![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
teo.. |
![]()
პოსტი
#421
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა დ
მარადისობად... მარადისობად... დამრჩება სულში შენი სახება. გარდასულ დღეთა, გარდასულ წამთა, ჩემს, სულის ჩრდილად გარდასახება... აკრთობს, თვით ზენარს მნათობთა სხივი და მოელვარე ფერთა ცვალება... მუზათა კრთომა თეთრი ძაძებით და სიყვარულის გარდაცვალება... 03.13.03 თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
marine |
![]()
პოსტი
#422
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,777 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
teo..
აღფრთოვანებული ვარ შენი პოეზიით!! ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
![]()
პოსტი
#423
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
WHEN WE TWO PARTED
When we two parted in silence and tears, half broken-hearted to sever for years, pale grew the cheek and cold. colder thy kiss truly that hour foretold sorrow to this. the dew of the morning sunk chill on my brow- it felt like the warning of what I feel now. thy vows are all broken and light is thy fame; I here thy name spoken, and share in its shame. they name thee before me, a knell to mine ear; a shudder comes o'er me- why wort thou so dear? they know not I knew thee who knew thee too well:- long,long shall I rue thee too deply to tell. in secret we not- in silence I grieve, that thy heart could forget, thy spirit deceive. if I shoud meet thee after long years, how should I greet thee?- with silence and tears. -------------------- "Happiness only real when shared."
|
teo.. |
![]()
პოსტი
#424
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
teo.. აღფრთოვანებული ვარ შენი პოეზიით!! ![]() ![]() დაგლოცოთ უფალმა -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
თიო |
![]()
პოსტი
#425
|
![]() გაუღიმე ცას თბილო! :) ... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 ![]() |
* * *
მზე ჩადიოდა.. მთების ზოლი მზეს ყელს ღადრავდა... კვდებოდა მზე და მზის ნათელი ძალას კარგავდა ცამ ჩამომძახა, რომ არს კაცის მთელი ცხოვრბა ამაოების ამაოთა ამაოება! და გადიკარგა სადღაც ნდომა შურის და მტრობის მე გავხდი მტერი ბოროტების და მარტოობის.... ? ზანგურაშვილი. -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
marine |
![]()
პოსტი
#426
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,777 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
teo..
![]() ![]() ![]() ხალხური შემომეყარა ყივჩაღი შემომეყარა ყივჩაღი სამზღვარსა მუხრანისასა. პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა. ხორცი მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ხოხობისასა. ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა. ცოლი მთხოვა და ვერ მივეც მიმყავდა სიდედრისასა, - ან კი ცოლს როგორ მივსცემდი, შვილსა გაზრდილსა სხვისასა. ხელი მოჰკიდა, აკოცა, მოზიდნა ნაწნავს თმისასა. შესტირა საბრალო ქალმა: „ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა“. მეც გულმა ვეღარ გამიძლო, მოვზიდნე ვადას ხმლისასა, უმალვე იმან დამასწრო, ელვასა ჰგვანდა ცისასა, - ახლა მე შემოვუქნიე, ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა. გავჭერი ცხენი და კაცი, წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, - არ იყო ღირსი, მოშორდა ცქერას წითელის მზისასა. აქეთ მე ვკვდები, იქით – ის, ქალი წავიდა სხვისასა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#427
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
გალაკტიონ ტაბიძე
მთაწმინდის მთვარე ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
davi777 |
![]()
პოსტი
#428
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-February 07 წევრი № 1,133 ![]() |
misminet xalxo lado asatianis leqs vezeb aseti saxeli aqvs ,,dedisadmi" da versad mipovia arada adre saskolo programashi iko shetanili nackveti. mag leqsidan.
|
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#429
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
mimarTva uflisadmi
hoi, ufalo, uzenaeso yovelsa zeda, yovliSemZleo, xelTampyrobeli Cemi xar Sen da, Sesavedrebeli Cemi, RmerTi Cemi Sen xar , Sen gesav, Sewevnisa da wyalobis Rirsi, vici ara var, radgan miwaze siaves da borotsa vTesav. vici, ufalo uRirsia es Cemi suli, da amitomac meSinia me aRsasrulis. monanieba SemiZlia, RmerTsa dideba, cremli da locva damrCa mxolod Cemda imedad. ziareba damicavs_sisxli Seni daTxeuli, daecemian Cems ferxTiT borotni aTaseulni angelozebsa ubrZaneb, raTa damicvan avisgan, qvasa ar wavrce me ferxi, mixsnan borotTa Tvalisgan. locvis Zalis mwams, am locviT uflis maxvili damicavs, radgan mSveneba ver mixsnis am miwisa da am cisa. (საკუთარი) |
ekusia |
![]()
პოსტი
#430
|
ekaterine ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 ![]() |
http://literatura.iatp.ge/
davi777, am saitze naxe, mag saTauriT ver vipove, iqneb sxva ram qvia |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#431
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
P.ს. ზვიად რატიანის ლექსი არ მოგეწონათ არავის? აუ კიი თამო, ძალიან საყვარელი ლექსიაა :* *** რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ, იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ, შესაყვარები უფრო იქა ხარ. ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის, ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს, იქ, მომავალში უფრო გენდობი, უფრო მოგელი და უფრო გნატრობ. ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა, თოვლის ვნება და ცდუნება ღამის, რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას გადახრის ხვალის მარადი წამი აქ, ენკენიის სივრცე - იოდად ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს. ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა, თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ. ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით, ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით... სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი, არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი... ვერ ამოუვალ მომავალს ვალში, ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად: ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს, ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს. რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა, ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ. აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად, რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს. აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე და საკადრისად ვერ შეგიყვარე. შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ. თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით სვეგაწბილებულ მზერას გისწორებს - შენს ლაღ ოცნებას რაც დავაკელი, იქ გაგიცისებ და გაგიშორებ. ამ ლაჟვარდების ზანტი სიცხოვლე ვალმოუხდელი დარჩება შენთან, რადგან რაც ნახე და რაც იცხოვრე იყო მზადება მომავლის დღეთა. ეს ცაც ცრემლიან თვალებს მოიწმენდს, ხსოვნაც გარდასულს ჩაუვლის რიდით... მე აქ ვერ მნახავ, აქ ვერ მომისწრებ, იქ მომავალში ვდგავარ და გიცდი... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
S W A T |
![]()
პოსტი
#432
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Qeti
ძააან მაგარია გენაცვალე. ![]() |
teo.. |
![]()
პოსტი
#433
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
მ ე ა მ ს ა ღ ა მ ო ს ს ა ს ო წ ა რ კ ვ ე თ ი ს ვ ნ ა ხ ე დ ა კ რ ძ ა ლ ვ ა . . .
მე ამ საღამოს, ფრთებს შევისხავ და გავფრინდები შორეთისკენ. ჩიტის გალობით შევეგებები - რძისფერ ალიონს. ო, ამ საღამოს, პირველად და უკანასკნელად მიმღერებს გედი და იქნებ, ღამის გაშლილ მკლავზე - სულიც დალიოს... მე ამ გაზაფხულს, სულ სხვა ცხოვრებით შევეგებები. ო, უკვდავების წყაროს წყალიც უნდა დავლიო ! დაისთან ერთად, ყოველ დილას დავიბადები. თეთრი შარა-გზა, სულმოუთქმელად უნდა გავლიო. მე ამ საღამოს, "სასოწარკვეთის" - ვნახე დაკრძალვაც, ალბათ, იმედით შეეგებება მწუხრიც - განთიადს . . . ოღონდ, იფრინონ ! სულიწმიდის მგოსნებმა ცაში, დაჯავშნულ კარებს გამოვუხსნი ყველა გალიას. მეც ამ საღამოს ფრთებს შევისხავ და გავფრინდები შორეთისკენ . . . 03.13. 98 თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
ennka |
![]()
პოსტი
#434
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 779 ![]() |
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი; საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს, როგორც უღელში ნაბამი ხარი გოდერძი ჩოხელი |
ბოლქვაძე |
![]()
პოსტი
#435
|
![]() ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 ![]() |
ანა კალანდაძე
* * * ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოველის მპყრობელმან ვისურვე, დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე”… თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით, გულზე ყოველთა… -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
marine |
![]()
პოსტი
#436
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,777 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გივი ალხაზიშვილი
* * * მოდი, ჩემო, შემოდგომავ, მზეო ქარვისფერო, დავიღალე, დავიღალე, იქნებ, დავისვენო... მოდი, ჩემო, შემოდგომავ, შენი ფერადებით - ჩემი სული დაუხატე ვისაც ველანდები. ჩემი სიტყვა გააგონე ბაღის დანახვისას, ჩემი სუნთქვა მიამსგავსე შრიალს ბალახისას. იქნებ, იქნებ მოაგონო - თუ არ ვაგონდები, ფოთოლ - ფოთოლ - ფოთოლცვენის ჩუმი აკორდებით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#437
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
***
― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, — ასე იტყვიან შენზე ქალები, და შენც ასეთი ნაზი და კოხტა სიყვარულს ვერსად დაემალები. ― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, — ასე იტყვიან შენზე ლოთები, და შენც ასეთი ნაზი და კოხტა ახალ სიყვარულს დაელოდები. ― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, — ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები, გამიხსენებენ, როგორც ნიკალას, და თბილ სამარეს დააბიჯებენ. (ლადო ასათიანი) 1939 -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათი87 |
![]()
პოსტი
#438
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ნინა ჭავჭავაძეს
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკლავი ახლაც მინათებს შენი მშვენება შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება. შენც ცოცხალი ხარ შენი მგოსნებიც და გაჟრჟოლება მათი გულისა თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა. შენ სილამაზის იქით- ბნელდება, დაიხურება ცისკრის კარედი შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად? მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკავებდი. ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ ათასწელს გასძლებს შენი მშვენება; შენ, სილამაზის ნახო გრიგალო შენგან აროდეს მომესვენება. გ.ლეონიძე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
ცოტნე |
![]()
პოსტი
#439
|
![]() ცოტნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 ![]() |
ვაჟა ოთარაშვილი თუ გაგიგიათ ვინმეს? მაგის ერთი ლექსი მინდა და
-------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
marine |
![]()
პოსტი
#440
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,777 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Cotne
ინტერნეტში ყველგან დავძებნე მაგრამ სამწუხაროდ არაა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 03:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი