![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#501
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
ანა კალანდაძე
მოდიოდა ნინო მთებით „ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“. ნინო ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი... მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი... თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, - ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე... მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო, ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? „ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო... გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... 1945 |
marine |
![]()
პოსტი
#502
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფოთლები... ფოთლები...
ანა კალანდაძე ატირდნენ მთები და ლამის მეც ავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც, მეც ვღონდები... მოწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები... ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ უჩვეულო კვნესით და გოდებით მოწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები... 1945 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#503
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
რატი ამაღლობელი
მახსოვს, ოდესღაც ამ სისხლძარღვებში ვაზის დაწურულ მტევნად მდიოდი და შენი ჯვარცმა ისე მტკიოდა, ცრემლების ლოცვად გადმომდიოდი. ახლა დამტოვე ფიქრის ამარა, სასჯელს ვერ ვიტყვი ამაზე სასტიკს, ვარ ცარიელი, როგორც სამარე - რომლიდან აღსდექ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamari_irakli |
![]()
პოსტი
#504
|
![]() tako ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 ![]() |
გამოთხოვება
რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით, ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,- მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო, ნამდვილი გრძნობის,განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! მაგრამ ამ სიტყვებს ახლა იაფი სცენის სურნელიც ახლავს, რაც არ უხდება და არ სჭირდება, ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წამოთქმა,მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს. შენგან მრავალი ტკივილის მნახველს და გზა რომელოც გაიყო ორად და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად, იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი, თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით. ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი: ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის, გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს, რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის. ჩემს დასაცავად და დასაღუპად და რისხვა, გულმა რაც დააგუბა, რაც გულს აქამდე ძალით ეკავა, წვრილმან გრძნობების წასალეკავად. გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით, შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი და უსასრულოდ დღისით თუ ღამით და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით, იქცეს კოშმარად და მოჩვენებად, დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება, რომ ფრთებშეკეცილ ფრინველის მსგავსად, აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად. მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი, ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი, ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს და ამ ღიმილის უხეში ქიმი გაგივლის გულში. შენ კი გახსოვდეს, რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს, რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც და ჩემი სულის ყველა ნაფოტი იმ კოცონისთვის გროვდება ახლა, რომელზეც შენი სურვილით ახვალ, მაგრამ იქამდე შენი სახელი, ვით ჩემი მტრების თანამზრახველი და ვით ურჩხული ცხრა ხმით, ცხრა ხელით დამახრჩობს თუკი ამოძახებას ვერ შევძლებ უცებ! -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
marine |
![]()
პოსტი
#505
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქეთევან დედოფალი
ანა კალანდაძე რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა, ქროდა ქარი... თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა, ტინად იდგა დედოფალი... თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა, სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა... ლოცულობდა... როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა: „არასოდეს!“ დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა, ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან, ცხელი რკინა, საქართველოს გულს რომ კვეთდა. რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა, ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი... ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა, ქროდა ქარი... ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარულ დედოფალსა, უდრეკ იყო დედოფალი! 1946 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#506
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გამოთხოვება რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით, ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,- მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო, ნამდვილი გრძნობის,განცდის და ვნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! ლამაზია ძალიან.. ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
![]()
პოსტი
#507
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად თოვლი აცვივა გზებს... ფიქრი თევზივით ცურავს, სიჩუმე ნაპირს ხრავს, ქარი არის და სულაც, სულაც არ იღებს ხმას. ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს, ჩუმად, ჩუმად და ჩუმად ვიღაც გვირგვინებს ქსოვს. დღე იკარგება წყნარად, - დუმს, ყველაფერი დუმს და გული ყვირის, მაგრამ ვინ რას გაუგებს გულს?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
tamari_irakli |
![]()
პოსტი
#508
|
![]() tako ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 ![]() |
... და სიბნელიდან გამოდის ბავშვი, რომელსაც დიდი სინათლე სურდა, რომელმაც უცებ იპოვა ქარში დიდი მსგავსება საკუთარ სულთან. და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა, სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე, და ცას უყურებს უკვე შორიდან და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე. რადგან არ უნდა, არ სურს , რომ ჰქონდეს ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის. მე მას ვგულისხმობ... საიდან მოდის, ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის. ო.ჭილაძე -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
marine |
![]()
პოსტი
#509
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უფლის გზა
გოდერძი ჩოხელი მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ნეტავ იმქვეყნად გრძელდება კაცის თავგადასავალი? ბევრი მოსულა ამ სოფლად, აღზევებულა მრავალი, მოკლეა წუთისოფელი, წამით წამამდე სავალი. სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი, არ იშოვება წამალი, მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს ცაზე მზე ამომავალი. ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა ჩემთვის სამარის კარია, რაც უნდა ბევრი ვეცადო, დადგება ჩემი ჟამია, კაცს თავის ავლადიდება საიქიოში თან მიაქვს. მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის თავანი? ბევრი მინახავს მოსული, წასული _ უფრო მრავალი, ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით, საიქიოსკენ სავალი, ყველა იმ გზაზე მივდივართ, მათხოვარიც და მთავარიც, სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი, მარადიული ამქვეყნად მარტო უფალის გზა არის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#510
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
ყაყაჩო გაზაფხულზე ყვავილია
თიბათვეში გათიბავენ და თივა ჩემო კარგო სიყვარული ჩავლილია და გული მტკივა. უცნობი ავტორი |
tamari_irakli |
![]()
პოსტი
#511
|
![]() tako ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 151 რეგისტრ.: 24-March 07 წევრი № 1,477 ![]() |
ზღვის პირას
ზღვას ზეცა ბავშვივით ეწვინა კალთაში, ასეთი ცისფერი არასდროს სჭერია... ზღვისპირას გეძებდი, ზღვასავით გადაშლილს, იქ, სადაც ბალახში მწვანეში ერია. უცნობი ხეები გრაგნილებს მიწვდიდნენ და შლიდნენ ეტრატებს კოჟრიან თითებით, და იდგა ზღვისპირას ისეთი სიმშვიდე, რომ გულგახეთქილი წიოდნენ ჩიტები. გეძებდი. ზღვა ისევ ღელავდა სიმწვანით, გულმა ვერ ამოხსნა სიმშვიდე ფარული. ვეღარსად გიპოვნე, ვეღარსად გიცანი და ტალღებს ვაჩუქე შენი სიყვარული. მ.ქვლივიძე თოვლიანი ზამთარი. საღამო მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი, და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი- ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი. გამახსოვრდება გაშლილი მხრები... გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება, მაგრამ ოჯახში იოლად თბები... და სხვისი თოვლიც იოლად დნება. ტ.ჭანტურია -------------------- ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
|
di_onise |
![]()
პოსტი
#512
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
მზეო თიბათვისა
გალაკტიონ ტაბიძე მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები. ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი. ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა ამას გევედრები. 1915 ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#513
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქვაზე ამოკითხული
მორის ფოცხიშვილი ვაი შენ, წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადა, _ შორით დაგიდექ, შორიდან არა, არ ღირდი ცქერადა, ახლოს მოველ და დამდაგე, გამხადე დღეთა წერადა, გავიქეც, გამომეკიდე, გზა მომიქციე მტვერადა. ცეცხლად მეკიდე, მე კიდევ დარდი ისედაც მკვერავდა, ვერ იქნა, გაგსწორებოდი, ვერ იქნა, აუჰ, ვერა და... კლდე იყავ, კენჭიც არ გქონდა მოსარყევ-მოსამტვრევადა. "დაგცადე ათასფერადა" - საოცარი სიტყვებია.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
xevsuri |
![]()
პოსტი
#514
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
ჩამოსხდებიან დაიდგავენ პატარა ტაბლას. ჩამორიგდება ყანწები და თეთრი სურები. ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა; უიარაღო და უაბჯრო ბრგე ხევსურები. შემოივლიან საქართველოს მთა ბარს ერთიანს, სძულთ გულღრძო კაცი სხვისა ნიღაბს შეფარებული. ყველა ხევსური მიწიერი მამაღმერთია; დაბადებიდან სამშობლოზე შეყვარებული!" ქალავ ვახ როგორ გიხდება გაჭენებული მერანი. ქარით ჩაშლილი დალალით ქალაქს სად გნახავ? მე რავი? ვახ როგორ გშვენის ქალშავავ, ეგ ხევსურული საყელო. სწორფერო იქავ არ შამხვდე, არ მინდა გიჟმა მაგხელო! გადაგატარებ მწვანე მთებს, ჯიხვებს ხომ ჰშვენით ნეტარი? ვეღარ გიშველის ნინიავ, ეგ ფეხ ტიტველა მხედარი! ბრალი ხარ! ბრალი ქალაქში! სევდით აწუხებს მთებს ქარი, ჯობია ხევსური გახდე, სახელად გერქვას მზექალი! -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
saliko |
![]()
პოსტი
#515
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,226 ![]() |
პოეზია ყველას გვიყვარს. მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! მარინე შენი წამოწყება მომეწონა მართლა.მედეა კახიძის ეს ლექსი მეც ძალიან მიყვარს,გამიხარდა აქ რო ვნახე ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#516
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...)
ანა კალანდაძე აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლაჟვარდებისკენ ქერუბიმთ სწრაფვაც! ყურში ჩამძახის საუფლო სიტყვებს და... ელის პასუხს! უფალო ჩემო, ო, მეუფეო, მოველ შენს სახლსა... ამა ვნებისთვის? გულამღვრეული აქ შემოვსულვარ - სასოებისთვის! 1984 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
BOO |
![]()
პოსტი
#517
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
* * *
მშვენიერი საღამოა, სიყვარულით სვსე დედა, და და მე ერთად ვართ ბედნიერად ასე. ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#518
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,774 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ნადირობა
მორის ფოცხიშვილი ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი... სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს. ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის, _ ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი... ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. შავი საფანტი ირევა... თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, _ ავფრინდები და... ფრრი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
![]()
პოსტი
#519
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რა ცაა!
შეხედე,რა ცაა! _ ეს არის რაცაა! შეხედე,ამ მხარეს! _ ზღვით დილა გვახარებს! შეხედე რა ზღვაა! ო,ეს ზღვა სულ სხვაა; გულია,მიწაა!... რა ცაა,რა ცაა! . . . "... მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს, ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს." /გალაკტიონი/ . . . ქალია დილა, მიწა - ქალი საღამო - ქალი... წვიმა ქალია... ყველაფერი ქალივით მიყვარს... და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, _ ასე მგონია: მე რო მიყვარს, _ მართმევენ იმ ქალს. /მუხრან მაჭავარიანი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
likita |
![]()
პოსტი
#520
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 138 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,772 ![]() |
მ. ფოცხიშვილი
შენი სიცილი, ჩემი გონების ტყვეობიდან ათავისუფლებს აზრს, მე, მხოლოდ ეხლა გამოვთქვი იგი: მშვენიერი ხარ, როცა ი ც ი ნ ი !!!!!!!!! . . . ქართველი თუ ხარ, ც ე ც ხ ლ ს შენობით ელაპარაკე! -------------------- [size=3]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი