სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jul 3 2024, 01:21 PM
პოსტი
#2901
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პოეზიის მომხიბლაობა რაში მდგომარეობს? ისევ და ისევ რიტმში, რომელიც ადამიანის სულს იტაცებს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 13 2024, 08:05 PM
პოსტი
#2902
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დაგვიანებულ თოვლს
"მე უკვე ზამთრის კალენდარს ვხევდი, ვესალმებოდი დღეებს მზიანებს, როცა უეცრად მაინც მოხვედი და მკითხე: "ხომ არ დავიგვიანე?!" მე, გიპახუსე... მე, გიპასუხე... თუმცა, არა, არ მიპასუხია!.. არც კი ვიცოდი, რა მეპასუხა - დრო გვქონდა კიდევ, თუ იყო გვიან?!. ჰოდა, უბრალოდ, გავჩუმდი მაშინ და ყველაფერი უფალს მივანდე... იმ დღეს ყვავილი გეკეთა თმაში, იმ ღამით შენზე ვწერდი დილამდე..." /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 14 2024, 07:44 PM
პოსტი
#2903
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნარცისი
"ტყის პირას, მწვანედშეფერილ ველად, თავს იწონებდა ერთი ნარცისი. ლამაზი, როგორც ყვავილი ყველა, თავად რომ თვლიდა, თუმცა - არც ისე! თავის სურნელით მოხიბლული და შეყვარებული თავზე, ნეტარი, ვერ მიმხვდარიყო, მისი გულიდან რად არ მიჰქონდა ფუტკარს ნექტარი..." /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 14 2024, 08:03 PM
პოსტი
#2904
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...
ბოლოს, ისევ ჩემს კალამს მივმართე: "თქვი-მეთქი, ბედში რაც მიწერია?" თქვა: პოეტს ლოცვა ლექსებით მართებს, ყველა პოეტი ერში ბერია!" /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 14 2024, 08:27 PM
პოსტი
#2905
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იოანას
(პირველ შვილს) "მალე ცხოვრების კარს შემოაღებ და ჩემს სამყაროს მოევლინები. მომნუსხავს შენი პირველი "აღუ". მა (შე გოჭო) და რასაც ინებებ - შენი მამიკო წამსვე გაგიჩენს! თავს არ დაზოგავს, ყურებზე ივლის... და მერე, როცა პირველ ნაბიჯებს გადაადგამ და თვითონ გაივლი. გზად ფიანდაზად დაგეფინება, რომ მის სხეულზე, გულზე იარო. და შენ რომ გულით გაგეცინება - მაშინ ნახავენ მასაც მხიარულს. მაგრამ იცოდე, მა, სიხარული მაშინ იქნება, ჩემი, სავსებით, თუკი სხეულით, სულით და გულით - ყველაფრით დედას დაემსგავსები..." /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 15 2024, 12:48 PM
პოსტი
#2906
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
" - ასე რად ტირი, წვიმაო, ხომ არაფერი გტკივაო? - ამდენი ჭირის შემყურეს, მაშ, ცრემლი არ მომივაო? - თოვლო, წვერშეთეთრებულო, გული რამ გაგიცივაო? - ქვეყნის ჭუჭყი რომ დავმალო, ფიფქები იმად მცვივაო! - მიწავ, შენ ჩუმად რადა ხარ, ღრმად ხომ არ ჩაგეძინაო? -არ მძინავს ადამიანთა ცოდვებმა დამამძიმაო! - სადა ხარ, სავსე მთვარეო, ნათელო, მოელვარეო? - თქვენთვის რომ აღარ მეცქირა, ღრუბლები ავიფარეო! - მზეო, შენ რაღა გაცინებს, შენ რაღამ გაგახარაო? - ვხარობ, რომ მაინც უყვარხართ ღმერთს, ვით მწყემსს თავის ფარაო" /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 15 2024, 01:13 PM
პოსტი
#2907
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ შენ არ მოხვალ
"მოდი, აქ ღმერთი ისე ახლოა, შენთვის აქ არის სითბო ულევი. მოდი, აქ შენი სამოსახლოა, აქ ჩემად მხოლოდ შენ მეგულები. ღმერთო, როგორი ტკბილი განცდაა, ამას ამდენ ხანს რად მიმალავდი? ის არც დედაა და ის არც დაა, მაგრამ ჩემია სისხლ-ხორც-ძვალამდი! მოდი, მე, მინდა ერთად დავიწყოთ, ერთად დავიწყოთ, ანუ ვანათოთ. არ მიპასუხო - "მერე...", "დაიცა..." გესმის?! წამიც კი აღარ გადავდოთ! მოდი, ლოდინს ნუ გამიამინდებ, ამ სამყაროში მარტო ვეცემი! თუ შენ არ მოხვალ, სხვა მე არ მინდა, - წავალ და ბერად აღვიკვეცები!" /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 12 2024, 10:20 AM
პოსტი
#2908
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ო, როგორგ მინდა მიყვარდეს ისევ..
ყელთან მომადგეს გული ბრაგუნით.. მიყვარდეს ცამდე…მიყვარდეს ისე, რომ სულში ატყდეს …აურზაური.. ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ.. თვალებში ჩადგეს სხივი ..ნათების, დაღამდეს ფიქრში…ლოდინით გზისკენ, გათენდეს დილა გამონათების… ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ, ისე მიყვარდეს, როგორც ოდესღაც… რომ დანახვისას დავმუნჯდე მყისვე, რომ ჩახუტების მკლავდეს ოცნება… ო, როგორ მინდა მიყვარდეს ისევ… თუმცა კი ვიცი..გავუძლებ ვერას..?! ქარიშხალივით მოვარდნილ ზვირთებს, ქარიშხალივით მოვარდნილ სევდას.. და მაინც მინდა…მიყვარდეს ისევ.. მესმოდეს სუნთქვა ჩქარი და წრფელი, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელს მგვრიდეს მისი თვალების სიღრმე და ფერი… და მაინც მინდა….მიყვარდეს ისევ… დავამარცხებდი შიშს და ზმანებას., რომ კიდევ ერთხელ შემეგრძნო სულში მე სიყვარულის შემობრძანება……. და მაინც მინდა…. მიყვარდეს…ისევ.. მიყვარდეს ჩემთვის…თუნდაც,…არ თქმულად… რომ დარჩენილი სიცოცხლე ღირდეს ამ სიყვარულის დღესასწაულად‼️… ნატო გელაშვილი 2024 პარიზული არდადეგები… -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 11 2024, 12:31 PM
პოსტი
#2909
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
ისევ ტკივილით ფითრდება სახე, ისევ უძილო ღამით ვევნები... დარდის ფრინველი სულის ფრთებს მახევს და მწიფდებიან ცრემლის მტევნები. ვერ დავეხსენი ჩაკეტილ წრეწირს, სიმშვიდე ისევ უცხო ხილია... აუხდენელი ნატვრები მეწვის, უფალო, გული რა დაღლილია... მესმის ტკივილი და დაღლაც მესმის, მაგრამ ამდენი? მაგრამ ამხელა? - ან მომეც, ღმერთო, სინათლის ხემსი, ან ამიკრძალე თვალის ახელა! 11.12.24 /მარიამ კოზმანიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 17 2024, 11:28 AM
პოსტი
#2910
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
მიმუხთლეთ ყველამ, მოგენდეთ ვისაც... დღეს ტკივილებით ვარ შენისლული... ვწუხვარ, გარეგნულ იერის მიღმა ვერ დაინახეთ თქვენ ჩემი სული... სასაცილოა ყოფნა მიწაზე... დაბურულია სიბრმავით სივრცე... ცას ელტვის ჩემი დაღლილი გული და გასათბობად ლაჟვარდებს იცმევს. /მარიამ კოზმანიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 9 2025, 08:49 PM
პოსტი
#2911
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პოზია არის მეტყველი მხატვრობა და მხატვრობა არის მუნჯი პოეზია"
/პოეტი და მხატვარი თამარ ლომიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 19 2025, 03:55 PM
პოსტი
#2912
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რიუნოსკე აკუტაგავა ამბობს: კარგი პოეტი იმის მიხედვით კი არ ფასდება თუ რა თქვა - არამედ იმით, თუ რა არ თქვა..."
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 8 2025, 12:22 PM
პოსტი
#2913
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხე მსხმოიარე
აქ არის ჩვენი მიწა აღთქმული, აქ პოეზია ხატად ესვენა, აქ იღვრებოდა სული ქართული ამოხეთქილი მზედ და ლექსებად. და ჰგავდა იგი გრიგალს მღელვარეს, ვერ დაოკებულს ჟამთა ხუნდებით და კავკასიის მაღალ მწვერვალებს შვენოდა ბრწყინავ იაგუნდებით. ფაფარაშლილი შმაგი მერნებით ვარსკვლავეთისკენ ბევრჯერ გასცურა და თბილი ქარვაც ვაზის მტევნების შემოდგომის მზემ შიგ ჩააწურა. ჟამსა ბრძოლის თუ ჟამსა ლოცვისას, გულებში ცხელი ლექსით ვიარეთ და პოეზია - ხე სიცოცხლისა, კვლავ დგას უჭკნობი და მსხმოიარე. მისი ფესვია "მოყმე და ვეფხვი" და რუსთაველი მისი ტანია, ათას მეწყერთან და მეხთან შეხლილს ტოტები ცისკენ აუტანია. ისევ შრიალებს, ისევ სულში გვაქვს საუნჯე, ბედმა რომ გვიწყალობა და ეფინება სივრცეს მუსიკად, ლოცვად, სიმღერად და ტკბილ გალობად. მისით ცოცხლობდნენ და სასოებდნენ, ჩვენც მისით ვკურნავთ სულის იარებს, ღმერთო მაღალო, ამ ხის რტოებზე ერთ მწვანე ფოთლად მეც მაშრიალე. /ენვერ ნიჟარაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 9 2025, 08:38 PM
პოსტი
#2914
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გასაუბრება წმინდა მამებთან
თქვენ დიდ შატბერდელთ, ხანძთელთ, ათონელთ, მუხლს გიყრით კრძალვით და მოწიწებით, ვინც ერზე ფიქრში ღამე ათენეთ, და ივერიის მზეს იფიცებდით. ნეტავ თქვენს გვერდით მეც მემუშაკა, მეც დამყოლოდა თმენა იობის, სათნოებისთვის მეც მეგუშაგა ამქვეყნად ერთხელ თუ მოვდიოდი. მერე რა, თუკი არ ვიქნებოდი, თქვენებრ ბრძენი და თქვენებრ ტიტანი, ერთგულ შეგირდად დაგიდგებოდით, მწყურვალთ წყალს მაინც ხომ მოგიტანდით. მეც თქვენთან ერთად ვიმარხულებდი და შეყუჟული თქენს დიდ ნათელში, ვიშრიალებდი დაუსრულებლივ პალიმფსესტებში და ეტრატებში. აი, გალობა ისმის ოსანის, მეც თქვენს გვერდით ვარ, და ღვთის კაცი ვარ და ვსწავლობ თქვენგან სამშობლოსათვის შრომას, სიმტკიცეს და თავგანწირვას. /ენვერ ნიჟარაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 27 2025, 09:32 PM
პოსტი
#2915
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
სუფთა ხარ, როგორც ანკარა წყარო... გამონათება ზეცისა ლურჯი... შენ აფერადე ჩემი სამყარო ყველაზე წმინდა ფერების ფუნჯით! /ცისფერმანდილოსანი (ანა გიგაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 29 2025, 07:59 PM
პოსტი
#2916
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რა მინდა?
რა მინდა? - ხვალიდან ვიცხოვრო თავიდან... ტკივილი საიდან? - უკუნი ღამიდან! გავიდა ხანი და ის გრძნობა წავიდა, რომელიც წამიდან წლებამდე ავიდა... საწუთრო, ჟამი და დროება ბრალიდან, მოწყენილ თვალიდან ნისლებით მბანიდა... ცრემლების ღვარი და ცვარ-ნამი მკვალიდა, მზე თითქოს ჩავიდა, ინათა მთვარიდან! და კიდევ, რა მინდა? - არ მქონდეს ვალი და... ცოდვანი ღამიდან, შობისა წამიდან. კვლავ მინდა, კვლავ მინდა, რეკავდეს ზარი და მოვიდეს თავიდან, ვინც ცაში ავიდა!!! /ცისფერმანდილოსანი (ანა გიგაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 2 2026, 06:50 PM
პოსტი
#2917
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,346 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შვიდფერა
დადგება ჟამი, მე შენთან მოვალ, ულევ განძეულს გავითავისებ... ისევ დამფინე ფიქრების თოვა და მომავალი რწმენით ამივსე! შენ ამიგრილდი უდაბნოს მზეში, ლოცვით ნაჩქეფი წყარო მაწილე. ზეციურ მადლის ნიჭებთა თქეში, ოქროს ცრემლებად ჩამომაწვიმე. ვერ ვუმზერ მთაზე ფერისცვალებულს, თვალთა ნისლები ნათლით კრთებიან... ყოველ გულისთქმას ჩემში წამებულს წლები უსისხლოდ ეხეთქებიან! ფერფლიდან აღდმგარს ვეძებ და ვუხმობ, მიწას არ ძალუძს გაჟღინთვა მისი... მჯერა შენ გესმის, მხოლოდ შენ, უხმოდ გულში ნაშობი ჭრილობა ისრის! შვიდი ფერიდან იშვი და მნათობ, წარღვნის კლანჭები მოიჭრა ძირში. ასე მგონია, უღვინოდ მათრობ და მელანდები აჩრდილად ძილში! გიხილე მჯდომი ცაცხვის კალთებში, მის ფოთოლცვენას ახლაც ერთვები... გხედავ დაბურულ მწვანე კვართებში, ხარ მათ სუნთქვაში შენაერთები! მაგრამ, დეკემბრის სიცივეც შენ ხარ, ზოგჯერ ზაფხულის ცხელ დღესაც ზამთრობ... ნეტავ, ვიცოდე რა მელის მე ხვალ, რომ ასე შორს ხარ, თუმც ძლიერ მათბობ! /ცისფერმანდილოსანი (ანა გიგაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th February 2026 - 02:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი