IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 133 134 135 136 137 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Jun 29 2016, 10:51 AM
პოსტი #2681


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამიდა

ეზოში ვარდნარს და კოინდარს
ხეხილი ჩრდილს ჰფენდა მაღლიდან...
ჩვენს ნახვას ცის გახსნას ადრიდა,
ხარობდა, ჩქარობდა მამიდა -
უეცრად რა სუფრას გაშლიდა,
რა სიტკბო-სიყვარულს დაღვრიდა! -
თან თონე, სამზადი, ბოსტანი -
მამიდას განა რა დაღლიდა?..
სევდიან ღიმილით ვტოვებდით
და ისევ გვნატრობდა თავიდან:
- ე, ბიჭო, რა ხანი გავიდა,
- ე, ბიჭო, რა ღვინო დაღვინდა!..
რამდენი ყვავილი ჩამოჭკნა,
რამდენი ზაფხული გაფრინდა...
რამდენჯერ ვისტუმრეთ ზამთარი -
სულშიც რა ლამაზად ბარდნიდა!..
ტიროდა ზეცა და სოფელი,
როდესაც იმ ქვეყნად წავიდა...
წარსულის ცრემლიან თვალიდან
ყოველთვის გვიყურებს მამიდა...

გივი ჩიღვინაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2016, 02:10 PM
პოსტი #2682


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ვცდილობ გავცილდე ბინდიან ბექობს,
ფითრდება ფიქრი...
შორს დგანან მთები…
ჩემს ირგვლივ ისევ დუმილი მეფობს,
დუმილში დნება დრო დანანებით.
დუმილი ლამბავს უმშვიდეს ლანდებს
და ღამეებში მიჰყავს გუნდებად,
დუმილი დუმილს აქრობს და ბადებს,
დუმილი დუმილს ესაუბრება.
დუმილში წვება მთები და ველი,
დუმილში... ისმის ხმაური გულის
და გული ელის,
ყოველ წამს ელის,
თუ ვინ დაარღვევს ამ უძრავ დუმილს...

გივი ჩიღვინაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2016, 12:35 PM
პოსტი #2683


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არავინ მყავს და არავის ვყავარ,
მივყვები მარტო ღამეულ თბილისს,
ვიტრინის მიღმა წრუპავენ ყავას
ვიღაცეები,
ძალიან თბილი
ღამეა,
მე კი,
რატომღაც მცივა,
ერთმანეთისკენ იწევენ მხრები,
ეს ქუჩა,
ალბათ,
სახლამდე მივა,
სახლამდე,
სადაც არ მოვიხრები
ერთხელაც,
მხოლოდ ვიწვები ზურგზე,
გულაღმა
და მზე ბოლოჯერ ჩავა...
ვიტრინის მიღმა გრძელდება ბლუზი,
არავინ მყავს და არავის ვყავარ.
..
ნიკა ჩერქეზიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2016, 12:13 PM
პოსტი #2684


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პეტრე,
გიყუარ მეა?!
არ ვიცი, უფალო...
შენში რომ სინათლეა
ამას ვგრძნობ, უბრალოდ...
შენში რომ მზის სხივია,
ჩემს პერანგს მიესო,
უშენოდ მიტირია...
სხვა რა ვთქვა, იესო...
შენ გეძებს ზაქე
და ათასი ცოდვილი...
მისაჯე აქედან,
დამასკოს ხმობილი...
ვიცი, რომ მშველი
და მფარველოდ, უბრალოდ...
ნუ მიშვებ ხელიდან...
მიყვარხარ, უფალო!..

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2016, 10:44 PM
პოსტი #2685


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიყვარხარ უფლამდე


მთაზე მღერა მღერით აგავლევ,
ლაღად გადავსერავ იალაღს,
გვირგვინს ჩამოგიწნავ დეკებით,
გიმღერებ წყაროზე მიმავალს,
შენ ნალახ ნაკვალევ ნაბიჯებს,
დავქარგავ გაუვალ წარაფზე,
ოღონდაც ხატამდე ავიდეთ,
და იქაც,არ გეტყვი არაფერს.
სიმღერით გიამბობ მოსაყოლს,
ვკვდები და,არ ვიცი ვინა ხარ?
მუხლებით მიგიყვან უფლამდე,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.

/გიორგი რამაზაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2016, 01:01 PM
პოსტი #2686


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *

"მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას."
ტ. გრანელი

ვერ ვწვდები ზეცას.
ირგვლივ ნისლია.
ვერ გავურბივარ უცხო წამებას,
მე რომ სიკვდილი არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

უცხო ვარ უცხო ცათა მხარეში.
მზე ქოფაკივით დაგეშილია.
უფალო, დავრჩი მე შენს გარეშე
სულცარიელი და მეშინია.

წვიმს თვალებიდან დაუშრეტელად
ცრემლები და ხელს ვეღარ შევუშლი,
სისხლი ძარღვებში აღარ მეტევა,
აღარ მეტევა სული სხეულში.

ვით ეშაფოტზე - ვდგავარ სტოვაში,
ანგელოზების თავსხმა წვიმაში,
მარტო ვარ მე ჩემს სიმარტოვეში
"და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე."

ციდან დახოცილ ბავშვებს ისვრიან,
თითქოს ჯვარცმულის ტკივილს
განვიცდი
და მე რომ სუნთქვა არ შემიძლია,
ეს რა ჯანდაბას ნიშნავს არ ვიცი.

თორრნიკე ნაროზაული


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2016, 08:55 PM
პოსტი #2687


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
თმები გაუშლიათ ხეებს,
ფერები ლივლივებს ცაში,
ფხებივით ბასრია, მჭრელი.
ტოტებს ლავიწებად გაშლის
და ცას ნაჭერ–ნაჭერ კეცავს.
თმები გაუშლიათ ხეებს,
სუნი გაზაფხულის მეცა.
ისეთი დიდია სივრცე,
ცაა გიზგიზა თონე,
პურებს ობის სუნი ასდის
და მე არაფრის მქონე
და მე მარტოობის მცველი
ახლა უშენობას ვცელავ.
თმები გაუშლიათ ხეებს,
ბასრია სხივები დილის,
ფერები ლივლივებს ცაში
და ადნობს რიჟრაჟზე ირისს.
თმები გაუშლიათ ხეებს,
ფხებივით ბასრი და მჭრელი,
ცაში გიზგიზებს თონე,
მინდორში კვიცი ჭრელი,
მინდორში კვიცი ჭრელი...
აქ ობის სუნი აქვს პურებს,
აქ ობის სუნი აქვს პურებს...

მანანა ქურდაძე



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2016, 09:10 PM
პოსტი #2688


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მადლობა ჩემო პატარა ღმერთო,
მადლობა ჩემო დიდო უფალო...
ეს წვიმა მხრიდან როდემდე ვფერთხო,
ანდა როდემდე გსდიო უკვალოდ...

შენი თმებია მე რომ მახარებს,
და დაძენძილი დარდთა ღრუბლები,
და ეს ცა.. ცაზე უფრო მაღალი,
რომელსაც სიტყვას ვერ ვეუბნები...

არ მილოცია კარგა ხანია,
და არც მოველი ახალ იმედებს,
და მენატრები ისე ძალიან,
რომ ფიქრისთვისაც ვეღარ გიმეტებ..

წვიმა კი წვეთავს ათასმეერთედ
და უფსკრულებში ქრება უკვალოდ.
მადლობა ჩემო პატარა ღმერთო,
მადლობა ჩემო დიდო უფალო...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2016, 10:50 AM
პოსტი #2689


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ახალი დროის სემირამიდას

მე გავექეცი სამყაროს გნიასს
და ვით ღვთაებრივ ზეცის თაღიდან
ცასა და მიწას შორის ვტრიალებ
და შენ მოგიხმობ, სემირამიდა...
მახსოვს, მზეს გულით დავატარებდით,
ვეზიდებოდი ზეცას ამ ქედით,
ცის წახნაგებზე ბაღებს ვკიდებდი
და შენს ჯადოსნურ სახელს ვარქმევდი.
სემირამიდა, იმ დღიდან ვმღერი,
შემასვი უხმოდ ტრფობის აბი როს,
როს ცის ფირუზი გადავაფარე
მინდვრებს, მწვერვალებს და მთელ ბაბილონს.
და არ მყოფნიდა მე ასპარეზად
ამ დედამიწის მრუმე განედი,
მთვარის ქოთანში ვრგავდი ნიავებს,
მერე ქარიშხლად ვაფრთიანებდი...
და გული იყო თავად ის მთვარე,
ჩვენ რომ ჩვილივით ხელში გვეჭირა,
შენ იყავ ჩემი გულის სავანე,
გულს არ მიღრნიდა კარგო, ეჭვი რამ.
და ტორტმანებდნენ ჩვენი ბაღები,
სხვა რა გვინდოდა ტრფობით ვნებულებს,
ჩვენც ღამის ცათა კალთებს ვკოცნიდით -
დილის ლილაში ამოვლებულებს.
ახლაც აქა ვართ, თუმცა კი ამ გულს
შეყრია უღვთოდ სენი რამე და
ვჩურჩულებ ჩუმად: - არ მიმატოვო,
სემირამიდა....

/მურად მთვარელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2016, 09:59 PM
პოსტი #2690


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



*
ღია სარკმელში კვიპაროსი ჩუმად ირწევა,
მაღალ კენწეროს შენს თვალებში აწებს ფუნჯივით
და სიზმარ-ცხადში შეყოვნებულ
მომავლის კადრებს
იმარხავ გულში და უენო ზარის სიმუნჯით
არავის უმხელ, აღარ გინდა თვალის შევლება
აღარაფერზე, არავიზე,
შენ ისიც გყოფნის,
სულის სიღრმეში უთქმელობა რომ გეცრემლება.

ნაწყვეტი ლექსიდან "დათვლილია მისი დღეები..."
"ეპისტოლეთა წიგნი" 2012
/გივი ალხაზიშვილი/



გარდავიცვალე,
იყო თოვლი და
მიძინებული სუნთქვა ვარდების,
მზე მოდიოდა სადღაც შორიდან,
დაღლილი წელთა მილიარდებით...
მოჰქონდათ კუბო ზამბახისფერი,
არარა ჩანდა მიღმა არეთა,
და დღე ნისლივით სუსტი და თხელი-
გარდამავალი ფერი ღამეთა...
და იდგა ლანდი,-
ფერმკრთალი ქალი,
ლანდები ხშირი,ყორნის ბოლოთა,
ცა შრიალებდა,ვით იალქანი,
შრიალებდა და ნიამორობდა.
ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი
და დავუტოვე შიში ნაპრალებს,
ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი
და თოვლიან მთებს გადააფარეს.

/ტარიელ ხარხელაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2016, 09:54 AM
პოსტი #2691


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მანძილი შენამდე

ჩემს გზაზე, ვარდს რომ უნდა ეხარა,
შემომასიეს შავი ჭილყვავი,
წინ გადამიდგა მთელი ქვეყანა,
შენამდე რომ არ მოვსულიყავი.

ვერ დაგემდურე წრფელს და სახიერს,
შორი მზერაც კი რომ არ შემახე,
ჭორების ისეთ ცეცხლში გამხვიეს,
რომ ვერასოდეს ვერ დაგენახე.

დღეს მხოლოდ სევდით და დანანებით
ვიხსენებ წარსულს ნაწილ-ნაწილად,
ან იღბალს ასე როგორ დავნებდი,
ან ბედმა ასე როგორ გამწირა.

რომ გზად, სად ვარდებს უნდა ეხარა,
შემომასიეს შავი ჭილყვავი,
წინ გადამიდგა მთელი ქვეყანა,
შენამდე რომ არ მოვსულიყავი.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2016, 07:23 PM
პოსტი #2692


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფერი იცვალე სულო ჩემო,
იცვალე ფერი!..
რაც გაწუხებდა, რაც გტკიოდა,
ქარს, ყველაფერი!..
გახდი მამაცი, უფრო თბილი,
უფრო მზისფერი!..
უფალმა თიხას რომ შთაბერა,
სწორედ იმფერი!.."

მ. კოზმანიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2016, 09:45 PM
პოსტი #2693


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როდესაც შენი სახლამდე მიცილება დავაპირე, მითხარი: "შენ ჩემი ერთადერთი სახლი ხარ, და მე სულ მანდ მინდა ვიყო"....


ყველას სჭირდება პატარა სახლი,
პატარა სახლი, ჩაით და პლედით...
პატარა სახლი სუნთქვასთან ახლო,
პატარა სახლი - სითბოზე მეტი...

ყველას სჭირდება იმ სახლის ჭერი,
კედელი, რაფა, ფანჯარა, კუთხე...
და დგება ჯერი, სათქმელის ჯერი,
რომ ამ სახლს რაღაც ლამაზი უთხრა...

და თბება, თბება და თბება ასე
პატარა სახლი ჩაით და პლედი...
პატარა სახლი - კოცნაზე ნაზი,
პატარა სახლი - გრძნობაზე მეტი...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2016, 10:37 AM
პოსტი #2694


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გაიცრიცება საღამოს ბინდი,
ვიცი,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც მიდის,
შენ საით წახვალ,
ხმელო ფოთოლო!
ამოვარდნილა ქარი ძლიერი ,
ო,როგორ ცდილობს ,რომ ამათრთოლოს.
და შენზე ამით ვარ ბედნიერი,
რომ ქარს არ ავდევ,
ხმელო ფოთოლო.
ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,
მთა დუმს,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ სადღა წახვალ,
ხმელო ფოთოლო!..

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2016, 09:45 PM
პოსტი #2695


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს სიყვარული ჰგავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –
ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.
წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებ-ღია.."

რატი ამაღლობელი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2016, 09:10 PM
პოსტი #2696


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რატომ მომაბრუნე გზიდან,
ჩემთვის მივდიოდი მარტო,
ისე უცნაურად წვიმდა,
მიწაც აღარ იყო სანდო.
თოვლი ჩამოთოვა მთიდან,
მეწყერს წაუღია ყანა,
რაღაც შორეული მინდა,
ფიქრი ამიწეწა ქარმა.
რატომ მომაბრუნე გზიდან,
ჩემთვის მივდიოდი მარტო...

ლილი ნუცუბიძე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2016, 10:26 PM
პოსტი #2697


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მაინც ათასჯერ გაკოცებ

მე ახლა რით გაგაოცო,
მარტი ყინულებს ალხობს...
ათასჯერ უნდა გაკოცო,
ათიათასჯერ გნახო.

მომდევს ნიავი ფოფინა,
თითქო არსაით მიდის,
განა როდისმე ვყოფილვარ
გუბედ მდგარი და მშვიდი?!

ტანთ მეცვა ზღაპრის პერანგი,
შენც რა იოლად გენდე...
გულსგარეთ არცროს ვღელავდი,
არცროს უცეცხლოდ ვენთე.

ჟამი, აფთრისებრ მყეფარე,
სისხლის მადენდა გუბეს,
გნოლივით შემოვეფარე
შენს კალთასა და უბეს.

რა ვუყოთ, სხვები დალოცეს,
მე გულს მაბჯენენ ლახვარს,
მაინც ათასჯერ გაკოცებ,
ათიათასჯერ გნახავ.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2016, 09:58 PM
პოსტი #2698


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი სახლის წინ
ფოთლების ნაცვლად,
ჭადრის ხეს შენზე ფიქრები ცვივა...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2016, 05:45 PM
პოსტი #2699


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენი სახელი დავმარცვლე და ყველაფერს მივხვდი,
რატომ მაკლიხარ ასე მწარედ, ასე ძალიან.
დღეს მარტოობის შემოხვეულ სამოსელს ვიხდი,
ჩემი ცისკარი ახლა მწუხრის პატარძალია.

ანტონ გაგუა


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2016, 07:28 PM
პოსტი #2700


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი - ბუხრების, ჩაის და პლედების...
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები - დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით...
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება...
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი...
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.

მარიამ კოზმანიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 133 134 135 136 137 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 06:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი