![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ცოტნე |
![]()
პოსტი
#441
|
![]() ცოტნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 ![]() |
მადლობ
![]() მეც ყველგან ვეძებ კაი ხანია ![]() "რეაქციაში" წაიკითხა ადრე თავისი ლექსი ესე მთავრდებოდა ქარი ვარ შარახვეტია გზები რომ აგიმტვერი, იმაზე ცოტა მეტნი ვართ შენ რომ გგონია მტერო სამწუხაროდ მეტი ვერ დავიმახსვრე, მაგარი ლექსი იყო, და მაგას ვეძებ ![]() -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
marine |
![]()
პოსტი
#442
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,776 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
Cotne
რისი მადლობა ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tatia24 |
![]()
პოსტი
#443
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,274 ![]() |
თუ მოგეპოვებათ გოდერძი ჩოხელის ლექსები? ძალიან მინდა.
-------------------- უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
|
ცოტნე |
![]()
პოსტი
#444
|
![]() ცოტნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 ![]() |
QUOTE თუ მოგეპოვებათ გოდერძი ჩოხელის ლექსები? ძალიან მინდა. აქ ევს რამდენიმე http://lib.ge/each_author.php?95 კიდევ აქ უნდა იყოს. მე ვერ შევდივარ თორემ უშუალოდ ლინკს დაგიდებდი http://literatura.iatp.ge/ -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
tatia24 |
![]()
პოსტი
#445
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,274 ![]() |
დიდი მადლობა. მისი ლექსები,მოთხრობები და ფილმები ძალიან მიყვარს.
![]() ![]() აქ ევს რამდენიმე http://lib.ge/each_author.php?95 კიდევ აქ უნდა იყოს. მე ვერ შევდივარ თორემ უშუალოდ ლინკს დაგიდებდი http://literatura.iatp.ge/ დიდი მადლობა, ფილმებიც ხომ არ მოგეძებნება. ![]() -------------------- უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
|
ცოტნე |
![]()
პოსტი
#446
|
![]() ცოტნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 ![]() |
QUOTE დიდი მადლობა, ფილმებიც ხომ არ მოგეძებნება. აქ დევს სამოთხის გვრიტები, მეტი არ ვიცი ![]() -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
tatia24 |
![]()
პოსტი
#447
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,274 ![]() |
აქ დევს სამოთხის გვრიტები, მეტი არ ვიცი ![]() მეორეში ვერც მე ვერ შევედი, მარა არა უშავს, მე უფრო სხვა ფილმები მაინტერსებდა. სამოთხის გვრიტები მეც მაქვს. ![]() -------------------- უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
|
უჩა |
![]()
პოსტი
#448
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ზ ღ ვ ა
ზღვა ბობოქრობს,ზღვის ტალღები, გამალებით ქვიშას ლოკავს, ნაპირზე კი ტირიფები, დათოვლილი დევებს მოჰგავს. ამ ატეხილ ქარ-თოვაში მოკუნტული ვდგავარ ობლად, არვინა მყავს ხმის გამცემი და ვარ ჩემთვის, ასე ოხრად. ზღვა ბობოქრობს კვლავ ტალღები, ტირიფები დევებს მოჰგავს, და ტალღები ძველებურად ქვიშას ებრძვის ღრღნის და ლოკავს. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
თათი87 |
![]()
პოსტი
#449
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ლალის მამალი
ლალის მამალს ვინ არ იცნობს- დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამაყი და ყოყოჩია, არ იკარებს არვის ახლოს და ვერავინ ვერ გაბედავს- უბატონოდ ხელი ახლოს. მუდამ ჩხუბობს, არ ისვენებს, მამცი და მხიარული, უყვარს კარგი საკენკისთვის ეზო-ეზო სიარული. მხოლოდ ერთი მწუხარება გულს უღონებს ლალის მამალს, ყველა თავის ტოლ-ამხანაგს ეუბნება იგი ამას: რომ ყიყლიყო აღარ ისმის, დაუჩრდილავს ქარხნის მილებს, რომ მის ნაცვლად გათენებას ხალხს საყვირი ატყობინებს. და წუხს ლალიც. რა ქნას ლალიმ, სურს მამალი ანუგეშოს, ნაირ-ნაირ საკენკს უყრის უნდა, ხმა რომ გაუკეთოს. და მამალიც, ოქროსფერი, წაიგრძელებს კისერს კვნესით, ყივის, მაგრამ ეს ყივილი დღეს არავის აღარ ესმის... ხალხს შრომისკენ მოუწოდებს საყვირების მწყობრი ბანი, ლალის მამალს მაინც არ სურს გაიტეხოს იხტიბარი. ასე ამბობს: მე ყიყლიყოს ვერავინ ვერ დამავიწყებს, ყოველ დილით- სხვებს თუ არა- ლალის მაინც გავაღვიძებ! ლ.ასათიანი *** იყოს ეს ლექსი უკანასკნელი, ოღონდ დამტოვონ შენზე დარდებმა, გაიმეორონ ჩემი სახელი ხეებმა, გულის ამხანაგებმა. ძვირფასო ამხრჩობს ეს ნიაგარა, შენი ღიმილი რადგან არ მიცავს, მე აღარ ვიცი რას შეგადარო : ყვავილს თუ მთვარეს, ცასა თუ მიწას! შორს მთაზე მოჩანს ციხის ნანაგრევი, როგორც იმედი გულგადახრული, მიჰყეფს მდინარე - მრისხანე დევი და გიჟი ქარის ისმის მაყრული. გზები კი, რა ვქნა, იკლაკნებიან, როგორც გველები მსხვერპლის გარშემო, და თუმც სიტყვები იკარგებიან, არ მინდა გული გადავაშენო. ეს ლექსები კი, უცნობი ფერის, იქნება, ლექსებს სულაც არა გავს, მოდი, წამართვი მე ყველაფერი, გული კი დარჩეს თავის ალაგას. მ.გელოვანი 1935 წელი, თიანეთი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T.L. |
![]()
პოსტი
#450
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
როს არშიყი საყვარლისა ხილვას ეშურებოდეს,
რაკი ნახოს მეყვსეულად გრძნობით ეუბნებოდეს: მიყვარხარ! არა ვგონებ ორთაშუა მოხდეს იქაც ღალატი, ოდეს სული გულსა ტრფობით ეუბნებოდეს: მიყვარხარ! რაყიფნი განფიცულან, ვცან მათნი განზრახვანი. გვედრებ, არ დაიჯერო მათნი ცუდნი თქმანი: მიყვარხარ! ვიცი, ჩემო სიცოცხლევ, მრავალნი შემოგტრფიან. მაგრამ ჩემებრ ეშხითა ვერ გეტყვიან: მიყვარხარ! როცა მოვკვდე შენთვისა, მომიგონე სულითა ჩემსა შემდეგ გვედრებ, არვის უთხრა გულითა: მიყვარხარ! თუ დრო შეგხვდეს ფიქრისა და მკვდარი მომიგონო, მოდი ნახე საფლავი, რომ იქაც გაიგონო: მიყვარხარ! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
::სალომე:: |
![]()
პოსტი
#451
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 ![]() |
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! 1915 ანა კალანდაძე მოდიოდა ნინო მთებით ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი... მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი... თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, - ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე... მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო, ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? „ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო... გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... 1954 -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
თათი87 |
![]()
პოსტი
#452
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
******************************************
ისევ გზაში ვარ, სიჩუმეს ვუსმენ, მიწის საუბრის გაგებას ვცდილობ, ხანდახან ჩემი მეეტლე უსტვენს, რომ რბილ კოფოზე არ ჩაეძინოს. ჩქარა მეეტლევ, ისეთ ალაგას, რომ დაისვენოს სულმა ჩეროში, და უკანასკნელ ჯიბის ბარაქას სულ შენ გაჩუქებ გასამრჯელოში. ამ სიჩუმეში ფსალმუნს მღერიან ბაგენი, შენგან უამბორები, და გზას კი არა, ჩემს გულზე სცემენ გაჭენებული ცხენთა ტორები. 1936 წელი, თბილისი მ.გელოვანი ხევსურული ნანა - დაიძინე, ქალავ,თორო შავი ღამე ფშვინავს, დაიძინე, დედის თოლო, დაიძინე, შვილავ!... ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის, ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს, მძივს აგისხავ, სამძიმარას დარდო, დაიძინე, ქალავ!... ღამეა და უღამური ღამე - არც ვარსკვლავი ბზინავს. დავიღალე... დაიძინე,ძილავ! დაიძიე დედის თოლო, ძილს სიმშვიდე მოჰყავს. დაიძინე ქალავ, თორო გაბაცდება ლოყა. მამაშენი ქარაფებში ათევს, ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა... იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს. ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს, კერას უკვე სინავს. დაიძინე, სამძიმარას დარდო, დაიძინე, ძილავ ... 1937 წელი მ. გელოვანი -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
marine |
![]()
პოსტი
#453
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,776 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბელა ჩეკურიშვილი
ამირანთან წელს მყინვარზე მოწყობილ ალპინიადაში 9 ქალი მონაწილეობდა იდუმალ ნისლებში, ქარსა და თოვაში ქალები მყინვარზე მიდიან, მიდიან... ნაპრალებს ავსებენ მზერით და სიცილით, არ აფრთხობთ სიმაღლე და კლდოვან მწვერვალებს დღეს მათი რიდი აქვთ... მუხლებით ამსხვრევენ ყინულზე ბილიკებს და სიკვდილ-სიცოცხლეს ფრჩხილებით ჰკიდიან. ჯიუტი კივილით, თოკებში ჩაბმულნი, ქალები მყინვარზე მიდიან, მიდიან... ნაკვალევს წითელი ვარდებით ნიშნავენ, ჩუმი და სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ, იციან, ავია ბებერი მყინვარი, მაგრამ აივლიან, რადგანაც ქალები, მიდიან ამირანთან! ტრიალებს ნამქერი და მთებიც ტრიალებს, ეს მდედრთა ლოცვაა, შუქად რომ გაიფანტა, მათ სურვილს ვერავინ, ვერავინ შეარყევს და ავლენ, ავლენ ქალები ამირანთან... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ekusia |
![]()
პოსტი
#454
|
ekaterine ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 ![]() |
marine
SemTxveviT, am oTxSabaTs belas saRamos xom ar daeswari? iq waikiTxa eg leqsi. |
::სალომე:: |
![]()
პოსტი
#455
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 ![]() |
ქართვლის მნათობო!
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ, თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია, დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა, ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა. სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ, ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია; ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია. შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით, და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას... წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით, თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას. ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა, დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით, გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა, ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით, ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს, თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით. ნუგზარ ჩიკვაიძე -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
თეკლა |
![]()
პოსტი
#456
|
![]() დაკარგული :) ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 22-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 105 ![]() |
როგორ მინდა რომ რაც აქ ლექსი წერია ყველა ზეპირად ვიცოდეე?
![]() ![]() -------------------- გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე... |
T.L. |
![]()
პოსტი
#457
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ნუ შეგაშინებს მეხის გრიალი
მეხი უფესვო ხეებს ერევა, ვიდრე რწმენა გაქვს, შენ ხარ ძლიერი უფალი გიცავს, ვინ მოგერევა.... ანდა თუ დარდი დანისლავს თვალებს, ვინმე ბოროტი თუარ გაყენებს, დღეში თუნდაც რომ ცხრაჯერ დაეცე, უფლის ხელები წამოგაყენებს... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
![]()
პოსტი
#458
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
შემოღამდება, გაივსება დისკო მთვარისა, დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან, ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული. როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული, სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება, გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული, აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება. შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს, გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა, ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“. მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი, როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით, ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში, ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი, აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის. კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის, ვით ბრილიანტი... დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს, ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა და ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს, ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა. დავეძენ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს, დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას! წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
piligrimi |
![]()
პოსტი
#459
|
![]() piligrimi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 ![]() |
http://up.aqache.com/?f=y0600huAkl82
au es axlidan avqache imedia gamomivida ხო ეს კარგია შევამოწმე და გადმოიწერა ასერომ აწი ჩანაწერებით მოგამარაგებთ ![]() -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#460
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
კი გაიხსნა
![]() ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი