IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 25 26 27 28 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
T.L.
პოსტი Jun 5 2007, 12:52 PM
პოსტი #507


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.
ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Jun 5 2007, 02:58 PM
პოსტი #508


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477




... და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც დიდი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვა ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან.

და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა,
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე,
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე.

რადგან არ უნდა, არ სურს , რომ ჰქონდეს
ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის.
მე მას ვგულისხმობ... საიდან მოდის,
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის.

ო.ჭილაძე


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2007, 04:34 PM
პოსტი #509


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უფლის გზა

გოდერძი ჩოხელი

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jun 6 2007, 05:46 PM
პოსტი #510


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ყაყაჩო გაზაფხულზე ყვავილია
თიბათვეში გათიბავენ და თივა
ჩემო კარგო სიყვარული ჩავლილია
და გული მტკივა.

უცნობი ავტორი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Jun 7 2007, 02:33 AM
პოსტი #511


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ზღვის პირას

ზღვას ზეცა ბავშვივით ეწვინა კალთაში,
ასეთი ცისფერი არასდროს სჭერია...
ზღვისპირას გეძებდი, ზღვასავით გადაშლილს,
იქ, სადაც ბალახში მწვანეში ერია.

უცნობი ხეები გრაგნილებს მიწვდიდნენ
და შლიდნენ ეტრატებს კოჟრიან თითებით,
და იდგა ზღვისპირას ისეთი სიმშვიდე,
რომ გულგახეთქილი წიოდნენ ჩიტები.

გეძებდი. ზღვა ისევ ღელავდა სიმწვანით,
გულმა ვერ ამოხსნა სიმშვიდე ფარული.
ვეღარსად გიპოვნე, ვეღარსად გიცანი
და ტალღებს ვაჩუქე შენი სიყვარული.

მ.ქვლივიძე

თოვლიანი ზამთარი. საღამო


მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი
და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,
და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი-
ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები...
გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,
მაგრამ ოჯახში იოლად თბები...
და სხვისი თოვლიც იოლად დნება.

ტ.ჭანტურია




--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 7 2007, 02:41 AM
პოსტი #512


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მზეო თიბათვისა
გალაკტიონ ტაბიძე
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

1915

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 7 2007, 10:38 AM
პოსტი #513


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქვაზე ამოკითხული

მორის ფოცხიშვილი

ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა, _
შორით დაგიდექ,
შორიდან
არა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა.


"დაგცადე ათასფერადა" - საოცარი სიტყვებია..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Jun 19 2007, 10:55 PM
პოსტი #514


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239




ჩამოსხდებიან დაიდგავენ პატარა ტაბლას.
ჩამორიგდება ყანწები და თეთრი სურები.
ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა;
უიარაღო და უაბჯრო ბრგე ხევსურები.
შემოივლიან საქართველოს მთა ბარს ერთიანს,
სძულთ გულღრძო კაცი სხვისა ნიღაბს შეფარებული.
ყველა ხევსური მიწიერი მამაღმერთია;
დაბადებიდან სამშობლოზე შეყვარებული!"



ქალავ ვახ როგორ გიხდება გაჭენებული მერანი.
ქარით ჩაშლილი დალალით ქალაქს სად გნახავ? მე რავი?
ვახ როგორ გშვენის ქალშავავ, ეგ ხევსურული საყელო.
სწორფერო იქავ არ შამხვდე, არ მინდა გიჟმა მაგხელო!
გადაგატარებ მწვანე მთებს, ჯიხვებს ხომ ჰშვენით ნეტარი?
ვეღარ გიშველის ნინიავ, ეგ ფეხ ტიტველა მხედარი!
ბრალი ხარ! ბრალი ქალაქში! სევდით აწუხებს მთებს ქარი,
ჯობია ხევსური გახდე, სახელად გერქვას მზექალი!


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saliko
პოსტი Jun 20 2007, 12:32 PM
პოსტი #515


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 18-June 07
წევრი № 2,226



ციტატა(Irine @ Aug 24 2006, 09:13 PM) *

პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები
წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე)

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1858
კიდევ ერთი ლექსი
მედეა კახიძე

ვისაც სიყვარული შეუძლია
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!



მარინე შენი წამოწყება მომეწონა მართლა.მედეა კახიძის ეს ლექსი მეც ძალიან მიყვარს,გამიხარდა აქ რო ვნახე jump.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2007, 04:36 PM
პოსტი #516


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...)

ანა კალანდაძე

აჰა, მაცდური აქაც შემომყვა,
დამიხვდა აქაც:
და მოზეიმე ჩამიქრა სული,
ყოველი გაქრა -
მზის ბრწყინვალებაც, ლაჟვარდებისკენ
ქერუბიმთ სწრაფვაც!
ყურში ჩამძახის საუფლო სიტყვებს
და... ელის პასუხს!
უფალო ჩემო,
ო, მეუფეო,
მოველ შენს სახლსა...
ამა ვნებისთვის?
გულამღვრეული
აქ შემოვსულვარ -
სასოებისთვის!

1984


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Jun 20 2007, 05:13 PM
პოსტი #517


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



* * *
მშვენიერი საღამოა,
სიყვარულით სვსე
დედა, და და მე ერთად ვართ
ბედნიერად ასე.

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2007, 11:08 AM
პოსტი #518


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნადირობა

მორის ფოცხიშვილი

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის, _
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე, _
ავფრინდები და...
ფრრი...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 22 2007, 03:45 PM
პოსტი #519


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



რა ცაა!


შეხედე,რა ცაა! _
ეს არის რაცაა!

შეხედე,ამ მხარეს! _
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე რა ზღვაა!
ო,ეს ზღვა სულ სხვაა;

გულია,მიწაა!...
რა ცაა,რა ცაა!



. . .

"... მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს."

/გალაკტიონი/




. . .

ქალია დილა,
მიწა - ქალი
საღამო - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, _ ასე მგონია:
მე რო მიყვარს, _
მართმევენ იმ ქალს.

/მუხრან მაჭავარიანი/


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 30 2007, 01:50 PM
პოსტი #520


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



მ. ფოცხიშვილი

შენი სიცილი,
ჩემი გონების ტყვეობიდან
ათავისუფლებს აზრს,
მე, მხოლოდ ეხლა გამოვთქვი იგი:
მშვენიერი ხარ, როცა ი ც ი ნ ი !!!!!!!!!


. . .
ქართველი თუ ხარ,
ც ე ც ხ ლ ს
შენობით ელაპარაკე!


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 30 2007, 01:59 PM
პოსტი #521


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ის მოდის ჩუმად,
როგორც ქურდი ან საყვარელი,
ან ნამთვრელევი
გრძნობების ჩქამი,
ის მოდის ჩუმად,
უფრო ხშირად
ის მოდის ღამით,
და რომ იცოდეს, _
როგორ გავსვრით,
აქ აღარ მოვა!...
და იქნება
ცამდე მართალი
ის _
მარტოობის თეთრი სარდალი,
სახლედად თოვა!...

გაგა ნახუცრიშვილი smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2007, 11:59 AM
პოსტი #522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(ღმერთო...)

გრიგოლ აბაშიძე

ღმერთო, იქნება მე ღირსიც არ ვარ,
რომ მოგაწვდინო ცაში ლოცვანი.
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.

ჩემი სანთელი ჩემ თვალწინ ქრება,
ვაი, რომ ზოგჯერ შენთვის არ ენთო!
მე სულ ვამბობდი სიცოცხლის ქებას,
სიკვდილთან ცოტა მქონდა საერთო.

მომეც ძალა და მომმადლე რწმენა,
ეშმაკის ძლევად და საზიანოდ,
აღსარებისთვის ამიდგი ენა,
შენს საიდუმლოს რომ მაზიარო.

და მე შენდობის ღირსი თუ არ ვარ,
ქარს გაატანე ჩემი ლოცვანი...
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.

1992



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 3 2007, 10:00 AM
პოსტი #523


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



პოეზია...
ძალიან კარგი თემაა, ამოუწურავი და სიამოვნების მომგვრელი smile.gif
მოდი, თქვენის ნებართვით, საქართველოს დაბადების ლეგენდით დავიწყებ



მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად.
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ... ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი.

ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები...
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი
(რიგი და ქართველი?.. საიდან სადაო).

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ, სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
- ჩვენ რა ვქნათ, უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც.
განცვიფრდა:
- ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

- ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასები მოვცალეთ...
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალევ...

დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!..

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,
რა ვუყოთ... ნუ სწუხარ... შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!..

...ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის
მთებად აიწივნენ წარბები შეკრული.
- სად დაგაბინაოთ არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი.

სულ ყველა გავეცი - ბილიკიც, ჭიუხიც...
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი.

მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის.
ზეცაში ვიცხოვრებ... ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია... დე იყოს ალალი!..

...და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი...


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Jul 3 2007, 10:35 AM
პოსტი #524


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



გავაგრძელოთ თემა "საქართველო" smile.gif



არის ასეთი ქვეყანა


ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი,
ხალხში თქმული რისთაველის ლექსად,

მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები - ბარად.

ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო.
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები მდელო.

თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.

"ერი პურადი გულადი",
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან...
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

ურმის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს - კაკაბი და გნოლი...
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.

მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!

აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა...
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.

აუვსია, რომ დაუხვდეს გაზაფხულს,
ღვინით თასი ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.

ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, -
მას საქართველო ჰქვია!


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2007, 12:06 PM
პოსტი #525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,748
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ანზორ აბულაშვილი

მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Jul 3 2007, 06:27 PM
პოსტი #526


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



რამდენი ხანია აქ არ შემომიხედავს...

პოეტს რად უნდა ფრთები

მოლაღულისფერი ფრთები,
მოლაღულისფერი ზეცა,
პოეტ ქალს რად უნდა ფრთები
პალიტრა ათასგვარ ფერთა.

პოეტის გასარკული გული
გამაა ცისარტყელის ფერთა,
სულში კერეონი უწნის
ოქროსფერ სტრიქონების ეტრატს.

პოეტს გაზაფხული უყვარს,
პეპელას მოფარფატე ფრთები,
უკიდეგანო სივრცე,
ზღვები, მინდვრები და მთები...

პოეტს ნაკადული უყვარს,
რაკრაკით მომავალი - ციდა,
მთებზე დაწოლილი ნისლი
ხან, ზეცის ტირილი და წვიმა...

პოეტს ანცი სიოც უყვარს,
სხეულზე მოლამუნე ურცხვად,
გაშლილი ჰორიზონტი
წამით რომ შეგიკრავს სუნთქვას.

პოეტი არად აგდებს "ტიტულს",
რად უნდა პირველობა მითხარ
როცა უფლისავე ნებით
თავს შვენის ზეციური მიტრა.

სიცილით ნუ დაურღვევთ დუმილს
პოეტს გაღიმება უყვარს,
პოეტი სიალალეს ეტრფის
პოეტს - მლიქვნელობა სუსხავს.

... ლამაზი თვალებიც უყვარს
თვალები - უძირო და წმინდა,
მასში არეკლილი სული
მუზის პაექრობა ფიქრთან...

მოლაღულისფერი ფრთები და
მოლაღულისფერი ზეცა...

თეა კანდელაკი
05.28. 07




--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th April 2026 - 02:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი