IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 130 131 132 133 134 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Jan 14 2016, 10:45 PM
პოსტი #2621


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ დიდი მხრებით უნდა ვათრიო,
ჯვარი, რომელიც სხვებმაც ათრიეს.
შენ, ღმერთო ჩემო, რომც მაპატიო,
მე ჩემს თავს მაინც არ ვაპატიებ...

არ ვაპატიებ ამ სულელ ლექსებს,
რომ გამარიდეს ქარსა და წვიმას..
ასე დავდივარ ნისლიან გზებზე,
და ჩემი წილი ჯვარცმები მიმაქვს..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2016, 11:23 PM
პოსტი #2622


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბედის საქანელა...

რაც დრო გადის
დარი ცრემლსაც გამოურევს,
ქარი თუა,
ფიქრი მოაქვს ხეთა შრიალს,
მერე რა, რომ
მოიწყინა კედელ-ყურემ,
გაღმით ჩემი
ოცნებები მეძახიან;
გული რაა,
ერთი ციდა საყანეა,
რასაც დასთეს,
ის მარცვალი გაღვივდება;
ცა ირწევა,
როგორც ბედის საქანელა,
რომ არ ელი,
სწორედ მაშინ გაწვიმდება...

/ბადრი სულაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2016, 03:15 PM
პოსტი #2623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
თმები გაუშლიათ ხეებს,
ფერები ლივლივებს ცაში,
ფხებივით ბასრია, მჭრელი.
ტოტებს ლავიწებად გაშლის
და ცას ნაჭერ–ნაჭერ კეცავს.
თმები გაუშლიათ ხეებს,
სუნი გაზაფხულის მეცა.
ისეთი დიდია სივრცე,
ცაა გიზგიზა თონე,
პურებს ობის სუნი ასდის
და მე არაფრის მქონე
და მე მარტოობის მცველი
ახლა უშენობას ვცელავ.
თმები გაუშლიათ ხეებს,
ბასრია სხივები დილის,
ფერები ლივლივებს ცაში
და ადნობს რიჟრაჟზე ირისს.
თმები გაუშლიათ ხეებს,
ფხებივით ბასრი და მჭრელი,
ცაში გიზგიზებს თონე,
მინდორში კვიცი ჭრელი,
მინდორში კვიცი ჭრელი...
აქ ობის სუნი აქვს პურებს,
აქ ობის სუნი აქვს პურებს...

მანანა ქურდაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Jan 17 2016, 08:38 PM
პოსტი #2624


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



***

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.

ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი
ისევ მოვა დანაკარგი... არაფერია.

გაიშლება მწუხარება შეულეველი,
შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.

შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი
იყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია.

მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,
მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია. გალაქტიონ ტაბიძე

ლეგენდა
....

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ –
საქართველოში…
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

შოთა ნიშნიანიძე


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2016, 10:18 PM
პოსტი #2625


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ასე, უბრალო,
ამ თეთრ საღამოს
თუ მოგენატრო,
რაღა გაშინებს,
იქნებ, არც ღირდეს
სალაპარაკოდ,
შენთან გავჩნდები,
შენთან, მაშინვე...
როცა მზეს ვხედავ,
შენს თვალის ფერთან
თვითონ მზის ფერიც
მონაგონია...
მიყვარხარ მეტად,
იმაზე მეტად,
შენ რომ ფიქრობ და
შენ რომ გგონია...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2016, 07:23 PM
პოსტი #2626


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ქარო, ნუ იქნები,
პირველი შემხვედრი,
ვინც ცას ამიმხედრებს,
ღრუბლებიანს...
ხედავ?...დილა მორბის,
შიშველი ფეხებით
და მკერდზე გვირილა
უბნევია...
ბადრი სულაძე

ზამთარი
დათოვლილ ტყეში
ჩაეძინა
თეთრწვერა ზამთარს,
ტყუილს და მართალს
ის თოვლისფერ
სიზმრებში ხლართავს...
ჩემს დამზრალ თითებს
შემოუჩნდა
სიცივის მახრა
და მინდა შენი
სიყვარული
მათბობდეს ახლა...
ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2016, 02:53 PM
პოსტი #2627


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თოვლის ჩიტი
*******************
ჩემსავით გიყვარს მგონი
სიჩუმე...
ჩაგიარე და ჩაგიჩურჩულე,
თოვლის ჩიტივით სველი
გაქვს თვალი,
ვნების კვირაა, შმაგი და
უქმე.
ნატვრას შემოხვდა თოვლი
და ქალი,
ზამთარი ცივად ითვლიდა
წუთებს,
რა ახლოს ხარ და თან რა
შორს, ახლა,
ფიფქებში ჩუმხართ, შენ
და სიჩუმე...
ჩიტი ჩამოჯდა, არ ჩქარობს
წასვლას,
თოვლი თვალებში რაღად
მიყურებს?
ბეღურამ ისევ ჩამიკრა
თვალი,
გაკოცებ - მეთქიიიიიიიი,
ჩაგიჩურჩულე...

/მაია კახიძე/17.01.16


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2016, 11:20 PM
პოსტი #2628


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
თეთრი ხნულების ცაზე ბელტები
და გასასხვლელი სულის გაზონი,
როცა სათქმელით აქ ვერ ეტევი
და გზა ღმერთამდე გინდა გაზომო.
ბედის ჭიდილთან დარჩენილს ცალად,
მიწაზე წამებს დაგითვლის ჟამი,
მთელი ცხოვრება გედება ვალად
და სიმწრის ოფლი მლაშე და მჟავე
სულის ნაპრალებს ავსებს და კვებავს,
მერე ლოცულობ, მარხულობ ხორცით,
რომ გაქრეს ყველა ჟინი და ვნება...

მანანა ქურდაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2016, 12:22 PM
პოსტი #2629


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თოვდა რიჟრაჟზე... თოვდა მწუხრისას
და თოვლისფერად მაინც დაღამდა...
ხეები ზამთარს ხარკს არ უხდიდნენ
და შიშველ ტოტებს ყინვა დაღავდა...
შენთან ვიყავი და ვბრუნდებოდი
სახლში, რომელშიც არვინ მელოდა...
დათვლილი მქონდა ჯიბის ხურდა და
ჭრელი სიზმრები სოფლის მდელოთა...
თოვლმა ოთახშიც ააელვარა
მტვერდადებული ყველა საგანი
და ღრჭიალებდა ჩემი საწოლი,
ამოდებული ძილზე ლაგამი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღესაც მოთოვა, თოვდა საღამოს
და თოვლისფერად დაღამდა ისევ...
სიზმრადა ვხედავ , თითქოს მაღალი
მთებიდან ჩემი წარსული მიმზერს...
ასე მგონია, თვალებს გავახელ
და დაგინახავ თოვაში მარტოს...
ფიფქები ცვივა... ფანჯარას ვაღებ
და იმ თოვლისფერ ღამეებს ვნატრობ...

(ვაჟა ოთარაშვილი)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2016, 06:55 PM
პოსტი #2630


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბარდნის,
ბარდნის,
ისევ ბარდნის..
ცა დაიმსხვრა და ფიფქებად დამესია.
ყური უგდე:
ხმა ფიფქების ჩამოვარდნის
უცნაური რამ ლექსია!
შენ თოვლი ხარ,
შენ ხარ ჩემთვის – დავიწყება,
შენთან მინდა დავივიწყო ყოველივე.
ხედავ,
თეთრად გადიბარდნა იმ სახლების შავი წყება,
სადაც სიზმარს მოველი მე..
უშენობას ვერ ავიტან
რადგან ყველა,
ვინც მახსოვდა, შენს ტალღებში ჩაიძირა.
შენმა მოსვლამ სული თეთრად დამიბნელა,
დამიბნელა და იცი რა?
ისევ
ბარდნის,
ბარდნის,
ბარდნის,
თითქოს ფიქრი თეთრ ფიფქებად დამესია..
ყური უგდე:
ხმა ფიფქების ჩამოვარდნის
უცნაური რამ ლექსია!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2016, 11:58 AM
პოსტი #2631


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არ გიცნობ.
არ გიცნობ
არ გიცნობ..
და ქარი მეძახის გარედან..
არ ვიცი თუ როგორ განგივრცო,
ეს ვნებით დაღლილი პლანეტა...
შემოდი, შემოდი, შემოდი,
ეს კარი ღიიაა ბოლომდის..
და მერე თაროზე შემოვდებ,
ამ ფერმკრთალ ეჭვებს და მოლოდნს..
და ჩემი ოცნების კოცონი
ინთება ჰამლეტის სულივით,
მკლავს შენი ბავშური სიცილი
და შენთან შეხვედრის სურვილი...
დამინდე, დამინდე, დამინდე,
კივიან ალუბლის კვირტები...
სულს მიკლავს ასეთი ამინდი
და როგორც არასდროს...მჭირდები..
არ გიცნობ,
არ გიცნობ,
არ გიცნობ..
და ქარი მეძახის გარედან..
არ ვიცი თუ როგორ განგივრცო,
ეს ვნებით დაღლილი პლანეტა...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2016, 11:12 PM
პოსტი #2632


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენით ღამდება,შენით თენდება,
შენშია მზის და სიზმრების ფერი.
შენი ფანჯრიდან გამახსენდება,
შენი თითები და ნოემბერი.
შრეებს დაჰკიდეს თეთრი კარები,
სხეულს ვუსინჯავ ავარდნილ სურნელს.
ვიდრე შენს ტუჩებს მივეკარები,
ჩემთვის ართქმული სიტყვების მსურველს.
ჩემშია ჩრდილი შენი თვალების,
ჩემი სხივებით მღერის აისი.
ჩემი წასვლის და გარდაცვალების,
ჩემი დარჩენის იქნებ რა იცი...

ანტონ გაგუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2016, 11:25 AM
პოსტი #2633


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



****
ჩემს ზამთარს როგორ
ყინვის სუნი აქვს,
ხილვები დააქვს
თვალის გუგებით
და ზარმაც ფანტელს,
ცივს და უნიათს
ხელისგულები ხაფანგს უგებენ.

მანანა ქურდაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2016, 02:14 PM
პოსტი #2634


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენზე ოცნებით
მივყვები ბილიკს,
გზას მიქარგავენ
დღეს სულ იები
და მახსენებენ
შენს ლამაზ ღიმილს
და ამ ღიმილით
მესურვილები...
მივდივარ,
ბინდით
შემოსილ გზაზე
იმედის სხივი
ღამეც იელვებს.
ლურჯი იების
მადლით ხარ სავსე
და შენზე ფიქრი
მაბედნიერებს...
დღეს აღარაა
ჩემი გზა ეკლის,
ეკლის გვირგვინი
დაფნზე გავცვალე...
ჩემო ყველაო,
ის ერთი ნეკნი,
იქნებ შენს გამო
ამომაცალეს...
\დათო ახლოური\


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2016, 10:34 PM
პოსტი #2635


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ის მელოდიაც,
"ვერხვის ფოთოლთა..."
ალბათ, სულ მალე
გულში იყუჩებს...
და პატეფონზე,
სევდის ობობად,
დაისადგურებს
სრული სიჩუმე...
იმეფებს სევდა...
თუმცა განვლილ დროს
"უშორეს ზღაპრად"
აღარ მივტირი...
გულმა ხომ, ბოლო
სუნთქვაც გაიღო,
მკერდზე შემწყდარი
მარგალიტივით...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2016, 02:02 PM
პოსტი #2636


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ო, როგორ თოვდა
ფიფქები თეთრი
ხეებს ხალათებს
როგორ აქსოვდა.
და მაინც უფრო,
ყველაზე მეტად
მე შენი სახე
დამამახსოვრდა...
როგორ გათოვდა
და როგორ თრთოდი,
როგორ მეწვოდა
სულზე იარა..
რომ გადნებოდა
ტუჩებზე თოვლი
იმ თოვლმა როგორ
მაეჭვიანა...
და ნელდებოდა
ზამთრის სტანსები,
და ხმაურობდა
ტოტების ტაში..
და მეც ნამდვილად,
მთელი არსებით,
მთელი არსებით
მიყვარდი მაშინ...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2016, 06:32 PM
პოსტი #2637


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სიშორის წამებს
ვითვლი, ვითვლი
ქვიშის საათით...
მთელი უდაბნო ჩამოიცალა...

ეჰსან ფარსა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2016, 11:02 PM
პოსტი #2638


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
კვირტი რომ იშლება
თავიდან,
თუმცა, მეც ვიფერებ
მშვენივრად,
სინაზე იწყება
ქალიდან,
ღიმილი...ღიმილი,-
შენიდან...

ბადრი სულაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2016, 01:00 PM
პოსტი #2639


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სწორედ სულიწმინდისგან მომდინარეობს საერთოდ შემოქმედებითი ნიჭი და მათ შორის, პოეზიაც. ამიტომ სიტყვასთან ჩემი დამოკიდებულება სხვა რა შეიძლება იყოს, გარდა მოწიწებისა და თაყვანისცემისა - "შენ ხარ ღვთაება, მე - მორჩილი შენი ტაძრისა, ლექსები ჩემი ლოცვებია შენდამი თქმული".

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2016, 01:33 PM
პოსტი #2640


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეტი ერთგვარი შუამავალია ხილულ სამყაროსა და ზესოფელს შორის. მისი ხორციელი სამყოფელი დედამიწაა, სულიერი სამშობლო კი ზესოფელი და იგი ერთდროულად ორივე სამყაროს ბინადარია. შემოქმედებითი პროცესი დღემდე აუხსნელია, რადგან შემოქმედი ამ დროს სხვა განზომილებაში გადადის სულიერად და ისეთ რამეებს ჭვრეტს გონების თვალით, რაც ამგვარ უნარმოკლებულს აარც დაესიზმრება".

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 130 131 132 133 134 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 10:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი