![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#461
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვახტანგ ჯავახაძე
* * * მარტოდმარტო ველზე იდგა ხ ე, ხეს მიეჭრა ქარი ხელ და ხ ე ლ, წამოიღო ნისლი ღრუბლის ხ ე ლ ა, ხე ბურუსში გაახვია ხ ე ლ ა დ, გააბრაზა, უცებ გაა- ხ ე ლ ა დ ა დაამსგავსა ვეებერთელა ხ ე ლ ა დ ა ს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიტა |
![]()
პოსტი
#462
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
''მითხარი,რომ გულში ყველა ჩირაღდანი ერთიანად გადაიწვა,
იმ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა, მითხარი,რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება, ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე,უხმო ატირება. მითხარი,რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს, გეძნელება თქმა,მაგრამ მაინც მალე მიმატოვებ. მითხარი და წადი,დამიტოვე გულში უსაშველო დარდი სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და ლაღი... მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები, შენით ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები, წავალ ისევ მარტო და დამრჩება გულში უსაშველო დარდი, ...როგორ შემეშალა,ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი!...'' ზ.გამსახურდია p.s. საოცარი ლექსია -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
musikosi |
![]()
პოსტი
#463
|
![]() მუზარადიანი ქმარი... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 204 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: ხილიანი წევრი № 840 ![]() |
თავისუფლება სულ ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს-წყარო ანკარა დროშები ჩქარა! -------------------- სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწოდა, ვინც პოეტის მარადისი აღტაცება იცოდა. |
მარიტა |
![]()
პოსტი
#464
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
'' ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა,
ქრისტესშობა ხომ ყოველთვის საოცარი ღამეა. დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა, ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. მერე ზეცად აღევლინე,არ გიგუეს მიწაზე, ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე. ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი. ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა ფეხზე დგომა არის ძნელი-ადვილია დაცემა! მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა. და წარსული სიზმრად მექცა,მომავალი ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს,მნახავს და გაოცდება. ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს. ქრისტე აღსდგა!ქრისტე აღსდგა!ჩემი სული ცას უხმობს ჭეშმარიტად!-ნიშნის გებით კვლავ იუდა მპასუხობს. თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა. შერცხვენილი,წარწყმენდილი ეგდოს,ქვეყნად ეთრიოს, ხოლო შენზედ მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს. რწმენა ძნელად გადარჩება,ხატი უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად,ქრისტე აღსდგა ნამდვილად!'' ზ.გამსახურდია -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
მარინე |
![]()
პოსტი
#465
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 ![]() |
მორის ფოცხიშვილი
გამამხნევებელი სავარჯიშოები გაიმეორეთ, ყოველდღიურად გაიმეორეთ, გაიმეორეთ, რომ ისევ გიყვართ! ქუჩაში, ტყეში, სამსახურში, ღვიძილში, ძილში, თუნდაც კრებაზე, ტრიბუნაზე, ვაით და ვიშით, როცა გეძლევათ უბრალოდ სიტყვა, - გაიმეორეთ, უსათუოდ გაიმეორეთ, გაიმეორეთ, რომ ისევ გიყვართ! -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#466
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
სხვისი თვალებით
(ნანა მახიტაშვილი) ზოგი ცხოვრების გზას აირჩევს სწორსა და ფართოს. ზოგი ცოცხლადვე თავს დაიმარხავს: სარკე გარეგნულ იერ-სახეს გვიჩვენებს მარტო, სულს იმს სარკეში ვერ დაინახავ. სულს სარკესავით საქციელი ჩვენი ასახავს, რაც ვართ, ის ვჩანვართ მისი ძალებით. უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დანახვა ხანდახან მაინც, _სხვისი თვალებით. *** ზოგჯერ უთქმელი სევდა გაეამებს და გულს ასკდები, გაუმხელ ვინმეს გულის დარდს და ყრუ კედესლს კი გადააწყდები. შეგვაძლებინე ღმერთო! სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გვეძლევა, სიკვდილიც ერთხელ მოდის, სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და ნუ დავიწყებთ ლოდინს. თუ ვერ ვიქნებით მთლად ყოვლისშემძლე, გულს ერთი ნატვრა აჩნდეს_ ისე ვიცხოვროთ, სიკვდილის შემდეგ მაინც ცოცხლებად დავრჩეთ. სიკეთე, როგორც ზღვა უნაპირო, მსხვერპლად შეწირვას ითხოვს, ყველას თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენი გულების სითბო. სამშობლოსათვის არ დავიშუროთ გული, ძალა და ფიქრიც. უნდა ვიჩქაროთ, რადგან სიცოცხლე მართლაც ქარივით მიქრის. და როცა წლები თავისას იტყვის, თმებში გაგვიჩენს ვერცხლებს, ისე ვიცხოვროთ, უკან მოხედვის რომ არასოდეს შეგვრცხვეს. ზოგჯერ სიცოცხლე მოკლეა, მაგრამ ლამაზი არის ერთობ, კვალი ნათელი დავტოვოთ უნდა შეგვაძლებინე ღმერთო ყველას არ ძალუძს გამოისხას ფრთები არწივის მიწას რომელიც ვერ სცილდება შურით გასწივის რა ბედენაა, როცა მარტო თვალებით ხედავ, ბედნიერი ხარ ნიჭიც თუ გაქვს გულში ჩახედვის; თუ უთქმელადაც მიუხვდები ვიღაცას სევდას, თორემ არა აქვს ფასი თვალებს ძალით ახელილს. თუმც ზოგჯერ ხდება აგვიხელენ თვალებს ძალით და მაინც ვერ ვხედავთ და ვერცა ვგრძნობთ სევდას გამხელილს. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#467
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
*** (მ.მაჭავარიანი)
საქართველო?!_ საქართველო ლაპარაკობს ვით ილია ზოგიერთის წარმოდგენით წარმოადგენს იდილიას! სინამდვილეს თუ ავიღებთ,_ დაბზარული ქვიტკირია!_ იმდენჯერ არ გვიცინია, რამდენჯერაც გვიტირია. თუმცა თერგის ბაქი-ბუქი მისისიპთან ტიტინია,_ არგვეთი რომ არგვეთია, ორი გვარის ჭიდილია. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
marine |
![]()
პოსტი
#468
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა
თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, ამაცდინე სასუმელი ესე. მამა ხარ ყოველთა, ძეთათვის მზრუნველი, უფალო, ამაცდინე ესე სასუმელი. ნუ ჩემი იყოფინ, არამედ შენი, შენ თავად ნება ხარ, სიმართლის მჩენი, ხამს მოყვასისათვის სიმძიმე ვითვისო, გვედრი, შემიწყალე ძეო დავითისო! ზვიად გამსახურდია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მატასი |
![]()
პოსტი
#469
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
იყო საღამო – შენ არ ყავი,
იყო სიმღერაც, სითბოც, ინტიმიც, ისევ და ისევ მე შენ მიყვარდი, და მოვფრინავდი შენსკენ ჩიტივით. მხიარულობდა ყველა მათგანი, და ბედს არავინ არ უჩიოდა, შენი სახელი ფიქრში ნათქვამი, სახეზე მაჩნდა როგორც ჭრილობა, და გული თვითონ ალაპარაკდა, შენი სახელი ლამის წამომცდა... საღამოს თითქოს ეშხი არ აკლდა, და მაინც რაღაც აკლდა საოცრად... ტერენტი -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
nini egriseli |
![]()
პოსტი
#470
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 ![]() |
პოეზიაში არ არის მთავარი რამდენი ახალი ლექსი,სტრიქონი დაიწერება მთავარია მარადიული შეიქმნას მხოლოდ........
-------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
marine |
![]()
პოსტი
#471
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Floyd |
![]()
პოსტი
#472
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
”ქართველი ბერის მარგუნა მადლი”-არქიმანდრიტი შიო !
მოვკვდები? - ამინ ! მოვრჩები? - ამინ! ღმერთის ხელში ვარ, ღმერთით აღვსილი, ავადმყოფობა? - ღმერთთან არ არის, ღმერთია ჩემი გზა და მანძილი ... ღმერთია მთელი ჩემი სიმდიდრე ღმერთია ჩემში? - მე ვარ მართალი... ყველა სულდგმული, ყველა არსება, ჩემშია მაშინ, ჩემში ჩამთბარი... მე ვარ, ჭურჭელი ყველა ხილულის, მე ვარ, პატრონი საუნჯის მამის, მე ვარ, სამშობლო თავისუფლების, მე ვარ, გამზრდელი ჩემივე თავის. მადლობა უფალს! მადლობა უფალს, ქართველი ბერის მარგუნა მადლი ! ![]() -------------------- And the times , they are all changin' ...
|
Floyd |
![]()
პოსტი
#473
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
”მერე დაჭედავ ბედაურ რაშებს”-არქიმანდრიტი შიო !
გინდა გათენდეს? - თავი გადასდე! გინდა აშენდეს? - თავი გასწირე! მერე შეხედავ დარიალაში არწივი ცაში როგორ აფრინდეს! დათმე სიცოცხლე და სიამაყე, სიმდაბლის გზაზე დაადექ მწირი, მერე გადმოვა ზეციდან მადლი, მერე იქნები კეთილი შვილი... მერე დაჭედავ ბედაურ რაშებს და სიდიადის შეაღებ კარებს... მერე სამშობლოს სადიდებელად სასუფეველში გაახელ თვალებს... მერე და მერე, მერე და მერე, მერე იქნება ის, რაც შენ გინდა, გამოიდარებს და გათენდება, თითქოს არც ქუხდა, თითქოს არც წვიმდა. წასვა ზამთარი და გაზაფხული შემოვასულში ფოთლის შრიალით, აღდგება რწმენა და სასოება, ის დრო დადგება, შენ რომ მითხარი: დრო - წინაპრების ნალოც-ნაღვაწი, დრო - არენაზე გამოსვლა ქართლის... საქართველოს დრო, საქართველოს ცა და საქართველო მსოფლიოს თავში... გინდა გათენდეს? - თავი გადასდე! გინდა აშენდეს? - თავი გასწირე! მერე შეხედავ დარიალაში არწივი ცაში როგორ აფრინდეს! 23.01.2001 შავნაბადას მონასტერი! -------------------- And the times , they are all changin' ...
|
Floyd |
![]()
პოსტი
#474
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
”უფალს” - არქიმანდრიტი შიო !
მშიერმა იცის, რას ნიშნავს პატარა პურის ნაჭერი, მომშივდა შენი დიდება, მომწყურდა შენი თვალები... ის ბეწვის ხიდი, რომელზეც თურმე ათასჯერ მივლია, რომ არ ჩამიწყდა, მადლობა, მადლობა, რაც გამივლია... ჩემი თვალების ახელა - მკვდრეთით აღდგენა შესძელი, მე ვცადე შენი გზით მევლო, ავდექ და ბერად შევდექი... მაგრამ ვაი, რომ მანამდე, ბევრი ცრუდ განვვლე, ვიომე... რამდენჯერ უფსკრულს გადამდგარს ხელი შენ გამომიწიდე... და არ ვიცოდი ის შრომა, ის რუდუნება, ალერსი, რითაც, როგორც ჩვილს , მივლიდი, რითაც ჩემს აკვანს არწევდი... 1996წ შავნაბადას მონასტერი! -------------------- And the times , they are all changin' ...
|
nat_uly |
![]()
პოსტი
#475
|
![]() natalia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 ![]() |
ქრისტე-შობა
განათდა ცა და მზეც ამოვიდა, მზის სხივმა გადაჰკრა ბეთლემს, ღრუბლები გაწითლდა,ბუნება გაცოცხლდა, ხატავდა ფერებით ედემს. ამ ლამაზ ქალაქში,პატარა მღვიმეში, იშვა უფალი ჩვენი იესო, მის ირგვლივ იყვნენ მწყემსნი კეთილნი; და შესცქეროდნენ ყრმას მშვენიერსო. ამ შობის ღამეს,ცაზე განათდა თეთრი ვარსკვლავი ცისა, ნიშნად იმისა,რომ ქრისტე იშვა, ჩვენი ღმერთის ძე ხსნისა! ქეთევან დევნოზაშვილი. -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
nat_uly |
![]()
პოსტი
#476
|
![]() natalia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 ![]() |
გ ო დ ე რ ძ ი ჩ ო ხ ე ლ ი
თხოვნა ამ დღემაც ისე ჩაიარა უხმოდ, უბრალოდ, სულში დატოვა ღრმა იარა გაჰქრა უკვალოდ. ვერ შეველიე საწუთროზე დღითი-დღე ჩივილს, წლები მიდიან ემატება ტკივილი ტკივილს. გულში ჩამიქრა სიხარული გაჰქრა მზის სხივიც, სულის სიღრმეში ბინდისფერი ყორანი ყივის. უფალო მიხსენ.კვლავ ამინთე გულში სანთელი და სულს მომფინე შორეული სივრცის ნათელი. -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
likka |
![]()
პოსტი
#477
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
...
-------------------- ეჰ...
|
შაკო |
![]()
პოსტი
#478
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 ![]() |
სამშობლო სამშობლოს სარეცელზე მკვდარი დავეცემი, თუკი მტერი მოვა,სისხლის დასაღვრელად არა ჩემს სამშობლოს მე არ გავეცლები თუნდაც დანა მომხვდეს ყელში დასაკვლელად ვეძლევი ჩემს ქვეყანას მონად მიმსახუროს ხატის წინ დამამხოს მუდამ სალოცველად ცრემლი მადენინოს ლოცვაში ჩაძირულს ხმალი მაქნევინოს მტრების სამუსვრელად მკლავი გამიმაგროს მტერთან საბრძოლველი გული გამიმაგროს ავის ასატანად ლოცვა შემიწიოს დედა ღვთისმშობელმა ჩემი სამშობლოს და ერის გასატანად.... p.s. ჩემია.... ![]() -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
![]()
პოსტი
#479
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
shakuna_
უი, შაკუნა, არ ვიცოდი რომ ლექსებს წერდი!!! ძალიან გამიხარდა ![]() ყოჩაღ და აუცილებლად გააგრძელე ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nini egriseli |
![]()
პოსტი
#480
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 ![]() |
შავი წყვდიადი თეთრი წყვდიადი_ორივე წყვდიადია.
დიდი ტკივილი და დიდი სიხარული_ორივე დიადია. შავში რაღაცა თეთრი ,თეთრში რაღაცა შავი_შავთეთრია..... ერთში რაღაცა კეთილ, მეორეში რაღაც ავი _ასეთია ... მწარეში რარაცა ტკბილი,ტკბილში რაღაცა მწარე_ტკბილ_მწარეა... მარგებელიაო ჭირიც,სიტკბოც იქავეა_ საცა სიმწარეა .... ავშიო რაღაცა კარგი ,კარგში რაღაცა ავი_ავ_კარგია.. რარაც უცნაური თარგი,რაიც თეთრი_შავით ნაქარგია. ტყულში რაღაც მართალი,მართალში რაღაც ტყუილი_ტყუილ_მართალია... სიცილში რაღაც ტირილის ,ტირილში რაღაც სიცილი_სიცილ_ტირილია ზოგი დუმილი, თანხმობის ნიშანი კი არა ყვირილია! სისხლში რაღაცა ხორცის ,ხორცში რაღაცა სისხლის _სისხლ_ხორცია... ერთი-ერთმანეთში,ასე მისხალ-მისხლის ხორხოცია. თვალში რაღაცა ყურის ,ყურში რაღაცა თვალის თვალყურია... ერთი ერთმანეთის თვალისა და ყურის თვალყურია... თავში რაღაცა ფეხის ,ფეხში რაღაცა თავის_თავფეხია... რა დაცემა მხის, რა შეხლა რა თავის სატეხია. გულში რაღაცა ღვიძლის ,ღვიძლში რაღაცა გულის _გულღვიძლია... ასე თავის ტეხით ,ვხვდებით ისე როგორც შეგვიძლია. უფრო მეტი კეთილ,უფრო ნაკლებ ბოროტ იწამეა... შენ _ჩემთვის,მე_ შენთვის ასე კი ბატონო, კი ძამია! ვსვამ წერტილს და ამ წერტილშიც მრავალ...წერტილია_ უერთმანეთოდ რომ ფონს ვერ გავალთ _გადაწყვეტილია! shakuna_ ძალიან კარგიააააააააააააააააააააა აააააა -------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 09:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი