![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#281
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
მარინე
გეთანხმები ნამდვილადდ |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#282
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
იდექი მედგრად,
არ იბრძოდე, არას იტყოდე... მაშ რად ხარ ქვეყნად, მხოლოდ წუხილს გამოიტყოდე?! გინდოდეს შენად... მხოლოდ შენი "მე"-სთვის იღწვოდე, არ გინდა თავად რომ სხვის ცეცხლში იდგე, იწვოდე?! თავსა გრძნობ კარგად, ავსა სხვისთვის არა ინდომებ?! შესაძლებლობას სიკეთის ქმნის ვისთვის იტოვებ? შენს ნაჭუჭიდან გამოსვლასა არა ინდომებ? მაშ რისთვის გაჩნდი, ტვინს არ ანძრევ რ გსურს ფიქრობდე? თუმცა კი იცი, არ გსურს სხვითვის კეთილს იქმოდე,? მაშ იუდა ხარ თუ არ უთქვამთ, ახლა იცოდე! თავს ნუ იმართლებ არ ხარ ავი, ბოროტმოქმედი, უქმობა არის ბოროტების წინამორბედი. (საკუთარი) |
marine |
![]()
პოსტი
#283
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() რა საყვარლები ხართ, გოგოებო.. ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#284
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გიორგი ზუხბაია
იქ ლურჯი მთები ცხოვრობდნენ უწინ იქ ლურჯი მთები ცხოვრობდნენ უწინ... გულში ცრემლებმა ზეცა დალია. ცისარტყველაზე იჯდა მოხუცი და მხარზე ჰყავდა ჭიამაია. ის დაჰყურებდა, მოწყენილობით, ზღვის ლურჯ ნაპირთან ფეხშიშველ ბავშვებს, და მქრქალი ზეცა მზეში წვებოდა, და სიფერადე ამკობდა ხაზებს. ცისარტყელაზე იჯდა მოხუცი, და როცა ზეცამ წყალი დალია, მისი მხრებიდან აფრინდა უცებ კოპლებიანი ჭიამაია... აქ ლურჯი მთები ცხოვრობდნენ უწინ... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თიო |
![]()
პოსტი
#285
|
![]() გაუღიმე ცას თბილო! :) ... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 ![]() |
გახიარე ნიკოლოზ
![]() ძლიაან მომეწონა! ![]() აი, ისევ ჩემი... ![]() * * * скажи о брошенной душе не к сожалениу _а с любовю приятные слова и пусть _ с усталым вздохом я покоюсь! .... и столь прекрасны ледяные зимы_пушистые цветы_ как нежный отблеск милых грёз сквозь бесконечной суеты... -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
მატასი |
![]()
პოსტი
#286
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
QUOTE მე ჩამეძინა უკვდავების წყაროსთან, მწყურვალს, და ვერ შევნიშნე, რომ დამშრალა სისცოცხლის წყარო ეს მაგარი სტრიქონებია ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მატასი |
![]()
პოსტი
#287
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი, დავტოვე ყველგან ჩემეული თითო ნიღაბი_ ზოგგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის, და ზოგან ლაჩრის, ხოლო მე თვითონ, ყველასათვის უცნობი დავრჩი. ბესიკ ხარანაული -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#288
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ნიკოლოზ_V ავტორიც მიაწერე ხოლმე რა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#289
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
უდიდესი სასჯელი სიყვარულისა
წყარო მდინარე მწუხარებისა, არის ხორციელ სიყვარულისა, ამან დასაჯა თვისი მოტრფენი ცხელი ცრემლებით დადაგულია. არ არს სასჯელი ქვეყანაზედა უდიდეს ამა სიყვარულისა, ცეცხლის ტბა უდის გეენიისა, ოხვრა ვაების მწველი გულისა. ვისაც აქვს საქმე სიყვარულთანა მან შეჰკრა მასთან პირობა დიდი, რომ განემზადოს დღე-ღამ სასჯელად მანამ არ ჩატწდეს საწუთუ ხიდი. წყარო მდინარე მწუხარებისა, არის ხორციელს სიყვარულისა, ამან დასაჯა თვისი მოტრფენი ცხელი ცრემლებით დადაგულია. *** იხილა სული, ვინმე ასული ხედვა ბრძნული, ხელმწიფურ ცრემლი შვენებით ქმნილი, ანგელოზ თნული, უხელოდ კრული და დატანჯული. განკრთა ჭაბუკი ოცნების ფერად, ადამიანად ძვლივს დასაჯერად; ესე ღვთისაგან ჩემდაა წერად მიხარის მე რად, გიადის მზერად. წმ. ალექსი შუშანია -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#290
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"როგორ არ მინდა, ძლიერო სენო ,
ლექსში ქართულად რო მოგიხსენო ! როგორ არ მინდა , ჩემს სიჭაბუკეს დააჩდეს შენი შავი ჩრდილები ! ეს რა უშრეტი ცეცლით დამბუგე , პირს მარიდებენ ქალიშვილები ! შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა , ჩემს წინააღმდეგ აღსდეგი ახლა , შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ , შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს , შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა და მხოლოდ მაშინ შენშინდი ცოტა . შენ გადუქროლე ღომის ქარვასვლებს და შეშფოთე რომაელები , მაგრამ ახალი დროის ქალ -ვაჟებს ამაოდ ცდილობ , ვერ გაერევი ! შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა და ჩემს დაცემას ნუ ლაბომ ახლა . ო, განვედ ჩემგან , ძლიერო სენო , ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს . ლადო ასათიანი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ვალერი |
![]()
პოსტი
#291
|
![]() ვაკო გელოვანი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 ![]() |
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე; "ეჰ...წუთიც მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!" თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს, ერთი იმედით, სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფორ და უფრო წუხდნენ ამაზე: "ეჰ...წუთიც მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!" ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს! რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! ლადო ასათიანი -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
mr_morrison |
![]()
პოსტი
#292
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
მე დავით გურამიშვილის ერთ სტროფს დავწერ. ჯერ-ჯერობით მეტს ვერა და მერე უფრო მეტს დავწერ. გურამიშვილი გენიოსია. ეტყობა მის ლექსებს რომ დიდი წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის სეხნიაა:
ვით მე არ მინდო ცრუვმან საწუთრომ, ეგრეთ, ვგონებ, არცა შენ გინდოს, შენ მე მიბრძანე ცოდვილს შენდობა, ღმერთმა შენ შენი ცოდვა შეგინდოს -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
marine |
![]()
პოსტი
#293
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეს აკროსტიხი დამიწერა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა (წიგნის პრეზენტაციაზე წინასიტყვაობით რომ გამოვიდა). ძალიან მომეწონა და მინდა რომ თქვენც წაგიკითხოთ
![]() მაკას! (ლექსი დაწერილია შენი შემოქმედებითი საღამოს შთაბეჭდილებების ქვეშ) მუსიკის ჰანგი და ლოდინი უსაზღვრო, არ ისმის ჩურჩულიც კი ბაგეთაგან. კდება ბატონოს და სიკეთე ბოგინოს, არის აღზევება პოეტთა მეფისაგან. გული ძალუმად ძგერს, ბგერა ბგერასა ცვლის, ერწყმის რითმა რითმას, სტრიქონი - სტრიქონს, ლამაზი ქალბატონი ლექსებს კითხულობს და ასეულ მსმენელთა გულს უმალ იპყრობს. შენით ამაყობენ დედა და დეიდა, ვალიც მოიხადე მამა-პაპათა, იცოდე, არ მოგაკლებს წყალობას უფალი, ლამაზი ცხოვრებით გაივლი გზა-შარას!.. იდიდე... აღზევდი, ძვირფასო მაკა!!! ქეთინო 2007წ. 13.01 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შეხვეწილი |
![]()
პოსტი
#294
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 ![]() |
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მატასი |
![]()
პოსტი
#295
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
შეხვეწილი
ეს ლექსი კი არ იკითხება, იმღერება ![]() ![]() თქვი არჯაკელო ხვიარა, ქსანზედ ვინ ჩამოიარა? _რავი, ღრუბლებზე ვფიქრობდი და არა გამიგია რა... _მეც სხვათაშორის ვიკითხე, სალაპარაკოდ კი არა... ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მატასი |
![]()
პოსტი
#296
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
იყო მხნეობა ბროლის ჭაღების,
განათებული გვქონდა დარბაზი, სავსე ხორხოცით, კვამლის თაღებით, ხარბი თვალით და მქისე ნაფაზით, და ფანჯრებიდან გადმოღვრილ შუქში ამოვლებული დილიდან ვწერდი, ლექსის თარიღად დასმული _ გუშინ!... ნიშნავდა ძველი სიმღერის წერტილს. ძველი მოტივი და სიმარტოვე როცა ნისლიან ნავსადგურს ხატავს, წასული გემის სევდა ვათოვე ჩვენი ნიშნობის ცარიელ ქაღალდს. ნისლი ნისლია, მოალბობს განცდას, როცა იმედი ტალღებში მიქრის, და თუ ცხოვრება იმ სიზმარს ასცდა, შენია წვიმა, ნისლი და ფიქრი. მევიოლინეს მიჰყავდა გემი. საითაც მხოლოდ ნისლები ჩანან... და სრიალებდა სიმებზე ხემი, როგორც მაჯაზე გასმული დანა. ვწერდი დილამდე, მოდებულ ხავსით, გახსნილ მაჯიდან დადენილ წვეთით და ჰორიზონტის ბოლოში დავსვი გემი, რომელიც მოჰგავდა წერტილს. _გათავდა ძველი, ახალი მხოლოდ_ რეკდა საყურე ზარით წყვეტილით და ჰორიზონტის სტრიქონის ბოლოს გამკრთალი გემის დავსვი წერტილი. დათო მაღრაძე -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მარინე |
![]()
პოსტი
#297
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 ![]() |
მინდა თოვდეს,
ქსოვდე წინდას... ბედი გვქონდეს თოვდეს მინდა. მინდა ოდენ მეჯდე წინ და მე ლექსს ვქსოვდე შენ კი - წინდას. რატი ამაღლობელი -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
მატასი |
![]()
პოსტი
#298
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
მკაფიო ფერის თამამი კილო
გახუნებული ნისლის შვავებით ხის ჩარჩოებზე გაჭიმულ ტილოს ეღვენთებოდა თავშეკავებით. ექო, რომელიც მთებმა გალეწეს აღწევდა მაინც _ დაჭრილი მტრედი, მოლბერთსაც როგორც ფერთა სარეცელს სწვდებოდა ფერი მოტუსულ ფრთებით. არწევდნენ სიტყვებს მკრთალი ნავები. მედღაბნებოდა ქაღალდზე ნატვრაც, და რადგან ნისლის ბარდზე დავები, სველი ნაწერი გავშალე აფრად. ჩემი ხომალდი დაიძრა ასე: წყალში შესულმა შევბედე პანტომს, და უკვე ახალ მოტივით ვავსებ ძველ ნავსადგურის ნისლიან ფართობს. შენი ფანჯრიდან გადმოღვრილ შუქში ამოვლებული და გალუმპული ვდგავარ და დამდის, ისე ვით გუშინ ჩანჩქერის ქაფი ოქროს ბუმბულის. და შენც აბზინებ სხეულში გოგოს,_ დეკაზე ბჟუტავს სხივი სადაფის. და გვიმსაპინძლებს ისევე როგორც, ნიშნობის ღამეს გრილი სარდაფი. დათო მაღრაძე -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#299
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
_MATASI_
ლამაზი ლექსია -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
T.L. |
![]()
პოსტი
#300
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით. ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა, ქრსიტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა; დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა, იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?! ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი, ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა - რამდენი. ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა, ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა! მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა და წარსული სიმზრად მექცა, მომავალი - ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება. ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს? ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი - იმედებს. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს, ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს; თუმცა შუბლზე სამარცხვინო დაღი მინდა დავაკრა, ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა. შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს, ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს. რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 05:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი