IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
teo..
პოსტი Feb 20 2007, 03:04 AM
პოსტი #381


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



s u n s e t

მზე რახანია გადაიწვერა
და დასავლეთმა შეახო ბაგე.
ეამა, მაგრამ თითქოს ალმური
მოსდებოდაო შეფაკლულ ღაწვებს
ისე აენთო ცეცხლის ფერებში
დამორცხვებული ისე გახელდა,
რომ, აკეცილი ოქროს სირმები -
ტაიჭებივით ისევ გახედნა
და ააელვა ძოწისფრად ზეცა,
ცის მეწამული გაკრთა თვალებში,
კვლავ გაიბრძოლა უკანასკნელად -
ფირუზის ფერად გაშლილ მკლავებში . . .
არ დაანება, თმებით მოზიდა,
ზღვის მარწუხებმა ნაზი ტრფიალით
და გადაეწნა მღელვარე ტალღებს
ზეცის ქალწული - სხივთა ციალით ...
და დაეწაფა სატრფოს ბაგეებს -
როგორც, ზედაშით სავსე ფიალას,
თითქოს, მღელვარე გრილი ტალღებით
მოიშუშებდა ტრფობის იარას...
მერე, სიღრმეში იწყო ჩაძირვა -
ათასმაგვარი ფერთა ცვალებით
და საოცრება ვიხილე მწუხრის -
ამ უცაბედი გარდაცვალებით.

04.15.04
თეა კანდელაკი


http://ertoba.net/echo1/sppro/bpg/publicat...=1&vjob=vsub,27

ვისაც სურვილი ექნება მომწერეთ და გაზეთ ექო-ში გამოვუქვეყნებ თქვენს შემოქმედებას


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2007, 02:41 PM
პოსტი #382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე და შენ

ია სულაბერიძე

მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი,
შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.

ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადამიხურე
დიდი იმედის პატარა ქოხი!

მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი,
მე ვარ შენ ირგვლივ _ ახლოც და შორიც,
მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.

შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,
შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Till aus Deutschland
პოსტი Feb 21 2007, 06:03 PM
პოსტი #383


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 28-January 07
წევრი № 963



დაე დავწვათ ყველა ლექსი და ვისაუბროთ პირდაპირ იმით, რასაც ვგრძნობთ... და ისევ... ისევ ის ანგელოზის მონატრება... ხო, ეს სწორედ ის მონატრებაა, რომელიც მწვერვალზე ავიდა, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გადმოხტეს იქიდან, ის არასდროს არ მოკვდება... და მაინც მგონი ჩემს ანგელოზს საერთოდ არ ვახსოვარ... huh.gif


--------------------
Ich hab' gefunden.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
keti
პოსტი Feb 21 2007, 08:26 PM
პოსტი #384


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 170
რეგისტრ.: 10-November 06
წევრი № 444




Till aus Deutschland
unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Feb 23 2007, 01:32 PM
პოსტი #385


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



"იცით, მე ვინ ვარ?-
რომ არ ვთქვა ბევრი,-
მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა,
გურამიშვილის ცოტა ვარ ცრემლი
და ერთი თასმა ვაჯას ქალმნისა...
მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი,
ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა:-
ამიტომ მქვიან, ალბათ პოეტი
და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა."


გაბრიელ ჯაბუშანური


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Feb 23 2007, 06:49 PM
პოსტი #386


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,
შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!
ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!
მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,
მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,
რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,
მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!
წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილმაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.

შექსპირის სონეტებიდან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Feb 24 2007, 10:02 PM
პოსტი #387


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



მზის ჩასვლა
მზის ჩასვლა იყო-ვით ანარეკლი ძველი დიდების,
ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი პირამიდების.
მე მივდიოდი ნანგრევზე ობლად, ობლად შენს გამო,-
მწუხარედ ჰქროდა ციურთა სოფლად ჩვენი საღამო.
ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი ცის დასავალი,
ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი ვარსკვლავთ სავალი.

გალაკტიონ ტაბიძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Feb 24 2007, 10:20 PM
პოსტი #388


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



* * *
ოჰ პოეზიავ-მარად smile.gif
ცის კიბეებით მსვლელო!
ვისთვის წკრიალო ქნარად! smile.gif
ვისთვის კრწანისის ველო!

მურმან ლებანიძე. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Feb 26 2007, 05:08 PM
პოსტი #389


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ვფიქრობ ამის ადგილი აქ არაა smile.gif ფორუმელთა პოეზიაში უფრო მიზანშეწონილი იქნება რომ დავდო rolleyes.gif


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 28 2007, 02:26 AM
პოსტი #390


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



(პაოლო იაშვილი "ელენე დარიანის დღიურებიდან")

ძახილი


მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?

თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე
სევდიანია ღამე მძინარი,
ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე...
არავინ არი...

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რომ გიყვარდა...

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
დაღლილი არის, სანატრელო, დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთაახისას
თეთრი მკლავებით.

1915წ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2007, 05:21 PM
პოსტი #391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შოთა ნიშნიანიძე
* * *

ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Feb 28 2007, 09:53 PM
პოსტი #392


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



* * *

ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავებენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწვანე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.
მაგრამ ზამთარშიც არ მოკვდება ჭრელი ზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთირს სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.


უილიამ შექსპირი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Feb 28 2007, 11:14 PM
პოსტი #393


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
ბაღში არავინაა
და დაცარიელებული ხის სკამები
იწვევენ ილუზიებს
წარსული ზაფხულისას!....

გალაკტიონ ტაბიძე


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 12:13 AM
პოსტი #394


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
''რა ძნელი ყოფილა სიმარტოვე,
როცა თვით უფალი მიგატოვებს!''



--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 1 2007, 12:24 AM
პოსტი #395


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



Hey, it's me, Versace
Whoops, somebody shot me!
And I was just checkin the mail
Get it? Checkin the 'male'?


I like this artist. smile.gif smile.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 1 2007, 12:34 AM
პოსტი #396


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



წყლის ზამბახი


ნუ შეგაშინებს სიჩუმე ღამის,
ახლა მე გავშლი ჩემს ლამაზ ყვავილს,
და შევუერთებ წყლის უხმო ლივლივს.
გადაფრინდება წყალზე ღამურა...
ო,ეს ლერწამიც როგორ ხმაურობს,
როგორ ირხევა ბანანის ჩრდილი...
ყოველი ფიქრებს მოუცავს თავისს...
როცა აანთებს ტალღებს ავრორა,
ზღვის წიაღიდან მზე რომ ამოვა,
მიესალმება ჩემს ლამაზ ყვავილს...


ანა კალანდაძე
1953 წელი






" თუ ჯერაც უცნობ, ცდომილ სამყაროს,
გინდა გაუგო თავი და ბოლო,
ყველაფერს : ბავშვს თუ მიწას აყალოს,
შენი თვალებით უცქირე მხოლოდ!"

პ.ს. არ ვიცი ვისი დაწერილია, მაგრამ ძალიან მომწონს ეს სიტყვები smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 12:44 AM
პოსტი #397


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
შენ ვერასოდეს გაიგებ იმას
რასაც მე ღამით ვუყვები მთვარეს,
შენ ვერასოდეს შეიგრძნობ კოცნას,
კოცნას რომელიც მოჰყვება ალერსს.


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 01:12 AM
პოსტი #398


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
''ვარდი არის სიყვარული
ფოტოლი კი სინანული''.



--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 01:27 AM
პოსტი #399


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
ჭიქას დახედა შავი თავლებით
მთვრალი იყო და მაინც დალია,
ჭიქა დალია მან დანანებით
ო! სიყვარულო, შენი ბრალია.


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 1 2007, 01:33 AM
პოსტი #400


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



_ამავსებ ღვინით?
აგავსებ ლხინით!
_შესვი?
გაამოს!

(ტატო)


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 08:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი