IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 24 2007, 09:56 PM
პოსტი #301


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



t.l.
ძალიან ლამაზია, შენი დაწერილია?


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2007, 11:29 AM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯერ კი ადრეა, ბროლის ნატვრევებში
ბრწყინავენ ცისარტყელას ლამაზი შოლტები,
წუთისოფელში წუთით მოსული
წუთი გშორდები, გშორდები, გშორდები."

გივი ალხაზიშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მააგდაა
პოსტი Jan 27 2007, 09:55 PM
პოსტი #303


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 27-January 07
წევრი № 951



***
აშენებაა ძნელი ,თორემ ნგრევა რა უნდა;
გამთელებააძნელი, თორემ მსხვრევას რა უნდა;
გაცოცხლება თქვი, თორემ სიკვდილს წამები უნდა.
სიკეთე მითხარ, ბოროტება?_ არავის უნდა

მე ღმერთს ვადარებ, ვინც დამსხვრეულ გულებს ამთელებს,
ვინც კი არ ანგრევს, სიყვარულის ტაძარს აშენებს;
მე მზეს ვადარებ, ვინც სუკეთის ნერგებს აცოცხლებს
და თბილი გულით მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს.

ნანა მახიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 27 2007, 10:08 PM
პოსტი #304


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



t.l.
ეს ლექსი ძალიან მეცნობა. აშკარად წაკითხული მაქვს ადრე.... ავტორი გამახსენე, თორემ თავი გამისკდება ფიქრით rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jan 27 2007, 10:18 PM
პოსტი #305


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა ,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა ,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა ,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა ,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა .

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი ,
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ .

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები .
უფლის განაჩენი არ იყო სადაო .

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი ,
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა ,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა :
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები ...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო ,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად .
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი ,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად ,
ანდებად ,
თუ კავკასიონის მთებად ,
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია .
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი.....

იოსებ ნონეშვილი

ეს ლექსი სკოლაში რომ მივედი მაშინ ვთქვი smile.gif ძალიან მიყვარს ...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 27 2007, 10:21 PM
პოსტი #306


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

t.l.
ძალიან ლამაზია, შენი დაწერილია?

არა რას ამბობ.... blink.gif


მარიამი
თუ არ ვცდები გამსახურდიასია....

ლურჯი მადონა

ვით აბრეშუმის ფარდა, ნისლები
ღამით ჩამოწვნენ ჩემს ფანჯარასთან.
იდუმალებამ მოიცვა არე
და მდუმარება აამეტყველა.

ახლა შეშლილი ფიქრების დროა
და ატყორცნილი ცისკენ ტალღების.
ახლა ფენილა ცის ნეტარება
და შორიახლოს ამღერდა გედი...

გული მოელის შენს გამოჩენას,
სულ უფრო მეტად მენთება სული,
სულ არ მაღელვებს შენი სიშორე -
მე შენი ხატით ვარ დასუდრული!

ღამის ოცნება მიტაცებს შენსკენ,
მიტაცებს ჩუმი მელოდიებით.
ამ სიჩუმეში აჟღერებულა
გალობა შორის მოახლოების.

შენი ქალობის და ქალურობის
ვარ მოტრფიალე სავსე ფიალით!
შენით ვარ სავსე, როგორც ამ ღამეს,
სავსეა არა იდუმალებით!

ნეტავ, შემეძლოს შენი დახატვა
და ბოდიჩელის მქონდეს ხელები!..
ძვირფასო, შენ ხარ ლურჯი მადონა
თეთრი აფრებით გარშემორტყმული...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდა
პოსტი Jan 27 2007, 11:15 PM
პოსტი #307


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-December 06
წევრი № 669



***
თვითონ რომ იკლებ და სხვას
ძმურად რომ უნაწილებ,
მე ეს მგონია მხოლოდ სიკეთე.
გულს დარდი გივსებს,
მაინც სხვის დარდს რომ ინაწილებ_
მაშინ იმ გულშიც ბუდეს იკეთებ.
თვითონ იქცევი და სხვას მაინც
ხელს რომ აშველებ_
ალბათ ესაა მართლაც ქველობა,
შენი იმედით სხვა რომ
რწმენის ტაძარს აშენებს_
მე მიმაჩნია ეს სულგრძელობად.

ნანა მახიტაშვილი

***
თუ კეთილი ხარ,
მიტევებაც შეგეძლოს უნდა,
რამეთუ გულში ჩარჩენილი ყოველი წყენა
ბოროტების დასაწყისად იქცევა მუდამ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 27 2007, 11:40 PM
პოსტი #308


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ულამაზესი ლექსია IPB-ს სურათი


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Jan 28 2007, 12:45 AM
პოსტი #309


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



მაგდა ძალიან მომეწონა ეგ ლექსები smile.gif

მირზა ხოსროშვილი

სიკეთე

სიკეთე რა არის? - სიკეთე ზღვა არის
ამ ზღვაში დახრჩობა მართლაც ხსნა არის.
სიკეთით კვდები? - სხვა რაღა გინდა,
ამაზე კარგი ქვეყნად რა არის.

თუ კი ოდესმე ცხოვრების გზაზე
შენ ტანჯვის ჯარი შემოგესია,
არ დამარცხდები, თუ კი ჯერ სული
ბოროტისათვის არ მიგიცია,

თუკი ჯერ კიდევ გული სიკეთით
და სიბრალულით შენი სავსეა,
დაიჩაგრები, მაგრამ ცოტა ხნით
ცხოვრების წესი დღეს ხომ ასეა.

მაინც არ მისცე შენ სული ბოროტს,
ფული სიყვარულს არ ამჯობინო,
საწყალს თავისი სისაწყლე მაინც
იცოდე არასდროს არ აგრძნობინო.

მაშინ იქნები კაცი, როდესაც
სხვის გულის წუხილს გულთან მიიტან,
თუკი ვაჟაცთა სასაფლაოზე
კეთილი გულით ვარდებს მიიტან.

იყო კეთილი - იცი რა არის?...
- მარტო სიტყვები არაფერია,
სიკეთე, სიყვარული და წრფელი გული
ამაზე კარგი არაფერია.
2/02/2004.


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jan 28 2007, 03:49 PM
პოსტი #310


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



სამების ძალა გფარავდეს,
დაშენებულო კლდესაო,
სალოცავებით მოფენილს
როგორ გაგიჭირდესაო?!
გიყურებთ, გული გვიტირის,
ჩუმადა ვყლაპავთ ცრემლსაო,
ვიღვიძებთ, არა გვგონია
მლოცველი მოგაკლდესაო,
ყველა ტაძარი გახსენებს,
ყველაწმნინდაა დღესაო.
გვაკურთხე კომონის ძალავ,
საინგილოდან ქურმუხო,
გონიოს ციხევ, იკორთავ,
ვაჟკაცმა როგორ გიმუხთლოს!
გვლოცავს გიორგის ტაძრები,
მცხეთას დაგვყურებს ჯვარიო,
კიდევაც შეიკრიბება
დიდგორს დავითის ჯარიო!
გელათი გმირებს მოითხოვს,
სამთავრო მთავრობასაო,
მაღლიდან წმინდა მეფენი
არ მოგვაკლებენ მადლსაო,
ჩვენი თუ ვერ შეგვიცნია,
ცრუდ რად მივყვებით სხვასაო,
უფლის ვიწრო გზით ის მიდის,
ვინც გაჰყვა ძველსა კვალსაო.
ანჩისხატი კვლავ გიგალობს
ერი მოსძახის ბანსაო,
ბაგრატი ისევ აღსდგება,
შესძრავს მთასა და ბარსაო!
სანამდის სვეტიცხოველი
ქართლის გულს ელის მკასაო,
სამშობლოს გადასარჩენად
ღმერთი კვლავ მოგვცემს ძალსაო!
ჭეშმარიტი და სიცრუე,
სიწმინდენი და ფულია,
ვინც ერთმანეთში არია,
წარუწყმენდია სულია.
სადაც თვის კვართზე მაცხოვარს
სვეტი აქვს აღმართულია,
სადაც ანდრიას, მატათას,
სიმონს დაუდევთ რჯულია,
ასურელ, ათონელ მამებს
ულოციათ და უვლიათ
იქ სადაც წმინდა ნინოა
ბოდბეში დაკრძალულია
იმ მიწის ყიდვა-გაყიდვა
სასტიკად აკრძალულია!
გონს მოდით, ღვიძავს ანჩისხატს,
ახსოვს სიონის ღვთისმშობელს,
ათასმა საცხონებელად
ჩვენთვის ხომ სისხლით იშრომეს!
თუ შენი სისხლი გაყიდე
უკეთესი რა იშოვე?!
ხევში გერგეთის სამება,
მყინვარს ბეთლემის კელია,
სიწმინდეები გვიხმობენ-
აღვსდგეთ ერი და ბერია!
ერთი პირითა ვილოცოთ,
ერთობით ვძლიოთ მტერსაო,
ერთად შეკრებილს დაგვხედავს,
გაუხარდება ღმერთსაო;
მას ძალუძს ცეცხლის ცვრად შეცვლა,
ის ამოგვიყვანს მზესაო,
ღვთისმშობლის შვიდი სამთავრო
დაუდევთ საფასესაო,
ივერიისა სიწმინდე
ჰგონიათ იყიდესაო?!
ბოროტი რისთვის ირჯება,
ტყვილა რად იქნევს ხელსაო,
სამშობლოს ვერვის დავუთმობთ,
სანამ მკერდს გული ძგერსაო,
სანამ სამებას სამი ხმა
ერთხმად უგალობდესაო,
სანამ დედა ღვთისმშობელი
არ გვაკლებს საფარველსაო,
სანამ უფლის ხატს ვღაღადებთ:
ქრისტე ღმერთო
შენ გესავო!



--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Jan 28 2007, 05:35 PM
პოსტი #311


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



დღეს!

ჩვენი სიცოცხლე ერთი დღე არის
არ ელოდო რომ ხვალეც იქნება,
თუ ეს ერთი დღე დაკარგე უქმად,
მაშ ხვალინდელიც დაიკარგება.
რადგან არ იცი_ხვალე იცოცხლებ?
და მეორე დღე გაგითენდება?
მხოლოდ დღეს ცოცხლობ და დღეს არსბობ
და ხვალინდელიც კვლავ "დღეს" იქნება.
სიცოცხლე დღეს გაქვს და დღეს სულდგმულობ,
განა იცი ხვალ რა გელოდება?
თუ შენ დღეს ცოცხლობ, ეს არ ნიშნავს რომ
ხვალეც ასევე განმეორდება.
ხშირად იფიქრე რომ დღესვე კვდები,
როგორ წარსდგები უფლის წინაშე?
აღარ გიშველის ის შენი ხვალე
და ყოველივეს მაშინ მიხვდები.
დღეს ხარ? არსებობ? სიკეტე თესე,
ნუ აცდენ უქმად ამ ბოძებულ დღეს,
ილოცე სულის გადასარჩენად,
ენდე მხოლო შენს, შემქმნელ უფალ-ღმერთს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2007, 04:15 PM
პოსტი #312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვალერიან გაფრინდაშვილი
სანტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მააგდაა
პოსტი Jan 29 2007, 05:59 PM
პოსტი #313


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 27-January 07
წევრი № 951



***
ვინც გიყვარს, მისგან იის ერთი ღერიც გვახარებს,
იქნება სხვისგან მილიონსაც არ ჰქონდეს ფასი;
ვინც მეტად გიყვარს, მისგან მცირე წყენაც გვაწამებს,
სხვისგან იქნება, შხამით სავსე დავლიოთ თასიც.

სიკეთის ფასი

სიკეთის ფასი ქვეყნად მართლაც არაფერია.
რამდენჯერ ერთი თბილი სიტყვა
გულზე მალამოდ მოგვცხებია,
ერთი კეთილი გაღიმებით
ო, რამდენ ტკივილს მოვრევივართ,
საქმე ხომ, საქმე სიყვარულით, სიკეთით ქმნილი
უფრო წმინდაა, უფრო სათნო და უფრო დიდი
ისე, ვით ღვთისკენ მიმავალი სამოთხის ხიდი.
სიკეთის ფასი
ქვეყნად მართლაც არაფერია
ვთესოთ სიკეთე
ჯოჯოხეთში რა დაგვრჩენია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 31 2007, 10:14 PM
პოსტი #314


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



თქვენ კაცის გული უნდა ნახოთ, თუ ცნობა გინდათ.
სახით არა თქვათ, როგორია - კარგი თუ ავი!
ზოგი ზანგია - სახით შავი, და გულით წმინდა,
ზოგი თეთრია - გარეთ თეთრი და შიგნით შავი.

ვალთერ ფონ დერ ფოგელვაიდე


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 31 2007, 10:43 PM
პოსტი #315


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ვაგორე ქვეყნად - ნეტარი, მკაცრი
დიოგენივით - მეც ჩემი კასრი.
ხან მასხრობაა, ხან არის აზრი,
ხან სიყვარული, ხან ხმალი ბასრი,
ხან ფერფლია და ხან ენა ხანძრის,
ხან არარაა, ხან რაღაც არის.
ასე ვაგორე - ბრძენი და მკაცრი
დიოგენივით მეც ჩემი კასრი.

***

ნურც დაუდგები ბედს ჯიქურ წინა,
ნურც გაექცევი! იმედით სავსე
წინ შეეგებე ლაღად და მშვიდად,
გაგიყოლიებს ცხოვრების გზაზე.


***


მორცხვი სულ ითმენს და იჩაგრება,
თავხედს მოუვა მარად ზიანი;
ჩანს, შუქი შუქი მაინც ჩაქრება,
თავხედი ხარ თუ თავაზიანი.


***


თუ გსურს ცხვრება წყნარი და გრძელი,
არ გაიხსენო ტკივილი ძველი;
არ დაიდარდო, ერიდე წყენას;
აწმყო იწამე, ეძალე ლხენას,
კაცთმოძულებით არ დაზიანდე
და მომავალი უფალს მიანდე!


***


მუდამ წყნარი და ხალისიანი,
საყვარელი და თავაზიანი,
ბუნებრივი და თანაც ჭკვიანი -
ასეთი უნდა ადამიანი.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტი იოჰან ვოლფგან გოეთე


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 2 2007, 01:59 PM
პოსტი #316


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134





ტანო ტატანო



ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2007, 02:09 PM
პოსტი #317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რატი ამაღლობელი

* * *

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 2 2007, 02:55 PM
პოსტი #318


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



"თუ არის რაიმე, თუ არის...
თუ არის რაიმე, გფარავდეს...
გათავდა...გათავდა...გათავდა...
მარადის...მარადის...მარადის...
იწყება სანთლების ციმციმი...
და ბოლოს... ისინიც ქრებიან...
ხეები ეძებენ ერთმანეთს
და ღამეს მარტო არ ხვდებიან...
მზის დისკო ნაზია, მკრთალია...
უღონო, ვერცა რის მშველელი
და მხოლოდ ერთია ნუგეში-
ლამაზი ბაკმი აქვს ვენერას...
იწყება სანთლების ბრიალი...
თუ არის რაიმე, გფარავდეს!"

ანა კალანდაძე


ჩუმი ვარ, როცა ჩემს ლურჯ წყალზე თვლემს მთვარის სხივი;
მაშIნ ჩემს სულში მარგალიტი ციმციმებს ცივი...
როცა მძვინვარე ქარიშხალი ბორგავს ჩემს მკერდში
და როცა ხშირად ხომალდების გზა-კვალსაც შევშლი,
ესეც იმიტომ, რომ ... ურიცხვი განძია ჩემში


ანა კალადაძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2007, 03:50 PM
პოსტი #319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

როდემდის

როდემდის უნდა ჩვენ არ ვცსნობდეთ სიცოცხლის ფასსა?
როდემდის არ ვსცემთ ღვთიურს ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?
მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ
და მის აქ ყოფნას ამოებად რისთვისა ვსახავთ?
ძრწოდე, სულელო! ნუთუ ქრისტის არ სცნობ სიტყვათა,
ნუთუ შენს თავსა, მტვრითა შექმნილს, ჰხედავ კვლავ მტვრადა
და შენს სიცოცხლეს, ამ უკვდავ ნიჭს - მტვრის თანამგზავრად?
რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს, ქრისტემ სთქვა ცხადად...
ნუთუ არ იცი, რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბრძანა: „ვითა მამა ზეცის, იყავ შენც სრული“.

1-სა აღვისტოს, 1858 წელსა,
ს. ტიარლევო



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 2 2007, 08:17 PM
პოსტი #320


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



"რა უსიტყვო ნაღველს მალავს სული ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს , როგორც ქალაქს, ანდა მის გარებუნებს,
აწვიმს მიწას, და სახურავს და შრიალით ავივსე,
სევდა, სულში ჩასახული, უკრავს წვიმის კლავიშებს.
ცხოვრობს სულით ეს ობლობა ჩუმი წვიმის მეზობლად,
სულში ჩაჯდა, ვით ობობა, სევდის უმიზეზეობა,
და მით უფრო არის მძაფრი უმიზეზო ნაღველი,
არსაიდან რომ არაფრით არის ნაკარნახევი!"

პოლ ვერლენი


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 05:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი