![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2601
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბაბუაწვერები
ასე მაცდურად და ასე გამეტებით, ქარებს გაუძარცვავთ ბაბუაწვერები, და მეც სიცივისგან ქარში დავეცემი, თუკი დამტოვებ და თუკი გამეცლები... ქარებს რა მოვკითხო, ქარებს თვალმაცდურებს, მოდი, სიყვარულში კვლავ შენ დამარწმუნე, თორემ სიცივისგან ქარში დავეცემი... გთხოვ, ნუ დამტოვებ და გთხოვ, ნუ გამეცლები!.. ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2602
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
როცა ვიხსენებ ვარდისფერ ვალსებს, როცა სიჩუმეც თვლემს... გზა უსასრულო მოლოდინს ავსებს, შორით რომ ათოვს მთებს... რიტმი, რტოების ლამაზი რწევით, თითქოს მაფხიზლებს კვლავ... ცაა მზესავით ნაზი და მწველი, მკლავიც ეხება მკლავს... ვიხსენებ ღამეს, თეთრად განათევს, ახლა ფიქრებშიც თოვს... ისევ გიგზავნი ცისფერ ბარათებს, უმისამართოდ...შორს... ბადრი სულაძე — -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2603
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია." შოთა ნიშნიანიძე /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2604
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გაზაფხული
ცამ ჩამოხსნა თოვლისფერი ფარდა... მისი მოსვლით აელვარდა ეზო,- ია - ია იწონებდა თავს და ცისფერ თმებზე გაზაფხული ენთო... ქალს უხდება იისფერი კაბა, როცა გულში სიყვარული მეფობს... მეც მინდოდა, ჩემი სახლის კართან, შენი მოსვლით გაზაფხული მეგრძნო... ბადრი სულაძე — -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2605
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
პირველი თოვლი
*** ჩამოღამდება და პირველ ნათოვს, გადათელავენ წყვილები დილით, შენ დღეს სიყვარულს არავინ არ გთხოვს და აღარც სატრფო გახარებს ხილვით. გრძნობები ასე იშლება როდი, შარშანდელ ზამთარს სხვა რამ ენება, ნატვრის თვალივით იხმობდი, _მოდი და მოდიოდა ბედნიერება. წელს ღამეებიც ვერაფერს ამბობს, ტკივილი ვერ გშლის გულის დაგვიდან, ადრე ხელებში იფენდი ამბორს, დანაფიფქარი სატრფოს ბაგიდან. ახლაც თოვს, გარეთ ზამთრის მირაჟი, იწყება სხვისთვის, ტრიალებს ფირი, მეზობლის გოგოს ეძახის ვაჟი და გოგოც გარბის ხელებ_გაშლილი. სარკმელს გააღებ და გულისცემით, ფიქრს გააყოლებ ბედნიერ ასულს, პირზე ღიმილით და თვალში ცრემლით, უკვალავ თოვლზე დალანდავ წარსულს. /ნანა მეფარიშვილი/ აცივდა... ბეღურა ჩემსავით მარტოა... სასმელი არ შველის გაყინულ იარებს... რადგანაც სიცივე შიგნიდან მოდის და... არყისგან მხოლოდღა გონება ტრიალებს... არავინ არაა პლედი რომ მოგასხას... თუ გინდა თითების გათბობა მოგთხოვოს... სიგარეტს ეწევი სტრიქონებს კრიფავ და... იქნება ამეღამ კიდევაც მოთოვოს... ... და უცებ მობილზე "მესიჯი" მოვიდა... არ იცი ვინაა "როგორ ხარ?" წერია... ნეტა თუ ისაა ვახსოვარ? არადა... უკვე კი გავიდა რამდენი წელია... უყურებ ნომერი უცხოა ნამდვილად... თუმცა კი იმედი გულში კვლავ ფრთხიალებს... პასუხობ "რავი ვარ... შენ თავად როგორ ხარ?... აგზავნი და არტყავ ოთახში რვიანებს... "ბოდიში ნომერი შეცდომით ავკრიფე"... პასუხი მძიმეა და გულში წრიალებს... ისევე გაყურებ ცარიელ ქუჩას და... ისევე გაწუხებს ქარი რომ ღრიალებს... /ნანა ნაცვლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2606
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ არ გაქრი!...
ფერი მთასაც, მზეს მიუგავს... ფიქრშიც ისევ ველად დავქრი... მენატრება, ბებიუკა, შენი თბილი: – შენ არ გაქრი!... მზე რომ ვაშლსაც ცეცხლისფერად აანთებდა სიმწვანეში, ახლაც ტკბილად მესიზმრება, ის ვაშლი რომ მწიფდა ჩემშიც... მე ფოთლებში არ მოვჩანდი, შენ კი მზით და ენა – შაქრით, შვილიშვილას დამლოცავდი: – უი, ბეჩა...შენ არ გაქრი!... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2607
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე თქვენ მიყვარდით!..
მე თქვენ მიყვარდით. სიყვარული თითქოსდა ბედად ჩემი სულისთვის ისევ მგონი ვერ იქცა უცხოდ. ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო, რადგანაც მეტად მე აღარ მინდა თქვენ რამეთი რომ დაგამწუხროთ. მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, არ იყო შველა; ხან შიში მკლავდა, ხან მიღრნიდნენ გულს ეს ეჭვები, მე თქვენ მიყვარიდთ, ისე ნაზად და ისე წრფელად, ასე უყვარდეთ კიდევ ვინმეს, ღმერთს ვევედრები.. ალექსანდრე პუშკინი თარგმანი: მერაბ მეტრეველი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
![]()
პოსტი
#2608
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#2609
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია... იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა... დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა... ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან... შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2610
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქრისტეშობა
დეკემბრის ღამეს, ცაზე ნებივრად, მთვარეც ყოფილა დედიშობილა, მაგრამ ის არვის გახსენებია, რადგან მიწაზე ღმერთი შობილა... ზეცამ ღვთისმშობლის ფერით მოცულმა ღამე ნეტარი შუქით შემოსა და მოგვილოცა ღვთისგან ორსულმა ყველა ჩვენგანში უფლის შემოსვლა... და ანგელოზთა ნაზი გალობა დღემდე სიკვდილსაც აცლის ღონესა, ჩვენ კი იმედად გვექცა წყალობა, ამ დაბადებით რაც კი მოგვეცა... დეკემბრის ღამეს, ცაზე ნებივრად, მთვარეც ყოფილა დედიშობილა, მაგრამ ის არვის გახსენებია, რადგან მიწაზე ღმერთი შობილა... ბადრი სულაძე საშობაო უფლის შობის ჟამი მოიწია, - ჩემთან შემობრძანდი, ღვთისა სძალო, იქნებ სუფთა კუთხე მოიძიო, იქნება ჩემმა გულმა გისახლკაროს. იქნებ ანგელოსნი მოიწვიო, - ყრმა უფალს დიდება უგალობონ, იქნება მოგვებმაც მოაღწიონ და ძღვენი ჩემს გულსაც უწყალობონ. იქნებ ღვთის ვარსკვლავმა მოგაცილოს, უფლის გზა ჩემთვისაც გაანათოს, იქნება სნეული მომარჩინოს, - ამ გულს სინანული დაანათლოს. უფლის შობის ჟამი მოიწია, - ჩემს გულს ნუ ჩაუვლი, ღვთისა სძალო! იქნებ ბაგა აქაც მოიძიო, იქნებ მე ცოდვილმაც გისახლკარო... /ნანა კობახიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2611
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქრისტეშობისთვე
ქრისტეშობისთვის სუსხიან ღამეს მოხველ და სახლიც უცებ განათდა, მუხლზე ეწვინა ღვთისმშობელს მთვარე და იყო ღამე მზეთუნახავთა... ქროდნენ ქარები, ქროდნენ ქარები, ცა ნახულობდა სიზმრებს კანთიელს, კალთებს იკრეფდნენ ღრუბლის კარვები, შენ კი ის ღამე თეთრად ათიე... იმ სიბნელეში ჩუმი სინათლე გამოდიოდა ჩვენი სახლიდან, მთვარე მორბოდა სოფლის შარაზე და ორღობეში თავს ქვებს ახლიდა... ძაღლების ყეფის ხმა ჰქონდათ ქარებს და იმსხვრეოდა ის ხმაც შორითვე და ჩვენი სულის მიმწუხრის დარად იწურებოდა ქრისტეშობისთვე... /მურად მთვარელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2612
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
******
იშვა უფალი, ცოდვათა ჩვენთა მისატევებლად, განკაცებული, ღმერთი ჩვენი და სულის მხსნელი... თავმდაბლობისთვის, ბაგას შინა შობა ინება, რათა განეფხვნა, ჯოჯოხეთის დაღშული ბჭენნი... და მისმა მსგავსმა კაცმა, კაცი აღარ დაინდო. არა და იშვა, სულთა ჩვენთა მხსნელად ალილო... /ლელა ლაჩაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#2613
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
"ქრისტესშობა" ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა, ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა, დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა, ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე, ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე, ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი, ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი. ალბათ, მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა, ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა! მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა, მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა, და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება. ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს, ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი-იმედებს. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს. ჭეშმარიტად!-კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს. თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა, ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა. შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს, ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს, რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი-უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად. ზვიად გამსახურდია -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
![]()
პოსტი
#2614
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Маиа
მაიკო, გამიხარდი ძალიან!!!!!!!!!!!!!!!! ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#2615
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
[quote name='marine' date='Jan 8 2016, 09:53 PM' post='758794']
Маиа ღმერთმა გაგახაროს ![]() ![]() ![]() -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]()
პოსტი
#2616
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ფოცხიშვილი მორის
ღამე არ ანთია შუქი არსად, არც რა ბჟუტავს მწუხრში ერთობ, ეს არ ნიშნავს მაინც, ღმერთო, სადღაც ვიღაც რომ არ ენთოს. აღარც ეზო, აღარც სახლი, არც რა გზა და არც რა ახო, ეს არ ნიშნავს სადღაც ახლო გული გულში რომ არ სახლობს. თითქმის აღარავინ არ ჩანს, სიმს ამაოდ ვხერხავ ხემით მაინც ვფიქრობ ალბათ დარჩა ვიღაც ვისაც ესმის ჩემი. (მორის ფოცხიშვილი) -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
![]()
პოსტი
#2617
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Маиа
მაიკო, ხშირად გვესტუმრე ფორუმზე ლამაზი ლექსებით ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2618
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,797 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისევ ბებო....
ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა ახლა ბავშვობანა ჩემო, შენი სახლის კიბე,გრძელი აივანი, თბილი მინდორი და ეზო. ყოველ გაზაფხულზე შენი ღობის გასწვრივ იასამნებია ბებო, ახლაც თვალებს ვხუჭავ, ისევ აყვავდნენ თუ- ეს მე მეჩვენება,ვერ ვგრძნობ... ...ვერ ვგრძნობ მერამდენედ, უკვე გაიდარა, როგორ გაგეზარდე,ვერ ვგრძნობ.- -თითქოს გუშინ იყო,შენს წინ წავიქეცი, შენ რომ მამშვიდებდი ბებო, თითქოს გუშინ იყო,შენი თავსაფარი კაბად მერგებოდა ჩემო, ნეტავ დამაბრუნა,ნეტავ ამატირა, შენს წინ წამაქცია ბებო... .....ახლაც გაზაფხული ისევ მზით ამოდის, მე კი გულთან მიჭერს ერთობ, ისე მენატრება შენი ეზოს სუნი, იასამნები და მდელო... დიკა სალაყაია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#2619
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
Маиа მაიკო, ხშირად გვესტუმრე ფორუმზე ლამაზი ლექსებით ![]() ![]() მიწამ დააბარა იას .. მიწამ დააბარა იას: წადი შვილო, ქვეყანას თვალი გაუხარე, სურნელება აფრქვიე, სიყვარული გაუღვივე ვაჟსა და ქალს, სინაზე აჩვენე ხალხს, თორე, უფრო გამხეცდებიან და ვაი ისევ ჩვენი ბრალი. და ამოვიდა ია. -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
![]()
პოსტი
#2620
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ფიფქს
მინდა არ დადნე, მინდა დიდხანს... თუნდ ახალწლამდე დაწმინდო სული, ახალ სივრცეებს ჩაუმხარგრძელდე და შემოხაზო წრე სასწაული... მინდა საფლავებს გადაურბინო ობლად დარჩენილ ჭადრებს შეეხო, იმ ბეღურასაც გაუთბო გული დედის ალერსი რომ აღარ ეყო... ( ლია ნაროუშვილი) ყველაფერი იყიდება სიყვარულის გარდა, ყველაფერი ბატონებო, დარუბანდიც, ხანძთაც, თვით სიცოცხლეც იყიდება, იყიდება მზეც, მთაც, გული? გულმა აბა რა ქნას?.. გულმა რა ქნას აბა... გულსაც ვეღარ გაყიდიან სიყვარულის სამხარს.(ლია ნაროუშვილი) -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 04:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი