![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2481
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შვილიშვილი!
შენს სუნთქვაში ჩემი სუნთქვის მეოთხედი ურევია, შენთან ერთად ჩემი გენი უკვდავი და ულევია! შენს ღიმილში, ცხადად ვხედავ, ღიმილია მამაჩემის, ალბათ _ მისი მამისაც და სხვა რამდენი დანარჩენის!.. შენს ტირილში დედაჩემის დედის დედის ცრემლებია, სწორედ, სწორედ ეგ ცრემლები შენი სულის მცველებია. ნუ მომშლოდეს სიხარულად, რაც ბოლო დროს არ მეშვება _ ჩემს ოთახში ყივჩაყივით შენი შემოთარეშება! ნეტარება _ სრულყოფილად, არა _ პატარ-პატარებად, შენი ძილის ყარაულში თეთრად ღამის გატარება! წყაროვ უთქმელ სიამისა, საგანძურო, შე სადავო, ულამაზეს დედისა და ლამაზ მამის შესართავო! რამდენს გვინდა შენი სითბო, ციცქნა მხარი ვიგრძნოთ მხარში, ისე ვატყობ, ცარცის წრეში ჩაგაყენებთ ცოტა ხანში!... ცოცხალ რიგში ველოდებით, რა სიტკბოსაც შენ არიგებ, სიბერესთან, სიკვდილთანაც(!) ყველაფერთან შემარიგე! შენს ძარღვებში უხსოვარი წინაპრების წვეთი არი... უსასრულო ყოფილიყოს ემაგ წვეთის ხეტიალი!!!.... ია სულაბერიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2482
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მოდი,
ყველაფერი ბოლოდან დავიწყოთ, ბოლოდან, თავიდან კი არა... შენ ჩემი ღიმილი დამეწყრე, მე - შენს ტკივილებს და იარებს. /თორნიკე ნაროზაული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2483
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თენდება
თენდება. ბაღში მტრედისფერი ღუღუნებს დილა და იქვე ახლოს , თეთრ პერანგში ყვინთავს ტყემალი, -ღრუბლებო, ცოტა მიწილადეთ ცისფერი ფთილა, არ შემიცივდეს, ტყემალს მხრებზე შემოვაფარო. თენდება. ნინო ქადაგიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2484
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
. . .
რამ უნდა გამაკვირვოს?! ცხოვრების გზაზე ყველაფერს შევხვდი. შევხვდი სიბრძნეს და სიბრიყვესაც შევხვდი არაერთს, გზად გადამყრია ყალბი ღიმილი და ყალბი ცრემლი, თუ ამ სიყალბეს, ვისურვებ და, ნიღაბს ავახევ ხელში შემრჩება ადამის ნეკნი, და თვით ადამი შემრჩება ხელში. რამ უნდა გამაკვირვოს?! ადამიანო, შენ არაფერს, არაფერს გერჩი! არ გაიჩერო, არ გაიჩერო სიყალბე გვერდში. კობა ბუკია 17 სექტემბერი, 2015 მოსკოვი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2485
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფოთლების საგა...
ქარმა იარა... იარა და შენს თმებში ჩადგა, (მიუწვდომელი ოცნების ხარ ისევ დულსინე...) ფოთლებმა, ჩუმი, ჩამოქარგეს ყვითელი ჩარგა... და თმებში ქარი - წასვლისას, რომ ვერ მოვუსმინე... დამძიმდა სევდა, მომანდომა შენთვის განდობა რამდენი რამის, გულამოსკვნით და დაფიცებით... რა ფერებია, რა სიმთვრალე და უზადობა, იმდენად სრული, რომ ჩურჩულად გადაიქცევი... . . . მოვიხდენთ ღიმილს, უჩვეულოდ მშიერი ხვალით და ჩიტებივით, ერთი ლუკმა პურის სიდიდე დაგვანაყრებდა... შეგხედავდი მიღმიერ თვალით... ეს სხვა მზერაა... და ზამთრამდე უნდა მივიდეთ... ქანცგაწყვეტილი მივკელანობ, როგორც იაბო, სარკმელში, უცხო სიყმაწვილეს ვეპირმოთნები... მიყვარდი - ვიცი, - არ გიყვარდი (მზერამ მიამბო) და ჯვარცმასავით მაწამებენ ხმელი ფოთლები... . . . ფოთოლჭაღარა სექტემბერიც ტოტებზე ხვნეშის, ტანზე დღეები ჭკნებიან და სადღაც მიჰქრიან, ხმაღა შემომრჩა, ეს დუმილიც გავშალოთ ხმებში... ვიცნობ სიჩუმეს - ვერ ვიხსენებ ვისი ფიქრია... . . . გესმის მუსიკა - ნეკერჩხლების ქარში დინება, მტევანს თუ ხედავ, საკუთარი თავით გალეშილს, ჩემი ღიმილი რომ გესმოდეს, გეცოდინება, როგორ ვისწავლე დაჟინებით მზერა თვალებში... დახამხამების მეშინოდა, არ დამეკარგე... (სიცოცხლე, შენზე დადებული ერთი ფსონია) ხეები, წუხელ, ფარდებივით მზისფრად შექარგეს და გათენება, დაბადება უფრო მგონია... . . . რაც არ ვიცოდი, რაც მტკიოდა, დარჩა უცვლელი, ბრუნავს წისქვილი... კვლავ ყველაფერს ვხედავ ბავშვიდან... ო, რა მძიმეა, ფარატინა, თეთრი ფურცელი... ქარმა იარა... იარა და თმებში დამშვიდდა... საშა გველესიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2486
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
არა არ ვცდები ღმერთი გიწოდე,
ბევრჯერ მოკლული ვარ ნაწამები. მე მაინც მოვალ რომც არ იცოდე, შენთან დავტოვე მზის ნაწნავები და მღვრიე თვალებს ჩამოეფარა, მწუხრის გრძნეული ფოლიანტები. შენი სხეული მე რომ მებარა , ისევ ახლოა და მენატრები. დღეს გამოცდილი აპრილი ცდუნდა, ღამე მარტივით მომახვევს ჭორებს. სიო განწირულ კრავივით დუმდა, ვიდრე განთიადს ჩამოიშორებს. მოვალ თუ მიცდი თმებში გაჩრილი, ამღერებული ან მკვდარი სულაც. გიჟი ვარ მაღალ მთებში გაჭრილი, და მარტოობის დავხატავ სურათს. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2487
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენი კუთვნილი დარდიც მე ვზიდე,
( იმ განშორების ჯვართან ვმარხულობ), ვერ გავხდი , მაინც, მორჩილი ბედის და ვერ ვიცხოვრე უსიყვარულოდ. საწუთროს ხელით მოცელილ წამებს, ქარი საკმევლით აკმევს ბილიკებს, გამოვარიდე გული განაჩენს, მაგრამ, გზას მაინც მთისკენ მიიკვლევს. იქ გაზაფხულის წვიმები მიცდის, ( თუმც სიახლოვეს აჭირხლებს თრთვილი), სიზმრების მხარეს გავათევ ღამეს, იქნებ, შემომხვდე თავიდან დილით... ... ... მზია წიკლაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2488
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან, ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები... სიცოცხლე სიკვდილი როდია, რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით. ღრუბლები მთებს გარე უვლიან, ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს; რას იზამ, სამყარო რთულია, იმდენად რთულია სამყარო... და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ, ისვენებ, რაც უფრო იღლები, რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ, ზურგზე შემოყრილი ნიღბებით. და ვხედავ, და მესმის - მოდიან, ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები... სიცოცხლე - სიკვდილი როდია, რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2489
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სურნელით დაღლილი გზები,
და ზვრები სილურჯით მთვრალი. და ნისლში გაშლილი თმები და ერთი ლამაზი ქალი. კახეთი, რთველი და ლხინი, ბადაგი სისხლივით წვეთავს. მარანი- საოცრად გრილი, ოცნება- ხავერდის ფერთა. ედება შრიალი კაკლის ორღობის ჩამომპალ ღობეს, და ათრობს ხმაური ხალხის, შრომისგან გათანგულ სოფელს.. მე შენზე ვფიქრობ და მჯერა, რომ სიკვდილს სიცოცხლეც ახლავს და შენი ბავშვური მზერა, სხვა განცდებს მიღვიძებს ახლა… სურნელით დაღლილი გზები, და ზვრები სილურჯით მთვრალი. და ნისლში გაშლილი თმები და ერთი ლამაზი ქალი. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2490
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
როცა ერთად ვართ,
რამდენი რამე შეიძლება ვიფიქრო შენზე, როცა ცალ-ცალკე, მხოლოდ ერთი რამ, რომ მენატრები... .. ლაშა მარგიანი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2491
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცამ მზე შეისვა მხრებზე ბავშვივით,
ცისფერი სივრცე ლაგმავს ალიონს... და შენს თვალებში ზეცა ჩაფშვნილი მსურს, როგორც წყარო პეშვით დავლიო... ნიკოლოზ ფუტკარაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2492
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
არ მესინჯება პულსი,
სული სიმშვიდეს ითხოვს. არტერიები გულზე დააბიჯებენ თითქოს. მაჯებს უწყდება ნერვი, ასე ურითმოდ ვარ და ვერ შევიყვარე ვერვინ, შენი სიჩუმის გარდა…. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2493
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვცდილობ გაგიღო
გულის კარები, და სიბნელეში სახელურს ვეძებ. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#2494
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
marine
ჩემ ლექსსაც დავდებ მარინე და შეაფასე აბა, ოღონდ ისეთი სევდიანია შეიძლება ცრემელბში ჩაიხრჩო https://www.youtube.com/watch?v=TJuEpviikv8 -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#2495
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ჩემ ლექსსაც დავდებ მარინე და შეაფასე აბა, ოღონდ ისეთი სევდიანია შეიძლება ცრემელბში ჩაიხრჩო https://www.youtube.com/watch?v=TJuEpviikv8 აქ დადე, რომ ნორმალურად შევძლო წაკითხვა ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#2496
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
marine
მუქი, ღრმა მდინარეების მეტაფორიზმი სასოწარკვეთა, პათეთიკური უიმედობა ბნელი ცხოვრება, სრული ცინიზმი გულის ფიცარი სულში ხმებოდა გარემოება, სივრცე ტირილის სერენადების ჩუმი ყბედობა ესევითარი, განცდა ტკივილის ერთად ყოფნის გზა სწრაფად კვდებოდა ვერ გადაარჩინეს კავშირი წყდებოდა რაღა აზრი აქვს ახლა ყველაფერს? სულის სიკვდილი ნაზად ელმარებს /ალექსანდრე ფოლადაშვილი/ -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#2497
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine მუქი, ღრმა მდინარეების მეტაფორიზმი სასოწარკვეთა, პათეთიკური უიმედობა ბნელი ცხოვრება, სრული ცინიზმი გულის ფიცარი სულში ხმებოდა გარემოება, სივრცე ტირილის სერენადების ჩუმი ყბედობა ესევითარი, განცდა ტკივილის ერთად ყოფნის გზა სწრაფად კვდებოდა ვერ გადაარჩინეს კავშირი წყდებოდა რაღა აზრი აქვს ახლა ყველაფერს? სულის სიკვდილი ნაზად ელმარებს /ალექსანდრე ფოლადაშვილი/ მძიმე სულიერი ემოციითაა დაწერილი... სანდრო, ეცადე ცხოვრება შენ თვითონ გაილამაზო, რომ ასეთი ლექსების დაწერა აღარ მოგინდეს... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2498
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს,
მასაც ვუყვარვარ, მე ვგრძნობ და ვიცი, და გულზე ვიწერ მის ყოველ სიტყვას, მის გამოხედვას და ბავშვურ სიცილს… მე მიყვარს იგი, ვინ იცის როგორ, მე ვიცი მისი გემო და ფასი. ცისფერთვალება, პატარა გოგო, მზით გაბრწყინებულ ჩანჩქერის მსგავსი… ჩვენ, როგორც დანტე და ბეატრიჩე, რაღაც უცნაურ გრძნობებით ვიწვით… და ერთმანეთის ვითვლით ნაბიჯებს, და ვიმეორებთ ერთურთის სიცილს… ჩვენ ერთად გვაწვიმს და ერთად გვათოვს, და ყოველ დილით თვალს ერთად ვახელთ. რომ არასოდეს არ დავრჩეთ მარტო, რომ თვალწინ გვედგას ერთურთის სახე… ვერ მოვუძებნეთ ამ გრძნობებს ბოლო, და სული ჩრდილებს ბრმასავით გაჰყვა. და სამწუხარო ის არის მხოლოდ, რომ მიყვარს ცოლი, რომელიც- არ მყავს… ------------ გიორგი ხარაიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#2499
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
marine
ციტატა მძიმე სულიერი ემოციითაა დაწერილი... სანდრო, ეცადე ცხოვრება შენ თვითონ გაილამაზო, რომ ასეთი ლექსების დაწერა აღარ მოგინდეს... იცი ზოგი მეუბნება ხოლმე რომ კარგია პირიქით ეს სიყვარული რომ ლექსების წერას მაიძულებს და მოთხრობების კიდევ და უნდა დავაფასო ხანდახან მეც მომწონს ხოლმე ჩემი თავი ესე მაგრამ მე უფრო ლექსების წერა მომწონს ვიდრე ტანჯვა, ორმხრივი რო იყოს ალბათ უფრო ბედნიერ ლექსებს დავწერდი -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#2500
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გადაიხვეწა ბოლო
მერცხალიც, შარშანდელივით თენდება ცივად, გაოგნებული დგას ნეკერჩხალი და თითებიდან ფოთლები სცვივა... საშა გველესიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 08:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი