IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 134 135 136 137 138 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Sep 9 2016, 02:18 PM
პოსტი #2701


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.

უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.

თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.

გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.

თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.

ნანა მეფარიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2016, 09:55 PM
პოსტი #2702


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვიდრე
***
ვიდრე გებუზღუნება,
შენს გზას თვალს არ აცილებს
და ბავშვური ქცევებით,
ვიდრე ასე გაცინებს.
გაბუტული ტუჩებით,
ვიდრე ზურგი გაქცია,
შენ რომ მოგწონს ის კაბა,
ვიდრე, ისევ აცვია.
კარი თუ გაიხურა,
ტირილით და გოდებით,
ესე იგი ხვალ ისევ,
მასში განმეორდები.
ვიდრე გეძებს, გეძახის,
ქარია, თუ გრიგალი,
ჯერ ისევე უყვარხარ,
ჯერ შენია ის ქალი.
მაგრამ ერთ დღეს თუ ნახე,
მდუმარედ და ღიმილით,
ესე იგი გულიდან,
წაუშლიხარ ტკივილით.
ხმაურიან ტელეფონს,
თუ შეუწყდა ზარები,
გრძნობით არა, სიცივით,
იღლებიან ქალები.
თუ ბუზღუნი შესწყვიტა,
არც კითხულობს, თუ ნახავ,
უნდა მიხვდე ძვირფასო,
უკვე აღარ უყვარხარ

/ნანა მეფარიშვილი/.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2016, 11:15 PM
პოსტი #2703


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იყო და ქარი და ქუჩა,
მე შენზე ფიქრები მეცვა,
შენ ჩემზე ფიქრები გემოსა..
ჩვენ გვეცვა ყველაზე მოდურად,
ჩვენ გვეცვა ყველაზე სადად...
და ქარმა გაქცევა სცადა,
და ფიქრი გვეხვია მოდულად,
და გვეცვა ყველაზე სადად
და გვეცვა ყველაზე მოდურად...
მე შენზე ფიქრები მეცვა,
შენ ჩემზე ფიქრები გემოსა...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2016, 10:49 PM
პოსტი #2704


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გახსოვს რომ ვამბობდი
- ქალი სულელია,
ქალი სულელია... ქალი...
მაგრამ რატომ ხდება,
რომ ქალს სულ ელიან,
ნებით ანთებულს თუ ძალით...
გახსოვს რომ ვამბობდი
და სულს მიკაწრავდა
ვნებით ანთებული მოთქმა,
ახლა მეც რომ ველი,
განა მარტო ველი,
...მთელი მამაკაცთა მოდგმა...


/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2016, 09:49 AM
პოსტი #2705


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რას ვითხოვ? - არაფერს ისეთს...


რას ვითხოვ? - არაფერს ისეთს,
გამითბობ გაყინულ თითებს?
რას ვითხოვ? - არაფერს ისეთს,
სიყვარულს, გული რომ იტევს.
რას ვითხოვ? - არაფერს ისეთს -
სულ ცოტა ნუგეშს და იმედს;
რას ვითხოვ - არაფერს ისეთს,
მხოლოდ ერთ ამბორს და იებს;
რას ვითხოვ ისეთს...
რას ვითხოვ ისეთს!..

/გვანცა სამხარაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2016, 10:24 AM
პოსტი #2706


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსებითად მთელი საკაცობრიო ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია იგივე სიცრუეა, ის გვამზე გადაფარებული ოქრომკერდის ფარჩაა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2016, 11:38 PM
პოსტი #2707


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უფალი ხატავს

თვალს ვერ ვაშორებ უნაზეს ფერებს,
ნუშის ბაღების ვარდისფერ ფატას,
მდელოზე პეპლებს, ლამაზ ყვავილებს,
და უსასრულო ბუნების ზღაპარს.
ეს სილამაზე რამ გააჩინა?
- მე ცისარტყელას შევბედე ამაყს,
გაბრწყინებულმა მზემ გადმომხედა
და გამიღიმა - უფალი ხატავს!

ნანა ბილაშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2016, 02:24 PM
პოსტი #2708


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიყვარდი, ისე მიყვარდი დღემდე,
რომ ყველაფერი სიხარულს მგვრიდა.
ისევ გამათბობს ასი წლის შემდეგ,
ვით აფრენილი თოლია ზღვიდან...

იცი, ქალაქში არავის ვგავდით,
ჩვენს დახრილ თვალებს ამჩნევდა ღმერთი,
მიყვარდი, დღემდე ისე მიყვარდი,
მინდოდა, მუდამ მყოლოდი გვერდით.

დაშორებიდან ვითვლიდი წამებს,
რაც გრძელდებოდა შეხვედრის დრომდე.
სულს მიხუთავდა უშენოდ ღამე...
მავიწყდებოდი მე არასოდეს...

მიყვარხარ, ასე უბრალო გულით...
და მეყვარები სიკვდილის მერეც...
მუდამ აწმყოა ეს სიყვარული...
და გთხოვ უშენოდ ნუ დამაბერებ...

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2016, 12:19 PM
პოსტი #2709


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვიცი მომიწევს ერთხელაც, ვიცი,
ვიჯდე, ვუმზერდე სიჩუმის ფანტომს..
რომ არ აქვს აზრი ტირილს ან სიცილს,
როდესაც ირგვლივ ქარია მარტო...

მარტო და მარტივ იგავებს არევ
იხსენებ თაგორს და როგორც კარმას
ისე ეძლევა შიშველ მკერდს ქარი
მაგრამ სიკვდილი... არ იცის ქარმა...

ხეებს ეშლებათ ფოთლების ტატუ,
და ცას ეშლება ტატუ ბინდების
ფიქრობ და ვერ შლი ეჭვების სტატუსს,
და ისევ ფიქრობ და ირინდები...

და მე არ ვიცი, მიყვარდა რატომ,
მიყვარდა რისთვი, ვისთვის ან როგორ...
და ახლა გარეთ ქარია მარტო,
ქუჩაზე მიდის ქარი და გოგო...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2016, 09:37 PM
პოსტი #2710


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დუმდა ქალი და,
დუმდა კაცი და
ლაპარაკობდა ამინდი მარტო..
შემოდგომაა, უკვე აცივდა,
და ვფიქრობ, რატომ შეიხსნა პალტო
ჭადრის ხეებმა... ხეების პარპრიზს
რატომ ააჭრა ყვითელი ტოტი?
მე კი დაღლლი რატომ ვისმენდი,
ბუნების მკაცრ და საყვარელ მოტივს!
ან შენს სიჩუმეს რატომღა ვენდე,
ან შენზე ფიქრებს რატომ ვმალავდი?
ან რატომ მოხდა, რომ წლების მერე
ჩემს თვალში ასე დაპატარავდი..>!

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2016, 11:39 AM
პოსტი #2711


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
ზღვისპირი... კამიუს ქალაქი,
ტალღები აწყდება ბაგირებს,
შენ ამბობ:
-"ცხოვრებას ვალაგებ",
გპასუხობ:
-"მოვალ და აგირევ"...
რა მშვიდად მისმენენ ვერხვები,
გამოსულს... წუხილის დოკიდან...
მოვალ და სულ ერთი შეხებით,
ცრემლსა და ჟრუანტელს მოგიტან..
და გეტყვი, რომ ცის თუ ალაგის,
და ცაზე გაფენილ ოვალთა
არ მჯერა...
..ცხოვრებას ალაგებ?,
გპასუხობ:
- აგირევ!.. მოვალ და..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2016, 08:02 PM
პოსტი #2712


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცაზე ღრუბლის ფთილაც კი პოეტის "შიშით" ვერ უნდა იძვროდეს ანუ არაფერი უნდა ეპარებოდეს პოეტის თვალსა და გულს".

/მარიამ წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2016, 11:07 AM
პოსტი #2713


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოეზია ხომ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, სწორედ სულისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია".

/მარიამ წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2016, 02:20 PM
პოსტი #2714


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე -
სისხლში რომ ატანს
მე მეშინია ამ ატმის კვირტის
გაზაფხულზე რომ
ვერ გახსნას მარტმა.
მე მეშინია დამშრალი ღელის,
თოვლის ქვეშ რომ წევს
უგონოდ სძინავს
და გვირილათა გაყინულ ველის
გამოღვიძება ვერ შესძლოს
წვიმამ.
დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის -
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!
ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში,
რომ ცეცხლთან მჯდომი
დავხვდე გაზაფხულს,
მე მეშინია შენი-შენს გამო,
არა თებერვლის ცივი ქარების,
გავიღვიძო და აღარ ვეწამო,
არ მომწყურდე და არ მეყვარები.
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,
იქნებ სჯობია,
აღარ გავთენდე,
მოვკვდე და
ნუღარ გარდავიცვლები.
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,
ვიხილო შენი დაშლა ფერებად,
ჩემს მერე შენთან მოვა
სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება.
დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს,
არც ეს სიცივე -
სისხლში რომ ატანს,
მე მეშინია ამ ატმის კვირტის -
გაზაფხულდეს და
ვერ გახსნას მარტმა.

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2016, 01:58 PM
პოსტი #2715


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენ,რომ სიყვარული შეგიძლია-
მე,რომ დაფიცება მისი...
შენ,რომ ერთგულება შეგიძლია-
მე,რომ დაჯერება მისი...
შენ,რომ შემოხედვა შეგიძლია-
მე,რომ გაჟრჟოლება მისით...
შენ,რომ ჩაფიქრება შეგიძლია,
მე,რომ დამშვიდება მისით...
შენ,რომ დაბრუნება შეგიძლია-
მე,რომ დალოდება მისი...
შენ,რომ გაზაფხული შეგიძლია-
მე,რომ ყვავილობა მისთ...
შენ,რომ თავსხმა წვიმა შეგიძლია,
მე,რომ გავიცინო მისთვის...
შენ,რომ სიყვარული შეგიძლია
მე,რომ გაგაღმერთო მისთვის...
შენ,რომ დიდკაცობა შეგიძლია,
მე,რომ მოვიხლიბლე მისით-
შენი სიკარგე და შენი სიდიადე-
მწამს და გეფიცები ვიციsmile.gifsmile.gifsmile.gif

დიკა სალაყაია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2016, 12:16 PM
პოსტი #2716


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აღმოვაჩინე, რომ ეს სიმღერა
შენმა სიტყვებმა შემომინახა,
რომ უთვლავი ფესვით დაგეძებ
სხვაგან გეძებ და თურმე შინახარ!
ამ სიმარტოვით გამოხრულ გულში
როდის ჩასახლდი და უცაბედად, _
სიტყვა ცვილივით რატომ გამილღვა
და მეტყველება რისთვის წამერთვა.
მეც ხომ თვალებით გესაუბრები,
მუნჯივით ხელსაც მოვიშველიებ,
მადლობელი ვარ ამ სიახლოვის
და გზის, რომელსაც ვერ შეველიე.

/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2016, 01:03 PM
პოსტი #2717


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე მახსენდება ფლირტი ღამეში,
და ბრტყელი ზეცა ედვინ ებოთის.
როგორ ვცდილობდი რომ არ გამეშვი
და ხელით შენს სულს ვეჭიდებოდი..

ვეჭიდებოდი როგორც ხავსს მწერი,
და მთვარის შუქზე ვიჭერდი ბგერებს.
როგორ მინდოდა შენს ტანზე წერა,
ამდენი ცრემლის და კოცნის მერე.

და საცოდავად ეკიდა მთვარე,
როგორც ფარდულში ნახმარი პალტო.
და ორივენი ვიყავით მთვრალი
და ორივენი ვიყავით მარტო...

...სიცოცხლითა და კოცნით გალეშილს
გვეხურა ზეცა ედვინ ებოთის.
მე კი ვცდილობდი რომ არ გამეშვი
და ხელით შენს სულს ვეჭიდებოდი...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2016, 08:07 PM
პოსტი #2718


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
შენ, ჩემო სულო,
გაზაფხული შემომახვიე,
წვიმს და სიცოცხლე
იყვავილებს
ახლა მარჯნებად...
მწველი სიშორე სიყვარულის
ისე მახელებს,
რომ ივლისის მზე ბადაგივით
ამომაჭრდება...
ჩემი გულია აზარფეშა -
სისხლი ზაფხულის…
ვსვამ უშენობას უშენობის
თბილი უპიდან...
სად ბედისწერა სიჩუმეში
ფეთქავს ხახულის...
ვით ჩემი ცრემლი,
მოწყვეტილი -
ხელისგულიდან...

/თამარ შაიშმელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2016, 10:04 PM
პოსტი #2719


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნუ მეუბნები, აცივდა მთებში,
ქარს გვირილები მიმოაქვს მწუხრით,
ვის წაყვა დარდი შენი გულიდან,
ან მოლოდინით ვის უკლავ სურვილს.
ნახე, ზამთრის მთა რა სათუთია
და სევდა თვალში როგორ უხდება,
ან საცისკრეთში ლურჯი რიჟრაჟი,
ან ლოლუები კლდეთა მუხლებთან.
მალე მიწყდება ფიფქთა გნიასი,
ცა ჩამოიხსნის ნისლის ფარდულებს,
მე დავბრუნდები - ოცნებას ვაყრდნობ,
ბილიკებს იით გადაქარგულებს.. ...
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ნუ მეუბნები, აცივდა მთებში.... ...

მზია წიკლაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2016, 09:23 PM
პოსტი #2720


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
მაოცებს მაგ თვალთა ნათელი,
სულის უცნაური შუქი,
შენ მე გაზაფხული მაჩუქე,
მე ჩემს შემოდგომას გჩუქნი.
ვიცი რომ ახლოა ზამთარი,
მართალი რომა თქვას კაცმა,
მე შენი გაზაფხული დავკრიფე,
შენ ჩემს შემოდგომას ძარცვავ.
ზამთრის ღამეები მაშინებს
-უძინარ ფიქრების ჩოხა,
მე შენთან იებით მოვედი,
შენ ჩემთან ვარდებით მოხვალ...

/მურად მთვარელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 134 135 136 137 138 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 01:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი