![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
natiko |
![]()
პოსტი
#481
|
![]() natia ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 335 რეგისტრ.: 22-August 06 წევრი № 103 ![]() |
<<ჩვენ თუ არ გავუწვდენთ ხელსა
იმ გაჭირვებულ ხალხსა, ჟამი იქნება და ჩვენ ვერ გავაღებთ სასუფეველის კარსა . >> ![]() -------------------- << ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
|
მამფალი |
![]()
პოსტი
#482
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
ტატო
... ძნელი არის მარტოობა სულისა მას ელტვიან სიამენი სოფლისა.... უძლიერესი ლექსია. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
likka |
![]()
პოსტი
#483
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
"...და როგორც დანით გაჭრილი თითი....
ტუჩებზე მტკივა შენი სახელი......" ![]() -------------------- ეჰ...
|
marine |
![]()
პოსტი
#484
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ტერენტი გრანელი
*** ჩემი ფიქრები მხოლოდ შენ მოგსდევს, ქრის ქარიშხალი, მთებია ახლო, მე შეიძლება ამაღამ მოვკვდე, და სიკვდილის წინ შენ ვეღარ გნახო. ცხოვრება ასე ვერ შემინახავს, მოვა დრო და მე ისევ დავთვრები, ახლაც მწყურია მე შენი ნახვა, ახლაც გიგონებ და მენატრები. ”უფალს” - არქიმანდრიტი შიო ! მაგრამ ვაი, რომ მანამდე, ბევრი ცრუდ განვვლე, ვიომე... რამდენჯერ უფსკრულს გადამდგარს ხელი შენ გამომიწიდე... 1996წ შავნაბადას მონასტერი! მამა შიომ ყველას გულში ჩაიხედა ამ სიტყვებით ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#485
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

შაკო |
![]()
პოსტი
#486
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 ![]() |
shakuna_ უი, შაკუნა, არ ვიცოდი რომ ლექსებს წერდი!!! ძალიან გამიხარდა ![]() ყოჩაღ და აუცილებლად გააგრძელე ![]() მადლობა ![]() ![]() -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
![]()
პოსტი
#487
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#488
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეს ლექსი ახალგაზრდა პოეტის - თეა თოფურიას დაწერილია
![]() * * * ჯანდაბას, მე დაგიკრიფავ გვირილებიან მინდორს, დილა ბაცდება, ხვალზევით ვინმე მოვა და მითხოვს, იქნება ლამაზიც იყოს, იქნება ზურგზე კოშკით, ჩამომიტანოს მზითევი, ან შემიგროვოს მოცვი. ან მტვერი ზეთისხილის მთის, ქარმა მოფანტოს აქეთ და ქრისტეს ნაფეხურებით დამაბანინოს სახე. და გითხრა, რომ შენს ლოდინში და ოცნებებთან ხლებით ნახევარქათამასავით შემომეყლაპა ზღვები. და დაგვალულმა ვენახმა ვეღარ ავავსე დოქიც, ოცნებისთვისაც მძიმე ვარ, როგორც საძირკვლის ლოდი. ჩამოდი, მელაპარაკე, გული თუ რამეს გითხრობს, ჯანდაბას, მე დაგიკრიფავ გვირილებიან მინდორს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თათი87 |
![]() ![]()
პოსტი
#489
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე. განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება, ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა. ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა, უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა. ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია, სახე მწუხარებით მიუმწუთხებია... სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე. 1930 * * * ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში, უდაბურებად იქცა სოფელი. ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში მცირე ბედისაც ვარ მადლობელი. შეიძლებოდა, მქონოდა სული კეთილი, ნაზი, როგორც დობილი, მაგრამ ცხოვრება არაა სრული, მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი. ვით შეიძლება იქნე ლამაზი, როცა სიტლანქე მოდის მგმობელი, დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე, მცირე ბედისაც ვარ მადლობელი. საშინელება, სიბნელე, გესლი, დემონიური ცეცხლის პროფილი, ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე, მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
.ნინო |
![]()
პოსტი
#490
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ვიცი, რომ ეს ლექსი აქ უკვე იდო, მაგრამ როცა გურამ შარაძის შესახებ მოვისმინე, მაშინვე ეს გამახსენდა, და გადავწყვიტე ეს ლექსი კიდევ ჩამესვა...
თვითგვემა ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო! მორის ფოცხიშვილი -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
likka |
![]()
პოსტი
#491
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
"...მოდი....მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ....სისიხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარო ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... მოდი... გეძახი ათას წლის შემდეგ, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა... ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..." გ. ლეონიდძე "ყივჩაღის პაემანიდან" "...მომწყურდი ეხლა..ისე მომწყურდი.... ვით უბინაოს ყოფნა ბინაში, თეთრი ტყეების მომყება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე შენს წინაშე....! გ. ტაბიძე "თოვლი" -------------------- ეჰ...
|
likka |
![]()
პოსტი
#492
|
![]() გენა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 ![]() |
Борис Пастернак.......
![]() СВИДАНИЕ Засыплет снег дороги, Завалит скаты крыш. Пойду размять я ноги,— За дверью ты стоишь. Одна, в пальто осеннем, Без шляпы, без калош. Ты борёшься с волненьем И мокрый снег жуешь, Деревья и ограды Уходят вдаль, во мглу. Одна средь снегопада Стоишь ты на углу. Течет вода с косынки По рукаву в обшлаг, И каплями росинки Сверкают в волосах И прядью белокурой Озарены: лицо, Косынка, и фигура, И это пальтецо. Снег на ресницах влажен, В твоих глазах тоска, И весь твой облик слажен Из одного куска. Как будто бы железом, Обмокнутым в сурьму, Тебя вели нарезом По сердцу моему, И в нем навек засело Смиренье этих черт, И оттого нет дела, Что свет жестокосерд. И оттого двоится Вся эта ночь в снегу, И провести границы Меж нас я не могу. Но кто мы и откуда, Когда от всех тех лет Остались пересуды, А нас на свете нет? -------------------- ეჰ...
|
afxazi |
![]()
პოსტი
#493
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
t.l.
ციტატა ღმერთო, ბავშვობის წლებიდან შენი მიყვარდა თვალები. ლოცვას ვერც მაშინ გკადრებდი, ვერც ახლა გავ-ცა-ვფრინდები! მშვენიერი ლექსია, განსაკუთრებით ეს სტროფი მომეწონა. ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#494
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
t.l.
მართლა მაგარი ლექსია, მშვენივრად გარითმული, გამოხატული იდეა და ლამაზად დახატული ამბავი, რაც მთავარია ეს გულიდან ამოსული სიტყვებია, მიულოცე შენს მეგობარს ასეთი მშვენიერი ლექსების ავტორობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
![]()
პოსტი
#495
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ალბათ მხოლოდ კითხვები ვიცი, და მოწყურება ბრძოლის მჩვევია, მაგრამ შენს თვალებს როცა ვუცქერი ჯვარცმაშიც ჩვილი შემიმჩნევია... ეს სტროფი ყველაზე მეტად მომეწონა ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
![]()
პოსტი
#496
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ირგე |
![]()
პოსტი
#497
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
მოდი მეც გავრისკავ და ჩემს ლექსს წაგაკითხებთ.
მე სიყვარულის მწვავენ ალები, ფიქრნი მოდიან სწრაფნი, მალები, ამ ფიქრებს ვერსად დავემალები, დამნაშავეა შენი თვალები. |
marine |
![]()
პოსტი
#498
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ლოცულობს გველი
ანა კალანდაძე გასრიალდება ხევში ზმორებით ტანმოხატული უცხო ზოლებით მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი ლოცულობს გველი... ალბათ,ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა, რომ იდუმალებს, სევდიან თვალებს მიაპყრობს ზეცას, ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით... გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი და შიშის მგვრელი ლოცულობს გველი... ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა, ნაიდუმალებს როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და სევდიან თვალებს? ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით, ტანმოხატული უცხო ზოლებით მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი ხელში დაირით ველებს დაივლის და უზუნდარას იცეკვებს გველი... 1946 რა საოცრად პოეტური უნდა იყოს ადამიანი, რომ გველი და ლოცვა ერთმანეთს დაუკავშიროს ![]() ანა კალანდაძე ჭეშმარიტად პოეზიის დედოფალია ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
k@the |
![]()
პოსტი
#499
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ამ ლექსს ინტერნეტში გადავაწყდი ერთ-ერთ საიტზე და გულში ჩამრჩა.
წაიკითხეთ არ ინანებთ! ![]() იოსებ ნონეშვილი ღმერთი და ხელები მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი, თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად, მყინვარი შანდლად ედგა , შიგ მზე სანთლად ენთო და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა. წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა , მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა , გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა , რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა . მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი , ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ . ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები . უფლის განაჩენი არ იყო სადაო . მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი , რიგი და ქართველი? სადან სადაო და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა , წარუდგნენ და ჰკითხეს: ჩვენ რა ვქნათ უფალო? მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ , ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც, განცვიფრდა : ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე ? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე... ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები ... შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ, რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ.... დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო , მეუფევ მაღალო! და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად . რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი , ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა! .....ალპებად , ანდებად , თუ კავკასიონის მთებად , აიწიენ წარბები შეკრული... სად დაგაბინაოთ?- არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი. მამაცნი ერთგულნი... სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც , მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის , სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ... ხოლო ეს ედემი - თქვენთვის დამითმია . დე, იყოს ალალი! და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
marine |
![]()
პოსტი
#500
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უსმენს
ანა კალანდაძე ირხევა, ბიბინებს კორდი პაწია , თეთრი ყვავილების კაბა აცვია... სალამურს ატირებს “მწყემსი ქაცვია“ და ძოვს ცხოვარი... ეს სიმღერაა მზის სასალამო მარტისპირული... გვერდგანგმირული დუმს მაცხოვარი, უსმენს სალამურს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st October 2025 - 06:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი