![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2561
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დართლოს
ვიც საწუთროს ბოლოი ჩემ გზა აქამდ სავალ, მემრ შურთხ გამომაღვიძებს არ იყივლებს მამალ, ვიც რო დართლოს სამარეს, ალაგ მაქვის კდიან, ცა ღურბელთა ნატვრაიდ, იიქ სამარხ მქვიან. ვიც ხატების შეწირვად, საცხობაა მაქვს ხმიად, ცოცხალ მტვრად მოედებიდ მომკვდარ ბალახთ იად. /გიორგი რამაზაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2562
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
პირველი თოვლის საგალობელი
აი, მოვიდა პირველი თოვლი, ჰაერმა იგრძნო ფიფქების ფეთქვა და გადაფარა ტყეები, მოლი თეთრმა სავანემ. ხოლო მე შემრცხვა, რომ არ გავედით, არ შევეგებეთ, არ მოვეფერეთ, არ ვიგუნდავეთ, ფანჯრიდან მხოლოდ ერთი შევხედეთ და შევიმალეთ. ქარნი უკრავენ ჯერ გაუცვენელ ფოთლების ბოლო და უკანასკნელ სუნთქვას და მოთქმას. ჩვენ ამ ნოემბრის ღრუბლებში ვცხოვრობთ, რომელთაც თოვლის სამყარო მოაქვთ. ჩვენ პირველ თოვლის სულეთში ვსახლობთ, ჩვენ ერთმანეთის გულებში ვიშვით და ყველა სიტყვას თვალებით ვამბობთ და საიდუმლოს ამხელენ ფიფქნიც... ფოთოლთ შრიალი შეწყდა, გაჩერდა, უფრო გასქელდა სიჩუმე სოფლის, რადგან მიწაზე ზეცა გაჟღერდა - საგალობელი პირველი თოვლის. /დავით კიკვაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2563
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ზამთარი მოდის და ვგრძნობ სიცივეს
ჭადრებმა უკვე შეიხსნეს ფრთები ისე ცივია შენი სიცილი როგორც იანვრის ცისფერი მთები. ზამთარი მოდის, თოვლის ზვირთები გარშემო ყველა სილუეტს მოშლის და შენი ჩუმი, თეთრი თითები ალბათ თოვლივით იელვებს თოვლში. ზამთარი მოდის... /გიორგი ხარაიშვილი/ „სადა ხარ, როცა ასე მჭირდები, როცა უძილო ღამის კოცონზე ვიწვი - ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან, როცა გამდნარი ღამის ზვირთები მახრჩობენ, როცა ღმერთიც შორია... მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..“ თამაზ ჭილაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2564
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ის, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს,
ის, ვინც ყველაზე ძალიან მოგწონს, ვისაც მიუძღვნი შენს ყველა სიტყვას, ვინც გულისგულში დაგინთებს კოცონს, ვინც გეფიქრება დღისით და ღამით, ვინც შენთანაა ცხადში თუ სიზმრად, ვინც არ გავიწყებს წუთით და წამით სიცოცხლის ხიბლს და ცხოვრების მიზანს... ვისიც, როგორც კაცს, გექნება ვალი, ვისზეც ყოველწამს გიჭირავს თვალი, ვინც იმედი და რწმენაა ხვალის იყო, არის და იქნება ქ ა ლ ი! დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2565
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დღეს ტერენტის დაბადების დღეა
ნოემბერი და ფოთლების აგონია ანგელოზის ფრთები ფორთხავს ფილაქანზე, ახლა ქარი თითქოს თეთრი ვაგონია და მკვდარ ფოთლებს სამარისკენ მიაქანებს.. წალენჯიხის თეთრ სამრეკლოს ნისლი ფარავს, და ლაზარე აისივით ახელს თვალებს, კოლხეთიდან წუხელ სევდა გაიპარა და ლანდივით დიდუბეში დაწანწალებს.. გულზე სისხლი როგორც წყარო, ისე მოდის ეხეთქება მწარე სისხლი დაღლილ მაჯებს. შენ ყოველ წამს მხოლოდ სიკვდილს მოელოდი, და სიკვდილზე ღმერთკაცივით გაიმარჯვე.. სევდა იწევს მიწიდან და ღრუბლებს სერავს, თვალს კვლავ ცრემლი და გულიდან სისხლი მოსდის, გაშლის ფრთებს და ზეცისაკენ ალმაცერად მიქრის სული პოეტის და ანგელოზის.. ნოემბერი და ფოთლების აგონია ფრთები უკვე აღარ ფორთხავს ფილაქანზე, თუმცა ქარი ისევ თეთრი ვაგონია და მკვდარ ფოთლებს სამარისკენ მიაქანებს.. -------------------------------------------------------------- გიორგი ხარაიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2566
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა. ახლაც შორეულ მეგობარს უცდი, რომელმაც ასე დაიგვიანა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2567
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ააწრიალებს სულს უშენობა
და შემოდგომის ნაზი ფერები, ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ და სიზმარშიც ვერ მოგეფერები... ვიცი,ტკივილად გადამექცევი, მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია... ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს - ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია! უნდა გაიგო,უნდა იწამო, რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი გაუკაწრავი,გაუბზარავი... თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ. თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ... ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება - შენს სიზმარში რომ გადაიარა. ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი, ცად გაკიდული თეთრი თოლია ... ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია. და აწრიალებს სულს უშენობა მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი ყველა სიზმარში მე მეფერები.... /ტერენტი გრანელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2568
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი.
ვეღარ შეასწრებ მელნის ზღვაში... ქაღალდის ნავით ანუ – ზღვიანად, ნავიანად – გადასახლდები იქ, სადაც თოვლის მედიდური ერთფეროვნებით გადაშლილია ყველაფერი და კაცის თვალი, ნასროლ ქვასავით, იკარგება თეთრ სიჩუმეში... გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი. ოთარ ჭილაძე მონატრება ნუშის რტოზე უნუგეშოდ დანატოვი, განა წვიმის, სიმარტოვის ცრემლებია... მერე რაა, თუ ჩემს ფიქრსაც გავანდობდი, მაინც სევდის კრიალოსნად ებმებიან... ცისკრის ტბათა ელვარება რომ ფერავდა, მე სითეთრე მათრთოლებდა იმ გედების... გაზაფხულის გაღიმება მომენატრა, შენ კი, თურმე სიბნელისთვის მიმეტებდი... მთვარის შუქი ეფინება სარკმელს ისე, ალბათ, ისევ მონატრების ჟამი დგება... ეს ტირიფიც ტკივილებით თვალს დაივსებს და მერე კი, ღმერთმა იცის, რა იქნება... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2569
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ალბათ სიყვარულიც მთვლიდა იდიოტად,
ჯერ თავს მაყვარებდა, მერე მიდიოდა, ერთხელ ბედის წიგნში მაინც ჩამახედა, რატომ არასოდეს, არვინ გამაღმერთა!!!! /თეა ხასაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2570
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
სატრფო გყავს? წვიმას ეკითხება გვირილა სველი, კიო, – უთხრა და გალუმპული იბრუნა სახე. მაშინ, რატომღა არ მინახავს ღიმილი შენი, რა დაგემართა, რომ უცრემლოდ ვერასდროს გნახე... გვირალამ წყენით დაიბერტყა ყვითელი მკერდი, ეხ, წვიმავ შენი საქციელი როგორ მაკვირვებს, მუდამ მასველებ, აღარ ძალმიძს სიჩუმე მეტი, თუკი სატრფო გყავს დალოცვილო, რაღა გატირებს?! /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2571
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რა დამრჩა - იმედის ნახერხი.
და მაინც ვარ იმედიანად. ვერავის ვიყვარებ ნახევრად თუ მიყვარს მიყვარს და მთლიანად. /თორნიკე ნაროზაული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2572
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერთად...
თუკი ზამთარს ოდნავ მაინც ვეგუები და ფიფქებსაც გულში ვიკრავ ნება-ნება, ეს იმიტომ, რომ პატარა ბეღურები ახლაც ისე ჟივჟივებენ ჩვენს ფანჯრებთან, როგორც მაშინ, როცა მხოლოდ უფლის ნებამ ორი გული სიყვარულით შეაერთა, ბეღურებიც თითქოს იქცნენ გულთმისნებად და ჩვენც ყოფნა მათთან ერთად დაგვებედა... თოვლი ვერ შლის შენს სანატრელ ნაფეხურებს, ჩვენი ფუძეც ჩიტის ბუდედ ცამ დაფერა, რა კარგია, რომ ერთად ვართ და ბეღურებს არ აფიქრებთ სხვა ქვეყნებში გადაფრენა... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2573
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცამ ჩამოიხსნა პირზე მანდილი,
შენამდე გზები კვლავ ამერია, ჩემი მიზეზი, სითბოს-ნამდვილი დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა... მოდის სიმშვიდით თეთრი ქალწული, მე მოსვენება, არ მიწერია... და სიხარული ცამდე ასული, დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა... არც ნაზამთრალი დროთა ბუნება, ირგვლივ სიცხადე უცხო ფერია, სხვანაირად რომ მესალბუნება, დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2574
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დეკემბერი...
გულს სიყვარულის სუნთქვად გაგიშლი, სადაც მზე ჯერაც ბევრზე ბევრია... და ხელს სიცივით, სულაც არ მიშლის, ფანჯრებს იქით რომ დეკემბერია... დეკემბრის თვეში, ზეცა დღეების თვლას რომ უნდება მხოლოდ სათოვლედ, ქარს სიყვარულსაც შევახსენებდი, როცა უმწეო ფოთოლს ათრთოლებს... თოვლშიც ყოველთვის იებს ვამჩნევდი, თმებს რომ ფიფქებად ეფერებიან... ახლაც იების იმედად ვრჩები, თუმცა კი გარეთ დეკემბერია... დეკემბრის თვეში, ზეცა დღეების თვლას რომ უნდება მხოლოდ სათოვლედ, ქარს სიყვარულსაც შევახსენებდი, როცა უმწეო ფოთოლს ათრთოლებს... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2575
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უნდა დავიძინო ტკბილად,
უნდა დავივიწყო დარდი, რაღა მხოლოდ ჩემთვის ცივა, როცა შენს თვალებში ბარდნის... /ლელა ლაჩაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2576
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გარდავიცვალე,
იყო თოვლი და მიძინებული სუნთქვა ვარდების, მზე მოდიოდა სადღაც შორიდან, დაღლილი წელთა მილიარდებით... მოჰქონდათ კუბო ზამბახისფერი, არარა ჩანდა მიღმა არეთა, და დღე ნისლივით სუსტი და თხელი- გარდამავალი ფერი ღამეთა... და იდგა ლანდი,- ფერმკრთალი ქალი, ლანდები ხშირი,ყორნის ბოლოთა, ცა შრიალებდა,ვით იალქანი, შრიალებდა და ნიამორობდა. ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი და დავუტოვე შიში ნაპრალებს, ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი და თოვლიან მთებს გადააფარეს. ტარიელ ხარხელაური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2577
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
წვიმა აღარ მოდის... ანუ აღარ ტირი
ანუ გამარტივდა ქვეყნად ჩემი როლი, ანუ გადამხიე ძველი ქაღალდივით, ანუ დამკუჭე და სადღაც მომისროლე... მერე უცაბედად გულში ტკივილს ფანტავ, მერე შენს თვალებში ტივტივებენ ტბები, ანუ გაკლივარ და ანუ გახსოვარ და ანუ გიყარვარ და ანუ გენატრები... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2578
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თეთრად შეფერილი მინდა დეკემბერი,
თოვლით მოფენილი მინდა გზა და ეზო, მე ის თოვლი მინდა შენ,რომ გაივლი და კვალად დააჩნდება ქუჩას საყვარელო... მე ის თოვლი მინდა,ფიქრად რომ დაბარდნის, სულ რომ გათეთრდება ჩემი საქართველო, მერე უქმეებზე მთაში,რომ წავალთ და იქ,სულ სხვანაირად მოთოვს სანატრელო... / დიკა სალაყაია / -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2579
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამ ზამთარს მოთოვს
ამ ზამთარს მოთოვს და არასოდეს გადნება თოვლი, შენ მხოლოდ ყვითელს ელოდი ფოთოლს, მე მხოლდ თოვლის ერთ გუნდას გთხოვდი... და ისე გაქრა ფოთლების მარში, ისე მოვიდა ყინვა და თოში, ფოთლის გარეშე დაგტოვე ქარში და მეც უგუნდოდ შემოვრჩი თოვლში... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2580
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
ის მელოდიაც, "ვერხვის ფოთოლთა..." ალბათ, სულ მალე გულში იყუჩებს... და პატეფონზე, სევდის ობობად, დაისადგურებს სრული სიჩუმე... იმეფებს სევდა... თუმცა განვლილ დროს "უშორეს ზღაპრად" აღარ მივტირი... გულმა ხომ, ბოლო სუნთქვაც გაიღო, მკერდზე შემწყდარი მარგალიტივით... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი