე გავიპაროთ, ზღვასთან ახლოს, მოდი, სიყვარულში გამომცადე, მინდა სახლობანა ვითამაშოთ! /თამარ ჭიღლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2447
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფარული ეჭვი სულში სახლდება
და ჭირვეული რაშივით მხედნის. ფაფარაშლილი ურჩი ფიქრები, შენს მოსაძებნად ქუჩისკენ მდევნის. იმედის ცაზე სასოწარკვეთით შენი თვალების დახატვას ვბედავ, ყოველ შემხვედრში შენს სულს დავეძებ, ყოველ გამვლელში შენს სახეს ვხედავ. თუმცა იმედი გულს აღარ მითბობს, შენს გამოჩენას მე მაინც ველი. ნუთუ, ლოდინში დამასწრო ვინმემ, გამოგიწოდა ჩემს ნაცვლად ხელი?! /ნინო სპანდერაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2448
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შემოქმედი ადამიანი, ეს იქნება პოეტი, მწერალი, მხატვარი და სხვა დარგში მოღვაწე ხელოვანი ცდილობს შექმნას ფასეულობა, რომელიც დროის კანონებს არ ემორჩილება, პოეტი საკუთარ გულში აგებს ტაძარს, სიმართლის და ზნემაღალი იდეალებით გაჯერებულ ხატებას, რომელსაც კურთხევას საზოგადოება აძლევს და სიმართლით ემსახურება მარადიულ ჭეშმარიტებას"
/გიორგი აღნიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2449
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემთვის
სულერთია, შენ თუ, შენი ლანდი. გზები ამღვრეული თუ გზა შენაფერი. რადგან ჩემო კარგო ისე შემიყვარდი, ახლა სულ ერთია ირგვლივ ყველაფერი… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2450
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
პოეზიას აქვს ფუფუნება,თვით გრამატიკაზე მაღლა დადგეს.
/ანტონ გაგუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2451
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
პოეტი მაინც...
ხან მარტვილია, ხანაც - მესია; თან წერტილია, თანაც - ანთარი! პოეტი მაინც... ერთი ლექსია - ობლის ცრემლივით ცამდე მართალი. ვისთვის ღვინო და ვისთვის - წყალია; ქარია მისი ქორონიკონი. პოეტი ზოგჯერ...ერთი პწკარია - ყაყაჩოსავით ცხელი სტრიქონი. ლაშა გახარია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2452
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ქართველი კაცის ყური დასაბამიდანვე ქართული პოეტური სიტყვის მელოდიითაა გახედნილი“ /ელგუჯა მაღრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2453
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გუშინ ჩემს ფანჯარასთან გოგონამ ჩაიარა,
თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა იმას ჰგავდა, სულ იმას... (ღმერთო, რა გამიხარდა?!) მე რომ პატარობისას შეშლილივით მიყვარდა. გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა, განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა? სამარიდან წამოვდექ, თუ ცის გახსნა მეფონა? დაკარგული სამოთხე დამიბრუნდა მეგონა. ცაო, ეს რა მიყავი შენს მგალობელ მეგობარს, ჩემი ბებერი თავი ბიჭუკელა მეგონა. ო, იმ ციურ სასწაულს ხვალ, ზეგა თუ გაისად, თუკი ვერ შემახვედრებ, _ დამასიზმრე მაინცა... შოთა ნიშნიანიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2454
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
კვლევა-ძიება
ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება კვლევა-ძიების გზა და მტვერია, - ბედნიერებას მოიპოვებ და... ბედნიერება არაფერია. ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც, თავისუფლებას ჯვარი სწერია, - ყველაფერია მოპოვებამდე, მოიპოვებ და... არაფერია! იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით, წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, - მიხვალ მიზნამდე და ბედს ეწევი, იმ ბედს იქეთ კი... არაფერია! იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით, შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან, - შხამით სავსეა თასი სიცოცხლის, დასცლი ამ თასს და... არაფერია! მორის ფოცხიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2455
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
. . .
დაიძრა... გალღვა ურითმობის, ულექსობის, უმუზობის ყინულის ლოდი. დაიძრა... მკითხველს ჩემსას დუმილისთვის მე ვუხდი ბოდიშს. არ მიყვარს წერა, როცა სული არ ითხოვს ფურცელს. არ მიყვარს წერა, როცა ფიქრებს მაკლავენ გულზე. სხვა კედლებში ვარ. და ვეჩვევი ჯერ უცხო ხედებს. აქაც მიყვარხარ, აქაც სუნთქვას შენსას მე ვეძებ. დაიძრა... თითქოს დაიბადე ჩემში ხელახლა. დაიძრა... როგორც იქნა, გატრუნული მუზა მეახლა. კობა ბუკია 27 აგვისტო, 2015 მოსკოვი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2456
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გარდავიცვალე,
იყო თოვლი და მიძინებული სუნთქვა ვარდების, მზე მოდიოდა სადღაც შორიდან, დაღლილი წელთა მილიარდებით... მოჰქონდათ კუბო ზამბახისფერი, არარა ჩანდა მიღმა არეთა, და დღე ნისლივით სუსტი და თხელი - გარდამავალი ფერი ღამეთა... და იდგა ლანდი, - ფერმკრთალი ქალი, ლანდები ხშირი ყორნის ბოლოთა, ცა შრიალებდა, ვით იალქანი, შრიალებდა და ნიამორობდა. ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი და დავუტოვე შიში ნაპრალეს, ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი და თოვლიან მთებს გადააფარეს. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2457
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მზეს ვერასდროს შემიცვლიან მთვარით,
ფოთოლცვენას ვერ მავიწყებს თოვლი... საყვარელი, მეგობარი ქალი, მაგრამ უფრო ძვირფასია ცოლი. ქალი მზე და საჩუქარი ღმერთის, ღვთის წინაშე მიცემული სიტყვა... ის ყველაზე ერთგულია შენთვის, მის თვალებში ღმერთს ეძებ და გიყვარს. სინათლე და იმედია ხვალის, მოვლენილი შენ წერად და ბედად. ცოლი არის საყვარელი ქალი, მეგობარი და შვილების დედა! მეუღლეა, კაცის ნათლის სვეტი, საფლავშიც რომ მასთან ყოფნა გშვენის. ცოლი არის ყველა ქალზე მეტი, რაღაც უფრო სხვანაირად შენი... /დათო ახლოური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2458
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უშენოდ
ცეცხლიც არ მათბობს, მზის სხივი მზერას მიყინავს, შენი ღიმილიც გამათბობს! დადგება ის დრო? გიხილავ, მოგიალერსებ , გაკოცებ ახლა, ჩუმ კოცნას გიგზავნი დღით ანგელოზთა ნაკოცნებს რად მიჯობს შენზე სიზმარი. უშენოდ, გული სუნთქვას წყვეტს, უშენოდ, სხივიც არ მათბობს , უშენოდ, უღვთოთ განაწყენს შენზე ფიქრი თუ გამათბობს. მე , უჩემობას გიკრძალავ, შენც ამიკრძალე რაც გინდა, იციი!დღეს როგორ გფიქრობდი? მზიან ამინდში გაწვიმდა! გიყვარდე, შენად მიგულე ხო! ამიკრძალე რაც გინდა! მიდიხარ? მტოვებ? იცოდე! სევდა მდის , გულში გაწვიმდა აჩიკო ჯოჯიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2459
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ლექსი
ჩემი ნაფუნჯარი ლექსი, მხოლოდ ერთხანობით მოცლა, ჩემი ფიქრისფერი სიტყვა, ცრემლებდადებული ლოცვა. პწკარედ-პწკარედების ხიბლი, ამურდაპყრობილი მზერა, ფუნჯი, საღებავი, ტილო, სითბოგაუკრთობი კერა. ჩემი ნამეხარი მუხა, დროგადალახული ხიდი, თვალებმიჩვეული მზე და უფლის სიყვარული დიდი. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2460
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,798 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მთვარე ამოდის და მაღლა იწევს,
იწევს და უფრო დუმილი მეტობს, მე მირჩევნია საფლავში ვიწვე, ვიდრე არავინ მიყვარდეს ღმერთო.. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 01:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი