![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2661
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
ეს ღვინო, მგონი, ჩემზე ძველია, ფიქრები სიღრმეს გამოელია, გულში ჩამიკრა და სიყვარულის ცრემლივით მომერია... მერე წარსულზე ამამღერა, როგორც მისანი, და შენი გზების ძიებაში ჩემი ვიცანი. /დავით ოქრუაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2662
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა უფრო ისე მოდის წვიმა,
ვფიქრობ, ღმერთი აატირა ლოცვამ. ღმერთიც ტირის? – გაკვირვებით მკითხავ, მე გპასუხობ – ქრისტე კვდება როცა... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2663
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მცხეთასთან
მცხეთასთან ასი ენძელა მახლავს, შემოვაბრძანეთ მარტი მაყრულით, რასაც შენდამი განვიცდი ახლა, არც საწყისი აქვს, არც - დასასრული. ჩემი გზა სულ სხვა ველ-მინდვრებს ერთვის, ვით გამაგონებ ამ გზით მიმავალს, თუ არ იგრძენი, რას ნიშნავ ჩემთვის, მე თუ არ ვიცი, შენთვის ვინა ვარ. ლურჯამ ლეკური ლაგამი გახრა, გულს ძველ ნაღვერდალს აყრის წარსული... მცხეთასთან ასი ენძელა მახლავს, - ასი ლურჯთვალა მეფის ასული. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2664
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მიყვარდა რადგან,
შევუნდე ცოდვა და უკუღმართი სულის ებანი, მე ვაპატიე დიდი და ცოტა და უნებლიე შეცოდებანი... მაინც ჩამიქრა სულში მთიები, შემომებურა იჭვის მანტია... ...ის კი წავიდა ნაპატიები და პატიება არ მაპატია... ვასილ ბესელია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2665
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
***
ისე აცივდა, გაზაფხულის მოსვლაც არ მჯერა, მაგრამ რაკიღა, მინდვრის სუნიც აგდის აპრილო, ნუშის რტოებით დამირწიე ღამე ფანჯრებთან, რომ მზეზე ფიქრი, ასე მაინც გამიადვილო... /ბადრი სულაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2666
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
* * *
შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა, მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა–რა; სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი, შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა. სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა, ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა... ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2667
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გილოცავთ..
მარტო ვარ, გარეთ სიჩუმე ელავს, და აჩრდილივით მოდის ხარება, სთქვი რა აზრი აქვს გარშემო ყველა, თუ კი შენსავით არ მეყვარება... ედება ფერი არეულ ფიქრებს, მარტოობის და ქარის ნაზავი. და ვფიქრობ შენაც მოხვიდე იქნებ და გამაოცო ხარებასავით… /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2668
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
**
და წარადგინეს უფალი ჩვენი, ვით ავაზაკი, ხალხის წინაშე... ბრბო გუგუნებდა... სისხლის მონატრულ ლერწამიც იყო პალესტინაში... - გაუშვით მკვლელი, ო, განუტევეთ, დე, მისი სისხლი... ზღოს უფლის სისხლმა! და... სასოება... დაფარა შურმა და... სიყვარული... წალეკა ზიზღმა! და აღიმართა წამების ჯვარი შეუცოდებელ სულის წინაშე... დაოკდა რისხვა... პალესტინაში... ჭიანჭველსაც... სწყუროდა სისხლი! ანა კალანდაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2669
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისევ ჩვენ
მე დედის ერთას მეძახი ან კლდეზე მოსულ ბალახსა, ველზე ამოსულ ყაყაჩოს, ვენახს გამოსხლულ წალამსა, ალაზანს ჩამოყოლილი, ქედს გაწოლილი ნარიყი, ხეს კვირტად ამოფეთქილი, საფერებელი სარიდი, შენ რას გამსგავსო არ ვიცი ცელქს და ლამუნა ნიავსა თუ სათიბს მოსულ გვირილას, ან გაზაფხულის იასა? მეე,დედის ერთას მეძახი, ერთურთს ავწარფდეთ ხვიადა, წინ-წინ რომელიც მოვკვდებით, მიწას ვეჭედოთ ტყვიადა. /გიორგი რამაზაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#2670
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ისევ ოცნება და სიყვარული
... დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება, რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება. მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა, ვნების ისრებმა დაცხრილეს გული. ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა, იყავ ოცნება და სიყვარული. ტაბიძე ისევ მაისის მათრობს თვალები ... ისევ მაისის მათრობს თვალები, ისევე სავსე მზით და ვნებებით, გაჩნდენ ნათელი თებერვალები, ეხლა მცხოვრებნი მოგონებებით. მათში აფეთქდა სიოს სისინი და სამუდამოდ ატყდა იებად, ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი სიყვარულს, სითბოს და პატიებას. [1927 წლამდე] -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
![]()
პოსტი
#2671
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
როგორ მინდა, მინდა, მი...
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა... გაგონება შენი ხმის, შენი ნაღვლიანი ხმა. ისევ ძველი, ძველი, ძვე... ისევ თბილი, თბილი, თბი... მკრთალი ოქტომბერის თვე, და სიმღერა, შენ რომ თქვი. ისევ ზევით, ზევით, ზე... ისევ დიდი, დიდი, დი... ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე, მკერდიდან რომ სისხლი დის... მაგრამ თინა, თინა, თინ... შენ მშორდები... თანდათან... ჩემზე უკეთ აბა ვინ, ვინ უმღერებს დაღლილ ტანს. თუმცა კმარა, კმარა, კმა... მე კვლავ მინდა, მინდა, მი... გავიგონო შენი ხმა და ტკივილი შენი ხმის... /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2672
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დო… რე… მი… ყვარ.. ხარ..
ძვირ… ფა… სო… ლა.. სი…" /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2673
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მთელი დღე წვიმდა..
წვიმს ახლაც ისევ.. დაძენძილია ღრუბლებით ზეცა. ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ, წიგნივით ვფურცლავ, წიგნივით ვკეცავ. მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს, მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები, მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმა და სველი ფრთებით სად გავფრინდები?!..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2674
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სევდის სუნი ასდის წარსულს,
ვჩიჩქნი ჩემი სულის ტიხარს. რატომ მიყვარს, ის ვინც არ მძულს, ან რად არ მძულს, ის ვინც მიყვარს?! /გიორგი ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2675
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ასმათ მაჭავარიანის ამ დიდებული ლექსით გილოცავთ ნინოობას!
დედა ღვთისა თავს დაადგა ხელში ჯვარით. თმების წნული ჩახლართვოდა ვაზის ჭიგოს... გაოცებით ასცქეროდა ნორჩი ქალი:- --,,ეს სიმძიმე ჩემმა მხრებმა, როგორ ზიდოს?!" და შთაბერა საოცარი ძალი ღვთისა, და იტვირთა გოლგოთა და ზიდა ჯვარი! სუსტმა ქალმა ლოცვით დასცა კერპები და მოაქცია ქართლის მეფე-დედოფალი... დედა ღვთისა როს დაადგა ხელში ჯვარით, თმების წნული ჩაჰხვეოდა ვაზის ჭიგოს... --დე,აღსრულდეს ღვთისმშობელო ნება შენი! დე, უფალო შენ რაც გსურდეს, იგი იყოს! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2676
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ისე წვიმს,როგორც მიყვარხარ....
კოკისპირულად, ![]() კოკისპირულად წვიმს..... დიკა სალაყაია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2677
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხომ არ შეგცივდა?
დილამ შუბლს ნამი შემწმინდა. მე გელოდები..... ზეციდან! შენც მენატრები.... მზეც მინდა! სამყარო დიდი. შენ - ციდა. დღეს ცრიდა.- ხომ არ შეგცივდა? /ალეკო ჩინჩალაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2678
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ჩემებურად მიყვარხარ, ღმერთო,
უცნაურად და თავისებურად... ამიყვავილე ბავშვობის ერდო... და გამიცოცხლე ყველა ბეღურა... მე ჩემებურად გიყურებ ცაო, სულ არ მჭირდება შენამდე ფრთები... ძილის წინ მთვარე მუდამ ქანაობს... და მეც მთვარეზე სიმშვიდით ვწვები... მე ჩემებურად მახსოვხარ დედა, როგორ მიგზავნი ახალ ბარათებს, ოთახში ყველა ფანჯარას ვკეტავ... და მიხარია შენ რომ ანათებ... მე ჩემებურად შეგხვდები, ღმერთო... /მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2679
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ხომ შეიძლება მიყვარდე ისე,
როგორც კესანე უყვარდა აპრილს. ან ეს სიცოცხლე სანაცვლოდ მივცე, ენძელებს თმებზე სათუთად დაყრილს. ხომ შეიძლება ჩემთვისაც თოვდეს, ყოჩივარდების კეკლუცი ფრთები. ვინმე დარჩენას ჩვეულად მთხოვდეს, მე უიმედოდ შეშლილი ვკვდები. ხომ შეიძლება მიყვარდე ისე, როგორც უყვარდა ნისლები მიწას. ახლა რომ მოვკვდე უდროოდ მყისვე, შენი თვალები ღმერთივით მიცავს. ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2680
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ნუ გეშინია არ მოვალ,
არ ჩამოგიშლი ნაწნავებს. თუ მზე უშენოდ ამოვა, რაღას მსჯის,რაღას მაწვალებს. ბარემ გათავდეს ეს დარდიც, ეს გულისცემაც დასრულდეს. მაჯაზე ფეთქვად რომ დარბის, ისე ვუყვარდე და სურდეს რომ მკლავებს მხვევდეს აპრილი, იასამანი მათრობდეს. ეს სუნთქვა ხუნდად გაყრილი, მაისს ვარდებად ათოვდეს. ნუ გეშინია არ გკითხავ, რა ფერი ადევს კესანებს. და თუ ამისთვის გამკიცხავ, სხვას ვეტყვი ვინმეს,მესამეს... ანტონ გაგუა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი