IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 135 136 137 138 139 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Nov 28 2016, 10:58 AM
პოსტი #2721


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჭაღარა მარტო მე?!
მთას გამოერია...
ცა ცდილობს
ღრუბლებით შეფაროს,
მიყვარხარ!..შენ ამბობ,
არც ისე ბევრია,
არც ისე ბევრია,
მზექალო...
შეხედე,გაშლილ მხრებს
ვარსკვლავი მიცვარავს,
ქარები ნიადაგ სასთუმალს მინამვენ,
შეხედე!..
და ეს დღე თუ გარდაიცვალა,
ინანებ ქალკუპრო,ინანებ...
სამყარო შენს თავზე
მე წამოვაჩრდილე,
მე ვიყავ,
ცხელ მზეებს
ცაზე რომ ვფარავდი,
რა ვიცი, მზექალო...
და კი არ გაშინებ,
არც ეგ სიტურფეა,
მყარი და მარადი...

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2016, 07:31 PM
პოსტი #2722


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჭაღარა – ვერცხლი?

შენ ჩემს ჭაღარას დაარქვი ვერცხლი,
ამბობ:
–გიხდება და გალამაზებს,
მე ამ დროს გულში მიღვივის ცეცხლი
და შებინდებულ სულის დარბაზებს
ვაწყდები, თითქოს სევდის ტბის პირას
ჩემი დარდების ტივი მიბია,
როგორ აგიხსნა, ამ ვერცხლის მიღმა
რა ნაღველი და ტკივილებია?!

/მურად მთვარელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2016, 07:47 PM
პოსტი #2723


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
ქარი ნისლების
თეთრ ფთილებს ართავს
და მკრთალი შუქი
ადგას აივნებს,
ვყვებოდი
ათას ტყუილს და მართალს,
ოღონდაც შენზე
მეთქვა რაიმე.
მზე ჩადის მთებში
იალ-კიალით,
ჩუმი ჩურჩული
მესმა წყაროთა...
ან მე რად მკლავდა
შენი ტრფიალი,
ან ნეტავი შენ
რა გიხაროდა.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2016, 09:28 PM
პოსტი #2724


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
სხივებდაფენილ სარკმელთან დგახარ
და სევდა გახლავს კვლავინდებურად,
ხოლო უფრო შორს, მზის დასავალთან,
მდუმარე მთები გარინდებულან.
შორი სიჩუმე სმენას მოწვდება, -
გაიკვალება ცაზე ბილიკი,
რა ძლიერა ჰგავს შენი მოწყენა
მთების სიმშვიდეს, ანუ პირიქით.
ციაგებს ჩემი მზერის წინაშე,
ვით ჩამავალი მზის სხივი თოვლზე,
შენი აჩრდილი სარკმლის მინაში
გარინდებული ქედების ფონზე.
ვცდილობ, ამ ხილვას ხელი შევახო
და თან ვკითხულობ დარდების თმენით:
დღეს რომელი ხართ ჩემს გულთან ახლო,
შენ თუ ის შორი, მდუმარე მთები?..

/გივი ჩიღვინაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2016, 11:29 AM
პოსტი #2725


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქუჩაში, სადაც არავინ დადის
გარდა სიცივის..
მე გავიგონე სიცივეში
შენი სიცილი...
მე გამახსენდა თვალები მსგავსი
ზღვათა დინების,
ახლა კი თოვლთა ოკეანეს
ვეპოტინები...
ალბათ ამაღამ თოვლი მოვა
თეთრი ფეხებით,
მე კი ამ თოვლსაც, ვით შენს სხეულს,
- ვერ შევეხები...
ახლა ქუჩაში არავინ დადის
გარდა სიცივის,
და სიცივეში მე მომესმა
შენი სიცილი...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2016, 08:02 PM
პოსტი #2726


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



*
მე გამახსენდა: არსებობ მიწა,
არსებობს ზეცა და ეს ზაფხული,
საბედნიეროდ თავისთან მიწვევს
სათიბებში და მზეში ჩაფლული.
მე გამახსენდა მუხათა ჩერო,
სიგრილე, სადაც სველი ნეშოა,
მე გამახსენდა და მივხდი, ჩემო,
რომ უშენობაც სანუგეშოა.
რომ თვალებს შურით და მტრობით დავსილს,
არ შესწევს ძალა ზეცის დანახვის,
მეტადრე, როგორ ყვავილობს ხავსი
და რა უჩუმრად დადის ბალახი.
რომ ბედი ჩემი მივანდე უფალს
და თავისუფლად ვსუნთქავ უშენოდ,
მე მივხდი, ისევ წარსული მღუპავს,
თავს წარსულისგან უნდა ვუშველო.
მე უშენობას სულ აღარ ვდარდობ,
მიყვარს სიტყვასთან სულის კავშირი,
დღეს დავიბადე და მარტოდმარტო,
ახლა სიარულს ვსწავლობ ბავშვივით.

/გივი ალხაზიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2016, 03:08 PM
პოსტი #2727


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეუდარებლად ფასეული პოეტური ნაწარმოებები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2016, 06:26 PM
პოსტი #2728


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



და მერე ლანდებიც მოვლიან,
შენ ოთახს მოხურავ შიშველს..
შეხედე - ეს ჩვენი თოვლია,
შეხედე, თოვლია,... გიშვებ...

მე გიშვებ და შენ კი იხსენებ
თოვას და გაყინვას ბედის...
მე ისევ ისა ვარ, იგივე
და თოვლზე არაფრით მეტი...

ფიფქებით ივსება სანგარი,
და ჩემი ნეკნი და თიხა...
შენ მაინც ქალივით კანკალებ,
შენ მაინც თოვლივით თრთიხარ...

ნუ მეტყვი ნურაფერს, თოვლიანს,
გაფიცებ მაგ თვალთა გიშერს...
და მერე ლანდებიც მოვლიან,
მოვლიან...ამიტომ გიშვებ....

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2016, 12:13 PM
პოსტი #2729


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
მე - ვარ. შენ - მოხვალ.
ჩვენ ორს შორის არის უფსკრული.
მე ვსვამ. შენ გწყურის. ამაოა თქმა და ხსენება.
ჩვენ ათი წელი და ჩვენ ასი ათასწლეული
გვაშორებს ერთურთს, რადგან უფალს ასე ენება.
იყავ! - ანდერძი არის ჩემი. მე უნდა აგცდე,
რომ დაბრკოლებად არ დაგიხვდე, მოხვალ როდესაც.
მე - ვარ. შენ - მოხვალ და ათეულ გაზაფხულს შემდეგ
შენ იტყვი: - ვარ! - მე კი ჩუმად ვიტყვი: - ოდესღაც...

/მარინა ცვეტაევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2017, 10:57 PM
პოსტი #2730


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე ისევ გეტყვი, შენ ვერ გამიგებ,
შენი მზერისგან თავს ვერ დავიცავ..
გამახსენდება მერე ცვაიგი
და წერილები უცხო ქალისა.

ზამთარი მეფობს ,ცივი და მკაცრი,
არ ვიცი ხეებს როგორ ვუშველო...
რა ყინავს,აღარ გაუძლებს კაცი,
გავუძლებ,მაგრამ არა უშენოდ.

შენი მაღალი ქუსლები მჩხვლეტენ,
შენი სუნთქვა და ჭრელი წინდები,
რატომ მგონია,რომ წასვლის შემდეგ,
შუა ზაფხულშიც გამიცივდები...

...მე არ მჩვევია პათეტიკური სიტყვების ჩმახვა ,როგორც პედანტებს...

ახლა უბრალოდ მინდა გიყურო..
ახლა უბრალოდ მინდა გხედავდე...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2017, 07:58 PM
პოსტი #2731


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
ჩემი ოცნება ზამთრის ქარს დასდევს
გადაფიფქული ტყეების იქით,
ვუცქერ ფანტელებს - ჩემს ფარფატა დებს -
ხან სევდით, ხანაც ლამაზი ფიქრით.

გული კი ისეთ სიმშვიდეს ნატრობს
და ისეთ ხილვებს, ენით არ ითქმის,
ვდგავარ თოვლიან ბილიკზე მარტო
გადაფიფქული ტყეების იქით.

ნისლიანი ცა მომახვევს საბანს -
სავალს ღრუბელი დაფარავს თითქმის
და შევერევი ზამთრის ძველ ზღაპარს
გადაფიფქული ტყეების იქით...

/გივი ჩიღვინაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2017, 10:21 PM
პოსტი #2732


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ახლა მჭირდები...
შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ,როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს,
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით...

ოთარ ჭილაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2017, 08:33 PM
პოსტი #2733


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბავშვობა

ჭრელა-ჭრულა მოგონება
დღეებს მიმარტივებს,
გვიხაროდა, როცა წყალში
ვყრიდით თივის ტივებს.
ტყისპირ ბევრჯერ ავაყოლეთ
ჩიტის სტვენას ხმები,
სად მეძახი , ნაკადულო,
ჭაღარა მაქვს თმები... ...

/მზია წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2017, 11:18 PM
პოსტი #2734


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯვარი, როგორც ჩიხტიკოპი,
ხურავს მცხეთას,
მოდის მტკვარი, კი არ მოდის,
მორონინობს,
მაყვლოვანში ენას იდგამს ჩიტის ბარტყი:
ნი-ნო,
ნი-ნო...
მე ვინ ვარ და... მე - არავინ,
არაფერი...
შემეწიე, რომ ჩიტივით
გულმა გიგრძნოს,
მარცვალ-მარცვალ გაბნეული სინანული
მაპოვნინო...
დგას სამთავრო, იით ეზოდანისლული,
კვირტებს, როგორც ზანზალაკებს
არხევს სიო,
მაყვლოვანში ერთი ბეწო გალობს ჩიტი:
ნი-ნო,
ნი-ნო...

♡ლელა ცუცქირიძე♡


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2017, 05:59 PM
პოსტი #2735


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფიფქი-"პეპელა",მოდის ზეციდან,
ფრთას აფარფატებს თეთრად.
ზამთარისაგან ხომარ შეგცივდა? -
ფანტელს შეკითხვას ვბედავ.
ფიფქი თავს კარგავს, მიწას ეხება,
ეალერსება პატარა ფრთებით,
საკვირველია,ფიფქო-პეპელა,-
არ დაიღალე ამდენი ფრენით?
ხელში მადნება და ტოვებს ლაქას,
სახე უბრწყინავს არამიწიერს...
ზამთარმა ფიფქად ამაფარფატა
და თოვლი მკლავზე გადავიწვინე.
...ათოვს ნელ-ნელა პატარა ოდას
და ბუხრის კვამლზე ცახცახებს ფიფქი.
ჰო,მიხარია ზამთარის მოსვლა,
ბარაქიანი თოვლი რომ იცის.
მობუზულია,ცივა ბეღურას
და ეწებება ფეხებით სინას,
ზეცა კი მიწას ისევ ერთგულად,
რომანტიულად მაღლიდან ფიფქავს.
ტკბილმოგონებებს ლამაზად ათოვს
და ახალ სიტკბოს ელიან სადღაც...
მე ისევ იმ ძველ ტკივილთან ვსახლობ
და მომავალში იმედებს ვსახავ.
თოვლი კი მოდის,მოდის უთქმელად,
აუხდენელი სიზმარი ახდა...
ასე გიჟურად,ასე სულელად,
ჯერ არ მინახავს ასეთი ბარდნა.

მარი ბერუაშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2017, 11:02 PM
პოსტი #2736


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოდი ახლოს,
მოდი აქ,
მოდი ჩემთან,
მოდი ვით
ჩვეულებრივ მოდიან
სიყვარულის მოტივით..
და მეც მოვალ
მოგძებნი
მოვალ
მერვე ნოტიდან,
მოვალ და სიყვარულის
ანაბეჭდებს მოგიტან...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2017, 06:00 PM
პოსტი #2737


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უშენო დღეებს დავადე ვეტო,
სუნთქავ და სულში ვეღარ ეტევი.
დღეს ჩემში მრავლობ და ჩემში მეტობ,
მეტობ...
და სულ არ მეზედმეტები...

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2017, 10:39 AM
პოსტი #2738


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს იყო სულ ბოლო წვეთი,
მე შენთან მოვდივარ...მოვალ
მოვყვები ამ წყვეტილ-წყვეტილ,
არეულ, დაკლაკნილ ოვალს..

მოვყვები ამ წყვეტილ-წყვეტილ,
არეულ, დაკლაკნილ ოვალს..
ეს იყო სულ ბოლო წვეთი,
მე შენთან მოვდივარ...მოვალ..

/გიორგი ხარაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 10 2017, 09:50 PM
პოსტი #2739


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე მოვალ შენამდე
და ასე მგონია,
შენიდან - ღმერთამდე
არც ისე შორია.
გიყვარდე, მოგითმენ...
მოგიტან მიხაკებს,
მოგიტან,მოგიტან,
აპნისებს, მირკანებს.
მოტანილ გაზაფხულს,
აპრილით, მაისით.
ჩემს...მარტში დამალულს
ღიმილში გაგიცვლი.
ვერ გეტყვი ვერაფერს,
შემრცხვება მგონია...
შენიდან - ღმერთამდე
არც ისე შორია.

არმაზ ფურცელიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2017, 10:32 PM
პოსტი #2740


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მძიმე ტვირთია, ძალიან
მძიმე..
რომ უანგაროდ გიყვარდეს
ვინმე..
გატკინოს ხშირად შენ კი
სულელი...
მის გულის კართან
ჯიუტად იდგე..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 135 136 137 138 139 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 01:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი