![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2641
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გარშემო ისევ მტრები არიან,
და გზას მინათებს შენსკენ ეოსი.. ეს ზეცა თითქოს შენი ტანია ლექსი კი – შენი აპოთეოზი... აკანკალებენ გაძარცვულ მკლავებს, ხეები, დაღლილ კაცებს რომ გვანან... და ისევ ასე უღმერთოდ მკლავენ, და კვლავ კაენის ელვარებს დანა... არ მოგშორდები, არ მოგშორდები დე, ჩემი გზებიც იყოს განივი... მოვალ და ვიცი გავიშოლტები, ჯვარზე გაკრული მაცხოვარივით... თუ ამ სამყაროს ყელზე ვევსები, ჰა, ღმერთო.... ჩემი სული ინებე.. მოვალ და ვიცი ჩემი ლექსები, შენს ლამაზ თვალებს აატირებენ.. გარშემო ისევ მტრები არიან, და გზას მინათებს შენსკენ ეოსი.. ეს ზეცა თითქოს შენი ტანია ლექსი კი – შენი აპოთეოზი... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2642
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ცრემლად დაღვენთილი
ნაწვიმი ცა, დილით უცნაურად გამზიანდა, ჩემი ამოსუნთქვის ნაწილი ხარ, გულში შემოსულო განთიადად. ღიმილს შეჩვეული შენს ლოდინში, აღარც მარტოობას ვწუხვარ ახლა... შენ ჩემს ცხოვრებაში შემოგიშვი, ჰოდა, იყავი და ნუღარ წახვალ... ციდან მომზირალი ღმერთის თვალი, თურმე არ მტოვებდა ასე ცალად, ბევრჯერ გინატრე და ვერ გითხარი, შენზე ვფიქრობდი და არ მეცალა... მე შენ უფალივით უნდა მწამდე, ჩემო ღვთის ხატო და ანგელოზო, მინდა მზის აქეთაც გვერდით მყავდე, მინდა მზის იქითაც დაგელოდო! დათო ახლოური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2643
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გდია ზამთარი მოჭრილ კუნძივით,
და თოვლში ცურავს ჩვენი ტანდემი, და მე მგონია ასე გულცივი, პირველ თოვლსავით შემომადნები. იქ ქარი კივის და აზანზარებს დალეულ ზამთარს თეთრი ლახტებით, დამ მე მგონია შენგან დამზრალი, მღვრიე თოვლივით ავტალახდები... ასეთი ცივი და უნებური, წავა ზამთარი ყინვის ლოდებით, და მე შენს სხეულს მონატრებული, ისევ პირველ თოვლს დაველოდები... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2644
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ზამთარო...
ზამთარო, ბედის თეთრო ყვავილო, ამოწვერილო, დამზრალ მიწიდან, როდემდე უნდა გამინაწილო, შენი სიცივე, თანაც პირწმინდად... სითბოთი უფრო გამაკვირვებდი, თორემ სიცივე მყოფნის მთვარისაც, ფერს რომ არ იცვლის არასდიდებით და ცხოვრება კი ითხოვს თავისას... თუმცა არ დარდობ, ვინ რას იფიქრებს, არც სატკივარი გახსოვს ვინმესი, ნუ გაჩერდები, დიდხანს იფიფქე, ამ წუთისოფლის საცოდვილეთში... ბადრი სულაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2645
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დუმილით
გუშინაც შემეხმიანა ნისლი მთას მწოლი თავნება, დუმილით თვალი შემავლო ფიქრის ვერ ვასწარ გავლება, კლდეზე ვიჯექ და თვალნ ვყარე, არ მომაცილა იმანაც, იმათთან ერთად ვიარე მომცინარმაც და მტირალმაც, მგზავრთა ვაბარე სათქმელი, გულ მშვენნი მუდამ მღერიან, მთას შეფენილი ნისლები დღე და ღამ მელოდებიან. /გიორგი რამაზაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2646
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მუზა არის აზრთა, ფრაზათა, სტრიქონთა მოზღვავება, გონებრივი ენერგიის ამოფრქვევა, ძალა, რომელიც წერისთვის განგაწყობს"
/ინგა გულაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2647
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველა კარგი ლექსი სიახლეა"
/რევაზ სირაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2648
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გზაზე ნისლი ამიცურდა,
ვით ნიავი დანაბერი. ველად მხოლოდ ია მსურდა, ია, მეტი არაფერი. ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბუჩქის ძირას ანაფეთქი. ჩუმად მკითხა: გინდივარო? მე შემრცხვა და... არა-მეთქი. ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2649
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თეთრი ყვავილი
ვკოცნიდი წითელ ყაყაჩოს, ვარდი მეფინა მე პირად, პატარა თეთრი ყვავილი, (თუმც ბაღს ვიცნობდი ზეპირად), არც როდის შემიმჩნევია, არც როდის თვალი მეჭირა, წამოსვლა რომ დავაპირე, წინწინ ის გამომეტირა. /მანანა ჩიტიშვილი/ * * * ჟამო, როგორ მიქარწვიმე, ულოს მიგრეხ ნარ-ეკალით, ვაი, ჩემო სიყმაწვილევ, იმ დროს მაინც დაგეკალი. ჩანელებულს ვუცქერ ღადარს, სად დავკარგე აბედ-კვესი, ტყეში შაშვი ბევრია და ნეტა, სტვენა რად არ მესმის. ბილიკები გამისალკლდა, წლებს ვლეწავ და ვუძლებ ხვატებს, კევრს რომ ერთი კოხი აკლდა, ადგნენ, ისიც მომიმატეს. გამოჟონავს ხშირად ხმაში სევდა, ცრემლში ანალესი – ტყიდან გადიკარგა შაშვი, თუ... მე სტვენა აღარ მესმის. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2650
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბავშვობის მიწურულს,
წვიმიან ამინდებს არ ინდობს ქარი და ვღელავ… ჩემს ციცქნა მიწურში ტრიალებს სურნელი ფიჭვის და გიზგიზებს კერა… წვიმაა, წვეთები ფოთოლზე უკრავენ შოპენს და ვნებდები წამს.. ოცნება რომელიც ათასჯერ მომბეზრდა, და მაინც ათასჯერ მწამს… მარტო ვარ, მარტივად… ამ ამინდს მაგონებ, და ვხლართავ ოცნების მძივს… ბუხართან ვზივარ და მიჭირავს თაგორი და გარეთ უბრალოდ წვიმს… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2651
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო- თითქოს პირველად შეგახე ხელი, უკანასკნელად გიყურებ თითქოს. ტყუპისცალივით ხარ ახლობელი და ამავე დროს, უცხო სრულიად… ასე იწყება ალბათ სიცოცხლე, ანდა ეს უკვე აღსასრულია! ოთარ ჭილაძე ახლა სიტყვები უფრო ძვირია, უფრო შეშლილი კივის ქარები. მზე უჩვეულოდ ამოწვდილია, სიმარტოვეში მივექანები. ახლა დუმილმა დაკარგა ფასი, ფერი იცვალა მწუხრმა ჩვეულად. წვიმამ მიწასთან გამართა ვალსი, ზღვა მარტოობას გადაჩვეულა. შენთან შეხების შიში მაწვალებს, მთვარეზე ზევით აყავხარ ფიქრებს. ვიდრე სიკვდილი არ მანაცვალებს, ჭადარი ბებერ ტოტებით იქნევს. ჩამოყრილ ფოთლებს ვკრეფდი წვალებით, ყვითელ სამარეს ვუერთებ განცდებს. მზეს თუ ჩავხედავ შენი თვალებით, იქნებ სიკვდილი ამშორდეს ამცდეს. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2652
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
ის დღე დადგება, რომ გადამფურცლავ და გამაღვიძებ მოკლულს მრავალჯერ, ჩამაშტერდები როგორც ნაფუძარს, ჩამოეყრდნობი ხსოვნის ყავარჯენს. ეს ფრინველები რატომ შიშობენ, რომ წამოფრინდნენ ბებერ ნაძვიდან, იქ თვალს მოვკრავდი ზოგჯერ ღვთისმშობელს და ბოლოს სიტყვის ძებნამ გამცვითა. შენში იპოვი როცა შენებურს, არ გაგიჭირდეს მისი მიგნება, ვინც კედელს, ფიქრით ამოშენებულს, თანდათანობით კრავდა წიგნებად. რაღა აზრი აქვს ვინმეს ლოლიავს, წინასწარ წუხილს და გაავდრებას, ვთამაშობ, რადგან ესეც როლია და მე ვასრულებ როლს ნაადრევად. დღე-ღამე ახლაც ორი კიდეა, ჩემსავით შენც ხომ ყელი გიშრება?! თეთრი ღრუბელი, ვით ორქიდეა, შენი თვალების ფსკერზე იშლება. /გივი ალხაზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2653
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ მაბედინებ რაც უნდა მეთქვა,
გამოვაღწიე მძიმე სიცივეს, ახლა კი თუნდაც დაიწყოს სეტყვა, კარებიდან ვერ ჩამომიცილებ... ყოჩივარდებით მოგიფენ ეზოს, ავაწიოკებ გზებს და ბილიკებს, ცა - ჩემი სულის დგას სატრაპეზო, მფარველ ანგელოზს შემოვირიგებ. გადავეჩვევი ზამთრის იარებს, და ღრმა ჭრილობას გავაფერადებ, და თუ ოდესმე შემოგიარე, მერე უსიტყვოდ გეტყვი ყველაფერს... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2654
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიტოვებული ტაძარივით ვინგრევი ნელა,
ჩამორღვეული გუმბათიდან დამყურებს ღმერთი, დედის აჩრდილის გარდა უკვე დამტოვა ყველამ, და შორს ელვარებს განაჩენი, ვით ალავერდი... და თვალებიდან მთელ სხეულში ქარი შემოდის, და ვით სუდარა, სულს ნისლები მოეფინება... მაშინაც, როცა არ გიცნობდი, მაინც მჯეროდი... და არ გინდოდა ტკივილებთან განქორწინება... ჯვარს ეცვა უნდა, სხვაგან არ ჩანს გამოსავალი, მიტოვებული ტაძარივით ვინგრევი ნელა, საძირკველია ერთმანეთში ალბათ მთავარი, ოღონდ შენ დარჩი, დანარჩენმა დამტოვოს ყველამ... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2655
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბალახზე ნამი ჰკიდია
ნამში სამყარო ჩანს, სამყარო მშვიდზე მშვიდია ნამს კი მზის სხივი სვამს. ერთ წამში შრება სამყარო რჩება ბალახის ღერი, ზემოდან სიმღერ-სიმღერით კაცი მოჰყვება ცელით. აღარც ბალახი, არც ნამი მარტო გამშრალი მტვერი, ასე მოკლეა სიცოცხლეც ერთი შეხედვით გრძელი. გოდერძი ჩოხელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2656
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე შენ მე-გულ-ები
"დეკემბრის გაყინულ მხრებზე ჩამოსკუპდნენ რიგში - ბეღურები. რაფაზე დაცვენილ გამხმარი სხივებით დილით მეც ვპურდები. -ისევ გიყვარვარო?! მიყვარხარ კი არა, მე შენ მე-გულ-ები..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2657
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
იასამნები
თენდება,ცაო,გაზაფხულის უმანკო დილა, აპრილის ლოცვა ეგებება რიჟრაჟს კარებში, რა ლამაზია ღმერთო ჩემო ეს მოზაიკა, და ღობის ძირში ამოსული იასამნები. მიცქირე,ცაო,ვერ განმძარცვა უხეშმა ხელმა, სულს მღელვარება ეუფლება,ციცქნა ბაფთების, მივდივარ რადგან,ვეთაყვანო იმ გაოცებას, მზის პირველ სხივს,რომ ტანთ იცვამენ იასამნები. კატი ეკატერინე ზურაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2658
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიყეფდა ღამე ღია ფანჯრიდან,
და მთვარე შთანთქა ღრუბლის მორევმა. და იმ საღამოს ბევრჯერ დამჭირდა შენი სახელის გამეორება.. და ინთებოდა ლურჯად მორევი, და ცაზე თხზავდა კალმით ზეფირებს და მე იქამდე გიმეორებდი, სანამდე სულ არ დაგიზეპირე… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2659
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გული შენსკენ მიმიწევს,
ქარია და მჭირდები, ძილშიც ვერ დაგივიწყე, სიზმრად მომეკიდები... ფსკერზე ჩაგუბებულო, უხილავო ნათელო. ახლა უფრო ვგებულობ, წლებიც როგორ ფანტელობს... მიწა მხრებზე მაყრია, გავირიყე დროებით, თავს მუხლამდე დახრიან, შენი პალმის რტოები... როდის აღარ მჭირდები, უმძიმესი ქარია, შენ თუ შემეხიდები, ღვთისმშობელო მარიამ... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2660
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ანდრია [სინაური] სტრიქონთან დაობდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 10:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი