IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
მატასი
პოსტი Mar 1 2007, 02:29 AM
პოსტი #401


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



დამიზეპირე დღეს საღამოს.
მერე დაწექი, დაიძინე.
დილით, როგორც კი გაიღვიძებ
გამიმეორე.
მე ვიწვები შენს გვერდით და
ტკბილად ვიძინებ
სიზმრად გნახავ ჩემზე თავდახრილს და
მობუტბუტეს.
გნახავ, როგორ უყვები ჩემს თავს ხეებს, ვარსკვლავებს.

დამიზეპირე, ან ბოლო-ბოლო, დამიზუთხე _
მე ესეც მაწყობს.

შ. იათაშვილი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 1 2007, 08:33 PM
პოსტი #402


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
ტაძარში ხატის წინ სანთელი დნებოდა,
ყმაწვილი მუხლმოყრით ღმერთს ევედრებოდა,
წმინდაო მარიამ მარტო ნუ დამტოვებ
ჩემ წმინდა სიყვარულს აცადე, ადროვე,
სანთელი დნებოდა, გოგო კი კვდებოდა,
ბიჭი კი ამაოდ ღმერთს ევედრებოდა.


--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Mar 1 2007, 09:59 PM
პოსტი #403


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



მოთქმითა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წარწყმენდად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
ვაი,რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ არჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს,გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლაეწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვირმალს გცეს თვალებ-აკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა თქვი ესო?
დიდება მოთმინაბასა შენსა უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო;
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთსიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა , უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღვლი რიესო,
წმინდასა შენსა საღმთოს გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო;
თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდე შუა ხიესო.
ჯვარით გარდმოგხსნეს წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელობა მთაზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელობა მთაზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნევდი კეთროანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს-სმენას, საპუართა სვლას მშვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი-ჭამე სვი ესო.
ამის მეტს არას ატყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
გაიკითხევდით გლახაკთა ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულოერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელობა მთაზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელობა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!

დავით გურამიშვილის ''დავითიანიდან.''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L E Q S O
პოსტი Mar 2 2007, 01:24 AM
პოსტი #404


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,225



* * *
,,ყოველ დაბადების დღეს ნუ ელი
დედისგან საჩუქარს, რადგან
მან ამ დღეს სიცოცხლე გაჩუქა!''




--------------------
არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 2 2007, 01:56 AM
პოსტი #405


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



****

გამომიგონე...ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,უპატრონე ჩემს მონატრებას..
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს.......

გამომიგონე..მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნება აშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუალ ალად მხვდებოდა შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას.
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე,
და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე , მე ხომ დაგნებდი.
გამომიგონე... შემიყვარე როგორიც გინდა,დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი...
მე ხომ უზომოდ დავიღალე და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა.
მე ხომ ვერაფრით დავბრუნდები მზეს მონატრებულ კედლებს შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს-დამტოვე შენთან მხრებით გამითბა გაყინული ხელის გულები,
მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,
როგორ ჩამქოლეს შემატოვეს დაღუპვას როგორ,
როგორ მოვედი უზარმაზარ ფოლადის კართან,
შიგნითაც როგორ შემიტყუეს ჩაკეტეს კარი,
როგორ ვტიროდი უსასრულო ნაცრისფერ ზამთარს და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი.
ძველ ლოთობაზე სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,ძველ სიგიჟეზეც ათასჯერ რომ შეცვალე ახლით.
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ
და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი.
იტირე დიდხანს,იტირე ჩემში, ჩემს გარშემო და კიდევ იქით..
მოვედი შენთან დაღლლი ვარ აღარ მაქვს სახე,
ჩემს მონატრებას უპატრონე მაჩუქე ფიქრი...
გამომიგონე...
შეაერთე ყოველი ნატვრა,გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე,შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გამითენე ჩემი დღეები.
შეაკოწიწე ჩემი მზერა ჩამალე შენში..
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთერთ სიზმარს,
შენ ერთერთ ნატვრას,ყველაზე ტკბილს ,ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ,მოვაღწიე,დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ,მე შიგნიდან გამომწვარი ვარ.
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე,მოვედი შენთან , უპატრონე ჩემს მონატრებას
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგუები !
მე გამაწამა,მე ჩამქოლა კედლების ხროვამ.
გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება....
მოვედი შენთან ,შემიკედლე დამბანე სული,
მოვედი შენთან,უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს.
მერე ზაფხული მომანატრე,მერე მიჩვენე,
ზაფხულში თვითონ შემიძეხი როგორც ყვავილი,
ამომიშრე ყველა ჭრილობა,გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი ,
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე მკოცნე ...
დამტოვე შენთან,მიპატრონე,მიტირე შენში,
გამომიგონე, დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს....

ზვიად რატიანი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 2 2007, 07:01 AM
პოსტი #406


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



თუ ძველი გროშივით გაცვდა სიყვარული, გაცვდა მონატრებაც,
იქნებ უსასრულო ჩემმა საუბარმა თავიც მოგაბეზრა,
თუკი შენს ოცნებას ფერი გავუხუნე, მე განმსაჯოს ღმერთმა,
ოღონდ ნუ მეტყვი რომ მთელი ერთი წელი,
მხოლოდ დრომ იმეფა!
ოღონდ ნუ მეტყვი რომ ჩემმა ბავშურობამ სული დაგიღალა,
ოღონდ ნუ მეტყვი რომ ერთმა უბიწო და გულუბრყვილო ქალმა,
სატკივარი შენი, ვერ გაითავისა,
გული დაგიმალა....
ოღონდ ნუ მეტყვი რომ სხაში შემეშალე, თანაც ასე მწარედ,
მე ხომ ის მგონიხარ, წლების ძებნის შემდეგ ძლივს რომ შეგიყვარე,
ხოდა შეგიყვარე ახლა მეშინია, ნუთუ მიმატოვებ,
და თუ მაინც წახვალ ისე მაინც წადი, რწმენა დამიტოვე
რწმენა იმისა რომ ჩვენი სიყვარული ძველ გროშს სულ არ ჰგავდა,
რწმენა იმისა რომ ჩემმა ერთგულებამ
ფასი არ დაკარგა!
მაინც დაგიფიცებ, მაინც მოგინატრებ ,მაინც მეყვარები,
ლამის შევიშალო, ლამის შევიშალო ისე მენატრები!

პაწაწინა გულმა მთელი ეს თვეები შენთვის რომ იფეთქა,
ყველას დაუმტკიცა... მთელი ერთი წელი....
მხოლოდ დრომ იმეფა!...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2007, 03:26 PM
პოსტი #407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ანა კალანდაძე
* * *

შენ მე ყოველთვის
მომცემ წყნარ სადგურს
სულთ დასამკვიდრებს
და მშვიდთა ცათა ამოენთება
ვარსკვლავი კიდეთ,
დაუბრუნდებათ თავისი ფერი
დიდებულ ნაძვებს
და კვლავ სიჩუმე მოიცავს ყოველს,
ვითარცა ტაძრებს...
განძად გპოვებდი: მექმნები შიშად
და არა ლხენად...
თუ ჩაქრე, მეცა მივდრკები ქრობად,
ფოთოლთა ცვენად...
თუ არა - მუდამ დამიბრუნდება
ჩემივე რწმენა,
მზე დიდებული -
ვით ლამაზ მინდვრებს...
შენ მე ყოველთვის
მომცემ წყნარ სადგურს
სულთ დასამკვიდრებს.

1959


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Mar 3 2007, 06:28 PM
პოსტი #408


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



* * *
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ თვალები თამარ ქალის
რატომ გამოგყოლია?
არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოზი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება.
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცვამ
თეთრი უფრო გიხდება.
შენს სიყვარულს დავიფიცებ
დაიჯერო იქნება,
შენ არა გაქვს მეფის გვარი
ფრთაფარფატა თოლია
მაშ თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?

იოსებ ნონეშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tatushkebi
პოსტი Mar 3 2007, 06:43 PM
პოსტი #409


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 15-December 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 691



* * *
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
როგორ დავბადოთ კაცი
ყველაზე ბედნიერიც და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავამადლოთ
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარი, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესიც იყოს და უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ:
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
უთუოდ მგოსნად და უთუოდ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი............................
იმ ღამეს ჭვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი
თურმე იმ ღამით დაიბადა
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი .

შოთა ნიშნიანიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 5 2007, 01:29 AM
პოსტი #410


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



***
მაღლაით მოვლენ ღურბელნი,
გორებზე დაეკიდება...
ჯავრს ნუ მიუშვებ გულზედა,
გულს ჟანგი მაეკიდება;
ჯავრის მომყოლსა ვაჟკაცსა,
რა კარგი წაეკიდება;
ჯანი და ღონე წაუვა,
გმირობა გაეყიდება...
ასადგომნელად აიწევს,
არგანზე დაეკიდება!





ვაჟა-ფშაველა
გულო, რას დაჰღონებულხარ

(სიმღერა)

გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.

წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“

ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!



გრიგოლ რობაქიძე

საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.



მუხრან მაჭავარიანი

იგი რო მოკვდა



იგი რო მოკვდა,
მყის ვიგრძენი, -
როგორ შემცირდა
მძაფრი ჩემდამი
სიყვარული
გულით ერთითა.

იგი რო მოკვდა,
ზეცა მემცრო,
მიწა მედიდა...
მეტი რაღა ვთქვა,
სანახევროდ
მოვკვდი მე თვითონ.

იგი რო მოკვდა,
(ცოტა მიჭირს
ამის გამხელა),
ჩემთვის თუ იყო,
არ მეგონა,
იგი ამხელა.




აი, ეს არის ჩემი საყვარელი ლექსი:

რატი ამაღლობელი

შეხვედრა

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 5 2007, 01:36 AM
პოსტი #411


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



აი კიდევ რატი

მზე კიდევ ნისლის ზეწარზე იწვა _
ეცვა სამოსად საღამო მკრთალი,
გაზაფხულს მძიმედ სუნთქავდა მიწა,
მე მაინც ცისკენ გამექცა თვალი.


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 5 2007, 01:47 AM
პოსტი #412


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ააა, კიდე biggrin.gif

დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის
ბაღში ჩრდილი წამოწვება აივნის
მინდა სივრცე მცირესა და უვრცელესს
დღეებს შორის იწვეს როგორც უცვლელი.
ცა ნისლი თუ ცარიელი ფურცელი
მზე პირს იბანს ქალმა ხელი მოკიდა,
სველ თეთრეულს წვიმს სარეცხის თოკიდან.
ღამე ფანჯრებს სართულ-სართულ დაივლის
ბრთხილად შევა სახლში ჩრდილი აივნის.



აი, კიდევ


უძღები შვილის ლოცვა

მონატრების მონატრება მომეძალა,
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა.
მიმოვფანტე, თუკი შენგნით მომეცა რა,
უმეცრებით ყველგან ხელი მომეცარა.
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა,
რომ მეძავმა ანგელოზის სახით მდგარმა
არ წაბილწოს ჩემი ფიქრის სამყოფელი,
მომე ძალა სიცოცხლისთვის სამყოფელი.
გზა შინისკენ ვერ ვიპოვე, დამეკარგა,
გულზე სევდის ვრცელი ქსელი დამექარგა.
მამავ ჩემო, ყოველთა უწინარესთა,
იქნებ შემხვდე სინანულის მდინარესთან.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 5 2007, 01:57 AM
პოსტი #413


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მაღალო, მშვიდო, უსასრულო, დაუსაბამო,
სა-სიც-ქვეშეთოდ მოტანილო ზეო ამბავო.
შენ ხარ სახელი უფსკრულებში დასაძახები,
მე შენი ღვინის წურწელი ვარ და საწნახელი.
დააცხრე ჩემში ატეხილი წვიმა და მეხი,
ფიქრის ტალღებზე გამიარე შიშველი ფეხით.

რატი

P.ს. ზვიად რატიანის ლექსი არ მოგეწონათ არავის?


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 5 2007, 01:59 AM
პოსტი #414


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მე როცა ვახელ – შენ ხუჭავ თვალებს. იქნებ,
ხდება პირიქით.
გზას ისევ შენი ბაღისკენ ვიგნებ
მწიფე ბილიკით.

სად შენი ფიქრის განკაცებულ საქმროებს ვებრძვი
გაუთავებლად –
მე შენთვის მხრებით მომქონდა ვერძი
და უკვდავება.



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 5 2007, 02:12 AM
პოსტი #415


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ფიქრისგან დამცლი, როცა ჩემში ისევ იელვებ-
სიცარიელევ.
მე შენს კალთაში ყოველ ღამით ვკვდები ათასჯერ-
სიცარიელევ.
ვიცი ამ ღამით წამწამივით დამახამხამებ-
სიცარიელევ
და შეცვლის დილას ნებისმიერს ვნებისმიერი
სიცარიელე.


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 5 2007, 02:16 AM
პოსტი #416


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



_MATASI_
მოგვეწონა, ვიცოდით smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 5 2007, 02:21 AM
პოსტი #417


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ვიცი რომ იცოდი smile.gif მეც ვიცოდი smile.gif
ესეც და წავედი

მე ცა ლოგინი მეგონა.
თეთრი მთვარე კი ლოგინში
მე შენი მკლავი მეგონა,
ნისლი ზეწარი მეგონა,
სიზმარი-თბილი საბანი.
სიტყვები სუნთქვა მეგონა,
სუნთქვა მეგონა ან-ბანი.
ტყეში ქარების მიმოსვლა,
მერე მინდვრებში თარეში-
ყვავილის მტვერს რომ იმოსავს
და მზეს მოგაყრის თვალებში-
შენი ამბავი მეგონა,
მეგონა შენი იგავი,
თითქოს იყავი ყოველთვის,
თითქოს არასდროს იყავი.
ხან თეთრი, ხან კი წითელი
ლოყა მზის კოცნა მეგონა.
შენი თმები და ნაწნავი
ჩიტების ბუდე მეგონა.
თუმცა ვინანე მძინარემ-
შენი ტანი თუ სხეული
ქათქათა და გამჭირვალე
გრილი მდინარე მეგონა.
სიკვდილის ციხე კარდაკარ
მინდოდა ამომექოლა,
ახლა შენ იყო კარგად და
ის რაც მეგონა-მეგონა.



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Mar 6 2007, 09:15 PM
პოსტი #418


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



თ ე თ რ ი გ ე დ ი

მიცურავდა თეთრი გედი,
თეთრი, ფიფქზე ქათქათა.
ქედს იხრიდა მის წინაშე
ღმერთი - ცის, ზღვის და ქართა. . .

ჩემსკენ ვუხმე ყელმოღერილს,
მან, კი სხვისკენ გასცურა,
თვით ქალწულზე უკარება
ტრფობამ მაინც აცდუნა.

წამით შესდგა, გადმომხედა
მწვანე ტბათა ქალღმერთმა.
სუნთქვა შეკრა იადონმა,
კარი გახსნა ცად - ღმერთმა...

დააბნია უხვი სითბო,
ნაზი, ისე ქალური,
შავ თვალებში კრთოდა სხივი,
ო, რარიგად მაცდური. . .

ვერ შევკადრე მისვლა ჯიქურ,
მზერა ვკიდე მალული,
მის ნაკვალევს ავადევნე -
ტრფობა გადამალული...

მიცურავდა თეთრი გედი,
თათრი, ფიფქზე ქათქათა,
ქედს იხრიდა მის წინაშე
ღმერთი - ცის, ზღვის და ქართა. . .

07.03
თეა კანდელაკი



--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 6 2007, 09:24 PM
პოსტი #419


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



მურმან ლებანიძე

* * *

აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!





ანა კალანდაძე

შორია თამარ


მზის ღიმილი აღაჩინა ცამან,
ვარდს აღმოხდა ხმაჲ საოცარი:
ფეხშიშველი მიდიოდა თამარ...
დედოფალო, საით მიიჩქარი?
ძოწისფერად ირიჟრაჟა ცამან
და პეპელას აღვიძებდა ქარი...
მდუმარ იყო, ნაღვლიანიც იყო...
მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში...
და ძვირფასი თანმიჰქონდა მიმყოლს
მარგალიტით მოჭედილი ქოში...
მდუმარ იყო... ნაღვლიანიც იყო...
მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში...
რტოს არხევდა, ნამს იშრობდა ნაძვი,
ყაყაჩოებს ცეცხლი ენთოთ ტანზე...
მიდიოდნენ, მიდიოდნენ ასე...
ბოლო მაინც არ უჩანდა მანძილს...
ტროს არხევდა, ნამს იშრობდა ნაძვი,
ყაყაჩოებს ცეცხლი ენთოთ ტანზე...
ჩუმი ნამი ირეკლავდა არილს;
დედოფალსაც როგორ გაეცინა,
როს პეპელა აუფრინდა წინა
ჭრელი, პაწაწინა...
არწივი ხმობს, „ნიშანია დარის“...
ჩუმი ნამი ირეკლავდა არილს...
დედოფალი ლაღადმყოფი ნახეს,
დრო მიეცათ მისსა ჩუხჩერახებს,
სწამდათ, მაგრამ მაინც ანუგეშეს:
ნუქარდინი შენთა ფეხთა ქვეშე
დააფენსო თავის ბაირაღებს...
ერთგან შედგა, თვალი უსწრო ფრთამალს, -
გამარჯვებას უყიოდა თამარს,
ბებერ კლდეზე არწივი რომ იჯდა:
ფრთას გაშლისო საქმე შენთა ნიჭთა...
ფეხები ხომ არ სტკენია თამარს?
არა, კლდეზე თვალი უსწრო ფრთამალს...
მიმწუხრისას, მზეჲ როცა დაცხრა,
დედოფალი ლოცვად იდგა ტაძრად:
- გადმოგვხედე, ღვთისმშობელო დედაო,
გაგვიმარჯვე ქართველთ მტერთა ზედაო:
საქართველო შენი წილმიმხვდარია...
გაგვიმარჯვე, ღვთისმშობელო მარიამ... –
მიმწუხრისას, მზეჲ როცა დაცხრა,
თამარ მეფე ლოცვად იდგა ტაძრად...

მაღალ მთებსა ისევ ნისლი ფარავდა...
არ ფხიზლობდნენ ნუქარდინის კარავთან.
რის სიფხიზლე? ისეც ბევრნი არიან!
რისი შიში? უთვალავნი არიან!
რა ხმა ისმის ნეტავ? საოცარია...
ქრისტიანთა ეკლესიის ზარია?
გაიღვიძეთ, ეს ხუმრობა როდია?!
როგორ, ვითომ, ქართველები მოდიან?
გონს მოვიდნენ, ზე შემოსხდნენ სპილოთა,
აქლემების სპათა უნაპიროთა
ჩვენსკენ სძრავდნენ, ჩვენ გვისევდნენ რისხვითა
გვერდშეჯარულთ სამი სწრთისა ისრითა...
როცა ძალა ძალას ვერა მორევსა,
ნათქვამია, ხერხი სჯობსო ღონესა:
ქართველებმაც „ზე კი არ ჰკრეს სპილოსა“,
უცაბედად “ქვე შემოჰკრეს რბილოსა“:
სარდლის რჩევით მაშხალები აანთეს,
აქლემ-სპილო ცეცხლის ალით დააფრთხეს,
ერთურთს ხოცდნენ, თავი ვეღარ გაართვეს...
დამფრთხალ მხედართ ცხენთაც თავი წაართვეს...

. . .
მოვიდა მცხოვრებთა მოსრვად და თრევად,
მოვიდა თვისივე სისხლისა თხევად;
გაბრუნდა უკან ცუდდანაშევრი...
ეჰა, ნუქარდინ, საქმენი შენნი...
გეზღო ესოდენ ბოროტს და თამამს,
გაქრა, ნუქარდინ, ოცნება ამო,
შორია თამარ...
გზე ფეხშიშველო გამოვლო თამარ
თავის ხალხის და სამშობლოს გამო...
შენ მოდიოდი ხატების ლეწვად,
ჩვენს აღსაგველად პირისგან მიწის...
ქართველს ჯავშანი აკვანში ეცვა,
მან ხმლის ხმარება აკვანში იცის...
გეზღო, ნუქარდინ, ბოროტს და თამამს,
ქართველი ხალხი უნდოა მტერთან...
სუსტია თამარ, მძლავრია თამარ
და არცა ღირს ხარ მის ფეხთა მტვერთა
მოწმენდად ძვირფას ხამლისგან მისა!
შენ მისთვის ბრძანე დაცხრობა მზისა,
მზე დაცხრა შენდა!
მზე აღმოხდება მის ლამაზ პირსა,
როს უამბობენ საქმეთა შენთა!
აუ, ნუქარდინ, ახლახან მხოლოდ
იცვამს მზექალი მზეასხმულ ქოშებს
და ანანავებს ვარძიის ქარი
საქართველოჲს უძლეველ დროშებს...
ეჰა, ნუქარდინ, ბედია მწყრალი,
გესმის სულთანო, მღერა ბარბითთა,
ხმა მოლხენისა გაჭრილი ველად?
ეს - „თამარ წყნარი და შესაწნარი“
შენს ალამს გზავნის დიდის ამბითა
შეწირვად გელათს!

1946


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 7 2007, 12:12 AM
პოსტი #420


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ნიკა, ეგ ლექსი მე მომიძღვენი? biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2025 - 08:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი