IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 126 127 128 129 130 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Oct 24 2015, 09:39 PM
პოსტი #2541


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- ვუყვარვარ?
- არა?
ეკითხები
ისევ გვირილებს,
ისევ ბავშვი ხარ,
სიყვარულო,
ბავშვივით ხარობ...
როცა ღიმილით
წამოგცდება:
,,შენი ჭირიმე,"
გვირილა
როგორ გაგიბედავს, -
,,არ უყვარხარო..."
- ვუყვარვარ?
- არა?
ყველაფერი
ღმერთის ნებაა,
ის რაც გულშია,
შენია და
გიჭირს გამხელა...
ჩემი ცხოვრება
დაკარგული
ნეკნის ძებნაა,
ნეკნის, რომელსაც
სიყვარული
ჰქვია სახელად...

დათო ახლოური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2015, 09:25 PM
პოსტი #2542


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გარეთ ფოთლებს გაუმართავთ ტანგო,
გარეთ მკვდარი ოქტომბრები ყრია,
მოდი მალე, მოასწარი კარგო,
თორემ მერე არ აღმოჩნდეს გვიან…
ნისლი წვება, და მომდგარა კართან,
ჩემი გულის უმძიმესი ლოდი,
გთხოვ ძვირფასო, მოასწარი ზამთარს,
სანამ მოთოვს, გთხოვ მანამდე მოდი…
… ახლა გარეთ დაწანწალებს სევდა,
და მეც ჩუმად დავწანწალებ ესე,
გზები უკვე შეფერილა თეთრად,
და მეც ციცქნა ნაფეხურებს ვეძებ.
მოდი…

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2015, 10:53 PM
პოსტი #2543


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



,,შენ არაფერი იცოდი
სიყვარულზე ჩემამდე,
არც მერე,
მაგრამ გაიგებ.
არც იმ შეშლილმა
ფიზიკოსმა იცოდა,
ვაშლი თუ დაეცემოდა თავში,
მაგრამ
ხომ დაეცა?
და თან
როგორ დაეცა?!
(მიზიდულობის კანონი აღმოაჩენინა)
შენ კიდევ
შენს თავს აღმოგაჩენინებს,
ოღონდ აცადე,
ნურც ხელს კრავ,
და ნურც ისტერიკებს გაუმართავ
თუ ჩუმად მოვიდა,
და გაკოცა.
არ შეგიძლია ?
უნდა შეძლო,
აბა რას ერჩი!
შენ არაფერი იცოდი სიყვარულზე
და ვერც გაიგებ,
თუ მარტოობას დაისახავ მიზნად
და
მოირგებ
ვინმე
უკარება გოგონას ნიღაბს,
ხელებს გაშლი და
ცრემლებისგან ჩამოიცლები.
რა მარაზმია,
რა პარადოქსი,
რა სისულელე!"

კონსტანტინე იამანიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2015, 01:17 PM
პოსტი #2544


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზღაპრისფერო,
სიზმრისფერო,
ჩემო ოცნებების ჩერო,
ვერ გიყურო, არ შეგეხო?
გული როგორ გავიჩერო?
მზისაფერო,
ვარსკვლავთდარო,
სითბოვ, სიტკბოვ,
რას გადარო?
ჩემო დილა მშვიდობისავ,
სულო, ცისარტყელისდარო,
ჩემო მაჯის აჩქარებავ,
სუნთქვავ, გაზაფხულისდარო,
ზღაპრისფერო,
ზღვისსაფერო,
სუთფა წყაროს წყლისსადარო,
მოლო, ყვავილთმონაფერო,
სიოსავით მონაბერო,
როგორ გავძლო არ გეფერო.
სიყვარულო მონანავევ,
მზისსაფერო,
ზღაპრისფერო,
ჩემო, ჩემო...
ყველაფერო...

/ია მშვიდობაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2015, 11:06 PM
პოსტი #2545


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოჰფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით,
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი,

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა, უკეთეს დღეებზე ვფიქრობ…"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 28 2015, 01:23 PM
პოსტი #2546


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რა საყვარელი ვინმეა...

თუ საკუთარი
სულის ხმა გესმის
და აყურადებ მთელი არსებით,
შენში განტოტილ
სიცოცხლის ფესვის
სუსტი რიტმებიც გესმის ასევე,
არ გაცლის სუნთქვას
ამ სიმშვიდეში,
სულდასერილს და
დარდგანახსენებს...
რა საყვარელი ვინმეა
ლექსი _
გესტუმრება და არ მოგასვენებს!..

მაიკო მიქაია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2015, 11:57 AM
პოსტი #2547


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უბრალოდ შაირად

შენც ქმრიანი ხარ, ქალშავო,
მეც ცოლიანი ვმიწდები,
გვაშორებს ბედი აშარი,
ერთმანთს როგორ მივწვდებით!..
შორიდანაც რომ გვიყვარდეს
ერთურთი, ხალხის იჭვები
ამოგვიხოცენ იმედებს,
ხსოვნიდან ამოვიჭრებით!..
ვინ გვაპატიებს სიყვარულს,
სულს დაგვისუსხენ ჭინჭრებით,
ვაი, რა უსუსრუნი ვართ,
ვაჰ, რა ამაოდ ვირჯებით!..
უსამართლო ხარ, საწუთროვ,
შენს სიმწარეში ვიხრჩვებით:
ვის შეგვაყვარებ, ტიალო,
სარეცელზე კი ვის ვრჩებით!..

/მიხეილ ღანიშაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2015, 12:55 PM
პოსტი #2548


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან,
მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი,
საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ,
სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი...
მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა,
მგზავრად მომდევდა ლექსი ხმიერი,
მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა
და სამუდამოდ ვარ ბედნიერი.
მეც მინატრია ია მუხლამდის,
რომ გაზაფხულის მწვავდა იერი,
მიყვარდა... მაგრამ, რომ არ ვუყვარდი,
იქნებ ამიტომ ვარ ბედნიერი.

ნაზი კილასონია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2015, 08:16 PM
პოსტი #2549


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პოეტი
ხან მარტვილია, ხანაც _ მესია,
თან წერტილია, თანაც _ ანთარი;
პოეტი, მაინც, _ ერთი ლექსია...
ობლის ცრემლივით ცამდე მართალი.
ვისთვის ღვინო და ვისთვის _ წყალია,
ქარია მისი ქორონიკონი;
პოეტი, ზოგჯერ... ერთი პწკარია _
ყაყაჩოსავით ცხელი სტრიქონი.
ლაშა გახარია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2015, 03:37 PM
პოსტი #2550


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დავეძებ დღეებს სახლობდი სადაც,
ღრუბლის კარვები ბრწყინავდნენ მზისგნით,
მომიგალობდნენ გზა-გზა მთიები
და შენ მხვდებოდი ცის კარის შიგნით.
ახლა იმ დღეთა ნასახლარებში,
ჩოქზე ჩამოვდექ - აღსდგა ზმანება,
სად ხარ?- გავძახი დაშლილ გალავნებს
და ხმა სივრცეში მიიბზარება... ... ...

მზია წიკლაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2015, 04:44 PM
პოსტი #2551


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მზე, სასურველი

ეს მონატრება
ისე გაღვივდა,
ქარებს მოვპარე
ტყეთა სურნელი...
მე გამოვყევი
ფიქრებს გაღმიდან,
შენით რომ მეგრძნო
მზე, სასურველი...
თუმცა ფურცელი
ისევ სუფთაა,
რომ ელოდება
სიტყვებს სანატრელს,
ლექსად მოგიძღვნი
რითმებს უთვალავს
და ღამეს, შენზე
ფიქრში განათევს...
რომ არ მეტანჯა
მხოლოდ შორიდან,
მე ოცნებების
კოშკი ავაგე...
და თუ ეს ლექსი
ჩემთან მოგიყვანს,
მერე სულ კოცნით
გეტყვი დანარჩენს...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 11 2015, 10:51 PM
პოსტი #2552


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამაღამ,
მძლავრი იქროლებს ქარი,
ცა ისე შფოთავს, ისე წრიალებს,
ქართან პირისპირ დარჩება მთვარე
და,მთვარის ირგვლივ ცა იტრიალებს.
პირქუშად დამდგარ დათოვლილ
მთებზე,
ნისლები მსუბუქს დასდგამენ გვირგვინს...
მე კი,
ჰო,მე კი,რამდენსაც შევძლებ,
ვიქნები მშვიდი,
რადგან ვარსკვლავებს სწყურიათ ასე,
ცათა უფალი ასე მკარნახობს,
რომ ეს სხეული ტკივილით სავსე
სულს ჩამოვხსნა და ქარში დავმარხო.

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2015, 01:39 PM
პოსტი #2553


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დღეს მენატრები,როგორც ძველი სახლის კედლები,
სიშორის სუნით ცარიელი დგას ნოემბერი.
თუ მომცემ ნებას,მარტვილივით მოგეკედლები,
ამოუხსნელი საიდუმლო დატოვე ბევრი.
დღეს მენატრება სურნელება შენი მკლავების,
წუთებს მითვლიან შემოდგომის ფოლიანტები.
მე უსუსური თოლია ვარ, შენში გავები.
თუ ჩემთან არ ხარ შეშლილივით ვფორიაქდები.
არ მენატრება უადგილო ყმაწვილი მარტი,
კეკლუც აპრილთან დაბრუნებას მთხოვენ იები.
შენ არ იყავი,მე წავედი,ვტიროდი მაკლდი.
თუ არ დამიშლი,სიზმრად მაინც მოგევლინები.

ანტონ გაგუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2015, 10:04 PM
პოსტი #2554


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხომ შეიძლება მიყვარდე ისე,
როგორც კესანე უყვარდა აპრილს.
ან ეს სიცოცხლე სანაცვლოდ მივცე,
ენძელებს თმებზე სათუთად დაყრილს.
ხომ შეიძლება ჩემთვისაც თოვდეს,
ყოჩივარდების კეკლუცი ფრთები.
ვინმე დარჩენას ჩვეულად მთხოვდეს,
მე უიმედოდ შეშლილი ვკვდები.
ხომ შეიძლება მიყვარდე ისე,
როგორც უყვარდა ნისლები მიწას.
ახლა რომ მოვკვდე უდროოდ მყისვე,
შენი თვალები ღმერთივით მიცავს.
ანტონ გაგუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Nov 16 2015, 10:56 PM
პოსტი #2555


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



https://www.youtube.com/watch?v=ymeHGrpFOac
ანიმაციური ლექსიტ დავბრუნდი


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2015, 11:48 AM
პოსტი #2556


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლექსი, ფერი, ფრთები, დახვეული გზები,
ნატვრა, ლოცვა, ხელი, ლამაზი მაქვს ფრთები,
ცა ცისფერი, ვარსკვლავები შენი,
მე ფრთები მაქვს, შენთან მოვფრინდები..."

/თამარ აფციაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2015, 12:05 PM
პოსტი #2557


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეები დღეებს,
წლები კი თვეებს
მილასლასობენ, მიიმღერიან...
მე მენატრება ის დღე და ის თვე
მაშინ რომ იყო იმ წელს და იმ თვეს"

/თამარ აფციაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2015, 09:27 PM
პოსტი #2558


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მხოლოდ სიყვარულით

ბევრს კი დაულაშქრავს მწვერვალები,
თუმცა დასალაშქრიც დარჩენილა...
იმ გზას ვერ შეცვლი და ვერ აცდები,
რომლის სატკეპნადაც გაჩენილხარ...
თუ არ დააჩნიე ნაკვალევი,
ნერგი უწყლოობით რას იხარებს...
თითებს რა ტყუილად აწვალებდი,
თურმე, მარტოობის გარიჟრაჟზე...
სხვებიც ვეღარაფერს გაიგებენ,
თუკი არ აუხსნი დაჟინებით,
ლექსს ვერ წაიკითხავ ყვავილებზე,
თუ არ შეიყვარე ყვავილები...
შუბლზე შენი ჯვარი გახატია,
როგორც ერთადერთი განაჩენი,
ან სხვა გზების ძებნა რაღად გინდა...
მხოლოდ სიყვარულით გადარჩები...
ბევრს კი დაულაშქრავს მწვერვალები,
თუმცა დასალაშქრიც დარჩენილა...
იმ გზას ვერ შეცვლი და ვერ აცდები,
რომლის სატკეპნადაც გაჩენილხარ...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2015, 11:35 PM
პოსტი #2559


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
შენ რაც უფრო
შორითა ხარ,
ოღონდ შენდა ბედად,
ჩემი უფრო
კარგად გესმის,
უფრო კარგად მხედავ.
არც არასდროს
არ მოგიშვებ
ჩემთან ისე ახლო,
რომ ვერ მიცნო,
უფრო სწორად,
რომ ვერ დამინახო!

/ედუარდ უგულავა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2015, 02:57 PM
პოსტი #2560


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სიყვარული

მოვა ერთხელაც,
ლურჯთვალება
იებით მთვრალი,
ჩამოათენებს
ზამთრის ღამეს
ლტოლვა და იჭვი...
უცხო სამყაროს
გაზიარებს
მზისფერი ქალი,
და შენც გახდები
ხეტიალა
პატარა ბიჭი...
მოვა ერთხელაც,
ვინ რა იცის
როდის და როგორ...
იკეკლუცებს და
თეთრი კაბით
შემოვა შენში,
დაგიბრუნდება
პატარა და
ეჭვიან გოგოდ
ქალი, რომელიც
სიყვარულის
თვალებით შეგშლის...

დათო ახლოური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 126 127 128 129 130 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 09:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი