![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#361
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ჩამავალი მზის ზოლი გაწვა საღამოს ზღვაზე... ნანატრი სატრფო ტალღათ გულზე მიიკრეს , მაგრამ... ზოლი შეთრთოლდა, გაინაბა, მერე... სულ გაქრა... 1955 წელი ა. კალანდაძე ძალიან ლამაზი სიტყვებია ![]() ![]() -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
mogzaura |
![]()
პოსტი
#362
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
აქ იმხელა სიამოვნებას ვიღებ, ვკითხულობ ამ ლექსებს და ამ ლამაზ სიტყვებს რომ ვერ აღგიწერთ
![]() -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#363
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
უძილო ღამეები
ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით, ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით, ბედნიერება მარტოობაა, - რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული? ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე, დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე, წყალს მივეც ყველა ია და ვარდი, სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე. კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს, ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს, ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, - რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს? თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე, ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე... თუ დავამთავრე უკანასკნელი, თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“. „მაღლა გორაზე დაუთოვია, გულს მოსვენება ვერ უპოვია. იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს, იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!“ (გალაკტიონი) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათი87 |
![]()
პოსტი
#364
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
"ხტიან რუები,
შეჰფენია ყაყაჩო ფერდობს, მზე ჰყვირის ცაში... ოჰ, ქალბატონო გაზაფხულო, ვიყავი ერთ დროს მე თქვენი პაჟი!!! თქვენს შესახვედრად გამოვრბოდი უგონოდ მთვრალი- მწვავდით და მკლავდით! ჩემს ცხოვრებაში თქვენ იყავით პირველი ქალი, რომელიც მწამდით! გადმოდგებოდით წითელ-მწვანე ატლასის დროშით ნაზამთრალ მთაზე- ოქროს უზანგი საკოცნელი პაწია ქოშით- მახსოვხართ ასე! აწ თგვენგნით გული, თგვენგნით გული აღარ ცოცხლდება, აღარ ძგერს ლხენით, მხოლოდღა ცრემლი სინანულის წამწამს მოსწყდება- თქვენით... სხვა სიყრმე გელით, ქალბატონო, ღონიერ ხელებს სხვა სიყრმე გიწვდისთ... და თქვენც, თქვენც მარად ახალგაზრდა, მიჰყვებით სერებს, მოდიხართ სხვისთვის!" მ.ლებანიძე 1975 -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#365
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
სიცილი ქალის
"ბედნიერება იყო ჩემთვის, იყო და არის სიცილი-ცოლის სიცილი-დედის და საერთოდ, სიცილი ქალის! არის, ქალთაგან პირველის და პირველზე მეტის, თოვლისებრ სპეტაკი მშობლიური სიცილი - დედის. არის მეორე, ხმას გამოსცემს რომელიც ბროლის, მოსიყვარულის , შემწყნარებლის, სიცილი- ცოლის. და კიდევ, კიდევ, ფუი ეშმას, იყო და არის, ატაცებულის, მშვენიერის, ოცნებით მთვრალის, გამომწვევი და ხორციელი სიცილი ქალის... იყო ცხოვრება, იყო სისხლის, ცრემლის ღვარები ესეც ხომ იყო იცინოდნენ ჩვენთვის ქალები! ჟღერდა გიტარა, ოქროს შუქი მიადგა ქალწულს (ვიგონებ სიყრმეს, ოქროსუბანს, ბავშვობას წარსულს). ის იცინოდა, იცინოდა, ნათელში მთვარის, თითქოს პირველად გავიგონე სიცილი ქალის. თორმეტი წლისას გამეღვიძა უსიერ ტყეში, ვთქვი: ეს რა ხდება, რა გრძნობაა, რა ხდება ჩემში? ვთქვი, იცინიან რანაირი ეშხით ქალები! ვთქვი: რას , რას ნიშნავს ქალის ხმაში ვერცხლის ზარები! სიტყვა აზრია- რით არ არის სიცილი სიტყვა სიტყვა, რომლითაც აზრი მეტის სიცხადით ითქვა?! იყო ცხოვრება, იყო სისხლის, ცრემლის ღვარები ესეც ხომ იყო იცინოდნენ ჩვენთვის ქალები! ესეც ხომ არის, -სასოებით, იმედით ხვალის ხეს ცხოვრებისას აშრიალებს სიცილი ქალის... ოჰ, გზას სოფლისას რა გალევდა, ანუ რა გალევს აწ გზას გასავლელს რომ არ იყოს სიცილი ქალის! მ.ლებანიძე 1979 წელი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#366
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
ციტატა ესეც ხომ არის, -სასოებით, იმედით ხვალის ხეს ცხოვრებისას აშრიალებს სიცილი ქალის... ოჰ, გზას სოფლისას რა გალევდა, ანუ რა გალევს აწ გზას გასავლელს რომ არ იყოს სიცილი ქალის! ეს მომეწონა განსაკუთრებით ![]() ლერწამი ხარ!... ლერწამი ხარ, ტბის ასული, ცად ასული, ატყორცნილი, მყინვარი ხარ, საოცნებო, მზის სხივთაგან დაკოცნილი, და დღეს, როცა სიო ფრთხილი, ოქროს ქოჩორს გიხუჭუჭებს, ეს მიტომ რომ - ვითა რთვილი - მე ვადნები შენსა ტუჩებს. მთის თოვლი ხარ, ნაზ - ნარნარი, ჩამომდნარი ცივი... ცივი ვარსკვლავი ხარ, ცის წიაღით მოწყვეტილი ღვთაებრივი, იცი ეგრე სანთელივით ვნების ცეცხლზე რად დამდნარხარ? ეს მიტომ რომ გმოსავ სხივით, ეს მიტომ რომ მე მიყვარხარ!... იოსებ გრიშაშვილი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
keti |
![]()
პოსტი
#367
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 ![]() |
ეს ლექსი ძალიან მიყვარს
![]() ![]() მე დავიბადე შემოდგომის სულ ბოლო თვეში, ძლიერი ქარი მირწევდა აკვანს იყო ეს სევდა, მთვარიან დღეში ქარი მღეროდა ჩუმ იავნანას ფიქრი მათ აჰყვა, აჰყვა კალამიც, მამის ღიმილის ცრემლით ნანამი თვალს ვერ ვახელდი, ვერ ვთქვი სალამი და ლექსში ვპოვე გამოსავალი, მე დავდიოდი დაბურულ ტყეში სწორედ იმ ტყეში, ზღაპრულს რომ აღძრავს, ვერ მაფერხებდა წვიმა, ვერც თქეში, მე ვერ ვამბობდი, თუ ეს ტყე რას გავს, მე სულ ვხედავდი იმ ზღვის ნაპირებს და ვერ აღვწერდი, თუ ეს ზღვა რას თხზავს თუ ეს ტალღები სიკვდილს აპირებს, მაშ გასვენებას წუხილიც ახლავს, მე დავდიოდი უკუნ ღამეში უკუნ სიზმრებში, უკუნ წამებში ეს გულისცემა მიწერდა სიტყვებს და ქარი ცრიდა სივრცეს თვალებში, სივრცის განცდას კი რა დამავიწყებს... მე დავიბადე ნოემბრის თვეში ცრემლით ვევლინე მე თქვენს ქვეყანას გარდავიცვლები იმ უღრან ტყეში, სწორედ იმ ტყეში ზღაპრულს, რომ არ გავს |
Till aus Deutschland |
![]()
პოსტი
#368
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 28-January 07 წევრი № 963 ![]() |
(ჩემი I პოსტი)
-------------------- Ich hab' gefunden.....
|
keti |
![]()
პოსტი
#369
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 ![]() |
Till aus Deutschland
კეთილი იყოს შენი 1 პოსტი ![]() |
Irine |
![]()
პოსტი
#370
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 ![]() |
Дождливый вечер, маленькие блюдца
И воск от сотен умерших свечей. Волшебный мир, в который не вернуться. К дверям закрытым не найти ключей. Любовь и счастье белою сиренью Завяло, вниз упали лепестки. Но я учусь, учусь благодаренью. В нем даже слезы менее горьки. Отчаянье хмельное и тугое Холодным дулом к влажному виску.. Но Господи пока Ты здесь со мною. Я побеждаю горькую тоску. Смешные тени на паркете гладком. Спасибо Боже, Свет рассеял тьму. Из рук Твоих любое горе сладко Да будет все по слову Твоему. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#371
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Irine
მომეწონაა ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#372
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
აკაკის მოტივებზე
ჩონგურს გაბმული სიმები მოვშალეთ ნელა-ნელაო და დავერიეთ ერთმანეთს არსაით არის შველაო. საქათმე საქართველოა, ქათმები ჩვენ ვართ ყველაო, გამრავლდნენ არაკაცები ოოჰ დელა დელა დელაო. ერთი ქართველიც რომ დარჩეს, ვერ მოისვენებს ვერაო მავანნი ამას ცდილობენ ქათმად გვაქციონ ყველაო. ქეიფობს მელა ტურები სხვა მშიერია ყველაო, ტაშს უკრავს მხეცთა კრებული ოოჰ დელა დელა დელაო. ამ ბრბოს წინ უძღვის ამაყად ერთი ცბიერი მელაო, გზას აცდენილნი დავდივართ ოოჰ დედა დედა დედაოოო... 1993 წელი - უშანგი მენაფირე (ჩემი ბაბუ ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
![]()
პოსტი
#373
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ჩემი მწამსია
სამშობლოსადმი სიყვარული თავიდან დამყვა, მაშფოთებს ერის ცრემლიანი თვალების მზერა და ამიტომაც უსაშველო ტკივილი მღადავს ვხედავ როდესაც მზე იმედის არ ბრწყინავს ჯერაც. მე თვითონ მალპობს დანაშაული მიწა ცრემლებით, ზიზღს იწვწვს ჩემში დღეს რაც ხდება იმის ყურება, ჩემო ქვეყანავ შენს სიმართლეს შემოვევლები ო, რას მიქვიან: შიში, ძრწოლა, დაძაბულობა. ჩემი მწამსია სიყვარული და მოფერება, ჩემი მწამსია შენთვის ბრძოლა და ერთგულება. 1991 წელი - უშანგი მენაფირე (ჩემი ბაბუ ![]() ............................................................ სადა ხააარ? ისე მიყვარდი რომ შეგხვდებოდი, მინათდებოდა ზეცა, ცისფერი იყო ბილიკი ჩვენი კაბაც ცისფერი გეცვა გიკრეფდი იებს, შენც იას ჰგავდი, და მიხაროდა მეტად, მე ახლაც მხიბლავს ღიმილი შენი, შენ კი, სადა ხარ ნეტა...? 1945 წელი - უშანგი მენაფირე (ჩემი ბაბუ ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
Irine |
![]()
პოსტი
#374
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 ![]() |
კიდევ ერთი რუსული ძალიან კარგი ლექსი:
Встать на колени, прошептать: Прости И воздух слушать, жаждая ответа. Открыть окно и, повинуясь ветру, Встать в изголовье верного пути. И солнце взяв себе в проводники, Идти туда, куда ведет дорога. Покой испить, срывая васильки, И ни о чем не думать кроме Бога. Вдыхать любовь и верить всей душой, Что ладана туман похож на крылья Того, кто путешествует со мной И избавляет душу от бессилья. В венчанье вьюг не звать чужих огней, А согреваться жаром тропки млечной. Сцеловывать со стен монастырей Мирскую пыль и глупость человечью. Войти в лесов молитвенную тишь, Где так волшебно многоцветье лета. Упасть в траву и закричать: Услышь! И целый день молчать и ждать ответа. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#375
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
გახსენ კარიბჭე
გახსენ კარიბჭე, მე მოვალ შენთან, მსურს შენთან ვიყო, გახსენ კარიბჭე, სხვა კარიბჭე არ მსურს გაიღოს. მე შენთან მოველ, მსურს დაჩოქილმა შენზედ ვილოცო, ამქვეყნით დაღლილს მსურს ცხოვრების გზა დამილოცო. სხვა გზას არ ვირჩევ, ამ გზით მინდა მუდამ ვიარო, შვებას ვოპოვი, ეს იარებიც მსურს დავიამო. მოველ, გამიღე, შენს კარებთან მივესვენები და განმიკურნე სული მრავლად დანასერები. სანთელს დანთებ, ლოცვას აღვავლენ შენდვე ცრემლით, ნება მომეცი კალთას გემთხვიო ტკივილითა თმენით. ცრემლად დავლტვები შენს წინაშე მე სინანულით, რომ დამიშუშო სულის წყლული სისხლით ნამული. გახსენ კარიბჭე, მე მოველ შენთან ძირს დაცემული გთხოვ შეივედრო განწირული ცოდვილი სული. (საკუთარი) |
Irine |
![]()
პოსტი
#376
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 ![]() |
გახსენ კარიბჭე გახსენ კარიბჭე, მე მოვალ შენთან, მსურს შენთან ვიყო, გახსენ კარიბჭე, სხვა კარიბჭე არ მსურს გაიღოს. მე შენთან მოველ, მსურს დაჩოქილმა შენზედ ვილოცო, ამქვეყნით დაღლილს მსურს ცხოვრების გზა დამილოცო. სხვა გზას არ ვირჩევ, ამ გზით მინდა მუდამ ვიარო, შვებას ვოპოვი, ეს იარებიც მსურს დავიამო. მოველ, გამიღე, შენს კარებთან მივესვენები და განმიკურნე სული მრავლად დანასერები. სანთელს დანთებ, ლოცვას აღვავლენ შენდვე ცრემლით, ნება მომეცი კალთას გემთხვიო ტკივილითა თმენით. ცრემლად დავლტვები შენს წინაშე მე სინანულით, რომ დამიშუშო სულის წყლული სისხლით ნამული. გახსენ კარიბჭე, მე მოველ შენთან ძირს დაცემული გთხოვ შეივედრო განწირული ცოდვილი სული. (საკუთარი) miss_kartveli რა ნიჭიერი ხარ! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მამფალი |
![]()
პოსტი
#377
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
Look, if you had one shot, one opportunity
To seize everything you ever wanted…One moment Would you capture it or just let it slip? His palms are sweaty, knees weak, arms are heavy There’s vomit on his sweater already, mom’s spaghetti He’s nervous, but on the surface he looks calm and ready To drop bombs, but he keeps on forgettin What he wrote down, the whole crowd goes so loud He opens his mouth, but the words won’t come out He’s chokin, how everybody’s jokin now The clock’s run out, time’s up over, bloah! Snap back to reality, Oh there goes gravity Oh, there goes Rabbit, he choked He’s so mad, but he won’t give up that. Is he? No He won’t have it , he knows his whole back city’s ropes It don’t matter, he’s dope He knows that, but he’s broke He’s so stacked that he knows When he goes back to his mobile home, that’s when it’s Back to the lab again yo This whole rap shit He better go capture this moment and hope it don’t pass him... guess whos lyrics -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#378
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
|
მამფალი |
![]()
პოსტი
#379
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
No weapon formed against me shall prosper
And every tongue that shall rise against thee in judgment thou shalt condemn Lord give me a sign For this is the heritage of the servants of the Lord and their righteousness is of me, saith the Lord. Amen Lord Give me a Sign! I really need to talk to you Lord Since the last time we talked the walk has been hard Now I know you havent left me But I feel like im alone Im a big boy now but im still not grown And Im still goin threw it Pain and the hurt Soaking up trouble like rain in the dirt And I know! Only I can stop the rain Wit just the mention of my saviors name IN THE NAME OF JESUS! Devil I rebuke you for what I go threw And tryin make me do what I used to But all that stops right here. As long as the Lords in my life I will have no fear I will know no pain from the light to the dark I will show no shame spit it right from the heart Cuz its right from the start But you held me down And Aaint nothin they can tell me now Lord give me a sign! Let me know whats on your mind Let me know what im gone find Its all the time Show me how to teach the mind Show me how to reach the blind Lord give me a sign! Show me what I gots to do To bring me closer to you Cuz im gonna go through What ever you want me to Just let me know what to do Lord give me a sign! guess this too -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
teo.. |
![]()
პოსტი
#380
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
შ ლ ე გ ი ა ქ ა ლ ი
(ლუიზა ჩიქოვანს) შლეგია ქალი, შლეგი, ვით ვნება, მოზღვავებული და მკლავ-გაშლილი. აზვირთებული, ვით აქოჩრილი ოკეანის მღელვარე ტალღა. ორბთა ფრთა-აშლილ წარბთა ეშხი ნახატი კალმით და ბაგეთაგან მომღიმარი ფურცლები ვარდთა. შლეგია ქალი, ვით ქარიშხალი, დაუოკავი, ვით ზვავი მთათა, ფაფარ-აშლილი, ვით თეთრი რაში, შემკრთალი მზერა შვლის ნუკრთა თვალთა . . . ალვად ტან-ყრილი, მომსგავსო ბროლის, თეთრი თითები თლილი ნატიფად, ოქროსფერ თმათა დალალებში მთრთოლვარე სიო, ზეცის ტატნობზე მოკაშკაშე ზურმუხტ-საფირად. შლეგია ქალი. შლეგი, ვით ვნება, წელს მოხვევია სარტყელი მკლავთა, საიდან შენში ღვთაების დარო, უძლევი ლტოლვა - მიმქროლავ ქართა. 05.16. 99 პალმ ბიჩი, სინგერ აილებდი ფლორიდა თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 11:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი