![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2461
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
1
2 3 ითვლი ითვლი ითვლი 4 5 6 თითებს თითებს თითებს 7 8 9 იცი იცი იცი რომ ათივე თითი შენი გულის ყველა არტერიას იტევს… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2462
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით,
ეს მწუხარე და ნაზი ზმანება, ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით, არავის თქვენგანს არ ენანება? ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენით ღონემილეულ მზის დაღალვაში, და ბილიკებზე წყნარი მოწყენით დაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი. გალაკტიონი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2463
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქარი ამოვარდა, მე შენ მოგეფარე
დგანან ირგვლივ ხეთა პროფილები, ახლა ისე მინდა მოგეფერო, ან რა შეიცვლება მოფერებით?! ვზივარ და გადაბმულ ლოდინს ვიწყებ, ისევ სევდას ვზიდავ ლავიწებით.. ახლა ისე მინდა დაგივიწყო, ან რა შეიცვლება დავიწყებით?! სტოკერს მივემსგავსე უშველებელ, ელდით, სიცივით და უფერობით ახლა ისე მინდა უშენობა, ან რა შეიცვლება უშენობით?! ყველა ოცნებაზე ხელი მომეცარა, მოდი ისე დარჩეს, ახლა როგორც არის… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2464
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გწერ,
ჩემთან ამინდები აირია, ხეებზე ფოთლებია ორიოდე, დღეს ჩემი ტკივილების არ იციან მინდა გათენდეს და მოხვიდოდე- სახლში, ალბათ გზები აგირიეს, სული შემეხუთა მოლოდინით, დარჩი- შუა გზაზე და ლილიებს ჩემთვის რომ მოგქონდა უბოდიშებ- ხელში რომ ჩაგაკვდნენ უპატრონოდ, გწერ და პასუხს ალბათ დამიბრუნებ, მოდი, ეს ხელები დავატოლოთ გულებს შევატოვოთ ნათითური.. ზამთრის ამინდივით უღიმღამო დამრჩა ხასიათი მიტოვების- მერე, სხვაგან ბავშვებს უკითხავენ ზღაპრებს.. ჩვენს შვილს როცა ვიგონებდი- გეთქვა -არასოდეს გვეყოლება, გწერ და მეთვითონვე მეღიმება საფეთქელს მიბჯენილი პისტოლეტი- თითები, რომლებსაც გიტოლებდი.. და იქნებ ჩემო უპასუხო, თაროზე შემოდებულ წერილებსაც.." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2465
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
. . .
Мысль - старт! Любовь - цель! Как мне стать Светом, мой свет?! Слова - начало! Мечта - предлог! Ревность замолчала, И грех без ног! Вера - продолжение! Верность - корень веры! Счастье - возрождение, И путь премьеры... Не дай мне пасть, Душу дай, как крылья, Ты воля, вот я власть, А судьба - мантилья! Ты пой, исполняй Ту роль, что дано... Мне жить заставляй, Хоть, среди поганок! Мысль - старт! Любовь - цель! Как мне стать Светом, мой свет?! 3 сентября 2015 Москва კობა ბუკია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2466
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაზე მეტად რა მაშინებს?
დილა უმზეოდ. წვიმაში ტერფზე ამოკრული შავი ტალახი. გამეტებული თუ დავრჩები, ანდა უმწეოდ. ბედისგან ბევრჯერ მიგდებული და განალახი. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2467
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თვალების სევდა
*** ამ სიყვარულზე ვამთავრებ ფიცილს, აღარაფერი არ მსურს მახსოვდეს, არ შეგახსენებ რაც გულმა იცის, არც დაგიძახებ აღარასოდეს. რამდენიც გინდა მქონდეს სავალი, რაღა აზრი აქვს, დავთვალო რადა, გზად მოვიტოვე ყველა სხვა ვალი, ჩანს სიყვარული სხვაგვარად მწამდა. დრო ჩაანაცვლებს ნათელს და წყვდიადს, ნალოცი მზერით დავხვდები სისხამს, სიყვარულს მაინც წყალობა ჰქვია, გააკვირტებ და ყვავილებს ისხამს. ვერ გავიმეტებ შენთვის სხვა სახელს, თუ სადმე შევხვდით მოვიკრებ ძალას, თუმც ჩემი სევდა მაინც გაგამხელს, სევდა, რომელსაც თვალები მალავს. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2468
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
~და ცა გაიხსნა, როგორც იარა,
~ათრთოლდა ქარით მოლურჯო ფარდა ~ყველა ტკივილმა გადაიარა ~იმ უმთავრესი ტკივილის გარდა.. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2469
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქალი
ქალი ცააო, - ასე უთქვამთ თურმე გურულებს... ქალი ზღვააო, - ვუმღეროდით ურემს ურმულებს... ქალი ცა როა, მზე რო არი, - ალბათ იცი ეს, ჰოდა, იცოდე... ნურასოდეს გახდი მიწიერს... დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2470
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხალხში ვტრიალებ ჯარად,
თუ სადმე ვზივარ ქვაზე, ვწუხ, შენზე ვპიქრობ მარად, და არაფერზე სხვაზე! მინდა ვიფიქრო ბევრზე _ ქალზე, წვიმაზე, ქარზე… ვფიქრობ _ შენზე და შენზე და არაფერზე სხვაზე… უცხო ქვეყნების კარად,_ ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე,_ მე შენზე ვფიქრობ მარად და არაფერზე სხვაზე! სიცოცხლე მოსჩანს ჩალად, ცრემლები მადგას თვალზე, ვრჩები გაკრული მარად შენი მონობის ჯვარზე!.. შრება წვნიანი ძვლები _ ხომ გაგვიდებენ მხარზე?! _ჩვენ ვართ!_იტყვიან ძმები,_ აფსუს! ვერ იყო ჭკვაზე! მურამან ლებანიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2471
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემი გოლგოთა
*** ჩრდილი დაადგა მარმარილოებს, ტკივილმა მიხმო ესოდენ შორმა, ღრუბლებს კი, როგორც ზეცის ტილოებს, ჰქონდა სხვადასხვა ფერი და ფორმა. სოფლის გადაღმა მდუმარე ბორცვზე, შეუბნევიათ გზები ორფერი, სულზე მეყარა ცოდვა და ხორცზე, ტვირთივით მაწვა ერთი სოფელი. რამეთუ ყველა ელის ბოლოთქმას, (რამდენგზის ასცდი სავალს ბრბოსავით) მეც მივუყვები ჩემს წილ გოლგოთას, ჯვარ_ მოკიდული იესოსავით. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2472
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სხვები კენტფოთლიან
გვირილებს არჩევენ, რათა აუცილებლად მოვიდეს- "ვუყვარვარ! " მე კი უბრალოდ გავუვლი გვირილას გვერდს და გამახსენდება, რომ "ვუყვარვარ! " /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2473
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გადარეული მიწას ვემთხვევი
შენს ნაბიჯებს რომ ზუსტად ემთხვევა.. თუ ყველაფერი ხდება შემთხვევით, მაშინ მეც მიყვარს ყველა შემთხვევა... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2474
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბნელა, და უფრო შორია ზეცა
ბნელა... და შენი თეთრი თითები ზეცის სიშორე მგონია დღესაც და მოელვარე პირამიდები... ბნელია ზეცა და ჩემი ნეკნი და შენი თვალი, რომელსაც ახელ... ახლა პატარა ბავშვივით მეკვრის შენი სხეული და შენი სახე... ალბათ არასდროს არ გათენდება, ის ცა, რომელსაც არავინ ელის მე კი დამფრთხალ და დათლილ მტრედივით მიჭირავს შენი ლამაზი ხელი. ეს გზა არსად და არსაით მიდის და მაინც ქრება და მაინც უხვევს და კედელივით ეყრდნობა თავი შენს ციცქნა, უგრძნობ, გათოშილ მუხლებს ედება ნისლი გაყინულ ფერდებს ვით ცივ ამინდში დაკიდულ ფარდას და არაფერი არ ხდება მეტი ჩემი უაზრო სიზმრების გარდა.. და მაინც ვიცი, არ გათენდება ის ცა, რომელსაც არავინ ელის და გათოშილ და დამფრთხალ მტრედივით მიჭირავს შენი პატარა ხელი... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2475
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა დუმილია მაჟორული,
ახლა დედამიწა შეშლილია ისე მეშინია განშორების, ფოთლის მოწყვეტაც კი მეშინია… ახლა ფოთოლცვენა, შემოდგომა, ხისთვის- ფოთლებისგან განშორება… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2476
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფიქრით დამთვრალი და გათოშილი,
ჩიტივით ვკენკავ ციცქნა იმედებს, მხოლოდ შენ დამრჩი ბოლო გროშივით, და ვერავისთვის ვერ გაგიმეტებ… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2477
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
,,გავიღვიძე
და მივხვდი, რომ აღარ მიყვარდი. და ეს იმაზე მეტად მეტკინა ვიდრე შეგრძნება იმისა, რომ მიყვარდი. " კონსტანტინე იამანიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2478
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემი სიყვარული
რაც წუთისოფლად მივლია, სულ სიყვარული დამაქვს... ეს გოგო ჩემი წილია, ვერ დაიჩემებს სხვა მას... თურმე ღიმილიც იქვეა, სადაც ტკივილი უთქვამთ. ეს გოგო ჩემი ფიქრია, ჩემი გული და სუნთქვა! მადლობას ვწირავ ზენაარს, დღეს რომ ლამაზი დღეა... ეს გოგო ჩემი რწმენაა, ჩემი სითბო და მზეა! რომ დავთმო, როგორ დავთმო და როგორ ჩავთვალო სხვისად, ისე ლამაზად ვნატრობ და ისე საყვარლად მიყვარს... თუ ვდარდობ, დარდიც თბილია, გულისფერია ცრემლიც... ეს გოგო ჩემი წილია, სიყვარულია ჩემი! დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2479
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისევ ასე კენტად,
ვეძებ ნაცნობ კვალს სიძულვილზე მეტად სიყვარული მკლავს… შენი სუნთქვა მიტევს, რა საოცრად ცრის. კვამლის შემდეგ ფილტვებს შენი სუნთქვა ცვლის.. შემოდგომა ახლა ოქროსფერად თოვს. უცებ თვალებს ვახელ და სიყვარულს გთხოვ... აენთება წითლად შემოდგომის ცა არ სჯერაო ვინ თქვა?! მე უბრალოდ მწამს! რომ მოხვალ და მერე გაზაფხულიც მოვა, აერევა ხელებს ყვავილების თოვა.. დღეს კი ასე კენტად ვეძებ ნაცნობ კვალს. სიძულვილზე მეტად სიყვარული მკლავს... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2480
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მარტოდენ ქალი?
ქალზე უფრო მეტი ხარ ჩემთვის, გიჩემებს გული, შენი სუნთქვა ჩემს სუნთქვას ერთვის... ანგელოზი ხარ... ცისიერი... უფრო ღვთიური... არის რაღაცა შენში უცხო, ფანტასტიური... შენი თვალები უფრო ღრმაა უძირო ზღვაზე... შენ ახლა ჩემთვის სიყვარულით მეტი ხარ სხვაზე... დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 08:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი