![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Floyd |
![]()
პოსტი
#321
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
ჩემი ლექსი
![]() სულ პაცაცუნაა. ბავშვი რომელიც გლდანშია ან წყურია და ან შია ![]() ![]() ![]() -------------------- And the times , they are all changin' ...
|
marine |
![]()
პოსტი
#322
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ლადო ასათიანი
გულბაათ ჭავჭავაძე უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა, აზვავებული შემოდომა ბეღლებს ჩაბარდა. სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად. დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა, დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა: ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები, ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ. მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან, მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა, თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა. * სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები, მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები. მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მთვრალი კაცები, ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები. და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა, როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა, როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, - მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია, გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე, და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე: - კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება გამილევია და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია. - ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადარჩა მარტო, ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს. შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა, წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“ სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა, თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა, წაიბორძიკა, წაიფორთხილ-წაიბანცალა და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი, აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში. ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა, თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა. გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში და სუფროს ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი. თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია, ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“ 1942 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#323
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ღელავდნენ...
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები, მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი, ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები, თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი. ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით, ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები, ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით, პირველი და დიდი გენია ვიქნები. გალაკტიონი -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#324
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მოთხრობების თემა ვეღარ ვიპოვე ამიტომ აქ ვანთავსებ
![]() პატარა უფლისწული XXIთავი ამ დროს მელია გამოჩნდა. - გამარჯობა, - მიესალმა მელია პატარა უფლისწულს. - გაგიმარჯოს, - თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. - მე აქა ვარ, - გაისმა ხმა, - ვაშლის ხის ძირას. - ვინა ხარ? - შეეკითხა პატარა უფლისწული, - სანდომიანი იერი გაქვს... - მე მელია ვარ, - მიუგო მელიამ. - მოდი მეთამაშე, - შესთავაზე პატარა უფლისწულმა, - ძალიან უბედური ვარ. - შენთან თამაში არ შემიძლია, - მიუგო მელიამ, - მე მოუშინაურებელი მელია ვარ. - მომიტევე, - უთხრა პატარა უფლისწულმა. და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა: - არ არის „მოშინაურება“? - შენ აქაური არ უნდა იყო, - უთხრა მელიამ, - რას დაეძებ აქ? - ადამიანებს დავეძებ, - თქვა პატარა უფლისწულმა - რა არის „მოშინაურება“? - ადამიანებს, - თქვა მელიამ, - თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ? - არა, - მიუგო პატარა უფლისწულმა. - მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“? - ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს. - მიჩვევას? - სწორედ მაგას, - მიუგო მელიამ. - შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის... - მგონი მიგიხვდი, - თქვა პატარა უფლისწულმა... - ერთ ყვავილს ვიცნობ... მან, მგონი, მომიშინაურა... - შეიძლება, - მიუგო მელიამ, - რა არ ხდება ამ დედამიწაზე. - ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, - თქვა პატარა უფლისწულმა. მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო. - სხვა პლანეტაზე მოხდა? - დიახ. - მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე? - არა. - საინტერესოა! ქათმები? - არა. - სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, - ამოიოხრა მელიამ. და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას. - ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში... მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა. - მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს. - სიამოვნებით მოგიშინაურებდი, - მიუგო პატარა უფლისწულმა - მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო. - მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, - თქვა მელიამ. - ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე. - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან. - უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, - უთხრა მელიამ, - მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და, რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო. - რიტაული რა არის? - შეეკითხა პატარა უფლისწული. - ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, - მიუგო მელიამ. - რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს - დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს. ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე. - ო!.. - ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ. - შენი ბრალია, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე... - მართალია, - თქვა მელიამ. - ახლა კი უნდა იტირო! - მართალია. - მერე და, რა მოიგე? - დიახაც მოვიგე, - მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე. და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა: - წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება. პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა. - თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, - უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, - თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე. - თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად. ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს. - თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, - განაგრძო მან. - არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია. და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა. - მშვიდობით... - უთხრა მან მელიას. - მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. - თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. - თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის. - თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. - ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე... - ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. XXII - გამარჯობა, - თქვა პატარა უფლისწულმა. - გაგიმარჯოს, - მიუგო მეისრემ. - რას აკეთებ აქ? - შეეკითხა პატარა უფლისწული. - მგზავრებს ვანაწილებ, - მიუგო მეისრემ, - ათას-ათას კაცად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ. ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა. - სად მიჰქრიან? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - რას დაეძებენ? - ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, - მიუგო მეისრემ. ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით. - უკვე გამობრუნდნენ უკან? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - ესენი სხვა მგზავრები არიან, - მიუგო მეისრემ. - არ მოსწონთ ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ? - არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, - მიუგო მეისრემ. ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა. - ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - არავის არ მისდევენ. - მიუგო მეისრემ. - მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი. - მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, - თქვა პატარა უფლისწულმა. - ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. - ისინი ბედნიერები არიან, - თქვა მეისრემ. -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#325
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ლილიანა
ძაან მაგარია ლილ ![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
თათი87 |
![]()
პოსტი
#326
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. ციტატა ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება ამიტომაა ადამიანი ყველაზე სასტიკი არსება სულიერთა შორის! როცა სხვის სიყვარულს ვერ აფასებ ... სხვის გრძნობას ეთამაშები ... (უი, მგონი აგი სიყვარულის თემაში უნდა დამეწერა) ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
Маиа |
![]()
პოსტი
#327
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
ОДЕСМЕ ДИДИ КОПИЛА САКАРТВЕЛО
Чемо твалнатело, чемо санатрело, Одесме диди копила сакартвело. Копила давид-мепе – агмашенебели, Копилан опизреби – гасаштеребели; Копила модрекили, копила цуртавели, Расац мохколиа Шота Руставели… Чемо мимино да чемо пртанатело, Одесме диди копила сакартвело. Копила никопсит – дарубандамде Гаченебули да гамоченебули; Ртоебгашлили да гамочинебули, Копила ор-згвас-шуа агмоценебули. Фие,сакартвелос хколиа васлеби! Тамарс укрепиа сул окрос вашлеби! Теври гвицалдиа, исе гвизардиа, Ром гавмзадебулварт ахал бизантиад. Маграм уцабедад матли ареула, Борбали укугма датриалебула. Чвентвис монголиа пирвели сасджели. Монголс мохколиа турки да спарсели. Турпа сакартвело корнебс цаугиат, Спарсетс да осмалетс шуазе гауквиат. Чашлила твали да джачви чаргвеула, Икалто дакетила, гелати дангреула. Отх мепес Сул сисхлис цремлебит уцремлиа, Отхивес сабрало лексеби уцериа, - Ра дрос лексиа,моуквда патрони! – Хмлит шемоварднила Эрекле-батони… Амас мохколиа: “Вах, дрони! Вах, дрони!” Чемо твалнатело, чемо пртанатело, Одесме диди копила сакартвело! -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#328
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მე თქვენ მიყვარდით და ვინ იცის , გულისგულს იქნებ
დღესაც მინათებს წმინდა სხივი გარდასულ დღეთა , მაგრამ , ძვირფადო , ნუ აჰყვები უამურ ფიქრებს , მშვიდობა სულის მოგანიჭოთ მოწყალე ღმერთმა. მე თქვენ მიყვარდით უსასოო და უიმედო მტანჯავდა ეჭვი , როცა გჭვრეტდით ლაღს და უდარდელს , ერთი მაქვს სულთქმა და მაღალმა ღმერთმა ინებოს , რომ ჩემებრ წმინდად და სათუთად სხვასაც უყვარდეთ . პუშკინი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#329
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
იგივე ლექსის სხვა თარგმანი:
მე თქვენ მიყვარდით: და ვინ იცის, ეს გრძნობა დიდი იქნებ ჩემს სულში ჩარჩენილა, ვით ნათლის სვეტი, მაგრამ მე თქვენი შეშფოთება არ მინდა მითი, და თქვენი გულის დაღონებაც არ მინდა მეტი. მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, უხმოდ, უთქმელად, ხან მოკრძალებით, ხანაც ვიყავ ეჭვით ფარული. მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად, რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული. პაოლო იაშვილის თარგმანი ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ლილიანა |
![]()
პოსტი
#330
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მარიამი
არა რა ორიგინალში უნდა მოვძებნო ეს ლექსი ![]() Ты много жил, я больше пел... Ты испытал и жизнь и горе, Ко мне незримый дух слетел, Открывший полных звуков море.. Твоя душа уже в цепях; Ее коснулись вихрь и бури, Моя - вольна: так тонкий прах По ветру носится в лазури. Мой друг, я чувствую давно, Что скоро жизнь меня коснется... Но сердце в землю снесено И никогда не встрепенется! Когда устанем на пути, И нас покроет смрад туманный, Ты отдохнуть ко мне приди, А я - к тебе, мой друг желанный! ეს ბლოკია ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#331
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ესეც ორიგინალი:
Я вас любил: любовь еще, быть может, В душе моей угасла не совсем; Но пусть она вас больше не тревожит; Я не хочу печалить вас ничем. Я вас любил безмолвно, безнадежно, То робостью, то ревностью томим; Я вас любил так искренно, так нежно, Как дай вам бог любимой быть другим. http://www.litera.ru/stixiya/ - ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საიტი ![]() Ты много жил, я больше пел... Ты испытал и жизнь и горе, Ко мне незримый дух слетел, Открывший полных звуков море.. Твоя душа уже в цепях; Ее коснулись вихрь и бури, Моя - вольна: так тонкий прах По ветру носится в лазури. Мой друг, я чувствую давно, Что скоро жизнь меня коснется... Но сердце в землю снесено И никогда не встрепенется! Когда устанем на пути, И нас покроет смрад туманный, Ты отдохнуть ко мне приди, А я - к тебе, мой друг желанный! ეს ბლოკია ![]() რა კარგია ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#332
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ლილიანა
მარიამი wow ძალიან მაგარია ![]() ![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#333
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
...ძნელია ძნელი, მიატოვო წმინდა სავანე,
სადაც შობილხარ, გიცხოვრია გალაღებულხარ... ასე ფიქრობენ: მსგავსი მხარე სად იქნებაო! სად ვიცხოვრებთო ასე ლაღად და ბედნიერად! მე კი მიმიწევს მაინც გული კავკასიაში! რადგან მსმენია, თითქოს ზღაპრად გამიგონია: რომ იქ მგოსნები მერცხლებივით დანავარდობენ- მათი ხვედრია თავისუფლება! გარდა ამისა, ბავშობაში მიამბეს ისიც, რომ გერმანული ტომი ჩვენთა მამა-პაპათა სამხრეთს წასულა, გაყოლია დუნაის ზვირთებს ჩრდილს დაეძინა მზიან დღეში, და მზის შვილებთან შავი ზღვის პირას გაშლილ ველზე დასახლებულა.- იმდალოცვილი ქვეყნისათვის განა ტყუილად უწოდებიათ სტუმარმოყვარე!- რადგან ესტუმრა კოლხეთს უცხო ხალხი თუ არა, მიუახლოვდნენ უცნობსა და ცნობისმოყვარეს, ზეთისხილის ქვეშ დასდევს თურმე მშვიდობიანად... უცხოდ ემოსათ, უცხო იყო ენაც მოსულთა, და ვერაფერი ვერ გაუგიეს ერთიმეორეს. ის იყო, უნდა ჩამოეგდოთ განხეთქილება, მაგრამ ფოთლები აშრიალდნენ მაცოცხლებელნი, სტუმარ - მასპინძლებს გაებადრა ღიმილით სახე; ერთხანს ერთმანეთს შესცქეროდნენ მშვიდი ღიმილით, მერე მარჯვენა გაუწოდეს ერთიმეორეს. ძმურად გაცვალეს იარაღი, გაცვალეს სიტყვა სიამტკბილობა გადავიდა მამიდან შვილზე, წმინდა კავშირი საქორწინე შეიკრა შემდეგ, იზარდა ტომი... სად ცხოვრობ ახლა, ხალხო, ჩემო სისხლო და ხორცო?... რათა ხელახლა შევკრათ იგი კავშირი წმინდა და მოვიგონოთ მამა-პაპა დაუვიწყარი?.. ფრიდრიხ ჰოლდერლინი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
marine |
![]()
პოსტი
#334
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,796 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რატი ამაღლობელი
მათხოვარი ვარ ცარიელი, - გეუბნები, - აი სრულიად, სული ცარიელ სივრცეებით დაი- სრულია. ხურდაც არ დამრჩა, დამეხარჯა ყველა ხმოვანი, მე უკაცრიელ გზებზე მდგარი ვარ მათხოვარი. ვარ მათხოვარი, უქონელი, გზად მოარული შავი ჯვალოთი. ღამის მსტოვარი, იდუმალი, მის ფარული მე ვარ ჯალათი. გზად მოარული, უქონელი სავსე ვარამით ღამის მსტოვარი, ვითხოვ სინათლეს, შემეწიწთ დამეხმარენით, _ გთხოვთ მათხოვარი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
![]()
პოსტი
#335
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
Ты и Вы
Пустое Вы сердечным Ты Она, обмолвясь, заменила И все счастливые мечты В душе влюбленной возбудила. Перед ней задумчиво стаю, Свести очей с неё нет силы, И говорю ей: как вы милы! И мыслю: как тебя люблю! А.С.Пушкин Александр Блок НЕВЕДОМОМУ БОГУ Не ты ли душу оживишь? Не ты ли ей откроешь тайны? Не ты ли песни окрылишь, Что так безумны, так случайны?.. О, верь! Я жизнь тебе отдам, Когда бессчастному поэту Откроешь двери в новый храм, Укажешь путь из мрака к свету!.. Не ты ли в дальнюю страну, В страну неведомую ныне, Введешь меня - я вдаль взгляну И вскрикну: "Бог! Конец пустыне!" Александр Блок * * * Отрекись от любимых творений, От людей и общений в миру, Отрекись от мирских вожделений, Думай день и молись ввечеру. Если дух твой горит беспокойно, Отгоняй вдохновения прочь. Лишь единная мудрость достойна Перейти в неизбежную ночь. На земле не узнаешь награды. Духом ясный пред Божьим лицом, Догоряй, покидая лампаду, Одиноким и верным огнем. Шекспир Сонет 23 ---------- Перевод Самуила Яковлевича Маршака ---------- Как тот актер, который, оробев, Теряет нить давно знакомой роли, Как тот безумец, что, впадая в гнев, В избытке сил теряет силу воли, - Так я молчу, не зная, что сказать, Не оттого, что сердце охладело. Нет, на мои уста кладет печать Моя любовь, которой нет предела. Так пусть же книга говорит с тобой. Пускай она, безмолвный мой ходатай, Идет к тебе с признаньем и мольбой И справедливой требует расплаты. Прочтешь ли ты слова любви немой? Услышишь ли глазами голос мой? -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
d.p |
![]()
პოსტი
#336
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
En mi mente,
el orgullo y el querer se pelean en mi mente; una guerra sin cuartel donde no existe la muerte; sólo existe una mujer ANTONIO SÁNCHEZ PECINO ![]() |
teo.. |
![]()
პოსტი
#337
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
ლილიანა
მარიამი თავისებურად ლამაზია პუშკინის ლექსის ორივე თარგმანი, მაგრამ ორიგინალს უფრო შეესაბამება ლილიანას ნიერ დადებული თარგმანის პირველი , ხოლო მარიამის მიერ დადებული თარგმანის მე-2-ე სტროფი ![]() ზოგჯერ შეგაკრთობს ზოგჯერ შეგაკრთობს საკუთარი ბედნიერება და დალაშქრული მწვერვალების ექო ხალასი, ზოგჯერ შეგაკრთობს საკუთარი ბედნიერება აწ მყობ ქაოსში მოციმციმე როგორც ალმასი. მაშინ ფრთას ისხავს ათასი კითხვა საკუთარ თავთან სულის რაობა, საზღაური შენი ქმედების ვინ დაიმკვიდრებს საუკუნო სულის ჯოჯოხეთს... ვინ მხოლოდ წალკოტს და იხილავს როკვას გედების. და მე ტყვე ქმნილი ვდგავარ ახლა შენს არსთა ფეხქვეშ როგორც აჩრდილი უსხეულო, ვმადლობ განგებას და ვაკვირდები სულის სიღრმის უსაზღვრო კონუსს უძირო მზერით, ლაბირინთთა რღვევას და ნგრევას ვუყურებ და ვგრძნობ კამკამაა და უძლეველი თვალწინ იხილო ანარეკლი - ვით სული შენი ზოგჯერ შეგაკრთობს საკუთარი ბედნიერება რომ შეგწევს ძალა, სიარულის კი არა ფრენის. 08.21.06 თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
თეკლა |
![]()
პოსტი
#338
|
![]() დაკარგული :) ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 22-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 105 ![]() |
ამ ბოლო დროს ლექსების წერა დავიწყე..პოეზიითაც დავინტერესდი..აქამდე ლექსი ვერ ვპოულობდი აზრს_ეხლა ვპოულობ..
![]() ამათ ჩემს ”ნაბოდვარს”(მომიტევეთ თუ უხეშად გამომივიდა) ვეძახი, იმიტომ რომ მე პოეტი არა ვარ * დადგება შენს ცხოვრებაშიც ის დრო როცა უარს იტყვი ცოდვაზე ღმერთთან ისურვებ მიახლოებას და უარს იტყვი განშორებაზე. მაშინ მე შენთან ვიქნები ახლოს და მხარში მდგომი თუ დაგჭირდება თუ ვერვის ნახავ შენთან მდგომარეს, კარგად დამაკვირდი_ მე დამინახავ! * * * * * * * * * * * * * * * * არ მინდა რამე რომ დაგაძალო ასე ხომ უფრო გაუცხოვდები რატომ ავიჩემე რომ შველა გჭირდება? შენ არაფერი არ გითქვამს ჩემთვის.. მე ისე მივხვდი_სტრიქონთა შორის ამოვიკითხე წუხილი შენი.. შენ შეიძლება ეს გეუცხოოს ვერ გაიხსენო ნათქვამი ძველი.. თანადგომა და გამგები გვერდით ყველას სჭირდება_უარს ნუ იტყვი ეს მეგობრობის მთავარი აზრია, თვით მეგობრობა _ ცხოვრების აზრი! -------------------- გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე... |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#339
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
თეკლა
ვაიმე თეკლა ძალიან საყვარელი ხარ ![]() გულმა წაიკითხა შენი სტროფები ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#340
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
თეკლა
მაგარი ხარ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 05:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი