![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2581
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სამი ნოტი...
ოთახი ჩრდილით, როიალი და ისიც ერთი... და ორი ხელი უკრავს ღამის შეჩვეულ მოტივს, შუქია რბილი, სიმშვიდეა უდავოდ დენთის... ,,შენ... მე... ვიდრემდე..." - სამიოდე დაღლილი ნოტი. შეფიფქებული ფიქრით დგანან თეთრწვერა მთები, პატარა ქუჩას ნამქერივით ეჩვევა კაცი, ძარღვებში დაღლით, შესამჩნევად ჭაღარა თმებით, ფიფქივით ყუჩი, ღამეული თოვლივით ბაცი... ქრისტეშობისამ გამილეწა ფოთლების კალო, ზამთრის კალთაში საყვავილე კალათებს მიწნავს ყინვა, შიშველი მათხოვარი, თავისას წვალობს თოთო ბავშვივით ეძინება ნათოვარ მიწას... ორია ხელი, როიალთან უსახო ჩრდილი, უკრავს მთებისკენ გადაკარგულ ღამეთა მოტივს... სიმშვიდე - დენთის... განათება - უდავოდ რბილი... - ,,შენ... მე... ვიდრემდე..." სამიოდე დაღლილი ნოტი... საშა გველესიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2582
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
აცივდა...
აცივდა... შენი სხეული გატკბა, ზაფხულის ხვატში რომ მაგრილებდა, მომიწევს ძველი ამბების გათქმა და კიდევ ერთხელ მოაპრილება. დღეს, შენს თვალებში მინდა დანახვა მთვარის... ზეცისკენ ახედვა მიჭირს, - გვიანიაო - შენსას გადახვალ, ჩემში გაცილებს პატარა ბიჭი... რომელსაც ჯაყვა ედო ჯიბეში, იმედი ჰქონდა ბენტერა თავის და საკოცნელად ოღონდ მიგეშვა, ჩანთაში ჩუმად გიდებდა ყვავილს. წლები დამძიმდნენ ორღობეებში, ოცნებამ თვალი სევდას დაუთმო და ჩემს ყვავილებს როგორ შეეშვი, ნეტავ მას, ვისაც ზამთარს გაუთბობ. და უჩემობას ვერ დაგპირდები, იქნებ, არც ღირდეს ახლა გარჩევად, სევდას და ღიმილს ისე ვჭირდები, განწირული ვარ გადასარჩენად. საშა გველესიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2583
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
არ იქნებოდა შორი მირაჟი... მზეს დავისვამდი მხარზე გაღმიდან, თუ შენს სინაზეს თვალს შევავლებდი, ფარშევანგებით სავსე ბაღიდან... არც ზეცის ფერი, ფერი, სავსე მზით, არ იქნებოდა შორი მირაჟი... თუ ერთი წვეთიც, ვნების შადრევნის, გაიელვებდა ბროლის ჭიქაში... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2584
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბეღურები
დათრთვილული თრიმლის ტოტი დილის მადლს რომ ავანებს, ციცქნა ჩიტებს რხევა-რხევით, ფრთხილად შეაქანავებს; ნამცეცობენ ბეღურები თვით ნამცეცა ნისკარტით, ღმერთს მადლობას ვეუბნები მათი გაჩენისათვის; ყაყაჩოსფრად სულ ღვიოდეს ცვრიდან ცვარზე მანძილი, მზის ამოსვლას უღიმოდეს ბედი გამოკვანძილი; უფლისაგან ფრთაშესხმული საოცრების ვიწამე, პაწაწინა ნაფეხურით ჯვრებს ტოვებენ მიწაზე... ბადრი სულაძე *** თვითონ ოცნებაც თოვლია ალბათ, როცა იმედიც თოვლთან მარტოობს... ო, როგორ ძლიერ მომინდა ახლა, ალუბლის ხეებს რომ დაათოვოს... ცა რომ ღებავდეს ფიფქებს შროშნისფრად და შროშანისვე ლოგინს მიშლიდეს... ო, როგორ ძლიერ, ძლიერ მომინდა, უსპეტაკესი თოვლის სიმშვიდე... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2585
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩვენს შორის სივრცეს ამოავსებს
ფიფქების გროვა, დეკემბრის სუსხში გარეთ ვინღა უნდა მიხმობდეს, შუა ღამისას შენს მაგივრად ზამთარი მოვა, და გულის კართან დამიტოვებს ყინულის ლოდებს. /ნანა მეფარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2586
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
თუ ნაპირამდე, კვლავაც ბევრია, გზა - დათოვლილიც... დაუთოვლელიც... კაცისთვის, ალბათ არაფერია, სითბოზე მეტად დაუთმობელი... და სინანულად გულზე მედება, ცა რომ, ღრუბლებსაც ართავს ფთილებად... ქარს რომ, სიცოცხლე სულ ემეტება, უმწეო ფოთლის ასატირებლად... დრო ხომ ისედაც, დარდის ხიდია, ქარო, რას ბრაზობ და რას ირევი, ზურგზე რომ ცოდვა აგიკიდია, ვით მონადირეს, ნანადირევი... მეც, ალბათ ბედად მხარზე მეწერა, ქართან რომ ხშირად მარტშიც ვდაობდი, მაგრამ დღე მაინც არ მემეტება, ჩასაძირავად დარდის ჭაობში... დრო ხომ ისედაც, დარდის ხიდია, ქარო, რას ბრაზობ და რას ირევი, ზურგზე რომ ცოდვა აგიკიდია, ვით მონადირეს - ნანადირევი... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2587
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფრო ცივი არის ამ წელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით. მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები." /ნ.ჩერქეზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2588
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა
როგორც დასიცხულ მიწას - ღრუბელი. მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ, ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი". /ოთარ ჭილაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2589
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ზამთარო...
ზამთარო, ბედის თეთრო ყვავილო, ამოწვერილო, დამზრალ მიწიდან, როდემდე უნდა გამინაწილო, შენი სიცივე, თანაც პირწმინდად... სითბოთი უფრო გამაკვირვებდი, თორემ სიცივე მყოფნის მთვარისაც, ფერს რომ არ იცვლის არასდიდებით და ცხოვრება კი ითხოვს თავისას... თუმცა არ დარდობ, ვინ რას იფიქრებს, არც სატკივარი გახსოვს ვინმესი, ნუ გაჩერდები, დიდხანს იფიფქე, ამ წუთისოფლის საცოდვილეთში... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2590
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მენატრები
მიტევებული ცოდვებივით ცვივა ფიფქები, ხელებს ვახვედრებ სისპეტაკეს, ცა რომ იმეტებს, ზამთრის წისქვილში, მარცვალ-მარცვალ, ნელა ვიფქვები და მარტოობის ნაღვერდალში ვაცხობ იმედებს. თოვლზე კვალია ალერსისგან დაღლილი ნაბდის, ქარებშებმული ჩამოივლის ღამის მარხილი, გარეთ, თოვაში, უპატრონო ძაღლივით დადის გზააბნეული მონატრების ჩუმი ძახილი. ფიქრი ჭრიჭინებს, ნამალევი, სადღაც ერდოზე, სული ქარბუქში აწყვეტილი თეთრი ცხენია, მე კი დავდივარ, უმადურ კვალს ვტოვებ თეთრ თოვლზე და ბეღურათა ერთგულების მშურს და მრცხვენია. შეჭირხლულ სიტყვებს მოლოდინის საკმეველს ვუკმევ, თეთრი ნამქერი ბებერ მიწას ნაკვთებს ურბილებს, გეძებ და სული მარჯვობს, თორემ სხეული უკვე, ჩამოძენძილი ჩოხასავით შერჩათ სურვილებს. ვიცი, ზამთარი არ წავა და არ მომეშვება, დაღლილი გულიც, უშენობას, ძვირად დამიჯენს, ღმერთო! - მთვრალი ვარ უსაშველოდ, როგორ მეშლება ახლა ფეხი და ვეღარ ვმწყემსავ აშლილ ნაბიჯებს. საშა გველესიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2591
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისე მაღლა ახვალ, რომ
შეიძლება ლაჟვარდს ნერვები აღმოუჩინო და გაგახსენდეს, რომ ჩემს თავში დაგლეჯილი მავთულები შესაცვლელია... კიდევ ერთი აზრი მწიწკნის, იქნებ, საკუთარი სისხლი, არცთუ მჩქეფარე, უარყოფითრეზუსიანი, მაგრამ, ჯერჯერობით ცოცხალი, გადმოგისხა ტანიდან, როგორც ღვინოს ასხამენ, წითელ ღვინოს- ცივ ჭიქაში და, წინასწარ, გული უთბებათ. ლია სტურუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2592
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ჩემი ნეკნები კლავიშებია. მოდი. დაუკარი. ღრუბლები ცაზე აფიშებია. სანუკვარი. ჩემი და შენი სუნთქვებია - ფოთლების საუბარი. ქარო, დაუბერე. /დავით კიკვაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2593
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ჰო, ახლაც გავგიჟდი ფურლები იბნევა, და თეთრი კუბები ემჩნევა იატაკს, მინდოდა ბაგეზე მაგ ბაგის მიბნევა, და როგორც ყოველთვის, კვლავ დამაგვიანდა.. შენს ცისფერ თვალებში ზამთარი იღვრება, და ვეღარ ვიშუშებ დარჩენილ იარებს. ეჰ, როგორ მინდოდა მაგ სულის მიგნება, და როგორც ყოველთვის… კვლავ დავიგვიანე... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2594
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მეტრო...
ყოველ დღე ასე, ყოველ დღე ასე, ვიღვიძებ, ვდგები და ველოდები მეტროს- სევდიან თვალებით სავსეს, მეტროს- მოწყენილს, დარდით, გოდებით მე ფეხზე ვდგავარ, ვწუხვარ, განვიცდი რომ მათხოვრისთვის არა მაქვს ხურდა, რომ დგას მოუცი სადღაც, თავისთვის და მიწისქვეშა ჰაერით სუნთქავს.. რომ ცხოვრებისგან გადაღლილ მგაზვრებს, არ შემიძლია იმედი მივცე, მათ არ უნახავთ ყვითელი მთვარე, მათ არ უგრძვნიათ მოლურჯო სივრცე... და კივის მეტრო, თითქოს ბრაზდება, მერე ჩერდება სვენებ-სვენებით, და ამოდიან ახალგაზრდები, სხვადასხვა ფერის ყურსასმენებით... უსმენენ მეფეს, დელ რეის, კოკერს, უსმენენ სნოპ დოგს, ან თუნდაც პერრის. საოცარია, თუმცაღა ზოგჯერ ყურსასმენებში ჩხეიძეც მღერის... მე არვის ვუსმენ, დგავარ და ვღელავ, ვღელავ წამებულ სახეთა ლანდით... და მეც იმ წუთას გარშემო, ყველა რაღაცით მგავდა, რაღაცით ვგავდი... ჩერდება მეტრო, ვეხები კარებს, გავდივარ, გარეთ არვის არ ველი. და ამ ცხოვრებით გადაღლილ მგაზვრებს, კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2595
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენი ათი თითი, ჩემი ათი მცნება,
მაგ სურნელი თმების და მაგ თმების ბოლო, თითქოს შენი სული სანთლებივით ქრება, და თვალები ლურჯი სიზმარია მხოლოდ... შენი ორი კედი და ჯინსები ლურჯი, შენი თბილი კაშნე რომ სხეულში ატანს, ჩემი ცივი ხელი, პალიტრა და ფუნჯი, შენს მომღიმარ სახეს აღტაცებით ხატავს.. მერე შენი ჩრდილი, და უგემო პორტი, უშენობას თვითონ, უჩემობა ხლართავს, და მე როგორ გრეის მიტოვებულ პორტრეტს, ისე ვაფენ შენს ჩრდილს, დავიწყების ფარდას.. /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2596
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
'როდის?!.
წვიმდა, გინატრე... არ წვიმს და გნატრობ... წვიმაზე ან კი, როგორ ვიდარდებ... მე მხოლოდ, მხოლოდ იმაზე ვდარდობ, ჩემთვის შენ როდის გამოიდარებ?!. ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2597
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
მე ფოთოლი ვარ, ხეს კი არა, ცას მოწყვეტილი... /დავით კიკვაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2598
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
ცა საფიქრალსაც დაყრის საცერზე, რომ ღრუბელივით გაცრას ფიფქებად... მერე კი ყინვით დაღლილ საცეცებს, შემომაჩეჩებს დასაფიქრებლად... ფეხდაუდგამი გზა და ჭირხლია, რომ ვერ იტანენ ასკილს სიწითლით... არც შაშვი გალობს ზღაპარს, ტკბილხმიანს, ვეღარც ცამ გახსნა ნასკვი მიწისთვის... ცრემლიც თუ ფიქრად თვალს მომადგება, ბედს მაინც შეცვლის, შეცვლის პირწმინდად, ასკილის წითლად ამონათება, სევდაშერეულ თეთრი ჭირხლიდან... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2599
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს.. ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვი შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები. ოთარ ჭილაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2600
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
"ალხო-მალხო, ჩიტმა გნახოს", თვალზე ცრემლი არ მანახო; ცრემლი, თეთრად მოციმციმე... მე გაჩუქებ მოცვის მძივებს... "ალხო-მალხო ჩიტმა გნახოს", ჩემი ბაღის შორიახლოს... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 04:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი